შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანი


4-07-2020, 14:42
ავტორი sanii
ნანახია 832

ქუჩები სავსე იყო მანქანით, გარშემო მტვრიანი და ჩვენ, ადამიანები, რომლებიც ამ მტვერს ვსუნთქავდით. საუკუნეებია უკვე ასე ხდება და პროტესტის ნიშანი მოსახლეობის 85% არ უჩნდება, მე იმ 15%ში შევდივარ, რომელთაც არ სიამოვნებთ ასეთი არეულობა. თუმცაღა, არც იმის ძალა შესწევთ, რომ რაიმე შეცვალონ ამ საკითხთან დაკავშირებით. სახლში აღზრდილი ლეკვები დაბანილები, დავარცხნილები, ვაღიაროთ რომ ზოგ ადამიანზე უკეთ გამოიყურებიან.
***
უკვე მეტროში ვარ, საუბარში დრო მალე გადის, რა თქმა უნდა, ეს მოსაუბრესთვის.
საკუთარ თავში დაკარგული თინეიჯერები, რომელთაც გარდატეხის ასაკი აქვთ. ასე რომ მე კი არა, თავადაც არ იციან რა სურთ.
-გუშინ დედას ვეკამათე.
-მერე? რატომ?
-სათითაოდ მკითხე, თორემ შენც ნერვებს მიშლი.
-რატომ იკამათეთ?
-არ გვიკამათია ვიჩხუბეთ. - თვალები გადაატრიალა და მეგობარს ისე შეხედა გეგონება მას ეცვა ,,ბოზურ” სტილში.
-თუ გააგრძელებ მოგისმენ, თუ არა და როგორც გინდა...
-ჩემს ჩაცმულობას ისევ აკრიტიკებს.
-და მერე?
-მერე ის რომ არ მომწონს. სტილი ჩემია ვის ეკითხება რამე?
მეორე გოგომ შეწუხებულმა ამოიხვნეშა და პასუხი აღარ გასცა.
მთელი ეს დრო მათ უკან ვიდექი და ვუსმენდი.
ამ ლოდნიში ფიქრებმა წარსულში გამიტყუა.
ის გოგონა ალბათ თქვსმეტი ან ჩიდმეტი წლის მაინც იქნებოდა, მეც ვიყავი მისი ასაკის, მაგრამ ასეთი ჩაცმულობა არ მიტაცებდა, პირიქით, მაღიზიანებდა. რაც შეეხება კამათს, კი, მე და დედასაც გვიკამათია. სასიამოვნოდ მახსენდება ყველა ის დავა, ნეტავ მისთვის დამეჯერებინა.
მატარებელი მოვიდა, კარები გაიღო და შევედი.
***
ჩამოვედი. მივაბიჯებ დიდი სიამაყით, ჩემი მოკლე, მთლიანი კაბითა და გადღაბნილი სახით. სწორი შეხედულება დაგრჩა პაემანი.
ანდაც არა, სიტყვა პაემანი არ გვინდა. მოდი მას ვუწოდოთ ,,ოცნების ბიჭთან” შეხვედრა. ოცნებაში გოგო ან ბიჭი არ შეგიქმნიათ? ვიღიმი, ფოსოებს ვკვეთ ჩემს ლოყებზე. მე მარტივად შემიძლია შევქმნა ადამიანი ვისთან ერთადაც შემიძლია ვიცხოვრო უსასრულოდ, მანამ სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს!!!
დავუბრუნდეთ,ალექსანდრეს უპს,დეტალები თავისით ცვივა ციდან. მმმ როგორია?
შენით თუ არ ნახავ, არც დამიჯერებ.
გზა განვაგრძე. მივედი იმ კაფესთან, სადაც ის მელოდა, მაგრამ ვიტრინიდან თვალი მოვკარი თუ არა, ორი ნაბიჯით უკან დავიხიე. გავშეშდი და საკუთარი თავის კონტროლი სულ დავკარგე. წამდაუწუმ ტელეფონს ამოწმებდა, ალბათ მესიჯს ელოდა.
აი ახლა ის მომენტია რომ ამბობენ,, იმენაა საჩემოაო რაა”
ვუყურებ და მიყურებს.
მოიცა მიყურებს?
ჩემი მზეა. მარტო ჩემი.
კარგი ხო, თავში არ აუვარდეს.
მოდის ახლოს... და წნევა დამივარდა, ფაფუ, ახლა ანის გული წაუვა,ეს იყოდა ვეღარაფერს ვხედავდი...
***
თვალები გავახილე და მის სახეს ვხედავდი. სახეზე ნერვიულობა ეტყობოდა. ეს მზერა მიყვარს,მთელი დღე განუწყვეტლივ შემიძლია ვუყურო მას და მის სახის ნაკვთებს,მის თითოეულ მიმიკაში ხელის მოძრაობასა და სუნთქვის რითმში ვხედავ მომავალს და შესაძლებელ პრობლემებს.
ადამიანის ასე შეყვარება იდეალურია,ხოლო მისი ერთგულება უკვე ადამიანობა.
გვერდით მედგა მაღალი ბიჭი. ფორმაზე შევატყვე რომ მომსახურე პერსონალია, სველ ხელს ყელზე მადებდა და ცდილობდა ჩემს მდგომარეობიდან გამოყვანას.
უცბად ვიღაცის ხელმა ჩამიფრინა წინ და ჰოი საოცრებავ, ალქესია, როგორც ჩანს ამ ბიჭის საქციელი მისი მოთმინების ზღვარს გადასცდა.
-კარგად ვარ, გეყოფა- დამცინავად ვუთხარი.
-ცოტა კიდევ. - ან სახეზე მეტყობოდა რომ ავად ვიყავი ან უბრალოდ ჩემზე შეხება სიამოვნებდა და დროს წელავდა.
-კარგი.
რამოდენიმე წუთი ალექსი თავის საქმეს აგრძელებდა ბოლოს კი გაჩერდა ,ეშმაკურად შემომხედა და მითხრა
-რა დაგემართა? საჭმელი ჭამე დღეს?ექიმთან იყავი?
-მეტროში უჰაერობა იყო. - მხარზე ხელი დავადე და თვალებით ვანიშნე რომ არ იყო გაგრძელება საჭირო.
-კარგი წავიდეთ მაშინ-დამშვიდებული ტონით მითხრა.
წამოდგომაში მომეხმარა და ხელი მომხვია.
კარებს რომ მივუახლოვდით,უკან გაიხედა მიმტან ბიჭს აკვირდებოდა და გამარჯვებულის სახით შესცქეროდა. ნეტავ იცოდეს როგორ საყვარალად სასაცილოა ახლა.
-ინერვიულე?
-კი
-ძალიან?
-ძალიან ძალიან.
-სანერვიულო არაფერი ყოფილა მაგრამ არაუშავს- თბილად გამიღიმა და რაღაცნაირად კიდე დავიბნიდე.
-უკეთ ვარ. -ამაყად ვუთხარი რამოდენიმე წამის შემდეგ- ჰაერზე გასეირნება არ მაწყენდა.
-კარგი აქვე პარკია და შეგვიძლია იქ წავიდეთ.
გამიხარდა რომ დამთანხმდა, მაგრამ არ შევიმჩნიე მაინც ,გოგო ვარ რა.
გზას ნელა გავუყევით ხელი არცერთი წამით გაგვიშვია ერთმანეთისთვის.
-შაკო როგორ გყავს?-ტუჩები გამობზიკა.
-მშვენივრად. - გავუღიმე.
-კარგია.
-ხო ალბათ, რატომ მკითხე?
-და რატო არ უნდა მეკითხა?-ეჭვის თვალით შემომხედა.
-რავიცი, როდის იყო წყვილში, ბიჭი გოგოს ეკითხებოდეს, ის ბიჭი როგორაა, რომელსაც მოსწონხარო?
-სულ არ მაინტერესებს როგორაა,მაინც მოვიკითხე ზრდილობის გამო,რამე სხვა არ იფიქრო-წარბ აწეულმა დაამთავრა მისი სიტყვა.
-ზრდილობა არა?
-დიახ.
-კარგი სანი ეგრე იყოს. - ირონიულობა შევაპარე. - მიყვარხარ იდიოტო.
-მეც მიყვარხარ. - ბედნიერმა და ცოტა დამორცხვილმა მიპასუხა.
-არ გინდა რომ ჩამეხუტო?-რაღაც ძალიან გავთამამდი და აჰააა ვატყობ კისერი უნდა მოვიტეხო.
-მინდა როგორ არ მინდა,ან ეგ ვის არ უნდა.
ახლოს მივიწიე და ისე ჩავეხუტე, რომ მისი გულის ფეთქვა მესმოდა და თითოეულ ვენაში სისხლის დინებას ვგრძნობდი.
შემეძლო მასთან ერთად დავრჩენილიყავი. ასე მთელი ცხოვრება მხოლოდ მე და ის,ეს უკვე სამოთხე არის,ნუ ჩვენთვის და სხვისთვის მნიშვნელობაც არ აქვს.
სიჩუმე დავარღვიე და საათი ვიკითხე.
საკმაო დრო გასულა.
-უნდა წავიდე სანი.
-ასე მალე?
-მალე?-გაოცებულებმა შევხედეთ ერთმანეთს.
-ხო, მალე.
- საქმე მაქვს, დასალაგებელი რაღაცები და მოკლედ რა.
-როგორც ჩანს ჯერ კიდევ ვერ მოეწყვე არა?
-ნწუ-ფოსოები კარგად გამოვკვეთე.
-წამოდი წავიდეთ.
-ადექი ხო.
-ავდექი უკვე წავედით. - მივაშტერდი.
-არ მოდიხარ კაცო? - ვითომ გაიკვირვა.
-ზიხარ და როგორ წავედით ალექსანდრე?
-არა მე ავდექი, უბრალოდ შენ ვერ მხედავ.
-როგორ აარა აი ჩემს გვერდით დგახარ. - თვალები გადავატრიალე
-კარგი,კარგი.
-ნუღა ბუზღუნებ და ადექი.
-კი როგორ არა. - გაბუტული ბავშვივით დაიჭყანა.
-სიყვარულო ადექი რა-თბილად და წყნარად ვუთხარი.
-ვდგები.
ასე მივდიოდით,თბილისის ქუჩები უფრო მელამაზა,სიხარულით და ბედნიერებით სავსე გახდა,მიუხედავად იმისა რომ აქაურობის ცნობით ვერ დავიკვეხნი. მივუახლოვდით სახლს და დამშვიდობების დროც დადგა.
-ბევრს საქმეს ნუ გააკეთებ მაინც, ცუდად არ გახდე ისევ.
-არ იდარდო.
-მოდი ჩემთან -ნაზად მიმწია ახლოს და შუბლზე მაკოცა. ხელი გავუშვი და კიბეებზე სწრაფად ავირბინე. შორიდან მომაძახა
-მოგწერ.
-კაიი-მეც მალე მივაყვირე, თან გულში ვფიქრობდი აქედან არ გამასახლონთქო.
ბნელოდა საკმაოდ,ამიტომ გასაღების პოვნას დიდი ხანი მოვანდომე.
უკვე ნერვები მღალატობს სად ჯანდაბაშია. ეგღა
მაკლია სახლის გასაღები დაკარგული იყოს ახლა და წინდაუხედავის იარლიკი აკრული მაქვს.
-შენი დედაც ვატირე, სად ჯანდაბაში წახვედი!
ქვედა სართულიდან ფეხის ხმა გავიგე, ამან კიდევ უფრო დამძაბა.
-საან,შენ ხარ?
პასუხს არავინ მცემდა
-ალექსანდრე ასე მაშინებ,ხომ იცი რომ მეშინია მსგავსი რაღაცების,ხმა ამოიღე თუ შენ ხარ.
პასუხი ისევ ვერ მივიღე და უკვე გავღიზიანდი.
მობილურის დახმარებით ვცადე მოძებნა მაგრამ, უცბად ვიღავ დამადგა თავზე და პანიკური კანკალი ამიტყდა.
ტელეფონი ავწიე, სახეზე მივანათე, მაგრამ ვერ ვიცანი.
-უკაცრავად, რამე მოხდა?- შეშინებულმა ვიკითხე.
-არა. - მშვიდად მიპასუხა.
-მაშინ რატომ მადგახართ თავზე, უზრდელობაა!
-თავიდანვე რატომ ბრაზობ?
-აბა ბოლოში?
-ეგეთი როგორ ხარ.
-და შენ?
-მეე?-დაბნეულმა მკითხა.
-დიახ შენ!-კატეგორიულად მივუგე.
-დაგინახე ცუდად რომ გახდი.
-მერე შენ რა?
-რატომ მეიაზვები?
-საერთოდ არ გეიაზვები, უბრალოდ როგორიც ხარ ისე იღებ ნათქვამს.-დიდი ამბიციები გამოვაჩინე.
-მე რა ვარ შენ არ იცი და ბევრს ნუ ილაპრაკებ.
-შენ რა მიბრაზდები? თავში არ აგივარდეს იდიოტო, თავზე მე არ დაგადექი და მანიაკივით არ დაგყვები უკან.
-არცაა აუცილებელი დამყვებოდე, სადაც ხარ იქ იყა..-სიტყვა შევაწყვეტინე.
-ხოდა მაცადე იქ ყოფნა, სადაც ვარ კარგი? გზა ფართოა ნახვამდის!
-მომიკითხე რა.
-უკვე ნერვებს მიშლი. - გაბრაზებული წამოვხტდი და წელში გავსწორდი,მაგრამ ჩემზე მაღალია.
-ახლა თქვი და გინდა და წადი, არ გამაბრაზო თორე მამაკაცურ ღირსებებს დაემშვიდობები!
-იცი რას გეტყვი?
-რას?
-არაფერი დაიკიდე- გატრიალდა და კიბეებზე ჩაირბინა.
-დებილო! - მივაყვირე და ტელეფონმაც დარეკა. ჩემს ბედზე სანია.
-რა ქენი დალაგდი?
-დავლაგდი? - დაბნეულმა ვიკითხე.
-რა მოხდა?
-ვიღაცა იყო, მერე გასაღები დავკარგე.
-სად ხარ?
-კარებთან.
-რა კარებთან.
-ვაიმეე, ჩემი ბინის კარებთან.
-მოვალ მანდ იყავი.
-წასასვლელი ხო მაქ რაა.
ათი წუთიც არ იყო გასული, ისე ამოირბინა კიბები.
-კისერი ხო არ მოიტეხე გზაში სისწრაფისგან?
-ცნობისთვის ფეხით ვარ.
-სანი რა უნდა ვქნა?
-რას იზავ?
-სად წავიდე?
-სად წახვალ?
-მოგხვდება. - ცხვირი ავიბზუე.
-მოგხვდება.
-დებილი ვარ.
-ახლა მიხვდი? - მისი ვითომ გაოცებები.
-უკაცრავად?
-ვინ ვიღაცაზე მეუბნებოდი?
-არ ვიცი ვინ იყო. ასე დებილივით დამადგა.
-რა უნდო...
-რა მინდაო და მომიკითხეო.
-ვი..
-ვინო და არ უთქვამს.
-ასე უნდა გამაწყვეტინო ახლა? - დამებღვირა.
-ხო რა ვიცი.
ის იმდენად მაღალია საწყლად ავხედე.
არა!
მე კი არ ვარ დაბალი, ისაა მაღალი!
იდიოტი!
***
ცოტა ხანი ვიარეთ და სანის ბინასთან შევჩერდით.
-წამო შემოდი.
კარებთან შევყონვდი. რას იფიქრებდნენ მეზობლები? თუმცა ეგენიც კაი გარეკილები არიან.
-ჩაი თუ ყავა?
-ტანსაცმელი.
-რა?
-ტან-სა-ცმე-ლი. - საყვარლად დავუმარცვლე.
-ჩემი ტანსაცმელი კარადაშია ნახე რამეს იპოვი.
-შენი არა სანი, ჩვენი!
სანამ რაიმეს იტყოდი კარი ცხვირ წინ მივუხურე. კმაყოფილმა მოვიზომე ყველაფერი და მხოლოდ საუკეთესო ავირჩიე. მაისურს ვიცვამდი, როდესაც ჩემი იდიოტი შეყვარებული შემოვარდა.
-ანი გირეკა - პაუზა აიღო და ამათვალიერა. -ვენ.
-გადი ბიჭო. - ავიფარე მისი მაისური, უფრო სწორედ ჩვენი!
ჯინაზე იდგა და თვალებს არ აშორებდა ჩემს სხეულს. მისი მზერა მჩხვლეტდა.
-ანიი..
-გადი-მეთქი.
-დედაშენია.
ტელეფონი იქვე დადო და კარისკენ გაიპარა. სანამ გავიდოდა რამდენჯერმე მაინც შემომხედა. ზარს ვუპასუხე და ჩვეულებრივი დიალოგით შემოვიფარგლე.
ის უკვე ჩაის ასხავდა.
-ძალიან გიხდება, მაგრამ ცოტა მოკლე ხო არაა? - შემომხედა.
-არა.
-ლუკა უნდა ამოვიდეს და რა ვიცი, მაინც..
-მე ეს მინდა!
-კარგი. - ჩაიცინა. - ანნ ყველაფერს შემისრულებ?
-აბა ჩამომხედე. - ფეხის წვერებით მივუახლოვდი.
-გისმენ.
-და რა გინდა რო გავაკეთო?
-მაგალითად მაკოცო.
-გაკოცო?
-ხო.
-რატომ?
-რატომ? - ჩაეცინა.
-ხო რატო.
-იმიტო რომ -ხელი შემომხვია და ახლოს მიმიზიდა.
სანამ რაიმეს მეტყოდა ზარის ხმაც გაისმა.
-ლუკაა? - ამოვიწუწუნე.
-უფრო მურმანის ეკალი.
-გეთანხმები სან.
ლოყაზე ვაკოცე და ჩაის ჭიქა ავიღე.
***
-მოდი ლუკა.
ჩვენი ქერას შემოსვლამ დაასხივა აქაურობა (ისე ამას დავადევი კრამიტი.) გამიღიმა და სავაძელში ჩამოჯდა.
-როგორ ხარ ლუ?
-როგორც მხედავ.
მობილურის ასაღებად დავიხარე, როდესაც ბიჭებმა დაუსტვინეს.
-ძალიან გრძელი მაისური გაცვია, მგონი სჯობს დავამოკლოთ. - ასისინდა ლუკა.
საწყალი თვალებით შევხედე სანის, ის კი გამარჯვებულის როლში მიყურებდა.
-ალექსას სხვა არ ქონდა და..
-როგორ მეცოდები ბიჭო. - ქერამ ამჯერად მას შეხედა განცვიფრებული სახით.
მოულოდნელად ჩემი ტელეფონის ეკრანი განათდა. მესიჯი უცნობისგან. გავხსენი და ლამის ენა გადავყლაპე.
"მომიკითხე?"
ტანში გამცრა. მეთქვა თუ არა ბიჭებისთვის?
-მეძინება.
-ასე მალე?- სანიმ დაეჭვებულმა შემომხედა.
-რა ვიცი. - ვცდილობდი ხმა არ გამბზარვოდა.
-კარგი, შედი ჩემს ოთახში დაიძინე.
ლუკამ ეშმაკური მზერა გვესროლა. მივეპარე და თავში ჩავარტყი.
-გარყვნილო იდიოტო!
-ეე გოგო, არ დაგავიწყდეს შენი ადგილი!
-ლუკა გცემ გეფიცები.
-ვის მეფიცები?
-სანის!
-ძმაკაცი რომ წამართვი არ გეყო და ახლა მის თავსაც მეფიცები ნაგლად? - ხმას აუწია.
ახლა სჯობს ორივე გაჩუმდეთ სანამ არ გავბრაზებულვარ. - შუაში ჩაგვიდგა ალექსანდრე.
-ქერა იდიოტი!
-თხა.
-რა მიწოდე?
მისი თმებისკენ ვიწევდი, როდესაც სანიმ ამიყვანა ხელში. დავიბენი..
-მე რა ვთქვი? - უკვე ყვიროდა.
ორივეს გაგვიკვირდა მისი ხმის ტემბრი, ის ხომ არასდროს უწევდა ხმას. არ დავუსვივარ ისე შემიყვანა ოთახში და საწოლზე დამაწვინა.
-ძალიან სექსუალური ხარ, როდესაც ბრაზდები. - ცხვირზე მაკოცა და ჭარხალივით წითელი დამტოვა.
ტელეფონი შევამოწმე. მეტი ესემესი აღარ მოსულა.
***
დილას ადრე გამეღვიძა, ალექსანდრეს ისევ ეძინა, ისეთი კარგი საყურებელი იყო რამოდენიმე საათი მივშტერებოდი, ვიღაცას რომ დავენახე იფიქრებდა გაგიჟდაო.
ვაკოცე ლოყაზე, მან ეს ვერ გაიგო,იმიტომ რომ ეძინა. ჩავთვალე ვერც შემდეგ ჯერზე იგრძნობდა, ამიტომ კიდევ ვაკოცე ცხვირზე,
იგივე გავიმეორე შუბლზე, ვერც ერთი იგრძნო. ღრმად ეძინა და ვერც იმას იგრძნობდა რომ მეკოცნა ტუჩებში. ძალა მოვიკრიბე მოვემზადე მივუახლოვდი. თვალები გაახილა, მაშინვე დავეჭყანე ,ვიგრძენი როგორ გამიწითლდა ლოყები, ცოტაც და გავსკდებოდი.
ცალი ხელით ისედაც მეხუტებოდა, მაგრამ უფრო მეტად მიმიზიდა მისკენ, გული ისე ამიჩქარდა თითქოს წამიწამზე გასკდებაო, თქვენ წარმოიდგინეთ მთელი ამ დროის განმალობაში ტუჩები არ მომიშორებია მისთვის და აი ახლა ვაკოცე.
ალერსი არ შეგვიწყვიტავს, პირიქით, მისკენ უფრო მეტად გადავიხარე, ფაქტიურად მის სხეულს ზემოდან ვაწექი, ასე მისი გულისცემაც იდეალურად მესმოდა. მეფერებოდა თმაზე, სახეზე, წელზე, წამიერად ჩემს მხარეს გადმოტრიალდა და ახლა ის მოექცა ჩემი სხეულის ზემოთ.
მისი თითოეული შეხება ხელახლა მქმნიდა, თავიდან ვიბადებოდი,უფრო და უფრო მინდებოდა მასთან სიახლოვე, არ მინდოდა დამთავრებულიყო ეს ალერსი,მსურდა სამუდამოდ გაგრძელებულიყო ასე, მხოლოდ მე და ის, ჩვენი ერთმანეთთან სიახლოვე.
დაა ჰოოპ.
შუა გართობაში კარზე ზარია.
ვინ იქნება თუ არა ის იდიოტი.
სასწრაფოდ მოვშორდი სანის, ხელით დამიჭირა მისკენ მიმწია, მაგრამ მისი მკლავებიდანაც მარტივად მოვახერხე გამოძრომა.
-ვინმეს ელოდები?- ვიეჭვიანე.
-ლუკა იქნება. - გაიშხლართა ისე რომ მთლინი საწოლი მან დაიკავა.
-ასე ადრე რა უნდა? რამე მოხდა?-სიცილს ძვლივს ვიკავებდი, მაგრამ ვაღიარებ, მისი თავი რომ ხელში ჩამეგდო მარტო, იმ თავს მოვაძრობდი გველივით.
-არ ვიცი, არ უთქვამს.
ზარის ხმა არ ჩერდებოდა, ნერვებზე კიდე საშინლად მოქმედებდა.
-ახლა შეიძლებაა ავფეთქე.
-რატო?-წამოჯდა.
-კარი გაუღე თორემ გახვრიტა ყურები, რა ნერვოზი აქვს რა უბედურებაა.
-და რომ არ გავუღო?-ტუჩებთან საჩვენებელი თითი მიიტანა.
-რომ არ გაუღო ყრუ შეყვარებული გეყოლება სანი -მისკენ შევტრიალდი და ვაკოცე.
-დაფიქრდებოდა კაცი ისე მაგაზე.
-უკაცრავად? - წარბები ავზიდე.
-კარის გაღება ვიგულისხმე. - სწრაფად დასერიოზულდა.
-ხოდა ადექი .
პირდაპირ კარებისკენ გაეშურა.
მე ავდექი და საწოლის გასწორება დავიწყე, რადროსაც თავზე დამადგა ლუკა.
-მისმინე, გუშინ რამე მოხდა? -ოთახში შემოსულიც არ იყო ისე დაიწყო ლაპარაკი.
-ჰა?
-არ ინერვიულო, არავის ვეტყვი. - გამეკრიჭა.
-რა გინდა შვილო?
-რა ქენით გუშინ?
-რა გინდოდა რომ გვექნა? - შემოგვიერთდა სანიც.
-"ამდენი მოთმინება დამთავრდაა, უნდა შემოვიდე ამაღამ შენში". - წაიმღერა ხმადაბლა. მე კიდე ადგილზე გავშეშდი და ფიქრი დავიწყე იმაზე, თუ რა მეთხლიშა თავში.
-იზრდები და *ლევდები ხო?
-უიმეე.
-რა გესროლო მითხარი. - როლებში შევიჭერი.
-ერთმანეთს ნუ დაკლავთ, ლუკა შენს კითხვას რაც შეეხება, ისევ ვაჟიშვილი ვარ.
-ისევ?-გაოცებულმა ვკითხე.
-ხო აბა რა გეგონა.
-მე არაფერი, რა უნდა მგონებოდა?
-რა და გქონდა ვინმესთან სექსი? - ვეღარ მოითმინა ლუკამ.
-უი არაა. - სანდროს ესიამოვნა პასუხი.
-გვშია მაინც რო იცოდე-თავი ახლოს მოწია ლუკამ და თვალი ჩამიკრა
-მერე ჭამე.
-და დავიჯერო შენ ჩემს მოსვლამდე საუზმეს ამზადებდიი?-თვალები დამიქაჩა.
-ვაიმე სანი, რა უნდა ამას?
-რა უნდა სიცოცხლე და აინტერესებს, რას ვაკეთებდით მთელი ღამე.
-არა მარტო მაგ დროს-შეუსწორა ნათქვამი.
-ლუკა მართლა რა გინდა?-შეწუხდა სანდროც.
-არა, მე კი ვიცი რაც იყო, პროსტა მომავალში იქნებ მეტი ქნათ.
-ახლა თუ გხიე- ნელ-ნელა სიწითლე მეკიდებოდა.
-კაი ნუ წითლდები რამოხდა მერე, ყველა აკეთებს მაგას.
-შენც? -ინტერესით შევხედე.
-ნუ დამაწყებინებ ჩამოთვლას.-დამეჭყანა საყვარლად და გავიდა.
რამდენიმე წუთში მეც გავედი და ბიჭები შევამოწმე.
-რას მიირთმევთ საუზმეზე?
-ყიყლიყოები. - გამეკრიჭა სანი.
-და შენ ლუკა?
-რავიცი იყოს ეგ.
ჩაისთვის შაქარი. ამ აყუდებულს მაღალზე დაუდია, ხოდა ვერ ვწვდები.
მეორე ოთახში გავედი და დაბღვერილი დავდექი.
-შეგიძლია ერთი წუთით გამოხვიდე?
-რა თქმა უნდა.
-რამე დავაშავე უკვე? რა უნდა ამ სიმაღლეზე ჩაის და შაქარს?
-აა ვერ მიწვდი? - გაეცინა.
-რა შუაშია? - თვალები გადავატრიალე.
-აბა?
-რატომ გაქვს ეგეთ მაღალზე?
-მიდი აბა ჩამოიღე.
-არ მინდა.
-მიდი-მეთქი.
-ნწუ-ტუჩები დავპრუწე და თავი გვერდზე გავწიე.
-დაბალი.
-რათქვი?
-დაბალი-მეთქი.
-აყუდებული რომ ხარ რა მერე?
-გინდა მოგაწოდო?
-საერთოდ არ უნდა მეთქვა შენთვის, ლუკა აქამდე ასჯერ წუწუნის გარეშე იზამდა.
-მე არ ვწუწუნებ. -გამიღიმა და მომაწოდა.
-გმადლობთ
-თ?
-დიახ.
-გამებუტე?
-შეგიძლიათ მიირთვათ.
-შენ დაბალი არ ხარ, ეს მე ვარ ძალიან მაღალი. - უკნიდან ჩამეხუტა და ყელში მაკოცა.
-მართლა?
-კი, მართლა
-მართლა მართლა?
-მართლა მართლა.
მისკენ შევტრიალდი და ვაკოცე.
ამ დროს ლუკას ხმამაც გაიჟღერა.
-მე არ შემიმჩნიოთ გააგრძელეთ.
ჩვენს შუაში ამოძვრა.
სიცილი დავიწყეთ.
სუფრას მიუსხდნენ, ერთი-ორი კომპლიმენტიც მივიღე ყიყლიყოებთან დაკავშირებით.
ტელეფონზე მოსული ესემესი გამახსენდა და გადავამოწმე ნამდვილად მომივიდა თუ არა. სამწუხაროდ ჩემი ეჭვი გამართლდა. ვიგრძენი ფერი რომ დავკარგე და ჰაერის უკმარისობამაც ამიტანა.
და უნდა მექნა? რა უნდოდა იმ ბიჭს?
-მე უნდა წავიდე.
-უკვე?-პირ გამოტენილმა სანიმ მკითხა.
-კი საქმეები მაქვს, ხომ უნდა გამოვცვალო კარების საკეტი.
-ააა ეგ?-ლუკამ ჩაახველა.
-კი ეგ, რა იყო?
-არაა, არაფერი-სანდროს შეხედა და ჩაი მოსვა.
-აღარ გინდა იყოს გაკეთებულია უკვე. - თითოქს ჰაერში ისროლა სიტყვები ლუკამ.
-რანაირად გუშინ ხომ აქ იმიტომ დავრჩი რომ გასაკეთებელი იყო.
-ხოდა გუშინვე გაკეთდა- თვალებში შემომხედა სანიმ და თან მიღიმოდა.
-უნდა გეთქვა, აქ აღარ დავრჩებოდი.
-ზუსტად მაგიტომ არ გითხრა. - ქერა ჩერთო.
-მივხვდი ხო.
ბარბაცით შევედი საპირფარეშოში. იმ ნომრიდან სამი გამოტოვებული ზარი დამხვდა. ძილში ვერ გავიგე ალბათ.

***

-მე წავედი. - დავემშვიდობე ბიჭებს.
-სად იქნები?
-სახლში.
-მთელი დღე?
-არა უნივერსიტეტშიც შევივლი.
შინ მივედი თავიდან მეშინოდა,მაგრამ საშიში რომ მივხვდი არაფერი იყო თამამად გავაგრძელე გზა. ჩაკეტილი იყო. კარების ჩაკეტვა როდისღა მოასწრო? ირგვლივ მიმოვიხედე. ნელი ნაბიჯებით ფანჯრისკენ გავწიე.
ღია იყო.
ქარი ისე უბერავდა საშიშ შესახედაობას სძენდა სახლს. ძალა მოვიკრიბე და გადაძრომა დავაპირე, როდესაც ბალახების შრიალის ხმამ ერთ ადგილას გამყინა.
იქნებ მომესმა?
გული იმხელაზე მიცემდა ალბათ ყველა გაიგებდა.
ფეხის ხმას დავუგდე ყური. ნელ-ნელა ჩემსკენ იწევდა.
რა მექნა?
პანიკის დრო არ იყო!
-ჰეი. - თითქოს ნაცნობი ხმა მომესმა.
ჩრდილის მიხედვით ბიჭი უნდა ყოფილიყო, თანაც მაღალი.
-არ შეგეშინდეს.
ის იყო, გუშინ რომ შემაშინა.
-შენ? - გაბრაზებულმა დავუყვირე.
-ჩუუ! - ხელები პირზე ამაფა.
იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი გამიკვირდა გონება რომ არ დავკარგე.
-ნუ ყვირი. - ყურთან ჩამჩურჩულა.
დავნებდი და თითქოს დავმშვიდდი. ხელი გამიშვა და უფრო ახლოს მოიწია.
-ახლა მომისმინე, აქედან წადი, სანამ ცოცხალი ხარ.
-რრა?
-რაც გაიგე.
უხეშად მომშოდა და წასვლა დააპირა.
-ვინ ხარ?
-რა იყო, ხო არ მოგეწონე? -არც შემობეუნებულა ისე ამოისროლა სიტყვები.
-პირდაპირ დამატყვევე.
-არც მიკვირს.
სარკაზმის დრო არ იყო ახლა. უნდა გამეგო ვინ იყო, რატო დამყვებოდა და ყველზე მთავარი, რა იგულისხმა ცოცხლად დარჩენაში. მაგრამ სანამ პირს გავაღებდი და რაიმეს ვიტყოდი, ფანჯრიდან მსხვრევის ხმა მომესმა. ოდნავ წამოვიკივლე და მოვცილდი იმ ადგილს.
-ეს რა იყო?
-ჩუმად.
უცნობმა უკან დამწია და საოცარი სიმშვიდით მიუახლოვდა ფანჯარას. რამდენიმე წუთი უხმოდ ვიდექით. შემდეგ კვლავ გაისმა მსხვრევის ხმა.
შემეშინდა და ჩავიმუხლე. პანიკური კანკალი ამიტყდა. უცნობს ეს არ გამოპარვია და დაიხარა. მისი ხელი წელზე ვიგრძენი. გავბრაზდი და ყვირილი დავაპირე, მაგრამ მსხვრევის ხმა ამჯერად მამაკაცის გინებამ შეცვალა.
უკვე კივილს დავიწყებდი, რომ არა ამ ბიჭის დროული რეაგირება.
სასწრაფოდ მოვცილდით სახლს.



***
ღირს გასაგძელებლად?



№1  offline წევრი ანმეე

გააგრძელეეე..შეწყვეტა არც კი იფიქრო თორე გავგიჟდები

 


№2  offline წევრი sanii

ბამმო
გააგრძელეეე..შეწყვეტა არც კი იფიქრო თორე გავგიჟდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent