შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაეხუტე გაურკვევლობას I


4-07-2020, 14:50
ავტორი marishka9
ნანახია 979

-როგორ აღმოჩნდი ამ სფეროში?
-გრძელი ფეხები, გრძელი თმა, მრგვალი უკანალი, სამი ზომა მკერდი და არც ისე უშნო სახე საკმარისი აღმოჩნდა.
-და კარგადაც ცეკვავ.
-ჰო ეგე რათქმაუნდა. აქ პაკოს წყალობით ვარ.
-რამდენი ხანია რაც აქ ხარ ბაბი?
-სამი წელი ხდება. ეჰ გოგონებო თავიდა ცოტა რთულია მაგრამ შეეჩვევით.
-ჰო ამდენი ტვინგახურებული კაცი.
-უნდა ისწავლოთ მოგერიება, თუ რათქმაუნდა სურვილი გაქვთ.
-შენ რას აკეთებდი?
-მე მხოლოდ ვცეკვავ.
-აბა ესკორტი არისო?
-გამონაკლის შემთხვევაში. ეგ საქმე ჩემთვის არაა. მე მირჩევნია ვუყურო ჩემი სხეულის და ცეკვის შემყურე როგორ ებერებათ შარვლის უბეები და დორბლებს ყრიან კაცები. თან ხომ გაგიგიათ ქალი ძვირადღირებული კონიაკივით უნდა იყოს, მხოლოდ გამორჩეულებს ერგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ჩამოსასხმელი ლუდი იქნება.
-ჰო მაგრამ აქ შენი სხეული ყველასთვის ხელმისაწვდომია, თან მხოლოდ ცეკვით შორს ვერ წახვალ.
-ხელმისაწვდომი არა თვალმისაწვდომია, ან სხვა რა პერსპექტივას ხედავ თაკო აქ?
-რა ვიცი აბაა, დიდი სიამოვნებით გავხდებოდი ვინმე ბიზნესმენის საყვარელი.
-საქმეც ეგაა მე აქ მხოლოდ ცეკვისთვის მოვედი და შენ სექსისთვის.
-და ფულისთვის.
-კარგად თუ ცეკვავ ანსამბლში რატომ არ წახვედი?
-ჩემს მშობლებს იმდენი ფული არ ჰქონდათ რომ გადაეხადათ.
-ახლა რას ფიქრობენ შენი მშობლები?
-რას უნდა ფიქრობდნენ მე მხოლოდ მიმტანი ვარ ბარში და ამიტომ მიწევს ღამით მუშაობა.
-მშობლებს ატყუებ?
-შენ როგორ ფიქრობ? მოეწონებათ რომ იცოდნენ მათი ერთადერთი ქალიშვილი სტრიპტიზს ცეკვავს?
-ქალიშვილი არა ის.
-ჰო რაც არის. მე არ ვამტყუნებ ბაბის. მეც ეგრე ვიქცევი. ჩემებმა იციან რომ კაზინოში ვმუშაობ, მაგრამ მხოლოდ პოკერის მაგიდასთან და არა სცენაზე და ყოველ ღამით სხვადასხვა მამაკაცის საწოლში.
-კარგი ნუცა ნუ აშინებ გოგოებს. რთული არაფერი არაა. აკეთეთ რაც გინდათ. თუ მხოლოდ ცეკვა, ვერავინ ვერაფერს გაგიბედავთ. ნახე იქ კართან - თვალით ანიშნა ბაბიმ გოგოებს - შავ პიჯაკსა და შარვალში რომ ბიჭი დგას, თორნიკე ჰქვია. არავის მისცემს ჩვენი შეურაცხყოფის უფლებას.
- „გვირილას“ დაცვაა?
-არა, ერთ-ერთი მეპატრონის დაცვაა და ხშირად არის აქ უფროსთან ერთად. მახსოვს ერთხელ ცნობილი მაგნატის ლაშა მარგიშვილის შვილს ხელი მოსტეხა ბაბისთან უხეშობის გამო. ძლივს დაიხსნა ბატონმა კობამ.
-ხომ არ მოსწონხარ ბაბი?
-რა სისულელეა, კარგად იცის რომ ჩვენნაირებისთვის სიყვარული არ არსებობს. ის ყველას ერთნაირად გვიცავს. არ ვიცი რატომ მაგრამ კეთილად არის ყველას ჩვენს მიმართ განწყობილი. ამიტომ იყო ბატონმა კობამ მას რომ დაუჭირა მხარი და მარგიშვილი მტრად გადაიკიდა.
-კობა კარგი კაცია?
-მართალია კობასთვის ფულის წყარო ვართ მაგრამ არასდროს როგორც ცხოველებს არ მოგვპყრობია. მისთვის ყოველთვის კლიენტია დამნაშავე და არა ჩვენ.
-აი იგივეს ვერ ვიტყვით ლუკაზე. ის მართლა მხოლოდ როგორც ფულის მწველელ პირუტყვს ისე გვიყურებს. ნანუკას ერთხელ ისეთი სილა გააწნა ერთი თვე იშუშებდა გახეულ და ცალურჯებულ ტუჩს.
-და როგორ ურთიერთობენ ასე განსხვავებული პარტნიორები?
-ფული რომელ საქმეშიც ტრიალებს იქ დათმობაზეც უნდა წავიდეს ვინმე და როგორც ჩანს თანხმდებიან მაინც. მხოლოდ კობას სიკეთით შორს ვერ წავიდოდნენ.
-თან ასეთ ბიზნესში, სადაც ფული, ნარკოტიკები და სექსია გარეული.
-თუ მორჩით ჭორაობას გამოსვლის დროა ქალბატობენო. -გოგონების საუბარში პაკო ჩაერია და მათ გარეგნობაში ბოლო შტრიხები შეიტანა. ზოგს თმა გაუსწორა, ზოგს მაკიაჟი და ზოგსაც ბიუსჰალტერი. პაკო ერთადერთი „მამაკაცი“ იყო ვისთანაც გოგონები არაფერს მალავდნენ, შეეძლოთ შიშვლადაც ევლოთ. ბევრი მათგანი პაკოს მესაიდუმლე იყო, ბევრსაც უტირია მის კალთაში. მართალია პაკო მომთხოვნი იყო და ხშირადაც ჯუჯღურებდა მაგრამ საუკეთესო პროდუქტს დებდა სცენაზე და ყველას უყვარდა. როგორც თვითონ ამბობდა ერთი უთვისტომო კაცი იყო და მისი ორიენტაციის გამო ერთადერთი ადგილი იყო სადაც სამსახურის პოვნა და საკუთარი შემოქმედებითი ბუნების რეალიზება მოახერხა. ბაბი და თაკო პაკოს მოყვანილი იყვნენ და ისინი საუკეთესო დუეტად აქცია. ყველა გოგოზე რუდუნებით მუშაობდა, მისთვის შეუძლებელი არაფერი იყო. მახინჯი იხვის ჭუჭულიდან შეეძლო გედი შეექმნა და კობა და ლუკაც კი აფასებდნენ ამას. პაკოს დამსახურება იყო ყოველ ღამით „Chamomile” ხალხით რომ ივსებოდა. თან ისეთი ადამინებით ვინც იქ ათასობით ლარს ტოვებდა.
.........
-ღმერთო ჩემო დედაშენი რა კეთილი ჩანს....დარწმუნებული ხარ რომ მისი შვილი ხარ?
-რადგან კობასთან მუშაობ გგონიათ რომ უხეშობის უფლება გაქვთ?
-მე მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. თანაც არც ისე ბევრი დრო მაქვს.
-რა დრო?
-უნდა გავიქცე იმის გამო ვინც აქ მალე შემოვა, და შენთან ლაპარაკში დროის დაკარგვა არ მაქწყობს. დედაშენმა თვალებით მითხრა, რომ იმ არამზადას რაც შემიძლია სწრაფად უნდა დავედევნო და დავიჭირო.
-დაცვის ტიპები ყველა ასეთი გიჟები ხართ?
-გამარჯობა ბატონო ელიზბარ. -თორნიკეს ის ხმა ჩაწვდა ყურში ვის გამოც იქ მივიდა. დრო იყო გასაქცევად მომზადებულიყო და ასეც მოხდა. თორნიკეს დანახვაზე ნოდარი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა და თორნიკეც მას დაედევნა.
-გამარჯობა თორნიკე, -გვერდით მორბენალი კაცი გამოელაპარაკა. -ნება მომეცით გაგეცნოთ მე გოგა ვარ, თქვენთან ახლახანს დავიწყე მუშაობა.
-ანუ შენ ჩემი ახალი პარტნიორი ხარ? ...მაშინ მოკეტე და დაედევნე, თუ გაგექცევა ვიზრუნებ რომ დღესვე გაგანთავისუფლონ.
-გასაგებია, -მიაძახა გოგამ თორნიკეს და საგრძნობლადაც ჩამოიტოვა. ნოდარმა ვერც კი მიხვდა როგორ აღმოჩნდა ჩიხში და გოგამაც ერთადერთი გასასვლელი გზა გადაუღობა.
-გგონია ასე მარტივად დამიჭერ? -ჯიბიდან დანა ამოიღო ნოდარმა, მოუქნია გოგას, მერე ფეხი ჰკრა და გოგა ძირს აღმოჩნდა. თორნიკემ მოუსწროთ და ნოდარი გოგას მოაშორა.
-მეტი დიდი ვერაფერი იპოვე? -დანის გამო დასცინა და თან ირონიულმა სიცილმა დაფარა მისი სახე.
-მგონი არც თქვენ გაქვთ უკეთესი იარაღი. -ნოდარის დაცინვაზე გოგამ იარაღი ამოიღო და დაუმიზნა.
-შეინახე ეგ, ბატონი კობას დაცვის საბრძოლო მასალიდან თითოეული ტყვია მნიშვნელოვანია. მე უკეთესი რამ მაქვს. ...ჩემი მუშტი. -ნოდარის სახესთან აატრიალა დოლბანდით შეხვეული მუშტი თორნიკემ.
-ოდესმე გიჩხუბია? ან ტაიკვანდოზე ან კრივზე გსმენია რამე? -მისებურად ცდილობს ნოდარი მათ დაცინვას.
-კარგმა დაცვის წევრმა საბრძოლო ხელოვნების 20ამდე სახეობა იცის, მათ შორის: ტაიკვანდო, ძიუდო,აიკიდო და კენდუ. ასევე ბევრი გზა ვიცით როგორ დავამტვრიოთ ვინმეს მკლავები. ნებას დაგრთავ თავად აირჩიო რა გირჩევნია მოგტეხო. -ნოდარმა არჩია პირველი თვითონ გადასულიყო შეტევაზე და თორნიკეს დანა მოუქნია და პირველი მუშტიც მიიღო ყბაში, არ ჩერდებოდა აქეთ იქეთ იქნევდა დანას და თორნიკეც საპასუხო დარტყმებით პასუხობდა, მანამდე სანამ ნოდარი ძირს დაგდებული არ აღმოჩნდა გასისხლიანებული ტუჩით და გაწითლებული ღაწვებით. -ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ კარგმა ტიპებმა უნდა იცოდეს როგორ ებრძოლოს ცუდ ბიჭებს იარაღის გარეშე.....
-დაიხურე ჰელმეტი.
-ეს დაკითხვის ახალი ფორმაა?
-დაიფარეთქო....
-კარგი ხოო...რა უკუღმართი ხარ. -ჰელმეტს ხელი დაავლო გულმოსულმა ნოდარმა და ვერ გაიგო როგორ დაეხურა, თავზე ვერ ჩამოიტია. თორნიკემ მუჭი ჩასცხო თავში. -კარგი ნუ მირტყამ. დავიხურე, დავიხურე....კმაყოფილი ხარ ახლა?
-აიღე და სცადე რომ დამჭრა? -საწერკალამი მიუგდო თორნიკემ.
-სულ გაგიჟდი ხო?... ნეტა მართლა შემეძლოს შენი დაჭრა. -გაბრაზებულმა დაავლო ნოდარმა ხელი საწერკალამს, ფეხზე წამოხტა და უაზროდ დაუწყო ქნევა თორნიკესკენ, ისე როგორც მანამდე. თორნიკემ გონებაში თავიდან გაიარა ის მომენტი.
-არ არის ენ . -ჩაილაპარაკა ჩუმად.
-მე არ ვიცი რა ადამიანს უნდა მოგცეს გულმა ვინმეს დანა ჩაარტყა და თან მუცელში დაუტრიალო, გამოცდილი ყასაბიც რომ იყო მაინც. - უხერხულმა პაუზამ მოიცვა ოთახი.
-მე არაფერი მითქვამს საქმის დეტალებზე.... -ნოდარმა მიხვდა რომ ზედმეტი წამოსცდა. -ვინ არის?
-არ ვიცი არაფერი. - თორნიკემ საქაღალდე გადაშალა და გარდაცვლილი პოლიციელის სურათები აჩვენა.
-ნიკოლოზ სანიკიძე, ჩემი მეწყვილე და საუკეთესო მეგობარი იყო. არაჩვეულებრივი მეუღლე და შვილი დარჩა. ძალიან გთხოვ ყველაფერი გაიხსენე რაც იცი.
-ხომ გითხარი მე არაფერი ვიცითქო. რადგან გეუბნები არ ვიცითქო ესეიგი მართლა არ ვიცი.
-ბოლოს რა გითხარი დაგავიწყდა? კარგმა მებრძოლმა იცის საბრძოლო ხელოვნებათქო. -მუშტი შეათამაშა თორნიკემ.
-მათ შორის: ტაიკვანდო, ძიუდო,აიკიდო...... მახსოვს.
-და ვიცით როგორ დავამტვრიოთ ხელ-ფეხი სხვებს. არჩევანი შენზეა.
......
-ჩემო კუსურა დღეს პრივატ რუმში უნდა იცეკვო.
-ვისთვის პაკო?
-ისევ ისინი არიან, ლუკას პარტნიორები. წინაზე მათთან რომ იცეკვე მოსწონებიხარ ერთ-ერთს და ლუკამ შენ მოგითხოვა.
-მხოლოდ ცეკვა პაკო ხოომ? - ვედრებით მიაპყრო თვალები ბაბიმ.
-ჯერჯერობით მე მხოლოდ ცეკვა ვიცი და ვნახოთ შემდეგ თუ რაიმე იქნება.
-პაკო არ მინდა ხომ იცი.
-ვიცი კუსურა ვიცი, მაგრამ აქ რომ მოდიოდი ხომ იცოდი სხვა გზა არ გექნებოდა. თან ლუკა ხომ იცი როგორი არის, ერთი რამეც კი თუ არ მოეწონა თავბედს გვაწყევლინებს ორივეს. ჩემი ხათრით მაინც გთხოოვ. რამოდენიმე დღეში წავლიან და დაისვენებ.
პრივატ რუმის სცენაზე ავიდა ბაბი. მის წინ ლუკა და კიდევ ერთი მამაკაცი იჯდა. რაღაცატომ ბაბი მეტს ელოდებოდა რადგან პაკომ პარტნიორები ახსენა. ბაბისთვის ნათელი იყო დღევანდელი საღამო მხოლოდ ცეკვით რომ არ დასრულდებოდა. მუსიკას სხეული ააყოლა და ლუკას გვერდით მჯდომმაც მეტად მიაპყრო მისკენ ყურადღება. მის სახეს დააკვირდა და გაახსენდა. ეს ლუკას საბერძნეთში მცხოვრები ქართველი პარტნიორია, მისი ნამდვილი სახელი და გვარი არ იცოდა მაგრამ ყველა ნიკოლსკის ეძახდა. საკმაოდ სიმპატიური იყო. პატარა შრამიც კი ამშვენებდა ტუჩის კუთხეში. იქნებ სულაც არ ყოფილიყო ცუდი ბაბის მასთან ყოფნა რომ მოუწევდა. ბაბიმ სცენიდან ჩამოაბიჯა და მათ მიუახლოვდა. ეს ბაბის საქციელს არ ჰგავდა რადგან კლიენტებთან ახლოს არასდროს მიდიოდა. ნიკოლსკის პიჯაკზე თითები აასრიალა და გამომწვევად გაუღიმა.
-ხომ არ გაწუხებს, ვუთხრა დაბრუნდეს სცენაზე? - ლუკამ პარტნიორს ასიამოვნა ყურადღებით.
-პირიქით ჩემო მეგობარო, ძალიან სასიამოვნოა.
-მაგრამ თან საქმეზე უნდა ვისაუბროთ.
-ვისაუბროთ ლუკა, დარწმუნებული ვარ ამ ლამაზმანმა იცის რა მოხდება ვინმე ჩვენი საუბრის შესახებ თუ გაიგებს. - ნიკოლსკიმ ბაბის გახედა და მაცდურად თვალი ჩაუკრა. ბაბიმაც მის გამოსაწვევად ტუჩებზე ხელი გადაიყოლა და მიანიშნა, რომ ჩუმად იყო.
-მართალი ხარ, თან ბაბი ყველაზე ჭკკვიანია აქ მყოფ გოგონებს შორის, იცის სად, ვისთან, როგორ უნდა მოიქცეს და იგებს კიდეც ბევრს.
-დარწმუნებული ვარ ეგრეა.
-კარგი, რაც შეეხება საქმეს. - ბაბიმ ყურები ცქვიტა მაგრამ ლუკა მაინც ფრთხილობდა და ხმადაბლა და ახლოდან ესაუბრებოდა ნიკოლსკის. -ტვირთი მზადაა, ძირითადი პრობლემა წითელ ხიდზე იქნება და უნდა მოვაგვაროთ როგორმე. ხომ იცი ახალი სამხედროები ჰყავთ მიღებული და იმათი მეთაური ვინმე გიორგი მუშკუდიანი, ძნელი გასატეხი აღმოჩნდა.
-მოთმინება გვმართებს ლუკა, ეგეთ ადამინებსაც აქვთ სუსტი წერტილები. მთავარია დაველოდოთ და შესაფერის დროს ის თავისი ფეხით მოვა ჩვენთან, დახმარება ხომ არ გჭირდებათო.
-როგორ ახერხებ ასეთ დროს მოთმინებაზე საუბარს ხომ იცი კლიენტი არ იცდის. ელოდება ჩვენგან ტვირთს, თანაც მარტივი არაა მათი ამდენი ხნით შენახვა.
-მისმინე ლუკა, ის შენი გამო**ებული პარტნიორი რომ არ ჩარეულიყო ტვირთი აქამდე გატანილი იქნებოდა და სანერვიულოც აღარ გექნებოდა, არ ვიცი მაინც რატომ არ იშორებ მაგ ტიპს თავიდან. დახმარების ნაცვლად ყოველთვის ხელს გვიშლის.
-ეგრეც ნუ იტყვი. კიდევ კარგი წინაზე რომ არ გავიტანეთ თორე ისეთი რეიდი ხიეს დავრჩებოდით გაღიმებულიი, ამიტომ ხელი კი არ შეგვიშალა და დაგვეხმარა.
-ჰო რაც არის,არ მომწონს ეგ ტიპი, ან ჩამოიშორე ან მე მოვიშორებ. მეგულება ერთი-ორი ვისაც მისი სიკვდილი გაახარებს. ჯერ დაზუსტებით არაფერი ვიცით მაგრამ მზად იყავი ნებისმიერ წუთს შეიძლება მოგვიწიოს წასვლა.
-კარგი, ახლა დაგტოვებთ მე. -ლუკა წამოდგა და კარისკენ წავიდა.
-ჩვენ გავაგრძელოთ კარგი? -თავისკენ უხმო ნიკოლსკიმ ბაბის. ბაბის სხვა გზა აღრ ქონდა, ჩათრევას ჩაყოლა არჩია და მიუახლოვდა, ნიკოლსკიმ მიიზიდა და ბაბი მის კალთაში აღმოჩნდა. უცებ კარი პაკომ შემოაღო შამპანიურით ხელში.
-უკაცრავად, ბატონმა ლუკამ მთხოვა ცივი სასმელი მომეტანა. ისიამოვნეთ მეგობრებო. -ბოთლი მაგიდაზე დადო და ბაბის თვალით რაღაც ანიშნა. ნიკოლსკის თავი დაუხარა და უკან გაბრუნდა.
-ცივი სასმელი ნამდვილად საჭიროა ვნებისგან რომ არ დავიწვათ. -ფეხზე აუცურა ბაბის ხელი.
-მოდი მე გავხნი და გიმასპინძლებთ. -ბაბი წამოხტა მისი მუხლებიდან და ბოთლი გახსნა, იქვე მდგარ ორ ჭიქაში ჩაასხა და ნიკოლსკის გაუწოდა. ........
.....
-ყოჩაღ ბაბი, ნიკოლსკიმ მითხრა კარგი გოგოაო. ბონუსი დაიმსახურე. - ლუკამ კონვერტი გაუწოდა ბაბის. გოგოებს შური აშკარად დაეტყოთ სახეზე.
-ჩემი პატარა, ვიცით ჩვენი საქმე. - პაკომ სიხარული ვერ დამალა.
-ლუკა გოგონებს ანებივრებ? -მათ საუბარში კობა ჩაერთო. უკან თორნიკე ედგა, თვალი გააპარა გოგონებისკენ მაგრამ როგორც კი ბაბიმ მისი მზერა დაიჭირა მაშინვე თავლები ძირს დახარა, რაღაცნაირად შერცხვასავით, თითქოს ის იყო სტრიპტიზის მოცეკვავე და არა მის წინ ნახევრად შიშველი ან ნახევრად ჩაცმული გოგონები. აღიზიანებდნენ ისინი მაგრამ მაინც ვერ იტანდა როდესაც კლიენტები მათთან უხეშობდნენ. მართალია არ მოსწონდა რასაც აკეთებდნენ მაგრამ მაინც ქალები იყვნენ და ვინ იცის აქ რატომ იყვნენ. ან იქნებ მისი სიძულვილი ამ გოგონების მიმართ გულსა და გონებაში ღრმად ჩამალული მწარე წარსულის ბრალი იყო.
-აა კობა, მოხვედი? რათქმაუნდა ვანებივრებ, ისინი ხომ ასეთი კარგები არიან და „Chamomile”(გვირილა) მათ გამო არის ცნობილი და მომგებიანი.
-დრო თუ გაქვს უნდა დავილაპარაკოთ, კარგა ხანია შენთან ერთ თემაზე მინდა საუბარი მაგრამ ვერ მოიცალე ჩემთვის.
-კარგი ვისაუბროთ. - ლუკა წინ გაუძღვა კობას და მის კუთვნილ ოთახში შეუძღვა. თორნიკე შეყოლას აპირებდა მაგრამ ლუკამ კარი მიუკეტა.
-ლუკა, შენ იცი რომ არ მომწონს ამ ადგილს ამოფარებული რასაც აკეთებ და მაშინაც იცი რაც მოხდებოდა დროულად რომ არ ჩავრეულიყავი.
-წინასწარ არავინ იცის რა მოხდება, ამიტომ უნდა გავრისკოთ ხოლმე, ხან გაგიმართლებს და ხანაც არა.
-არ მომწონს შენი ირონია. ამ ადგილის შექმნას დიდი დრო და ენერგია დავუთმე და არ მინდა შენ და იმ ვიღაც ნიკოლსკის ამბიციებს შევწირო. ჯერ ის რომ ბინძური ფული არ მიყვარს, ისეთი საქმით როგორსაც თქვენ აკეთებთ მაგრამ პატივი გეცი და არაფერი გითხარი და ეს უკვე ზედმეტია.
-რომელ ბინძურ ფულზე ლაპარაკობ კობა, ბოლო მოდელის მანქანის რომ იყიდე იმ ფულზე? ბოლო თაობის ტელეფონი რომ იყიდე იმ ფულზე? მაღალ დონეზე რომ მოაწყვე სახლი იმ ფულზე? საუკეთესო საჭმელს რომ ჭამ იმ ფულზე? ყველაზე მაგარი დაცვის ტიპები რომ გყავს იმ ფულზე?
-ზედმეტი მოგდის. მე დამპალი საქმით ნაშოვნი ფულით არაფერი გამიკეთებია.
-ხო ეს გოგონები წმინდანები არიან და აქ ხალხი სალოცავად დადის.
-თავს ნუ ისულელებ და ხვდები რასაც ვეძახი ბინძურ ფულს. როგორ გგონია მარტივად შეგრჩებათ ყველაფერი? აუცილებლად მოხდება ჩეპე.
-ძალიან გთხოვ ჭკუას ნუ მარიგებ, გამოვედი მაგ ასაკიდან. თანაც ძალიან ბევრი ადამინი გვიმაგრებს ზურგს ამ შენი ბინძური ფულის მისაღებად. ბინძურია თუ სუფთაა ფული ფულია და სამყაროს ატრიალებს, ეს შენც კარგად იცი. ეს გზა არც მე ამირჩევია მაგრამ ასე მოიტანა ცხოვრებამ და საწუწუნო ნამდილად არაფერი მაქვს.
-ერთ დღესაც ვიღაცა გამწარებული მშობელი შუბლს რომ გაგიხვრეტს მერე იწუწუნებ. -კობა ფეხზე წამოდგა და ოთახი დატოვა. მისთვის ძალიან რთული იყო ამ მომენტში თავის შეკავება. ისე მოუნდა ეს დამპალი ძაღლისშვილი იქვე დაეხრჩო და ყველას მაგივრდა მიეფურთხებია მისი სულისთვის მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ ყველაფერს ვერ გააფუჭებდა. მოითმენდა და შეძლებდა ამ სურვილის შესრულებასაც და შვილისთვის მიცმეულ პირობასაც. კართან თორნიკე ელოდებოდა. შეატყო რომ ცუდად იყო და ხელი შეაშველა. კობამ ტკივილით სავსე თავლებით ახედა და მორჩილად გაჰყვა თორნიკეს.
....
-როგორ ფიქრობ ეს ყველაფერი როდის დამთავრდება პაკო?
-რა ვიცი ბაბი, მაგრამ ამ მაიორ კაცს პიდარასტი პაკოობა კი მომბეზრდა უკვე. როგორია ყოველდღე შიშველი გოგოების ყურება. წინა რევიზიაზე რომ გაგვმართლებოდა და ვინმეს არ ჩვებოზებინეთ ახლა სახლში ვიქნებოდი თბილად ჩემს ცოლთან.
-ახლა გვისმენდნენ გოგოები? პირველად მესმის კაცს შიშველი ქალები მობეზრდა.
-მომბეზრდა არაა, კაცი ვარ ბოლო-ბოლო და მაინცდამაინც დორბლები უნდა გადმომცვივდეს? ისე ვის რა უჭირს მართლა. ასეთ დაწესებულებებზე ყოველთვის სხვა წარმოდგენა მქონდა, სულ მომღიმარ და მოფლირტავე გოგოებში თუ ამდენი ტკივილი, ჯავრი და ფიქრი იმალებოდა ვერც წარმოვიდგენდი.
-თორნიკეზე რას ფიქრობ?
-ვინ თორნიკე? კობას დაცვა? რატომ გაგახსენდა ეგ ბიჭი?
-რა ვიცი, მოსვლის დღიდან ვგრძნობ რომ სადრაც ნანახი მყავს და ვერ ვიხსენებ.
-მაშინ რომ დაგიცვა მის შემდეგ ხომ არაფერი აა. - მხარი გაკრა პაკომ ბაბის და თან მაცდურად აათამაშა წარბები.
-რა აა პაკო, როგორ ფიქრობ ის მე შემომხედავს?
-ამ მდგომარეობაში შეიძლება არა მაგრამ ფორმაში ძალიანაც კარგი ხარ, გამოყვანილ თეძოზე მაკაროვიც გიხდება და მხრებზე ვარსკვლავიც. ამ საქმეს რომ დავასრულებთ კიდე ერთ ვარსკვლავს მიიღებ და ასე. ოღონდ ცოტა ღილებს უნდა იხსნიდე ხოლმე.
-აე გივიი, შენ რატომ აკვირდები ჩემს ფორმებს?
-უკაცრავაად... ნახევრად შიშველი რომ დატანტალებ ჩემს წინ აბა თვალები სად წავიღო. და გივის ნუ მეძახი. ხო იცი ბავშვობიდან მძულს ეგ სახელი, ბებიაშენს მიეცა ჩემი ცოდვა.
-დააყენე ის ქალი საფლავში, სულ რომ ახსენებ.
-აუ ისე ჩემს ნაცვლად პოლკოვნიკი ზურაბ ხაჭაპურიძე რომ გამოეშვათ რას იზამდი?
-მე არაფერს მაგრამ ის გასაკოჭი იქნებოდა ოპერაციის ბოლოს.
-რა საძაგელი ხარ. ისე რას ერჩი, მშვენიერი კარგი ბიჭია, „ზვანიაც“ მაღალი აქვს. აფასებენ და ტვინიც აქვს.
-კი მაგრამ არ მოდის გულთან და რა ვქნა.
-არ მოდის კი არა, არ გინდა, ქალი კი არა თხა ხარ. მაგის გამოხედვებზე ლამის მეც დავდნე ხოლმე და შენ ურეაქციო ხარ. იმოქმედე თორე დაგასწრებს ლეიტენანტი თამარ ქალი და ნახავ.
-ხო და მშვიდობაში მოიხმაროს.
-არა ისე ეგც 100 პროცენტიანია, თამარი უფრო მოიხმარს მაგას ვიდრე პირიქით. -ორივეს სიცილი აუტყდა და საბნიდან ისმოდა მოგუდული ხმა. ყველაფრის მიუხედავად ბიძაშვილ მამიდაშვილისთვის სულაც არ იყო რთული ერთ საწოლში ძილი. მართალია ბავშვობა დასულდა მაგრამ მათთვის არაფერი შეცვლილა. ხშირად უწევდათ ერთად ყოფნა, ერთად ჭამა, ერთად ძილი და სხვა ბევრი რამ. ყველაზე მეტი საქმე სწორედ მათ პირად პორტფოლიოს ამშვენებდა. ლოლიტა და გივი თემა იყო. გივიმ თანამშრომელ გოგონებს იმედი გაუცრუა და ადვოკატ ქალზე იქორწინა და პატიოსნად ატარებდა საქორწინო ფიცს. აი ლოლიტაზე კი ბევრს ედგა თვალი, რიგითებიდან დაწყებული პოლკოვნიკით დამთავრებული მაგრამ მისი გულგრილობა ყველას პლატონური სიყვარულის მოტრფიალეს ხდიდა.
.....
-ნიკოლოზის საქმეზე არაფერია სიახლე? -უკვე ჩვევად გადაექცა ნიკოლოზის ხსენებაზე ნაიარევ ხელისგულზე დახედვა თორნიკეს.
-არაფერია პოლკოვნიკო. –„ჩესტის“ აღებით უპასუხა გოგამ.
-არ გინდა გოგა წოდებით მომართვა. ახლა უკვე ერთად ვმუშაობთ და სჯობს სახელებით ვიკონტაქტოთ. -გოგამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. - რამდენად კარგად იცნობ ვითარებას და მიმდინარე პროცესებს?
-უკვე გამომიგზავნეს საქმის დოკუმენტაცია და გავეცანი. მზად ვარ ჩავერთო სრულად.
-ძალიან კარგი. ვცდილობ იმ ღამის დეტალების გახსენებას და ერთადერთი რაც გონებაში მაქვს ნაიარევის კვალია მის მარჯვენა კოჭზე, თავში რომ ჩამარტყა და დავვარდი მხოლოდ ეს მაქვს გონებაში.
-რა ტიპის ნაიარევი იყო? იქნებ დაგვეხმაროს გარკვევაში. სამედიცინო ჩანაწერებში ყველა ტიპის ჩანაწერის მოპოვება შეგვიძლია.
-ჰო მაგრამ საკმაოდ დიდი პროცედურების ჩატარება დაგვჭირდება და მაგდენი დრო რამდენად გვაქვს.
-შეიძლება რაიმეს მოფიქრება, მთავარია თქვენ გაიხსენოთ ზუსტად როგორი იყო.
-რაღაცა აფრიკის კონტინენტის ფორმის იყო. მგონი უფრო დამწვრობის კვალი იყო ვიდნე ჭრილობით დარჩენილი ნაიარევი.
-დამწვრობა თუ არის უფრო მარტივად ვიპოვით, დამწვრობის ეროვნული ცენტრის არქივში მოგვიწევს შესვლა და ვიპოვით. იქ ინახება ყველა პაციენტის გაწერის დროინდელი ფოტო და შეიძლება ვიპოვოთ.
-მარტივი არ იქნება, იქ ხომ ათასობით პაციენტის მონაცემია. თან რა ვიცით რომ საავადმყოფოში იმკურნალა.
-ჰოო ეგ ნამდვილად ართულებს მდგომარეობას, მაგრამ უნდა ვცადოთ.
-მე უნდა წავიდე და განდობ საქმეს. წაიყვანე გოგონები რომელიმე და კავშირზე იყავი, ყველა საეჭვო მონაცემი ჩაინიშნე და მერე განვიხილოთ.
-არ მინდა გოგონების წაყვანა. იქ მუშაობს ერთი ჩემი მეგობარი და ის დამეხმარება, თან იცის დამწვრობის სიდიდის მიხედვით როგორ არის ფაილები დალაგებული და ეს საქმეს შეამსუბუქებს.
-უყურე შენ, მეც არ გამიკვირდა საიდან იცის დამწვრობის ცენტრზეთქო.
-ხდება ხოლმე უფროსო. -უხერხულად მოიქექა კეფა გოგამ და თორნიკეც მიხვდა რომ ის ვიღაც გოგო მხოლოდ მეგობარი არ იყო.
.....
ისევ „გვირილა“, ისევ ეს გოგონებები, ლუკა და მთელი ეს ჩახლართული ამბავი უტრიალებდა თორნიკეს მთელი ღამე თავში. უყურებდა დაფაზე ერთმანეთთან ისრებით დაკავშირებულ გმირებს, ისე როგორც ამას ბავშვიობაში კონოებში უყურებდა ხოლმე. მაგრამ ახალ ეს მისი რეალობა იყო. დამნაშავეთა სურათების გვერდით იყო გარდაცვლილი, დაკარგული და გატაცებული ბავშვების ფოტოები. ბევრი ფოტო აკლდა ამ ჩამონათვალს, იმ ბავშვების ვის შესახებაც არაფერი იციან. მაგრამ იმედი არსებობს რომ ამ სქემას ბოლოს მოუღებენ. ალბათ ახლოს იყვნენ საქმის გახსნასთან რადგან ნიკოლოზი მოიშორეს, ახლა მისი დრო შეიძლება იყოს. ან რატომ ცდილობენ ნიკოლოზის საქმის გაჭიანურებას. ნუთუ მაღალ ეშელონებშიც არის ვინმე ფარი. ფიქრებიდან გოგას ზარმა გამოაფხიზლა.
-გისმენ გოგა ამ დროს რატომ არ გძინავს?
-რა დროს ძილია, აფრიკის კონტინენტი ვიპოვე.
-ყოჩაღ, კარგია მაგრამ ეგ დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს.
-ხუმრობის დროა ახლა ბატონო თორნიკე? არქივში ვარ, მსგავსი ნაიარევი ვიპოვე. მხოლოდ სამი პაციენტის მონაცემებია ვისაც მსგავსი დამწვრობა ჰქონდა. ერთი მათგანი გარდაცვლილია და შესაბამისად ორი რჩება. მაგრამ მე ერთასაც გამოვრიცხავდი რადგან გოგოა.
-რა გოგოები დანაშაულს არ ჩადიან? „კეთილი ის კი არ არის ვინც სიკეთეს აკეთებს, არამედ ის ვისაც ბოროტების ჩადენა არ შეუძლია“
-დოსტოევსკი, ღმერთმა აცხონოს მაგრამ, ასე ვიფიქრე. კარგი, მონაცემებს დავასკანერებ და დილისთვის ამ ორი პიროვნების ისტორიას მოგაწვდით.
-ძალიან კარგი. მადლობა რომ ასე ოპერატიულად მუშოაბ.
-ვემსახურები საქართველოს მეთაურო.
-რომელ საქართველოს გოგა, ჩვენი ხელით რომ ვყიდით იმას? - თორნიკეს კითხვას დუმილით უპასუხა გოგამ. -კარგი ხვალ ვისაუბროთ.
დილით ადრე სამსახურში მისულ თორნიკეს მართლაც დახვდა სამუშაო მაგიდაზე გოგას მომზადებული დოკუმენტები. წყალწაღებული, რომ ხავს ეჭიდება ისეთი შეგრძნება აქვს, მაგრამ მაინც მიუჯდა მაგიდას. საქაღალდე გადაშალა და ორივე „ეჭვმიტანილის“ ისტორიას დახედა. 32 წლის მამაკაცი, ვინმე ტატო ერაძე, რომელსაც დამწვრობა ხანძრის შემდეგ აქვს მიღებული, დოკუმენტის მიხედვით ცხოვრობს იმერეთში და მუშაობს იუსტიციის სახლში. შესაბამისად ეს ადამინაი გამოირიცხა. მეორე ეჭვმიტანილი - ლოლიტა მოდებაძე, 26 წლის, დამწვრობა მიღებულია მჟავისაგან. ორი წლის წინ. რაა? ლოლოტა? ეს ხომ ბაბია, სურათიდან ბაბი უმზერდა თორნიკეს. ბაბი, რომელიც „გვირილას“ გამორჩეული მოცეკვავეა. ნუთუ? თორნიკეს ფიქრები აერია თავში. ბევრჯერ უნახავს ბაბი სცენაზე მაგრამ მისი ნაიარევი არც შეუმჩნევია, ან რატომ დააკვირდებოდა. იქნებ უბრალო მსგავსებაა და აერია. აქ რაღაც რიგზე ვერაა. თუმცა საღამოს ამ ყველაფერს გაარკვევდა. მისი დოსიეს კითხვა გააგრძელა, რომ ყველაფერი გაეგო და გადაემოწმებინა.
-გოგა სად ხარ?
-აქ ვარ მეთაურო, -ტელეფონში და ოთახში ერთდროულად გაისმა გოგას ხმა.
-მისამართს გეტყვი და იქ მიდი, ერთ-ერთი აფრიკის კონტინენტიანის მისამართია. ყველაფერი გაიგე მასზე, იქ ვინმე ლოლიტა მოდებაძე ცხოვრობს. თუ შეძლებ მისი ფოტოსურათიც მოიტანე.
-თუ გადაჭარბებულ აქტიურობაში არ ჩამითვლით უკვე ვიყავი მითითებულ მისამართზე და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს იქ სასაფლაოა.
-რაა? სასაფლაო? ანუ გარდაცვლილია?
-არა, უბრალოდ მისამართზე სასაფლაოებია. მესაფლავე ვიპოვე და გავესაუბრე. ის ადგილი ძველი სასაფლაოა, ასე, რომ იქ ვინმეს სახლი, რომ ყოფილიყო ეგეთი რამ არ ფიქსირდება. გამორიცხულია ამ ლოლიტა მოდებაძეს იქ ეცხოვრა. მესაფლავეს ვკითხე კიდეც სახელი და გვარი ხომ არ ეცნობოდა მაგრამ, რა თქმა უნდა წარმოდგენაც არ აქვს ვინ შეიძლება იყოს.- ნამდვილად რაღაც რიგზე ვერ არის. მჟავა, არასწორი მისამართი. ნაცნობი სახე. ან მისამართის არასწორად მითითება რა საჭირო იყო. სულ მთლად აირია თორნიკე. ერთადერთი გზა ბაბის წარსული გაგება რჩებოდა. იყო თუ არა ამ ორ პიროვნებას შორის კავშირი. ან უბრალო დამთხვევა იყო ეს ყველაფერი და ბეჭდური ან ტექნიკური შეცდომა იყო მისამართში. სიტუაცია უფრო გამძაფრდა. რადგან ნამდვილად არ ჰგონია თორნიკეს რომ ასე მარტივად შეძლებდა ნაიარევის პატრონის პოვნას, არ სჯერა იღბალის და ის რომ ბედი ასე გაუღიმებდა. დღევანდელი საღამო უნდა გამოეყენებინა ამის გასარკვევად. ......
როგორც ყოველთვის დარბაზი სავსეა. პაკოც გოგონებთან დაფუსფუსებს, რომ ყველაფერი მოასწროს და გაალამაზოს ისინი.
-რომელი ვართ ყველაზე ლამაზი?-გოგონები პაკოს წინ იპრანჭებიან, ცდილობენ თავი მოაწონონ და მათაც შეეძლოთ პრივატ რუმში ცეკვა და ზედმეტი ფულის გამომუშავება.
-თქვენ ჩემი ფერიები ხართ ბავშვებო.
-პაკო დღეს ბაბი არ იცეკვებს? - თორნიკეს ხმა მოესმა პაკოს და სახეზე აშკარად დაეტყო გაეოცება.
-რაო საყვარელო, რა საქმე გაქვს ბაბისთან?
-არაფერი, უბრალოდ კობას აინტერესებს დღეს თუ იცეკვებს, სტუმრებს ელოდება და შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს.
-იცეკვებს აბა რას იზამს. ის ხომ აქაურობის დივაა. - თორნიკეს სისხლი ყელში მოებჯინა პაკოს გაპრანჭულ ლაპარაკზე, ისე უნდოდა ამ ლამაზი ბიჭის ცემა მაგრამ ამის უფლებას არც პროტოკოლი აძლევდა და არც სიტუაცია. პაკოს კი გაუკვირდა თორნიკეს კითხვა რადგან კობა ასეთ საკითხებში არასდროს ერეოდა მაგრამ ახლა ამაზე ჩაძიების დრო არ იყო. მაგრამ ბაბი უნდა გაეფრთხილებინა. სამსახურმა ასწავლა რომ ყველაფერში ეჭვი უნდა შეიტანის რასაც საფუძველი არ გააჩნია. - ჯეინ შენმა ტარზანმა გიკითხა თუ იცეკვებს დღესო?
-ვინ? - გაოცება დაეტყო ბაბის.
-თორნიკემ მკითხა თუ ცეკვავს დღესო.
-და რატომ იკითხა? რაშია საქმე? რა უდნა ჩემთან?
-რომ ვიცოდე ხომ გეტყოდი. უაზროდ იმართლა თავი, კობა პარტნიორებს ელოდება და მას აინტერესებსო.
-კობა როდის შემდეგ კითხულობს ასეთ რამეებს?
-მეც გამიკვირდდა და იმიტომ გითხარი. ფრთხილად იყავი და სცენიდან არ ჩამოხვიდე. მაინც. ხომ იცი სცენაზე გაკონტროლებენ და საფრთხე არ შეგექმნებათ. თან დღეს რაღაცა საეჭვოდ ბევრი ადამიანი გკითხულობს. თომა პაპასთან მისულა ვიღაცა და ლოლიტა მოდებაძეს ეძებდნენ.
მუსიკა გაისმა და გარემო სიგარეტის კვამლში გაეხვია, გამომწვევად ჩაცმული გოგონები კლიენტებს შეესივნენ და მათი ფულისაგან გაყვლეპვა დაიწყეს. თორნიკე დაჟინებით უმზერდა სცენას სადაც მალე ბაბი გამოჩნდებოდა. როგორც მინიმუმ მისი კოჭი უნდა ენახა, რომ ეჭვი გაეფანტა. ვერ გაეგო უნდოდა ეს გოგო ყოფილიყო ის ლოლიტა თუ არა. ან რატომ ანიჭებდა ამას მნიშვნელობას. მან ხომ მისი მეწყვილე მოკლა და შეიძლება საქმესთანაც კავშირი ჰქონოდა. აი ისიც, სცენაზე გამოჩნდა ბაბი. როგროც ყოველთვის ყველას ყურადღება მიიპყრო. მაგრამ ბაბის მზერა მხოლოდ თორნიკესკენ იყო მიმართული. შორიდანაც კი გრძნობდა, როგორ დაჯინებით ათვალიერებდა მას. რა ხდებოდა, რაში იყო საქმე. რატომ გამოხატა ასე აშკარად ინტერესი თორნიკემ. მალე მასთან კობას დაცვის კიდევ ერთი ბიჭი მივიდა და ყურში რაღაც უთხრა. მანაც თავი დაუკრა. კიდევ ერთხელ გახედა ბაბის და ბიჭს უკან გაყვა.
-მოდი თორნიკე. მგონი ტვირთის გატანას ამ დღეებში აპირებენ. ნუცასთან ყოფილა გუშინ ერთი და ტელეფონზე საუბარი გაუგია.
-უნდა გადავამოწმოთ ეგ ამბავი. მხოლოდ ერთის იმედზე ოპერაციას ვერ დავგეგმავთ. თანაც ლუკას ამ ამბავში ყოფნის დამადასტურებლად გვინდა რაიმე ხელჩასაჭიდი.
-ჩემი ჩვენება არ იქნება საკმარისი?
-სამწუხაროდ არა, თქვენ დაზარალებული ხართ. თანაც ოპერაციაში ჩართული პირი. ეგეც რომ არი იყოს ლუკას ადვოკატები შემოგვიტევენ რომ ბიზნესის მითვისებისთვის ცდილობთ მის საქმეში გარევას.
-ღმერთო რა გაუსაძლისია ეს ყველაფერი.
-ცოტაც მოითმინეთ. ბევრი ვიშრომეთ და გამოჩნდება შუქი გზის ბოლოს.
-ეჰ შვილო, ჩემი შუქი სამუდამოდ ჩაქრა მაგრამ იმედია სხვებს დავეხმარებით.
-დავეხმარებით ბატონო კობა, დავეხმარებით. -თორნიკემ თავი დამნაშავესავით დაღუნა და დარბაზში დაბრუნდა. ბაბის ცეკვა უკვე დასრულებლი დახვდა. დარბაზს თვალი მოავლო რომ ეპოვა, უცებ მის სახესთან ბაბის სილუეტი აესვეტა.
-საღამო მშვიდობისა თორნიკე.
-საღამო მშვიდობისა.
-პაკომ მითხრა ჩემზე გიკითხავს. თუ რაიმე საქმე გაქვს გისმენ.
-მე თქვენთან არანაირი საქმე არ მაქვს. მხოლოდ ბატონი კობას დავალება შევასრულე.
-მე კი მეგონა რომ... პაუზა გააკეთა ბაბიმ და მისი ჰალსტუხი თითებში მოიქცია.
-ნაკლებდ მადარდებს თქვენ რა გეგონათ . -ჰალსტუხი გაინთავისუფლა ბაბის თითებისგან.
-არ არის უხეშობა საჭირო ბატონო თორნიკე. ვიცი თქვენი ჩვენდამი დამოკიდებულება მაგრამ ჩვენც ადამიენბი ვართ და ელემენტარული პატივისცემა მაინც გმართებთ. მაშინ რომ დამეხმარეთ, იმის გამო თუ მთხოვთ გადახდას, არც ეგაა პრობლემა, იქნებ შემდეგ მაინც იყოს თქვენი მზერა ოდნავ დამნდობი.
-ახლა თქვენ უხეშობთ. არაფერში მჭირდება ანგარიშის გასწორება. ელემენტარულ პატივს, რომ გცემთ იმიტომ გავაკეთე ეგ და გთხოვთ თქვენს საქმეს დაუბრუნდით. არამგონია სალაპარაკო კიდევ გვქონდეს რამე.
-ღმერთო ჩემო რა აუტანელი ხარ. - თორნიკემ პირი დააღო კიდევ დააპირა რაღაცის თქმა მაგრამ არ ღირდა სიტყვებზე გამოდევნება. ....
-გამარჯობა გოგა. ის შენი მეგობარი გოგო ორი წლის წინაც მუშოაბდა დამწვრობის ცენტრში?
-რატომ გაინტერესებთ მეთაურო?
-იმ ლოლიტა მოდებაძეს ორი წლის წინ ჰქონდა დამწვრობა მიღებული და მაინტერესებს რაიმე დამატებითი ჩანაწერის მოძიება იქნებ შესაძლებელი იყოს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. ელექტრონულ ბაზაში ხომ არ აქვთ რაიმე. ან ვინ შეიყვანა ცენტრში. ან პასუხისმგებელი პირი ვინ იყო მასთან კავშირში. ნებისმიერი რამ სახელის და გვარის იქეთ.
-როგორც ვიცი მუშოაბდა მეთაურო და დღეს ვეცდები გავარკვიო ყველაფერი.
-კარგი, შენი იმედი მაქვს.
-ანუ, როგორ ფიქრობთ ეგ გოგო გარეულია ამ ამბავში?
-არ ვიცი გოგა. ძალიან ბევრი საეჭვო რამ არის ამ გოგოსთან დაკავშირებული. ამ საქმეში თუ არა ისე მაინც ექნება რამე დანაშაულთან კავშირი, თორემ ასეთი გასაიდუმლოება რა საჭირო იყო.
-კარგი, და იმედია ამის გამო პრობლემები არ შეემქნება მას. ორდერის გარეშე ჩავატარეთ ძებნა არქივში და ახლაც ბაზაში უნდა გადაამოწმოს.
-ეგ არაფერი. თუ რაიმე მე ვიზრუნებ, რომ არაფერი პრობლემა არ ექნება.



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintereso chans, warmatebebi.

 


№2  offline წევრი დარინა

ორივე რომ ერთმანეთის ზურგს უკან ხლართავს რაღაცებს და ორივე რომ შეგზავნილები არიან ეს მომეწონა ძალიან, ვიხალისე კიდევაც, კარგი დასაწყისია მე უკვე მომწონს ისტორია და წარმატებები საყვარელოო ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent