შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს თქვა არასდროს თავი პირველი


11-06-2020, 00:13
ავტორი მმარიტა
ნანახია 9 444

ყველაფერი ძალიან მოკლე ხნის წინ დაიწყო.
უდარდელი ცხოვრებას ყოველთვის კარგი სუნი აქვს, თუმცა პრობლების წარმოქნისთანავე ადამიანები უკან იხევენ, ბრძოლის გარეშე ნებდებიან ... უსუსურები და უგუნურები ხდებიან.
ცხოვრება იმაზე რთულია ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ, ცხოვრებას იმაზე დიდი დარტყმის მოყენება შეუძლია ვიდრე თითოეული თქვენგანი წარმოიდგენს.
თუმცა, ყოველთვის ყველაფერს ორი მხარე აქვს...
ჩვენ, ადამიანები ჩვენივე თავისთვის ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ...
ჩვენ ვქმნით მომავლის გეგმას...
ჩვენ ვწყვეტთ ბედს, მომავალს იმ ცხოვრებას , რომელშიც დარჩენილი წლების გატარება მოგვიწევს.

-აქედან მივდივარ! საკმარისია.
მკაცრი ტონით ეუბნება, მის წინ მდგარ ხელებ დასისხლულ მამას .
-მეტი აღარ შემიძლია მამა! როგორც გინდა ისე მოიქეცი ამის შემდეგ . ნერვები აღარ მყოფნის , რომ ვაკონტროლოშენი ცხოვრება. ცხოვრება მინდა გესმის?! მინდა, რომ ყოველი გათენებით, დაღამებით , სახლში მოსვლითაც კი სიამოვნებას ვიღებდე , სიმშვიდე მინდა გესმის?!
- მე... მე არმინდოდა...
შეშინებული ხმით, თავდახრილი და ხელებ ჩამოყრილი ეუბნება გამწარებულ ქალიშვილს.
თვითონაც ხვდება, რომ ყველაფერი უარესდება... ხვდება ,რომ ისეთივე ერთიანი, მშვიდი და ძლიერი ოჯახი აღარ ჰყავს .
-საკუთარ თავს ვნებ მამა. ხომ იცი, რომ დედა ვერ ჩამოვა.
შენ იცი ,რომ იქ ჩვენს გამოა.
ერთმანეთს სტიმული უნდა მივცეთ და არა გული ვატკინოთ. მერამდენე ნივთია, რომ უმისამართოდ ისვრი .
ამით რას იგებ?! სამსახურიდან დაღლილი ვბრუნდები ძალიან ბევრ ცუდი ფაქტის შემდეგ , ხალხის ლანძვისა და კრიტიკის შემდეგ ... შენ, შენ კი სითბოს მაგივრად არეულსა და უსისცოცხლო გარემოს მახვედრებ .
- აღარ განმეორდება შენც და ნატასაც გპირდებით,აღარ დავლევ .
- მერამდენედ ?
- ბოლოჯერ ვიკა.
-დასაძინებლად მივდივარ, დილით ადრე ავდგები და აქაურობას მივხედავ.
ძალიან დატვირთული დღე მქონდა ვერ მოახერხა სამსახურმა , რომ დრო გადაეწია ამიტომ უნივერსიტეტის შემდგე პირდაპირ იქ წავედი . დედას არაფერს ვეტყვი , მაგრამ გპირდები თუ განმეორდება სახლიდან წავალ .
- ძილინებისა შვილო.
- ძილინების.
ოთახში შესვლისთანავე ტანსაცმელს დაავლო ხელი ტანიდან მოიშორა და სრულიად შიშველმა, საცვლის ამარა დარჩენილმა ორივე საწოლის მხარე დაიკავა. წუთიც არიყო გასული , რომ ჩაეძინა .
ვიკა გასვიანი, ზედმეტად წარმატებულიც კი.
ძალიან ცოტა მეგობრებითა და აწ უკვე რთული ცხოვრებით, მას შემდეგ რაც დედა ემიგრანტი გახდა .
მათი ცხოვრება აირია, არ იცოდა სადიყო თავი და ბოლო. ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი მარტომ განვლო.
შემაშფოთებელი სისწრაფით გავიდა დრო , დრო, რომელსაც ბევრი რამის თქმა და გაკეთება შეუძლია .
გუშინდელივით ახსოვს ნატას წასვლა, ორივეს ცხარე ცრემლი, თაზოს უემოციო ,მაგრამ ამავე დროს ემოციებით დატვირთული სახე და გაყინული, უმოძრაო დრო.
მათი ფიქრები, სული, გული, გონებაში სხეულიც კი "დედას" და "ცოლს" გაჰყვა .
გაიზარდა ... ყველაფერი შეითავსა. სახლში, რემონტიც მისი გემოვნებით , მისივე დახმარებით გაკეთდა. ბევრი იშრომა ჯერ კიდევ პატარამ, რომ დედას დახმარებოდა , მალე ჩამოეყვანა, გაეხარებინა და ოჯახისგან შორს ყოფნა ამით მაინც შეემსუბუქებინა .
ძალიან წარმატებული აღმოჩნდა მომავალ პროფესიაში იურიდიულის ნებისმიერ საკითხს წარმატებით ასრულებს .სრული დაფინანსებით მოხვდა უნივერსიტეტის ძალიან წარმატებულ ათეულსა თუ ასეულში. ოცდაერთი წლისამ ნახევარზე მეტს მიაღწია რასაც ნამდვილად არ ელოდა . საკუთარი შესაძლებლობებით შეიძინა "Mercedes" მარკის ავტომობილი, მოგეხსენებათ მოყვარულია "DriftDrive".
მამის მსგავს მდომარეობასაც გაგებით ეკიდება. ხვდება ,რომ იმაზე მეტად უჭირს საყვარელი ქალის შორს ყოფნა, 8 წლიანი განშორება , რომ ცხოვრებისეულმა ამ ტკივილმაც მათ თავზე გადაიარა .

დილით ადრე ადგა.
საკუთარ თსვს მიხედა, შემდეგ კი მამის არეული მოაწესრიგა.
- საუზმე მზად არის . მეჩქარება გამოცდა მაქვს . დღეს სავარაუდოდ ადრე დავბრუნდები ბებო ჩამოდის .
- დედაჩემი?
- კი მამა, დედაშენი. ნახვამდის.
- წარმატებები .

თინა ხშირად აკითხავს.
ყოველთვის დატვირთული მიდის საჩუქრებით ეს იქნებოდა საჭმელი თუ დანარჩენი სხვა .

უნივერსიტეტის კარს უახლოვდებოდა , როდესაც ნაცნობმა ბარიტონმა მოწყვიტა ყური .
-ვიკა...
შეუჩერებლად მიიხედა უკან , მას შემდეგ გაჩერდა რაც მისი სახე შეამჩნია.
- ძალიან გთხოვ!
მობეზრებით უთხრა და სვლა გააგრძელა, ფიქრებმა შეიბყრო თუ როგორ გაუერთიანებდა სახეს, რომელიც ყოველ დღე ეფეთებოდა.
- არ მოგენატრე?
- უკვე გაგაფრთხილე დათო!
- არ წამოხვალ ჩემთან?
- არსად! აღარასდროს!
- ისევ მინდა შენთან...
- ძალიან არმინდა , რომ შეურაცხყოფა მოგაყენო ... ასე, რომ შემეშვი , მეჩქარება.
- ისევ გნახავ და ამჯერად დაგითანხმებ .
შენობაში შესვლისთანავე აუჩქარა ფეხს, მიხვდა, რომ აგვიანდებოდა . ოთახის კარი გამოაღო კვლავ დაიმსახურა იქ მყოფა ყურადღე.
როგორ შეიძლება მისი გარეგნობა შეუმჩნეველი დარჩეს.
არც თუ ისე მაღალი, გრძელი მუქი ქერა თმა, თაფლისფერი ჭრელი თვალები ნუშისებრი მოყვანილობთ, საშუალო ზომის ტუჩი გასაგიჟებელი ეფექტით , პატარა კურნოსა ცხვირი , წერტილივით კოხტად შეთავსებოდა ხორბლისფერ სახეს ,
უმშვენიერესი წონით და შეთავსებული ფორმებით .
- უკაცრავად... საცობში მოვყევი .
- ადგილი დაიკავე.
მიუთითა ლექტორმა .
არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ ტოვებს ოთახს და გონება დაღლილი მიიწევს მთავარი კარისკენ .
სად არიან მეგობრები?
ისინი ყოველთვის კაფეში ან ერთმანეთთან სახლის პირობებში ხვდებიან , ოთხივეს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვთ .
ლილე , ანა , თეო და ვიკა. ბავშვობიდან არა, არც დიდი ხანია მოდის მათი მეგობრობა, თუმცა იმაზე მყარი და წრფელია ვიდრე მეგობრობა, რომელიც ათ წელს ითვლის.

უნივერსოტეტის ეზოდან სწრაფად გამოდის, არუნდა კვლავ დათოს მსხვერპლი გახდეს. არც მათი ურთიერთობაა დიდი ხნის, ერთხელ დაპატიჟა დათთომ ვიკა სასეირნოდ
რამოდენიმე თვის უკან.
ჩვეულებრივი " ბაბნიკია" . თავს არ ანებებს და ყველა ფეხის გადადგმაზე ეჩეხება .
ამჯერად დაიძვრინა ძავი , სწრაფად მოახერხა მანქანათი ჩაჯდომა და ადგილის დატოვება .
მალევე მივიდა დანიშნულების ადგილას . მოინახულა დიდი ხნის უნახავი, გრაფიკის გამო მონატრებული სამეგობრო.
- ძალიან ვიღლები... თქვენი ნახვაც კი განტვირთვაა ჩემთვის.
სევდანარევი ხმით მიმართა მეგობრებს და შეკვეთის მისაცემად მოემზადა .
- ცივი ყავა , ბევრი ნაყინით და ყინულებით, ჰო??
გაუღიმა ლილემ და ოფიციანტს ანიშნა შეკვეთისთვის.
- უკვე მოთმინება აღარ მყოფნის. უნის დავამთავრებ და ამით მორჩება, მეტი აღარ შემიძლია ყველგან დავიწყებ მუშაობას ოღონდ კაზინოს მოვშორდე .
დაღლილმა სახეზე დაიწყო ხელები და მეგობრებს სათითაოდ გადახედა .
- მაღალი ხელფასი გაქვს, მხოლოდ ეს არის კარგი.
გითხარი, რომ ჩემს დეიდაშვილთან დაგაწყებიებდი ბანკში , მაგრამ უარი მითხარი .
ანას ხმა ჩაწვდა გონება გაფანტულს და მიხვდა ,რომ ფიქრებიღ იქ კიარა, სულსხვა ადგილას იყო .
- ძალიან ბევრჯერ ვთქვი, რომ არავის დახმარება არ მჭირდება , ყველაფერს ჩემით გავაკეთებ.
მობეზრებით წარმოთქვა თითოეული სიტყვა და ოფიციანტის მიერ მოტანილი ყავა მოსვა.
-სადმე არ წავიდეთ ამ ზაფხულს?
თეონა მუდამ გამოირჩეოდა კარგი ხასიათით. არავის წარმოუდგენია მის სახეზე დარდი, ცრემლი, ბრაზი... ყოველთვის ღიმილი ჰფენს მის სახეს . ამჯერადაც არ დააყოვნა და უხალისო სიტუაციის გამოსწორებას ეცადა .
- არვიცი რაიქნება, ამჯერად ყველაფერი არეული მაქვს ვეცდები დრო გამოვნახო , რომ თქვენთან დრო გავატარო.
არაფრის მთქმელი სახით დაუბრუნა პასუხი .
- რავი, მგონი კარგი იქნება .
ორ დღეში შვებულებას ვიღებ და სხვა გეგმები არ მაქვს .
- კარგი რა ლილე შენ გეგმის გარეშე?
სიცილნარევი ხმით უთხრა ანამ .
- მაგ თემას მოგვიანებით დავუბრუნდეთ. სახლში წავალ , თინა
ჩამოდის და უნდა დავხვდე.
- კარგი გკოცნით...

მანქანაში მოკალათდა და სახლისკენ მიმავალ გზას გაუყვა. ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი მისთვის უკვე ზედმეტი იყო . ხვდებოდა , რომ მის ცხოვრებას სიგიჟე , ბევრი მხიარულება აკლდა. ისიც იცის , რომ სამეგობროს ნელნელა ჭორდებოდა და ამის გაანალიზება ყველაზე მეტად უჭირდა . თანდათან უახლოვდებოდა გადაწყვეტილებას , რომ გადაედო ყველაფერი ცოტახნით და საკუთარი თავისთვის მოეცალა.

მანქანა კუთვნილ ადგილას დააყენა და სახლში შესასველად მოემზადა
კარში შესულს თინას სახეს მოკრა თვალი.

- ბებოს ლამაზო...
- თინა ბებო უკვე ჩამოდი?
გადაეხვია და შევსებული ლოყები დაუკოცნა.
- რა თქმა უნდა ჩამოვედი . სახის თითოეული ნაკვთს შეეხო და სამზარეულოსკენ გაუძღვა.
- ძალიან მშია , გამიკეთებ რამეს შენი ტკბილი ხელებით?
- ბებოს ნებიერავ უკვე გაგიმზადე საჭმელი, ჯემიანი ფუნთუშები ჩამოგიტანე გუშინ ღამით დავაცხვე .
- როგორ უყვარს შენს შვილიშვილს, შენი ტკბილი ხელები ბებო.
-მომიყევი როგორ მიდის საქმეები.
-ისეთი არაფერი, ვაპირებ ყველაფერი შევცვალო და ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას მხიარულება შევძინო.
- ამას დიდიხანია გეუბნები, მამაშენის და დედაშენის გამო ყველაფერზე უარი არუნდა თქვა ... აი , დაბერდები და მიხვდები, რომ არცეთი წამი არუნდა დაგეკარგა ფუჭად.
- თინა , ყველაფერი ასე ადვილად არ არის როგორ ვიყო კარგად , როცა მშობლებს უჭირთ . შეიძლება კარგი სახლი მაქვს, კარგი მანქანა , კარგი ტანსაცმელი, კარვი საჭმელი , მაგრამ ეს არ არის ყველაფერი... მინდა , რომ ერთად ვიყოთ ისევ, ჩვენი პატარა ოჯახი ...
- როგორი კეთილი გული გაქვს ვიკუნა . არმინდა ჩემი გოგო მოწყენილი იყოს.
- არც მე მინდა , რომ ასე გაგრძელდეს დღეიდან ვეცდები შევცვალო ბევრი რამ .
- ჩემთან წამოდი ცოტა ხნით.
- არვიცი, ჯერ ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელი.
- ვიკუნა პრობლემები გაქვს?
- არა, თი მინდა, რომ მამა დედასთან გავუშვა .
- ფული ვიკუ?
- მაქვს მოგროვებული .
- შენ ბებო?
- ბებო ოცდაერთი წლის ვარ, როგორმე გავუმკლავდები .

ოთახში ავიდა , ნაზი ერთიანი კაბა მოირგო სიცხისგან შეწუხებულმა. ძალიან უყვარს ზაფხული, მზე, სითბო , დასვენება... როცა დედა აქეთ იყო ყოველთვის დადიოდნენ და კარგადაც ერთობოდნენ ახლა კი ყველაფერი ერთფეროვნად ეჩვენება.
დედასაც ესაუბრა , საიდუმლო არ გაანდო, მაგრამ სიხარულს მაინც ვერ მალავდა, მაინც ეტყობოდა აჟიტირება აქა-იქ. იცოდა, რომ ეს საქმე ნამდვილად გამოვიდოდა , აღტაცებული იყო მისი ჩანაფიქრიშ, როცა წარმოიდგენდა მშობლების შოკურ სახეს და ბედნიერებისგან გაბრწყინებულებს . არ ელოდა , რომ ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდებოდა .
- ფულს გამოგიგზავნი და მამაშენს უყიდე რამე .
შესამჩნევი იყო ნატას დაღლილი სახე . მონატრებაც და გაუსაძლისი სამსახურის პირობებიც ერთიანად ასახოდა სახეზე. ქმარი ძალიან უყვარს , ყოველთვის ახერხებდა მასზე ზრუნვას . თაზო კი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ მის მეუღლეს იმაზე მეტის გაკეთება შეეძლო ვიდრე მას. ამის გამო არცთუისე აღფრთოვანებული იყო, მიიჩნევდა, რომ მისი შვილი და ცოლი მასზე უკეთეს იმსახურებდნენ.
- ყველაფერი აქვს დედა. ხომ იცი, არ დაუშვებს ამ ფაქტს.
- რატო ვერ გავაგებინე ამ კაცს , რომ ცოლი თუ ქმარს ერთ მაისურს უყიდის სირცხვილი არაა.
- ხომ იცი როგორიცაა.
- უნდა გაგითიშო დე , მეძახიან გკოცნი და შენი იმედი მაქვს.
- თავს გაუფრთხილდი დე .

ყველაფერს ხვდებოდა მიუხედავად იმისა , რომ ნატა ყველაფერს ღიმილიანი სახით მოსავდა . ნათლად ჩანს, რომ აღარ შეუძლია, ხდება, რომ მოთმინება აღარ ყოფნის.
ყოველთვის , როდესაც მათ შეხედავდა თვალზე ცრემლი ადგებოდა,ამ ყველაფერ ნათლად ამჩნევდა. უჭჯრდა უცხო ქვეყანასთან მეგობროვა, ვერც ეწყობოდნენ ერთმანეთს , თუმცა გამუდმებით იმეორებდა, რომ საჭიროა მისი იქ ყოფნა , რომ მალე დასრულდება ყველაფერი და ისევ დაუბრუნდება ოჯას, სახლს , გარემოს , რომელშიც ბედნიერია...
ერთი გაელვებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ გართობა ჭირდება.
სწრაფადვე დასტაცა ხელი მობილურს და მიდ გოგონებს დაურეკა .
- კლუბში წავიდეთ , განტვირთვას მოუხდება .
თითების კვნეტით ელოდებოდა მეგობრების აზრს. იცოდა უარს არ ეტყოდნენ , მაგრამ დიდი ხანია მსგავს ადგილას არ ყოფილა და ცოტა უჭირდა კიდეც ხალხში გარევა .
- ვერანაირ პრობლემას ვხედავ.
უთხრა ლილემ და ადგილის შერჩევა დაიწყეს.
არასდროს ყოფილა მოყვარული კლუბების, თუმცა გონია , რომ თუ ხალხს გაერევა , შეიძენს ახალ ადამიანებს მის ცხოვრებას ხალისი დაუბრუნდება.

თმა მხრებზე გადმოიწია , ოქროსფერი კულულები მეტ მიმზიდველობას სძენდა მის ამაღელვებელ გარეგნობას .მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა , რომელიც რეალურად არც ჭირდებოდა , მაგრამ ოდნავი მაკიაჟით არსად დადიოდა მითუმეტეს ასეთ ადგილებში. მანქანაში წვალებით ჩაჯდა იმდენად ტანზე მომდგარი კაბა ეცვა , ამას კი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელიც ემატებოდა .
ღამით სიარული ყოველთვის უყვარდა , ამ დროს უფრო მეტი ფიქრის საშუალება ეძლეოდა , მაგრამ ამჯერად გადაწყვიტა, რომ ნეგატიური ფიქრებისგან განთავისუფლებულიყო და მხოლოდ კარგზე ეფიქრა.

მალევე მიუახლოვდა დანიშნულების ადგილს.მეგობრებიც იქვე ელოდებოდნენ. დაგვიანება მისი განუყოფელი ნაწილია. სადაც არუნდა წასულიყო ყოველთვის, ყველგან აგვიანებდა.
ნელა მიწევდნენ კლუბის შესასვლელისკენ.

მაღალი მუსიკა, ფერადი განათება, უამრავი გოგო-ბიჭი.
შესვლისთანავე მიხვდა, რომ ერთერთია , რაც ნამდვილად ჭირდებოდა და აკლდა.

სკამებს მოერგენენ და ოთხი ვისკი შეუკვეთეს.
- ჩემმა ბიჭმა, რომ გაიგოს კლუბში ვარ...
ცქმუტავს თეონა და ეშმაკური მზერით ავლებს არემარეს Თვალს.
- ან ის გააკეთა რასაც გეუბნება ან დაშორდი.
პოზიციას ლილე ერგება თავისი შორსმჭვრეტელი ფიქრებიᲗ.
მისი პიროვნება ყოველთვის ჭეშმარიტებას ემხრობა.
-ჩვენს მომავალს გაუმარჯოს.
ჭიქა აწია და ერთი ნახევრად სავსე ჭიქა ვისკი, თვალის დახამხამებაში გაქვრო . დალევა უყვარდა მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვერ იღებდა მაინც მოსწონდა ის, რომ თუნდაც გონება ერეოდა და სისულელების კეთებას იწყებდა.
- ეს ჩემი გოგოა.
გაიცინა ანამ და იგივე გაიმეორა.

საკმარისად მოეკიდა ოთხივეს სასმელი.
ლამაზი მოძრაობებით გაემართა საცეკვაო ადგილისკენ ,ტანის რხევითა და მიმზიდველი მოძრაობებით.
ადამიანების თვალებს გრძნობდა მის სხეულზე , მაგრამ მალევე შეეგუა და უფრო და უფრო უმატა სხეულის რხევას .
ხელები მაღლა აწია , თეძოს ნელა ამოძრავებდა. ცეკვის დიდი ნიჭი გააჩნდა , ცეკვის დროს რა მიმზიდველობასაც გამოსცემდა ის მიმზიდველობა ერთ ქალსაც არ ექნებოდა. ერთი შეხედვით უდარდელ , განებივრებულ გოგოს გავდა ბევრსაც უთქვამს ასე , მაგრამ ვინ იცის ადამიანს რა გრძნობებთან, პრობლემებთან უწევს ბრძოლა.

მალევე შეამჩნია , რომ მისი მიმარულებით დაიძრა უცნობი მამაკაცი ნელი მოძრაობით წამოვიდა და სხვლას არც კი ანელებდა.
შენიშნა თუ არა მაშინვე თითი უჩვენა , უკან დაიხიეო. ამ მანევრმა უარყოფითად იმოქმედა და ნაბიჯებს აუჩქარა მსგავს მომენტებში არასდროს შეშინებია, მაგრამ ახლა ხვდება, რომ არც თუ ისე კარგ სიტუაციაშია .
უკან სვლა დაიწყო, მას თვალს ვერ აშორებდა, ღიმილით უახლოვდებოდა . შუქები ჩაქვრა , პანიკა ეწყება, ხმაური არ წყდება... თბილი ხელის შეხებას გრძნობდა მკლავზე მიხვდა , რომ მისი იყო არც სიამოვმების გრძნობა დაუფლებია და არც ზიზღის . ჯერ კიდევ გონება დაკარგულივით იყო . აზრების შეკრება და გონზე მოსვლა უჭირდა. ხელს წელზე ოდნავ ქვემოთ ადებდა , უნდოდა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ რაღაც აჩერებდა თითქოს ხელები მისთვის ვიღაცას გაეკავებია. თვალს ვერ ახელდა და მუხლებში ძალა ეცლებოდა, ეგონა დაეცემოდა მთელი ამალა ზედ გადაუვლიდა, მაგრამ ყველაფერი ქრება და სიბნელე საბოლოოდ ისადგურებს.

თვალი რომ გაახლი და აზრების შეკრება დაიწყო შენიშნა, რომ საპირფარეშოში ნიჟარის გვერდით იჯდა, ერთი ხელი მუცელზე ედო უცნობ მამაკაცს თითქოს წაქცევისგან იცავდა მეორე კი სახეზე, რომლითაც მოსულიერებას ცდილობდა .
შავი თვალები მის წინ ციმციმებდნენ და ყველა მიმართულებით ათვალიერებდა.
- რატომ?
როგორც იქნა ხმის ამოღება შეძლო. უფრო მეტად უფხუზლდება გონება და კარგად აანალიზებს, რომ უცხო ბიჭთან ერთად იყო საპირფარეშოში.
- როგორ გრძნობ თავს?
ცერა თითს ლოყაზე უსმევს და ეფერება , უფრო ახლოს მიდის ჰგონია, რომ აკოცებს, მაგრამ მალევე რეაგირებს უცხო სხეულის მოშორებას ცდილობს და ფართხალს იწყებს.
- ჩვენ... შვენს შორის... აქ რამე მოხდა?
ლუღლღლუღებს და კედელს ეყრდნობა.
- მოიცა... შენი აზრით აქ დასაჯდომად შემოგიყვანე?
- შენ... მე?
- ჰო,ს**სი და რამე.
იცინის.
- ნა***ვარო!
კივის და მუშტებს უშენს.
- დაწყნარდი რა. შენ ჩამომეკიდე კისერზე , შენი ინიციატივით მოხდა ყველაფერი მე არაფერი დამიძალებია.
ცინიზმნარევი ხმით მიაძახა და სარკეში არც თუ ისე გრძელი თმის სწორება დაიწყო.
კარისკენ წავიდა , რომელიც ჩაკეტილი იყო , გაღება ცადა, მაგრამ უშედეგოდ.
- ნომერს არ მომცემ?
- შენ გგონია ამ ყველაფერს ნომრის მოცემით დავასრულებ? არც მახსოვს რა მოხდა. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ რაღაც იყო და საერთოდ მანიაკს გავხარ.
-იმ მომენტში ასე არიკბინებოდი , უფროსწორედ იკბინებოდი, მაგრამ...
-აღარ გააგრძელო! კარი გამიღე...



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

ყველა ისტორია დაუმთავრებელი გაქვს იმედია ამას დაასრულებ

 


№2  offline წევრი მმარიტა

სტუმარი მაკო
ყველა ისტორია დაუმთავრებელი გაქვს იმედია ამას დაასრულებ

ყველა არა მხოლოდ "დაგიმორჩილებ"
და დიახ ესეც დამთავრდება და ისიც. <3

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

მომეწონა ეს ისტორია და კარგია სისტემატიურად თუ დადებ

 


№4  offline წევრი მმარიტა

სტუმარი მაკო
მომეწონა ეს ისტორია და კარგია სისტემატიურად თუ დადებ

მზადმაქვს მეორე თავი12 ის მერე დავდებ

 


№5  offline წევრი Maia G.

მომეწონა ისტორია,დაგელოდები ❤

 


№6  offline წევრი მმარიტა

Mai dire mai
მომეწონა ისტორია,დაგელოდები ❤

მადლობა❤ დიდ ამბებს ვგეგმავ :დდ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent