შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა მეოცნებე კვდება, რა ემართებათ ოცბებს?! /სრულად/


12-06-2020, 14:07
ავტორი Mary Drey
ნანახია 2 268

წარმოსახვაში შექმნილი ტყეში ქოხისმაგვარი სახლი, რომლიდანაც იგრძნობა ის სიყვარულითსავსე გრძნობები, რომლებიც ამ კედლებს შორის იყო ღრმად ჩამალული. ივნისიდან მოყოლებული დამჩემდა არასასურველი ფიქრები, რომელიც მუდამ იმ ერთადერთ ადამიანს უკავშირდებოდა, რომელმაც დედიშობილა დამტოვა ამ წუთიშოფელში.
ყოველ ივნისს ჩვენი სურნელი დაჰკრავს... ღრუბლიდან წამოსული შხაპუნა წვიმა კი კვლავ აგრძელებს დაუღალავად წარსულის ამოტივტივებას ფსკერზე. ჩაფიქრებული ვცდილობ ფანჯრის რაფას მივუახლოვდე თუმცა თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი ეკალივით ედება სხეულს. სამი წლის წინ იმედის სხივი ჩამისახლა სხეულში... მარწმუნებდა, რომ ჩვენი ცხოვრება ცალ-ცალკე არასოდეს არ იქნებოდა და არასოდეს არ გავუშვებდით ერთმანეთს ხელს... ვგეგმავდით იმედიანი თვალებით მომავალს... ვგეგმავდით და ამ აშენებულ კოშკში ყოფნის დროს საერთოდ ვერ ვაცნობიერებდი, რომ რეალობის კვალს ყოველთვის ზურგს ვაქცევდით. მე დამჩემდა უმისობა... უარაფროდ აღსავსე ცხოვრება და არაფრის მომცემი გადადგმული ნაბიჯები.

- ყოველთვის მინდა მე შენს თმების სურნელს ვგრძნობდე... ნეტავ კი დადგება ეს დღე ოდესმე?- მიტივტივდება გონებაში ედის სიტყვები, რომელიც მუდამ ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გამხდარიყო ამდენი წლის გასვლის მიუხედავადაც.- მიყვარხარ, მარიამ...
ცრემლები გაუანალიზებლად მოედინება და მისველებს გახურებულ ლოყებს, რომელიც მონატრებულია ედის შეხებით. ვინ იცის რამდენი ღამე მიფიქრია ერთად ყოფნაზე... ვინ იცის მერამდენე ღამე ვასველებ ბალიშს იმ საშინელი მონატრების გამო, რომელიც ყოველთვის მასთან მაკავშირებდა.
ალბათ ადამიანს ყოველთვის დასდევს ერთი აჩრდილივით მსგავსი სიყვარული, რომელიც ვერა და ვერ იშლება ადამიანის გონებიდან.... მას მყარად აქვს ჩვენში გაჯდომილი ფესვები და შეუძლებელი ხდება მისი დავიწყება. მე მიყვარს მისი ფერები. ნეტავ შემეძლოს კვლავ ედის სახის ნაკვთების შეთვისება და ჩუმად გაღიმება.

მახსოვს... ძალიან მწარედ მახსოვს შარშანდელი ეს პერიოდი. გაუანალიზებლად ვარტყავდი ბოლთას და ერთი სული მქონდა როდის გაქრებოდა ჩემში ის მიძინებული გრძნობები, რომელსაც მალულად დავატარებდი.
მე აღარ მწამს სიყვარულის... მან ფრთები შეისხა და სადღაც უსასრულობას დაუკითხავად შეუერთდა.
საშინელებაა, როდესაც შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს სხვის მკლავებ ქვეშ ხედავ... სწორედ მაშინ გეუფლება სამყაროს მიმართ დაუოკებელი ზიზღის შეგრძნება, რომელიც მოსვნების საშუალებას სრულიად გიკარგავს. იმ დროს მეგონა ცხოვრებამ გახრწნა დაიწყო... ვფიქრობდი, რომ ჩემი აღსასრულის დღე სწორედ იმ წამიდან იწყებოდა, როდესაც ედის მომღიმარი, სიყვარულითსავსე მზერას სხვა ქალისკენ ვხედავდი. მე მეშინოდა ედის გარეშე ცხოვრება... მეშინოდა და დღესაც მზარავს ეს ფაქტი.
ედი...
ე დ ი...
ჩვენი სიყვარული ყოველთვის ყველაზე წმინდა მეგონა, რომელიც ვერასოდეს ვერ გაუტოლდებოდა სხვა ადამიანურ გრძნობებს... ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს შეგრძნება... ეს მაგნიტური მიზიდულობა სიყვარულის გრძნობაზე ბევრად მეტი იყო, თუმცა?... ჩვენ შესაძლოა ორი მაგნიტი აღმოვჩნდით... ორი მაგნიტი ერთი დადებითი ენერგიის მატარებელი და მეორე უარყოფითის.
ალბათ სწორედ ამიტომ ვერ ვეგუები შენს გვერდით სხვა ქალს, რადგან ჩემ გარდა შენ არავისთან არ წარმომიდგენიხარ, ედი... ნეტავ ზოგჯერ შენთან მოფრენა შემეძლოს. შორიდან ვადევნებდე თვალს შენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ნეტავ აჩრდილად გადაქცევა შემეძლოს... ყოველი ძილის წინ ტკბილი ამბორითაც დაგასაჩუქრებდი, ჩემო... ჩემო... ჩემო და მხოლოდ ჩემო ფერადო ვარსკვლავოვ. მე არ მჯერა იმ მომავლის, რომელშიც შენ არ იქნები. არ მინდა ოდესმე გაქრეს შენი არსებობა ჩემი გონებიდან, რადგან ვიცი... ვიცი ეს გრძნობა სხვა შეგრძნებებთან შედარებით ყველაზე ფაქიზი და წმინდაა.
შენს ქალაქს ერთხელ აუცილებლად მოვუახლოვდები... ზღვის ნაპირას ჩამოვჯდები და მის ტალღებს გავუზიარებ იმ დარდს, რომელზედაც არავისთან არ მისაუბრია. ჩვენი ხომ ზოგადად არავის არ ესმოდა... ჩვენი სიყვარული გარშემო მყოფებმა აქცია ნაცარტუტად, თუმცა შენ მაინც ჩემში დარჩი... იქ ჩამტოვე იმ მოგონებებში, იმ ოცნების კოშკებში სადაც მხოლოდ და მხოლოდ მე, შენ და ჩვენი პატარა შვილები არიან. ჩვენი შვილები, ედი! შენსავით ფერადი და არანორმალურად სიცოცხლის ჟინით აღვსილნი.
ედი, შენი აზრით როცა მეოცნებე კვდება, რა ემართება ოცნებებს?..
თუ შენ გაქრი ე.ი. იქ დამთავრდა ჩემი ცხოვრებაც.
სიზმრებში მაინც მოდი ხოლმე რა...
შენ ისედაც იცი, რომ გვერდით არავინ არ მყავს... ყველაზე ახლო მეგობარმაც ფრთები გაშალა და უსასრულობის ნაპრალებს შეუერთდა... არადა მეთიუ იყო მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც ჩვენს ერთად ყოფნას მხარს უბამდა.
და მართლაც....
ნეტავ რა ემართებათ ამ ჩემს ოცნებებს?!
ნეტავ...
რატომ....
ან
როდის...



№1 სტუმარი lile

rohorc kobeltvis sesanisnavia

 


№2  offline მოდერი Mary Drey

lile
rohorc kobeltvis sesanisnavia



უღრმესი მადლობა ლილე <333

 


№3  offline წევრი Debby Ryan

აი, ეს გრძნობა არ განმიცდია.
ბევრს ვკითხულობ სიყვარულზე, ბევრს ვისმენ, ბევრს ვხედავ...
მაგრამ, შენი მოთხრობები და ჩანახატები, ძალიან გულში ჩამწვდომია, შენი სევდიანი მოთხრობებიც მომწონს.
მომწონს არა, მიყვარს.
ყოველი შენი მოთხრობა, ჩემს გულში იკავებს ადგილს და თითქოს გამოცდილებას მმატებს.
და ეს მინდა უსასრულობამდე გაგრძელდეს.
გყვარობ, ყვავილო! <33

 


№4  offline მოდერი Mary Drey

Debby Ryan
აი, ეს გრძნობა არ განმიცდია.
ბევრს ვკითხულობ სიყვარულზე, ბევრს ვისმენ, ბევრს ვხედავ...
მაგრამ, შენი მოთხრობები და ჩანახატები, ძალიან გულში ჩამწვდომია, შენი სევდიანი მოთხრობებიც მომწონს.
მომწონს არა, მიყვარს.
ყოველი შენი მოთხრობა, ჩემს გულში იკავებს ადგილს და თითქოს გამოცდილებას მმატებს.
და ეს მინდა უსასრულობამდე გაგრძელდეს.
გყვარობ, ყვავილო! <33



ვისურვებდი, რომ არც არასოდეს გამოგეცდევინოს ასეთი საშინელი გრძნობა, რომელიც მთლიანად სპობს ადამიანის რაობას... მე ამ ტკივილთან ცხოვრება ვისწავლე, სამი წლის განმავლობაშ ერთად დავდიოდით სიცარიელში. მე არ მინდა ვინმემ ეს გრძნობა გამოსცადოს, რადგან ვიცი ეს რა ზიანს მიაყენებს მას.
მიხარია, რომ ყოველთვის მკითხულობ და გვერდში მიდგახარ. გაფასებ და მიყვარხარ! <333

 


№5  offline მოდერი ენქეი

ძალიან კარგია heart_eyes

 


№6  offline მოდერი Mary Drey

ენქეი
ძალიან კარგია heart_eyes


მადლობა დიდი!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent