შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-ესე იგი, შეიძლება შეგიყვარდე კიდეც? -უკვე მიყვარხარ 11 თავი


2-04-2020, 23:46
ავტორი Mentalist
ნანახია 1 807

გამარჯობა მეგობრებო. ამის შემდეგ აღარ დავაგვიანებ ახალი თავის დადებას. მადლობა ვინც კითხულობთ და მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს. იმედია მოგეწონებათ... :)

ვახშმობის შემდეგ ყველა მისაღებში მოვკალათდით. მარიამა კალთაში ჩამიდო თავი და ტელევიზორში მულტფილმის ყურება დაიწყო
-შენზე მომიყევი ნია-ამბობს დამიანე და მიღიმის
-ჩემზე?-კითხულობს და დაბნეული მე მიყურებს
-ჰო.. სწავლობ? რაზე გინდა ჩაბარება?
-აჰა, გასაგებია... კი ვსწავლობ. მინდა, რომ კონსერვატორიაში ჩავაბარო-ამბობს და ჩემს გაოცებულ სახეს რომ ხედავს ოდნავ იღიმის-ვნახოთ რა იქნება
-საინტერესოა-ჩაფიქრებული ამბობს დამაინე-რომელიმე ინსტრუმენტზე უკრავ?
-კი, ვიოლინოზე
-იმედია ერთხელ მოგვასმენინებ
-რა თქმა უნდა-ამბობს ღიმილით
-დამიანე ჩაეძინა-ჩუმად ვამბობ და მძინარე მარიამს ვუყურებ
-ოთახში გავიყვან და მოვალ-ფეხზე დგება, მაგრამ ნია აჩერებს
-მე გავიყვან, თქვენ ისაუბრეთ. მარიამთან დავრჩები წასვლამდე, თუ შეიძლება რა თქმა უნდა
-კარგი, მაშინ ოთახამდე მიგაცილებთ
-წასვლისას დამიძახე-ჩუმად მეუბნება და თვალს მიკრავს
-კარგი მიდი-მეც ჩუმადვე ვპასუხობ და ვუღიმი
რამდენიმე წუთში დამიანე უკან ბრუნდება და ჩემს გვერდით ჯდება. ხელებს ვხვევ და თავს მის მხარს ვადებ
-ნია მოგეწონა? ძალიან კარგი გოგოა
-კი, კარგი გოგოა. შენთან როგორ აღმოჩნდა?
-ცოტა ჩახლართული ამბავია... ოჯახი დაკარგა და შემდეგ ჩემთან აღმოჩნდა. თავის დროზე, ამასაც მოგიყვები-ვამბობ და ვჩუმდები
-იცი, მინდა რაღაცაზე გესაუბრო-მეუბნება და ჩემს თმას ეთამაშება
-რაზე?
-რაზე და შენს პროფესიაზე. ვიცი რომ არქიტექტორი ხარ და მინდა ის სასტუმრო, რომლის აშენებასაც ვგეგმავ შენ დააპროექტო.
-რა?-ხმამღლა ვიძახი და სწრაფად ვსწორდები-სერიოზულად? გამოცდილება რომ არ მაქვს?
-ჩუ რა გაყვირებს-მეჩურჩულება და იცინის-ვიცი რომ გამოცდილება არ გაქვს, მაგრამ თუ დამთანხმდები გექნება. რას იტყვი? დამეხმარები საოცნებო სასტუმროს აშენებაში?!
-რა კითხვაა? რა თქმა უნდა, დაგეხმარები-ვამბობ და მთელი ძალით ვეხუტები...
ამ საუბრიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში შენობის პროექტირებაზე ვმუშაობდი. თავდაპირველად, ის ადგილი ვნახე, სადაც შემდგომში სასტუმრო იქნებოდა. მე და დამიანე ყოველ სამუშაო დღეს ერთად ვატარებდით და ვმუშაობდით. ამ დროის განმავლობაში ნია გვერდში მედგა და ცდილობდა რაც შეეძლო იმით დამხმარებოდა.
-დამიანე მარიამს მე გამოვიყვან-თავზე გვადგება ნია და ორ ყავის ჭიქას მაგიდაზე დებს
-კარგი, ფრთხილად იყავით...
ნიას ღიმილით ვაცილებ და დამიანესთან ვბრუნდები
-არ დაიღალე? ყავა დალიე და მერე გავაგრძელოთ
-სიმართლე გითხრა, შენთან ერთად მუშაობით არასდროს დავიღლები-ცალ წარბს წევს და ჭიქას მართმევს-შენ არ დაიღალე? საათები გაგვყავს მუშაობაში და ერთხელაც არ დაგიწუწუნია
-მეხუმრები?! საყვარელ საქმეს, საყვარელ ადამიანთან ერთად ვაკეთებ, საწუწუნო რა მაქვს-სიცილით ვამბობ და ვამთქნარებ-მაგრამ, ცოტა მეძინება
-მოდი ჩემთან-მის ნათქვამს ვასრულებ და თავს მის მკერდს ვადებ-დღეს აღარაფერი გავაკეთოთ
-კარგი, თან თითქმის ყველაფერი დავასრულეთ-ვამბობ ჩურჩულით და სახეზე დამინეს თბილ სუნთქვას რომ ვგრძნობ პულსი მიჩქარდება. მეღიმება-მოდი ასე დავიძინოთ რა
-კარგი დავიძინოთ-ამბობს და შუბლზე მკოცნის...
თვალბს ვახელ და საათს გაოცებული ვუყურებ
-უკვე ცხრა საათი რანაირადაა, ახლა არ ჩამეძინა?!
-ახლა კიარა, სამი საათია გათიშულს გძინავს-სიცილით მიახლოვდება ნია და გვერდით მიჯდება. ოთახს თვალს ვავლებ
-დამიანე სადაა?
-ახლახან წავიდა-მეუბნება ღიმილით-იცი რა საყვარლები იყავით? მარიამსაც თქვენს გვერდით ჩაეძინა
-მართლა? რატომ არ გამაღვიძეთ? მარიამიც ვერ ვნახე-ვამბობ და თვალებს უკმაყოფილოდ ვატრიალებ
-დამიანემ ეძინოს, ძალიან დაღლილი არისო-მისი ხმას აჯავრებს ნია, ხმამღლა მეცინება
-კაი ჰო-ფეხზე ვდგები-აბაზანა უნდა მივიღო და მერე რამეს ვუყუროთ გინდა?
-კი, მინდა. მოდი მალე, მე მანამდე ფილმს ავარჩევ-მეუბნება და ჩემს ადგილას წვება-მადლობა ადგილი რომ გამითბე-სიცილით ამბობს და დივანზე კომფორტულად თავსდება...



№1 სტუმარი სტუმარი მმმ

ძალიან კარგიაა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent