შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ სამი დღე ჩემო პეპელა!(2)


23-06-2020, 00:49
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 9 594

საღამო იყო ,მაგრამ ჯერ კიდევ ნათლად ჩანდა ჩვენი მწვანე ეზო ,რომელიც გაზაფხულის წვიმამ დაასველა .
ყოველი ყვავილს კი თითქოს წყურვილი მოუკლა.
მშვიდად ვუყურებდი ფანჯრიდან ამ მშვენიერ სანახაობას და თან დღევანდელ შემთხვევაზე ვფიქრობდი.
ჩემს პატარას მთელი გულის სჯერა რომ ზღაპარში როგორც იყო ყველაფერი,ეს რეალობაშიცა შესაძლებელი.
-რაზე ფიქრობ ჩემო გოგონა?
მშვიდად მომიახლოვდა დედა და ცხელი სასმელი გვერდით მომიდგა,რაზეც მშვიდად ავხედე.
-არ ვიცი..ცოტა ვღელავ დედა. სწორად ვიქცევი? მის ყოველ ფანტაზიას მხარს ვუჭერ და ვეუბნები რომ ეს შესაძლებელია..მაგრამ ამის გარდა სხვა რა შემიძლია მისთვის გავაკეთო?
არ მინდა ბავშვური ოცნებები დავუმსხვრიო,მაგრამ არც ის მინდა რომ სიცრუის სჯეროდეს.
ეს რომ ვუთხარი ნაღვლიანმა ღრმად ჩაიხვნეშა და გვერდით მომიჯდა.
-ვიცი ჩემი გოგო როგორი რთულია შემთვის მარტოხელა დედობა და როგორ გიჭირს მის გარეშე,მაგრამ აქამდე პირნათლად აღზარდე მართლაც შესანიშნავი ქალიშვილი და დამიჯერე არასწორს არაფერს არ აკეთებ..შენს თავს მიენდე და გჯეროდეს შენი შესაძლებლობების..შენ შესანიშნავი დედა ხარ.
ამის მოსმენაზე თვალები ჩამიწყლიანდა და დედას ხელი ჩავკიდე.
-მადლობა დედა..მართლა დამამშვიდა შენმა სიტყვებმა.
ამის თქმის შემდეგ დედამაც გამიღიმა და მშვიდად უხმოდ მიაჩერდა ჩემთან ერთან ბუნების მშვენიერ სცენას.

5 დღის შემდეგ:
შუადღე იყო,მზე თბილ სხივებს აგზავნიდა დედამიწაზე და გაყინულ სამყაროს სითბოს სჩუქნიდა.
ჩემი პატარა კი ეზოში თამაშობდა და
აქეთ-იქით დახტოდა. მეც მშვიდად ვიდექი ყვავილებში და არსაიდან, უეცრად ამოსულ ყვავილებს ვუვლიდი.

თან ცალი თვალი ბავშვისკენ მქონდა რომ რამე არ სტკენოდა.
ამ ფიქრებში ვიყავი ,ცოტახანში ჩემი გოგონას ბედნიერი სიცილის ხმა რომ მომესმა..ისეთი ბედნიერი იცინოდა რომ დამაინტერესა რა ხდებოდა და ცოტახანს ჩემს საქმეს მოვწყდი.
მაგრამ გავცდი თუ არა ჩვენს ბაღს ადგილზე გავიყინე წინ რომ ასეთი სცენა შემრჩა.
ჩემი გოგოს გარშემო რამოდენიმე პეპელა დაფრინავდა,მას კი ხელში პატარა შუშის კონტეინერი ეჭირა და აბრწყინებული თვალებით იცინოდა.

ხოლო მე რომ დამინახა ჩემსკენ ხტუნვა ხტუნვით წამოვიდა იგივე სახით და ბედნიერმა შემომძახა
-დეე! დეე! იცი რა ვქენი დედაა?
ამაზე მე ღიმილით ვკითხე თუ რა გააკეთა,მან კი სრულიად მოულოდნელი პასუხი დამიბრუნდა.
-დედა ვიღაცას პეპლები დაუჭერია და ამ შუშის კონტეინერში გამოუმწყვდევია..უსუსური მშვენიერი არსებები თავს ვერ ახწევდნენ ამ საშინელ კონტეინერს და იტანჯებოდნენ!
მე კი ბებიას ზღაპარი გამახსენდა , ჩუმად მივიპარე და კონტეინერი მოვიპარე!
შემდეგ კი ყველა გავათავისუფლე დე!
შეხედე,შეხედე როგორი ბედნიერები არიან~!
მხიარულად ყვიროდა და თან ღიმილით მისჩერებოდა პეპლებს,მე კი დაბნეული ვიყურებოდი და ვერ ვხვდებოდი რა მეთქვა...რადგან ვიცი ამ წამს თავში რაც უტრიალებს!
-დედა უკვე სურვილიც ვთხოვე პეპლებს...მათ ვუთხარი რომ მამა დააბრუნონ!
ამის გაგებაზე უკვე თავზარი დამეცა და სააგონებელში ჩავარდი..რა ვუთხრა?! რა გავაკეთო ?!
-ლიზა სასწრაფოთ სახლში შედი"
ეს რომ ვუთხარი თან ცოტა მკაცრად,სახედან ღიმილი მოშორდა და დაღონებულმა ამომხედა.
-რატო დედა? არ გინდოდა რომ მამას დაბრუნება მეთხოვა?
ეს სააბოლო წვეთი იყო და ვეღარ გავუძელი..იმდენიახია უკვე ამას ვისმენ,სულ მასზე საუბრობს და იძახის რომ ერთ დღეს დააბრუნდება!
ამის მოსმენა კი ჩემთვის ყველაზე საშინელი ტკივილია,მაგრამ აქამდე ვითმენდი!
ეს ბოლო წვეთია...ვერ მივცემ უფლებას რომ იმის სჯეროდეს ,რაც არ მოხდება!
-მამაშენი არასოდეს არ დაბრუნდება პატარა...ის ცამ მიისაკუთრა,აქ აღარ გამოუშვებენ ..არასოდეს.
უკვე ცრემლები წამომივიდა თვალებიდან და ნაღვლიანმა ვუპასუხე,რაზეც ფერი ეცვალა სახეზე
-დედა..ნუ ტირიხარ გთხოვ.
აცრემლილი თვალებით მითხრა და ჩემსკენ ხელებ გაშლილი წამოვიდა,რაზეც დავიხარე და გულში ჩავიკარი ,თან ისე რომ ტირილი არ შემიწყვეტავს..ლევან...მჭირდები,ამას თავს ვეღარ ვართმევ.
ვერ ვეუბნები პირდაპირ რომ სისულელის სჯერა და ვერასოდეს ვერ გნახავს.
-მაპატიე დე..მაპატიე,აღარ ვახსენებ მამას თუ ასე გტკივა გული.
ტკივილით სავსე ხმით მითხრა და თვითონაც ატირდა,რაზეც მეტად ჩავიკარი გულში..ისე ვწუხდი რომ სააბოლოდ მომიხდა ჩემი ნამდვილი გრძნობების გამხელა მისთვის,მაგრამ ვეღარ გავუძელი.
-არა შენ მაპატიე პატარა..კონტროლი დავკარგე თავზე. დაივიწყე რაც მოხდა კარგი? წამოდი ყვავილები მოვრწყათ,არ გინდა?
ახალი ყვავილები ამოვიდა ჩვენს ბაღში!
ცრემლიანი თვალებით გავუღიმე და ვეცადე სიტუაცია პოზიტიურად შემომეტრიალებინა,რაზეც თვითონაც ნაღვლიანად დამეთანხმა ღიმილით და ხელი ჩამკიდა..შემდეგ კი ყვავილებისკენ გავემართეთ ერთად.

ორი დღის შემდეგ:
დამღლელი იყო ეს რამოდენიმე დღე ჩემთვის,რადგან იმ ზღაპრის შემდეგ სულ ის ბოლო შემთხვევა მიტრიალებს თავში რაც სწორედ რომ მაგ ზღაპრის ბრალია,ჩემმა შვილმა რომ რეალობად აღიქვა.
დედასაც ველაპარაკე ამაზე და მითხრა რომ დრო სჭირდებოდა ყველაფრის გაასაზრებლად და ჯერ პატარა იყო რომ სიკვდილის რეალური სახე დაენახა.
მაგრამ ის ხომ ასეთი ჭკვიანია ამ პატარა ასაკშიც კი?
ვერ დავიჯერებ ,რომ არ იცის სიკვდილი რა არის სინამდვილეში!
ვერ დავიჯერებ..უბრალოდ მას ამისი მთელი გულით სჯერა და ვერ ვხვდები რატომ.
თუ ასე გაგრძელდა ,მალე სკოლაში მივა და ზუსტად ვიცი რომ ბევრი ბავშვი ამოიჩემებს თავისი განსხვავებული და თვალში მოსახვედრი ხასიათის გამო,რადგან ის სხვებს არ გავს..მამამისიც ასეთი იყო,ის სხვებს არ გავდა.

13 წლის უკან :
არეულობამ ყველას ყურადღება მიქციაა კლასში ,რომელშიც გაკვეთილის გამო სანუკვარი სიჩუმე იყო.
ყველა დაბნეული წამოდგა და ინტერესით მიცვივდნენ ფანჯრებს ,მათ შორის მეც...ეზოში კი ლევანი დავინახე,რომელიც  გიტარაზე უკრავდა და თან ანგელოზის ხმით მღეროდა,გარშემო კი ბევრი გოგო ეხვია ..ბიჭებიც იქვე შორიდან შურის თვალებით უცქერდნენ.
-სალი,მგონი შენ გეძახიან!
ამ სიტყვებით რომ მომიდგა გვერდით ჩემი კლასელი გოგო ,დაბნეულმა მოვაცილე თვალი ლევანს და მას შევხედე.
-ვერ გავიგე? მე რა შუაში ვარ?
ეს ვიკითხე და ლევანის ყვირილიც მომესმა!
-სალი გაკვეთილის ბოლოს აქ გელოდები,სანამ არ ჩამოხვალ მე არ შევწყვეტ სიმღერას!

ეს რომ იყვირა გოგონების ბედნიერი შემოძახილები მოყვა ამას,ხოლო გაბრაზებული მასწავლებელი მეტად გაბრაზდა.
-ლევან შეწყვიტე ამ ალიაქოთის წარმოქმნა და შენს კლასში დაბრუნდი!
გაკვეთილების ბოლოს სასჯელი გელოდება!
ამის გაგებაზე ლევანს მხოლოდ ჩაეცინა და მასწავლებელს მაცდური ღიმილით ამოხედა
-ქაბატობო ლისია,თუ ჩემს სიყვარულს მალე გამოუშვებთ ,გპირდებით აქვე და ახლავე შევწყვეტ სიმღერას და გაკვეთილების ბოლოს ჩემი ფეხით მოვალ თქვენთან.
ამის გაგებაზე სულ გაწითლდა სახეზე მასწავლებელი
-ლევან ვინ გგონია შენი თავი?!
ამ კითხვაზე მან ღიმილით ამოსძახა
-მე მისი მესაკუთრე ვარ და ვითხოვ დამიბრუნოთ ის რაც მეკუთნის.
ამის გაგებაზე სულ გაწითლებულმა ავიფარე სახეზე ხელები და თან ჩავილაპრაკე
- ვერ გადამირჩები!
სირცხვილით თავს არ ვწევდი მასწავლებლის ხმაზე რომ ავწიე თავი -სალომე,როგორც შენი მასწავლებელი მოვითხოვ, რომ კლასი დატოვო და შენი შეშლილი შეყვარებული გააჩერო.
ამის გაგებაზე მეტად შერცხვენილმა გავხედე ჯერ მომღიმარ ლევანს ქვემოდან ,რომ მომჩერებოდა და შემდეგ საწყალი მზერა ისევ გაბრაზებულ მასწავლებელზე გადმოვიტანე
-კარგით ...მაპატიეთ შექმნილი არეულობა!
ესღა ვთქვი და შერცხვენილმა ავუარე გვერდი,შემდეგ კი ჩემი მეგობრის ხმაც მომესმა.
-სალ, დაიჭირე!
წამოიძახა და ჩანთა გადმომიგდო ,რაზეც ღიმილით მოვუხადე მადლობა და გიჟივით გავიქეცი კლასიდან...ხო ის ერთადერთი იყო ,რომელიც თუნდაც  მთელ სკოლას უპირისპირდებოდა ჩემს გამო.

ამ ფიქრებში თვალცრემლიანს ჩამთვლიმა ,მაგრამ ბოლომდე არც ვიყავი ძილის სამყაროში გადასული ჩემი გოგონას აღტაცებული ხმა რომ მომესმა და შევხტი!
-დედა!! დედააა!! დეეე!! გაიღვიძე!
ფეხზე წამოვხტი და გაფართოვებული თვალებით მივაჩერდი რატომღაც უსაზღვროდ ბედნიერ ლიზას .
-რა ხდება პატარა??
აღელვებულმა ვიკითხე,რაზეც მან ხტუნაობა დაიწყო.
-ადექი დე,ადექიი!
ჩემი სურვილი ახდა!
ეს რომ მითხრა ბედნიერმა ,ადგილზე გავშეშდი და გაღიზიანებულმა ვუპასუხე.
-რეებს იძახი ლიზა?
ეს სახუმარო თემა არაა,გთხოვ გეყოფა.
ეს რომ ვუპასუხე მეტად აღელვებულმა ღიმილით მომკიდა ხელები
-გეფიცები დედა! თუ გინდა შენი თვალით ნახეე,მინდორში მამა წევს და სძინავს!
გეფიცები დეე..გეფიცები!
არ ვიცოდი ამ წამს რა მეფიქრა და ერთ წამს მთლიანად გავიყინე ადგილზე..ვიცი რომ ეს სისულელეა,მაგრამ ამის წარმოდგენაზეც კი სულელურად ვბედნიერდები,მაგრამ რეალობას რომ ვიხსენებ გული სევდით მევსება!
-გეყოფა ლიზა,ცუდი თამაშია.
ეს რომ ვუთხარი თითის ქნევით,უეცრად ფეხზე დადგომა მაიძულა ისე მეჭიდებოდა ხელებზე და უთქმელად გამაქანა მინდორის მიმართულებით,რომელიც ჩვენი სახლის უკან მდებარეობდა.
ეს მინდორი ყვავილებითა ყოველთვის გადაჭედილი და ძლიერ უყვარს ლიზას ამ მინდორში თამაში,მაგრამ მე სულ ვუშლი რომ მარტო არ წავიდეს..როგორც ჩანს გაეპარა ბებიამის.


უკვე ამაზე ჩხუბს ვაპირებდი და თან აჩქარებული ნაბიჯებით მივყვებოდი უკან
-ლიზა მინდორში რატომ გაიპა-
და ვეღარ დავასრულე უეცრად რომ გაჩერდა...გაჩერდა და მეც შევჩერდი,წინ კი მართლაც დავინახე რომ ვიღაც მინდორში იწვა.
დავიბენი..ძაალიან დავიბენი!
მამამისში აერია?!
მაგრამ იმდენჯერ ათვალიერებს მის ფოტოებს ,შეუძლებელია..რა ხდება?
ვინაა ეს ბიჭი და აქ რას აკეთებს ამ მდგომარეობაში?!
ძაალიან დაბნეული და გაკვირვებული ვიყავი ,ამიტომ ლიზას ნელა ვუშვი ხელი და შეშინებული მზერით დავიძარი სხეულისკენ.
ნელა ვუახლოვდებოდი და გული უფრო და უფრო მიჩქარდებოდა.
მეშინოდა..მეშინოდა..რას ვიხილავ არ ვიცი,მაგრამ გული ისე სწრაფათ მიცემს ამ წამს რომ მგონია წუთი წუთზე აფეთქდება!
ნაბიჯებს ნელა ვდგავდი,მაგრამ სააბოლოდ სხეულის წინ აღმოვჩნდი...ზემოდან გადავხედე და ყველაზე მშვენიერი და საყვარელი სახე დავინახე..სახე ,რომელიც მომენატრა..ეს სახე...ეს...ეს..ლევანია??

არა,არა..არა..არა...შეუძლებელია!
რაღაც მეჩვენება ..ეს ხო შეუძლებელია!!
-ლევან...ცრემლები წამომივიდა თვალებიდან,ისე რომ ისევ მძინარე სხეულს მივჩერდებოდი,რომელიც აშკარად ცოცხალი იყო და სუნთქავდა!
ეს აშკარად ლევანი იყო.
-წარმოუდგენელია.
შეშინებულმა ჩავიჩურჩულე და თვალები მოვისრისე,მაგრამ ფაქტი სახეზე იყო..ეს ისაა..ისაა...ისაა!!
ამ საგონებელში ვიყავი და უკვე სულ ვკანკალებდი..ჩემი შვილის ძახილი ჩამესმოდა ყურებში ბუნდად,მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი,დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა და ჰაერი ამოიწურა !
უეცრად კი ამ მომენტში დავინახე როგორ გაახილა მან თვალები და დაბნეული ,როგორ მომაჩერდა..ეს თვალები არავის თვალებში არ ამერეოდა,ეს ისაა..ისაა.

ეს იყო და ეს უეცრად რომ გონება დავკარგე .

თეთრ სარაფანში გამოკვეთილი ნატიფი სხეული ,მსუბუქად და ნაზად დაეცა ლევანის სხეულს,რომელმაც რეაგირება მოასწრო და ხელით შეაჩერა ,რომ თავის სხეულს ისე არ დასცემოდა საყვარელი ქალის  სხეული რომ რამე ტკივილი ეგრძნო ქალის ნატიფ ტანს...შემდეგ კი ნაღვლიანად ახედა თავისი ცხოვრების ნათელ წერტილს და ნაზად მოიიქცია ხელებში...არაფერი არ ახსოვდა. მხოლოდ ის იცოდა რომ ეს ქალი ძლიერ უყვარს.
საწყალმა ისიც კი არ იცოდა რომ მოკვდა და შვილი ყავს,მანამ პატარა გოგონას ხმა არ მოესმა შორიდან
-მამა!



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ramdeni xania velodebi gagrzelebass. au zalian daagvianett. axla mainc dadet male raaaaa. mainteresebs ra moxdebaaaa

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან ლამაზი ისტორია ველოდები შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი ანუ

აუ ცუდად დასრულდება ეს ისტორია?
სათაური მაშინებს და ამიტომ ვკითხულობ..

 


№4  offline წევრი bird of life

გულშიჩამწვდომი და სასიამოვნო ისტორიაა. ადამიანს ერთდროულად რომ გააცინებს და აატირებს. მომწონს როგორც წერ და როგორც გადმოცემ აზრს. ასეთი შემართებით დადე ახალი თავებიც. heart_eyes

 


№5  offline წევრი Butterfly122334455

Qeti qimucadze
ramdeni xania velodebi gagrzelebass. au zalian daagvianett. axla mainc dadet male raaaaa. mainteresebs ra moxdebaaaa

მალე დავდებ ახალ თავს❤️❤️

《Sunshine》
ძალიან ლამაზი ისტორია ველოდები შემდეგ თავს
დიდი მადლობა❤️❤️ მალე დავდებ????

ანუ
აუ ცუდად დასრულდება ეს ისტორია?
სათაური მაშინებს და ამიტომ ვკითხულობ..
ისეთი დასასრული აქვს,რომელიც თავიდან არ ჩანს^^
ამიტომ განაგრძეთ კითხვა <3

bird of life
გულშიჩამწვდომი და სასიამოვნო ისტორიაა. ადამიანს ერთდროულად რომ გააცინებს და აატირებს. მომწონს როგორც წერ და როგორც გადმოცემ აზრს. ასეთი შემართებით დადე ახალი თავებიც. heart_eyes

ძაალიან დიდი მადლობა,მიხარია თუ მოგწონთ <3 ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent