შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს თქვა არასდროს თავი მესამე


13-06-2020, 01:09
ავტორი მმარიტა
ნანახია 9 031

ხმას ვეღარ იღებდა, თითქოს გონება გათიშვოდა და სადღაც სხვა სამყაროში დაფრინავდა ფიქრებით. სიტუაციები რომ გადაწონა მიხვდა, რომ მისი მდგომარეიბა ამ მდგომარეობასთან არაფერი იყო. ძნელად წარმოსადგენია ის ფაქტი, რომ შენი დაქალი თავისივე საქმროს კლავს, შემდგე შენ გირეკავს ჯერ არც გამხდარ ადვოკატს და რჩევას გთხოვს , როგორ მოიქცეს... გვამი გადამალოს თუ ისეთი სპექტაკლი მოაწყოს თავადაც , რომ დაიღუპოს თავი და მეგობრებიც თან გაიყოლოს. ოთო მდიდარი ... ოჯახის გათამამებული შვილი, რომელსაც გონია სამყაროში ყველაფერი ფულით იშოვება, უკაცრავად... ეგონა.
ანასთანაც შეთანხმებით უნდოდა ქორწინება , ოთოს ლამაზი ქალი ხოლო ანას ბევრი ფული უნდოდა. ბოლო პერიოდში ანამ დაიწყო იმის გაანალიზება, რომ ფულით მხოლოდ კოშკების აგება შეიძლება და ამით ვერც მშვიდი და ვერც ბედნიერი ცხოვრება ექნებოდა. ბოლო პერიოდს უჩხუბიათ კიდეც დაშორების თაობაზე, მაგრამ ოთოს მტკიცე უარი განუცხადებია.

ვიკაც მალე მოდის გონს და ხვდება, რომ ისევ მანქანაშია, ისევ იმ საშინელი ფაქტის წინაშე.
- ხვდებით მაინც რას მიკეთებთ ან თქვენს თავებს რას უკეთებთ.
- ციხეში წავალ...
თავს ხრის დამნაშავედ და ისევ ტირილით ამბობს ანა.
- შეგეძლოთ დაგერეკათ პოლიციაში და იტყოდი, რომ თავდაცვის მიზნით მოხდა.
- მე... მე... ვერ შევძელი...
- დარწმუნებულები ხართ, რომ ისე ..
ღრმად ისუნთქავს ისედაც ჩახუთულ ჰაერს და ხელით ანიშნებს მათ მკვდარიაო?
- კი იმდენი ვურტყით...
ჩურჩულით თქვა თეონამ და სავარძელს მიეყრდნო. ამის გაგონებაზე ვიკას თვალები უარესად გაუფართოვდა და სიმწრით ამოიღო ხმა
- რა ქენით?
- ვიფიქრეთ რომ გამოფხიზლდებოდა
ისევ ტირილით ამბობს ანა. ლილე კი გაშეშებული, გაყინული შეყურებს საქარე მინას იმის მოლოდინში, რომ სასწაული მოხდება და ამ კოშმარიდან გამოეღვიძება.
- ადამიანს თავში აგური ჩაარტი , მოკალი და მერე სახეში დაუწყე რტყმევა იმის გასაგებად იყო თუ არა ცოცხალი? და უბრალოდ პულსი, რომ გენახათ?
- უბრალოდ რამე თქვი... როგორ უნდა მოვიქცეთ.
ძალდატანებით იღებს ლილე ხმას და საჭეს თავს მძიმედ ადებს.
- თქვენ გგონიათ მე ვიცი?
- ღმერთო, ყველაფერი დამთავრდა ...
ამბობს და უარესად უმატებს ტირილს ანა .
დიდი ხნის მაძინზე ისხდნენ და ფიქრობდნე , განიხილავდნენ რა მოხდებოდა.
ყველა გზა ან გვამის გაქრობასთან ან პოლიციაში მისვლით მთავრდებოდა. ვიკას გაუმართლა , რომ მონაწილეობა არმიიღო ამ ყველაფერში იცოდა , რომ თუ მისი ანაბეჭდები მოხვდებოდა მაშინვე დასრულდებოდა არც დაწყებული კარიერა.
- მე ვერ წამოვალ თქვენთან ერთად, დაგეხმარებით მარა ყველაფერს ისე გავაკეთებთ, რომ თითქოს მე არც გინახივართ.
- ასე გინდა თავი დაიძვრინო ? ეს არის შენი მეგობრობა?
უკმეხად და ზიზღნარევი ხმით ეუბნება ვიკას ლილე.
- თქვენ რა გგონიათ, ჩემს ძვლივს აწყობილ ცხოვრებას და კარიაერას დავინგრევ, მე ამ საქმეში მონაწილეობა არ მიმიღია... იქ , რომ ვყოფილიყავი ასე არ მოხდებოდა !
- ვიკა მართალია ლილე, უბრალოდ პოლიციაში მივალთ და ამით დასრულდება.
ანას სიმტკიცე შერეოდა ხმაში, თითქოს შეეგუა იმ აზრს , რომ ციხეში მოუწევდა ჩაჯდომა და მთელი დარჩენილი საუკეთესო წლების იქ გატარება.
- სამივეს დაგაპატიმრებენ... ყველაფერი ისე უნდა მოყვეთ როგორც იყო... დანარჩენს მე მივხედავ.
- შეძლებ ჩვენს გამოყვანას?
- არცერთ არ დაგტოვებთ იქ , არვიცი რამოხდება , მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იქ არ მოგიწიოთ წლების გატარება. მხოლოდ იმ აზრს შეეგუეთ , რომ რამოდენიმე თვე არაფერი იქნება...
- მომკლავენ , რა აზრი აქვს თავისუფლებას, ოთოს მოკვლას არავინ შემარჩენს.
აფორიაქებული გაუჩერებლად ისრვის სიტყვებს და ვიკას ისეთი მზერით შეყურებს თითქოს ევედრება მიშველეო.
მალევე შეუდგნენ სიტუაციის გამოსწორებას. ცხედარი უკანა სავარძელზე დასვეს და საბარგული სისხლისგან გაანთავისუფლეს . ვიკამ გულის სიღრმეში იცოდა, რომ ეს საქმე შეიძლებოდა მათ სასარგებლოდ ვერ დასრულებულიყო, ოთო იმდენად გავლენიანი პიროვნება იყო და ისეთი ხალხი ედგა გვერდით შეიძლება ანა ცოცხალი არც დაეტივებინათ. გონება არეულს არც ის იცოდა რითი უნდა დაეწყო საქმე.
მეგობრები ძალიან უყვარდა და ვერცერთს გაიმეტებდა იმისთვის რაც წინ ელოდათ. საკუთარ თავზე მეტად მათზე ღელავდა და მისი აზრით თუ ისიც ციხეში აღმოჩნდებოდა თავის მეგობრებს ვერაფრით დაეხმარებოდა. თავსაც იმით იიმედებდა, რომ ჰქონდა ამა თუ იმ პიროვნებასთან კავშირები, რომელიც დაარიგებდა და რჩევებს მისცემდა როგორ უნდა მოქცეულიყო. კარგადაც იცოდა რომ დამნაშავეები იყვნენ მისი მეგობრები, მაგრამ ის უფრო კარგად იცოდა რა ნაბი..არიც იყო ოთიკო. იმხელა საქმის აღება უწევდა, რომელსაც შეეძლო ჩაეძირა თუ არასწორ ნაბიჯს გადადგამდა. „ ხომ გინდოდა რაღაც შეგეცვალა ჰოდა ახლა რადიკალურადაა შენი ცხოვრება ამოტრიალებული“ თავის თავს ლანძღავდა , ნანობდა იმ ადგილას წასვლას, რომ არ ამეჩემებინა გართობა და დროს ტარება ახლა ასეთ სიტუაციაში არ ავღმოჩნდებოდიო.
ახლა რაღა უნდა ექნა, ყველაფერი იმაზე უარესად იყო ვიდრე ოდესმე წარმოედგინა.
მეგობრებს დაარიგა, რა როგორ უნდა ეთქვათ და განყოფილებაში გაუშვა.
მალევე მოვიდა გამოძახებული ტაქსი და თვითონაც გაეშურა სახლისკენ. მომზადებას აპირებდა, რომ მეგობარს შეხვედროდა, რომელთანაც სამართლის კურსებს გადიოდა.
თავს აიმედებდა ყველაფერი გამოგივა და მეგობრებს დაიხსნიო.
სახლში შესულმა არავისთვის არაფერი უთქვას .
- ვიკა, ყველაფერი რიგზეა?
დივნიდან წამოდგა თაზო და გაქცეულ გოგოს მიაძახა. გაკვირვებულს ვერ გაეგო რა დაემართა . ხმა არ გაუცია მამისთვის ისე განაგრძო სვლა. ოთახში შევიდა, ტამსაცმელი გაამზადა , რომ შხაპის შემდეგ ჩაეცვა. შხმაპის მიღებაც წამშივე დაასრულა და ჩაცმა დაიწყო, პარალელურად მეგობარს ურეკავდა, რომლისთვისაც დახმარება უნდა ეთხოვა.

- ეკა , როგორ ხარ?
ხმა აკანკალებულმა მიესალმა მეგობარს.
- არამიშავს ჩემო კარგო, პროცესიდან ახლა გამოვედი , შენ როგორ ხარ, საქმეები როგორ მიდის.
- ძალიან ცუდად ეკა, შენი დახმარება მჭირდება ... შევხდეთ
- ვიკა ? ხომ მშვიდობა?
- არა ეკა არა მშვიდობას რაუნდა ჩემთან.
ამოიოხრა, გასაღებს ხელი დაავლო და სახლი დატოვა. თინას და თაზოს მიაძახა, რომ მოვალ ყველაფერს მაშინ გეტყვითო.
აღარც იმას მიაქცია ყურადღება რომ წინა ღამეს ნარკოტიკი ძალით მიაღებინეს , ტკივილებიც გაქრობოდა იმდენად იყო ამ ამბით შემოსილი
ეკას სამსახურში მიაკითხა . შენობაში სირბილით შევიდა, არავისთვის უკითხავს შეიძლებოდა თუ არა მის კაბინეტში შესვლა ისე შეაჭრა.
- ეკა უნდა მიშველო...
ეკა შეშინებულ ვიკას მიაუხლოვდა, სახეზე მოეფერა ასე რამ შეგაშინაო.
- ჩემა მეგობარმა საქმრო მოკლა...
ძვლივს ამოაქვს სიტყვები და აკანკალებული ხმით ძვლივს აგებინებს ეკას რაშიც იყო საქმე.
- რას ამბობ, ეს რა მითხარი...
ინტერესით აიფარა ხელი ტუჩებზე და საწერ მაგიდას მიეყრდნო.
- მისი ბრალი არიყო, უფროსწორედ ის ... ძალადობდა მასზე, ეს... თავდაცვის მიზნით მოხდა...
- დაწვრილებით მომიყევი ყველაფერი, თითოეული დეტალი უნდა ვიცოდე, შენ კი ასე ნუ ნერვიულობ.
- გოგონებმა გადავწყვიტეთ, რომ კლუბში წავსულიყავით... კარგად ვერთობოდით სანამ ოთო მოვიდოდა, მე არ შევსწრებივარ ამ ამბავს... საპირფარეშოში ვიყავი... ეს კიდე ცალკე ამბავია, კლუბის მეპატრონე დაიჭირეს , ნარკოტიკს ასაღებდა , სასმელებში ურევდა , ჩვენ ეს შემდეგ გავიგეთ ... წარმოიდგინე ახლა რა მდგომარეობაში ვიყავით...
კლუბის უკან ოთოს გაუყვანია ანა და ჩხუბი დაუწყია მღალატობო, გაურტია... ერთი სიტყვით უცემია, შემდეგ დანითაც წასულა , მაგრამ ანას ხელი უჯიკებია მასაც წონასწორობა ვეღარ შეუნარჩუნებია რა დროსაც აგური ჩარტყა... მთავარი წინ არის, სულელებს შეშინებიათ და გვამი საბარგულში ჩაუდიათ და სადღაც მიტოვებულ ადგილას გაქცეულან ... დავურეკე უნდა გვიშველოო , მაშინვე წავედი ... პოლიციაში გავუშვი სამივე საბარგული გამოვაწმენდიე და ცხედარი უკან სავარძელზე დავასმევინე... თითი არაფრისთვის მიხლებია. ახლა განყოფილებაში იქნებიან... ეკა... იქ ვერ დავტოვებ ვერცერთს.
- მესმის შენი და ყველაფერი გასაგებია, კარგად მოქცეულხარ , რომ ხელი არაფერს ახლე. პოლიციაში წავიდეთ ყველაფერს გავარკვევ.
პოლიციაში მივიდნენ , განაცხადეს ვისთანაც იყვნენ . დაკითხვაზე არიან, ჯერ მათი ნახვა არ მოხერხდება უნდა მოიცადოთო უთქვამთ.
ვიკა ნერვიულობას არ წყვეტდა, შემდეგ მოაფიქრდა , რომ მათი მშობლებისთვის უნდა ეთქვა რაც მოხდა. მაშინვე მოიმარჯვა ტელეფონი და თავდაპირველად ანას მშობლებს დაურეკა.
ისინიც ამბის გაგებიდან რამოდენიმე წუთში იქ გაჩნდნენ. ძალიან ბევრ ხალხმა მოიყარა თავი. ზოგი ვიკას შესციცინებდნენ შენი იმედი გვაქვს, ზოგი ახალ ადვოკატს ითხოვდნენ.
ეკას ნება დართეს , რომ გოგონები ენახათ. ყველაფერი აუხსნეს , ისტორია თავიდან მოისმინა, იმედიც მისცა მათ , რომ აუცილებლად იღონებდა რამეს , თუმცა მოთმენა მოუწევდათ.
კივილით შემოვიდა ოთოს დედა, სად არის ეგ ძუ..ა ჩემი ხელით დავახრჩობო.
ოთოს მამას კი , როგორც ყოველთვის უემოციო სახით შემოაბიჯებდა .
ანას მამასთან მივიდა და მუქარით აღსავსემ ზიზღით უთხრა“ილოცეთ რომ იქედან არ გამოვიდეს“ და გზა განაგრძო .
სამივე ციხეში გადაიყვანეს. უკვე უჭირდათ იმ გარემოსთან შეგუება , იმ საწოლზე დაძინება, რომელზეც ლეიბიც არ ეგო და მხოლოდ ფიცრისგან შედგებოდა ერთი გადასაფარებლით. სამივე სხვადასხვა სექციაში მოხვდა , არცერთ არ შეხვდა ერთად ყოფნის ბედნიერება.
ანა აღარც ტიროდა, შიგნიდან ისეთი გრძნობა ქონდა თითქოს იწვოდა და საშველად არავინ მიდოდა . აღარც იმედი ჰქონდა, უბრალოდ იმ აზრს ეგუებოდა, რომ ფრთები საკუთარი ხელებით მოიჭრა. ბედს იწყევლიდა რატომ დავიჭირე მასთან ურთიერთობა, შემერგო რაც მქონდაო .

იცით ყველაზე ცუდი რა არის? ჩვენ, ადამიანები ვერ ვაფასებთ იმას რაც გაგვაჩნია, ვერ ვაანალიზებთ იმას, რომ სიხარბის გამო იმასაც დავკარგავთ რაც გვაქვს და საბოლოოდ შეიძლენა ქუჩაში აღმოვჩნდეთ ან ანას მსგავსაც გისოსებს მიღმა .
მხოლოდ იმას ვფიქრობთ, რომ ფული თუ არაა მაშინ არც არაფერია . სიყვარული და რაც მთავარია ადამიანობა ყველას ავიწყდება . ფულით სრულყოფილებას ვერ ვიყიდით.

მალე ყველა სახლში წავიდა, ეკას და ვიკას გარდა. კაბინეტში განიხილავდნენ ყველა საკითხს.
- რაღაც მინდა გითხრა...
ღიმილნარევი სახით შეჰყურებდა ეკა ვიკას.
- რა მოხდა?
- შეიძლება თამაში მოვიგოთ, თეონას და ლილეს გაანთავისუფლებენ, მაგრამ ანას რაღაც სახის სასჯელი მაინც ეკუთვნის.
- რას ვაპირებთ?
- მოსამართლესთან ურთიერთობა მაქვს ...
იღიმის ვიკა კი გაუჩერებელ სიცილს იწყებს, ხტუნვა ხტუნვით მიდის ეკასთან და კისერზე ეკიდება.
- ანუ საქმე ჩვენია?
- მთლად ეგრეც არაა, ხომ გითხარი რაღაც სასჯელი მაინც ექნება, შეიძლება შიდაპატიმრობა... ანას და თეონა და ლილეს მოეხსნებათ მხოლოდ გარემოების მსხვერპლის სტატუსით იქნებიან. შიდა პატიმრობაც არ არის კარგი, მაგრამ საკუთარ სახლში მაინც იქნება, იმასაც ვეცდები , შედარებით მოკლე ხნიანი იყოს.
- ღმერთო როდის დასრულდება ეს კოშმარი...

შუაღამე იყო რომ დაიშალნენ. ვიკას უფრო მეტად მიეცა იმედი , რომ ამ საქმიდან შედარებით ადვილად გამოძვრებოდნენ.
სახლში მისულს თინა დაძინებული დახვდა თაზო კი კვლავ ელოდებოდა.
ამჯერად თავს ვეღარ დაიძვრენდა და ყველაფრის მოყოლა მოუწევდა.
ერთი საათი ლაპარაკობდნენ , თაზომ რჩევებიც მისცა შვილს და გაამხნევა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
-დედას უთხარი, რომ კარგად ვარ და არინერვიულოს , რომ ამ დროის მანძილზე ვერ დაველაპარაკე.
დაღლილმა დაემხო საწოლს, ფიქრიც ვერ მოასწრო ისე ჩაეძინა. მთელი ღამე კოშმარები ესიზმრებოდა.
დილით თინამ გააღვიძა ადრიანად. მოგვიანებით გაახსენდა, რომ ეს დღე კურსელების იყო და ამის აღსანიშნავად რესტორანში იკრიბებოდნენ. შემდეგ გაახსენდა ის ტრაგედია რაც მის თავს ტრიალებდა და მიხვდა, რომ დღეს განყოფილებას ვერ გაცდებოდა და ისევ მისი მეგობრების საქმეზე მოუწევდა მუშაობა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent