შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოველთვის ვერ გაექცევი გრძნობებს(თავი 4)


16-06-2020, 23:14
ნანახია 1 432

პირობა კი გავტეხე რომ დიდი იქნებოდა, მაგრამ მუზამ ისევ მიმუხთლა და ამიტომ გადავწყვიტე დამედო ის, რაც მიწერია. იმედია, არც ისე ცუდია...


მარტოობა, ყველაზე მტკივნეულია და რთული სასჯელია ადამიანისთვის, რაც კი ღმერთს ოდესმე მოუვლენია...

***
-აღარ ჩანან პერიმეტრზე.
-ნიკუ, როგორ ფიქრობ, დაიწყება მესამე მსოფლიო ომი?
-არ ვიცი, ფერიავ. ევასგან არაფერია მოულოდნელი. ხვალ ან ზეგ, რომ გამოაცხადონ ადამიანის დანაწევრებული სხეული, როგორ გამორიყა მტკვარმა, არ გაკიმვირდება მე მოვკვდე.
-უიმე, სისულელეებს ნუ ბოდავ! ენამ არ გიყივლოს და მართლა...
-კარგი, ჩემო ტკბილო. ნუ იდარდებ. სანდრიკა ეგრე ძალიანაც არ გააღიზიანებს ევას, რომ მერე რაღაც სასწაული მოხდეს.
-იმედია...
-ჩვენ რა ვქნათ?
-იცი რა?! დიდი ხანია თბილისის ზღვაზე აღარ ვყოფილვარ და კარგი იქნება იქ წასვლა.
-როგორც იტყვი, ქალბატონო.-მარიამის ხელი, საკუთარ ხელში მოიქცია და ხმაურიანად აკოცა.
-ხანდახან, საოცრად ტკბილი ხარ, ჩემო რაინდო.
-კარგი, რა, ეს რაინდი რა მოიფიქრე? რომელი მებრძოლი მე მნახე?
-ნიკოლოზ, ზოგჯერ რომ შეიფერო რასაც გეუბნებიან, ურიგო არ იქნება.-საყვარლად გამობურცა ტუჩები მარიამმა.
-კარგი, კარგი. ოღონდ შენ არ გაიბუტო და ვინც გინდა ის ვიქნები.
-ჩემი სიყვარული ხარ შენ!-ლოყაზე მხურვალე კოცნით დააჯილდოვა რაინდი ნიკოლოზი.
-ჩემო ტკბილო, თუ გინდა რომ ცოცხლებმა ჩავაღწიოთ იქამდე, ეგრე ნუ შვრები, თორემ ვიბნევი. აი, იქ რომ ჩავალთ, დამაბნიე როცა კი მოგესურვოს. არ შეგეწინააღმდეგები.
-ჰო, ჰო, წინ იყურე რაინდო...

***
საკმაოდ ბევრი იარეს სანდრომ და ევამ. თბილისს მოშორდნენ კარგა მანძილით. ქვემო ქართლისკენ აიღეს გეზი, კერძოდ კი მანგლისი იყო მათი საბოლოო დანიშნულება. ევას გადმოცემით თუ სმენოდა მანგლისის შესახებ ცნობები. ფოტოებიც ნანახი ჰქონდა, მაგრამ რეალობა სულ სხვა იყო. როგორც კი გაჩერდნენ, მანქანიდან გადმოვიდნენ. ევამ თვალი მოავლო არემარეს და არსებული ჰაერი, ხარბად შეისუნთქა. ფილტვები, ბოლომდე აევსო საოცარი და გრილი ჰაერით…სანდრო საბარგულს მიუახლოვდა და რაღაც გადმოიტანა. ევამ წამით თვალიც კი გააპარა მისკენ, თუმცა მალევე სხვა რამეზე გადაიტანა მზერა და ცოტა ხანში კითხვა დაუსვა:
-აქ რას ვაკეთებთ?
-ცოტაც და გაიგებ. წამოდი, ცოტა გავიაროთ, თან ხელში ყუთი ეჭირა.
-ეს რა არის?
-ცოტა ხანში გაიგებ.
იარეს და ერთი ტრიალი მინდორი შეარჩია სანდრომ. მოკალათდა ბალახზე და ევასაც ანიშნა რომ დამჯდარიყო. ისიც ცოტა ყოყმანის შემდეგ მოშორებით, მის პირდაპირ დაჯდა და მოთმინებით ელოდა, თუ როდის ინებებდა ბატონი სანდრო რომ მისთვის აეხსნა არსებული ვითარება.
-მოგეწონა აქაურობა?
-...
-ჩემი საქციელის გამო, შენი ცუდი დამოკიდებულება დავიმსახურე და სიცივე, რომელიც სახეზე გაქვს, გულს საშინლად მტკენს. ვიცი, გამართლება არ აქვს ჩემს საქციელს, მაგრამ კარგა ხანია გეტრფი, ისიც შორიდან და მხოლოდ ფოტოებში, ხოლო როცა უკვე შენთან შეხვედრის და ახლოს ყოფნის საშუალება მომეცა, რა ეშმაკი შემიჩნდა აზრზე არ ვარ, მაგრამ იმაზე მეტი მოვინდომე, ვიდრე ამის უფლება მქონდა. არ ვნანობ იმას, რაც იმ ღამით მოხდა. გამოგიტდები და გეტყვი რომ ისევ გავიმეორებდი, თუნდაც ხელმეორედ კოცნის გამო მოგეკალი, მაგრამ ეგეთი ეგოისტი ნაბ/ვარიც არ ვარ. მაპატიე თუ შენში მხოლოდ ზიზღის გამომწვევ პიროვნებად აღვიქვები, მაგრამ მხოლოდ ამ ერთხელ მაპატიე ჩემი დაუფიქრებელი საქციელი…
ევა ცოტა ხანს ჩუმად იყო, ცდილობდა გადაეხარშა სანდროს სიტყვები. ერთ მომენტში ისიც კი იფიქრა, რომ ეპატიებინა ყველაფერი და თავიდან დაეწყოთ ურთიერთობა, თუმცაა...
-ვერაფერს ვიტყვი, ისე კარგად საუბრობ, ლამის დამატყვევე ბატონო სანდრო. კაცი, რომელიც თავის ჰორმონებს ვერ აწყნარებს და უაზრო ქმედებებს ჩადის ქალზე და ამას იმით აპრავებს რომ ეტრფის და სიყვარული სწვავს, საერთოდ ვერ მამშვიდებს და არ მიოკებს სურვილს იმისას რომ აქვე არ გიხარჩო. ალბათ ხვდები რისი თქმა მსურს, არა?!
-...
-ანუ ხვდები. არაფერს მპასუხობ და ანუ იაზრებ ჩემს თითოეულ სიტყვას. ახლა მითხარი, შენ რომ ვინმე ასე მოგქცეოდა, როგორ იგრძნობდი თავს? შეურაცხყოფილი არ იქნებოდი რომ ვიღაც ერთი დღის გაცნობილი, შეშლილივით მორბის და გკოცნის ისე თითქოს, ვითომ მისი საკუთრება იყო და არაფერია იმაში ცუდი თუ წამიერად დაგისაკუთრებს. მითხარი, რას იზამდი ჩემს ადგილას? მიპასუხე სანდრო!-ხმის გაკონტროლება ვეღარ შესძლო ევამ და უკვე ყვირილზეც გადადიოდა.
-მართალი ხარ, მაგრამ...
-არავითარი მაგრამ! შენს ადგილას, თავის მართლებას არც კი დავიწყებდი. ჯერ რომ ჩემი გაცნობა გეცადა, ასეთი ცივი დამოკიდებულება შესაძლოა არც გამომეჩინა, მაგრამ ახლა იმას იმკი, რაც დასთესე.
სანდრომ აღარ იცოდა თუ რა ეთქვა. ან ჰქონდა კი რამე სათქმელი? ევა ცამდე მართალი იყო, მაგრამ რა უნდა ექნა იმ გრძონებისთვის, რომლებიც მისი გულიდან გამოღწევას ლამობდნენ?! ვერ უხერხებდა ვერაფერს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მისთვის სასურველი და სანუკვარი ქალი, მის პირდაპირ იჯდა და შეჰყურებდა ლურჯ თვალებში, რომლებიც ასე ძალიან იზიდავდა და აგიჟებდა და რომლებიც იმ მომენტში სიბრაზისგან ელავდნენ. იმდენად მიმზიდველი იყო ასეთ მდგომარეობაში კი ევა, რომ სანდრო თავს ძლივს იკავებდა რომ მისი სახე ხელებში არ მოექცია და თითოეული ნაკვთი, მხურვალე კოცნებით არ დაეჯილდოვებინა. კარგად იცოდა რომ შეცდომას ისევ ვეღარ დაუშვებდა, თორემ ევასგან სამუდამოდ გაირიყებოდა. ამ მომენტში, ის მაინც შეეძლო რომ მასთან ერთად ყოფილიყო და ეყურებინა უმშვენიერის ქმნილებისთვის. ამ უკანასკნელისთვის, ღმერთს არც სილამაზე დაენანა და არც ჭკუა. ნებისმიერ მამაკაცს უდავოდ მიიზიდავდა...
ერთ ხანს უყურა ევამ და მზერა იმ ყუთზე შეაჩერა, რომელიც სანდროს ჰქონდა და ჯერ კიდევ არ აპირებდი მის გახსნას.
-სანდრო, ამ ყუთის გახსნას არ აპირებ?
სანდრომ თვალები დახუჭა, ერთი ამოიხრა და დაიწყო...
-ერთ კვირაში დრეზდენში მივდივარ. საქართველოში რომ ჩამოვედი, ზუსტად მაგ დღეს დამიკავშირდნენ და მიმიწვიეს საღამოს გახსნაზე. რა თქმა უნდა, ჩემი შემოქმედებიდან, ერთი ექსპონატი უნდა წავიღო და საზოგადოებას წარვუდგინო.
-მე რა შუაში ვარ?
-დამამთავრებინე. ჩემი ნამუშევრები, ძირითადად პორტრეტები და აბსტრაქტული რაღაცებია. გადაწყვეტილი მქონდა რომ პორტრეტზე მემუშავა, მაგრამ ამისთვის იდეალური კანდიდატი არ მყავდა, მაგრამ საბედნიეროდ, შევხვდი ერთ ულამაზეს ქალს, რომელიც უნაკლოა.
-ანუ რისი თქმა გინდა, რომ ბატონმა სანდრომ, გადაწყვიტა დამხატოს?-ცალყბად ჩაიცინა ევამ.
-რა თქმა უნდა, ეს შენი სურვილით მინდა რომ მოხდეს. თუ უარს მეტყვი, გაგიგებ. მართალიც იქნები, მაგრამ ჩემთვის ეს უდიდესი პატივი იქნება, ევა.
-მაოცებ, იცი?
-გასაოცარი რა ვთქვი?
-ის რომ ჩემი სურვილით გინდა რომ დამხატო, მაგრამ როდესაც გიჟივით მომვარდი და მაკოცე, არც კი გიკითხავს აზრი. გასაოცარია ეს, აბა არ არის?!
-ევა, გთხოვ რა. ბოდიშს გიხდი. მართლა გულწრფელად ვნანობ რომ ისე მოვიქეცი, მაგრამ ყოველ წამს ნუღა გამახსენებ...
-ადამიანები შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ მერე ამის აღიარების ძალა არ შეგვწევს. ყოჩაღ, შენ ეს ნამდვილად შეგიძლია და ამას ვაფასებ. წესით ცივი უარი უნდა გთხლიშო, ამის ღირსი ხარ, მაგრაამ...ნუ, მოკლედ, მიუხედავად ჩემი შენდამი ბრაზისა, მომწონს ის იდეა, რომ ვიღაცა დამხატავს, ასე რომ გაგიწევ კომპანიონობას ამ საკითხში.
-მართლა?-ისე გაუხარდა სანდროს, უნდოდა რომ ჩაჰხუტებოდა, მაგრამ უკან დაქაჩა რაღაც ძალამ და მის სურვილზე ხელი ააღებინა.
-კი, მართლა...ახლა მითხარი, ასე ვისხდებით თუ იზამ რამეს?
-ჰო, ახლავე...
როგორც იქნა სანდრომ გახსნა ყუთი, რომელსაც ასე საგულდაგულოდ ინახავდა იმ წამამდე. სხვადასხვა ფერი, ერთმანეთში ირეოდა და ერთგვარი სიმშვიდეც კი მოდიოდა. საგულდაგულო იყო შეზავებული თითოეული ფერი ერთმანეთში, თითქოს ელოდნენ როდის დადგებოდა მათი დრო, რათა საოცრებები ჩაედინათ და როდესაც ამის დრო მოვიდა, ერთი გნიასი ატეხეს და მოემზადნენ რამე ულამაზესის შესაქმნელად. სანდრომ მოლბერტი ააწყო და მოემზადა. საღამო ხანი იდგა და მზე თავისი უკანასკნელი სხივებით ემშვიდობებოდა დედამიწას და თითქმის მთლიანად დაეთმო ადგილი მთვარესთვის. სანდრომ კი ულამაზესი კადრი დაიჭირა და ევა სწორედ იქ დააჯინა, სადაც მზე ყველაზე მეტად დაათამაშებდა სხივებს. ულამაზესი სანახავი იყო მზის ფონზე ევა. მისი ლურჯი თვალები, მზის სხივებისგან ელავდნენ და როგორც აღელვებულ ზღვა ითრევს ადამიანს თავისი ტალღების მორევში, ისე იძირებოდა სანდროც მის თვალებში. წამით ისიც კი დაავიწყდა რა უნდა ექნა. სრულ ტრანში აგდებდა ეს გოგო სანდროს. ისე შეიჭრა მის გულში და დაიბუდა სამუდამოდ ადგილი ევამ, რომ ამის გაანალიზებაც ვერ მოესწრო. საბოლოოდ გამოერკვა ფიქრებიდან და საქმეზე გადავიდა. შეათვალიერა ევა და იფიქრა-ანგელოზია!-ახლოს მივიდა, იმდენად ახლოს რომ ერთმანეთის სუნთქვა, დაუკითხავად ეხეთქებოდა ერთმანეთს და სახეზე სიოსავით ელამუნებოდათ. შინაგანი მღელვარება აშკრად ემატებოდა ორივეს და შადრევანივით ამოხეთქვას ლამობდა. ევამ მოსალოდნელი კატასტორფის გააზრებისას თვალებიც კი მოხუჭა. ფიქრობდა თუ ისევ ის მომენტი განმეორდებოდა, შესაძლოა წინააღმდეგობა ვეღარ გაეწია. რთულიც კი იქნებოდა, იმიტომ რომ აშკარა იყო მათუ უხილავი კავშირი. უბრალოდ ამას ევა არ აღიარებდა, მაგრამ შინაგანად ღელავდა, საშინელი ორთაბრძოლა ჰქონდა წამოწყებული საკუთარ თავთან, ხოლო შედეგი აშკარა იყო. იგი ერთ მშვენიერ დღეს დამარცხდებოდა და მიუშვებდა სანდროს იმ გულის ღრმა წიაღებამდე, რომელიც ასე საგულდაგულოდ ჰქონდა დაკეტილი...სანდრომ მოახერხა რომ თავისი თავისთვის ეჯობნა და მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ, მათ შორის მანძილი გაზარდა, თავის ადგილს დაუბრუნდა და ხატვას შეუდგა. ჰაერში აათამაშა ფუნჯი და პირველი ხაზებიც მოავლო ფურცელზე. ყოველივე ამას ისე დიდი სიფაქიზითა და სიყვარულით აკეთებდა, თითქოს ხელში ფაიფურის თოჯინა ჰქონოდა და ერთი ზედმეტი მოძრაობაც და დაისხვრეოდა ათას ნაწილად. ჯერ დაიწყო სახის მოხაზვა. მართლაც ულამაზესი სახის მოყვანილობა ჰქონდა ევას: ცოტა ოვალური და გამოყვანილი ლოყები, ულამაზესი თვალის ჭრილი, რომელსაც ასევე ულამაზესი ზღვისფერი თვალები ამშვენებდა, გამოქნილი წარბები და წამწამები, რომელიც უფრო მეტ ხიბლს სძენდა მის თვალს, სწორი და პატარა ცხვირი, საყვარელ იესრ სძენდა ამ უმშვენიერეს ქმნილებას. ტუჩები...ეს ის ტუჩებია, რომელიც ასე ძალიან აგიჟებს და ათრობს სანდროს. ხატვის პროცესი საკმაოდ გაიწელა. იმდენი დეტალი იყო საერთო ჯამში დასახატი, მზის სხივებიც გამოსთხოვებოდნენ დედამიწას და ასპარეზი მთლიანად მთვარესთვის დაეთმო...
-იცი, ნახატი ჯერ ვერ დავასრულე. იქნებ დღეს აქ დავრჩეთ, ხვალ ბოლო შტრიხებსაც შევიტან და ეგ იქნება.
-კარგი, დავუშვათ დარჩენაზე დაგთანხმდი, ღია ცის ქვეშ შეყვარებული წყვილით წამოვგორდეთ, ღამის ცით დავტკბეთ და მთელი საღამო საუბარში გავლიოთ?-სარკასტულობა არ დააკლო ევამ.
-საკმაოდ კარგი აზრია, თუმცა დასარჩენ ადგილს ვნახავთ.
-იდიოტი-ჩაილაპარაკა, როდესაც სანდრო წამოდგა სა წასასვლელად მოემზადა.
-დიდი მადლობა, შენც ძალიან საყვარელი ხარ.
ცოტა მანძილი რომ გაიარეს, პატარა სასტუმროს მიაგნეს.
-საღამო მშვიდობისა. ორი ოთახი გვინდა მხოლოდ ერთი ღამით.
-დიახ, ახლავე დავძებნი.
-კარგი, დაგელოდებით. ამასობაში სანდრომ ევასკენ გააპარა თვალი. უყურებდა თუ როგორ იჯდა და თვალებს საყვარლად აფახუნებდა. ყოველ წამს ხომ იპყრობდა ამ ქალის სურვილი, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით მეტად ექცეოდა ევას გავლენის ქვეშ და ეს უკვე ნარკოდამოკიდებულ ადამიანს ჰგავდა, რომელსა სიყვარული ნარკოტიკივით სჭირდებოდა.
-უკაცრავად, ბატონო.
-დიახ, გისმენთ.
-ოთახები ერთმანეთის გვერდი-გვერდ არის. აი, ინებეთ გასაღები. აბრძანდით მეორე სართულზე. გასაღებს ნუმერაცია აწერია.
-დიდი მადლობა.
-მშვიდობიან ღამეს გისურვებთ...
-აბა, წავედით. აქ დარჩენას ხომ არ აპირებ?
-ჰო, უბრალოდ ჩავფიქრდი და...მომეცი ჩემი გასაღები სანდრო.
-აიღე ქალბატონო.
ავიდნენ მეორე სართულზე ერთმანეთს დაემშვიდობნენ უჩვეულოდ თბილად და ოთახებში შევიდნენ. ნუ, ადვილი გამოსაცნობი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ არც ერთ მათგანს არ ეწერა იმ საღამოს ძილი. ორი მონათესავე სული, თან ასე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ თან კიდევ ძალიან შორს. რთული იყო გრძნობების გამხელა ევასთვის. ისევ ბრაზობდა და ვერ პატიობდა სანდროს იმას, რომ პირველი კოცნა მოჰპარა. როგორი ბავშვურობაა, არა?! თუმცა იმ მომენტში, საკმაოდ ცუდი განცდა იყო. ყვლაფერი უფრო ჯადოსნურად წარმოედგინა. ყოველთვის წარმოედგინა ხოლმე თავისი სიყვარულის ისტორია უფრო ჯადოსნური, მართლა მულტფილმებსა და ზღაპრებში რომ არის, ისეთი. ვერც იფიქრებდა თუ ვირაც დამთხვეული მიუვარდებოდა და ისე რომ არც კი ჰკითხავდა, მოჰპარავდა კოცნას. მიუხედავად იმისა, რომ ასე ბრაზობდა, მაინც აღიარებდა რომ ერთის მხრივ კარგიც იყო ყოველივე, მაგრამ სიჯიუტე ბოლომდე არ აძლევდა ამის აღიარების უფლებას. სანდრო...სანდრო კი უბრალოდ ამ სიყვარულით თვრებოდა. ტკბილ შარბათს ჰგავდა ევასადმი სიყვარული, გათრობს და ერთიანად ტვინს გირეცხავს. ეძნელებოდა მისგან შორს შორს ყოფნა, მაგრამ არ უნდოდა რომ კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯის გამო, ის მინიმალური სიახლოვეც დაეკარგა, რაც ჰქონდა. ამიტომ დაელოდებოდა იქამდე, სანამ თავისას არ მიაღწევდა. შესაძლოა ეს აკვიატებას უფრო ჰგავდეს, ვიდრე სიყვარულს, მაგრამ ეს უბრალოდ უგონოდ შეყვარებული ადამიანია და მისთვის სასიცოცხლო ჰაერს, ერთადერთი ქალი წარმოადგენს...
სიყვარული, ის ერთადერთი გრძნობაა, რაც გვინვითარებს როგორც გონებას, ისე აზროვნებას, გვწმენდს ყოველგვარი ცუდისგან და გვანთავისუფლებას მძიმე ტვირთისგან. სწორედ რომ სიყვარული ემსახურება სამყაროს შეცნობას. უბედურია ის ადამიანი, ვინც ამ ქვეყნიდან ისე წავა რომ ვერ გაიგებს სიყვარულის ჭეშმარიტ არსს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ რთულია იმ ერთადერთის პოვნა, ბისაც მთელ სულსა და გულს მისცემ. მოუშვებ გულამდე და შეიყვარებ უსაზღროდ, უკიდეგანოდ...მართალია, ბევრი იმდეგაცრუება, ტკივილი, ცრემლი და ტანჯვა მოსდევს სიყვარულს, მაგრამ ისა რაც ნამდვილია, ყოველთვის გაუძლებს დროთა ცვლას. ფერს არ დაკარგავს, არ გახუნდება. მეტიც, უფრო გაღვივდება და საბოლოოდ სიყვარულის ცეცლხით აგიზგიზებულ გულებს, საბოლოოდ გასწირავს სამუდამო ტრფობისთვის, რომლიდანაც თავის დაღწევა, შეუძლებელი იქნება...



ჟოზე
ლიკო,უკვე ძალიან მომწონს ევა ♥️ საყვარელი მოცუცნული თავი იყო. კვლავ დაველოდები მოვლენების განვითარებას,საინტერესოა დილა როგორი გაუთენდებათ ))))) ჩვენს გვრიტუნიკებს..... ხო,ნიკო და მარიამო არიან სასაცილოდ საყვარლები ♥️♥️♥️ პ.ს. იმ ყუთში მე საპიკნიკე სასუსნავები მეგონა,მშია :ddddd

იმედია კარგ დილას გავუთენებ))) შენ სულ ჭამა როგორ გელანდება smile ნიმაგუუ sweat_smile sweat_smile heart_eyes

 


მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები, წარმატებები♡♡

 


სიყვარული გულს გვტკენს
მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები, წარმატებები♡♡

blush მადლობა დიდი heart_eyes heart_eyes

 


№4 სტუმარი ფიფქიკო:)

პერიმეტრზე თუ ჰორიზონტზე?:)
ბოლოში წაირომანტიკოსე და მომეწონა:) ყოჩაღ კუნკულ:)

 


ფიფქიკო:)
პერიმეტრზე თუ ჰორიზონტზე?:)
ბოლოში წაირომანტიკოსე და მომეწონა:) ყოჩაღ კუნკულ:)

ხანდახან რომ დავუკვირდე სიტყვებს, ცუდი არ იქნება მგონი...:/ტონა შეცდომით ვმოძრაობ...ჰოო, წამიერად ჩამერთო რომანტიკები:)))
(ყვითელი გულებიი:დდ)

 


№6  offline წევრი ანმეე

ჩემზე უნამუსო ტყუპსიკა არ არსებობს დედამიწის ზურგზე, ამდენი ხანია დადებული გაქ...მე კიდე დღეს წავიკითხე,კოცონზე ვარ დასაწვავი(ნუ აქ უფრო მძაფრი მომენტების მოფიქრება რომ შემიძლია იცი მარა ჩემ თავზე ვლაპარაკობ მაინც joy )
აი ნიკო და მარი რა ძაან დამაკლდა აქ...როგორ მიყვარს ესენი მე heart_eyes heart_eyes ჯაან ჯაან
სანდრო...დედა რა გაგიჟებულია ჩემ გოგოზე,იმენნა სიყვარულით დამწვარია აი ბიჭი... ესენიც რა თიკვალულები არიააან
ნუ შენზე არაფერს ვამბობ,მიკვარიხარ ჯალიან ქოდაა ველოდები ახალს
ვიცი რაც ტრუალებს შენ თავს ამიტომ მალეთქო არ გეტყვი joy joy მიყვარს სიცოცხლე მაინც და შენც არ მემეტები
მოკლედდდ ისევ და ისევ წარმატებებს გისურვებ სიყვარულოო kissing_heart (ჩემ თავზე გაბრაზებული ვარ რო პირველი კომენტარი მე არ მეკუთვნის,მეორედ აღარ ვიზავ მასე blush )

და ისე იმ მანქანიდან კალათის გადმოღებაზე რო წავიკითხე მეგონა პიკნიკი ექნებოდათ და მაგრად მომშივდა

 


ბამმო
ჩემზე უნამუსო ტყუპსიკა არ არსებობს დედამიწის ზურგზე, ამდენი ხანია დადებული გაქ...მე კიდე დღეს წავიკითხე,კოცონზე ვარ დასაწვავი(ნუ აქ უფრო მძაფრი მომენტების მოფიქრება რომ შემიძლია იცი მარა ჩემ თავზე ვლაპარაკობ მაინც joy )
აი ნიკო და მარი რა ძაან დამაკლდა აქ...როგორ მიყვარს ესენი მე heart_eyes heart_eyes ჯაან ჯაან
სანდრო...დედა რა გაგიჟებულია ჩემ გოგოზე,იმენნა სიყვარულით დამწვარია აი ბიჭი... ესენიც რა თიკვალულები არიააან
ნუ შენზე არაფერს ვამბობ,მიკვარიხარ ჯალიან ქოდაა ველოდები ახალს
ვიცი რაც ტრუალებს შენ თავს ამიტომ მალეთქო არ გეტყვი joy joy მიყვარს სიცოცხლე მაინც და შენც არ მემეტები
მოკლედდდ ისევ და ისევ წარმატებებს გისურვებ სიყვარულოო kissing_heart (ჩემ თავზე გაბრაზებული ვარ რო პირველი კომენტარი მე არ მეკუთვნის,მეორედ აღარ ვიზავ მასე blush )

და ისე იმ მანქანიდან კალათის გადმოღებაზე რო წავიკითხე მეგონა პიკნიკი ექნებოდათ და მაგრად მომშივდა

ვუუმეე, შენ როგორ მიყვარხარ ჩემო ტყუპსიკუნაა...შევეცდები, რომ უახლოეს დღეებში დავდო ახალიც და მადლობები შენ blush
პ.ს. კუჭის მონახა ხარ რაა smile heart_eyes heart_eyes

 


№8  offline წევრი ანმეე

ლიკა ახრახაძე
ბამმო
ჩემზე უნამუსო ტყუპსიკა არ არსებობს დედამიწის ზურგზე, ამდენი ხანია დადებული გაქ...მე კიდე დღეს წავიკითხე,კოცონზე ვარ დასაწვავი(ნუ აქ უფრო მძაფრი მომენტების მოფიქრება რომ შემიძლია იცი მარა ჩემ თავზე ვლაპარაკობ მაინც joy )
აი ნიკო და მარი რა ძაან დამაკლდა აქ...როგორ მიყვარს ესენი მე heart_eyes heart_eyes ჯაან ჯაან
სანდრო...დედა რა გაგიჟებულია ჩემ გოგოზე,იმენნა სიყვარულით დამწვარია აი ბიჭი... ესენიც რა თიკვალულები არიააან
ნუ შენზე არაფერს ვამბობ,მიკვარიხარ ჯალიან ქოდაა ველოდები ახალს
ვიცი რაც ტრუალებს შენ თავს ამიტომ მალეთქო არ გეტყვი joy joy მიყვარს სიცოცხლე მაინც და შენც არ მემეტები
მოკლედდდ ისევ და ისევ წარმატებებს გისურვებ სიყვარულოო kissing_heart (ჩემ თავზე გაბრაზებული ვარ რო პირველი კომენტარი მე არ მეკუთვნის,მეორედ აღარ ვიზავ მასე blush )

და ისე იმ მანქანიდან კალათის გადმოღებაზე რო წავიკითხე მეგონა პიკნიკი ექნებოდათ და მაგრად მომშივდა

ვუუმეე, შენ როგორ მიყვარხარ ჩემო ტყუპსიკუნაა...შევეცდები, რომ უახლოეს დღეებში დავდო ახალიც და მადლობები შენ blush
პ.ს. კუჭის მონახა ხარ რაა smile heart_eyes heart_eyes



მე და საჭმელი ხო იცი როგორ ვბრატობთ joy joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent