შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათანელ /პროლოგი/


15-06-2020, 23:42
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 526

პ რ ო ლ ო გ ი

უეცრად აწყობილი ურთიერთობები მუდმივად გვაკვირვებენ თავისი შეუცნობელი ფენომენით, რომლებიც იმდენად გნუსხვას და იმდენად გიბინდავს თვალთახედვის არეალს, რომ შენთვის სულ ერთი ხდება მას რამდენი ხნის განმავლობაში იცნობდი. ალბათ, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა ისეთი მომენტი, როდესაც თავი ზღაპარში ეგონა. საკუთარ ცხოვრებას ფილმის მთავარი გმირივით აღიქვამდა, რომელიც მრავალი ქარტეხილის წინაშე ჩნდებოდა. ვინ თქვა, რომ ახალად წამოწყებული ურთიერთობები ძველთან ვერც მიუახლოვდება? ჩემი აზრით ნებისმიერ ურთიერთობას თავისი წონა გაუჩნია, იმის მიუხედავად თუ რამდენი დღის, თვის, წლის განმავლობაში იცნობდი ამა თუ იმ პიროვნებას. მსგავს ვითარებაში ერთ ჭრელა-ჭრულა დღეს ვიგრძენი თავი. მაშინ, როდესაც დედამიწას სასიამოვნოდ აგრილებდა ცივი სიო, სადაც თავმომწონედ მივაბიჯებდი ჩემი სამშობლოს მიწაზე. ამით კი სიცოცხლის ჟინით ვივსებოდი. უეცრად გულის რაღაცა მიუწვდომელი ნაპრალიდან სევდა გადმოიღვარა. გონებამაც არ დააყოვნა და მედიდურად შეუერთა ჩემი სხეული წარსულის კაეშანს. ნურავინ ნუ მიეცემა იმედგაცრუებას, რადგან ჩვენი ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა. ბრძოლა პირველობისათვისა და გამარჯვებისთვის. არც ერთ ჩვენგანს არ გვაქვს უფლება მუხლი მოვდრიკოთ. პირიქი... თავი უნდა ავწიოთ და საკუთარ ანარეკლს მკაცრი მზერით თვალები გავუსწოროთ. ბოლოს კი ირონიულადაც დავაყოლოთ ეს სიტყვები: „მე ეს შევძელი. მე შენზე ძლიერი ადამიანი ვარ!“
ამბიციასთან ერთად, როგორც გაზაფხულის მიწურულს შემოპარული მწველი სითბო, ისევე შემოაბიჯა ჩემში ყველაზე ფერადმა ქმნილებამ, რომელმაც დანახვისთანავე მიმანიჯა ის უდიდესი სიამოვნება, რომელსაც აქამდე სულმოუთქმელად ველოდი. გულიდან გადმოსული ტკივილი ეტაპობრივად გაქრა. შემდგომ კი მხოლოდ და მხოლოდ მე და მათანელი ვიდექი პირისპირ... გაზაფხულის მიწურულს შემოპარული მწველი სითბოსავით დაიარებოდა იგი ჩემს სულში. სწორედ მაშინ ვიგრძნები, რომ ცოცხალი ვიყავი. ჯერ კიდევ შემეძლო სუნთქა, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ დავიწყეული მქონოდა. სიცოცხლეში პირველად ვიგრძენი სრულფასოვან ქალად თავი.
- შორიდან გიცანი.- მომიახლოვდა მათანელი, რომელსაც გრძელი შავი თმები და ნაცრისფერი თვალები ჰქონდა.
- იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ?- დაეჭვებით მივუგე მას, რომელიც მწველი თვალებით მიყურებდა და კედელზე გულაჩქარებული ნელ-ნელა მაკრავდა.
- ზოგჯერ სულაც არ არის საჭირო ადამიანები ერთმანეთს სცნობდნენ.- თქვა მათანელმა და თავისი თლილი ხელებით თმები გვერდზე გადაიყარა.
- ისიც კი არ იცი რა მქვია..- მძიმედ აღმოვთქვი და კატისებრი თვალები მივაპყარი მას.
- არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად გავიგებ, არა?!- ჩაიღიმა მან და გამანთავისუფლა თავისი დარუჯული მკლავებისგან.
- ევა....



№1  offline მოდერი Mary Drey

არ მეგონა ასე მალე თუ დაგიბრუნდებოდით ახალი ისტორიით, მაგრამ ერთმა ადამიანმა იმხელა კვალი დატოვა ჩემში მომინდა რომ ეს პიროვნება ჩემს ნაწერში აღმომეჩინა. <33
ვიცი, რომ პატარაა, თუმცა მომავალში მერწმუნეთ რომ მეტს დავდებ. უბრალოდ ეს პროლოგი იყო.
გამიზიარეთ შთაბეჭდილებები. თქვენი აქტიურობა = ჩემს აქტიურობას.

 


№2 მოდერი ენქეი

დაველოდები შემდეგს. უფრო და უფრო მეტს ველი შენგან❤️

 


№3  offline მოდერი Mary Drey

ენქეი
დაველოდები შემდეგს. უფრო და უფრო მეტს ველი შენგან❤️


დიდი მადლობა, რომ მკითხულობ! <33
იმედი მაქვს ბოლომდე ჩემთან დარჩები და იმედებსაც არ გაგიცრუებ. <3

 


№4 სტუმარი lile

ra utskho sakhelebia? zalian momzons. ase gaagrzele.

 


№5  offline მოდერი Mary Drey

lile
ra utskho sakhelebia? zalian momzons. ase gaagrzele.


ზოგადად არ მიყვარს გადაღეჭილი სახელები. მიხარია თუ მოგეწონა. <33

 


№6  offline წევრი Debby Ryan

აი, მადლობა იმ ადამიანს ამ ეტაპზე, რომ მუზა გააღვიძა შენში.
განსხვავებული სახელია მათანელი, თავიდან გვარიც კი მეგონა.
ძალიან დამაინტერესა, თანაც ყველაფერს ისე მხატვრულად აღწერდი... რომ არ ვიცი.
გელი, გელი, მოგელიიი!
მიყვარხარ, ყვავილო! <333

 


№7  offline მოდერი Mary Drey

Debby Ryan
აი, მადლობა იმ ადამიანს ამ ეტაპზე, რომ მუზა გააღვიძა შენში.
განსხვავებული სახელია მათანელი, თავიდან გვარიც კი მეგონა.
ძალიან დამაინტერესა, თანაც ყველაფერს ისე მხატვრულად აღწერდი... რომ არ ვიცი.
გელი, გელი, მოგელიიი!
მიყვარხარ, ყვავილო! <333


იიიი!!!
გამიხარდა შენი ხილვა აქ, ფერადო გოგონავ!
მეც ვფიქრობ, რომ მათანელი ძალიან ლამაზი და უცხო სახელია. <33
მართლა მადლობა იმ ადამიანს ჩემს ცხოვრებაში, რომ გამოჩნდა და მუზა გამიღვიძა :დდდ
მეც მიყვარხარ ტკბილო! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent