შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათანელ /თავი 1/

16-06-2020, 21:22
ავტორი Mary Drey
ნანახია 944

თავი 1
გაზაფხული ჩემთვის ყოველთვის ახალი ცხოვრების დაწყებასთან ასოცირდება. სწორედ მაშინ ხარობს ის უსიცოცხლო, უფერადო სამყარო, რომლებსაც ასე ძალიან მოსწყურებოდათ მზის სხივის ნაზი ამბორი. სიყვარულსაც გაზაფხულის ფერები დასდევს. ისევე, როგორც კაშკაშა მზის სხივებს.

მათანიელი დანაღვლიანებული თვალებით მიყურებდა. ცდილობდა ჩემი სახის ნაკვთებიდან ამოეკითხა ის უდიდესი ტკივილი, რომელსაც ვცდილობდი გულის შეუცნობელ ნაპრალებში უსაფუძვლოდ ჩამემალა. მათანელის თვალებს არაფერი ავიწყდებოდათ. მათ შეეძლოთ ადამიანის სულში ეფათურებინა ხელები.
- მე გხედავ შენ, ევა.- მითხრა მან და ცალი წარბი ზემოთ ასწია.
- და რა ფერია ჩემი სამყარო, მათანელ?
- გაზაფხულის მომლოდინე იმედისავით კიაფდება შიგადაშიგ ფერადი სხივი, თუმცა უმეტესწილად სიცივე ბუდობს შენში. თითქოს შენს სხეულში ძალიან ცივი ზამთარია.
- წელიწადის ყველაზე ცივ დროს ვერავინ გაექცევა.
- შენთან სულ ცივა, ევა. მეშინია არ გაცივდე.
- გაზაფხულის მოლოდინი გადამარჩენს, მათანელ. გაზაფხულზე შემოპარული ატმის ტკბილი სურნელი, რომელიც სულს ამიკიაფებს.
- იცი? ყველაზე ფერადი და ამავდროულად ცივი ქალი ხარ ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ.
- ერთფეროვანი ადამიანები არასოდეს არ მომწონდა, მათა.
- შემოპარული სიხარული ხარ. შემოპარული ელდანაცემი გრძნობა, რომელიც შენი დანახვისას იქნა ჩემში ჩასახული.
- რის მიღწევას სცდილობ, მათანელ?
- მხოლოდ და მხოლოდ შენს გასხივოსნებას, ძვირფასო.- ცალი ტუჩის აწევით მომიგო ნაცრისფერთვალებიანმა მათანელმა, რომელიც როგორც ყოველთვის ნახევრად შიშველი საკუთარ ოთახში თავმომწონედ დაიარებოდა.
- არ გინდა რამე მინი სერიალს ვუყუროთ, მათა?
- რახან ეს მკითხე ე.ი. უკვე არჩეული გაქვს სერიალი. წვენს გამოვიტან. მანამდე შენ გაამზადე.- თქვა მათანელმა და სამზარეულო ოთახში რამდენიმე წამით გაუჩინარდა.

დიდი ხანია რასიზმის თემა გულს მიწვავდა. მინდოდა მსოფლიოში არსებული ყველა უსამართლობა ერთიანად აღმომეფხვრა. აღარ დაენახა ჩემს თვალებს ათასი სისასტიკე და სულისჩამაფრენელი უიმედობის შეგრძნება. მათანელმა მაგიდაზე ორი წვენით სავსე ჭიქა დადო. ცოტახანი ერთი ამათვალიერა. ნაზი ღიმილით დამაჯილდოვა და გვერდით მომიჯდა.
- „როცა ისინი დაგვინახავენ?“- ეჭვის თვალით შემომხედა მათანიელმა.
- ამას უნდა ვუყუროთ, მათა. ოთხი სერიისგან შედგება. ყველა ამბობს, რომ შესანიშნავი სერიალია.
- ვნახოთ...

ოთხი საათის განმავლობაში მე და მათანელს თვალი ეკრანისგან არ მოგვიცილებია. გაფართოებული თვალებით ვცდილობდით სიუჟეტიდან არც ერთი მინიშნება გამოგვპარვოდა. გული საგულეში ვეღარ მიჩერდებოდა და ერთი სული მქონდა სერიალში მოქმედი მთავარი გმირები განთავისუფლებულები მეხილა იმ უდიდესი ტანჯვისგან, რასაც უსამართლობა ჰქვია. მინდოდა მთელი ძალით მეყვირა და ის საშინელი სულისკვეთება მიმეწვდინა იმ პატარა ბიჭებისათვის, რომლებიც საზოგადოებამ დაღუპა. ოთხი საათი წამებივით გაქრა. ბოლოს მე და მათანელი ერთმანეთს ძლიერ ვეკვროდით. შიგადაშიგ კი, მათა თავისი თლილი ხელებით ცრემლებს მიშრობდა.
- სამწუხაროა, რომ ეს სერიალი რეალობაზეა დაფუძნებული...- მძიმედ აღმოთქვა ბოლოს მან.
- გული მერევა უსამართლობაზე... გული მერევა ადამიანთა უთანასწორობაზე? განა შეიძლება მოზარდები იმის გამო გასწირო, რადგან ისინი შავკანიანები არიან?!
- ყველაზე მეტად ციხის ვითარებამ შემძრა, ევა...
- ამ სერიალში მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნათელი ვარსკვლავი იყო... ისიც ციხეში მომუშავე პიროვნება. ნეტავ საზოგადოება ბრბოდ რატომ არის გადაქცეული?- ცრემლები წამსკდა კვლავ და მათანელის კალთაში თავი პატარა ბავშვივით ჩავრგე.
- მე მიყვარს შენი ცრემლები.
- რა?- გამაკვირვა მისმა სიტყვებმა.
- ცრემლები ყველაზე წმინაა. ისინი არასოდეს არ ცდებიან, ევა. სწორედ ეს წყლის წვეთები მეტყველებს შენს სულიერ სიფაქიზეზე. ჩემი ია ხარ, პატარა... იასავით ნაზი და გამორჩეული.
- როგორ ახერხებ ყოველთვის ბედნიერად ყოფნას, მათანელ? ამდენი ხანია გიცნობ და ერთხელაც არ გამოგიხატავს ნეგატიური ემოცია.
- თითოეული ადამიანი ქმნის საკუთარ ემოციას. ჩვენზე არის დამოკიდებული, როგორ განწყობას შევიქმნით. ყოველი დილა ღიმილით უნდა დაიწყო. დაინახო თითოეულ დეტალში სინათლე და არა სიბნელე. იმედია გესმის ჩემი ხომ?
- სამყაროში რაც კი სიკეთე უნდა არსებობდეს ყველა შენშია.
- ნუ აზვიადებ...
- არ ვაზვიადებ... შენ ერთადერთი ხარ, რომელმაც შეძლო ბრბოსგან გაქცევა.
- მარტო მე არა... შესაძლოა მხოლოდ მე და შენ, ძვირფასო.
- ადამიანს სიყვარული გადაარჩენს.
- მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული, ევა.- მითხრა მათანელმა და ცხვირის წვერზე ნაზად მაკოცა.- ბედნიერი ვარ, რომ გაზაფხულზე გიპოვე.
- ბედნიერი ვარ, რომ გაზაფხულმა გვაპოვნინა ერთმანეთი.

№1  offline მოდერი Mary Drey

ვცდილობ თავები აზრობრივად გავწყვიტო და არა მოცულობის მიხედვით... იმედია გამიგებთ. <3
ველოდები თქვენს შეფასებებს.
იმედი მაქვს მათანელმა თქვენს სულამდე მოაღწია. <333

№2 სტუმარი lile

wavikitke. mataneli zalian momtsons. zalian tbiili adamiania.

№3  offline მოდერი Mary Drey

lile
wavikitke. mataneli zalian momtsons. zalian tbiili adamiania.

<33 მადლობა, ქალბატონო ლილე!

№4  offline წევრი Debby Ryan

ოჰჰ, მათანელ...
რა ტკბილი ხარ ბიჭოოო.
რა კარგი.
მათა... საინტერესო შემოკლებაა.
თვით მათას აზრები კი ძალიან გულში ჩამწვდომია. ბრბოსგან გაქცევა, სიყვარული, სიკეთე... რავიცი, ყველაფერი ერთად, ერთ ადამიანში თავმოყრილი.
რასიზმიიიი... ოჰ ეს საძაგელი და ვერაგი ხალხი, ხალხი რომელსაც კანის ფერი... არ ვიცი რად მიაჩნიათ.
დღეს ძალიან აქტუალურია ეს თემა ფლოიდის გარდაცვალების გამო და ჩემი აზრით, ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს ამ ყველაფერს.
მაშინ როდესაც ამდენი შავკანიანი ვარსკვლავია. მომღერლებით დაწყებული, მსახიობებით დასრულებულიი.
რა პრობლემა აქვთ მათთან.
ღმერთმანი ვერაფერი ვერ გამიგია. მთავარია ადამიანობაა და არა შესახედაობა და მგონი ამ თეთრკანიანებს თავში აქვთ ავარდნილი. რა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რაღაც ძალიან მაგრობა გონიათ ეს თეთრობა.
არა რასიზმს! 21-ე საუკუნეში სირცხვილია უკვე.
ეს ხალხი, რომ დემოკრატიაზე დებს თავს, ვერ ვხედავ დემოკრატიას და მომკალით!!
ძაან ბევრს ვილაპარაკებ ახლა და ჯობია მოვკეტო. დავწყნარდე და დავმშვიდდე.
მიყვარხარ, ყვავილო! <333

№5  offline მოდერი Mary Drey

Debby Ryan

იიიი <333
მათანელი პირად ცხოვრებაში, რომ მყავს ჩემი გადარევა ალბათ წარმოგიდგენია როგორი იქნება :დდდ <333 თითოეული სიტყვა და დიალოგი ამჯერად ფანტაზიის ნაყოფი არ ყოფილა. ვცდილობ იმ მდგომარეობას და სიუჟეტს მოვარგო, რომელსაც ახლა განვიცდი, თუმცა საშინლად მწყდება გული, რომ ამ ნაწარმოებს აქ ამ გვერდზე დაფასება არ აქვს. შესაძლოა შევწვიტო კიდევაც დადება :(

მეც მიყვარხარ ფერადო! <3

№6  offline წევრი Debby Ryan

Mary Drey

ვაიმეეე, ანუ ეგრე ლაპარაკობს.
ძალიან დავინტრიგდი და არ შეწყვიტო იცოდე.
არ შეიძლება ეგრე.
მეწყინება.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent