ფსიქოლოგი და კომისარი 1
"მაშინ ადამმა მარტოობა იგრძნო. ღმერთმა რომ ეს შენიშნა, სთქვა: არ არის კარგი ადამის მარტო დარჩენა, გავუჩინოთ მას თანაშემწე, მეგობარი; მოჰგვარა ადამს ღრმა ძილი, გამოუღო გვერდიდან ნეკნი და შეუქმნა მეგობარი - ცოლი, რომელსაც დაარქვა ევა." კარზე განუწყვეტლივ რეკავენ ზარს. თითქმის საღამოს 7 საათია. მასპინძელი სტუმარს ფინჯანი ყავით სასტუმრო ოთახში ტოვებს და კარის გასაღებად მიემართება. ნიკოლოზ არღვლიანი კარს აღებს და თავის მეწყვილეს გზას უთმობს. ნერვებ დაჭიმული დამიანე შესასვლელში ჩერდება. -საქმეს ჩამომაშორა. -კარგი შემოდი და დაწყნარდი. -შენ არ გესმის არა? აქ ამისთვის არ დავბრუნებულვარ ნიკო. ამ წყეულმა საქმემ ლამის ჭკუიდან გადამიყვანა და ახლა რა? რა მივიღე ადგა და საქმეს ჩამომაშორა. ხმის გაკონტროლებას ცდილობდა დამიანე, მაგრამ სულ ტყუილად მისი ხმა ისეთი არასასიამოვნო იყო, გვერდითა ოთახში მყოფი საშინლად დაიძაბა. -შემოდი და როგორმე დაწყნარდი. მარტო არ ვართ. სასტუმრო ოთახში ნელი, გამართული ნაბიჯებით შევიდა დამიანე. "წითური" იყო სიტყვა, რომელმაც პირველად გაუელვა თავში. სცადა არეული სახე "დაელაგებინა", მაგრამ უშედეგოდ. ანამ ცინდელიანმა უკვე მოახერხა მისი წაშლილი სახის დანახვა. -დალევ რამეს? -ერთი ჭიქა სუფთა ვისკი კარგი იქნებოდა. -კარგი. ნიკო სამზარეულოში გავიდა. ოთახში საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა და ჰაერი დამძიმდა, რაც ორივემ იგრძნო. ანას გულისცემა გაუხშირდა. ცდილობდა თავი არ "გაეყიდა" ეს ნამდვილად არ შეეფერებოდა წარმატებულ ფსიქოლოგს, მაგრამ უშედეგოდ. დამიანე არ აძლევდა ამის საშვალებას. ანამ ფინჯანი თავის თხელ თითრბში მოიქცია და ყავა მოსვა. -შეიძლება? დამიანემ უხერხული სიჩუმე დაარღვია და ანას შარვლის ჯიბიდან ამოღებულ სიგარეტზე ანიშნა. -რა თქმა უნდა. აი ვითომ ხომ არაფერი მაგრამ ანას საშინლად ესიამოვნა დამიანეს ეს ჟესტი. მართალია არ მოსწონდა მწეველი ხალხი, მაგრამ ღმერთო ჩემო მას ისე ელეგანტურად ჰქონდა ორ თითს შორის მოქცეული სიგარეტის ღერი. ნიკო ერთი ჭიქა ვისკით დაბრუნდა ოთახში. -დამიანე, გაიცანი ფსიქოლოგი და მარიამის მეჯვარე ანა ცინდელიანი. -ანა, კომისარი დამიანე არაბული. ჩემი მეწყვილე. მერე მარიამი გამოვიდა აბაზანიდან და ბიჭები ნიკოს კაბინეტში შეიკეტნენ. მარიამმა დაბადების დღის გეგმები გააცნო თავის საუკეთესო მეგობარს. დაახლოებით ნახევარ საათში დამიანე წავიდა. -ის ისეთი უცნაურია. ჩასჩურჩულა მარიამმა ანას. -ვინ? -დამიანე. დაახლოებით 1 წელია ვიცნობ სულ დაძაბული და სერიოზულია. არ ვიცი ალბათ თავისი სამსახურის გამო. ნიკომ მითხრა დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათი სძინავს. დაახლოებით ერთ საათში ანა ტაქსში იჯდა და სახლში მიდიოდა. თავში კი მხოლოდ მარიამის სიტყვები უტრიალებდა "ის ისეთი უცნაურია" სახლის კარები მძიმედ შეაღო დამიანემ. მაცივრიდან ერთი ბოთლი ლუდი გამოიღო და მისაღებში თავის საყვარელ სავარძელში ჩაეშვა. ვერ ვიტყვი, რომ თავი მარტოდ იგრძნო ცარიელ სახლში, იმიტომ რომ ის ყოველთვის (დაბადებიდან) მარტო იყო. "ის ისეთი უცნაურია" რთულია (მე ვიტყოდი შეუძლებელიც კი) 18 წელი ბავშვთა სახლში იზრდებოდე და "უცნაური" არ იყო. რთულია იცოდე, რომ შენ გაჩენის დღიდან მიგატოვეს და "უცნაური" არ იყო. დაბადების დღეზე თითქმის მთელი სამეგობრო შეიკრიბა ერთ-ერთ რესტორანში. ანა როგორც ყოველთვის უმაკიაჟოდ იყო. ჩამოშლილი თმით და ჭრელი, ყვავილებიან კაბაში. -ლუკაა... -როგორც ყოველთვის ულამაზესი ხარ. -მადლობა. შენც არაგიშავს. მონატრებულ მეგობარს გადაეხვია ანა. -დღეს ბოლომდე ვერთობით ხო? -სხვანაირად როგორ. -კარგი მე ახლა წავალ სალომეს და გიორგის ვმახავ, მაგრამ დავბრუნდები იცოდე. -სალომესთან რა ხდება? არის პროგრესი? ეშმაკურად შეხედა ლუკას -ამ გრძელ ცხვირს მოგაჭამ იცოდე. ორი თითი ცხვირზე მოუჭირა ლუკამ და სალომესკენ გაემართა. ანას სიცილი სახეზე შეაშრა, დამიანე რომ დაინახა მარიამთან. მამაკაცს ჯინსის შარვალი და თეთრი პერანგი ეცვა. მარიამს საჩუქარი გადასცა და ცოტახანში ნიკოსკენ გაემართა. საღამო შესანიშნავად გაგრძელდა. გაიხსენეს ძველი დრო. ბევრი დალიეს და ბევრიც იცეკვეს. დამიანე ერთადერთი იყო ვინც არ სვავდა. -შენთან სამსახურში რა ხდება ანა? რთულია ხო ბავშვებთან ურთიერთობა? -უფრო საინტერესო. -ანა ერთ გოგოზე მიყვებოდა გოგოზე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა იმის გამო, რომ დედამისი სახლიდან წავიდა და სხვა კაცს გაჰყვა ცოლად. -ხო, მაგრამ ის დედამისია და ამას ვერავინ შეცვლის. დედა და შვილი უხილავი ძაფით არიან დაკავშირებულები. ეს იმ გოგოსაც ვუთხარი. -9 თვე ბავშვის მუცლით ტარება დედად ვერ გაქცევს. ნიკომ დამიანეს გადახედა. ის კი სადღაც სივრცეში უმისამართოდ იყურებოდა. ანას არ გამოპარვია მისი ხასიათის ცვლილება. დამიანე წამოდგა და მოსაწევად გავიდა გარეთ. -რამე არასწორად ვთქვი? გადაუჩურჩულა მარიამს. -ბავშვთა სახლშია გაზრდილი. როგორც ვიცი დღეების იყო იქ რომ მიიყვანეს. დარჩენილი საღამო ჩუმად ისხდნენ. არცერთს არც ანას და არც დამიანეს ხმა არ ამოუღიათ. დაახლოებით 3 საათი იქნებოდა დაშლა რომ გადაწყვიტეს. ანა მარიამთან და ნიკოსთან მივიდა დასამშვიდობებლად. -შენ რითი აპირებ წასვლას? ჰკითხა ნიკომ -რითიც მოვედი, ტაქსით. გაეღიმა ანას. მგონი დამიანეს შეუძლია გაგიყოლოს. ორი წუთი დამელოდე. -არ არის ნიკო საჭირო. ნიკომ დამიანეს ანიშნა ორი წუთით მოდიო. -ერთი გზა გაქვთ და შეგიძლია, რომ ანა გაიყოლო? -რა თქმა უნდა. ორი წუთი და ანა უკვე დამიანეს მანქანაში იჯდა. 5 წუთიანი დუმილის შემდეგ ანამ ძალა მოიკრიბა და სიჩუმე დაარღვია. -დამიანე... დამიანე ანასკენ შებრუნდა და შეამჩნია თუ როგორ კანკალებდა. -კანკალებ. -დამიანე, მე არ ვიცოდი... -რა? -მე... მე ბოდიში მინდა მოგიხადო ძალიან ვწუხვარ იმის გამო რაც ვთქვი... მე არ ვიცოდი... ცოტახანი და ანა ატირდებოდა. -ბოდიშს ნუ იხდი. შენ ხომ ასე ფიქრობ? -რას? -რომ დედა თავის შვილთან უხილავი ძაფითაა დაკავშირებული და რაც არ უნდა მოხდეს დედა დედაა. -კი -ხო და ბოდიშს ნუ იხდი. დაახლოებით 15 წუთში დამიანეს მანქანა ანას სადარბაზოსთან იდგა. ანამ ღვედი ნელა მოიხსნა და რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ მხოლოდ ეს თქვა: -მადლობა, რომ მომიყვანე დამიანე. -არაფრის ანა. ანა მანქანიდან გადავიდა და ის იყო, რომ მანქანის კარი უნდა მიეხურა სწრაფად მიტრიალდა დამიანესკენ. -მას შეეძლო აბორტი გაეკეთებინა და მოეკალი. გაუღიმა და ნელი ნაბიჯით წავიდა სადარბაზოსკენ. 30 წელი, დამიანეს 30 წელი ამ ექვსმა სიტყვამ და წითურმა გოგონამ, (რომელსაც მხოლიდ 2 დღეა იცნობს) თავდაყირა დააყენა. ეს ჩემი პირველი ისტორიაა. შემიფასეთ და მითხარით ღირს თუ არა გაგრძელება. მადლობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.