უცვლელი გრძნობა
ამ ჯადოსნურ დღეს მე გეტყვი, რაც მე დიდხანს, დიდხანს ვერ ვთქვი: "ეს გრძნობა მე მკლავს და მფერფლავს," სიყვარული ყველგან ელავს! ცხოვრებაში ხარ მთავარი, ჩემი გულის ხარ მტარვალი, მე მიყვარხარ, მუდამ გნატრობ! შენი ცქერით მუდამ მათბობ! რომ გიყურებ, ვიწვი ვხვდები! ჟრუანტელი მივლის, ვკვდები! შენ ვერასდროს მე ვერ გწვდები, მსგავსი გრძნობით ვერ შემხვდები! მე შენს თვალებს კვლავაც ვეტრფი, ამ ნათენებ ღამეს ვერ ვთვლი! მე ვთქვი სხვაგან წავალმეთქი, მაგრამ რა ვქნა, ვერა ვერ გცვლი! ერთადერთი შეუცვლელი შენ ხარ, ჩემო ანგელოზო, მზად ვარ ცხოვრების ბოლომდე, სიკვდილამდე დაგელოდო! გთხოვ გაიგე რომ ერთი ხარ, ჭეშმარიტი საოცარი! ჩემს თავთან ამის სათქმელად, მრავალჯერ მაქვს ნაომარი! შენზე ვფიქრობ და სამყარო ისევ, ისევ ქრება, ქრება და ვიცი, რომ აქ შენს ნაცვლად ვეღარავინ ვერ გაჩნდება! მიყვარხარ და კვლავაც ვხვდები, რომ არ განმეორდები! მინდა კიდევ შეგახსენო, მუდამ დაგელოდები! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.