შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ იტირო, ღიმილაკო...

3-07-2020, 23:32
ავტორი belle...
ნანახია 2 182

- ასე რატომ მომექეცი?
სიცივისგან გათოშილი ხელები ციებიანივით გიცახცახებს, მუდამ სისხლივით წითელ ბაგეებს კი ნაცრისფერი აქვთ მიღებული, გული მიკვდება ასეთს, რომ გიყურებ. მზერა... მაშინებს შენი მზერა, მკვდარი, უსიცოცხლო, უფერული.
- როგორ შეგეძლო ასე მოქცევა?
კითხვას მიმეორებ, ჯიუტად, მომთხოვნად, ბრაზნარევი სასოწარკვეთით. ყბაზე კუნთი გეჭიმება, მე კი ყელში ბურთი მეჩხირება, მინდა გიპასუხო, მაგრამ ხმა არ ამომდის, გაყინულ ბაგეებს ბგერებს ვერ ვწიწკნი, მიძალიანდებიან, მეურჩებიან, ხელს მკრავენ, რატომ? შენ მაინც ვერ გაიგებ და ისევ გული უნდა მეტკინოს... მეტკინოს, ის უცვლელი და შენსავით ჯიუტი ფაქტი, რომ მუდამ მისმენდი, მაგრამ არასოდეს გესმოდა ჩემი, ამიტომ დუმილს ვამჯობინებ, ისევ...
- გითხარი...
თავდაჯერებასთან ერთად ხმაც გებზარება, ჩემ წინ მუხლმოყრილი იჩოქებ. სიცივისგან შეღონებულ სახსრებს ძალა ეცლებათ, თუ შენ გეცლება ფეხქვეშ მიწა? ალბათ ორივე. ნაცნობია ეს შეგრძნება ჩემთვის, მეც მომკვეთია მუხლი, სულშეხუთულს, ძვლებდალეწილს, ღონემიხდილს, უცრემლოდ. არა... ნიშნს არ გიგებ, შენს ტკივილს ვიზიარებ უბრალოდ.
- გითხარი...
რა მითხარი?? რა??? ამოღერღე, ნერვს ნუ მაწყვეტ! ნერწყვს ძლივს ყლაპავ, გაყინულ ღაწვებზე თბილი ცრემლები დაგიძრწიან, უხმოდ, უჩუმრად, უკვალოდ. საშინლად ვეჭვიანობ, ოდესღაც მათ ადგილს ხომ ჩემი ტუჩები ანაცვლებდნენ, ხმადაბალი ჩურჩულით, ნაზი ალერსით, თბილი ღიმილით... გახსოვს? მე მახსოვს... კანის სურნელიც კი მახსოვს შენი, განსხვავებული, არომატული, ტკბილი და ოდნავ სველი, მოიასამნისფრო...
- გითხარი, ჰაერივით მჭირდები-მეთქი... უშენობას ვერ გადავიტან-მეთქი, ესეც ხომ გითხარი?!
როგორც იქნა სიტყვებს თავი მოუყარე. წყენა ბრაზში გადაგდის, ბრაზი ტკივილში, ტკივილი ღრიალში, ისევ ილეწება ხერხემალი, იმ გარდაუვალი ფაქტის შეგრძნებით, რომ უკვე გვიანია, ძალიან გვიანია ყველაფერი. ჩემს ფეხებთან დანთხეულ შენს ბოღმას ცრემლნარევი ღიმილით ვეგებები, რაც არ უნდა იყოს გრძნობ, ჯერ კიდევ გრძნობ, ესე იგი გადარჩები. განიერი მხრები გიცახცახებს, გული მტკივა, ახლა ისე მტკიცედ ვერ გამოიყურებიან როგორც ყოველთვის. გიყურებ, გიყურებ როგორ გამტვრევს დაუნდობელი ტკივილი და პირამოკერილი მრისხანება ძვლებში და შენთან ერთად ვილეწები, შენ კი ვერაფერს ამჩნევ, ისევ... მწარედ მეღიმება, ახლაც კი არ შეცვლილა არაფერი, ახლაც კი...
ვამჩნევ, რაღაცის თქმას ცდილობ, მაგრამ არ გამოგდის. რატომ? სიტყვებს ვერ არჩევ? თუ ახლა რაიმეს თქმა ზედმეტი გგონია? იქნებ დაგვიანებული? არადა გულისყურით გისმენ, სიტყვა, რომ არ გამომრჩეს, ოდნავ დაძაბული. მოთმინება აღარ გყოფნის, ვეღარ უძლებ, ვხედავ, რომ ვეღარ უძლებ, ძალაგამოცლილი და გაბოროტებული ფეხზე ნელა დგები, ნერვიული სიცილით თავს აქნევ და უცხოდ მაშტერდები, თითქოს მადანაშაულებ, რომ წავედი, მიგატოვე, გაგექეცი.
გრძელი თითებით უხეშად იმშრალებ სახეს, მაგრამ ცრემლები მაინც არ ისვენებენ, თითებს უსხლტებიან, ღაწვებს მიაპობენ და წვერში უჩინარდებიან, ღიმილაკებთან, იმ ღიმილაკებთან, ასე რომ მიყვარს და დღეს არაფრით მაღირსე. დამშვიდობების დრო მოვიდა, შენს მზერაში ვკითხულობ, წასვლას აპირებ. გული მეწურება, ყელში ისევ ბურთი მეჩხირება, მინდა გთხოვო, ნუ დამტოვებ! აქ სიბნელეა, ცივა, აქ ყველაფერი მარტოობის სუნად ყარს, მივიწყების ფერებით. წყეულიმც ვიყო, ვერც მაშინ მივეჩვიე და ვერც ახლა ვეგუები.
- დავბრუნდები...
გაყინული ბაგეებიდან ერთი სიტყვა გცდება უტეხ პირობად, უტეხი ჟინით. ცრემლებში ღიმილი მერევა, სულში სინათლე, მორჩილად გიქნევ თავს, უჩვეულო სიმშვიდით, უკვე გამთბარი სხეულით, უკვე გამთბარი მზერით, რადგან ზუსტად ვიცი, რომ სხვა თუ ვერაფერი ამას მაინც შემისრულებ, ვიცი, დაბრუნდები...
გრძელ თლილ თითებს, ფაქიზად მოალერსეს, ჩემკენ ნელა იწვდი და ნაზად მეფერები ქვად ქცეულ სხეულზე... შენს შეხებას ცოცხალივით, რომ გრძნობს, ჰო, იმ სხეულზე... ბოლო ცრემლი, ბოლო კოცნა, ბოლო ალერსი... ჯანდაბა, ეგოისტო, ერთი მაინც გამიღიმე წასვლამდე! საფლავის ქვას ჩავლილი მერყევი ნაბიჯები, წარსულის სინანულით, ვერ მოღწეული დღეებით, არ შემდგარი შეხვედრებით, ვერ გადალახული პრობლემებით, ვერ დაძლეული შიშებით, ჯანდაბაში მიკარგული გამბედაობით, დამძიმებული სხეულით, დამძიმებული სულით, ჩამუქებული ფიქრებით. ვერ მხედავ, მაგრამ თვალს გაყოლებ, ისევ მეღიმება... არ იდარდო, ნუ განიცდი, როცა იქნება, სადაც იქნება, ზუსტად ვიცი, ერთმანეთს ისევ შევხვდებით...

პ.ს. მომენატრეთ, მეგობრებო ^_^ <3 <3 პატარა, "ჩიხისეული" განწყობით შემოგირბინეთ ^_^ <3 <3

№1  offline წევრი დარინა

ლამის თვალები გადმომცვივდა ბუდიდან თურმე როგორ მომნატრებია შენი სიახლეებიი, ძველი დრო გამახსენდა 12 რომ ველოდებოდი სულმოუთქმელად. ჩემი თბილი და ტკბილი გოგოო ყველაფერი საუკეთესო მემეტება შენთვის ❤️❤️❤️❤️

№2  offline ახალბედა მწერალი belle...

დარინა
ლამის თვალები გადმომცვივდა ბუდიდან თურმე როგორ მომნატრებია შენი სიახლეებიი, ძველი დრო გამახსენდა 12 რომ ველოდებოდი სულმოუთქმელად. ჩემი თბილი და ტკბილი გოგოო ყველაფერი საუკეთესო მემეტება შენთვის ❤️❤️❤️❤️

დაროოოო შტერი ბავშვივით ვიკრიჭები ახლა, რომ იცოდე როგორ მომნატრებია აქაურობა როგორ მომნტრებია შენი მოლოდინი ვაიმეეე ;დდდდ სიხარულისგან მეტირება იდიოტივით ;დდდდ <3 <3 <3 <3 არა აქაურობას სულ სხვა სურნელი აქვს ^_^ სახლის <3 <3 <3 მიყვარხარ დარო <3 <3

№3  offline წევრი დარინა

belle...

მართლა რომ ჩემი თბილი და უზომოდ საყვარელი გოგო ხარ, რომელიც ძალიან ძალიან მიხარია საიტზე რომ მოხვედიი. იმ წუთის მადლობელი ვარ შენ აქ ჩვენთან მოსვლა რომ გადაწყვიტე შენი საოცარი ისტორიები გაგვიზიარეე და ყველას შეგვაყვარე თავიი, აი ძალიან ძალიან მიხარია შენი წაკითხვის საშუალება რომ მაქვს, კალანდიასავით უზომოდ ბედნიერი ვარ შენ რომ მყავხარ ❤️❤️❤️

№4 სტუმარი მარი. ელ❤

ვიტირო თუ ვიცინოოო??? რა გრძნობები მოგაწვა აბა შენ დაარქვი სახელიი???? რაღაცა ამაღელვებელი იქნება ხოვიცი როცა იქნება.....????

№5  offline ახალბედა მწერალი belle...

ჩემო თბილო ტკბილო საყვარელო <3 <3 <3 <3 როგორ შემაყვარე თავი შე გადარეულო შენ ;დდდ <3 <3 <3 მეც და კალანდიაც უზომოდ ბედნიერები ვართ შენ რომ გვყავხარ ;დდდ <3 <3 <3 ყველაზე მაგარი გულშემატკივარი და კალანდია შენია სხვა ვერ ლება დაჟე არც ის დაობს ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდ <3 <3

მარი. ელ❤
ვიტირო თუ ვიცინოოო??? რა გრძნობები მოგაწვა აბა შენ დაარქვი სახელიი???? რაღაცა ამაღელვებელი იქნება ხოვიცი როცა იქნება.....????

სევდა... <3 <3 <3 მიუწვდომელი სურვილების სევდა <3 <3 <3 გამოუთქმელი და აუხდენელი ოცნებების სევდა <3 <3 მიუხედავად გულით ნანატრის და მაინც მიუღწეველის <3 <3 აუ დავიგრუზე ;დდდდდდ <3 <3

№6 სტუმარი მარი. ელ❤

ვაა შენც თუ დაიგრუზე მიხარიაა????❤ მარა ამდენი მიუღწევლობა სევდა ტანჯვა ცრემლები რავიცი რა გულმა უნდა გაუძლოოოოს...... მარაა ერთი ნაღდი მეეც მინდაა????

№7 სტუმარი შენი ერთგული მკითხველი

მომნატრებიხარ )) მაგრად მომნატრებიხარ ))) მალე დაბრუნდები? გული ამიფრთხიალდა რომ დაგინახე. თვითონ ხარ სევდა. მონატრების სევდა))

№8  offline ახალბედა მწერალი belle...

მარი. ელ❤
ვაა შენც თუ დაიგრუზე მიხარიაა????❤ მარა ამდენი მიუღწევლობა სევდა ტანჯვა ცრემლები რავიცი რა გულმა უნდა გაუძლოოოოს...... მარაა ერთი ნაღდი მეეც მინდაა????

რა ბოროტი ხარ მარიამ ;დდდდდდდდდდდდდ <3 <3 რავიცი ვნახოთ. როცა დრო მოვა თვითონ გადაწყვიტე მოგინდება თუ არა წაკითხვა :***

შენი ერთგული მკითხველი
მომნატრებიხარ )) მაგრად მომნატრებიხარ ))) მალე დაბრუნდები? გული ამიფრთხიალდა რომ დაგინახე. თვითონ ხარ სევდა. მონატრების სევდა))

ვაიმეეე ძალიან საყვარელიი ^_^ ^_^ <3 <3 <3 <3 ძალიან ვეცდები მალე დავბრუნდე <3 <3 <3 მეც ძალიან მომენატრეთ ყველა <3 <3 გმადლობ თბილო <3 <3 <3

№9  offline წევრი ნანა73

ბელ, რა იყო ახლა ეს?
ჩიხისეული განწყობა?
მაშინებს და მიზიდავს წარმოუდგენლად...
ოხ! ეს ჩანახატები...
ვერც კი წარმოიდგენ როგორ გელოდები შენი ბობოქარი ისტორიით.
ყოველდღე მიტრიელებ გონებაში და გელოდები.
საყვარელო... ❤️❤️❤️

№10  offline ახალბედა მწერალი belle...

ნანა73
ბელ, რა იყო ახლა ეს?
ჩიხისეული განწყობა?
მაშინებს და მიზიდავს წარმოუდგენლად...
ოხ! ეს ჩანახატები...
ვერც კი წარმოიდგენ როგორ გელოდები შენი ბობოქარი ისტორიით.
ყოველდღე მიტრიელებ გონებაში და გელოდები.
საყვარელო... ❤️❤️❤️

მალე დავბრუნდები ნან ძალიან მალე <3 <3 <3 მიყვარხარ <3 <3

№11 სტუმარი მარი. ელ❤

იძულებულს მხდი რო ბოროტი ვიყოო❤❤???? ნეიტრალიტეტის დედოფალი მირჩევნია იყო????❤❤

№12 სტუმარი სტუმარი კატო

სად ხარ დაკარგული, გოგოოოო :დდდდდ მომენატრეეე <3333 ასე უეცარი გამოჩენებით ერთ დღეს რაღაცას დამმართებ რაა :დდდ

№13  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი კატო
სად ხარ დაკარგული, გოგოოოო :დდდდდ მომენატრეეე <3333 ასე უეცარი გამოჩენებით ერთ დღეს რაღაცას დამმართებ რაა :დდდ

ჩემი კატერინააა ^_^ ;დდდდდდდდდ <3 <3 <3 მეც მომენატრე საყვარელო <3 <3 <3 <3 დავბრუნდები მალე სულ მალე <3 <3 <3

№14 სტუმარი სტუმარი ხათუნა

კარგია,მაგრამ მტკივნეული. მადლობა

№15  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი ხათუნა
კარგია,მაგრამ მტკივნეული. მადლობა

სანამ ადამიანს იმედი გააჩნია, მისთვის მზე ყოველთვის გამოანათებს, ყველაზე საშინელი ქარიშხლის შემდეგაც კი <3 <3 <3 ტკივილი კი ცხოვრების ნაწილია, საშიში არაფერია <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent