შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ სამი დღე ჩემო პეპელა!(5)


30-06-2020, 10:06
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 015

-ანუ ეს სიმართლეა?
მისი ხმა გავიგონე,რომელიც აშკარად უკანკალებდა,მაგრამ არ იმჩნევდა.
-ხო ლევან..ეს სიმართლეა..შენ მოკვდი.
ეს სიტყვები სიმწრით წარმოვთქვი და თვალები მის საფლავს მივაპყრე.
ვერ ვუყურებდი ამ წამს,რადგან ვიცოდი რა ცუდ მდგომარეობაში იქნებოდა.
-ვერ ვიჯერებ..ეს როგორ.
ჯერ კიდევ შოკში იყო და უჭირდა სიმართლის გააზრება,რომელიც ამ წამს წინ ედო.
მე კი სააბოლოდ გავბედე და ავხედე..ავხედე და გული სევდით ამევსო.
თვალები ჩაწყლიანებული ჰქონდა,რადგან ის მწარე სიმართლე იხილა წინ,რომელიც ყველაფერს ცვლიდა.
-მე მოვკვდი.
მე კი ახლა რაც შემიძლია მისთვის გავაკეთო გვერდში დგომა და მისი გაამხნევებაა...მთავარია დაბრუნდა!
განა რაიმე სხვა ამ წამს მნიშვნელოვანია?!
-ლევან ..გთხოვ..დაივიწყე რა მოხდა და რატომ,უბრალოდ მინდა რომ ეს საჩუქარი კარგად გამოვიყენოთ..ვერც კი წარმოიდგენ ამ სიახლოვეზე რამდენი წელია ვოცნებობ..ამ შეხებაზე.
ვუთხარი და მისი ხელი ჩემს სახეზე მოვათავსე,თან თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს.
-სიზმარშიც კი შენ გეძებდი..დავიკარგე შენს გარეშე..განა არ თქვი რომ სიყვარული ფრენას გასწავლისო..მაშინ რატომ დავეცი ძირს და რატომ გამთელა ფეხ ქვეშ..რატომ წახვედი ლევან?სიყვარული თუ უკვდავია ,რატომ მოკვდი?
ვიცოდი რომ ის არაფერ შუაში არ იყო,მაგრამ ამ წამს ზედმეტად ბევრი ემოცია დამიგროვდა და რაც აქამდე შიგნიდან მჭამდა უნდა გარეთ გამომეშვა.ლევანიც  უბრალოდ მშვიდად მისმენდა.
-იცი ლევან ...როდესაც მიწაზე დგახარ და ცაზე ხარ შეყვარებული ყველაფერი ძაალიან რთულია..მე ჩვენს შვილს ვზრდიდი ამ დროის მანძილზე და ვფიქრობდი შენც რომ აქ ყოფილიყავი როგორ იქნებოდა ჩვენი ცხოვრება.
სულელი ვარ..როგორ მოგწვდებოდი ცაში,ჩვეულებრივი ადამიანი,როგორ ლევან?
ცრემლები წამომივიდა თვალებიდან,მაგრამ მაინც არ შევჩერდი და გაავაგრძელე.
-მაგრამ მე სულელს მჯეროდა, რომ ერთ დღეს ეს შეუძლებელიც რეალობად იქცეოდა..ლევან ამიხდა ოცნება და აქ ხარ..აღარ წახვიდე გთხოვ..აღარ მიმატოვო..სიკვდილისთვის ნუ გამწირავ..გევედრები.
ტირილით მივუახლოვდი და გულმკერდზე მივეკარი.
ხელებს მთელი ძალით ვხვევდი წელზე,თვითონ კი იგივე მდგომარეობაში გაშეშებული იდგა..როგორც ჩანს ჯერ კიდევ ვერ გამოდის შოკიდან.
ასე ვეკვროდი ზედ ცოტახანს,ისე რომ თვითონ გაუნძრევლად იდგა,მანამ ცოტახანში ხმა არ ამოიღო.
-მაპატიე რომ ამ ტკივილის გამოცდა მოგიწია...ვერც კი წარმომიდგენია შენს ადგილას თავი,რადგან შენ რომ მომკვდარიყავი ,ალბათ ყველაზე დიდი ეგოისტივით მოვიქცეოდი,არავისზე და არაფერზე არ ვიფიქრებდი და მეც თან გამოგყვებოდი..შენ კი როგორი ძლიერი ქალი ყოფილხარ სალი...ამხელა ტკივილის შემდეგაც განაგრძე ცხოვრება და შვილი მარტომ აღზარდე,თანაც როგორი..დიდი მადლობა და მაპატიე.
მეტს ვერაფერს გეტყვი.
სევდიანად დაიწყო და შემდეგ ბოლო წინადადებაზე ასევე სევდიანად გაიღიმა,რაზეც მეც ღიმილი გადამეფინა სახეზე.
-ვერ ვიჯერებ რომ შვილი გვყავს..მე მამა ვარ.
ეს თქვა და მკრთალად ჩაიცინა,შემდეგ კი მთელი ძალით მომხვია თვითონაც მთელ სხეულზე ხელები და ისე ჩამიკრა გულში,თითქოს ჩემს გაშვებას აღარც აპირებდა.
-იმდენად ძლიერად მიყვარხარ ,რომ არც კი ვიცი როგორ წამიყვანა შენგან სიკვდილმა..ვერ ვიჯერებ.
ყველაზე მეტად კი იმაზე ვბრაზობ, რომ იმ დავადებიდან არაფერი არ მახსოვს...საერთოდ არაფერი .
ჩემი ოჯახიც კი არ მახსოვს იცი?
მხოლოდ შენ მახსოვხარ..შენ.”
მშვიდად მიჩურჩულა ბოლო სიტყვა და შუბლზე ნაზად მაკოცა,შემდეგ კი ვინ იცის ასე ჩახუტებულები მისი საფლავის წინ რამდენხანს ვიდექით.

ამ ემოციური მომენტის შემდეგ გადავწყვიტეთ ,რომ სახლში დავბრუნებულიყავით ჩვენს შვილთან,რადგან ლევანა ბევრი აქვს მისთვის სათქმელი..იძახის რომ თუნდაც 24 საათი გამოუძინებლად მისი ყურება მოუწიოს ,არც კი მობეზრდება...უნდა რომ დაკარგული წლები აინაზღაუროს.
ჩვეულებრივად ვსაუბრობდით გზაში,თითქოს და არც შეცვლილა არაფერი და 5 წლის უკან ის არ გარდაცვლილა.
-ლევან რას იტყვი პატარა პიკნიკზე რომ წავიდეთ ჩვენ სამი?
მომღიმარმა შევთავაზე,რადგან ეს ბოლო საათია მხოლოდ იმის დაგეგმვით ვართ დაკავებულები თუ რას გავაკეთებთ.
-შესანიშნავი აზრია..შემდეგ კი გასართობ პარკსაც ვეწვიოთ..ჩვენმა პატარა გოგონამ მითხრა რომ იმ ცხენებზე უნდა დაჯდეს,რომლებიც ტრიალებენ.
მხიარულად დაასრულა ღიმილით სიტყვა,რაზეც მეც ღიმილით ვუპასუხე.
-უსაყვარლესი გოგონა გვყავს..შეამჩნიე ?
ეს რომ ვკითხე ბედნიერი აბრწყინებული თვალები მიაპყრო ცას.
-კი..შენ  გგავს ასეთი.
თქვა და უეცრად უკნიდან მომკიდა ხელები,შემდეგ კი ჰაერში დამაფრიალა.
-ლევან!! ჯერ კიდევ დღეს გაცოცხლდი გეყოფა!
უნებურად ნერვიულობით ეს რომ ვთქვი ,მერე გაავაცნობიერე რამდენად სასაცილოდ ჟღერდა და ლევანთან ერთად გულიანად დავიწყე სიცილი.
ხო სწორედ ეს..სწორედ ეს სიყვარულია ამ წამს რომ ისევ დავიბრუნე.
ყველაფერს მივცემდი რომ ისევ მქონოდა მასთან იგივეს გამოცდის შანსი,ხოდა ბედმაც გამიღიმა!

სახლში მისულმა ლევანა ვაიძულე დამალულიყო,რადგან ჯერ კიდევ არ მინდა დედამ ამის შესახებ გაიგოს..ჯერ ვერ ვეტყვი, რომ ჩემი მკვდარი ქმარი გაცოცხლდა.
ამიტომ არსაიდან იმ კურორტის ბილეთი შევთავაზე, რომელზეც მე და ჩემი გოგონა ვაპირებდით წასვლას.
ჯერ უარზე იყო,მაგრამ სააბოლოდ დავითანხმე ..სხვათაშორის გაუხარდა.
პირდაპირ თავის ოთახში გაიქცა და ჩემოდნის ჩალაგება დაიწყო,მაგრამ აქამდე მილიონჯერ მაინც მკითხა თუ გავართმევდი მარტო თავს ..რა თქმა უნდა გავართმევ თავს,თან მე მარტო აღარ ვარ.
მხოლოდ ეს გავიფიქრე და შემდეგ დავამშვიდე რომ ამას თავს გავართმევდი!
იმის შემდეგ რაც დედას ვესაუბრე ჩვენს ოთახში დამალულ ლევანს მივაკითხე ,რომელიც ჩვენს გოგოსთან ერთად იყო და ღიმილით ესაუბრებოდა.
როგორი ბედნიერები არიან..ჩუმად ვუყურებ შორიდან და მათი ყურებით ვერ ვძღები.
-მამა..ნახე დედამ რა მაჩუქა..შენია ხო?
მშვიდად ასწია ჰაერში კულონი,რომელიც ლევანს ეკუთნოდა და ბავშვობიდან ჩვენს პატარას ეკიდა ყელზე.
ამაზე ლევანი გოცებული სახით მიაშტერდა კულონს.
-ეს ..როგორ მახსოვს..მიხარია რომ ერთგულად ინახავ ჩემს ნივთს ,რომელიც ახლა რა თქმა უნდა შენია.
ღიმილით უთხრა და პატარა ცხვირზე აკოცა,რაზეც მხიარულად ჩაიხითხითა ლიზამ.
-აბა..დედიკო,სადამდე აპირებ მანდ მალვას და ჩვენს თვალთვალს?!

აი უეცრად ლევანმა მე მომართა ამ წინადადებით და მეც ადგილზე გავიყინე სირცხვილით..ნუ რა,რა მოხდა,მაგრამ ლევანს ყოველთვის ასეთი მწარე ენა ჰქონდა!
-არ გითვალთვალებდით,ეს ცუდი ნათქვამია..გიყურებდით.
ღიმილით ვუთხარი და ოთახში შევედი..კარი კი საგულდაგულოდ გადავკეტე.
-აბა..რა ამბებია?
იკითხა ლევანმა და ლიზა კალთაში ჩაისვა.
-დედა სიხარულით დამეთანხმა და ხვალ დილით სახლს დატოვებს.
ასე რომ ერთი აღარ მოგიწევს მალვაში იყო.
მშვიდად ვუთხარი ,მაგრამ თან მეღიმებოდა..რადგან ძაალიან უცნაური სიტუაციაა!
ანუ დედაჩემს ვუმალავ ჩემს მკვდარ ქმარს,რომელიც ჩემმა 5 წლის ქალიშვილმა როგორღაც გააცოცხლა,არც კი ვიცი როგორ!
ამას არანაირი ახსნა არ აქვს!
-კარგი,კარგი..დავიმალები.
ღიმილით თქვა და ლიზას თბილად ჩაეხუტა
-ხვალიდან ჩვენი თავგადასავალი იწყება პატარა.
თბილად უთხრა და შუბლზე აკოცა,რაზეც მეც გვერდით მივუჯექი და ლევანს ღიმილით დავადე მხარზე თავი.
აი ოჯახი..ესა ჩემი ოჯახი,რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
მე ,ლევანი და ლიზა.

3 საათის შემდეგ:
უკვე ყველანი ვიწექით და ლიზასაც უკვე ჩვენს შუაში ეძინა და რატომღაც მეგონა რომ ლევანსაც ეძინა.
რაც შემეხება მე, მე ვერ ვისვენებდი.
რა თქმა უნდა ეს ისეთი დღე იყო, რომ საფიქრალიც თავზე საყრელი მქონდა და ვეღარ ვჩერდებოდი,თვალსაც ვერ ვხუჭავდი გეფიცებით!
თან კი ლევანს ვუყურებდი და ერთ წამს არ ვაცილებდი თვალს.
როგორი მშვიდად სძინავთ ორივეს..ლევანს ეხუტება ჩვენი პატარა და ანგელოზებს გვანან.
-ისევ იგივე ჩვევა?
უეცრად ლევანის ხმაზე რომ შევხტი ,მივხვდი რომ შევცდი და არ ეძინა!
-არ გეძინა ანუ.
ღიმილით ვთქვი და თან ლამაზ სახეზე მოვეფერე.
-არა..როგორ დავიძინებ..ვგეგმავდი რომ ძილში შენთვის მეყურა მთელი ღამით,რადგან შენით ვერ ვძღები ..მაგრამ ვინ მაცდის?
ეს რომ თქვა გამეცინა.
-საასაცილო ხარ ლევან..ისევ ისეთი როგორიც სკოლის პერიოდში იყავი..ჯიუტი,მოფლირტავე და საკუთარ თავში დარწმუნებული.
ეს რომ ვუთხარი ,თვითონაც გაეცინა.
-ხო...მაგრამ რაც მინდა იმას ყოველთვის ვიღებ სამაგიეროდ..შენ მომინდი და მივიღე კიდეც ის რაც მინდოდა..თავი შეგაყვარე..ვცდები?
ეს რომ მითხრა მაცდური ღიმილით ,ნელ-ნელა ფეხზე წამოვდექი და მისკენ ნაზად დავიხარე,შემდეგ კი ამდენი წლის შემდეგ ნაზად ვეამბორე ტუჩებზე .
მისი ტუჩები ისევ ისეთი ტკბილი და ფუმფულა იყო,როგორც ადრე.
მისი კოცნა ...ეს რაღაც სიზმარს გავს,რომელიც მეგონა რომ არ ახდებოდა მისი სიკვდილის შემდეგ.
ნელა მოვშორდი მის ტუჩებს და ჯადოსნურ თვალებზე მივაჩერდი.
-მხოლოდ სიზმარში ვხედავდი თუ როგორ გკოცნიდი..ახლა კი ისევ შემიძლია შეგეხო.
ვერც კი წარმოიდგენ რა ბედნიერი ვარ.
ღიმილით ვუთხარი,რაზეც ასევე ღიმილით მიპასუხა.
-როგორც ჩანს სიზმარშიც კი არ გასვენებდი.
მის პასუხზე გამეცინა!
-ხო...მაგრამ არც გამჩემია სურვილი, რომ გაგცეოდი.

-გინდაც ასე ყოფილიყო,მგონი რომ ვერც გამექცეოდი..ამის უფლებას არ მოგცემდი.

მეორე დილით:
დილით რომ გავიღვიძეთ სახლში უკვე მარტონი აღმოვჩნდით..დედა უკვე წასულიყო და ლევანსაც დამალვა აღარ მოუწევდა.
-დედაა,მამა!! გაიღვიძეთ რა!
ჩვენს ზემოდან ხტუნაობდა ლიზა,რის შედეგათაც მალევე გამოვფხიზლდი და თვალები გავახილე,შემდეგ კი ლევანს გადავხედე ,რომელსაც ჯერ კიდევ ეძინა..ვაღიარებ ცოტა ავნერვიულდი.
-ლევან.
მშვიდად დავუძახე და ნაზად შევარყიე მისი სხეული,მაგრამ მას რექცია არ ჰქონდა...ოღონთ ეს არა!!
ისევ რომ დავკარგო..არა,არა.
-ლევან,ლევან!
უკვე პანიკაში ჩავარდი და ძლიერად შევატოკე მისი სხეული,შეიძლება ითქვას რომ უხეშადაც .
უკვე ტირილს ვაპირებდი ,ლევანმა რომ ღიმილით გაახილა თვალი.
-ნუ ღელავ ცოცხალი ვარ.
ეს რომ თქვა გულზე მომეშვა და ამხელა პანიკის შემდეგ ქანც გამძვრალი უკან საწოლზე გადავარდი ისევ.
-გთხოვ ასე ღრმად აღარ ჩაგეძინოს.
სერიოზულად ვუთხარი,რაზეც ლევანმა მხოლოდ გაიცინა და დამპირდა ,რომ აღარ დაიძინებდა ისეთი ღრმად რომ შევეშინებინე.

-აბა რას იტყვით,ეზოში ვის უნდა საუზმე?
მხიარულად ვიკითხე ,რაზეც ორივემ ერთხმად დაიწყეს წამოძახილები.
-ჩვენ გვინდა,ჩვენ!
ამაზე მე ჩავიცინე და საჭმლის კეთებას შევუდექი ..თან ნათლად ვხედავდი სამზარეულოს ფანჯრიდან როგორ ეთამაშებოდა ლევანი ლიზას და როგორი ბედნიერად იცინოდნენ ორივენი...მაგრამ..მაგრამ..ერთი რაღაც მაბნევდა.
რატომღაც ლევანის გარშემო უამრავი პეპელა მოგროვდა. არ ვიცი ლევანი ამას თუ ამჩნევდა,მაგრამ მე რომ უცნაურად მომეჩვენა ეს ყოველივე ზუსტად ვიცი.
ამაზე ვფიქრობდი და თან მიკვირდა ასეთი უცნაური გრძნობა რატომ მეუფლებოდა ამ პეპლებს რომ ვუყურებდი..მანამ..მანამ ის ზღაპარი არ გამახსენდა...თუ მართლაც ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი როგორც ზღაპარში ,სავარუდოდ იგივე წესები იმოქმედებს აქაც,რაც ზღაპარში იყო!
ამის გააზრებაზე ანერვიულებული მოვშორდი სამზარეულოს და უხეშად მივაგდე იქვე წინსაფარი,შემდეგ კი წიგნების თაროს მივარდი და პანიკაში მყოფმა დავიწყე ყველა წიგნის გადმოყრა!
-სადაა,სადაა! სადაა ის დაწყევლილი წიგნი!
თან გაღიზიანებული და შეშინებული ვბუტბუტებდი და თან გამალებით ვეძებდი იმ ზღაპრის წიგნს..სააბოლოდ კი ვიპოვე.
-ჯანდაბა..თუ ყველაფერი ისეა როგორ მგონია-
ჩუმად ჩავილაპარაკე და ვერც კი დავასრულე სათქმელი,იმდენად სანერვიულო იყო ეს ყოველივე,რასაც ვვარაუდობდი.



№1  offline წევრი 《Sunshine》

აუ ხო ჰეფი ენდით დასრულებ ?

 


№2  offline წევრი bird of life

აღარ ვიცი რა ვთქვა, საოცრად ემოციური და განსხვავებული მოთხრობაა... ისე მეც ლიზა მქვია და ზედმეტსახელად პეპელას მეძახიან, საოცარი დამთხვევა ხო? sweat_smile ერთ რამეს გთხოვ, ლევანი ცოცხალი დატოვე რა, თორემ ჩემი გული ამდენს ვერ გაუძლებს sweat_smile heart_eyes

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

zalian gansxvavebuli da uchveulo istoriaa. tbili. emociuri da zgapruli. ar gkarnaxobb. avtori shen xar da tviton cyvet ambis gagrzelebas. magram visurvebdi mat siyvaruls daemarcxebinot sikvdili. bolovbolo ararealurad mainc moxdes es.yochaggg

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიიი... მალე დადე შემდეგი :'(

 


№5 სტუმარი სტუმარი ანი

《Sunshine》
აუ ხო ჰეფი ენდით დასრულებ ?

აუუუ როგორ მეშინია რომ ცუდად დასრულდება შენ ვერ წარმოიდგენ..

 


№6  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
აუ ხო ჰეფი ენდით დასრულებ ?

ცოტაც დარჩა და ყველაფერს გაიგებ ❤️❤️

bird of life
აღარ ვიცი რა ვთქვა, საოცრად ემოციური და განსხვავებული მოთხრობაა... ისე მეც ლიზა მქვია და ზედმეტსახელად პეპელას მეძახიან, საოცარი დამთხვევა ხო? sweat_smile ერთ რამეს გთხოვ, ლევანი ცოცხალი დატოვე რა, თორემ ჩემი გული ამდენს ვერ გაუძლებს sweat_smile heart_eyes

კარგია ლიზა ,მიხარია თუ მოგწონს ❤️❤️
მეც პეპელას მეძახიან ზედმეტ სახელად????❤️
რაღაც საერთო გვქონია????
არ იბერვიულო ,იმედები არ გაგიცრივდება????

Qeti qimucadze
zalian gansxvavebuli da uchveulo istoriaa. tbili. emociuri da zgapruli. ar gkarnaxobb. avtori shen xar da tviton cyvet ambis gagrzelebas. magram visurvebdi mat siyvaruls daemarcxebinot sikvdili. bolovbolo ararealurad mainc moxdes es.yochaggg

უღრმესი მადლობა❤️❤️❤️
უკვე დასრულებული მაქვს და სულ ცოტა დარჩა,რომ დასასრული თქვენც იხილოთ❤️
მგონია რომ იმედები არ გაგოცრივდებათ❤️

სტუმარი ანი
ვაიიი... მალე დადე შემდეგი :'(

მალე დავდებ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent