შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოველთვის ვერ გაექცევი გრძნობებს(თავი 3)

11-06-2020, 00:18
ნანახია 1 481

აზრების ნაკლებობის და პლუს დაულაგებლობის გამო, პატარა თავი გამომივიდა, ტუმცა შემდეგი იქნება აუცილებლად უფრო დიდი და მსუყე...იმედია მოგეწონებათ

-კარგი ევა, მაგრამ დაიმახსოვრე, ყოველთვის ვერ გაექცევი გრძნობებს.
ევამ, გათიშა ტელეფონი და უბრალოდ იდგა, თან სანდროს ნათქვამზე ცოტა სიღრმისეულად ჩაფიქრდა. რა მოხდებოდა თუ თავის გრძნობებს სააშკარაოზე გამოიტანდა და მართლაც ვეღარ გაექცეოდა მათ? როგორ გაგრძელდებოდა ამის შემდეგ მისი ცხოვრება? როგორც ყოველთვის უამრავი კითხვა იყრიდა თავს და როგორც ყოველთვის, უპასუხოდ რჩებოდა. ეს მდგომაროება, აფექტში აგდებდა ევას და უნდოდა ბოლო ხმაზე ეყვირა. კიოდა მისი სული...ჩუმად, მალულად, ყველასგან უხილავი იყო. თითქოს უჩინმაჩინის ლაბადა მოუსხამსო და ისე დადის უამრავ ადამიანს შორის. მხოლოდ ევა გრძნობდა და ხედავდა ყოველივეს, მის ნაფლეთებად ქცეულ გრძნობებს, ...გონებაარეული და გრძნობააშლილი გაემართა იქ, სადაც ბავშვები იყვნენ და სავარძელში ჩაეშვა. სივრცეში უაზროდ ყურება დაიწყო, როდესაც რაღაც ხმამ, ფიქრების სამყაროდან გამოსვლა აიძულა და რეალობაში დააბრუნა...
-ევაა...დაეშვი მიწაზე...ევა!
-ჰო, რა მოხდა?-ჰკითხა მარიამს.
-გვეგონა შენ გვეტყოდი.
-არაფერი, უბრალოდ ჩავფიქრდი.
-ვინ დაგირეკა ასე რომ ჩაგაფიქრა?-ინტერესიანი და ამავე დროს ეშმაკური მზერა შეაგება ნიკამ.
-შენ, თუ არ გინდა რომ დღეს აქედან ოთხით გაგიტანონ, ეგ ანცი მზერა დააოკე, თორემ სამუდამოდ დაგაოკებ!
-ოჰო, რა აგრესიული ხარ-ხმამაღლა გაეცინა ნიკას.
-გეყოთ ახლა, თქვი გოგო ვინ იყო, ან რა გითხრა ასეთი მკვდრის ფერი რომ გადევს...
-ვინ იქნებოდა?!-მობეზრებულად გადაატრიალა თვალები.
-ვა, სანდრო აღარც ხუმრობს...
-ნიკოლოზ მურღულია, რატომ ეთამაშები ავარვარებულ ნაკვერჩხალს? სიცოცხლე მოგბეზრდა? ჯერ არ დაბადებული ბავშვი, არ მინდა უმამოდ დავტოვო და ამავე დროს, არ მინდა მარიამი დავქვრივო, თორემ...
-თორემ დამანაწევრებდი და სვავებს მიუგდებდი ჩემს თავს, ვიცი. მაზოხიზმისა და სადიზმის უბადლო ოსტატი ხარ-გადაიხარხარა ნიკამ.
-ყოჩაღ!
-რამდენ ხანს უნდა გისმინოთ ახლა? თქვი გოგო რა მოხდა!
-რა მოხდა მარიამ და ბატონმა სანდრომ, დამირეკა და მითხრა, გრძნობებს ვერ გაექცევიო თუ რაღაც ასეთი ბოდვა, აღარც მახსოვს.
-ვითომ არ ახსოვს.
-კარგი, ნიკა, გეყოს. ვერ ხედავ გაღიზიანებულია.
-ჰო, კარგი. ევა, სერიოზულად გეუბნები ახლა...სანდრო ის ბიჭი არ არის, რომ დღეს ერთი უყვარდეს ან მოსწონდეს და ხვალ მეორე. აშკარაა რომ რაღაცას გრძნობს. ასე მალე რა იგრძნო და რა ეტაკა, ეგ მართლა არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია, ძალიან გაფასებს უკვე. იქნებ შენც შანსი მიგეცა მისთვის, რას იტყვი?!
-შენ თავი რამეს ხომ არ მიარტყი?-წამოენთო ევა-რა შანსი? რის შანსი? სულ გაგიჟდი ბიჭო? შენ იმის მხარეს იჭერ? პირველად ვხედავ ადამიანს და რომელ შანსზე მელაპარაკები? იაფფასიანი კა/პასავით მოვიქცე და ყელზე ჩამოვეკიდო? სულ გააფრინე?
-ევა, მე ეგ არ მიგულისხმია, ცუდად გამიგე, მე უბრალოდ...-იმდენად აღელვებული იყო ევა, რომ უკვე აღარ აინტერესებდა რას ეტყოდა ნიკა
-ახლავე აბრძანდი და წაბრძანდი!-კატეგორიული ტონი ჰქონდა ევას.
-ევა...
-მარიამ, ძალიან გთხოვ, მარტო დამტოვეთ...
-ბოდიში, მე...მე-სიტყვებს ვერ მოუყარა თავი ნიკამ-უბრალოდ ბოდიში რომ იდიოტი ვარ.
ევას ხმაც არ გაუცია მათთვის. დარჩა ისევ საკუთარ თავთან მარტო და მოეძალა ისევ ფიქრები. როგორ შეეძლო ერთ ადმიანს ისე რომ, მისი ცხოვრება ერთ წუთში, სრულ ქაოსად ექცია. რას უკეთებდა ასეთს, ვერც კი ხვდებოდა...ნუთუ შემიყვარდა?!-ფიქრობდა ევა-მაგრამ სიყვარული, ძილის წინ ნანახ სიზმარს უფრო ჰგავს, რომლის რეალობად ქცევა, შეუძლებელია და სულ მარტივი შესაძლებელია, რომ სიზმარშიც კი, ეს ლამაზი და ამამაღლებელი გრძნობა ისე ჩამოიშალოს, როგორც ქვიშისგან გაკეთებული კოშკები, რომლებსაც ზღვის ტალღები, სამუდამოდ აქრობენ და მხოლოდ მოგონებას ტოვებენ. არ გიფიქრიათ რომ ადამიანის ყველაზე დიდი დანაშაული, სწორედ რომ სიყვარულია. ისე ლამაზად შემოგციცინებს თვალებში, რომ სულსა და გულს გითბობს. გთხოვს რომ მიუშვა გულამდე და გახდეს რაღაც დიდის ნაწილი, ხოლო თუ უარყოფ, მტაცებელი მხეცივით დაგიდარაჯდება და დაელოდება შესაფერის მომენტს, როდესაც შეეძლება რომ მოვიდეს შენამდე და შეეცდება, შინაგანად გაგანადგუროს, ფერფლად გაქციოს. ბოროტად დაგცინებს და გათელავს გრძნობებს ფეხქვეშ და ბოლოს ისე წავა, თითქოს არ ყოფილა. მისი სილუეტი, ბურუსში გაუჩინარდება სამუდამოდ...-ფიქრებმა ისე წაართვა ევას თავი, რომ დაღლილს ჩაეძინა. დღე ჩვეულებრივად დაიწყო. დილის პროცედურები ჩაიტარა, ისაუზმა და უნივერისტეტისკენ გაეშურა. უნდოდა თავი აერიდებინა ბავშვებისთვის, მაგრამ ნიკო და მარიამი, ბამბის ნაყინებით ხელში ელოდნენ გაკრეჭილები. ევამ ამაზე ვეღარ შეიკავა ღიმილი და რა თქმა უნდა წყენაც უკვალოდ გაქრა. ასეთი ხასიათები აქვს. მალე ბრაზდება და ფეთქდება თუნდაც უბრალო რამეზე, მაგრამ მეგობრებთან დიდ ხანს გაბუტვა და მათ მიმართ წყენის ჩაბუდება არ სჩვევია.
-თქვენო აღმატებულებავ, მზად ვარ ჩემი გუშინდელი უაზრობისთვის, სასჯელის უმკაცრესი ზომები მივიღო.
-მე კიდევ მზად ვარ სისრულეში მოვიყვანო, რათა შენ ხელი არ გაისვარო ამ უგუნურზედა!
-რა ღლიცინა ხალხი ხართ. ფერი ფერსო და მადლი ღმერთსო-ასეთმა სისულეებმა, ნამდვილად გამომიკეთეს ხასიათი. გავუღიმე და მოვეხვიე ორივეს.-მიყვარხართ ძალიან ბავშვებო.
-ჩვენც ძალიან-ორივერმ ერთხმად შემოსძახა.
-რას იტყვით აბა, ხომ არ გაგვეცდინა ლექციები?!-ეშმაკურად აგვიციმციმა მარიამმა თვალები.
-მარო, სიცხე ხომ არ გაქვს?-შუბლზე ხელი მივადე.
-მერე წუწუნებ საერთოდ არ იცი ხოლმე გა/რაკებაო. გეუბნებით, წავიდეთ სადმე-თქო და სიცხეო. ვაფშე აღარ ვიტვი არაფერს.
-ამას რა სჭირს?
-რა ვიცი, ალბათ შემოუტია გრძნობებმა, მაგრამ რა შემოსატევი კი ამას სჭირს. რას გაიგებ. ნუ, წავიდეთ, რადგან ხმა ამიოღო და წასვლა ახსნეა...
-გგონიათ ავდგები და წამოვალ?
-ზუსტად!-ერთხმად წამოვიკივლეთ მე და ნიკომ ისე, რომ ლამის მთელი უნივერსიტეტი შევყარეთ.
-ჯანდაბას თქვენი თავი, წავიდეთ, ჰო.
უკვე აპირებდნენ მანქანაში ჩასხდომას, რომ უეცრად ვიღაცამ ჩაუქროლა და მათ წინ გააჩერა მანქანა.
-ვა, სადნრი-მიესალმა მანქანიდან გადმოსულ სანდროს ნიკა.-რას შვრები, როგორ ხარ?
-მე კარგად ვარ, თქვენ როგორ ხართ და თვალი ევასკენ გააპარა. მარიამმა მაშინვე დაიჭირა სანდროს მზერა და ჩაეცინა და მზაკვრულმა აზრმაც გაუელვა...
-სანდრო, არ გინდა ჩვენთან ერთად წამოხვიდე?!
ევამ ისეთი სახით შეხედა, ეგონა იქვე მიაკლავდა.
-დარწმუნებული ვარ, არ გეცლება.
-შენდა სამწუხაროდ, მცალია ევა.
-სასიამოვნოა...-ცალყბად ჩაიცინა ევამ.
-ჰა ახლა, ასე უნდა ვიდგეთ და ვილაყბოთ?! წავიდეთ თორემ დაღამდა.
-ჰო, ჰო. მართალი ხარ ჩემო სიყავრულო-უთხრა მარიამმა-წავიდეთ.
-ძალიან კარგი. შენ ჩემთან ჯდები, ევიკო კი სანდრიკასთან.
-უკაცრავად, როგორ?!
-როგორც ვთქვი ევ...
-ეგრე არა?! კარგი. რაც მალე წავალთ და მოვალთ, მით უკეთესი ყველასთვის.
-ჩვენ გამოგვყევით-უთხრა ნიკამ- მე და მარომ კარგი ადგილი ვიცით.
გზაში არც ერთი არ იღებდა ხმას. ევა თავის სამყაროში იყო გამოკეტილი, სანდროც თავის სამყაროში, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებდათ…ერთმანეთზე ფიქრობდა ორივე. ორივე რაღაც უხილავ კავშირს გრძნობდა. სანდრო ამას არ გაურბოდა, პირიქით, ცდილობდა გაეღვივებინა ეს პატარა ნაპერწკალიც კი, მაგრამ დაბრკოლებას უქმნიდა ევას ასეთი სიცივე. უნდოდა, ძალიან უნდოდა სანდროს, რომ ევას ისეთივე თვალებით შეეხედა, როგორც თვითონ უყურებდა მას. თვალები კი სითბოს, სიყვარულსა და სიხარულს ასხივებდა, მაგრამ ევას ზღვისფერ თვალებში, სიცივე იყო დაბუდებული, რომლის მიღმა სანდრო ვერ ხედავდა ვერაფერს, არა და უნდოდა ეს მხოლოდ ფანტაზია ყოფილიყო და თავს არწმუნებდა, რომ ევაც გრძნობდა მის მიმართ რამეს. ასეც იყო, მაგრამ ეს ქალბატონი, იმდენად კარგად ირგებდა მსახიობობას სცენაზეც და რეალურ ცხოვრებაშიც, რომ სანდროს არაფრის დანახვა არ შეეძლო მის სახეზეც კი. ვეღარ აიტანა ეს სიჩუმე სანდრომ და გადაწყვიტა თავის თავზე აეღო საუბრის წამოწყება. ამისთვის საკმაოდ უჩვეულო და მოულოდნელი რაღაცა მოიმოქმედა. მანქანა უეცრად მოაბრუნა და სხვაგან წავიდა. მისდა გასაკვირად ევამ ძალიან მშვიდად და აუღელვებლად ჰკითხა:
-ჩამთვლი იმის ღირსად რომ მითხრა, სად მიგყავარ?
-...
-სანდრო, ჩემს მოთმინებას ნუ გამოსცდი, მითუმეტეს ახლა.
-გიტაცებ.
-ვა, საინტერესოა. მე აზრს არ მეკითხები?
-როგორც ხედავ არა.
-ხვდები რომ გამაღიზიანებელია შენი ქცევები?-ირონიული მზერა მიანათა ევამ.
-და შენ თუ ხვდები იმას რომ არანაკლებად იქცევი შენ!
-უკაცრავად? მე რა შუაში ვარ? მე მოგვარდი და დაგიპყარი უნებართვოდ?
-ნებართვა არც გჭირდება....
-სანდრო!-წარბის აწევით მიმართა-შენს ვიღაც ნაშებში არ შეგეშალო. წყობიდან ნუ გამომიყვან შენი ასეთი ქცევებით და ნუ შემაზიზღებ შენს თავს.
-შენ ხომ ისედაც გეზიზღები და მეტად ზიზღიც შეგიძლია?
-შემიძლია.
-კარგი, მაგრამ მხოლოდ დღეს, მხოლოდ დღეს მომეცი ნება რომ შენს გვერდით ვიყო. ჩემი მაშინდელი შეცდომის გამოსწორების საშუალებაც მომეცი. გთხოვ, ევა...
-ეს დაგეგმილი გქონდათ სამივეს, არა?! მარიამმაც იმიტომ აიტეხა სადღაც წასვლა. არ გაბედო რომ უარყო...
-ჰო, მარიამმა მოიფიქრა. კარგი გოგოა-ისე საყვარლად გაუღიმა, წამით მოინუსხა კიდეც ევა, მაგრამ მაინც არ შეიმჩნია არაფერი.
ისევ სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ ახლა უკვე იმდენად გამაღიზიანებელი არ იყო, როგორც აქამდე. უბრალოდ ორი მონათესავე სული, ისხდნენ და მანქანის ძრავის ხმას მათი გულის ცემაც ერთვოდა, მაგრამ, ამ უკანასკნელს იმხელაზე გაჰქონდა ბაგუ-ბუგი რომ ყოველივე არსებულ ხმას ფარავდა. სამყაროში მხოლოდ ორნი დარჩნენ...სანდრო და ევა. ენით აღუწერელი გრძნობები ეუფლებოდა ორივეს. ფიქრობდნენ და ეს ფიქრები რაღაც შეუცნობელი ხაზებით, ერთმანეთს უკავშირდებოდა. ევა გრძნობდა, რომ მასთან ყოფნით, მარტოობის შეგრძნება უქრებოდა, რომელიც ბოლო ხანებში ხშირად ეუფლებოდა. მარტობაა ხომ რეალობაში იმაზე მტანჯველი და მტკივნეულია, ვიდრე ეს ფილმებსა და მოთხრობებშია აღწერილი. განიცდი ტკივილს, რომელსაც ვერ გამოთქვამ და გულს შავი ფერის ლაქები უჩნდება სტრესისა და სევდისგან. ეს ლაქები, თანდათან იზრდება და ისე ეკვრის გულს, როგორც სურო რამე ლამაზ და სიცოცხლით აღსავსე მცენარეს, რომელსაც ცხოვრება სწყურია. ერთიანად მოიცავს და საბოლოოდ, თუ მშველელი არ გამოჩნდება, ანადგურებს ადამიანს. რა ძნელია, არა? ჩვენ, ადამიანები, ამას ბედისწერას ვუწოდებთ და ხანდახან იმასაც კი ვამბობთ, რომ ბედი გამოცდას გვიწყობს. გვაიძულებს, ვიაროთ ეკლიან ბილიკებზე და სანამ არ დავეცემით ან სანამ არ გავივლით ამ გამოცდას, არ გვეშვება. რთულია მარტო ყოფნა და ყოველივესთან გამკლავება, როდესაც გვერდს არავინ გიმაგრებს. მარტოობა, ყველაზე მტკივნეულია და რთული სასჯელია ადამინაისთვის, რაც კი ღმერთს ოდესმე მოუვლენია...

№1  offline წევრი ანმეე

პირველი ვარრრრრ.... joy იასნია პირველი ვიქნები ????????????
ქოოოომ ნიკუშაზე და მარიამზე მე რომ გუშინ რეაქციები მქონდა???????????? ნუ იტყვი...გადამდგი შენც კინაღამ...შემიბრალე ტყუპსიკ ????????????
ვაი სანდროს საყვარელი ღიმილი დამანახა რავარია ერთი????????თიკალულია დიიიიიიიიიიდი
kissing_heart
ევიკოც..მოცივო თიკალული ოღონდ heart_eyes
და შენ რო გრძნობებს გადმოსცემ კიდე..ეჰ რა უქენი ამ ხრეშ გულს ღმერთმანი ნიმაგუ რააააა
მიყვარიხარ მე შენნ kissing_heart ესენიც მარა ნიკა და მარიამი განსაკუთრებულად(ამათ ჩხუბს ვერასოდეს გადავიტან გუშინდელი რეაქციებიდან ვასკვდნი????????????)
მოკლედდ წარმატებები სიყვარულოო
და ახალს ველოდები...შუსტრად დადებულს ტყუპსიკ joy kissing_heart kissing_heart

ბამმო

ვუმე, ჩემო ტყუპჩეროკო:დდდ მიხარია თუ მოგეწონა და ამავე დროს, რომ ნანობ გუშინდელ შენს აფეთქებას:დდდ მიყვარხარ მე შენ და აღარ გალოდინებ ამდენს:დდდ❤️❤️❤️❤️

№3  offline წევრი ანმეე

ლიკა ახრახაძე

ვნანოოობ?! joy ...კაი ხო მიმაქვს სიტყვები უკან საიდანაც იშვა... ქვესკნელში joy

smile smile მოხვალ შენ სახლში...!

№5 სტუმარი Me

"..მარტობაა ხომ რეალობაში იმაზე მტანჯველი და მტკივნეულია, ვიდრე ეს ფილმებსა და მოთხრობებშია აღწერილი. განიცდი ტკივილს, რომელსაც ვერ გამოთქვამ და გულს შავი ფერის ლაქები უჩნდება სტრესისა და სევდისგან. ეს ლაქები, თანდათან იზრდება და ისე ეკვრის გულს, როგორც სურო რამე ლამაზ და სიცოცხლით აღსავსე მცენარეს, რომელსაც ცხოვრება სწყურია. ერთიანად მოიცავს და საბოლოოდ, თუ მშველელი არ გამოჩნდება, ანადგურებს ადამიანს. რა ძნელია, არა? ჩვენ, ადამიანები, ამას ბედისწერას ვუწოდებთ და ხანდახან იმასაც კი ვამბობთ, რომ ბედი გამოცდას გვიწყობს. გვაიძულებს, ვიაროთ ეკლიან ბილიკებზე და სანამ არ დავეცემით ან სანამ არ გავივლით ამ გამოცდას, არ გვეშვება. რთულია მარტო ყოფნა და ყოველივესთან გამკლავება, როდესაც გვერდს არავინ გიმაგრებს. მარტოობა, ყველაზე მტკივნეულია და რთული სასჯელია ადამინაისთვის, რაც კი ღმერთს ოდესმე მოუვლენია..."

Likunkula martla rtulia marto kopna da kvelapertan marto gamklaveba, magram adamiani scored mahin zlierdeba roca tavis eklian gzaze marto miabijebs da marto ebrzvis sirtuleebs, kvelaperi gamova da gahavebuli gulis muk konturebs tandatanobit mzisperi heepareba:):)
Kohag.

Me

blush დიდი მოთმინებით ველოდი შენს შეფასებას...ერთის მხრივ, გეთანხმები, თუმცა ვიღაც მაინც საჭიროა, რომ თუ წაიქცევი, დაგემხაროს რათა ბოლომდე არ დაეცე...ნუ, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ ისიც მართალია რომ შენით განვლილი გზა, უფრო გაგაძლიერებს...ყველას სხვადასხვა აზრი ექნება ამასთან დაკავშირებით blush

ჟოზე
ლიკო,მარტოობა მართლა ერთი დიდი შავი ხვრელია... ))
ყველაზე ძალიან ბამბის ნაყინების სცენა მომეწონა, ???????? დანარჩენ მოვლენების განვითარებას დაველოდები ❤ ძალიან ყოჩაღი ხარ ლიკაკო ❤

ბამბის ნაყინების ინსპირაცია რომ შენ იყავი, ალბათ მიხვდი blush და მადლობა ჩემო ტკბილუნია heart_eyes heart_eyes

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent