მხოლოდ სამი დღე ჩემო პეპელა! (1)
გაზაფხულის მშვიდი დღე იყო და ჩემს ხუთი წლის ქალიშვილთან ლიზასთან ერთად ეზოში ვიჯექი ყვავილების წინ და მის ცნობისმოყვარეობით სავსე კითხვებს პასუხებს ვცემდი -დე ყვავილები რომ ჭკნებიან ,მათ მაგიერ სხვა ყვავილები რატომ ამოდის? მისი კითხვები ხანდახან ძლიერ მაბნევდა . პატარაობიდანვე ასეთი უცნაური და განსხვავებული ბავშვი იყო. სხვა თავის ასაკის ბავშვებს ვერ ეწყობოდა ,არც თამაში უყვარდა დიდათ. ერთადერთი რაც მას აინტერესებდა ყვავილები და ბუნება იყო. ამიტომ უყვარს განსაკუთრებით ბებიასთან სტუმრობა სოფელში. ახლაც აქ ვიმყოფებოთ და როგორც ყოველ საღამოს იმას განვიხილავთ თუ რატომ ხდება ესა თუ ეს მოვლენა და რა ახსნა აქვს ამ ყოველივეს..ხო ასეთი ინტერესი გააჩნია ჩემს ქალიშვილს. -იცი პატარა ,როდესაც ყვავილი ჭკნება მის მაგიერ სხვა ყვავილი არ ამოდის,არამედ იგივე ყვავილი ოღონთ სულ ახლიდან იწყებს აყვავებას და იგივე პროცეს გადის რაც აქამდე გამოიარა. ეს რომ ვუთხარი ღიმილით ,დაბნეულმა ამომხედა -მაშინ გამოდის ადამიანებიც თავიდან იწყებენ ყველაფერს სიკვდილის შემდეგ? ისინი ჩვენს შორის არიან დედა? მთელი ინტერესით ეს კითხვა რომ დამისვა დავიბენი,რადგან არ მინდა რამე არარეალური წარმოდგენა შეექმნას სიკვდილზე და სიცოცხლეზე,მაგრამ არც მისი გულის გატეხვა მინდა. -კი ...ისინი თავიდან იწყებენ ცხოვრებას,მაგრამ შეიძლება სულ სხვა სახით მოევლინონ ამ ქვეყანად. ამის თქმა იყო თვალები რომ გაუბრწყინდა და ფეხზე სიხარულით წამოდგა. -ანუ გამოდის რომ უბრალოდ უნდა დაველოდოთ როდის დაბრუნდება მამა სხვა სახით ! ეს რომ მოვისმინე გული დამეწვა..რაც თავი მახსოვს სულ მამამისზე საუბრობს. ნამდვილად ფანტაზის დიდი უნარი გააჩნია,მაგრამ ხანდახან მისი აზრები მაკვირვებენ. -დეე!! იქნებ მამა უკვე აქაა,მაგრამ შეიძლება არა ისეთი როგორიც იყო! შეიძლება ის ეს ყვავილია ან ის ფისუნია ან რომელიმე სხვა ჩვენი ნაცნობი..ან..ან იქნებ ეს პეპელა ! თქვა და ჩემს მხარზე მჯდარ პეპელას მიაჩერდა,რაზეც ცოტათი შევხტი..საიდან გაჩნდა ეს პეპელა ჩემს მხარზე? ჩემი გოგო კი ბედნიერი იცინოდა გაბრწყინებული თვალებით -დეე ნახე შენთან მოვიდა..გვიპოვა დე! დავიბენი..არ ვიცოდი რა პასუხი გამეცა. მოვატყუო? -კარგი პატარა დღეისთვის საკმარისია..წამოდი სახლში შევიდეთ ,ჩაი დალიე და ჭამე . უეცრად ხელში ავიტაცე ნათელი ღიმილით და ამით დავხურე ეს თემა..შემდეგ კი მასთან ერთად გავემართე სახლისაკენ. პატარა ხელებით მეხვეოდა კისერზე და ჯერ კიდევ ვგრძნობდი რომ ისევ იღიმოდა..აშკარად ბედნიერი იყო იმით რისიც სჯეროდა,მაგრამ ცოტა ვნერვიულობდი ..იმედები არ მინდა გაუცრუვდეს,როდესაც რეალობას თვალს გაუსწორებს. 6 წლის უკან: როგორი მშვენიერი გრძნობა,როდესაც თვალებს ახელ,იღვიძებ და პირველი რასაც ხედავ ,მშვენიერი სახეა,რომელსაც მშვიდად ანგელოზივით სძინავს. ლევანი,უფრო სწორად კი ჩემი ქმარი,ყველასთვის საოცნებო მამაკაცი იყო ყოველთვის და სკოლიდან მოყოლებული მხოლოდ მასზე ოცნება შემეძლო და ცალმხრივად ვეტრფოდი შორიდან,მაგრამ საბედნიეროდ მანაც შემამჩნია მალე..ისე თითქოს ეს ჩვენი ბედისწერა იყო რომ ერთმანეთს შევხვედროდით და ასე ძლიერ შეგვყვარებოდა ერთმანეთი. გეფიცებით როდესაც ჩემს გვერდითაა თავს ყველაზე დაცულად და ძლიერად ვგრძნობ ამ უსამართლოდ დიდ სამყაროში...ის ჩემი საყრდენი ძალაა,ისა ვის გამოც ფეხ ქვეშ მიწა არ მეცლება და მყარად ვდგავარ..მთელი ჩემი ცხოვრება მემახსოვრება ის დღე ,როდესაც მითხრა რომ შევუყვარდი! ამ დღიდან დავიწყე იმის სწავლა თუ რას ნიშნავს სინამდვილეში ,როდესაც ცოცხალი ხარ,სუნთქავ,გიხარია,იღიმი და გიყვარს...მან გამაღვიძა,მან ამიხილა თვალი. -დიდხანს მიყურებ კიდე ასე? ღიმილით ჩაილაპარაკა,ისე რომ ჯერ კიდევ არ ახელდა თვალებს ,მე კი გაოცებულმა შევხედე და ვერ მივხვდი ,ყოველთვის როგორ შეუძლია ასეთ მომენტებში ჩემი გამოჭერა. -მაპატიე..უნებურად მომივიდა. ღიმილით ვუპასუხე და მის მოპირდაპირედ დავწექი,ისე რომ პირდაპირ ვუყურებდი და თვალს არ ვაშორებდი..მან კი უეცრად ხელი მომკიდა წელზე და თავისკენ მიმწია ახლოს,ისე რომ მის მკერდზე მიკრული აღმოვჩნდი. -ლევან..ვერ ვსუნთქავ! პატარა სიცილით ვუთხარი და მისი მკერდიდან თავი ამოვყავი და ამის შემდეგ მისი ძლიერი მკლავებიც მოდუნდა,რომლებსაც მთელი ძალით მხვევდა. -მაპატიე ,ისე ძლიერ მიყვარხარ რომ ხანდახან ძალას ვერ ვზომავ. ბოხი ხმით ჩაილაპარაკა ჩუმად და შემდეგ ღიმილით ჩამომხედა,ისევ ზედ რომ მივჩერებოდი . -გეჩქარება პატარა? ჩაცინებით მკითხა და თან ვიგრძენი როგორ აყოლა ცივი ხელი ჩემს წელს ,რაზეც ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში და პატარათი შევხტი. მას კი ჩაეცინა. -ჯერ კიდევ ვერ შეეჩვიე ჩემს შეხებას? უკვე ორი წელი გვისრულდება პატარა. ღიმილით მითხრა და შუბლზე მაკოცა,რაზეც ჩამეცინა. -ზედმეტად მანერვიულებს შენი ასეთი შეხება,რადგან ვიცი როგორც დასრულდება ყველაფერი. ეს რომ ვუთხარი ,ტუჩზე იკბინა და ნელა შემომაწყო ხელები თეძოებზე ,შემდეგ კი უეცრად ჰაერში ამწია და თავის სხეულის ზემოდან მომაქცია. -სწორად ივარაუდე. ესღა თქვა და ვნებიანად შემახო თავისი რბილი ტუჩები გაყინულ ტუჩებზე,რაზეც მეც ჩავიძირე ამ სიამოვნებაში და კოცნაში ავყევი. ყველას უკვირდა თუ როგორი ძლიერ გვიყვარდა ერთმანეთი,იმის მიუხედავად რომ ამდენ დროს ვატარებდით ერთმანეთან. რადგან როგორც წესი,სიყვარული დროსთან ერთად ნელდება და აღარაა ისეთი მძაფრი. მაგრამ ეს ჩვენს შემთხვევაში პირიქით იყო. რაც მეტი დრო გადიოდა,მით მეტად გვიყვარდებოდა ერთმანეთი..რადგან ჩვენი სიყვარული ნამდვილი იყო. მას არ ჰქონდა ფასი,ხარისხი,დონე,სიმძლავრე..ის უბრალოდ ნამდვილი იყო და ვერც დრო და ვერც გასაჭირი ,ვერაფერს ვერ დააკლებდა..მაგრამ მხოლოდ სიკვდილი. მხოლოდ სიკვდილმა შეძლო ეს. ჯერ კიდევ არ ვიცოდი რომ ჩვენს ქალიშვილზე ვიყავი ფეხმძიმედ ლევანს ,რომ უცნაური ტკივილები დაეწყო...ხშირად ვამჩნევდი რომ ტკივილისგან იტანჯებოდა,მაგრამ რამდენჯერაც ვცადე გარკვევა თუ რა სჭირდა,პასუხი არ დამიბრუნა. სააბაზანოში იკეტებოდა და ტკივილისგან გამოსცემდა ღამით ხმებს,რომელიც ეგონა რომ არ მესმოდა ,მაგრამ ყოველთვის ვუსმენდი ჩუმად და ვტიროდი რომ ვერ ვუახლოვდებოდი და ვერ ვეხმარებოდი. რამოდენიმეჯერ გავბრდე კიდეც და ვთხოვე კარი გაეღო,მაგრამ უარზე იყო და შიგნით არ მიშვებდა. არ ვიცოდი რა სჭირდა და ასე რა სტანჯავდა,მაგრამ ვგრძნობდი რომ რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა..რაღაცას მიმალავდა. მითუმეტეს იმის შემდეგ მივხვდი ამას როდესაც ბოლო პერიოდში დრო და დრო ავიწყდებოდა ვინ ვიყავი ,ან თვითონ ვინ იყო საერთოდ. ვეკითხებოდი რა სჭირდა ,ვტიროდი და ვევედრებოდი გაემხილა,მაგრამ ღიმილით მიშორებდა თავიდან რომ არაფერი არ იყო. მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა რომ ამ არაფერმა წამართვა სწორედ მისი თავი . თანაც უკვე ისეთ სტადიაში იყო რომ მისი გადარჩენის შანსი არ არსებობდა. ისეთი ცუდ დროს მიეპარა რომ ვერც გააცნობიერა შინაგანად როგორ კლავდა ნელ-ნელა..სააბოლოდ კი ისე დაასრულა სიცოცხლე რომ არც უთქვამს ამ დაავადების შესახებ. უბრალოდ ბოლო რამოდენიმე დღე სულ გვერდით მყავდა და ერთი წამითაც არ მტოვებდა,მაშტერდებოდა და თვალს არ მარიდებდა ერთ წამს..სულ მეუბნებოდა თუ როგორ ვუყვარდი და რამდენად ბედნიერი იყო რომ მიპოვა და ეს გრძნობა შეიგრძნო. მე კი მიკვირდა რა სჭირდა,რატომ ხდებოდა დრო და დრო ასე ცუდად,მაგრამ ის არაფერს არ მეუბნებოდა ...მანამ ბოლო რამოდენიმე დღე არ გადაიკარგა. რამოდენიმე დღეში კი უკვე ,რომ ლევანის მოლოდინში ვიყავი,ვიღაც უცხომ დამირეკა მისი ნომერით და მითხრა რომ ქუჩაში იპოვეს უგონოდ და საავამტყოფოში გადაყავდათ! როგორ მახსოვს როგორ დავაგდე ტელეფონი და პირდაპირ როგორც ვიყავი იგივე მდგომარეობაში როგორ გავიქეცი სახლიდან. გარეთ ციოდა და ქარი ქროდა,მე კი თხელ სარაფანში მთელი ძალით მივრბოდი და ვგრძნობდი რომ ამ წამს ყოველი წუთი გადამწყვეტი იყო,რადგან შეიძლებოდა მისი ბოლოჯერ ნახვის შანსი დამეკარგა. არც შევცდი...რომ მივედი საავამტყოფომდე მითხრეს რომ ჩემი ქმარი გარდაიცვალა. წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავარდებოდი? არსაიდან ვიგებ რომ ჩემი ქმარი მოკვდა..კაცი ,რომლის გამოც ვცოცხლობდი,კაცი რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა. თავზარი დამეცა,მთელი სამყარო თავზე დამენგრა. ცრემლებიც კი არ იყო საკმარისი იმის გამოსახატად თუ რამდენად განადგურებული და გატეხილი ვიყავი,არ იყო საკმარი არა,არა...სიცარიელე ვიგრძენი მას რომ მიწა დააყარეს ზემოდან. ტკივილი ვიგრძენი მის საფლავის ქვაზე სახელი და გვარი სიმწრით რომ ამოვიკითხე,რადგან ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ ეს რეალობა იყო..ან უბრალოდ არ მინდოდა ამის დაჯერება. სიკვდილს ვნატრობდი..ჩემს ცხოვრებას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა ,სანამ არ გავიგე რომ ფეხმძიმედ ვიყავი. პირდაპირ მის საფლავს ვეწვიე და მუხლ მოდრეკილი ავტირდი...ვტიროდი,ცხარე ცრემლით ვტიროდი და თან მას ვეძახდი"ლევან! ლევან! ფეხმძიმედ ვარ ..შენი შვილი ..შენი შვილი დამრჩება მხოლოდ შენგან..შენი ნაწილი მაინც დამიტოვე ,მადლობა,დიდი მადლობა ამისთვის...კიდევ ერთხელ გადამარჩინე,კიდევ ერთხელ მაჩუქე სიცოცხლე! მხოლოდ ჩვენი ქალიშვილი დამრჩა ჩვენი სიყვარულისგან..მას ვუყურებ თუ არა ლევანი მახსენდება და ისიც რომ ერთ დროს ბედნიერი ვიყავი და ეს შესანიშნავი გრძნობა გამოვცადე. -უკვე უნდა დამეძახა თქვენთვის! რას აკეთებთ იმ ეზოში მთელი დღე ვერ ვხვდები! სიცილით შეგვეგება დედაჩემი ,რაზეც ლიზა ძირს დავსვი და მხრების ჩეჩვით ვუპასუხე დედას -ხო იცნობ შენს შვილიშვილს? ამაზე მომღიმარმა დედამ უკვე მაგიდასთან მჯდარ ლიზას თავზე ხელი გადაუსვა და თან აზუზუნებული ჩაიდანი გაზიდან გადმოდგა. -აბა! ვინც პირველი მორჩება ჩაის დალევას ,იმას მოვუყვები ჯადოსნურ ზღაპრებს! ეს რომ თქვა ეველინმა მხიარულად შემოკრა ტაში. -მე,მე! მე მოვრჩები პირველი! ამაზე დედას ჩაეცინა და ჭიქაში ჩამოასხა ჩაი,მანამ მე ჩემს მომღიმარ ანგელოზს ვაკვირდებოდი შორიდან. ჯონგუკ ნეტავი ხედავდე ამ წამს ჩვენს შვილს,ნეტავი შენც აქ იყო ჩვენს გვერდით. იცი..ის სულ შენ გგავს,დღითი დღე მაოცებს და მაყვარებს თავს. -ლიზა ნელა დალიე,პირი არ დაიწვა. მშვიდად გავაფრთხილე ლიზა,რომელიც სწრაფათ სვავდა ცხელ ჩაის,რაზეც თავი დამიქნია -კარგი დედიკო. შემდეგ კი შედარებით ნელა გაარძელა დალევა. მალევე მორჩა და თავისი საჩუქარიც მიღოო! მას ძაალიან უყვარდა დედას მოყოლილი ზღაპრები და ყველაფერს აკეთებდა რომ ყოველ დილა საღამოს მოესმინა მისი ზღაპრები და რა თქმა უნდა დედაც გულს არ სწყვეტდა და ნაირნაირ ზღაპრებს უყვებოდა ყოველდღე. -აბა კარგად მოკალათდი და ვიწყებთ! ზუსტად ვიცი ეს ზღაპარი ძაალიან მოგეწონება. მომღიმარი სახით დაიწყო დედამ და აღელვებული ლიზაც წინ დავუსვი ,შემდეგ კი მეც გვერდით მოვუჯექი. -იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა გოგონა,რომელიც არ ვნებდა ცოცხალ არსებებს და ბუნებას საკუთარი სახლივით უფრთხილდებოდა. მას არ უყვარდა როდესაც ანადგურებდნენ და აბინძურებდნენ გარემოს,ამიტომ გამალებით იცავდა ყოველ ცოცხალ არსებას და ბუნებას,რომელიც გარს ეხვია მის პატარა სოფელს . ერთ დღეს ,მაშინ როდესაც ყველას ეძინა,გოგონას ნაზი ხმა მოესმა გარედან,ისე თითქოს და მას ეძახდნენ! შეშინებული წამოდგა და გადაწყვიტა ხმას გაყოლოდა უკან! ცოტახანს სიარულის შემდეგ კი ერთ პატარა მინდორს მიადგა,რომელიც აქამდე არასოდეს ენახა. მინდორი ფერად ფერადი ყვავილებით იყო მორთული,გარშემო კი მშვენიერი პეპლები დაფრინავდნენ,რომლებიც ცისარტყელის ფერებით იყვნენ შემოსილნი. გოგონა დაიბნა და ვერ მიხვდა სად იყო..რა ადგილი იყო ეს? ასეთი მშვენიერი და ჯადოსნური არაფერი ენახა აქამდე. მალევე კი ისევ ის ნაზი ხმა გაიგო,რომელსაც გამოყვა. საყვარელო! შენ ჩვენ გვივლი და გვიფრთხილდები,გვიცავ ბოროტისგან და არ აძლევ მათ საშუალებას რომ გაგვანადგურონ. ბევრი ჩვენგანი იხსენი უკვე,ამიტომ გადავწყვიტეთ რაიმეთი ჩვენც გადააგიხადოთ მადლობა! ჩაუთქვი ნებისმიერი სურვილი და აგიხდება. ოღონთ დაიმახსოვრე,სურვილი თუ რაიმე ხორციელს შეიცავს,ის მხოლოდ სამი დღით გასტანს,შემდეგ კი როგორც პეპელა სამ დღეში გარდაიცვლება და გაქრება. მშვიდად გაბრწყინებული თვალებით უსმენდა ზღაპარს ჩემი გოგო,თან ისე რომ ერთ წამსაც არ მოუდუნებია ყურადღება. სააბოლოდ კი დედაც მორჩა ზღაპარს და მომღიმარი მიაჩერდა. -აბა,რას იტყვი ,მოგეწონა ზღაპარი? ამაზე ჩემმა გოგონამ არაფერი არ თქვა და მხოლოდ ძლიერ ჩაეხუტა ბებიას,მე კი ღიმილით ვუყურებდი და მსიამოვნებდა რომ ასეთი ბედნიერი იყო. -დეე! გაიგეე?!! მე ვიცი როგორ შეგვიძლია მამა დავაბრუნოთ. მე საგმირო საქმეს გავაკეთებ,შემდეგ კი დედაბუნება სურვილს შემისრულებს!! გპირდები მას დავაბრუნებ დეე! ეს რომ თქვა გამეცინა და შემდეგ სევდიანი თვალებით მივაჩერდი. -კარგი პატარა,შენი მჯერა. ზუსტად ვიცოდი რომ ამისი სჯეროდა და ცოტა მეშინოდა შედეგების,მაგრამ გულს ვერ ვატკენდი. დაე სჯეროდეს,იმის რაც უნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.