შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე რომ გელი იცოდე ასე არსად გელიან


11-06-2020, 15:37
ნანახია 1 859

ზედმეტად ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ, არაფერი განსაკუთრებული სწავლა, სახლი, მეგობრები... სწავლა, სახლი, მეგობრები...
20წლის ვხდები და ჩემს ცხოვრებაში არაფერი გიჟობა არ მომხდარა არადა თავს სიგიჟის ქალღმერთსაც კი ვუწოდებ. ადრე ვამბობდი 'გამარჯობაააათ, მოვედი და თან სიგიჟის ტროპიკული არომატი მოვიტანე'. ბაბუაჩემი ტროპიკულ ყვავილს მეძახის და ეს ზედმეტსახელი საშინლად მომწონს. თითქოს ამ ორ სიტყვას ჩემი აღწერა თავიდან ბოლომდე შეუძლია.
მგონი დროა უკვე გაგეცნოთ, მე მატილდა მახარაძე ვარ 20 წლის გურიიდან. დედაჩემს უცხოური სახელების ფეტიში ჰქონდა ახალგაზრდობაში და მე რომ დავიბადე გადაწყვიტა ჩემთვის მატილდა დაერქმია. თავიდან მამას მხრიდან ცოტა გართულება მოყვა ამ ყველაფერს ჩემი შვილი ქართველია, რა მატილდა ხო არ აფრენთო მაგრამ ბაბუმ დაითანხმა. გოდერძის თავიდანვე მოეწონა რძლის იდეა. სადღაც 4 დღე უსახელო გოგო ვიყავი, სამშობიარო ბლოკში მიმაგრებულ სამაჯურზე მხოლოდ გვარი მეწერა და ექიმიც მახარას მეძახდა. საბოლოოდ მამა დათანხმდა ჩემს "ზედმეტად უცნაურ სახელს" და დედამ ექთანს ამაყი სახით ჩააწერინა დაბადების მოწმობაში მატილდა მახარაძე. ჩემი ძმა ვერაფრით წარმოთქვამდა ჩემს სახელს, სადღაც 5წლის იყო პირველად გამართულად რომ მომართა სახელით, მანამდე უბრალოდ მალიტას მეძახდა რაც დღემდე შემომრჩა.
სოფელში დავიბადე და სოფელშივე გავიზარდე, ორღობის გიჟი გოგო ვიყავი, ბიჭებთან ერთად არც ფეხბურთის თამაშის მრცხვენოდა და არც მეზობლების ხეებზე ძრომიალის. სახლში სულ მუხლებდახეთქილი ავდიოდი და ბებიაჩემი ქეთოც ბოლო ხმით შეიცხადებდა ეს ბავშვი სახლში გამოვკეტოთ სულ გადაიყვანეს ჭკუიდან ამ ბიჭებმაო. გოდერძი ბაბუ უსმენდა თავისი ცოლის წუწუნს, მერე სველი ნაჭრით დასისხლიანებულ მუხლებს ფრთხილად მიწმენდდა და ყურში მიჩურჩულებდა
- ჩემო ტროპიკულო ყვავილო ბებიაშენს კამფეტები აქვს ნაყიდი და აბა შენ იცი მიდი ყვავილები მოუტანე.
მეც ბედნიერი წამოვხტებოდი ბაბუს კალთიდან და მინდვრებისაკენ დავეშვებოდი ყვავილების მოსაძებნად. ლაღი ბავშვობა მქონდა, ჩემი ძმაც სულ თავისთან მატარებდა სანამ არ გააანალიზა რომ ბიჭებთან ჩემი ადგილი აღარ იყო. მერე იძულებული გავხდი გოგოებთან გამომენახა საერთო ენა, სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი, როცა დედა მასწავლებელი გყავს მგონი სხვა გზა არც გაქვს უნდა ისწავლო. ხოდა მეც ასე გავატარე 12 წელი სკოლაში, ბევრი სიგიჟე გავაკეთე და გაგდებას მხოლოდ იმიტომ გადავურჩი რომ დედაჩემს იქ ყველა აფასებდა. ბოლოს ჯავახიშვილში ჩავაბარე სამართალზე და ახლა უკვე მეორე კურსელი ქალბატონი ვზივარ მატარებელში და ოზურგეთისკენ მივემგზავრები. ყველას გონია რომ თბილისში ვრჩები ჩემი "წყეული" სამსახურის გამო, მხოლოდ გიომ იცის ჩემი ჩამოსვლის შესახებ, ისიც იმიტომ რომ სადგურზე ვიღაც მაინც უნდა დამხვდეს.
ჩემი ძვირფასი ძამიკო გიორგი მახარაძე 23წლის ვირია. საშინლად სიმპატიურია, ამას იმიტო კი არ ვამბობ რომ ჩემი ძმაა, უბრალოდ მართლა ძალიან სიმპატიურია და თავის გარეგნობას სოფლის გოგოებს ახვევს თავს. ნეტა განახათ ორღობის გოგოები როგორ დნებიან ჩემი ძმის დანახვაზე ჰაიმეეეეე... ვიგუდები ხოლმე მაგათი შემყურე. თავს 1000 გოგო ახვევია და ამას მაინც ის უყვარს ვისაც არ აინტერესებს. 'Karma is a bitch'! 5 წელია ერთ გოგოს შესციცინებს თვალებში, ანჩო შეიძლება ითქვას რომ ჩვენი სოფლის ყველაზე ლამაზი გოგოა. 5წლის წინ გადმოვიდა თავისი ოჯახით ჩვენს მეზობლად და მას შემდეგ ჩემს ძმას სულ მისი სახელი აკერია. ზოგჯერ მგონია რომ ეს ბიჭი სულელია, თავსაც იტანჯავს და ამ გოგოსაც ტანჯავს. ზოგჯერ ბიჭები რამდენად ბრმები არიან, ვერც კი ამჩნევენ გოგონების საპასუხო გრძნობებს. ღმერთო დიდებულოო ყოველდღე სანთელი უნდა დავანთო მგონი მადლობის ნიშნად ჯერ რომ არავინ შემყვარებია. სადგურზე დიდი ამბით დამხვდა ჩემი ძამიკო, ხვევნა-კოცნის შემდეგ მანქანაში ჩავსხედით და სახლისკენ დავიძარით. გზაში იმდენი ვილაპარაკეთ თან მონატრებულ ქუჩებს გავცქეროდი და ბედნიერების შეგრძნებით ვტკბებოდი. მანქანა სახლთან გაჩერდა თუ არა მაშინვე შევამჩნიე ეზოში მოფუსფუსე ქეთო ბებო და გოდერძი ბაბუ. ხმამაღალი შეძახილით მათკენ გავემართე და მონატრებულ სხეულებს ძლიერად ჩავეხუტე.
- როგორ მენატრებოდიიით - ამოვისლუკუნე და ცოლ-ქმარს თვალი შევავლე.
- შე ცუღლუტო ყაზირალო, ასე უნდა დავიწყება? - მისაყვედურა ბებომ და გულში ისევ ჩამიკრა.
- რა ვქნა ბებოო, ხო იცი ვსწავლობ თორე ჩემი ნება რომ იყოს სულ აქ ვიქნებოდი.
- აბა ვისი ნებაა ნენა? - ამომხედა და დამჭკნარი ხელებით ჯიბიდან ალუჩა ამოიღო - ა აიღე, შენი ძმისთვის დავკრიფე მაგრამ ჭამე შენ ბებო.
- წამო ბაბუკონა, ჩემო ტროპიკულო ყვავილო სახლში შევიდეთ - მხარზე ხელი მომხვია ბაბუამ - ქეთო ქალო მიდი ხაჭაპურები დააცხვე, გიორგი - მერე ჩემს ძმას მიუბრუნდა - წადი ეკას დაუძახე მარინასთან გადავიდა გააგებინე ქალიშვილის ჩამოსვლა.
ბაბუმ სახლში შემიყვანა, ჩემი ამბები გამომკითხა და ბოლოს ყველაფრის მოყოლა დაიწყო რაც 4თვის მანძილზე გამოვტოვე.
- ოჰ ბაბუ აქ ისეთები ხდებოდა, ჩვენი თორნიკე ხო იცი ნუგზარას ბიჭი.
- კი კაცო, ეგ ჭაში ჩავაგდე ადრე - ავხარხარდი და ბაბუს ბედნიერი სახით გადავხედე.
- ოხ რა ეშმაკი იყავი შენ... თორნიკემ შავი გივიას თამრო მოიტაცა.
- რასამბობ ? - შევიკივლე სასწრაფოდ - მერე გოდე? რაო თამრომ?
- რას იტყოდა დარჩა
- რაი?? მაგას კაცო გიო არ უყვარდა?
- ოჰ ბაბუ, ეს შენი ძმა ყველას უყვარს მარა ე ბაღანა არ უღიმის არკაცს და ვინ დეელოდება მისდღემჩი.
- უიმეე, რო ყვარებოდა დაელოდებოდა კიდეც, გივიმ როგორ დაანება.
- კითხა ვინმემ თუ? მაყვალამ მე მოტაცებულ შვილს უკან აღარ დევიბრუნებო და გივიას სიტყვაც არ ათქმევია.
- კაიიიი, ეს მაყვალა ნახე რააა. ბაბუ ისე გივის შავი გივია რატო შეარქვეს?
- ადრე ბაბუ ნამეტანს სვამდა გივია, სადაც დალევდა იქვე იძინებდა. ხოდა ერთ დღესაც მეზობლის ბაღნებმა ჩაძინებული იპოვეს ქუჩაში ნახშირი სულ სახეზე წაუსვეს მძინარე კაცს და დილით გამურული სახით დადიოდა სოფელში - ბაბუს სიცილი აუტყდა - ეჰ რა დრო იყო ბაბუუ, შავი გივია, კოჭლი ემზარა და ლამზირას თემური რო გადმოდიოდნენ ჩვენთან ჩავუჯდებოდით ბაბუ და ისე ვქეიფობდით მთელ დუნიაზე ისმოდა ჩვენი სიმღერის ხმა.
- კიდე უნდა შეიკრიბოთ ბაბუ, ასაკს რას უყურებ შენ. ეგ კი არა დათო სად წავიდა? - მოვიკითხე მამაჩემი.
- მუშაობს ბაბუ და მუა აწი სა წავა.
- მოი ბებო გენაცვალოს შენ შინდის კამპოტი დალიე - სამზარეულოდან ქეთო გამოფარფატდა ხელში კომპოტით სავსე ჭიქებით და მე და გოდერძის წინ დაგვიდგა. - ეკაც მალე მოვა, გაგიჟდება დედაშენი რომ დაგინახავს.
ქეთოს სიტყვები და კარის გაღება ერთი იყო, დედაჩემი რასაცქვია შემოვარდა ოთახში.
- მატილდააააა
- დედიკუნააააააა - მოვეხვიე მონატრებულ ქალს და იმდენი ვკოცნე ლამის გავსრისე. - როგორ გალამაზებულხარ გოგო რას გიშვება დათო ამისთანას - თვალის ჩაკვრით ავხედე დედას.
- შენ ტვინი კიდე არ მოგემატა ხო დე?
- რავა გეკადრება, მე და ჩემს ტვინიკოს რას გვიწუნებ ჩემო დაია?
მთელი დღე ვჭორაობდით, საღამოს მამაც მოვიდა როგორც ჩანს ეკასგან უკვე იცოდა ჩემი ჩამოსვლის შესახებ. იმდენად დავიღალე მონატრებულ საწოლზე დავეშვი თუ არა მაშინვე ჩამომეძინა, ბურანში მყოფმა გავიგე როგორ გამიღო ფანჯარა ქეთომ, არ დავიწყებია ჩემი კლაუსტროფობია... შუბლზე ნაზად მაკოცა, გადასაფარებელი შემისწორა და ოთახიდან ფრთხილი ნაბიჯებით გავიდა.
♡♡♡
სოფელში ყველა მზის ამოსვლისთანავე იღვიძებს. რა თქმა უნდა ყველა ჩემს გარდა ხოდა მეც მზე თვალებში მაჭყიტებდა მაგრამ ძილს მაინც არ ვთმობდი გიორგი რომ ოთახში შემომივარდა.
- მალიტა აეთრიე ფეხზე მერეც იძინებ.
- რა გინდა შე ვირო? - ბალიში თავზე დავიფარე და ძმის იგნორირება ვცადე.
- მდინარეზე მივდივართ წამოდი.
- არ მინდა რააააა მერეც წამოვალ.
- მატილდაა ადექი მეთქი, ყველა აქეთაა ბავშვებს მოენატრე შე თხაო.
- ჯანდაბა შენ, წადით და ნახევარ საათში მოვალ.
- დაგელოდებით თუ დაუჩქარებ - გამეკრიჭა ძმა
- ოუუუ არ მინდაა წადი ვაახ.
- კაი ხო, იმენა შენი გაღვიძება არ შეიძლება რაა - დაიწუწუნა და ოთახიდან გავიდა.
10წუთის შემდეგ საწყლად ავკრიფე სხეული საწოლიდან. გეფიცებით ამას მართლა აკრეფვა ქვია, ჯერ ცალი ფეხი გადმოვწიე, მერე მეორე და ასე სხეულის ყველა მოძრავი ნაწილი ცალცალკე 5წამიანი შესვენებებით ავზიდე საწოლიდან. სააბაზანოში შევლასლასდი, სწრაფად მოვწესრიგდი და სამზარეულოში ეკუნას ჩამოვუჯექი.
- გაიღვიძე დე ? - მკითხა და შუბლზე მაკოცა.
- შენმა ვირმა გამაღვიძა მდინარეზე წამოდიო - საწყალი თვალებით ავხედე დედას.
- წადი დედუცი გაგრილდები ცოტას და დაისვენებ კიდეც. შენ გიჟი ბავშვებიც აქეთ არიან მოისიყვარულებ.
- კაი რა ეკა მოვისიყვარულებ კი არა ჩავახრჩობ ყველას სათითაოდ მდინარეში, მოკითხვა მაგათ არ იციან და არაფერი.
- შეჭამ რამეს?
- ნწუ გავალ ბარემ, ისე მეზარებააა
- ნახე გაერთობი დე.
გარეთ გამოვედი და ბაბუს ჩავეხუტე.
- ჩემო ყვავილო გაგაღვიძეს ბაბუ - ღმილით მითხრა მოხუცმა.
- ჰო ბაბუ, არავის ვეცოდები.
- წადი ბაბუ მდინარეზე ახალ მეზობელსაც გაიცნობ...
- მოიცა ვის გავიცნობ?
- ახალ მეზობელს ბაბუ, არ გითხრა გიორგიმ?
- არააააა, ვინააა ახალი მეზობელი, სად იყიდეს სახლი??? ჰე მოყევი ახლა
- ნელა ბაბუ რამდენი კითხვაა.
- რაო გოდე ქაჯანა მეზობლის ბიჭით დაინტერესდა? - მოულოდნელად თავზე წამოგვადგა ქეთო
- ვინ ბიჭი ქეთო გაგიჟდი ხო შენ? - ვკითხე გაოგნებული სახით.
- ბებოო მეზობლად ისეთი კარგი ბიჭი გვყავს გაგათხოვებ მაგაზე.
- ვისზე მათხოვებს ეს ქალი ხო კარგადაა - გავხედე ბაბუს ანთებული თვალებით
- დამშვიდდი ყვავილო, მე არ გაგათხოვებ და ქეთოს ვინ ეკითხება.
- აბა ბიჭოს შენ გეკითხები ახლა გავათხოვებ თუ არა.
- ჰე ახლა, ნუ გადამიყვანეთ ჭკუიდან რა ხდება მოყევით.
- რა და ბაბუ ჩვენს გვერდით სახლი გაიყიდა, ლამარა ქალაქში გადავიდა შვილებთან და ახალგაზრდა ბიჭმა იყიდა.
- ისეთი კარგი ბიჭიაა - ჩაება საუბარში ბებიაც - ნამდვილი ვაჟკაცი.
ბებოს სიტყვებზე სიცილი ამიტყდა. სულ ასე იცის, ვინმეს მიმართ თუ ოდნავ მაინც დადებით განეწყვება სხვებს მაშინვე ვაჟკაცად წარუდგენს.
- ხო ბებო დარწმუნებული ვარ რომ ნამდვილი ვაჟკაცი იქნება - ბაბუს სიცილით თვალი ჩავუკარი. - თქვენგან კაცი ვერაფერს გაიგებს წავედი მე მდინარეზე - ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე მოხუცებს და ქუჩაში გადავედი. ახალი მეზობლის სახლს რომ გავუსწორდი სვლა შევანელე და ინტერესით დავაკვირდი ეზოს.
- ნახე რა ჭიშკარი ღია დაუტოვებია რა უყურადღებოა და ქეთომ ვაჟკაციო
იქვე ღობესთან ალუჩის ხე დავინახე, მთელი ბავშვობა აქ დავდიოდი ალუჩისთვის. ახლაც არ ვუღალატე ჩვეულ საკითხს და ხეს ისე მივადექი არც კი დავფიქრებულვარ. ის იყო მივწვდი ნანატრ ხილს უკნიდან რაღაც ძლიერის შეჯახება რომ ვიგრძენი, წამოკივლებამდე შემოტრიალებაც მოვახერხე და ბოლოს რაც ნათლად გავარჩიე ძაღლის კბილები იყო ჩემს პაწაწუნა მაჯაზე. ტკივილისგან მთელი სხეული დამეჭიმა ერთი კი შევიკივლე მაგრამ აბა მეორედ როგორ ამოვიღებდი ხმას, ღობეს მთელი სხეულით მივეკარი და ქათქათა თეთრ ძაღლს ხმამაღალი ლაპარაკი დავუწყე, თან ნაკბენ მაჯაზე ხელს მთელი ძალით ვიჭერდი.
- აბა დებილო მოდი ახლა შენს ადგილზე დაეტიე - ისიც ანთებული თვალებით მიყურებდა, გეგონება გაიგო დებილი რომ ვუწოდე - გეფიცები აქედან რომ გავალ ჩემი ხელით მოგკლავ ლამაზო.
- სნოუუუ - მომესმა ეზოდან მკაცრი ხმა. - მოდი აქ! - ცალი თვალი ფრთხილად გავაპარე ხმის ავტორისკენ. წელს ზემოთ შიშველ ბიჭს რომ შევხედე მეგონა ფეხქვეშ მიწა გამომეცლებოდა. მაღალი, შავგვრემანი ბიჭი ჭიშკარში იდგა და ძაღლს თავისკენ იხმობდა.
- იმედი მაქვს არ შეგაშინა, უცხოები არ უყვარს, თან ალუჩის ქურდები - თქვა და ქვემოდა ამომხედა.
- არაააა რა შემაშინა ხო არ ღადაობ, ხელზე მიკბინა მეტი კი არაფერი - წარბების აწევით გავხედე მასპინძელს. ისიც სწრაფი ნაბიჯებით ჩვენსკენ წამოვიდა, ძაღლს საყელოზე ხელი დაავლო და ეზოში ჩაიყვანა, ჭიშკარი გადაკეტა და ისევ ჩემთან მოვიდა.
- წამოდი სპირტით დაგიმუშავებ და ექიმთან წავიდეთ.
- არ მჭირდება, ისედაც ბევრი მივიღე თქვენგან.
- არადა ძაღლი ცოფზე აცრილია - ჩაილაპარაკა და თავის ბიჭს გახედა.
- უკაცრავად?
- ცოფზე აცრილია მეთქი, ასე უცებ ვერ გაცოფდებოდი ნაკბენით. მაიცა ასეთი ხარ? მე კიდე ვიფიქრე სნოუს ბრალია თქო. - ისეთი თვითკმაყოფილი იდიოტის სახით მიყურებდა ხელის ტკივილი რომ არა ალბათ ნამდვილად ვლეწებდი.
- გული მერევა შენნაერ იდიოტებზე - ამრეზით ვუთხარი და გვერდი ავუარე. გოდერძი უკვე გადმოსულიყო ეზოდან.
- ბაბუ შენ კიოდი წეღან?
- თქვენი ძვირფასი მეზობლის ძაღლმა მიკბინა გოდერძი.
- მაჩვენე ბაბუ, მიდი მამაშენს დაურეკე ექიმთან წაგიყვანოს აცრა გაიკეთე.
- არ გავცოფდები ბაბუ ნუ გეშინია. - გავრაზებული სახით უკან მდგომ ბიჭს გავხედე.
- გოდერძი ბაბუ ესაა შენი სანაქებო შვილიშვილი? - მომესმა საზიზღარი არსების ხმა.
- კი ბაბუ, ესაა ჩემი ყვავილი. პირველივე დღეს რატო დამიკბინეთ გოგო, რა წესია ახლა ეს - ვითომ გაბრაზებით გახედა მეზობელს და ჩემი ხელი თავის დანაოჭებულ თითებში მოიქცია - ბაბუ წამოდი დაიმუშავე ხელი.
- მე წავიყვან ექიმთან.
- არ მჭირდება!
- ნუ ჯიუტობ სნოუმ დაგკბინა, ჩემი ვალდებულებაა წაგიყვანო.
- ვალდებულების გამო გაკეთებული არაფერი მჭირდება ზოგადად.
- რატი ბაბუ დაანებე თავი ჯინიანია.
- მეც ჯინიანი ვარ, წავიყვან და მორჩა. მანქანას გადმოვიყვან 10წუთში მზად დამხვდი. - მითხრა და ისე შევიდა სახლში პასუხსაც არ დალოდებია.
- აბა ახლა ეს ნორმალურია? - გავხედე ბაბუს.
- ეჰ შვილოო, ამ ახალგაზრდობის ნახევარი არააა ნორმალური მარა რას ერჩი ამ ბაღანას, წაგიყვანს და მოგიყვანს ისევ რა მიდი შენი.
- მთელი გზა მაგ ვირთან ჯდომა მომიწევს ეგ არაფერია გოდე?
- აჰ ვირი და თხა ნამეტარი გლახა წყვილია ბაბუკია მარა ეშველება მაგას რაცხა. წაი ახლა და მოი მერე. წევედი მე ჩემს ქეთოს ვარდები უნდა დავუკრიფო, ხომ იცი ხვალ ქროწინების 60წელი გვისრულდება.
- ეეე ბაბუუუ, ეგ როგორ დამავიწყდაა, ხო მომიყვები მერე თავიდან შენი და ქეთოს ამბებს?
- აბა რას ვიზამ მატილდა, წადი ახლა ბაბუ გაყევი იმ ბაღანას ჩემი ხათრით და მერე დავჯდებით მე და ქეთო და მოგიყობით ყველაფერს.
- აუუუ გოდეეე ყველაზე ჯიგარი კაცი ხარ რაა, მიყვარხარ ბაბუ.
- მეც მიყვარხარ ჩემო კუდრაჭა - წელში ფრთხილად გასწორდა, შუბლზე მაკოცა და სახლში შევიდა.
♡♡♡
არ იფიქროთ რომ ამ ვირს წაყვანაზე მისი სექსუალურობის გამო დავთანხმდი.
- ფუ მატილდა შეგირცხვეს ნამუსი რეებს ფიქრობ გოგო - თავში ხელი შემოვირტყი და საკუთარი თავი ლანძღვა განვაგრძე - დებილი ის ძაღლი კი არა შენ ხარ!!!
გვერდითა სახლიდან შავი BMW-ს ჯიპი გამოვიდა და ჩემს ფეხებთან გაჩერდა - დაბრძანდით ცოფის ქალღმერთო - ისე თქვა ზედაც არ შემოუხედავს. გულში ერთი გემრიელად შევაგინე და მანქანაში ადგილი დავიკავე. ნამდვილად არ მინდოდა მის გვერდით ჯდომა მაგრამ ვერც უკან დავჯდებოდი, მეზიზღება ხოლმე უკან ჯდომა, წინ კომფორტულად მოვთავსდი და სოფელს გავცქეროდი. ისეთი სიჩუმე იყო უკვე გული მიწუხდებოდა, ფანჯარაზე მიყრდნობილმა გავხედე რატის და სამამდე დავითვალე, მერე მუსიკის ჩასართავს დავწვდი, ჩავრთე და ხმას შეძლებისდაგვარად ავუწიე.
მთელს მანქანაში arctic monkey-ს "Do I Wanna Know" გაისმა. ჩამეღიმა, გულში ღიღინი დავიწყე და თან ფრთხილად მეზობელს ვუყურებდი. საჭეს დაძაბული მართავდა, წამიერად გადმომხედა და მომეჩვენა თითქოს გაეღიმა კიდეც, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი.
- რატო ჩამოხვედი? - თქვა თუ არა მანქანა ისეთი სისწრაფით გადაიყვანა გზიდან და დაამუხრუჭა ლამის თავით მივარტყი.
- ნორმალური ხაარ?? რანაირად ატარებ მანქანას. - გაბრაზება ვერ დავმალე.
- რატო ჩამოხვედი მეთქი. - გამიმეორა კითხვა აგრესიული ტონით.
- ბოდიში? შენთვის უნდა მეკითხა ჩამოვიდე თუ არა ჩემს სოფელში მეთქი? რა სულელურ კითხვას სვამ?
- არ უნდა ჩამოსულიყავი! - მბრძანებლურ ტონზე ცოტა დავიძაბე.
- შენ ხო კარგად ხარ? - უეცრად სიცილი ამიტყდა - მაიცა შენმა ძაღლმა შენც ხო არ გიკბინა? - სწრაფად ხელზე ჩავეჭიდე და მაჯის შემოწმება დავუწყე. მისი პულსაცია ვიგრძენი და მოულოდნელად ხელის კანკალი დამეწყო, ასე იშვიათად მემართება ხოლმე, რაღაცაზე ნერვიულობის დროს ხელი მიკანკალებს, მაგრამ ახლა ვერ ვხსნიდი რატომ ვკანკალებდი. აკანკალებული ხელი მის მაჯაზე მედო და გაოგნებულ ბიჭს რომელიც წამების წინ განრისხებას აფრქვევდა მთელი სახიდან ახლა თვალებში ვუყურებდი და ვერ ვმოძრაობდი. რამდენიმე წამი ასე ვისხედით, ბოლოს ხელი სწრაფად მოვაშორე მაჯიდან და ზურგშექცევით მოვკალათდი სავარძელზე -წავედით - ჩუმად ჩავილაპარაკე, ისე არც კი ვიცი გაიგო თუ არა და უაზროდ მივაშტერდი სივრცეს. მთელი გზა მეტჯერ ხმა აღარ ამოგვიღია. კლინიკაშიც ჩუმად შევედით, ჩავეწერეთ და ექიმს ლოდინი დავუწყეთ. უკვე ნერვები მეშლებოდა მის გვერდით ასეთ სიტუაციაში რომ მიწევდა ყოფნა. ყურსასმენები მოვიხსენი და ბიჭს გავხედე - შეგიძლია წახვიდე, უკვე დიდი გოგო ვარ, შენ შენი გააკეთე აქ მომიყვანე და დანარჩენს უკვე მე მივხედავ!
- ბაბუაშენს დავპირდი რომ წაგიყვანდი და მოგიყვანდი. - ისეთი ცივი ხმით მითხრა, გვერდითაც არ გამოუხედავს.
- სახლში არ ვბრუნდები, საქმე მაქვს! - ვიცრუე სასწრაფოდ. აქ კი გამომხედა წამიერად, მერე წამოდგა და უბრალოდ წავიდა. - არც იყოყმანა, ღმერთო ჩემო რა ვირია. - გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და ჩემზე მოშტერებულ ბებოს თვალი თვალში გავუყარე.
- მახარაძე! -გაისმა ღია კარიდან ქალის ხმა. წამოვდექი და მშვიდი ნაბიჯებით შევაბიჯე ექიმთან. - გამარჯობა საყვარელო - მომესალმა და ყველა კბილი შემომანათა.
- გამარჯობა - გავუღიმე მეც.
- აბა რამ გვიკბინა?
- ცოფიანი მეზობლის იდიოტმა ძაღლმა - ისე ვთქვი არც დავფიქრებულვარ და ექიმის სახეზე სიცილი ამიტყდა - ბოდიშით, კავკასიურმა ნაგაზმა მიკბინა.
- ძაღლი აცრილია თუ იცი?
- დიახ
- რამეზე ალერგია გაქვს?
თავი ისე გავაქნიე კითხვაც კი არ გამიაზრებია, ისევ იმაზე ვფიქრობდი მართლა როგორ მიმატოვა აქ.
- ნემსი უნდა გამიკეთოთ? - ვიკითხე ფრთხილად.
-დიახ, არ მითხრა რომ გეშინია - ღიმილით გამომხედა ქალმა.
- არაააა, რა მეშინიაა, საერთოდ არა, ისა და ვაფშე რო არ გავიკეთო მართლა გავცოფდები? - საწყალი ხმით ვკითხე ექიმს.
- შესაძლოა ეგრე მოგივიდეს და გვინდა ახლა ეგ?
- ნემსზე მეტად კი მაწყობს - თავი დაბლა დავხარე, რა ახლა ამიტყდა დიდი გოგოს როლის თამაში დარჩენილიყო რას ვაგდებდი, ყურადღებას მაინც გადამატანინებდა.
- მოდი დაჯექი გპირდები ვერაფერს იგრძნობ - წამლები ნემსში გადაანაწილა და საწოლისკენ მიმითითა. ჩემი გულის ფეთქვის ხმა მეგონა ყველას ესმოდა, ნემსის დანახვისას სახე გადამიფითრდა და ნელი ნაბიჯებით გავემართე ექიმისკენ.
- ანუ მართლა მოდი წავალ მე ხო? - საწყლად ამოვილაპარაკე და თვალიდან ობლად ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე.
- ვაიმე რა გატირებს საყვარელო, არაფერია საშიში, არ გეტკინება გპირდები.
ქალს ისეთი შეწუხებული სახე ქონდა შემრცხვა მაგრამ ბავშვივით ცრემლებს ვეღარ ვმალავდი. ნემსი სწრაფადვე გამიკეთა, მართალი იყო არ მტკენია მაგრამ მაინც ვაგრძელებდი ტირილს.
-ვაიმე რა საყვარელი ვიღაცა ხარ შენ, აი მორჩა შეხედე გაგიკეთე უკვე- თბილად მითხრა სახეზე ხელი მომისვა. - ჩემს ბიჭსაც ეშინოდა, მგონი ახლაც ეშინია არადა კაცია უკვე, ნემსს რომ ხედავს გარბის, მთლად რო სხვას უკეთებდნენ მაინც გარბის, რო ხედავს მაგაზეც ცუდად ხდება.
- ვაიმე, ჩემნაირი შვილი გყოლიათ -გავიცინე და გონებაში ვცდილობდი წარმომედგინა როგორი შვილი შეიძლება ყოლოდა. ბავშვობიდან მაქვს ეს ჩვევა, ადამიანებს რომ ვხედავ ვცდილობ მათი შვილები წარმოვიდგინო. ექიმს დავემშვიდობე და გამოვედი. კლინიკის შესასვლელთან დავდექი, მზე საშინლად მაჭერდა, სხეულშიც უცნაური შეგრძნებები მქონდა, სულ მთლად გავოფლიანდი, სუნთქვა შემეკრა და გაორებულად ხედვა დავიწყე, რამდენიმე წამში შესასვლელთან ჩავიკეცე თუმცა არ გავთიშულვარ. ვიგრძენი ვიღაცის ძლიერმა ხელებმა როგორ ამიტაცეს, მერე კლინიკის თეთრ ჭერს ვხედავდი მომენტებში, შოგადაშიგ ხმები ჩამესმოდა, როგორ ყვიროდა ვიღაც ქალი საკაცეო, ნაცნობი ექიმის ხმაც მომესმა მაგრამ ბოლოს გავითიშე, ვეღარავის ვხედავდი და არც არაფერი მესმოდა. თვალები რომ გავახილე გადასხმის აპარატი მედგა, ექიმიც ჩემს თავთან იყო დახრილი და პულსაციას მიმოწმებდა, თვალი ოთახს მოვავლე და კუთხეში გაფითრებული რატის მზერას შევეფეთე. თავზე იმდენი ექიმი მედგა ცოტაც და კივილს დავიწყებდი შიშისგან. ერთ ექიმს როგორღაც ავიტანთ მე და ჩემი ექიმების ფობია მაგრამ ამდენს ერთად ნამდვილად არა.
- რატიიიიი - ამოვიკივლე შეძლებისდაგვარად და ერთადერთ მაშველს დავუძახე. ჩემს ხმაზე სახე ყველას გაებადრათ, აქამდე არავის შეუმჩნევია ჩემი გამოფხიზლება, რატი სასწრაფოდ მომვარდა, ექიმები გაწია და ჩემთან დადგა.
- არ უნდა დაგეტოვებინე, უხეში ვირი ხარ - ბოლო სიტყვებზე უკან დაიხია.
- ახლაც წავალ იცოდე - სერიოზული სახით თქვა და ჩემს დაფეთებულ მზერაზე სიცილი აუტყდა. - ვიხუმრე აღარ დაგტოვებ გპირდები!
- მეშინია მე ექიმების - ჩუმად ამოვილაპარაკე.
- მეც მეშინია - ჩუმადვე მიპასუხა და ექიმს ახედა რომელიც თან გაოგნებული და თან ბედნიერი სახით გვიყურებდა.
- რა დამემართა?
- ალერგია მოგცა წამალმა, როგორც ჩანს გქონია ალერგია - მითხრა ქალმა და გამიღიმა.
- ყველაფერი შენი ბრალია რატი - ამოვიბუზღუნე და მეზობელს გავხედე.
- ახლა არ გაგცხო, რა არის გოგო ჩემი ბრალი??
- რა და მართლა რომ დამტოვე გავბრაზდი და ექიმის კითხვებს დაუფიქრებლად ვპასუხობდი.
- მერე არ უნდა გეთქვა წადიო და არ წავიდოდი, ისედაც რო მოგიყვანე მადლობა უნდა თქვა - სახიდან ღიმილი არ შორდებოდა.
- გავბრაზდი და მაგიტო გითხარი უფ!
- რაზე გაბრაზდი??
- ბოდიშით გაწყვეტინებთ მაგრამ კიდევ უნდა შეგამოწმოთ და რატი უნდა გავიდეს ცოტახნით, ექიმები მოგხედავენ მატილდა - ამ ქალის ხმა ჩემზე კარგად მოქმედებდა მაგრამ ექიმების შიშს მაინც ვერ მავიწყებდა. შეშინებული სახით რატის გავხედე და ხელზე ჩავეჭიდე. მისი შეხებისას ისევ ვიგრძენი კანკალი, ჩემს აცახცახებულ ხელს მეორე ხელი დაადო და ქალს გახედა.
- დედა ვრჩები! თუ ნემსი უნდა გაუკეთოთ არაფერი მომივა, თან ისიც უკეთ იქნება აქ თუ ვიქნები.- ქალმა გაუღიმა და თავი დაუქნია.
მოიცააააააააათ რაოოოოოოო???? ვინოოოოოო???? დედააააოოოოოოო????????? ეს საყვარელი ქალი ამ ვირის დედააააა??????????? ღმერთოო დიდებულოო ჩამდეთ კუბოშიიიიიიი!
- რა სახე გაქვს მატილდა? -მკითხა რატიმ და ზუსტად მაგ წამს ვიგრძენი ნემსი სხეულში.
♡♡♡
სახლში დედა-შვილთან ერთად დავბრუნდი, მერიდებოდა ქალის და თვალებშიც ვერ ვუყურებდი. პირველივე წამს მის შვილს ცოფიანი ვუწოდე, მერე ვლანძღე... თუმცა ეგ ხო ჩემი ბრალი არაა? მართალია არაა! აბა მე რა ვიცოდი დედამისი თუ იყო. უფ მატილდაა ყველა შარში შენ უნდა გაეხვე რააა.
სახლში მისულს არაფერი მითქვამს ჩემს ცუდად გახდომაზე გოდერძის და ქეთოს ჩამოვუჯექი და სიყვარულის ისტორია ხელახლა გამოვკითხე. მიყვარს ამ ყველაფრის მოსმენაა...
- ქეთო მომიყევი აბა როგორ გაიცანი გოდერძი.
- ეჰ ნენა მაგას თუ გაცნობა ერქვააა... ბათუმში ვიყავი ჩემს დასთან და გოდერძი მისმა ბიძაშვილმა ჩამეიყვანა. არ მომეწონა ბაბუაშენი.
- ნეტაი რა დამიწუნე ანგელოზივით კაცს - ჩაიცინა გოდემ.
- მაცალე კაცო ვუყობი ბაღანას.
- ჰო კაი კაი - ჩაიქნია ხელი და წყალი მოსვა. - გააგრძელე.
- ხოდა მეიყვანა სოსოიამ და გაგვაცნო მე და დალის. რაცხას კი ლაპარაკობდნენ მარა არ ვუსმენდი მე.
- არა ქეთო მართლა რა დაუწუნე ბაბუაჩემს? ულვაში თუ შესახედაობა?
- ოჰ, აფერი არ უვარგოდა ცა! ერთი პლაში ეცვა კაი, კოჭამდე ჩაპორწიალებული.
- მერე ქეთო ცოლად როგორ გაყევი თუ არ მოგწონდა? რანაირად დათანხმდი
- სა დავთანხმდი ცა მე, დალიმ მომიშორა.
- რას ქვია მოგიშორა
- რას და სოსომ გამოუშვა გოდერძი, მიდი გამოელაპარაკეო და მევიდა ერთ დღეს, ხოდა დალიმ მშობლებთან გუუშვა იმათ შეუთანხმდიო. რეიზა ვიყავი იმფერი აბდალი მეთქვა მშობლებს რას ეკითხები მე ვარ აქანე მთავარი მეთქი მარა აა, ვეფერი ვერ ვთქვი. ჰოდა კი დათანხმდნენ ჩემებიც. მარა ისე სოფელში გათხოვა კი მინდოდა, კაი სოფელიც იყო.
- ვაააა, და კაი ქორწილი გადაიხადეთ?
- უფ 200 კაციანი ბაბუ, მეტიც შეგვეძლო მარა არ ვქენით, რაცხა ბებიაშენის ჭკუაზეც გაკეთდა - ახარხარდა გოდერძი.
- თეთრი კაბა გეცვა ქეთო?
- არა ბებია, რაცხა კაბა შევაკერიე შალის, აღარც მახსოვს ფერი. თბილისში შევაკერიე ზოიას და მეხვეწა ზოია რაცხა ნაჭერზე მეუბნებოდა იყიდე აგი და ისეთ კაბას შეგიკერავ მთელ დუნიას შეშურდება შენიო, მარა ბაბუაშენს არ გახსენებია ახლა ჩემდა კაბის ყიდვა და მეტი საქმე არ მქონდა მე ვიყიდდი მაგას.
- მერე გოდერძი როდის შეგიყვარდა?
- რომ გევიცანი ბებია მაშინ, თვარა თავიდან არ ვიცნობდი და რაფერ შემიყვარდებოდა.
- ახლა ხო ვარ კაი ბიჭი ჰა ქეთო? - გახედა ცოლს და თვალები საყვარლად აუთამაშა.
- ახლა მართლა კაი ბიჭი ხარ გოდერძი, ეჰ შევაბერდით ერთმანეთს...
- აბაა, 60 წელია ერთად ხართ! უსიყვარულოდ დაიწყეთ მაგრამ რამხელა სიყვარული გაკავშირებთ მშურს თქვენი - მოვეხვიე ჩემს მოხუცებს და ქეთოს კალთაში ჩავუხტი.
- ნახე ბებია შენც შეგიყვარდება ვინცხა. - თმაზე ხელი ჩამომისვა - გეიხედე ცა იქით, რაფერი კაი ტანიაქ იმ ბაღანას, გიჩივი მე შენ ააბრიალე მაი თვალები და გამეიხედე პაწე, ბედი კარს მოგდგომია - მითხრა და მეზობლის სახლისკენ გამახედა. რატი თავის სნოუს აბანავებდა, წამიერად გამოიხედა ჩვენი სახლისკენ, მერე მორბენალ სნოუს შეუერთდა და ქაფითა და წყლით იწუწებოდა.
სადღაც ერთი კვირა სრული სიმშვიდე მქონდა, არაფერი დამიშავებია, გიორგიც სახლში არ იყო და ჩემს ნებაზე დავბოდიალებდი ოთახიდან ოთახში, სახლიდან ეზოში... მეზობელს რამდენჯერმე შევეფეთე ისიც მხოლოდ 2 წუთით. ხელს ვუწევდი მისალმების ნიშნად და მორჩა. აბა თუ გამოიცნობთ ხვალ რა ხდება? რა და 22 ივნისია, და რა ხდება 22ივნისს?? დაბადების დღე მაააქვს !!! ჰო დაბადების დღე მაქვს მაგრამ რა მიხარია? ანუ კი უნდა მიხაროდეს მაგრამ რაღაც არ მიხარია ისე როგორც სხვა დროს გამიხარდებოდა. ანუ დაგაბნიეთ ხო? მეც დავიბენი იმიტო რო რაღაც უხასიათოდ ვარ ჩემი დაბადების დღის წინა დღეს. გინდათ გითხრათ რა უცნაურობა ხდება ყოველ წელს ჩემს დაბადების დღეზე??? ახლავე გეტყვით! მოკლედ ყოველ წელს სუუულ ცოტახნით მაინც წვიმს ხოლმე 22 ივნისს. დღეს ისეთი სიცხეა ხვალ რო არ გაწვიმდეს ალბათ ვიტირეეეეებ! წარმოიდგინეთ წლებია ამ ფაქტს ვაკვირდები და უკვე რამდენი წელია წვიმა არ მაზავს. ყოველ წელს რაც არ უნდა ცუდად ჩაიაროს დაბადების დღემ წამიერი წვიმაც კი ბედნიერს მხდის. მაგრამ ახლა არ ვიცი რაღაც მაწუხებს. სულ რაღაცაზე ვფიქრობ, და ვერაფრით ვუდებ გულს მზადებას ხვალინდელი დღისთვის. ადრე თუ 1 კვირით ადრე ვიცოდი რა უნდა ჩამეცვა 22ში ახლა 21ია და არ ვიცი. არც ის ვიცი ტორტი რისი მინდა, ან ეკუშა გამიკეთებს თუ უნდა ვიყიდო, არაფერი ვიცი და არც არაფერი მიკითხავს. გოდერძიმ შეამჩნია ჩემი ცვალებადობა, თავიდან მითხრა შენში რაღაც იცვლება ბაბუ ეს დღეებიო და როცა მზად იქნები მოდი დამელაპარაკეო, მერე ამაზე ხმა აღარ ამოუღია. მეც არ ვიცი რაზე უნდა ველაპარაკო, არა მართლა რა ვუთხრა? ის რო სუნთქვა მიჩერდება, ხელები მიკანკალებს, გული უსწრაფესად ფეთქავს, სახე მიხურს, მუხლები მეკვეთება და სხეულში ჭიანჭველები დაძრწიან მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის სულ მცირე დანახვისას? ხმის გაგებაზე ხო ლაპარაკი აღარ მაქვს! რა ვუთხრა, რომ ვიღაცაზე ასე უაზროდ დავშტერდი? და ეს ვიღაც არც მეტი და არც ნაკლები ჩვენი ძვირფასი გვერდითა მეზობელი რატიკოა?? არა ვერ ვეტყვი! არ ვეტყვი! არ მინდა და იმიტო! ანუ ხო შეიძლება რო გრძნობებს წინააღმდეგობა გაუწიო? ხოდა მაგას ვაპირებ მე... შევეწინააღმდეგები სანამ დროა. სანამ ბოლომდე არ შემიტოპავს!
♡♡♡
ღამის 12 საათზე სხვენში გამოვიკეტე, ნამდვილად არ ვიყავი მოლოცვების ხასიათზე. რამდენიმე საათი უაზრო ხატვაში და ხედით ცქერაში გავატარე. ბოლოს მომბეზრდა და ეზოში ჩავედი. ისეთი სიმშვიდე იყო დღეს პირველად ვიგრძენი ბედნიერება. სიბნელეში ციცინათელების გუნდი შევამჩნიე და მათკენ წავედი, ქუჩას გავუყევი და მეზობლის სახლს მივუახლოვდი. ციცინათელების ციმციმში ადამიანის სილუეტი გავარჩიე, ჭიშკართან იჯდა და დიდი ალბათობით სიმღერებს უსმენდა. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, რატისთან 1კვირის მანძილზე ასე ახლოს და თან ასე შორს პირველად ვიყავი. საერთოდ მისი გამოჩენის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება...
- არ მოხვალ? - ფიქრებიდან რატის ხმამ გამომარკვია, მეგონა ვერ მხედავდა მაგრამ, როგორც ჩანს ვცდებოდი.
- გამარჯობა - ჩუმად ჩავილაპარაკე, ციცინათელების რკალი გავარღვიე და ბიჭს გვერდით დავუჯექი.
- იცი მაინც რომელი საათია? რატომ არ გძინავს?
- 3:30
- გიჟი ხარ - ჩაეცინა და შემომხედა. - სად გაქრი ეს დღეები?
- საქმეები მქონდა.
- საქმიანი გამხდარხარ, მატილდა რას ფიქრობ როგორია სიყვარული?
- არ ვიცი - იმდენად მოულოდნელად იკითხა დავიბენი.
- კარგი რა ყველას აქვს მაგაზე რაღაც აზრი.
- ალბათ როცა გიყვარს - დავიწყე ჩუმი ხმით - მის გვერდით ყოფნის დროს სხვა ყველას და ყველაფერს ივიწყებ...
- ჰოო? კიდე?
- კიდე... არ ვიცი... ალბათ სუნთქვა გეკვრის მისი დანახვისას - თვალებში მიყურებდა, ისე თითქოს ჩემი თვალებიდან რაღაცის წაკითხვას ცდილობსო. - მისი ხმის გაგებისას ცუდად ხდები, და მისი თვალები სადღაც ჯანდაბაში გისვრის... - გავჩუმდი... ცოტაც და თავს გავყიდდი.
- ცოფის ქალღმერთს რა უქენი? ის სიცოცხლით სავსე მატილდა სად წავიდა ჩემი კბენის შანსს ხელიდან რომ არ გაუშვებდა? ასე მშვიდად როდის მერე ლაპარაკობ? - თავი დახარა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. თითებს შორის მოიქცია და სწრაფად მოუკიდა. პირველად მომეჩვენა მწეველი ბიჭი სექსუალურად, ვუყურებდი გრძელ თლილ თითებში მოქცეულ ანთებულ ღერს და იმ წამს ჩემთვის რატის გარდა არავინ არსებობდა.- დიდხანს უნდა ვიყოთ ასე ჩუმად? - სიჩუმე ისევ მანდ დაარღვია.
- აქ რატომ ხარ? - ვკითხე და თვალი სიგარეტის კვამლს გავაყოლე.
- ვფიქრობ
- რაზე?
- ყველაფერზე - ჩაიცინა და ისევ გადმომხედა, სიბნელის მიუხედავად მაინც შევძელი მისი თვალების გარჩევა. - აქაურობაზე, ჩემზე, შენზე...
- ჩემზე? - ჩამწყდარი ხმით ვიკითხე.
- ჰო შენზე - იმდენად ჩუმად თქვა დარწმუნებული არ ვარ საერთოდ რამე თუ თქვა. - ანუ დღეს ხომ შენი დაბადების დღეა ხოდა ვფიქრობდი სტუმრების სიაში მეც ვარ თუ არა თქო რა - სწრაფად თქვა და კოლოფიდან მეორე ღერი ამოიღო.
არ ვიცი იმ წამს რა ვიგრძენი, ან რისი მოსმენა მინდოდა ამ ბიჭისგან მაგრამ ფაქტია მისი სიტყვები ის არ ყოფილა რასაც წარმოვიდგენდი.
- ადრე მოკვდები, ბევრს ეწევი - ვთქვი და სწრაფად წამოვდექი. - კარგად!
- გარბიხარ?
- ბატონო?
- ხანდახან ეშინიათ დიდი გრძნობების და გარბიან!
არაფერი მიპასუხია, უბრალოდ შევბრუნდი და წავედი. ჭიშკართან მისულს შემომესმა მისი ხმა - გილოცავ დაბადების დღეს მატილდა!
♡♡♡
სახლში შესული მარტო იმაზე ვფიქრობდი თუ რა ჯანდაბა მითხრა ამ ბიჭმა ბოლოს. მისი უკანასკნელი სიტყვები ისე მესმოდა თითქოს ახლაც ჩემს წინ იდგა და იმავეს იმეორებდა.
,,ხანდახან ეშინიათ დიდი გრძნობების და გარბიან...”
- საიდან მეცნობა ეს ყველაფერიი??
ოთახში უაზროდ სიარული დავიწყე, ბოლოს თითქოს გონებაში რაღაც გამინათდა - ჯანდაბააააა რატიიიი! - წამოვიკივლე და მშობლებს ოთახში შევუვარდი.
- მატილდა მშვიდობა გაქვს? - მამაჩემმა ბალიშიდან თავი წამოწია და ისე მკითხა.
- ეკუნაა გაიღვიძეე - დედას მივვარდი და მისი გამოფხიზლება ვცადე.
- ჰჰჰ... აა ნუ მაღვიძებთ... - ჩაიბურდღუნა და დათოს მხარეს გადაბრუნდა.
- ეკააააა გააახილე მეთქი თვალები - ჩავკივლე ყურთან ქალს. ერთი ისევ ამოიდუდღუნა და საწოლში გასწორდა.
- რა ჯანდაბა გინდა გოგო?
- გახსოვს თბილისში რო ვცხოვრობდით 3წელი, ბაღში მეგობარი მყავდა...
- მერეეე?
- დედამისს რა ერქვა?
- შვილო თავი რამეს მიარტყი? ბაღში 500 მეგობარი გყავდა რავიცი რომელზე მეკითხები.
- რატიზე... - ჩუმად ჩავილაპარაკე და მშობლებს ავხედე.
- მაიცა ის რატი რო გაკოცა და გაიქცა? - მამას სიცილი აუტყდა
- ოოო დათოოო ბალიშით გადაგხსნი ახლა - გავუბრაზდი მამას.
- არ მახსოვს დე ერთხელ ვნახე ის ქალი მარტო რავიცი...
- გაიხსენე რაააა
- კაი ვეცდები მაგრამ დამაძინე ახლა!
- არ დაგაძინებ მნიშვნელოვანია!
- რა იყო მა მაგ ბიჭის პოვნას და მოტაცებას აპირებ?
- ჰო აი ნაბადი გაამზადა გოდერძიმ და უნდა გავიდეთ - მამას ენა გამოვუყავი და ისევ დედას მივუბრუნდი.
- ეკუნაა, ეკა ქალოოოო გაიხსენეე რაააა... ანნ ვაფშე ეკუნა ჩვენს ახალ მეზობელს ხო იცნობ ნათიას არ გეცნობა?????
- არ მინახავს დე ჯერ, არ მეცალა მაგისთვის შორიდან კი დავინახე ერთხელ მაგრამ რავიცი შორს იყო...
- რანაირად არ გინახავს ქალო გვერდითა მეზობელია! - ჩემდაუნებურად ყვირილზე გადავედი.
- რა გაკივლებს ერთი, გადი გამეცალე ვნახავ ხვალ გადავალ.
- წადი მამა დაიძინე ხუთი ხდება.
- მივდივარ, კაცს არაფერში გამოადგებით რააა - წუწუნით კარი გამოვაღე გავედი და თავი ისევ უკან შევყავი - ისე მადლობა მოლოცვისთვის
- ჯერ არ დაბადებულხარ! 21წლის წინ ხო არ დაგვაძინე ღამით და ახლა მაინც გვაცადე - დაიბუზღუნეს ერთდროულად მშობლებმა და თვალები დახუჭეს.
- ყოჩაღ! წლის მშობლები!
ბუზღუნით გიორგის ოთახში შევედი და მძინარე ძმას გვერდით მივუწექი. რაღა დამაძინებდა, უკვე შეშლილივით იმაზე ვფიქრობდი, რომ რატი ჩემი ბაღის სიყვარულია! ჰო მოგატყუეთ თავიდან რომ გითხარით არ მყვარებია მეთქი, უბრალოდ არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი, რას ვიფიქრებდი ისევ თუ შემახსენებდა თავს. როგორც მამამ თქვა რატიმ მაკოცა, პატარები ვიყავით ჯერ კიდევ ბაღის მოსწავლეები ერთმანეთს რომ პირველად შევხვდით, მერე დავახლოვდით არ მახსოვს დეტალები მაგრამ შეგრძნებები კარგად მახსოვს... მიყვარდა და მან უბრალოდ დამტოვა. ბაღში ბევრს ვემეგობრებოდი მაგრამ მაინც უმეტესად დროს რატისთან ერთად ვატარებდი, მიყვარდა მასთან თამაში რადგან ყოველთვის ჩვეულებრივები ვიყავით. არასდროს გვიწევდა თავის მოჩვენება, სათამაშოებსაც უპრობლემოდ ვუყოფდით ერთმანეთს. სხვა ბავშვები... სხვები უბრალოდ სულ ჩხუბობდნენ, ბარბის ან მანქანებს ბაღში არავინ გათხოვებდა. შენი სათამშო გქონდა ერთი კონკრეტული რომელსაც ყოველ ჯერზე დაიტაცებდი, ამისთვის კი სხვებთან კამათი გიწევდა. მე და რატის არასდროს გვიკამათია, ხშირად ერთი სათამაშოთიც კი ვთამაშობდით, ერთი თეფშიდანაც ვჭამდით. არასდროს მყვარებია ბაღის წვნიანი, რატი მას ყოველთვის ჩემს ნაცვლად ჭამდა, რადგან სულ მეჩხუბებოდნენ სავსე თეფშს რომ ვტოვებდი ხელშეუხებლად. მაკარონის ქაშს ან კატლეტებს რომ აკეთებდნენ ბედნიერი სახით ვჭამდით, ზოგჯერ პურის დიდი ნაჭრებს რატის ვუდებდი, ყველაფერს ჭამდა რასაც მე არ ვჭამდი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოსწონდა როცა საჭმლის გამო მეჩხუბებოდნენ. თავის სათამაშოებს მიყოფდა და სხვებისგან მიცავდა. ბევრს ვლაპარაკობდით, რა თქმა უნდა პატარა ბავშვების თემებზე, იმაზე თუ რამდენად მაგარი იყო ჩემი ძმა, ან როგორი ლამაზი დედა მყავდა, მერე რატიც თავის ოჯახზე მიყვებოდა. ერთხელ ბაღში ვიღაც გოგო გავპუტე, ძალით არ მინდოდა, უბრალოდ რატის გვერდიდან არ შორდებოდა, ხოდა პატარა მატილდამ ეს ვერ მოითმინა... მივვარდი და პირდაპირ თმებში ვწვდი. ამისთვის დამსაჯეს და ცალკე ოთახში გამომკეტეს, სადღაც 10 წუთში კარი გაიღო და რატი შემოიყვანეს.
იცით რა ქნა? იმისთვის რომ ოთახში მარტო არ ვყოფილიყავი სათამაშოები დალეწა. ბედნიერი სახით გვერდით დამიჯდა და მაშინ მითხრა არასდროს დაგტოვებო...
მაგრამ მომატყუა!
მაშინ ვიგრძენი რომ მიყვარდა ეს ბიჭი... ბაღის ზეიმზე დამამთავრებელ წელს სცენაზე გასვლამდე მომვარდა და მაკოცა, მერე მითხრა - ხანდახან ეშინიათ
დიდი გრძნობების და გარბიან...
არ ვიცი საიდან გაიგო ეს სიტყვები... მაგ დღეს წავიდა... ზეიმის შემდეგ მშობლებმა ამერიკაში წაიყვანეს, პირობა დაარღვია, დამტოვა!
ახლა ალბათ ფიქრობთ 4-5წლის ბავშვი რომელ სიყვარულზე ფიქრობდიო მაგრამ... მართლა მიყვარდა...
♡♡♡
დილით ისე ადრე გამოვედი სახლიდან ჯერ კიდევ ყველას ეძინა, უბრალოდ ვიდექი მეზობლის სახლს შევყურებდი და ვფიქრობდი. ვერ გამირკვევია ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ერთი დიდი სასჯელია თუ პირიქით, რაღაც კარგი... ხო გქონიათ შემთხვევა, როცა არ იცით რაღაც ძალიან გიხარიათ თუ უბრალოდ გწყინთ. მასე ვარ ზუსტად ამ საკითხში! არ ვიცი უნდა მახარებდეს თუ არა მისი ჩემს ცხოვრებაში ისევ გამოჩენა, თითქოს მშვიდად ვიყავი ამ წლების მანძილზე, როცა მის შესახებ არც არაფერი ვიცოდი. მომენტებში მენატრებოდა... ჰო მოგატყუებთ რომ გითხრათ არ მენატრებოდა მეთქი, მახსოვდა და ვფიქრობდი კიდეც, მაგრამ წამიერ სისუსტეს ვეძახდი ამ ყველაფერს, რადგან შემეძლო წინააღმდეგობა გამეწია საკუთარი თავისთვის და რატი გონებიდან ამომეგდო. ახლა კი ვდგავარ სახლის წინ და უაზროდ მივშტერებივარ იმ ადამიანის სახლს, რომელიც ისევ უაზროდ მიყვარს...
მატილდაა ნეტა იცოდე რა დონის იდიოტი ხარ!
- ადრე გაიღვიძე ყვავილო? - ზურგს უკან მომესმა ნაცნობი ხმა.
- გოდეეე - ბაბუს ღიმილით გავხედე და სხეულზე ავეკარი.
- ვილაპარაკოთ?
- ვილაპარაკოთ, მარა ბაბუა ჯერ მაცალე მოგილოცო 21წლის გახდი ქალი - ჩაიხითხითა გოდერძიმ და შუბლზე მაკოცა - ნახე ბაბუ - ჯიბიდან რაღაც ამოიღო - ეს ყელსაბამი ბებიაშენს ვუყიდე ადრე მარა არ მიჩუქებია, მაგ დღეს გევიგეთ ეკა გოგოზე რომ იყო ორსულად, ჰოდა გადავწყვიტე შენდა შემენახა. ახლა ბაბუა მაი თმები ეიწიე ჩემი ხელით უნდა გაგიკეთო...
გოდერძიმ თმა ფრთხილად გადამიწია და პატარა საყვარელი ყელსაბამი ყელზე გამიკეთა.
- არ შევმცდარვარ, საშენოა! - ბედნიერი სახით მითხრა და ჰამაკისკენ გამიძღვა - მოი ახლა და მოყევი რა ხდება იმ ბაღანასთან.
- ვინ ბაღანასთან გოდერძი?
- არ იცი ახლა ვითომ, რატიზე ვჩივი! ე ბაბუ მე კი დავბერდი მარა ვხედავ ყოლისფერს, თვალებზე გეტყობათ ორივეს რაც გჭირთ.
- რა გვეტყობა ბაბუ კაი რაა
- ნუ აფერისტობ ცა
- კარგი ხო, მაგრამ ბაბუ ყველაფერი საშინლად რთულადაა.
- მოყევი აბა
- გახსოვს ბაღში რომ ბიჭი მიყვარდა
- რაფერ არ მახსოვს ცა, სულ მაგაზე ლაპარაკობდი, რამდენიმე თვე ყველგან ეგ გელანდებოდა, მარა რატისთან რა კავშირშია?
- რატი ერქვა იმ ბიჭს და ეს რატი ის რატია! ანუ ზუსტად არ ვიცი მაგრამ მგონია რომ ეგაა რა.
- რატო ფიქრობ მასე?
- ოო გოდე, გუშინ ის სიტყვები მითხრა რაც ბოლოს ბაღში
- მერე ბაბუ?
- მერე ის რომ დიდი სიამოვნებით ავდგებოდი და მივახრჩობდი
- ადექი ბაბუა და დაახრჩვე, აგერაა მაინც მოდის და წევეი მე ახლა თქვენ გაარკვიეთ თქვენში - ღიმილით წამოდგა, მოახლოვებულ ბიჭს მხარზე ხელი დაადო და წავიდა. წამოვდექი, რატის გავხედე და წასვლა ვცადე.
- მატილდა!
- რა?
- უნდა ვილაპარაკოთ!
- არ მინდა
- ვიცი რომ გინდა, საჭიროა.
- ხარ იცი? ადრეც ეგეთი იყავი!
- არ დაჯდები? - უდარდელად ჩაილაპარაკა და ჰამაკში მოთავსდა.
- სიტყვა არ შეასრულე რატი, დამპირდი რომ არასდროს დამტოვებდი და წახვედი!
- მაგრამ ახლა აქ ვარ
- ჰო ახლა აქ ხარ
- მელოდებოდი?
- თუ გეტყვი რომ არ გელოდებოდი ამით მხოლოდ საკუთარ თავთან დავრჩები მოტყუებული!გელოდებოდი 16 წელი გელოდებოდი და ამისთვის ვერ გიტან. მიყვარდი და ამისთვისაც ვერ გიტან! ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა ერთმანეთი გავიცანით...
პატარა გოგო და პატარა ბიჭი ვიდექით და ბავშვური ინტერესით ერთმანეთს ვათვალიერებდით... სიმართლე გითხრა არ მახსოვს ის დღე, მაშინ ზედმეტად პატარები ვიყავით იმისთვის, რომ ეს მოგონება შემომრჩენოდა, მაგრამ საკუთარ თავს ვიიმედებ, რომ ჩვენი პირველი შეხვედრა საოცრად კარგი იქნებოდა. სხვაგვარად შეუძლებელიცაა...
დანამდვილებით ვიცი, რომ მაშინ რაღაც განსაკუთრებული ვიგრძენი, რაღაც ისეთი რამაც წლებს გაუძლო და დღემდე შემომრჩა.
ახლაც, როცა შენ გხედავ ისევ იგივე გრძნობა მეუფლება, როგორიც ბავშვობაში ჩვენი ერთობლივი თამაშებისა და გართობის დროს. მაშინ განსაკუთრებულად მიყვარდი, სულ შენი სახელი მიტრიალებდა გონებაში და ყოველთვის, როდესაც მეკითხებოდნენ ვინ იყო ჩემი ბავშვობის სიყვარული მე დაუფიქრებლად გასახელებდი. მეგონა, რომ ვეღარასდროს გნახავდი და ჩვენი ურთიერთობა სამუდამოდ წარსულის ტკბილ მოგონებად დარჩებოდა.
თურმე ვცდებოდი... ისევ გამოჩნდი და ჩემი ცხოვრება ერთ დიდ ქაოსად აქციე! ამისთვისაც ვერ გიტან! ახლა ბოდიში მაგრამ ძილი დამაკლდა ყავა უნდა დავლიო!
ისე გავეცალე რატის მისი პასუხისთცის დაცდაც არ მიფიქრია, უბრალოდ ავდექი და წამოვედი! ჰო როგორც თვითონ ბატონი რატი იტყოდა ხანდახან ეშინიათ დიდი გრძნობების და გარბიან, ხანდახან პასუხებისაც ეშინიათ!
♡♡♡
განწყობა იმდენად გამიფუჭდა დაბადების დღის ხალისი საერთოდ აღარ მქონდა. დათოს ტყის ქოხში წაყვანა ვთხოვე, ცოტა საკვები წავიღე და მთელი დღით გადავიკარგე. ჰო ცოტა სულელურად გეჩვენებათ ალბათ დაბადების დღეზე გადაკარგვა, მაგრამ გეფიცებით მართლა არ შემეძლო იქ გაჩერება. თან რა ჯობია ასეთ გარემოში სეირნობას. ტყის სახლი გიორგის იდეით ააგეს, პირველად დათომ აქ რომ მოგვიყვანა არაფერი იყო ლამაზი ტყის გარდა, რომლის გვერდითაც პატარა ცარიელი ნაკვეთი ჩვენ გვეკუთვნოდა. პატარა გიოს იმდენად მოეწონა რომ მამას იდეა მიაწოდა აეშენებინა პატარა ქოხი სადაც მე და გიო ხშირად მოვიდოდით და ღამეს გავათევდით. ბიჭებმა ერთად საკუთარი ხელით არაფრისგან შექმნეს პატარა საყვარელი ქოხი. გიორგი აქ ხშირად დადიოდა ძმაკაცებთან ერთად, მეც დავყავდი მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა მარტო მიდიოდა. ამ ქოხში გავიგე ჩემი ეროვნულების ქულები... ხოდა ახლაც მოვაკითხე ჩემს საყვარელ ადგილს ფიქრისთვის. გადამწვანებულ ტყეში მივაბიჯებდი და გვირილების თაიგულს ვაგროვებდი, თან ყველაფერზე ვფიქრობდი რაც იმ წამს მაწუხებდა.
ვფიქრობდი რატიზე და იმ ყველაფერზე რაც მის გამო გამოვიარე. ხო ამაშიც მართლები ხართ რაღაც კუთხით სისულელეა ჩაიციკლო ადამიანზე რომელსაც ბავშვობაში იცნობდი... მართალია მაშინ ბავშვები ვიყავით, 5წლის ბიჭი ვერ გადაწყვეტდა უნდა წასულიყო თუ არა, 5წლის ბიჭი ვერაფერს შეცვლიდა... ვიცი, ვხვდები რომ არაფერია მისი ბრალი მაგრამ მაინც ეგოისტურად ვბრაზობ... ვბრაზობ ალბათ იმაზე, რომ მე ვერ დავივიწყე, მე აღმოვჩნდი ისეთი სუსტი, რომ ვერაფრით დავივიწყე, ვერ ვაპატიე წლების მანძილზე სიტყვის გატეხვა... ვერ ვაპატიე რომ წავიდა, გაქრა ჩემი ცხოვრებიდან და ზეიმის შემდეგ რაღაც უაზრო სიტყვებით მიმატოვა! რომ გავიზარდე და მის სიტყვებს ვიხსენებდი უფრო მეტად ვბრაზობდი საიდან მომითხარა 5წლის ბავშვმა ეს სიტყვები? ზედმეტად ბევრს კითხულობდა რატი თავისი ასაკისთვის მაგრამ მაინც ვერაფრით ვხვდები საიდან მოიტანა ეს სიტყვები... 12წლის ვიყავი პირველად რატი რომ მომეჩვენა... მეგონა დავინახე... ვიღაც უცხო ბიჭს მივყვებოდი მანამ, სანამ არ მივხვდი რომ რატი არ იყო... მერე უკვე ხშირად მემართებოდა მზგავსი რამ.
ყველგან ვეძებდი ჩემს ადამიანს და ბევრსაც ვაწებებდი ამ იარლიყს, თუმცა არაფერი გამოდიოდა. მუდმივ ძიებასა და ლოდინში ვიყავი. ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა... რამდენი დრო და ენერგია დავუთმე რატის ძებნას სხვა ადამიანებში. იმასაც კი ვფიქრობდი რომ შეიძლება ჩემს წინ აღმოჩენილიყო და ვერ მეცნო. ბოლოს მომბეზრდა ამდენი იმედგაცრუება და მისი ძებნა შევწყვიტე... თუმცა როგორც ადრე ვთქვი karma is a bitch!
როცა თავს მისი დავიწყების უფლება მივეცი სწორედ მაშინ გამოჩნდა! თავიდან შემოიჭრა და ამრია, თავიდან შემაყვარა თავი, ამჯერად მეგონა რომ სხვა რატი შევიყვარე... თურმე რამდენ რამეში ვცდებოდი!
♡♡♡
- ყველაფერზე ლამაზი შენი თვალის ფერია, შენზე უსაყვარლესი ქვეყნად არაფერია...
გარედან სიმღერის ხმა მომესმა... ეს ადგილი ჩემი და გიოს მეგობრების გარდა არავინ იცის... მაგრამ მათგან არავინ მღერის! გაოგნებული სახით მივადექი ფანჯარას და ფარდა ფრთხილად გადავწიე, სიბნელეში არავინ ჩანდა, მხოლოდ სიმღერის ხმა მესმოდა. ვიღაც იმდენად ტკბილად მღეროდა ადგილს მივეყინე...
- ყვავილების ნამქერი შესევია ლელიანს, მე რომ გელი იცოდე ასე არსად გელიან...
ცაზე გაიელვა და წვიმა წამოვიდა. წამიერი ნათების დროს ქოხის წინ მდგარი ბიჭი კარგად გავარჩიე, რატი იდგა და მღეროდა.
- ყველა ფერზე ლამაზი, მაინც შენი ფერია, მე მიყვარხარ იცოდე, ასე არსად მღერიან, შენზე უსაყვარლესი ქვეყნად არაფერია...
ღია კარებში ვიდექი და ვუყურებდი როგორ ამთავრებდა სიმღერას წვიმისგან გაწუწული რატი.
- მატილდა... ყველაფერი რთულდება,როცა ხვდები, რომ გიყვარს... ჰო, სიყვარული ყველაფერს ართულებს მაგრამ ყველა სირთულე მიღირს შენს გვერდით ყოფნად... ვიცი რომ სიტყვა ვერ შევასრულე ავდექი და წავედი, მაგრამ ახლა აქ ვარ და თუ მზად ხარ იმისთვის, რომ შენს ცხოვრებაში ისევ დამაბრუნო დიდხანს ნუ იფიქრებ... ახლა აქ ვარ! აქ ვარ და აღარ მივდივარ, მაშინ ბავშვები ვიყავით, ახლა უკვე დიდები ვართ. ნამდვილი სიყვარულისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა, მე ვიბრძოლებ ჩვენთვის მაგრამ ახლა შენზეა დამოკიდებული ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ თუ არა! შენ გგონია შემთხვევით მოვხვდი შენს მეზობლად? გგონია ამდენი წლის შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და მაინცდამაინც გურიაში გადავწყვიტე ცხოვრება? გოდერძი ბაბუმ თავიდანვე ყველაფერი გაიგო, ჩამოსვლიდან მეორე დღესვე დავუწყე ლაპარაკი და შენზე გამოკითხვა, შემთხვევით სახელი წამომცდა მანდ დავიწვი თავი... მიხვდა გოდერძი რომ გიცნობდი და დამალვას აზრი აღარ ქონდა. მაგიტომ გაძალებდა იმ დღეს გამოყოლას ძაღლმა რომ გიკბინა. დედაჩემთან რომ მიგიყვანე კლინიკაში მანაც იცოდა... აქ შენთვის ჩამოვედი, მხოლოდ შენს გამო ვიყიდე ეს სახლი სოფელში და ველოდებოდი შენს ჩამოსვლას. თბილისში გითვალთვალებდი - ჩაეცინა - ხშირად გხედავდი დაქალებთან ერთად, უკვე ვეღარ ვითმენდი და ერთი სული მქონდა როდის ჩამოხვიდოდი. მოსვლაც დავაპირე მაგრამ არ მინდოდა შენი შეშინება... დაველოდე ჩამოსვლას და მერე ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, შენითვე მოხვედი. სნოუმაც ბედად გიკბინა - აქ ხარხარი აუტყდა- არა მაშინ როგორი გამწარებული სახით მიყურებდი რომ იცოდე. არაფერს იტყვი?
ჩუმად ვიდექი წვიმაში, ცრემლები მომდიოდა, თან ვბრაზობდი და თან საშინლად მინდოდა გადამედგა ნაბიჯი და ჩავხუტებოდი ამ ვირ ბიჭს!
- მატილდა, არასდროს დამვიწყებიხარ, მთელი ეს დრო მახსოვდი და მენატრებოდი. მიყვარხარ გესმის? - ისევ ჩუმად ვიყავი - ტორტი მოგიტანე მაგრამ წვიმისგან დასველდა - ახლაღა შევამჩნიე ხელში ტორტი - სანთელს აგინთებდი მაგრამ აზრი არ აქვს სველია, გილოცავ დაბადების დღეს ჩემო დედოფალო - დაიხარა და რევერანსი გააკეთა, ზუსტად ისე როგორც ბაღში...
- წვიმს... სველდები... - ხმის კანკალით ვუთხარი ბიჭს - შევიდეთ...
არაფერი უთქვამს ჩემსკენ დაიძრა და ქოხისკენ გაემართა.
- რატიიიი
- ჰო - ფრთხილად შემომიტრიალდა
- მეც მიყვარხარ - ვუთხარი და 2 წლის ბავშვივით თავი დავხარე. ტორტი რასაცქვია ქოხში შეაგდო, ჩემსკენ გამოიქცა და ჩამეხუტა. ზუსტად ის სურნელი ვიგრძენი რაც ადრე თავს მახსენებდა, ზუსტად ის შეხება რაც მიყვარდა... შანსი მივეცი რატის... შანსი მივეცი საკუთარ თავს!
მგონი რისკის გარეშე ცხოვრება სისულელეა! ბედნიერებისთვის ღირს ისევ გარისკვა, შეიძლება მეტკინოს მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ერთხელ თუ წავიდა იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სულ ასე მოიქცევა... როგორც ამბობენ იმაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს ეხებოდე იმ სხეულს , რომლის სულიც სიგიჟემდე გიყვარს.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ძაააალიან საყვარლობა იყო ^-^

 


№2 სტუმარი სტუმარი მანანა

საოცრად თბილი და კარგია.

 


სტუმარი ანი
ძაააალიან საყვარლობა იყო ^-^

მიხარია თუ მოგეწონათ ♡♡

 


№4  offline წევრი Chamomil

ვუიმე ეს რა ტკბილობა რამე იყო ???? დამატკბო და გამათბო ????

 


სტუმარი მანანა
საოცრად თბილი და კარგია.

მადლობა❤❤❤❤❤

Chamomil
ვუიმე ეს რა ტკბილობა რამე იყო ???? დამატკბო და გამათბო ????

მიხარია თუ მოგეწონათ ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent