შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნება უფასოა (თავი 17)


20-05-2020, 00:10
ავტორი Mari Orjonia
ნანახია 1 177

ნიტა! ნუტააა! კარგად ხარ? - ორ თითს კისერზე ადებს ლუკა და პულსს უმოწმებს.
ნიტა კი მხოლოდ ამას ამბობს.
- ჩემს სამყაროში მინდა!
- ნიტააა, ჯანდაბა ეს გულის წასვლები მაგარი იცი.-უცებ სპორტულები ამოიცვა, ხელში აიტაცა, ქვემოთ ჩაიყვა, მდივანზე წამოაწვინა და ექიმს დაურეკა.
- ჯანდაბა ნიტა, ამდენი ვქენი და მაინც ვერ დაგიცავი. - ნერვიულად ისმევდა თმაზე ხელს ლუკა.
- რა ხდება? - კარში გაკვირვებული დგას ლიკა.
- გული წაუვიდა არ ვიცი ლიკა, სუნთქვა უჭირდა, იქნებ შენ იცი რამე. - უფრო უმატებდა ლუკა ნერვიულობას.
- ნუ ნერვიულობ 1 თვის წინაც მოუვიდა მსგავსი, შემოწმებაზე უარი თქვა უბრალოდ გადაღლილობას დააბრალა.
- ხო მაგრამ ახლა უარს ვეღარ იტყვის, თუ საჭირო იქნება დავაბამ და ეგრე გავაკეთებინებ ანალიზებს, სულ მოთენთილია, დაღლილი, გულიც ადვილად და ხშირად მისდის.
- ხოო ეგ მეც შევამჩნიე.
ოთახში ნერვიულად დადიოდა ლუკა, ლიკა კი ნიტასთან იყო ჩამუხლული და მის ხელებს ეხუტებოდა, ამ დროს კარზე ზარი გაისმა ლუკა მივარდა და სასწრაფოდ გაუღო ექიმს.
- მობრძანდით გთხოვთ სწრაფად.
ექიმი ნიტასთან მივიდა და რამოდენიმე ანალიზი აუღო.
- მისმინეთ ყველა ანალიზი აუღეთ ყველაფრის გესმით?
- რამოდენიმე ავუღე ხვალაც მოვალ თუ რამე საეჭვოს ვნახავ.
- აჰ არა ბატონო თქვენ ვერ გამიგეთ აფსოლიტურად ყველაფრის ანალიზი უმდა აუღოთ.
- კარგით. - მიტრიალდა ექიმი და ლუკას ბრძანების შესრულებას შეუდგა.
ლუკა თავის კაბინეტში ავიდა, კარები ჩაკეტა ნერვების მოთოკვა სცადა და გამოუვიდა კიდეც.
დილით კაბინეტში მის სავარძელზე ეღვიძება, ნატკენ კისერს იზელს ისზმორება და როდესაც გუშინდელი დღე ახსენდება მაშინვე ნიტასთან მიდის.
სანამ კიბეებს ჩავიდოდა დაინახა ნიტა რომელიც მდივანზე იჯდა და ერთ ადგილს მიშტერებული და გიჟივით აცეცებდა თვალებს.
- ნიტა. - ლუკას ხმის გაგონებისას პირდაპირ მას შეხედა.
- რა დაგემართა გუშინ? - იკითხა ლუკამ.
- არ ვიცი, თითქოს ჩემთვის ჰაერი არ იყო. - მოთენთილი ზის ნიტა, ლუკა მასთან მიდის და გვერდზე უჯდება.
- თუ შენთვის ჰაერი არ იქნება მაშინ ჩემს ჰაერს ვისუნთქებთ ორივე ერთად. - უღიმის ლუკა და მის სიტყვებზე ნიტასაც ეღიმება.
- ნუ ხარ სულელი. - ისევ იღიმის ნიტა. - თუ ჩემთვის ჰაერი არ დარჩევა წავალ. - ღიმილი სახეზე აშრება ორივეს.
- არ გაგიშვებ.
- ხო თქვი ვარჯიშს რომ მორჩები წახვალო.
- არ მინდა რომ წახვიდე ნიტა.
- მაშინ არ წავალ.
ორივე იღიმი, ლუკა მისკენ ექაჩება ნიტას და ეხუტება.


ნიტა¥
მდივანიდა ვდგები და სააბაზანოში შევდივარ მოსაწესრიგებლად თაბრუს ხვევას არ ვიმჩნევ და უბრალოდ ვაიგნორე, მოთენთილობასაც იგივეს ვუშვები და აბანოში შევდივარ.
სარკეში ვიხედები და რას ვხედავ, თმები აწეწილი ისე მაქ რომ ალქაჯს ვგავარ.
მოვწესრიგდი, ცხვირიდან რაღაც სითხის ჩამოსვლა ვიგრძენი ინსტიქტიურად ხელი მოვისვი, ცოტა ოდენი სისხლი იყო , ამას თუ ლუკას ვეტყოდი დარწმუნებული ვარ ექიმთან წამიყვანდა მე კიდევ იქ წასვლა არ მინდოდა ამიტომ სისხლი მოვიშორე და ლუკასთან გავედი.
- ლუკააა! ლუკაა! ლუკაა! ლუკაა!
- ნიტა რა გაყვირებს აქ ვარ. - სამზავრელიდან გამოსძახა ლუკამ.
- ვიცი უბრალოდ წამომიარა და. - იცინის ნიტა.
- შენ დიდი ხანია წამოვლილი გაქვს. - ლუკას არ აყოვნებს.
- რააა რათქვიი? რამე თქვი? ვერ გავიგე გაიმეორე. - თავი დაიყრუა ნიტამ და სიცილში აყვა.
- შეშლილი ხარ.
- არც შენ არ ხარ ნაკლები ჩემო ლუკუნა.
- ლუკუნა? - გაიკვირვა ლუკამ.
- ხოოო - იცინის ნიტა
კარზე ზარია, ნიტა მაშინვე წამოხტა და კარი გაუღო ექიმს.
- გამარჯობათ, რამე გნებავთ? - თავაზიანად ეკითხება ნიტა.
- მეე ბატონ ლუკასთან ვარ.
- შემოუშვი ნიტა, ჩემთანაა. - მოესმა უკნიდან ლუკას ხმა და მაშინვე შემოატარა კაცი კარებში.
- ბატონო ლუკა რთული შემთხვევაა, თქვენს გამო მთელი ღამე ვმუშაობდით და ყველა ანალიზის პასუხები მივიღეთ. - მიაყარა ექიმმა.
- რა ანალიზები? - დაეჭვებული კითხულობს ნიტა.
- და საბოლოოდ რა დასკვნა მიიღეთ? - ლუკამ დააიგნორა ნიტას კითხვა და განაგრძო.
- მისმინეთ, სრული გამოკვლევა გვჭირდება პასუხი რომ გითხრათ ასე პირდაპირ ვერ გეტყვით.
- კარგით ჩავატაროთ.
- აქ ვერ ჩავატარებთ, საავადმყოფოში უნდა წავიდეთ.
- ლუკა რახდებაა? - უკვე შეშინებული კითხულობს ნიტა.
- რამე სერიოზულია?
- ამას ვერ გეტყვით სანამ სრულ გამოკვლევას არ ჩავუტარებთ მაგრამ რაღაცას ვეჭვობ, ჩემს კოლეგებსაც ვანახე, ახლა მხოლოდ გამოკვლევა გვჭირდება დასარწმუნებლად.
- ლუკა რა ხდებათქო. - შეშინებული კითხულობს ნიტა, ლუკა ფეხზე დგება მასთან მიდის და ეხუტება.
- მისმინე ნიტა, ახლა რაღაცას გეტყვი და იცოდე არ დაიწყო წუწუნი, საავადმყოფოში მივდივართ. - ეცადა მშვიდად აეხსნა ნიტასთვის სიტუაცია.
- აუუ არ მინდა რა, არ შეიძლება რომ არ წავიდეთ? არ მინდა ნემსები. - ნიტას წუწუნმაც არ დააყოვნა.
- არ შეიძლება, მივდივართ და მორჩა, არ გეტკინება კპირდები.
ხელი დაავლო ნიტას გასასვლელთან მიიყვანა , თავისი ხელით ჩააცვა ქურთუკი და ფეხსაცმელი, თითქოს ნიტას არ შეეძლოსო.
საავადმყოფოში ლუკას მანქნით სწრაფად მივიდნენ, ნიტასთვის სამწუხაროდ. შესვლის თანავე ცხვირზე მოიკიდა ხელი ნიტა.
- ვერიტან ხი სავადმყოფოებს. - მის დაჭყანულ სახეზე ეცინება ლუკას.
- შენით მიხვდი თუ ვინმემ გითხრა.
- მიდი შენ წინ იარე. - ეღიმება ლუკას.
- ვივლი ხოო ვივლი უფ.
ნიტა პალატაში შეიყვანეს ჯერ ისეთი ანალიზები გაუკეთეს სადაც ნემსი არ დასჭირდებოდათ, ახლა კი ნემსის ჯერიც დადგა.
- ლუკა არ შემიძლი, მეშინია, გეფიცები გული წამივა, არ ვხუმრობ. - ცდილობს ლუკას გადააფიქრებინოს მაგრამ ტყუილად.
- ნუ მაიმუნობ, გააგრძელეთ ექიმო. - მიმართა ექიმს.
- ლუკაა არ გაბედოო!
- გავბედავ შენ კიდევ ჩუმად იწვები.
- მაგასაც ვნახავთ. - თავისთვის წაიჩურჩულა და ფეღზე წამოხტა როდესაც დარწმუნდა რომ ლუკა ოთახიდან გასული იყო, თავისი ქურთუკი აიღო, ექმისგანაც ტავისუფლად გამოიქცო, კარიდანაც გავიდოდა დაა წინ ლუკა აესვეტა.
- ნიტა რას ცდილობ.
- გაქცევას.
- მაგას მეც მივხვდი. - ხელი ჩაავკო ლუკამ, კუთვნილ ადგილას დააბრუნა ნიტა და ხელები გაუკავა რომ არ გაქცეულიყო.
ნიტა ცდილობდა გაქცევას მაგრამ ლუკა უკავებდა ხელებს, როდესაც მიხვდა რომ მის ფართხალს აზრი არ ქონდა და უკვე ნემსი ვენაში იყო, თვალები გადაატრიალა და გაითიშა.
ლუკას მის შიშზე სიცილი აუტყდა, ექიმიც რომელიც ამდენ ხანს სიცილს იკავებდა, ამოუშვა და ახლა უკვე 2 ხმაში ხარხარებდნენ.
ნახევარ საათში გამოეღვიძა ნიტას, გვერდზე ლუკა ეჯდა და ტელეფონს თამაშობდა, მისი დანახვის დროს კი გამორთო და ჯიბეში ჩაიდო.
- კარგად ხარ? - მზრუნველად იკითხა ლუკამ.
- შენი ბრალი იდიოტი.
- პირველი, მე იდიოტი არ ვარ მეორე, ჩემი კი არა შენი მშიშარა გულის ბრალია.
- წავიდეთ რაა.
- აა ახლა მოვა ექიმი დაგველაპარაკება და წავალთ. - ლუკას თქმა და ექიმი კარში შემოვიდა, დამწუხრებული სახით.
- ჩემს კაბინეტში ვისაუბროთ. - კაბინეტისკენ უბიძგა ექიმმა, ლუკა და ნიტაც უკან მიყვნენ.
- გამოკვლევები ჩავატარეთ, ორგანოების განლაგების მიხედვით.
- ისა სანამ დაიწყებთ, თუ შეიზლება ჩვენს ენაზე რომ გველაპარაკოთ. - შეაწყვეტინა ნიტამ.
- ყველაფრის ანალიზი ავიღეთ, ახლა უკვე დარძმუნებით ვიცით რა გაქვთ.
- და რა სჭირს. - ნერვიულად ათამაშებს ხელებს ლუკა.
- ზურგის მარჯვენა ტვინის კიბო. - ექიმის სიტყვების მერე ყურები დაეგუბა ლუკასაც და ნიტასა, მეტი აღარაფერი ესმოდათ, გონებაში კი სულ ერთი და იგივე ისმოდა, კიბო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent