ჩვენ (ნაწილი 3)
-ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა- წინ წავედი, რათა ხელი ჩამომერთვა თან თვალს არ ვაშორებდით ერთმანეთს. -ლამაზი ქალიშვილი გყოლიათ. -ნამდვილად. ადელაინ დიეგო ჩემი მეგობრის შვილია ის 26 წლისაა. -დიახ, ჩვენი მშობლები ნამდვილად კარგი მეგობრები იყვნენ, უნიბერსიტეტში მამათქვენი მამაჩემს დაეხმარა დედაჩემის გაცნობაში და ახლა აქ ვარ - ორივემ სიცილი დაიწყო -იყვნენ? -ჰო, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალნენ. -მე.. ვწუხვარ უცებ კაბინეტში ასისტენტი შემოვიდა, რაღაც ანიშნა და მამა გაჰყვა. მეც დრო ვიხელთე სასაუბროდ -მადლობა გუშინდელისთვის -მჰმ -იქ რას აკეთებდი -ბაღში არ გაგვიანდება პატარავ? -და შენ 80ის ხარ? -გრძელი ენაც გქონია თვალები გადავატრიალე -არ მომწონს როცა ვინმე თვალეს მიტრიალებს ისევ გავიმეორე, შემდეგ კი მომიახლოვდა ჩემს წინ ყველაზე მიმზიდველი ბიჭი იდგა ვინც კი აქამდე მინახავს მომიახლოვდა და ხელის დაჭერა ვცადე როცა თვითონ დამასწრო და უმოძრაო აღმოვჩნდი -შენი არ მეშინია -შეიძლება ჩემს მებრძოლებს ამარცხებ, მაგრამ მე ვერა, და კი უნდა გეშინოდეს -რა? შენს მებრძოლებს? შენნ... არა, არა მასზე ბევრი მსმენია, მართალია მისი უნდა მეშინოდეს, ის ხომ კრიმინალია, მაფიაა, აქამდე როგორ არ ვიცნობდი. რაღაცის თქმას ვაპირებდი, როდესაც მამაჩემი დაბრუნდა და დიეგო თავის ადგილს დაუბრუნდა -დიეგო შეგიძლია ადელაინი სახლში წაიყვანო? -არ არის საჭირო, მე თვითონ წავალ. -დიდი სიამოვნებით. -არ მინდა. -ადელაინ. *მანქანაში* -მამაჩემმა შენს საქმიანობაზე იცის? -შესაძლოა, საჭიროა ასეთი შორტები ჩაიცვა? სერიოზულად, ვინ ჯანდაბა იყო ის რომ ჩემთვის ეთქვა რა ჩამეცვა ან რა გამეკეთებინა. ტელეფონის ზარის ხმა გავიგონე და მაშინვე ვუოასუხე, გულში ვლოცავდი ადამიანს ვინც დამირეკა და ამ უხერხული სიტუაციიდან გადამარჩინა. კაიდენი: სად ხარ? -სახლში მივდივარ. -საღამოს კლუბში წამოვალ? ლაილა და კელიც იქნებიან. -არ ვიცი, არამგონია, დღეს ჩემი ძმები ჩამოდიან. -იცი როგორი მოსაწყენი გახდი? გადმომირეკე როცა მეგობრებისთვის მოიცლი. -იდიოტი. სახლში მალევე მივედით გამოუმვშიდობებლად მივიჯახუნე მანქანის კარი და წამოვედი. სახლში რომ შევედი მატე დამხვდა, ძალიან გამიხარდა, მოვეხვიე და ბევრი ვისაუბრეთ. -უნივერსიტეტში საქმეები როგორ მიდის? -მშვენივრად. ტელეფონი ამოიღო და იზაბელას ფოტო დავინახე -ისევ არ აპირებ დავიწყებას ხო? -საქმე რთულადაა -რა არის რთულად, გაგაცურა, გამოგიყენა და მოსაკლავად გაგიმეტა. -იძულებული იყო -მეორე შანსი ყოველთვის არის, მაპატიე შეიძლება უხეში ვარ, მაგრამ უნდა გაანალიზო რომ ეს წარსულია და თუ ახლა არ დაივიწყებ ვერასდროს განაგრძობ წინსვლას. -ოჰო, ჩემი პატარა და ახლა სასიყვარულო რჩევებს მაძლევს? მოდი აქ - და მომეხვია. -კარგი წამოდი სადმე წავიდეთ. მთელი დღე ვსეირნობდით, ძველი ისტორიები გავიხსენეთ, დედა მოვიგონეთ და საბოლოოდ სახლში დავბრუნდით შემდეგ კი წვწულებაზე წასვლა გადავწყვიტე, კაიდენი მართლაი იყო ცოტა უნდა გავერთო. მატეო:მე წაგიყვან -დღეს ყველა პატარა ბავშვივით რატომ მექცევა. -მისმინე, რაღაც არის რაც უნდა იცოდე, მამას მტრები ყავს და პირველი სამიზნე ჩვენ ვიქნებით ამიტომ უმჯობესი იქნება თუ რაღაც პერიოდი დაცვასთან ან ჩემთან ერთად ივლი. -თავის დაცვა მეც მშვენივრად შემიძლია. -ვიცი, მაგრამ ამჯერად მე წაგიყვან, მოდი ნუ ჯიუტობ. -რამე სერიოზულია? -არა, შენ ამაზე არ უნა იდარდო. *კლუბში* ლაილა:შეხედეთ ვინ გადაწყვიტა მოსვლა კაიდენ: მგონი ზედმეტად ბევრი დავლიე კელი:გამიხარდა რომ მოხვედით. -ბოდიში, ამ ბოლო დროს სულ დაკავებული ვარ -აჰაა, ძალიან ბევრს სწავლობ -შენ კი ნარკოტიკების და სასმელის მეტი არაფერი გაინტერესებს. -ცხოვრება ხანმოკლეა მშვენიერო. ბევრი ვიცეკვეთ, გავერთეთ, ვისაუბრეთ, ლაილას დიეგოს შესახებ მოვუყევი და ბოლოს ბევრიც დავლიე. უეცრად ჯოშუა დავინახე ჩემსკენ მოდიოდა, ხო მანდვილად ის არის, ყველაზე ნაკლებად ეს მინდოდა. -შეხედეთ აქ ვინ გვყავს -გაიარე -როცა დავქორწინდებით აქ ვეღარ ივილი უემოციოდ გახედე და ერთი კოქტეილიც დავამატე. -კარგი ვხუმრობ, მაგრამ ჩემთან ერთად იქნები. გუშინდელს გპატიობ, ისე მტკივნეული იყო. -მართლა? თუ არ წახვალ გავიმეორებ. -დანებდი, ვიცი რომ მოგწონვარ და მალე ჩემი გახდები. -ახლა შენი თავი არ მაქვს გაეთრიე. წინ გავიხედე და სინათლის ქვეშ დავინახე ის კრისტალური ლურჯი თვალები, რომელსაც ყველაგან ვიცნობდი და ერთი წამიც არ დამჭირვებია იმის გასააზრებლად თუ ვინ იყო, საჭიროა სულ ასე კარგად გამოიყურებოდეს? -შენი კაბა მომწონს, სულ უფრო და უფრო ლამაზდები, იქნებ სადმე უფრო დახურულ ადგოლას გავიდეთ. და როგორც ეს იდიოტი მიყურებდა და ფიქრობდა, ვგრძნობდი რომ მე არ ვაინტერესებდი, ჩემი გაცნიბა არ აინტერესებდა, მხოლოდ გარეგნობა და '' გართხობა''. -ბოლოჯერ გაფრთხილებ შემეშვი ხელი ჩამავლო და მითხრა-დღედ აქედან ერთად წავალთ. უკნიდან კი ის ბოცი და ამავდროულად ნატიფი ხმა მომესმა -თუ გეუბნება რომ არ უნდა ესიგი არ უნდა. -შენ საქმეს მიხედე როგორც კი ამ სიტყვებმა გაიჟღერა ჯოშუა მაშინვე ქვემოთ აღმოჩნდა და გაითიშა. -აქ რას აკეთებ? მითვალთვალებ? -მე? არა საყვარელო, შენ აირჩიე ჯერ ჩემი რინგი შემდეგ კი კლუბი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.