შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ სამი დღე ჩემო პეპელა(4)


29-06-2020, 11:26
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 967

მისი გული ფეთქავს..ანუ ნამდვილია,აქაა და თანაც ჩემს წინ .
ცრემლიანი თვალები ავარიდე და თავი ჩავხარე. როგორ მინდა ამ წამს ბოლო ხმაზე ვიტირო ,მაგრამ ჩემი შვილის წინ ამას ვერ გავაკეთებ.
-სალომე გამარკვევ რა ხდება?
და აი უეცრად მისი მონატრებული ხმაც გავიგონე და ისევ გაოცებული და ცრემლებით ჩაბნელებული თვალებით ავხედე.
-ლევან...როგორ?
ხმის კანკალით ვიკითხე,მაგრამ როგორც ჩანს ისიც ასევე გაუგებრობაში იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა!
-მე ვერ ვხვდები.
კიდევ ერთხელ ჩავილაპარაკე და თან ლიზას გავხედე,რომელიც მომღიმარი მიცქერდა.
-ლიზა,მართლა ეს სურვილი ჩაუთქვი ?
ან საერთოდ მითხარი შენც ხედავ ამ წამს მამაშენს?
ცრემლების წმენდით ვკითხე,რაზეც მხიარულად დამიქნია თავი.
-ხო დეე! მამა მართლა აქაა,მაგრამ გთხოვ უთხარი რომ გამიხსენოს,უთხარი ვინ ვარ.
მომღიმარმა რომ დაიწყო და ნაღვლიანად დაასრულა, გული გამიტყდა.
-სალომე..ამიხსნი ერთხელ და სამუდამოდ რა ხდება და რა მამაზე და სურვილზეა საუბარი?
ვერაფერი ვერ გავიგე..ვიძინებ,ვიღვიძებ და შენ ბოლო ხმაზე ტირი,მიყვირი ,მეკითხები თუ ნამდვილი ვარ და თან პატარა გოგონა მხვდება,რომელიც მეუბნება რომ ჩვენი შვილია...მითხარი გავგიჟდი ??
თუ რატომ ვერაფერს ვერ ვიხსენებ?

ეს წამი ჩემთვისაც და ჩემი გოგონასთვისაც მძიმე იყო,რადგან ადამიანი ,რომელიც ყოველთვის ასე გვეკლდა და გვჭირდებოდა აქაა და გვიჭირს ამის აღქმა,გვიჭირს...მაგრამ ამ წამს ვაცნობიერებ რომ ეს ლევანისთვის უფრო მძიმე იქნება.
როგორ ვუთხრა რომ მოკვდა??!
როგორ დავაჯერო რომ რაღაც პეპლების გამოა ამ წამს ცოცხალი?!
ეს შეუძლებელია...შეუძლებელი!
მეც კი არ მჯერა ამის ბოლომდე და ის როგორ დაიჯერებს?
ვერ ვეტყვი ასე უბრალოდ ,რომ ხუთი წელია მოკვდა რაღაც ამოუცნობი დაავადებით და ახლა მის შვილს მარტო ვზრდი !
მაგრამ სხვა არჩევანი მაქვს?
"ლევან...სანამ დავიწყებ..
მშვიდად ჩავილაპარაკე და თავ ჩახრილმა მოვიწმინდე წამოსული ცრემლები,შემდეგ კი ხელები მოვხვიე წელზე და მთელი ძალით მივეკარი,ისე რომ ტირილი არ შემიწყვიტავს.
-სალი..კარგად ხარ?
მშვიდად მკითხა და თმაზე მომეფერა,რაზეც მეტად ვუმატე ტირილს.
-იცი როგორ მენატრებოდი?
ჩუმად ჩავიჩურჩულე და ხელი რომ წამოიღო ჩემს სახესთან და ნაზად მომეფერა ,სულ დავუკოცნე .
შემდეგ კი მისი ჩახუტებით ასე თუ ისე გული რომ ვიჯერე მოვშორდი და გაბრწყინებული თვალებით შევხედე,შემდეგ კი ღრმად ჩავისუნთქე და ეველინს გავხედე.
-პატარა გთხოვ მე და მამა ცოტახანს მარტო დაგვტოვე,შენს ოთახში იყავი და არ გამოხვიდე.
ეს რომ ვუთხარი ,ლიზამ თავი დამიქნია და უსიტყვოდ დატოვა ოთახი. ალბათ როგორ დავაბნიე ჩემი პატარა,მე მის წინ ასეთ მდგომარეობაში არასოდეს ჩავარდნილვარ. მისი გაჩენის შემდეგ პირობა დავდე საკუთარ თავთან, რომ ჩემს ცრემლებს არ დავანახებდი არასდროს,მაგრამ დღეს ეს პირობა დავარღვიე.
ლიზამ ოთახის კარი მოხურა თუ არა ,ისევ დაბნეულ ლევანს შევხედე და ხელები ჩავკიდე ,შემდეგ კი თავი მოვიმზადე და დავიწყე.
-ლევან არ ვიცი ამას დაიჯერებ თუ არა და არც ის არ ვიცი რამდენად რეალურად ჟღერს ეს შენთვის,მაგრამ შენთვის რაღაც ძაალიან მნიშვნელოვანი სათქმელი მაქვს.
ეს რომ ვუთხარი თან შევხედე და დავინახე რამდენად უცნაური გამომეტყველებით მიყურებდა,თითქოს გაბრაზებული.
-სალომე...ჩემი შვილია  ის პატარა გოგონა?  თუ სხვა გყავს მითხარი ,არ დამიმალო და შეწყვიტე ჩემი გაგიჟება.
ეს რომ თქვა ,ძალით სიმწრით გავუღიმე და საწოლისკენ დავიძარი ..ნეტავი მართლა სიცრუე იყოს და უბრალოდ გღალატობდე .
-ეს არაფერ შუაში არაა..მე შენ არასოდეს არ გიღალატებდი,რადგან სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.
ეს რომ ვთქვი თან ჩაცრემლილი თვალებით ნაზად მოვუსვი სახეზე ხელი,შემდეგ კი ღრმად ჩავისუნთქე და საშინელი სათქმელისთვის მოვემზადე -ლევან ...შენ...შენ...როგორ გითხრა..იცი...შენ..
ვერა და ვერ მოვაბი თავი სათქმელს...როგორ უნდა მეთქვა ეს?
-გისმენ..გთხოვ სიმართლე მითხარი.
მშვიდად მითხრა და სახეზე ნაზად მომკიდა ხელი.
-ჯონგუკ...იცი..შენ..შენ ..
5 წლის უკან გარდაიცვალე.
ეს ვთქვი და თავი ხელებში ჩავიდე...არ მინდოდა ამის მოსმენის შემდეგ მისი სახე დამენახა...არ მინდოდა...ამას ვერ გავუძლებდი!
მაგრამ იმას საერთოდ არ მოველოდი რომ გაიცინებდა.
-კარგი რა,ხუმრობ?
სიცილით იკითხა და ნაზად მომეფერა თავზე ,რაზეც ნერვიულად დავიწყე მეც ძალით სიცილი,შემდეგ კი თავი ჩავხარე ისევ და უნებურად ისევ ცრემლები წამომივიდა.
როგორ?!! როგორ ვესაუბრო საკუთარ ქმარს საკუთარ სიკვდილზე..ამ წამს ისედაც ისეთ უცნაურ სიტუაციაში ვარ და ვერ შევიკავებ თავს, რომ არ ვიტირო!
ის ჩემს წინაა...ადამიანი ,რომელიც სამყაროა ჩემთვის ,ჩემს წინ ზის.
რამდენჯერ მინატრია რომ თუნდაც ერთი წამით მენახა სანამ გარდაიცვლებოდა და მომესწრო იმის თქმა თუ რამდენს ნიშნავს ჩემთვის,მაგრამ ყოველთვის ვიცოდი რომ ეს მხოლოდ ჩემი ოცნება იყო.
მაგრამ მაშინ რატომ ზის ის ამ წამს ჩემს წინ?
-ლევან..არ გატყუებ,სერიოზულად გეუბნები..შენ მკვდარი ხარ.
ძლივს ვთქვი სიტყვა "მკვდარი" რადგან მძულდა ეს სიტყვა!!!
-კარგი რა...გთხოვ..ხუმრობის გარეშე.
მაინც არ დაიჯერა რა თქმა უნდა ,რაზეც ჩავიხვნეშე და მაინც ვეცადე რომ ბოლომდე მეთქვა ყველაფერი,თუნდაც არ დაიჯეროს ეს.
-არ გახსოვს ალბათ,მაგრამ შენ ერთი ამოუცნობი დაავადებისგან მოკვდი ..შემოდგომა იყო,17 ნოემბერი,საღამოს 7 საათი...როგორ მახსოვს...შენი გარდაცვალების შემდეგ კი სიცოცხლე აღარ მინდოდა,მაგრამ შემდეგ გავიგე რომ ფეხმძიმედ ვიყავი..გავიგე რომ შენ შვილი მაჩუქე და არსებობდა რაღაც რის გამოს სიცოცხლის გაგრძელება ღირდა.
სწორედ ის პატარა გოგონა მამას რომ გეძახის..ის მართლა შენი შვილია ლევან,მართლა მამამისი ხარ,არანაირი ღალატი არ არსებობს!
რომ მოვრჩი საუბარს მაინც დაბნეული მიყურებდა და რა თქმა უნდა ისევ არ სჯეროდა მოსმენილი.
-კარგი,კარგი..დავუშვათ დავიჯერე ეს სისულელე,მაგრამ თუ ასეა ალბათ იმის ახსნაც არსებობს თუ როგორ გავცოცხლდი.
ეს თქვა და ხელები გაადაჯვარედინა..მე კი უკვე თავი ხელებში მოვიქციე ...ახლა რომ ვეტყვი როგორ გაცოცხლდა ,მართლა აღარ დაიჯერებს რომ ეს სიმართლეა. უბრალოდ შეუძლებელია ეს ზღაპარი დაიჯეროს,მაგრამ სხვა გზა მაქვს?
სხვა სიმართლე არ არსებობს ამის გარდა!
-კარგი..ეს ყველაზე რთული დასაჯერებელია ვიცი,მაგრამ ...მოკლედ..როგორ დავიწყო არც კი ვიცი...იცი..დედაჩემი ჩვენს გოგოს ზღაპრებს უკითხავს სულ და ერთი ზღაპარი წაუკითხა სადაც თუ ბუნების არსებას იხსნის ის შენ სურვილს-
უეცრად გამაწყვეტინა
-გთხოვ მთავარზე გადადი.
მთავარი,მთავარი არ არსებობს ამის გარდა!
-ლევან როგორც ჩვენმა შვილმა მითხრა ,მან პეპლები გაათავისუფლა ,რომლებიც შუშის კონტეინერში იყვნენ დამწყვდეულები და როგორც ზღაპარში იყო, მან სურვილი ჩაუთქვა რომ გაცოცხლებულიყავი..ამგვარად..
მოვრჩი საუბარს და ვერ გავბედე რომ ამეხედა და მისი სახე დამენახა..ალბათ გიჟი ვგონივარ ამ წამს.
-აჰა..ანუ იძახი რომ პეპლებმა
გამაცოცხლეს?
ხმა რომ გავიგონე ავხედე და წარბ  აწეული სახით დამხვდა ლევანი
-ლევან?
შიშით დავუძახე,რადგან მეშინია რა რეაქცია ექნება!!!
ან გიჟად ჩამთვლის ან თვითონ გაგიჟდება !
-რამე ნარკოტიკულ საშუალებას იღებ ?
გაკვირვებულმა იკითხა და თვალებზე მომაჩერდა ,რაზეც სხვა გზა არ დამრჩა და ერთი გადაწყვეტილება მივიღე!
-მისმინე..არ მინდოდა ამის გაკეთება,მაგრამ როგორც ჩანს სხვა გზა არ მაქვს.
ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
-გთხოვ დაიმალე..დედას ვეტყვი რომ ლიზა დაიტოვოს და ერთ ადგილას წაგიყვან,რაც დაგარწმუნებს რომ სიმართლეს გეუბნები.
ეს რომ ვუთხარი ,შეკრული შუბლით მკითხა.
-და რატომ უნდა დავემალო დედაშენს?
შენი ქმარი ვარ ,საყვარელი ხომ არა.
მითხრა და ხელით გამაჩერა,რაზეც მე ამოვიოხრე და უკვე გაწვალებულმა ამ სიტუაცით ვუპასუხე.
-მან იცის რომ მკვდარი ხარ..ახლა რომ დაგინახოს ,შეიძლება ინფაქტმა დაარტყას!
ეს რომ ვუთხრი მეტად ეჭვის თვალებით მომაჩერდა და შემდეგ დაბნეულმა ამარიდა უბრალოდ მზერა და ხელიც ნელა მიშვა.
-კარგი ასე იყოს..მაინტერესებს რას მანახებ და როგორ დაამიმტკიცებ შენს მოყოლილს.
ეჰ ლევან..როგორი დარწმუნებული ხარ შენს თავში,მაგრამ ვერც კი წარმოიდგენ რამდენად სიმართლეა,რაც გითხარი!
როგორ მინდა რომ მართლა ტყუილი იყოს ეს ,მაგრამ ეს სიმართლეა..მე კი სხვა გზა არ მაქვს და ამაში უნდა დავარწმუნო.
დედას რომ მივუყვანე ლიზა ,თან გავაფრთხილე რომ მასთან არაფერი არ ეთქვა ლევანის დაბრუნების შესახებ ,ისიც დამპირდა რომ არაფერს არ ეტყვის და დიდი იმედი მაქვს ,რომ ასეც იქნება.
-კარგი წავიდეთ.
მშვიდად ვუთხარი დამძიმებული გულით და თან ხელი მოვკიდე ხელზე ,რაზეც  მშვიდად ღიმილით ჩამომხედა.
-რა იყო ერთ წამსაც ვერ ძლებ ჩემს გარეშე?
ამის მოსმენაზე მკლავზე მივეხუტე.
-ვძლებ..ამაზე მეტხანსაც ვძლებ და გავძელი,მაგრამ ამ წამიდან თავიდან ვეღარ მომიშორებ ლევან.
ეს რომ ვუთხარი ჩემი ხელი ასწია და ღიმილით მაკოცა.
-მიხარია პატარა.

ამ მკვდარ და მიტოვებულ ადგილას რატომაა გაზაფხული ასეთი მშვენიერი?
როგორ გადაფენია ხის ყვავილები საბანივით ყოველ საფლავს,თითქოს და ათბობსო გაყინულ უსულო სხეულებს.
ადელაინი კი ფიქრობდა...ნუთუ მკვდარი სხეულებიც გრძნობენ სიცივეს?
ეს ხომ ყველაზე მდუმარე ადგილი იყო ...ადგილი ,რომელიც მიტოვებულია.
ადგილი,სადაც ლევანი იხილავდა საკუთარ საფლავს.
არ უნდოდა სალომეს. რომ ამ გადაწყვეტილებამდე მისულიყო.
არ უნდოდა ,რადგან იცის რამდენად რთული დასანახი იქნება მისთვის საკუთარი საფლავის ხილვა,მაგრამ სხვაგვარად ვერ გააგებინებს რა ხდება.

-მორჩა ..აქ ვართ.
ანერვიულებულმა ვთქვი და სასაფლაოებს გადავავლე თვალი,რაზეც ლევანმა გაკვირვებით ჩამომხედა.
-აქ რა გვინდა?
ეს რომ იკითხა ,თან ზუსტად ვიცოდი რომ ისედაც იცოდა ამის პასუხი ,ამიტომ ერთი სიტყვით ვუპასუხე.
-ნახავ.
შემდეგ კი მასთან ერთად გავემართე წინ.
მალევე გავჩერდი ნაცნობ საფლავთან..საფლავთან ,რომელზეც ღაამები მითენებია ტირილში ,ზოგჯერ კი ზედაც კი დამძინებია.
-ხშირად მოვდიოდი აქ ლიზას დაბადებამდე და  გელაპარაკებოდი ...ყველაფერზე გელაპარაკებოდი ლევან,გეძახდი..სულ გეძახდი .
ნაღვლიანათ ვთქვი ,ისე რომ თავი არ ამიწევია..ამ წამს ლევანი ალბათ თავის საფლავს უყურებს და მიხვდებოდა კიდეც რომ სიმართლეა რაც ვუთხარი.

-ანუ ეს მართალია?
მისი ხმა გავიგონე,რომელიც აშკარად უკანკალებდა,მაგრამ არ იმჩნევდა.
-ხო ლევან..ეს მართალია..შენ მოკვდი.



№1 სტუმარი სტუმარი ანი ანი

ვაიმე დედაა, რატოა ასე ემოციურიიი :'(
სუ მატირებს...
შენს პასუხს ჩემს წინა კომენტარზე (წინა თავზე რომ დავწერე) იმედინსნაპერწკლად მივიღებ და მოსალოდნელ დასასრულს ასე თუ ისე იმედიანად შევხედავ მარა მაინც მეშინია ცუდი დასასრულის :'(

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

დამისივდა გოგო თვალები ცოტათი მაინც გაგვახარე .:დ წარმატებები

 


№3  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
დამისივდა გოგო თვალები ცოტათი მაინც გაგვახარე .:დ წარმატებები

ამას რომ მოვრჩები შემდეგს ისეთს ვიწყებ,რომ თუ წაიკითხავ გაგეცინება და დაგავიწყდება რაც იტირე :D :D

სტუმარი ანი ანი
ვაიმე დედაა, რატოა ასე ემოციურიიი :'(
სუ მატირებს...
შენს პასუხს ჩემს წინა კომენტარზე (წინა თავზე რომ დავწერე) იმედინსნაპერწკლად მივიღებ და მოსალოდნელ დასასრულს ასე თუ ისე იმედიანად შევხედავ მარა მაინც მეშინია ცუდი დასასრულის :'(

მალე დავასრულებ და იმედია კმაყოფილი დარჩები ❤️❤️

 


№4  offline წევრი bird of life

ძალიან, ძალიან ემოციური იყო და არ ვიცი უბრალოდ რა ვთქვა, მაგარიაააა heart_eyes

 


№5  offline წევრი Butterfly122334455

bird of life
ძალიან, ძალიან ემოციური იყო და არ ვიცი უბრალოდ რა ვთქვა, მაგარიაააა heart_eyes

ძაალიან დიდი მადლობა ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent