შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხელი შოკოლადისთვის... (ჯოჯოხეთიდან)


18-06-2020, 05:23
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 878

ჰოო, სამყარო უსასრულოა.
უსასრულო სივრცე; უსასრულო შესაძლებლობები; სივრცეში მოფარფატე ლამაზი პულსარები; მისტიური ჭიის ხვრელები; სიკვდილს მიახლოებული ვარსკვლავები, რომლებიც ყოველ ჯერზე იმას მოწმობენ, რომ სიკვდილი რაღაც ახლის დასაწყისია; ახალი ფორმები, ახალი კანონებით. მაგრამ ამხელა სამყაროში მხოლოდ აქ შეგიძლია ჩამოჯდე რომელიმე ხიდზე, უყურო მზის ამოსვლას და დალიო ცხელი შოკოლადი.
ო, ღმერთო ჩემო, რა კარგია ყოველი წამი: მარტოობა, დილა... ახალგაღვიძებული მკვდარი სულივით რო დადიხარ ოთახში, ფეხს რომ საწოლს მიარტყავ და ტკივილისგან მწარდები, ოღონდ იცი, ეს ტკივილი გაივლის და თვალებდახუჭული ელოდები, - ესეც რა კარგია. ან საერთოდ მზის პირველი სხივები შენ პატარა ოთახში რომ იჭრება.
...მარა ხალხს პატარა ოთახები არ მოსწონთ. ყველა იმისკენ ილტვის რო პენტჰაუსში იღვიძებდეს. ამას მთელ ძალისხმევას და ცხოვრებას უძღვნიან. როცა პატარა ოთახში მოხუჭავენ თვალს დიდ ოთახზე იწყებენ ფიქრს. პატარა, სულელი და საყვარელი არსებები... ისინი ერთმანეთის ოცნებების მსხვერპლნი არიან. კაცი, რომელიც კაბინეტში მუშაობს და პენტჰაუსში ძინავს, მსხვერპლია.
ერთხელ, ერთ სულელთან მქონდა საქმე. სახურავზე ვისხედით პირისპირ. მე მთვარეს ვუყურებდი, მის ზურგს უკან იმშვენებდა თავს, ის კიდე მზეს, ჩემს ზურგსუკან, ან შეიძლება მე შევიქმენი ილუზია რო ის საერთოდ რამეს ხედავდა. მას კაბინეტში ჯდომა სურდა. მეუბნებოდა რო ეს მისთვის ევერესტის მწვერვალის დაპყრობას უდრიდა. სიამოვნებას მიიღებდა სახლში დაღლილი მისვლით და თავისუფალ დროს საჭმლის მომზადებით.
მეთქი, უსასრულო სამყაროს ფონზე შენი სურვილები სასაცილოა.
- შენ მხოლოდ კადრებს ხედავ შენი ოცნებიდან.
შეიძლება შენმა ალტერნატიულმა მემ უკვე მიაღწია იმას რაც გსურს, და შეიძლება ზუსტად ამის გამო ვენებგადაჭრილი ჩაწვა აბაზანაში.
მითხარი, როცა კაბინეტში იჯდები ერთ ჩვეულებრივ დღეს და მიხვდები, რო სადაც ხარ იქ არ არის შენი ადგილი.. რო შენი პატარა ღარიბული ოთახი გენატრება, რას იზამ?
ჩემ პატარა ოთახში დავბრუნდებიო, მითხრა. არადა უეჭველად ვიცი კაბინეტის ვიტრინას ჩალეწავდა და იქიდან გადახტებოდა.
გაზმორვაც რა სასიამოვნოა: ვგრძნობ ჩემი ძვლები როგორ შორდება ერთმანეთს და ამის გამო სისხლის მოძრაობაც ცოტა ხნით უმჯობესდება.
სარკეში ვიყურები, ჩემ სახეს ვუყურებ და ვეკითხები, ახლა რა უნდა ვაკეთო?!
- ალბათ, სამსახური უნდა დაიწყო. - არადა მთელი დღე სახლში ჯდომა და რუმის ლექსების წაკითხვა მინდა.
მოწყენილობის გასაქარწ....ბლად ლიტერატურულ საიტზე ჩემი ნამუშევრების ატვირთვა დავიწყე. ამ საქმეში ფსიქოპატივით ვიყავი: ჩემ ნამუშევრებზე ყველა გიჟდებოდა, მარა მე არაფერი მომწონდა. ვერ ვყალიბდებოდი ზოგადად რა სტილში ვწერდი, რაზე მინდოდა უფრო ზუსტად მეწერა ან თვითონ კალამს რის გამო ვიჭერდი. წარმატებისკენ სწრაფვა მეკიდა, თვითონ ხალხისთვისაც არაფრის თქმა მსურდა, მაინც ვერავინ ვერაფერს იგებდა. ჰოო, ეს წყევლაა: ისე ვერავინ გაიგებს, როგორც შენ გესმის.
ჩემი ნაწარმოებების გამოქვეყნება, ერთადერთი რასაც იწვევდა იყოს ის, რო ათასნაირი ადამიანი მიკავშირდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემთან ესაუბრათ.
ეს ყველაფერი მომწონდა. შევხვედრივარ ადამიანს, რომელმაც მხოლოდ ერთი სიტყვა მომწერა ‘შემხვდი’. და თან არ ვიცოდი ამას ვინ მწერდა, მომხიბვლელი გოგონა თუ ჩასუქებული ავადმყოფი გეი ტიპი, რომელიც სამუდამოდ გამომკეტავდა თავის სარდაფში და დღე და ღამ მიხმარდა.
ამ ადამიანებს, ვინც კი მიკავშირდებოდა, საერთო ერთი ქონდათ: ვერ ჩამოყალიბებულიყვნენ ვინ იყვნენ, რა უნდოდათ და ამის გამო მძიმე ფორმებში ნაჰილიზმს ავლენდნენ. საცოდავები იყვნენ. ალბათ ქვეცნობიერულად ჩემში მონათესავე სულს ხედავდნენ, მაგრამ ეს ასე არ იყო. ვერ იქნებოდა.
ერთი საცოდავი ტიპი დამამახსოვრდა. ვერ არკვევდა რეალობაში იყო თუ არა. ვერ იაზრებდა იმას, რო არსებობდა. გთხოვ ჩვენი არსებობის რაიმე რეალური არგუმენტი მომიყვანეო. ცოტა მეც შემარყია მისმა აზრებმა და კაი ხანი ვერ ვპოულობდი მაგ არგუმენტებს. იმ ადამიანს ვერაფრით დავეხმარე.
ნეტავ ახლა რას აკეთებს?!
მერე სადღაც დავკარგე. მისგან არაფერი მინდა, მის მიმართ არაფერს ვგრძნობ, არც მონატრების შეგრძნება და არც არაფერი. უბრალოდ ვეტყოდი, რო მე არ ვიცი ჩვენი მთელი ცხოვრება რეალურია თუ არა, მაგრამ ვიცი, ცხელი შოკოლადი უფრო გემრიელია მაშინ როცა ცოტა შაქარს ჩაუმატებ.
ისეთი პერიოდი დამიდგა საერთოდ გარეთ გასვლის სურვილი მქონდა დაკარგული. წერითაც აღარ ვწერდი. მხოლოდ ვიდეო თამაშებით და მასტურბაციით ვერთობოდი. ერთ ხანს შემეშინდა, ჯოჯოხეთის აუტანელ ცეცხლს ხო არ ვუბრუნდები მეთქი. ამასობაში ერთი ტიპი შემეხმიანა საინტერესო შემოთავაზებით. რესტორანს ვხსნიო, გარეუბანში. რეკლამისთვის ხალხი მჭირდება და საღამოს შვიდზე თუ მოიცლი გამახარებო.
მე რით დაგეხმარები მეთქი?
უბრალოდ მოდი და ჭამეო.
საღამოს შვიდამდე კორეულ ფილმებს ვუყურებდი და ბოლოს რესტორანშიც წავედი. ცოტა დავაგვიანე მაგრამ მასპინძელი კეთილი ღიმილით დამხვდა. მაგიდა შემირჩია კედლის კუთხეში სადაც ყველაზე ნაკლებად შესამჩნევი ვიქნებოდი და მიმტანმა კიტრის სალათი მომიტანა, სადაც მაიონეზის ნაცვლად არაჟანი იყო გამოყენებული და სიმართლე ვთქვა იმაზე გემრიელი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს, მეთქი ცოტა ისეთ შთაბეჭდილებას ხო არ ვქმნი რო აქ მხოლოდ ჭამის გამო მოვედი. არა, რეალურად ეს ასეც იყო მარა არ მინდოდა სიმართლე ა ვინმეს ცოდნოდა, განსაკუთრებით მასპინძელს. ეს ჩემი უხერხულობის შეგრძნება იქამდე გაგრძელდა სანამ თვითონ არ მოვიდა, ჩემ წინ არ დაჯდა და საჭმელზე არ მკითხა. მერე ისევ გაგრძელდა რამდენიმე წამიანი დუმილით გამოწვეული უხერხულობის შეგრძნება მაგრამ მალევე გადავიდა მთავარ თემაზე, რამაც მე და ის დაგვაკავშირა: ჩემი ნაწერები.
- პირველად ადამის ისტორია წავიკითხე. - მითხრა და ზრდილობის ხათრით გავუღიმე.
- ეგ ნაწერი საერთოდ ვერ არის გამართული. სიტყვების ბრახაბრუხია.
- ვიცი. ეგ არც არის მთავარი. მთავარი მაინც შინაარსია. ადამი თურმე ღმერთი იყო.. ასეთი რამ პირველად მოვისმინე. თანაც ადამი შენ ხარ. დეპრესიული ადამი...
მომიყევი მეთქი, თუ როგორ წარმოედგინა ადამი.
სუსტ, გონებაჩლუნგ ადამიანადო.
- რომლისთვისაც ჯერ კიდევ უცხოა ადამიანური შეგრძნებები. პრინციპში ის შეგრძნებები რომელიც ადამინს ადამიანად აქცევს.
ადამი ღმერთის სათამაშოსავით იყოო.
- არ იფიქრო ადამიანურ თვისებებში რამე პოზიტიურს ვგულისხმობდე. პირიქით, ადამიანი არის პროტესტის, ზიზღის, დაუმორჩილებლობის, პირველყოფილი თავისუფლების შეგრძნებების გროვა. მხოლოდ მაშინ მოუვიდა ადამს და ღმერთს უთანხმოება როცა ადამი ადამიანი გახდა. ადრე მიფიქრია იმაზეც რომ მთელი ბიბლიური ისტორია ერთი პიროვნების ბრძოლა საკუთარ თავთან, პიროვნების, რომელსაც შიზოფრენია ჭირს, პიროვნების გაორება, გაოთხება, გააათასება და კიდე უფრო მეტი... ანუ მიფიქრია, რო ბიბლიაში შესული ყოველი პერსონააჟი და პერსონაჟების აზრები ღმერთის ტვინია.
სწორად მიდიხარ მეთქი. ღმერთს შიზოფრენია ჭირს.
გამიღიმა.
ჩემ ძმას მაგონებო. გეცოდინება ვინცააო. ხალხმა მას ბელზებუბი შეარქვესო.
ბელზებუბი?!
ამის გაგონებაზე შევხტი, მაგრამ მგონი მას ეს არ შეუმჩნევია.
ოდნავ მომიახლოვდა, წაიჩურჩულა თითქოს:
- ისიც მახარებს, რომ თქვენ სეხნიები ხართო - და გამიღიმა.
რამდენიმე დღის მერე ინტერნეტით მოვიძიე ამ ბელზებუბის ამბავი და თურმე ფსიქოპატი მკვლელი იყო. უვადო პატიმრობა ქონდა მისჯილი სატანისტური რიტუალის გამო, რასაც სამი ახალგაზრდა გოგო შეეწირა. ამას გარდა ბევრი ქალი ყავდა გაუპატიურებული.
ეს ტიპი, რატო მამსგავსებდა იმ გამოსირებულ ტიპს?!?!?!?!?!?!
ზაფხულის დასაწყის ერთი გოგო გავიცანი. საკუთარ თავში ასეთი გაცნობიერებული მეორე არ მყავდა ნანახი. ამ მისტიკამ მომხიბლა. ჩემი კარგად ესმოდა. ხანდახან მეგონა რო იტყუებოდა, ვითომ კარგად მიგებს იმისთვის, რო ჩვენი ურთიერთობა შემდგარიყო, მარა არა, მართლა ესმოდა. აი მე კიდე ხანდახან ვიტყუებოდი ვითომ მის ბუტბუტს ვიგებდი. არ ვიცი ეს ერთგვარი კომპლექსი იყო იმის რო, ვითომ თუ ის იფიქრებდა რო ვერ ვუგებ, ჯანდაბაში გამიშვებდა. ზოგადად კომპლექსებს არ ვებრძვი და შესაბამისადაც მასთან ცოტა ამერია თავი. მეუბნებოდა რო სიყვარული ვიყავი, ეს მსიამოვნებდა, მარა სიმართლე სხვაგვარი იყო. ის საკუთარი თავის ნაწილს ხედავდა ჩემში, ანუ სიყვარული მე კი არა, ის იყო.
უმეტესად სახურავზე ვხვდებოდით ერთმანეთს და ბევრს არ ვლაპარაკობდით. ხანდახან ის ცეკვას იწყებდა რაღაც ექსტრასულის მსგავსი იყო და ძალიან მომწონდა. ნელ ნელა ის აზრი მიყალიბდებოდა რო რაც ნაკლები დიალოგი იყო ორ ადამიანს შორის, ესე იგი, მით მეტად ერთ ტალღაზე იყვნენ და მგონი ერთადერთი ჭეშმარიტებაა რაც კი აღმომიჩენია. მხოლოდ ზედაპირულ რაღაცეებს ვამბობდით, ვაა, რა კარგი ფილმი იყო, ან მწყურია, მშია, მეძინება.სხვათაშორის სექსის დროს უფრო მეტს ვლაპარაკობდით ვიდრე ისე და ეს უბრალოდ ჩვენი უზარმაზარი ემოციების გამოხატულება იყო, ამას ლაპარაკს ვერც დავარქმევ. ან იქნებ ორი ისეთი ადამიანი შეხვდა ერთმანეთს რომლებსაც კარგად გააზრებული ქონდათ რო ემოციები და სიტყვები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა? ანუ სიტყვებს არ ძალუძს გამოხატოს ის რასაც გრძნობ.
მოკლედ რო ვთქვა ხიდზე ჩამოჯდომა და ცხელი შოკოლადის სმა გვიყვარდა, მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია რა საფეხურზეც იყო ჩჩვენი ურთიერთობა. მარა ბოლოს იმედები მაინც გამიცრუა, როგორც აღმოჩნდა ჩვეულებრივი იყო.
მანამ სანამ იმედები გამიცრუვდებოდა გზად ჩემი ძველი მეგობარი შემომხვდა. მითხრა შენ ხო არ გაგიჟებულხარო. რას დაეხეტებიო საერთოდ იცი რამდენი საქმეაო?
ის სულ ასეთი მახინჯი არ იყო. ადრე ანგელოზი იყო. მერე ჩათვალა რო პროტესტის შეგრძნება და ამბოხებულობა ნიშნავდა სიცოცხლეს და იმად იქცა, ვინც არის. თავისუფალ დროს პატარა გოგონებს აშინებდა.
მერე ვუთხარი, რო ბელზებუბი მოკვდა და რო თავი დაენებებინა ჩემთვის.
მხარი მივკარი ამ იდიოტს და მერე კაი ხანი დამჭირდა ისევ ჩემი ვინაობის დასავიწყებლად.
ერთი ორჯერ ძველი ნაცნობებიდან კიდევ შემხვდნენ ვიღაცეები, ნათელი მხარე აღფრთოვანებული იყო ჩემით სამოთხეში რაღაც პრივილეგიებს მთავაზობდნენ, რა თქმა უნდა, თუ უზენაესის წინაში მოვინანიებდი ჩემ ცოდვებს. მარა სამოთხის ხსენებაზე ისევ შემაძრწუნებლობის ჟრუანტელი მივლიდა. უბრალოდ აქ მინდოდა ყოფნა მეტი არაფერი.
ხოო, ბოლოს ისე დამთავრდა ჩემი ეს სასიყვარულო ისტორია, რო მან სადღაც ტყეში წამაბოდიალა. მახარა რო ჩემგან ორსულად იყო. ცოტა ხანი იმაზე ლაყბობდა ვინ და რა იქნებოდა ჩვენი შვილი, რო ის მთელ სამყაროს დაიპყრობდა და ასე და ასე. მერე ყველაფერს მივხვდი.
მოსაღამოვებულზე ხელი მომკიდა და ვიღაც ტიპეპთან მიმიყვანა. კოცონის გარშემო სრულიად შიშვლები იდგნენ. ცენტრიდან იმ ვეგანური რესტორნის პატრონი მიღიმოდა. მერე ჩემმა სიყვარულმაც გაიხადა ყველაფერი რაც ტანზე ეცვა და მათ შეუერთდა. ყველამ ერთად დამიჩოქეს. თვალები გადავაბრუნე და ვკითხე თუ რა ჯანდაბა უნდოდა ჩემგან. მომიყვნენ, ჯოჯოხეთში პრივილეგიებიო, ერთმა ცეცხლში კონდიციონერიო, ერთმა ამ ცხოვრებაში მინდაო წარმატება, ერთმა უბრალოდ მიყვარხარ და აქ ამიტომ ვარო. უბრალოდ შენი ყურება მინდაო.
ბოლოს ამოვიოხრე, ჯანდაბა! რატომ არავინ მეკითხება რა მინდა მე მეთქი?!
რა გინდაო, ვიღაცამ წამოიძახა
უბრალოდ ვიჯდე სადმე ხიდზე და ცხელ შოკოლადს ვსვამდე მეთქი.



№1  offline მოდერი Mary Drey

"ღმერთს შიზოფრენია სჭირს."- ამ სიტყვებით ძალიან, ძალიან მაგრად "მაკაიფე". <3
დიდი ხანია ვეძებ ისეთ წიგნს ან ნაწერს, რომელიც პირველივე სიტყვიდანვე მასში ჩამტოვებდა. შენი ნაწერის კითხვისას კი სრულიად სასიამოვნოდ გაბრუებული, ენაჩავარდნილი, სხეულით დაბუჟებული ვკითხულობდი და სული მიწიოდა. აზრზე ხარ, როგორ კარგად წერ?! გრამატიკული უზუსტობები იყო ძალიან ბევრი, მაგრამ ვფიქრობ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეს უზუსტობებიც ძალიან უხდება. ჯანდაბაა... ალბათ კიდევ ძალიან დიდხანს ვიქნები ამ შენი "ნარკოტიკით" გაბრუებული! არა... სიტყვები მწყდება. კიდევ უნდა გადავიკითხო. გადავიკითხო კი არა და თითოეული სიტყვა გულიანად კვლავ წავიკითხო!!

მეორეჯერაც წავიკითხე
ისევ ენაჩავარდნილი ვუყურებ კლავიატურას და უბრალოდ აზრზე ვერ მოვდივარ, როგორ უნდა მოვუყარო თავი იმ ემოციას რაც ჩემში ამ წამს ხდება. ზოგადად გრძნობების სიტყვებით გადმოცემა ყოველთვის ძალიან, ძალიან მიადვილდებოდა. ამდენად ჩამტოვა შენმა ნაწერმა, ბექა?!
შენი ისტორიის წერის დროს ძალიან დიდი კაიფი დავინახე. შენთვითონვე ეკაიფები ზოგჯერ საკუთარ თავს ნაწარმოების შექმნის დროს და მკითხველსაც მაგრად გვაკაიფებ. ეს არის ჩემი აზრით სწორედაც უდიდესი ხელოვნება. პირველ რიგში შენ გსიამოვნებს და შემგომ სხვას ტოვებ შენს ისტორიაში. სიტყვები არ მყოფნის...!
სულ ასე იკაიფე და გვაკაიფე რა...

არ მითხრა, რომ გაგრძელებას არ აპირებ და წიგნის სახეს არ მისცემ ამ შედევრს. იცოდე, მალე დაიდოს შემდეგი თავი... დამოკიდებული გავხდი ამ ისტორიაზე უკვე, როგორც შესაძლოა მთავარი მოქმედი გმირი ცხელ შოკოლადზე.
გელოდები.
შემდეგამდე.

პ.ს. უბრალოდ გაოცების ზე-ნიტში ვიმყოფები!
პ.ს.ს. ჯანდაბა, აქამდე რატომ არ გიცნობდი?
პ.ს.ს.ს. საღამოს შენს სხვა ნაწერებსაც უნდა ჩავუჯდე!

 


№2 სტუმარი guest

სად დაგვეკარგე ღმერთო (ლოხიშვილო) weary kissing_heart
გვჭირდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent