შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ადამიანი"


2-04-2019, 00:50
ავტორი Healer29
ნანახია 1 577

ვიხედები გარშემო და ვხედავ მომღიმარ,სევდიან,გაბრაზებულ სახეებს როგორ მაინტერესებს რას ფიქრობენ? რაზე ოცნებობენ?რა უნდათ? ნეტავ რას ფიქრობენ იმ ადამიანებზე რომელთაც ესაუბრებიან? საინტერესოა,ფრიად საინტერესო. ადამიანები მართლაც, საოცარი და საზარელი არსებები არიან ვერასდროს გამოიცნობ რას მოიმოქმედებენ სხვადასხვა სიტუაციებში. ცხოველის მოქმედებების განსაზღვრა ადვილია ადამიანების ვერა. ვერ გაიგებ როდის გიღალატებენ,გაგწირავენ. უნდა გვეშინოდეს ერთმანეთის.
ბავშვი, როდესაც იბადება მაშინვე ტირილს იწყებს. იცით მიზეზი მისი ტირილის? არა, მე გეტყვით ბავშვმა უკვე იცის რა სამყაროშიც დაიბადა და წინასწარ განიცდის ყველაფერს რაც მომავალში მოხდება კარგი თუ ცუდი. როგორც იცით, ადამიანი დაბადებიდან ცოდვის მატარებელია. რა საინტერესოა ევასა და ადამს ის დაწყევლილი ვაშლი,რომ არ ეჭამათ რა მოხდებოდა? მაგრამ არა, ადამიანის ბუნება ასეთია, ყოველთვის იმისკენ ისრაფვის რაც ცუდია. მათი შეცდომის ბრალია ახლა,რომ ვზივართ "პირში ჩალა გამოვლებულები" და მაინც, რით ვერ მოვინანიეთ ეგ ერთი ოხერი ცოდვა.რით ვერ მიხვდა ეს საზოგადოება,რომ ერთმა უბრალო შეცდომამაც კი შეიძლება საზარელ შედეგამდე მიგვიყვანოს აი, როგორც დაგვემართა სხვისი ჩადენილი ცოდვების გამო ვისჯებით. სამწუხაროა,რომ ამის გამოსწორებას არც კი ვცდილობთ, პირიქით უარესს უარესზე ვამატებთ და ასე უსასრულოდ. ნეტავ, დროში მოგზაურობა შემეძლოს წავიდოდი წარსულში და იმ გველს მოვკლავდი, რომელმაც ევა და ადამი შეაცდინა. ამით ვიხსნიდი ტანჯვისგან ყველას. მე რომც გავმქრალიყავი ამის შემდეგ ის მაინც მეცოდინებოდა,რომ ადამიანებს ვიხსნიდი ამ საშინელი მომავლისაგან!

----------------------
ყველას მადლობას გიხდით,ვინც წაიკითხეთ ჩემ მიერ გამოქვეყნებული პირველი ჩანახატი. ამ ჩანახატში საუბარია ზოგადად ადამიანზე, მის უარყოფით თვისებებზე. მადლობთ,რომ კითხულობთ ჩემს ნაშრომებს.♥♥
-------------------




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent