შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-ეპიდემია-


29-06-2020, 14:31
ნანახია 636

-2-
იმ ქალისაკენ წავედი, რომელიც დედად გავასაღე, მივუახლოვდი და საწოლზე ჩამოვუჯექი, თვითონ კი კედელს იყო მიყრდნობილი, ქალის ხელი ავიღე და ორივე ხელში მოვიქციე, დახეული ხელთათმანი უკეთია, ქალი უცნაურად მიყურებს, მას წითელი გამონაყარი აქვს, და დაუბანელი სახე ცოტათი გაშავებია
-აქ რას აკეთებ? ახალ ექთანს არ გავხარ-ლაპარაკი უჭირს, ნელა და კანკალით საუბრობს
-შეგიძლიათ მითხრათ აქ რა ხდება და ეს რა დაწესებულება?-მშვიდად ვკითხე ავადმყოფს
-რომ გცოდნოდა გამიკვირდებოდა, რომ იცოდე აქ რა ხდება არ მოხვიდოდი
-ეს მემგონი გიჟია, ფსიქიატრიულში ვართ?-თქვა ევამ, რომელიც ჩემს გვერდით დგას
-გეყოფა ევა-თვალები გადავუბრიალე დას
-ეს დაავადება, გადამდები დაავადება, რომელიც სწრაფად ვრცელდება, აქ უკვე ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხალხს ჩვენგან იცავენ რომ ეს დაავადება არ გავავრცელოთ, ამიტომ გამოგვკეტეს აქ-იმაზე ჩქარა ლაპარაკობს ვიდრე აქამდე და თან ისე ემოციურად თითქოს თეატრის სცენაზეა
-ევა პანიკას არ აყვე, ყვირილი არ დაიწყო, ახლავე მიბრუნდი და გარეთ დამელოდე-ისე ვუთხარი ევას რომ ავადმყოფი ქალისთვის თვალი არ მომიშორებია, ევამ ჩემს მითითებას მიჰყვა და გარეთ გავიდა
-ესიგი თქვენ ამბობთ რომ შეიძლება ქვეყანას საფრთხე დაემუქროს?-თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს და თვალებს ხრის
-აქ რისთვის მოხვედით? არ გეშინია?-მეკითხება ირონიულად და ხელზე მანიშნებს,რომლითაც თავისი ხელი მიჭირავს
-ეს ყველაფერი სისულელეა-ვამბობ და მარცხენა ხელს მკერდზე ვიდებ, სუნთქვა ძალიან მიჭირს, სადაცაა გული წამივა ამიტომ ხელს ზემოთ ვწევს და პირბადეს ვიხსნი
-რას აკეთებ, ახლავე გაიკეთე-დაიყვირა ქალმა, თვალები გადმოსცვივდა თავისი ხელი გამომგლიჯა და კედელს მიეკრო, ცდილობდა ჩემსგან რაც შეიძლება შორს ყოფილიყო
-გაგიჟდი-დაიყვირა ევამ, მკლავში ხელი ჩამავლო და გარეთ გამიყვანა, გარეთ გასულმა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, ფილტვები ამეწვა, ჰაერმა სხეული მოიარა და მშვიდად ამოვისუნთქე, ასე ვაკეთებ როცა ინჰალატორი თან არ მაქვს, ირგვლივ მიმოვიხედე, მზე უკვე ამოსულიყო, ეს ბნელი ქუჩა სინათლემ მოიცვა და ახლა უფრო ნათლად გამოჩნდა ამ ქუჩის სიმახინჯე, საშინელი სახლები, გზები, ხეები, ყველაფერი მოულელი და ჭირისგან შეჭმული, ან მე მეჩვენებოდა ასე იმ ყველაფრის შემდეგ რაც ვნახე.

სკოლის ჭიშკრებს როგორც კი გავცდით დარაჯი მოგვივარდა
-დირექტორი ორივეს გიბარებთ-მოგვახალა დარაჯმა
-ცუდი ამბავია?-კითხა ევამ
-რათქმაუნდა, აბა სკოლიდან რომ გაიპარეთ რაგეგონათ ხელებს დაგიკოცნიდა? თქვენს გამო პრობლემები შემექმნება-ყვირილი დაგვიწყო დარაჯმა
-მომისმინე, გუშინ საღამოს შენი მყრალი პირიდან ხვრინვა რომ არ ამოგეშვა პრობლემები არ გექნებოდა-არ დააკლო ყვირილი ევამ
-შენ ამ სკოლაში დისციპლინას არ გასწავლიან ეტყობა....
-შენ ხო რას ამბობ შენობის დაცვა კარგად გასწავლეს
-გაჩუმდით-დავიყვირე მაშინ როცა ლამის ერთმანეთი გალახეს, დარაჯი ახალგაზრდა კაცია, ასე ოცდაშვიდი წლის იქნება, ჩვენზე ცხრა წლით უფროსი და ცხრაჯერ დიდია, ევაზე რომ დაერტყა მიწიდან აძრობა მომიწევდა. დირექტორთან შევედით, მსუქანი ქალი სავარძელში ჯდას და ისე არის საზურგეზე მიყრდნობილი ცოტაც და აყირავდება, მე და ევას მკაცრად გვისაყვედურა, ლანძღვა არ დაგვაკლო, ჩვენ კი წყნარად ვისხედით სკამებზე და ჩვენი მიმართულებით წამოსულ სიტყვებს ხმაამოუღებლად ვუსმენდით ბოლოს მაინც სასჯელის გარეშე გამოგვიშვა.
-რა საშინელი ქალია და რა მსუქანი-თქვა ევამ როცა კაბინეტიდან გამოვედით
-ცოტაც და სავარძლიანად აყირავდებოდა
-საზამთროსავით გასკდებოდა-სიცილი აგვიტყდა, მივაბიჯებთ დერეფანში, სადაც არავინ იყო, გაკვეთილები ერთ საათში დაიწყება, მოვემზადე ფორმა ჩავიცვი, ნაცრისფერი კუბებიანი მუხლებამდე კაბა და თეთრი პერანგი, მარკირებისა და ბრენდის დასახელების გარეშე, დრო რომ დამჩა საწოლზე დავჯექი და გაკვეთილის გადამეორება დავიწყე, ცოტახანში ევას მეგობრები ვიკი, ბელა და ნუცა შემოვარდნენ ხმაურით და ევას საწოლზე შეხტნენ, რომელიც ჩემი საწოლის პირდაპირაა
-გავიგეთ დირექტორთან ყოფილხართ, გუშინ საღამოს სად გაიპარე? ვინმეს ხვდები?-ეშმაკურად უთხრა ვიკიმ, ჭორების დედოფალმა
-შენ რა დარაჯთან რომანი გაქვს?-კითხა ევამ
-მე არა მაგრამ, ბელას მოსწონს ის ბიჭი და წაფლირტავებაც გამოუვიდა, თან ახალი ამბავიც გაიგო-თვალი ჩაუკრა ვიკიმ ბელას
-გუშინ საღამოს მე და სარამ მისტერ ჯონსონს გავყევით უკან
-სარაც იყო?!-თქვა ვიკიმ და საზიზხარი სახით გამომხედა
-პრობლემა გაქვს?-თვალებში დაჟინებით მივაშტერდი და რაც სათქმელი დამრჩა თვალებით ვეუბნები, მალევე მარიდებს თვალს და ევას უბრუნდება
-მისტერ ჯონსონი ვინმეს ხვდება?
-არა
-აბა სად გაყევით, სადმივიდა?
-იმედია არ მოუყვები-ყველამ ჩემსკენ გამოიხედა
-მიდი მოგვიყევი-უთხრა ვიკიმ, რომელიც ირონიულად მიყურებს
-რომელიღაც დანგრეულ შენობაში შევიდა და ათ წუთში გამოვიდა, მე და სარა გარეთ ველოდებოდით-უთხრა ევამ
-ალბათ რაიმე უკანონო საქმე ქონდა, დანგრეულ შენობაში სხვა რა ესაქმებოდა-დაასკვნა ვიკიმ, გავა ოთახიდან და ხუთ წუთში ყველას გააგებიებს ამ ჭორს, შეიძლება მართალიც კი აღმოჩნდეს ეს ჭორი, უკანონოა როცა მიტოვებულ ადგილას ავადმყოფ, დაინფიცირებულ ხალხს კეტავს და ამის შესახებ არავინ იცის, ნეტავ მისტერ ჯონსონს იქ რა საქმე ქონდა.



№1  offline მოდერი guroo

“ქალის ხელი ავიღე და ორივე ხელში მოვიქციე, დახეული ხელთათმანი უკეთია, ქალი უცნაურად მიყურებს, მას წითელი გამონაყარი აქვს, და დაუბანელი სახე ცოტათი გაშავებია” - აქ დროები გაქვს არეული.
სჯობდა დაგეწერა: ქალის ხელი ავიღე ორივე ხელში მოვიქციე. დახეული ხელთათმანი ეკეთა, უცნაურად მიყურებდა, წითელი გამონაყარი ჯქონდა და დაუბანელი სახე ცოტათი გაშავებოდა.

დდასაწყისისთვის არაუშავს. კარგია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent