შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენზე შეყვარებული მე. (თავი I)


11-06-2020, 13:54
ავტორი Tatuli13
ნანახია 1 267

ეს ჩემი პირველი ისტორიაა, მაგრამ გამოგონილი არა. რეალურია, რომელიც მე გადამხდა თავს და ახლაც გრძელდება. უბრალოდ მინდოდა დამეწერა, მიყვარს წერა. სახელები, გვარები და რაღაცეებია შეცვლილი. იმედი მაქვს მოგეწონებათ.


დაიწყო რთული წელი. აბიტურიენტი მე, მასწავლებლები, მეცადინეობა და ა.შ. არადა წესით I კურსზე უნდა ვიყო, მაგრამ მათემატიკის გამოცდაში ჩავიჭერი და 1 წელი დავკარგე. ჩემი ტკივილია მათემატიკა. გადავწყვიტე საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარო. შეყვარებული არ მყავს. მომწონდა, მოვწონდი, მაგრამ არავისთან მქონია სერიოზული ურთიერთობა. უბრალოდ არ ვენდობი არავის.
მე თათული ბენდელიანი ვარ. ჩვეულებრივი გოგო, საშუალო სიმაღლის, მუქი ყავისფერი თმით, თაფლისფერი თვალებით. ფოტოგრაფი ვარ, მაგრამ ოჯახის წევრების მოთხოვნით უნივერსიტეტში ვაბარებ, მაგრამ ფოტოგრაფიაზე უარს არასდროს ვიტყვი. თბილისში მე და ჩემი დეიდაშვილი (ნინა) ვცხოვრობთ ერთად, ზაფხულობით ხან სად ვმოგზაურობთ და ხან სად. 2 ბავშობის დაქალი მყავს. ერთი საზღვარგარეთ ცხოვრობს (ლიკა), მეორე ჩემი მეზობელია (მარია).
შემოდგომაა. მიყვარს, ძალიან მიყვარს ეს სეზონი. მათემატიკაზე მაგვიანდება, მომკლავს! ჩემი დეიდაშვილის მეგობარია ქალბატონი მაკა. როგორც იქნა „გავეტიე“ სახლიდან. რომ მივედი წარბაწეული დამხვდა :D დავალებები სწორად მქონდა გაკეთებული. აქვე ახლოს ჩემს დეიდაშვილს ოფისი ჰქონდა და უცხო ენებში ბავშვებს ამზადებდა, პედაგოგია. მაკა მასწავლებელმა დავალება მომცა და თვითონ ტესტების შესწორება დაიწყო. ცოტახანში ტელეფონმა დაურეკა.
- ჰო ნინაჩკა.
- ...
- კი, მაგრამ ახალი მოსულია. დავალება შევამოწმეთ და ახლა დაიწყო სხვა თემაზე მუშაობა.
- ...
- მოიცდის ეგ საქმე, ჰო იცი ასე მალე ვერ გამოვუშვებ.
- ...
- კაი, კააი.

- თათული, შენმა დეიდაშვილმა ჩემთან, ოფისში, მოვიდესოო. ახლა დავალებებს მოგცემ და გაგიშვებ.
- კარგით მას.
მაკა მასწავლებელმა დავალებები მომცა და წამოვედი. ფეხით მივსეირნობდი ნინას ოფისამდე. ნეტა რა ხდება? საერთოდ ნინა მკაცრია სწავლას, მეცადინეობას როცა ეხება საქმე. არასდროს მაცდენინებს გაკვეთილებს და ახლა რა მოხდა? ნუ კაი მივალ და გავიგებ. მივედი ოფისთან. დავაკაკუნე და კარები შევაღე. მოსწავლეები ჰყავს. აუჰ მრცხვენია, ამიტომ არ გამიხედავს მათკენ.
- გამარჯობა. (მაგრამ ტელეფონში ვარ ჩამძვრალი, მათკენ არ ვიხედები).
- გამარჯობა.
ყველა ერთად მპასუხობს, მაგრამ მოიცა! ეს, ეს რანაირი ხმაა? ჩემთვის რაღაც საოცარი! ბოხი და რაღაცნაირი. მთელ სხეულში რაღაცნაირმა ტალღამ დამიარა და ეგ ხმა შემიყვარდა.
უკვე 1 საათი გავიდა და მე ჯერ კიდევ ვერ ვიყურები ამ ხმის პატრონისკენ და როგორ მაინტერესებს, აუ შეიძლება გავგიჟდე, მაგრამ არა, ვერ გავხედავ. როგორც იქნა ნინამ გაუშვა ბავშვები და გასვლისას ერთ-ერთს მიაძახა:
- იოანე შემდეგზე დავალება ბოლომდე მოიტანე.
- აუცილებლად ნინა მას.
ააჰააა, ანუ იოანე ჰქვია. ახლა მთავარია გავიგო რა გვარისაა და დანარჩენს ნელ-ნელა გავიგეებ. მარია დამეხმარება.
კიდევ უნდა მოსულიყო მოსწავლე, მაგრამ ადრე გააფრთხილა, რომ გაუცდენდა და დაგეგმილი ჰქონდა კინოში წასვლა. კი, მაგრამ რა საჭირო იყო ასე ადრე დაბარება. ნუ ტყუილად გამიცდა მათემატიკა. წავედით ისთ-ფოინთში. ფილმი შევარჩიეთ და ვუყურეთ. შემდეგ მაკდონალდსში დავჯექით. ცოტა ვისეირნეთ და სახლში წამოვედით.
დღეს წვიმს. როგორ არ მიყვარს წვიმა. შაბათია, მაგრამ ნინა გასასვლელი იყო საქმეზე.
- მარიაა, რას შვრები?
- ახლა გავიღვიძე გოგო.
- მიდი გადმოცუნცულდი ჩემთან. ყავა, ნამცხვარი, მზესუმზირა და კოლა, აბა რას იტყვი?
- მოვდივარ დაო, მიდი ყავა დაადგი.
ყველაფერი გავამზადე, ლამაზად. მარიაც მოვიდა და დავჯექით საჭორაოდ. გუშინდელი ამბავიც მოვუყევი და ისიც, რომ დამხმარებოდა იოანეს გვარის გაგებაში.
საღამოს ნინაც მოვიდა, ვივახშმეთ და მის კაბინეტში შევედით, რომელსაც აივანიც აქვს. მარიას დავურეკე და მოვიდა. ღვინო გავხსენით და დავიწყეთ ლაპარაკი.
- ნინაა გოგოო, მოყევი აბა რა ხდება შენკენ? დაიწყე ჰო ბავშვების მომზადება? (მარია)
- დავიწყე და საგიჟეთი მაქვს. გოგო დედაშენი რას შვრება? გავიდა სამსახურში? (დაქალები არიან).
- კიი გოგო, ხვალ ავუვლიო ნინას. (მარია)
ცოტახანი ჩუმად ვართ. ჩემს დაქალს ვანიშნე რომ დაეწყო. იმედია გავიგებთ იოანეზე რამეს.
- აუ ნინა გოგო აბიტურიენტები არ გყაავს? ვინმე სიმპაწიჩნი. (მარია)
- რა ხარ მარია რაა (იცინის) მყააავს, სიმპაწიჩნებიც.
- მერე გოგო? გვაჩვენე რააა :D
და დაიწყო, ხან ვის სურათებს გვანახებდა და ხან ვისას. მე ვითომ ძაანაც არ მაინტერესებდა.
- თათულიი ეს ის ბიჭები არიან გუშინ შენ რო მოხვედი და ჩემთან იყვნენ, ძმაკაცები არიან.
- უი, ჰოო?
- დედა გოგო რა კარგები არიან. (მარია)
- კიი, მართლა სიმპატიურები არიან. ძმაკაცობენ და ერთად ემზადებიან ყველა საგანში. ეს ვასოა, ნიკა და ეს კი იოანე.
ხმა საოცარი და აღნაგობა? მაღალი, შავთვალა, შავგვრემანი, ლამაზი სახის ნაკვთებით. დათაგულს შევხედე და ბატონი იოანე გვარად ბერიძე გახლავთ. მე და მარია სამზარეულოში გამოვედით და ვუთხარი, რომ ეს ბიჭი იყო. დაქალმა „მომიწონა“ და შემდეგ გადავქექეთ მისი Facebook-ი და Instagram-ი.
გადიოდა დრო, მეც ნელ-ნელა ვიგებდი რაღაცეებს. რამდენჯერმე ქუჩაშიც შემხვდა იოანე და მომესალმა. ჯერ-ჯერობით სოც. ქსელებში არ ვამატებდი. გადიოდა დრო, გადიოდა და ეს ბიჭი ჩემს გულში ნელ-ნელა დიდ ადგილს იკავებდა. ბოლოს კი მივხვდი, რომ ძალიან, ძალიან მიყვარდა. ხშირად ვხედავდი. შემდეგ დავამატე სოც. ქსელებში და ჩათიც ავაწყვეთ. იყო ფლირტი, ვგრძნობდი მისგან მოწონებას. მე? მე ძალიან მიყვარდა. მოახლოვდა გამოცდებიც და მივხვდი, რომ აწი ისე ხშირად ვეღარ ვნახავდი. მეც ჩავაბარე სადაც მინდოდა და ასევე იოანემაც. მივულოცეთ ერთმანეთს. მოვიდა ზაფხულიც. მეგონა გადამივლიდა და ეს სიყვარული ძალიან ძლიერი არ აღმოჩნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. აღარ ვეხმიანებოდით ერთმანეთს. მე დავითრგუნე, ჩემს ხასიათზეც აისახა ეს ყველაფერი.

დაიწყო უნივერსიტეტი. ახალი გარემო, ახალი მეგობრები და ა.შ. კარგად შევეწყვე კურსელებს, ლექტორებიც კარგები არიან. გადიოდა დრო. იოანე? არ ჩანდა, მაგრამ ჩემი გრძნობები შეუცვლელი იყო. დავუახლოვდი ერთ გოგოს (ნია), რომელიც ჩემმა კურსელმა გამაცნო. თავიდან, როცა ნია დავინახე რაღაცნაირად არ მომეწონა, ნაგლი და სწერვა მეჩვენა. შემდეგ დავუახლოვდით და დავდაქალდით. ასევე შევიძინე უნივერსიტეტში კიდევ ერთი მეგობარი, (ნიკა), ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ჩვენი კურსელი მოსწონს, ვფიქრობ კარგი წყვილი იქნება.
დრო ჩვეულებრივად გადიოდა. მე ისევ ძალიან მიყვარდა იოანე. მასზე რამეს როცა ვიგებდი გული მიფრიალდება. ძალიან მიყვარდა. ზოგჯერ გვქონდა ჩათი, ზოგჯერ არა. ერთხელ შემთხვევით ვნახე, მაგრამ შორიდან. გაზარმაცდა, დიდად თურმე არ დადიოდა უნივერსიტეტში. მოწევა, დალევა, გართობა. გრძნობები კვლავ უცვლელი. მასზე წიგნის წერა დავიწყე და „ლორდი“ დავაქრვი. სხვა ბიჭი ჩემთვის არ არსებობდა, მხოლოდ იოანე. ყველასთან ურთიერთობაზე უარს ვამბობდი, თუ გავიცნობდი არავის ვუშვებდი ახლოს. მისი ერთგული ვიყავი, საშინელებაა ეს ცალმხრივი სიყვარული. ვნერვიულობდი მასზე. ჩემი დაქალებიც განიცდიდნენ. მეც ვხვდებოდი, რომ შევიცვალე ბოლო 2 წელი. მარია და ნია გავაცანი ერთმანეთს, კარგად გაუგეს. ნია მოშორებით ცხოვრობდა ჩემი სახლიდან, ძირითადად ერთად ვიყავით, უნიშიც, სახლშიც. ერთად დავიდოდით ქალაქში სასეირნოდ, ისთ-ფოინთში, ფოტოსესიებს ვუწყობდი და ასე, ძალიან ძვირფასი გახდა ჩემთვის.
დადგა ცხელი ზაფხული, 2 კვირაც და უნივერსიტეტიც მორჩება. ნინა დაქალებთან ერთადაა მცხეთაში. მარიას და ნიას დავურეკე, 1 საათში ჩემთან იყვნენ.
- აბა რას შვრებით გოგოებო? (მე)
- რავი გოგო, ნერვებს მიშლიან იდიოტები და ვიგერიებ. (ნია)
- მე კიდევ ვფიქრობ რა ვუთხრა თორნიკეს. მიყვარს, უკვე მივხვდი, მაგრამ თან მეშინია, ძალიან ავირიე რაა. (მარია)
- კაარგი გოგო უთხარი, ნუღარ აწვალებ რაა. ძალიან უყვარხარ და კარგი წყვილი ხართ. (მე)
ჯერ მარიას უყვარდა თორნიკე და ყურადღებს არ აქცევდა ვაჟი, შემდეგ როცა ივიწყებდა თორნიკესაც შეუვარდა. ჩემი დაქალი კი აწვალებდა.
- შენ რას შვრები? (გოგოები)
- რავი მე ისევ ისე. მხოლოდ იოანე და სხვა არავინ.
- ასე არ შეიძლება რა, მესამე წელი დაიწყება რაც იოანე გიყვარს. (მარია)
- მართალია, ვეთანხმები მარიას. თათ არ ჯობს სცადო მისი დავიწყება. იქნებ გაიცნო ვინმე, მოუშვა ახლოს შენთან, უბრალოდ სცადე. რთულია შენი ამ მდგომარეობასი ნახვა. არაფერი არ ხდება და ჯობს დაივიწყო, მთელი ცხოვრება ასე უნდა იყო?
- კი! ასე ვიქნები! და აღარ მითხრათ მეორედ ასეთი რაღაცეები. ვერავის შევიყვარებ და ვერ ვერავინ დამავიწყებს მას! მორჩეს ეს თემა.
ვბრაზობდი გოგოებზე, მაგრამ ვიცოდი მათ ჩემთვის კარგი უნდოდათ. ზომბი ვიყავი, ძველებურად მხიარული და გიჟი თათული გამქრალიყო. გადიოდა დრო. მეც ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი სიგიჟეში გადადიოდა. ერთხელ სკოლასი ბოლო ზარზე მივედი, ფოტოგრაფად, ვიცოდი რომ მისი მამიდაშვილი წელს ამთავრებდა და ისიც იქნებოდა. მარტო ვერ შევძელი. მარია შეყვარებულთან ერთად ბორჯომში იყო და ვერ წამოვიდა. ნია გამყვა. უაზროდ ვატრიალებდი კამერას. ჩემი თვაკები მას ეძებდნენ, ვნახე მისი კლასელები, ძმაკაცები. ის? ის არსად იყო. სანამ სკოლა არ დაიცალა იქამდე არ წავსულვართ მე და ნია. როგორ ვემზადებოდი და რამდენხანს მასთან ამდენი ხნის შესახვედრად, მაგრამ არ მოვიდა! არა! გავნადგურდი. ნიამ სახლში მომიყვანა. დეპრესია დამეწყო. რატომ არ მოვიდა? რა მოხდა? ნინას იმედი ჰქონდა, რომ საუკეთესო სურათებს გადავიღებდი, ყველა ელოდა. როცა ნახა გაგიჟდა.
- თათული! ეს რა არის? რა ავარჩიო ახლა აქიდან? ეს სურათები გავუგზავნო სკოლას? ჰო იცი როგორი იმედი მქონდა, რომ საუკეთესო იქნებოდა ეს სურათები, ყველას გვქონდა იმედი და ეს რა არის შეგიძლია ამიხსნა?! არა, მორჩა! შენ აღარ ხარ ჩემი ფოტოგრაფი, აწი აღარაფრის გადაღებას აღარ გეტყვი!
დაა გავნადგურდი. ამაზე ცუდი რა უნდა ყოფილიყო ჩემთვის? იოანე ყველაფერზე მოქმედებდა. ჩემს ამბებს ჩემი საქმიანობაც ეწირებოდა, რაც ყველაფერს მერჩივნა ერთ დროს.
მგონია აკვიატებად მექცა უკვე ეს სიყვარული. არანაირი ურთიერთობა, არაფერი საერთოდ. აბიტურიენტობის დროს გვქონდა ურთიერთობა და ისიც არც ისე ახლო!
2019 წელია, 19 ივნისი. Facebook-ზე მეგობრობის მოთხოვნა მომივიდა ვიღაც იოანე გიორგაძისგან და სწორედ ამ დღიდან დრემდე დაიწყო ძალიან დიდი ცვლილებები ჩემს ცხოვრებაში.



№1  offline წევრი EllaTriss

კარგია, ველოდები შემდეგ თავს, წარმატებები ❤

 


№2  offline წევრი Tatuli13

მადლობა <3 აუცილებლად გავაგრძელებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent