შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეზიზღები არაბულო (1 თავი)


14-06-2020, 17:38
ავტორი Azhula
ნანახია 2 068

იმის შემდეგ რაც ლონდონიდან დავბრუნდი თბილისი შეუცვლელი დამხვდა. ისევ ისე თბილად ჩამიკრა გულში მისმა სითბომ ბედნიერება მომანიჭა. მომნატრებია აქაურობა, ისე მომნატრებია, რომ ლონდონის ლამაზი ქუჩებიც არ იყო ისეთი ლამაზი როგორც ახლადჩასულს მეჩვენებოდა. ჩუმად ჩამოვედი. სპეციალურად არ მინდოდა ვინმეს სცოდნოდა ჩემი საქართველოში ყოფნის შესახებ. თუმცა ერთი სული მქონდა
სახლში მიმეღწია.
ამისთვის კი რამოდენიმე მიზეზიც მქონდა.
პირველ რიგში ის რომ ლონდონში მყოფს მამაჩემზე რამოდენიმე ჭორი გავიგე და არც ისე სახარბიელო.
დედა თორმეტი წლისამ დავკარგე, მას შემდეგ რაღაც ეგოისტური სურვილი მქონდა მამაჩემს არავინ გაეკარებინა და საქართველოში ყოფნის პერიოდში ამას ყოველთვის ვაკონტროლებდი, რადგან ჩემს აზრს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა
მისთვის. ახლა კი როგორც გავიგე სადღაც ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა ქალბატონი დაუსვამს სახლში მეუღლის სტატუსით.
მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ მეგობრები მენატრებოდა, განა ეს დიდი მიზეზი არ არის?
კიდევ ის რომ თბილისიც მენატრებოდა ეს ქუჩები, ხალხი და ყველაფერი.
აეროპორტიდან გამოსულმა თბილისის ცხელი მზე მომხდვა წამებში და მალევე გავარჩერე ტაქსი.
ტაქსიში მედა ტაქსის მძღოლმა ისეთი ბაასი გავაბით მეც გამიკვირდა.
განვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები. ის რომ მას ორი დიპლომი ჰქონდა და ძველად დიდი საწარმოს უფროსი იყო. ახლა კი მიაჩეჩეს მანქანის საჭე და ორ კაპიკზე აპახავებდნენ. მეც დარწმუნებით ვეთანხმებოდი და ვეუბნებოდი საზღვარგარეთ ასეთი ადამიანების უფლებები მკაცრად არის დაცული და ასეთ რამეს ვერავინ გაბედავსმეთქი.
კაცმა მინიმალური კუპიურები გამომართვა დამლოცა და ჩემი სახლის წინ დამტოვა.
სახლის კარებს მიახლოვებულმა რაღაც უჩვეულო სიცილ-ხარხარი მომესმა და ცოტა არიყოს არ მესიამოვნა.
საკუთარი გასაღებით კარი უხმაუროდ შევაღე და სახლის ცენტრში პირველი რაც დავინახე ეს ახალგაზრდა ქალბატონი გახლდათ გრძელი ჟღალი თმით. ცისფერი წყლიანი თვალები ჰქონდა და ცხვირთად საკმაოდ შესამჩნევად დაყრილი ჭორფლებით, ძალიან ლამაზი სავსე წითელი ტუჩებით. ლამაზი და სექსუალური სხეული ჰქონდა თეთრი და ფითქინა კანი დაახლოებით სამი ზომა მკერდითა და გრძელი ლამაზი ფეხებით. მკერდი თხელი გამჭვირვალე მაისურის ქვეშ დაემალა, ნუ დაემალა ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყო.
სპორტული შავი ძალიან მოკლე შორტი ეცვა და ნახევარი უკანალი მთლიანად უჩანდა. ერთი სიტყვით ულამაზესი იყო. აშკარად კარგი გემოვნება ჰქონდა მამაჩემს რასაც ვერ დაუკარგავდი.
ის ვერ მხედავდა მაგრამ მე ძირფესვიანად ვაკვირდებოდი მისი არსების ყოველ უჯრედს.
მალევე გამოჩნდა მამაჩემიც წელსზემოთ შიშველი იყო. ასაკთან შედარებით შესაშური ახალგაზრდობა ჰქონდა შენარჩუნებული და ერთად თინეიჯერულ წყვილსაც მოგაგონებდათ, მაგრამ ეჭვი მქონდა რომ მამაჩემის "წმინდა" სულის გამო არ იყო ეს უმშვენიერესი არსება მამაჩემის ახალი მეუღლე.
როდესაც ჩემთვის უხერხულად მოეხივნენ ერთმანეთს ჩავახველე და ჩემი ბარგის ხრიგინით შევედი სახლში.
მამაჩემმა გაოცებული სახე მომაბყრო და რიჟას გახედა, რომელსაც ხელი გამზადებული ჰქონდა გასარტყმელად. ალბათ მამაჩემი მორიგი ნაშა ვეგონე.
გამეცინა და მამაჩემს ცხვირწინ ხელი ავუფრიალე.
- ლოლიტა?- ლამის გულმა დაარტყა
- როგორ მიხარია მამაჩემს ჩემი სახელი ისევ ახსოვს.- გამეცინა და მოვეხვიე
- რას ამბობ მაა, სიგიჟედმე გამიხარდა შენი დაბრუნება, მაგრამ რატომ არავინ გაგვაფრთხილე?
- მოულოდნელობის ეფექტი ხომ იცი როგორ მიყვარს. - მამაჩემმა უცბად გადაიცვა ზედა მე კი რიჟა ისე ვნებიანად ავათვალიერე გოგონას ჩემი ლესბოსელობოსადმი გადახრების ეჭვი აუცილებლად გაუჩნდებოდა. შევამჩნიე ოდნავ შერცხვა. ისე თავი ეჭირა თითქოს ფეხებზე ვეკიდე- ამ უმშვენიერეს ქალბატონს არ გამაცნობ?- მივმართე ლეოს.
- კიი რა თქა უნდა პატარავ. ეს ელენაა- ხელი მხარზე გადაჰხვია- ჩემი ცოლი და გთხოვ გატრაკებები არ დაიწყო.- სიცილოთ გამაფრთხილა
- არადა არც ვაპირებდი- გამეცინა და ელენას ხელი გავუწოდე- მე ლოლიტა ვარ, ლეოს სიყვარული.
- სასიამოვნოა ლეოს სიყვარულო- გაეცინა მასაც
- ლამაზი ხარ- წარბი ავუწიე
- ვიცი და შენც.
- მეც ვიცი- თვალი ჩავუკარი- ჩემი ჟუჟიკო სად არის? - ხმამაღლა დავიყვირე- გთხოვ ეს ჩემოდნები ჩემს ოთახამდე აიტანე- შევევედრე ლეოს, რომელმაც გაკვირვებით ჩაავლო ჩემოდნებს ხელი და კიბეებზე სვლა დაიწყო. ალბათ გაუკვირდა ელენას არსებობას ასე მშვიდად რომ შევხვდი. მაგრამ ეს დასაწყისი იყო. კი ჰქონდა ანგელოზის ღიმილი, მაგრამ ჩემი კეთილგანწყობა მაინც ვერ დაიმსახურა ისე, როგორც საჭირო იყო.
ჟუჟა ჩვენი დამხმარე იყო, თითქმის მან გამზარდა რაც დედა გარდაიცვალა. საყვარელი და ფუმფულა ქალი იყო. წარმომიდგენია როგორ იქოთქოთებდა ელენას დანახვისას და რა მასტერკლასებს ჩაუტარებდა. ამის წარმოდგენაზე გულში ხარხარი ამიტყდა.
ქალი გემრიელად ჩავკოცნე და მასაც ისე გაუხარდა ჩემი დანახვა შემდეგ კი ამრეზით გადახედა ელენას და სუფრის გაშლაში დახმარება სთხოვა.
- გოგონებს არ ეუბნები შენი დაბრუნების შესახებ?- ჩემს წინ იჯდნენ ახლად გამომცხვარი ცოლ-ქმარი. ელენა კი საკმაოდ გაშინაურებული ჩანდა ჩემს მიმართ.
- ვინ გოგოებს?- ვკითხე ვითომ გაკვირვებულმა
- მეგობრები არ გყავს?
- ააა, როგორ არა- გამეცინა- გოგონებთან ამ საღამოს წავალ და იქ დავრჩები კიდეც ხო მაა?- ლეოს გავხედე
- კი ლოლიტა, უკვე საკმაოდ დიდი და დამოუკიდებელი ხარ იმისთვის რომ რამე დაგიშალო
- ხოო, მართალი ხარ თან ახალგაზრდა ცოლ-ქმრისთვის იდილიის დარღვევა ნამდვილად არ მინდა
- არა ლო, რას ამბობ- უხერულად ჩაეცინა ელენას და წყალი მოსვა ალბათ დასამშვიდებლად
- ლოო?- წარბები შევკარი
- კი, შემოკლებით შემიძლია ლო დაგიძახო?
- უკვე დამიძახე- მხრები ავიჩეჩე და ვახშამი გავაგრძელე.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა ელენა უცნაური მზერით გადახედავდა ხოლმე ლეოს, ლეო კი ჩაახველებდა ხოლმე. მე კო ყველაფერს შეფარვით ვუყურებდი.
- ელენა- უხერხული სიჩუმე გავფანტე- რამდენი წლის ხარ თუ საიდუმლო არ არის?
- ააამ არა, არ არის. 25
- რაში გაინტერესებს?
- არა, უბრალოდ უწმაწური სიტყვის გამოყენება მინდოდა და ვიკითხე სრულწლოვანი ხოა მეთქი, მაინც უხერხულად რომ არ ეგძნო თავი ახალ პატარძალს- ირონიულად გავუცინე ელენას და და თან ლეოს ველაპარაკებოდი. სახე აელეწა და ვერაფერი მითხრა.
- ლოლიტა!- მკაცრად გამოსცრა ლეომ
- რა ხდება მამა?- ლეოს ტონალობაში გავიმეორე მეც. ისე მეზიზღებოდა უკვე ეს ქალი. მამაჩემი დედაჩემს ღალატობდა. მერე რა რომ დედა მკვდარი იყო. მისი სურნელი დღესაც კი მახსოვს. მისი ყვავილებიანი ფრიალა სარაფანი მთელ სახლში ლამაზი ყვავილების სურნელს აყენებდა. ქალი რომელიც ჩემი ეტალონი იყო.
მამაჩემს ამას ვერასოდეს ვაპატიებდი და ამ ქალთანაც არ მექნებოდა კარგი ურთიეთობა. ნამდვილად არ მექნებოდა... ამისთვის ზედმეტად ფსიქოფატი და გიჟი ვიყავი რომ მშვიდად შევგუებოდი ჩვენს ცხოვრებაში ელენას გამოჩენას.
- ლოლიტა ახლავე ბოდიში მოუხადე.
ცოტახანს გავჩუმდი და განრსიხებით ჩავაშტერდი ელენას სახეში. თითქოს შეშინებული სახე ჰქონდა, მაგრამ
მის ცისფერ თვალებში ვხედავდი ჩაბუდებულ ირონიას. ელოდებოდა როდის მოვუხდიდი ბოდიშს და ალბათ გულში იამაყებდა კიდეც.
- იცი რაა?- კბილებში გამოვცერი- შენი დედაც ელენა.- ზურგით შევტრიალდი.
- ლოლიტა დაბრუნდი!- ლამის დაიღრიალა ლეომ. არ მინდოდა ენერვიულა და შემოვტრიალდი.
- მაპატიე რომ გაგინე- გავუღიმე ელენას- მეზიზღება დედაჩემის სკამზე რომ ზიხარ.- ვუთხარი და უკან მოუხედავად დავტოვე სახლი.
არმეგონა პირველი შეხვედრა ასე მშვიდად თუ ჩაივლიდა.
ხელებაკანკალებულმა ტაქსი გავაჩერე და დაქალის ნომერი ავკრიბე.
- გისმენთ?- გაკვირვებულმა გამაგონა
- ლელა, როგორ ხარ?
- ლოლიტააა?- იმხელა იკივლა ტელეფონში აქედან ყელყურცვირზე უნდა მივსულიყავი კლინიკაში უეჭველად.
- ხოოო და აბა სწრაფად მოიხოდეთ.
- მოიცადეე გავაანალიზო
- კარგი რა ნინა რა გაანალიზება უნდა რომ ძალიან მომენატრეთ და ჩამოვედი- გამეცინა
- მოგენატრე- სევდიანად ამოილაპარაკა ჩემმა ბავშვობის მეგობარმა
- მეეც.
ტელეფონი გავთიშე მას შემდეგ რაც გოგონების კივილი დიდხანს მესმოდა. ამასობაში ლელას სახლის კართან ვიყავი უკვე ტორტით ხელდამშვენებული თან ერთი დიდი ჩანთა მეჭირა გოგონების საჩუქრებისთვის.
სამი საუკეთესო დაქალი მყავდა სკოლიდან მოყოლებული. ოთხ "ლ"ს გვეძახდნენ. ლოლიტა, ლელა, ლეა და ლულუ. ჩვენ ოთხნი რაღაც სხვანაირად ჩავეჭიდეთ ერთმანეთს და ხელიც აღარ გაგვიშვია.
ლელა ყოველეთვის ცანცარა იყო. არც მაინცდამაინც გადამრიე მოსწავლე ყოფილა სკოლაში და ეგეც ფეხებზე ეკიდა. აი ლეა კი პირიქით მეშვიდე კლასში იყო უკვე იცოდა რომ იურისტობა უნდოდა. საერთოდ არ იყო ჩვენსავით გიჟი და არანორმალური. პირიქით ხშირად ძალიან "უპონტო" იყო. ყველაფერი წამებზე ჰქონდა გათვლილი და ვერ იტანდა როდესაც რაიმე გეგმის მიხედვით არ მიდიოდა.
ლულუ... აი ლულუზე საყვარელ და თბილ ადამიანს ვერსად ნახავთ დამერწმუნეთ. ყველაზე გამგებიანი და კეთილი იყო. რომ სთხოვო უკაცრიელ კუნძულზეც კი დაუფიქრებლად წამოგყვებოდა შენი კეთილდღეობის გამო. ნამდვილი მეგობარი ხომ ამას ნიშნავს არა?
სახლში შესულმა სამივე ერთდროულად შემომახტა და მეც უბედნიერესმა
მოვხვიე ხელი ჩემ
გოგონებს. დიდხანს ვიწექით იატაკზე გაშხლართულები და ერთმანეთს ვეხუტებოდით თან ვხარხარებდით.
- რატომ არ გაგვაფრთხილე იდიოტო?- ძლივს დამშვიდდა ლელა და გვერდით გადაწვა
- გეფიცები თუ მჯეროდეს რომ აქ ხარ?- ბედნიერებისგან თითქმის ვტიროდი მათი დანახვისას ლეა კი ზემოდან მიყურებდა ანთებული თვალებით
- არც მე მჯერა- კისერზე მოვხვიე ხელი
- კარგით ალბათ ჰქონდა რამე მნიშვნელოვანი მიზეზი რადგან არ თქვა- მაშინვე გამოჩნდა ჩემი დამცველი ადვოკატი
- მინდოდა გაგხარებოდათ და მოულოდნელობა იმიტომ ვარჩიე.
- კი გაგვიხარდა, ლამის გულმა დამარტყა და დაგხვდებოდი აქ ყვავილებში გაფურჩქნული- შემომიღრინა ლელამ და შემდეგ მომეხვიე
- რა დეგენერატი ხარ - ლოყაზე ვაკოცე სიცილით
- რა სულელი ხარ, ლელა ჯვარი გწერია- წარბები შეყარა ლულუმ
- ამას ასაკი ემატება და ჭკუა კიდე აკლდება- ხელი ამაოდ ჩაიქნია ლეამ და ტახტეზე დაეხეთქა
- რამე კარგი ანიმაცია მინდა- მას მიბაძა ლელამაც და მე კალთაში ჩამისვა
- აი ხომ ვთქვი ჭკუა აკლდებათქო- ამოიოხრა ლეამ
- "მოანა" ჩართე- მეც ავყევი ლელას და ტელევიზორი ჩავრთე. ზოგადად ასე იყო მე და ლელას თითქმის ყოველთვის ერთიდაიგივე რამ გვინდოდა.
- მაგას სჯობს ბიჭებს დავურეკოთ და ვუთხრათ ლოლიტას ამბავი.- ტელეფონი მოიმარჯვა ლულუმ
- აუარა რაა- ლელას მუხლებიდან წამოვდექი და ლულუს და ლეას შორის ჩავეკვეხე- უბრალოდ გაარკვიე სად არიან და დავადგეთ.
- ეგეც კარგი აზრია- გამიცინა და ნომერი აკრიბა.
* * *
ჩემი გოგონების გარეგნობასთან დაკავშირებით წარმოდგენა რომ შეგიქმნათ ცოტახანს თემას გადავუხვევ...
ლელას საერთოდ სხვანაირი შარმი ჰქონდა. სწორი გრძელი მუქი თმა საშინლად უხდებოდა მის წაბლისფერ თვალებს. ოდნავ პუტკუნა იყო ოღონდ საკმაოდ გამოკვეთილი წელითა და სავსე მკერდით.
მსხვილი ტუჩები ჰქონდა რაც საკმაოდ ეფექტურს ხდიდა.
რაც შეეხება ლეას. ლეას ჩალისფერი გრძელი თმა საშინლად კარგად შეეფერებოდა მის ოკეანისფერთვალებს. თეთრი კანი და წითელი ტუჩები. მაღალი იყო ლეა და ძალიან, ძალიან გამხდარი. ისეთი რომ ჩვეულებრივად შეგეძლოთ მის ტანზე ნეკნების დათვლა.
აი ლულუს კი ჟღალი პრუჟუნებიანი თმა ჰქონდა ისეთი ლამაზი რომ თვალს ვერ მოსწყვეტდი.
თვალები კი მწვანე და მეტყველი.
საშუალოზე მაღალი და სპორტული სტილის.
აი რაც შემეხება მე არაფერი განსაკუთრებული... მაღალი წაბლისფერთმიანი ჩვეულებრივი გოგო ვარ ასევე წაბლისფერი თვალებით. მოკლე თმა ჩემი სტილია და მეგობრების თქმით საკმაოდ ბავშვური, საყვარელი და სახე მაქვს რასაც ვერ ვიტყვი ხასიათზე.
ამ ფიქრებში ვიყავი თან სამზარეულოს დახლთან ვიდექი "შეიქის" მოსამზადებლად, რომ
ვიღაცის ძლიერმა მკლავები მუცელზე შემომეჭდო და ჰაერში დამატრიალა...


მოკლედ დავბრუნდი. ძალიან გამიხარდა და ბავშვურად ვგრძნობ თავს... მინდა რომ თქვენი აქტიურობა დავინახო რადგან ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს თქვენი არსებობა. ვეცადე და იმედი მაქვს როგორც სიუჟეტი ასევე წერის სტილიც მოიპოვებს თქვენს მოწონებას. რაც მთავარია არ ვარ ძველი ამ საიტზე. პირიქით ეს ისტორიები თითქოშ ახალი ნაბიჯებია ჩემი ამ საიტზე... საბოლოო ჯამში ველოდები თქვემს შეფასებებს და თუ რაიმე ისე არაა როგორც საჭიროა ჯანსაღ კრიტიკასაც მივიღებ და ნამდვილად არ გავღიზიანდები. მადლობა წინასწარ და იმედი მააქვს ისიამოვნებთ.

პ.ს შესაძლოა თავები ერთი დღით ან მაქსიმუმ ორით შემოგვიანდეს.
ველოდები კომენტარებს...



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintereso chans, warmatebebi :-)

 


№2  offline მოდერი ენქეი

მალე დადე შემდეგი

 


№3 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი ისტორია ჩანს,მაგრამ უნდა გაადიდო თავები

 


№4  offline წევრი Azhula

სტუმარი ლია
კარგი ისტორია ჩანს,მაგრამ უნდა გაადიდო თავები


ვეცდები ყვრლანაირად...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent