შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბალიშზე დაყრილ მიწისფერი და სველი თმებით


12-08-2017, 19:10
ავტორი nqv
ნანახია 1 779

როდესაც პირქვე დამხობილი
საწოლზე წევხარ,
ბალიშზე დაყრილ მიწისფერი
და სველი თმებით,
შენივე თავის ლაქიაც
და მადამიც შენ ხარ,
შენი გოლგოთით,
ეკლებით და შენივე გზებით.

შენ ხარ მატილდა, ჟანნა ხარ
და შენ ხარ დეა,
ბრმა ხარ, კოცონზეც უსაფუძვლო
მიზეზით გწვავენ,
დღეს წამწამებზე ჩამომხრჩვალი
ცრემლების დღეა,
დღეა, რომელიც მოვიდოდა
იცოდი, გწამდა,
რომ გაიხდიდი ჩამოფლეთილ
სხეულის ნიღაბს,
საკუთარ თავთან
უსირცხვილოდ გაშიშვლდებოდი.
და შენ დღემდე თვლი
რომ ცხოვრება მორგებად ღირდა, ყულფის,
რადგანაც ბოლოს მისით გაგიჟდებოდი.

და ახლაც პირქვე დამხობილი
საწოლზე წევხარ,
ბალიშზე დაყრილ
მიწისფერი და სველი თმებით,
შენივე თავის
ქრისტეცა და იუდაც შენ ხარ,
შენი ვერცხლებით,
გოლგოთით და შენივე გზებით."



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ვერ აღიწერ როგორ მომეწონა

 


№2  offline წევრი nqv

terooo
ვერ აღიწერ როგორ მომეწონა


<3 <3 <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

"შენივე თავის
ქრისტეცა და იუდაც შენ ხარ,
შენი ვერცხლებით,
გოლგოთით და შენივე გზებით."
ძალიან მომეწონაა :*** ყოჩააღ <3

 


№4  offline წევრი nqv

ონლაინ გოგონა
"შენივე თავის
ქრისტეცა და იუდაც შენ ხარ,
შენი ვერცხლებით,
გოლგოთით და შენივე გზებით."
ძალიან მომეწონაა :*** ყოჩააღ <3


<3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent