თუ გაიმარჯვებ (თავი პირველი)
********************* ბევრი იძახის,რომ თუ 127 B სკოლაში მოხვდი ან ძაალიან მდიდარი ხარ, ან ძაალიან ჭკვიანი ,ანაც ძაალიან იღბლიანი. და აი მეც ,ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ თუ ადამიანი ამ სკოლაში მოხვდა, ნამდვილად ვიღაცამ დაწყევლა! ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა ,რატომ ? მე გეტყვით ! იმიტომ, რომ ეს არ არის სკოლა,უფრო მეტიც ,ჩემი აზრით ეს ადგილი სკოლის გარდა ყველაფერია! შესანიშნავ სახელს ვუწოდებ ამ ადგილს ,რომელიც მართლაც ძაალიან კარგად შეფერება: "ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი " ხო სწორედ რომ ჯოჯოხეთი! ეს ადგილი სავსეა ამაყი ,ბოროტი, ქედმაღალი და სახიფათო ადამიანებით ,მართლაც რომ ძაალიან სახიფათო ადამიანებით. როდესაც სკოლის შიგნით ხარ ,ფაქტობრივად შენი სიცოცხლე იქ "გაბატონებულ" ხალხს ეკუთნის და უფრო სწორად რომ ვთქვათ ჯონ ჯეისონს და მის ეგრედწოდებულ ბანდას. მათი სახიფათო ჯგუფი 7 ადამიანისგან შედგება და შვიდივე ერთმანეთზე უარესია,ამაში კი დარწმუნებული ვარ! კიდევ იმაშიც ,რომ მათი საზიზღარი წინამძღოლი ჯონ ჯეისონი საშინლად მძულს. ის ყველას ზემოდან უყურებს და ისე ამცირებს მათ თითქოს ამის უფლება ჰქონდეს! მე კი ყოველდღე ვხედავ როგორ ჩაგრავს აქ მოსწავლე ჩვეულებრივ ხალხს ,მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ. ყველას მისი ეშინია,მას ყველა ერიდება,ის უბრალოდ არაა სანდო პიროვნება და მაინც ,მთელი სკოლა მასზე და მის ბანდაზე გიჟდება ! ალბათ უფრო იმიტომ ,რომ მდიდრები არიან და თან ჯეისონი ხომ ამ სკოლის მეპატრონის შვილია . მოკლედ რომ ვთქვათ ასეთი სიტუაციაა...უკვე მეოთხე წელი დაიწყო რაც ამ სკოლაში ვსწავლობ. თავიდან ძაალიან ძნელი და საშინელი დასანახი იყო ჩემთვის ყოველ კუთხეში უსამართლობას რომ ვხედავდი ! დაჩაგვრას, ასევე ძალადობას და დამცირებასაც,მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა შევეჩვიე და გადავწყვიტე ,უბრალოდ რაც შეიძლება შეუმჩნეველი ვყოფილიყავი,რადგან მათ წინაშე სუსტი ვარ. არ შემწევს იმხელა ძალა რომ მხოლოდ მე ,ერთი გოგო დავუპირისპირდე მას. ნუ იყო შემთხვევები როდესაც ყველაფრის მიუხედავად "შემამჩნიეს" რადგან მასწავლებლის გადაწყვეტილებით მომიწია იმ ბედოლათი ბოროტი დემონის გვერდით ,ჯეისონთან დავმჯდარიყავი,მაგრამ ასე თუ ისე პატარა შემთხვევების მიუხედავად თავი გავართვი ყველაფერს და საახიფათო სიტუააციებიდან გამოვძვერი. ბევრჯერ მიფიქრია, რომ დამეცვა სხვაც და საკუთარი თავიც,მაგრამ არ მინდა შემდეგ სკოლაში მოსვლის მეშინოდეს,ამიტომ ასე ლაჩრულად ვამჯობინებ აქ სწავლას. მაგრამ მაინც ისე გავლანძღე ეს სკოლა ალბათ იკითხავთ ვინ ვარ და თუ ასე არ მომწონს ჩემი სკოლა, იქ რატომ ვსწავლობ?? გეტყვით ! მე 17 წლის ემილი ვარ ,შემიძლია ჩემი პირადი მონაცემების ჩამოთვლა დავიწყო,მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს ?? ალბათ თქვენ ჩემს მეორე კითხვაზე უფრო გაინტერესებთ პასუხი და ამ კითვის პასუხი არის რომ მე ეს დამაძალეს.....დიახ ! სწორედ გაიგეთ! როდესაც ამ ქალაქში გადმოვედი და ჩემმა მშობლებმა გაიგეს რა შესანიშნავი სკოლა იყო ჩვენთან ახლოს ..მაიძულეს საბუთები შემეტანა ამ სკოლაში,შემდეგ გავიარე ტესტირება და როგორი ჭკვიანიც ვარ ,ამ სკოლის კარი ჩემთვის გაიღო . ხოდა ასე რამდენიმე მეგობრის დამსახურებით რაღაცნაირად ვახერხებ გავუძლო ამ ყველაფერს და ავიტანო ყველაფერი რაც ჩემს გარშემო ხდება ,რადგან ეს ყველაფერი საბრძოლო თამაშს გგავს და ვინც გადარჩება სწორედ ის გაიმარჯვებს..მე კი მინდა გამარჯვებული ვიყო. ********************** ემილის pov: "გადი,გადი თავი დამანებე"ბურტყუნებდა ჩემი 6 წლის ძმა ,რომელსაც ეძინა და ძილში ბოდავდა. მე კი ვისმენდი ამ ყველაფერს და თავს ძლივს ვიკავებდი სიცილისგან ძირს არ მეხოხა. ამ ჩემს ფხუკუნზე უეცრად ჩემს ძმას გაეღვიძა. "რაო? ბოლოს გაასწარი?" ვიკითხე მე და ამდენხანს შეკავებული სიცილი ამომხდა,ამაზე ჩემა ძმამ ბალიში გამომიქანა. "ვინნ მოგცა ნება, რომ ჩემს ოთახში შემოსულხარ??"იკითხა გაბრაზებულმა. "დედამ მითხრა გაღვიძეოო!" ვუპასუხე მე და ნასროლი ბალიში უკან ვსტყორცნე . "ჩემი დილა შენით რომ დაიწყო კარგის ნიშანი არაა" "თურმე დილას ნიშნების მიხედვით იწყებს ბიჭი,ვაი შვილო" ჭყანვით ვუპასუხე ჩემს ძმას და ოთახის კარისკენ დავიწყე წასვლა. კიბებზე რომ ჩავდიოდი ჩემი მშობლების ოთახიდან ისევ ყვირილის ხმა გამოდიოდა,რაზეც მობეზრებულმა ჩავიხვნეშე"ისევ ჩხუბობენ" ჩავიჩურჩულე და სამზარეულოში ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ლანჩის მომზადება დავიწყე,რაზეც ცოტახანში ჩემი ძმაც შემომიერთდა. "იმედია არ მომწამლავს" თქვა მან და თავისი ლანჩი აიღო,მე კი ვაპირებდი რაიმე მწარედ მეთქვა,დედას ხმამ რომ შემაჩერა"ბავშვებოო ,მორჩით კინკლაობას და დაიძარით უკვე! არ გაგვიანდებათ?? 9-ს 10 წუთი უკლია" მომესმა თუ არა მეორე სართულიდან დედაჩემის სიტყვები,ფეხზე წამოვხტი. "ვაიმეე, 10 წუთი უკლიაააოო,მალე! გადაყლაპე და წამოდი " ვთქვი მე ყვირილით და კისრის მტვრევით მოვიკიდე ჩანთა ,შემდეგ კი ჩემს ძმას მოვკიდე ხელი, რომელსაც საჭმლით ჰქონდა პირი გატენილი და სახლიდან გამოვარდი. "იცოდე არ იცელქო ..დღეს შენი სკოლის პირველი დღეა და ხომარ გინდა ცუდი შთაბეჭდილება დატოვო?" დარიგება მივეცი ჩემს ძმას და თან ფეხს ავუჩქარე . "არაა არ ვიცელქებ ,მაგრამ მაინც რომ არ მოვეწონო მათ? " ამაზე მე ჩამეცინა,როგორც ჩანს ჩემს ძმას სკოლის ეშინია,არადა საიდან იცის მე როგორ სკოლაში ვსწავლობ..ჯოჯოხეთში. " ნუ გეშინია ,მოეწონები..." ვუთხარი და თან გავიფიქრე,ან ჩემსავით უბრალოდ დაიგნორებ ყოველ დამცირებას და უსამართლობას...რა მშიშარა ვარ. "მთავარია არ დაგავიწყდეს რა შეგიძლია,ნუ გეშინია ხო?"თავზე ხელი გადავუსვი და გზა მომღიმარმა გადავჭერი! ესეც სკოლაა! ნამდვილად ახლოს გვაქვს. "მიდი ახლა შედი, მაგვიანდება მეც..ვერ შემოგყვები" ვთქვი და მას ხელი გავუშვი. მანაც დამშვიდობების მიზნით ხელი დამიქნია და სკოლაში შევიდა. ჩემი ძმა რომ დავაბინავე ,მერე ჩემი პრობლემა გამახსენდა ,რომ უკვე 10-ის ოცი წუთი იყო და მე ჯერ კიდევ არ ვიყავი სკოლაში. ამის გახსენებაზე ძალა მოვიკრიბე და მთელი ძალით გავიქეცი და ჩემი სწრაფი ფეხების დამსხურებით ,დაახლოებით 5 წუთში სკოლის დერეფანში ვიყავი! ვიცოდი დაგვიანება არ შეიძლებოდა და ამის გამო გაკვეთილების ბოლოს დამტოვებდნენ,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. დღეს მნიშვნელოვანი თემა უნდა ჩამებარებინა ,რომლისთვისაც დიდიხანია ვემზადები და არ ვაპირებდი დაგვიანების გამო გამეცდინა. კლასის კარი რომ შევაღე ,ყველამ მე შემომხედა!! ვერ ვიტან ამ მომენტს. "დააგაგვიანდათ ...ასე რომ არ დაგავიწყდეს დღეს გაკვეთილების ბოლოს დარჩეთ"თქვა მასწავლებელმა და ჩემი ადგილისკენ გაიშვირა ხელი, რომ დავმჯდარიყავი. იქ კი გაღიმებული ,ფაქტობრივად გადაწოლილი ჯეისონი მელოდებოდა ...ახლა გაუძელი ამას. "რატომ დააგვიანე ? ჭკვიანი და კარგი გოგო არ ხარ? თუ გინდა რომ სკოლიდან გაგრიცხონ?"ჩამჩურჩულა მან და ცხვირ წინ ჩანთა ამაცალა, შემდეგ ისე ,რომ არც უკითხავს ჩემი წიგნი ამოიღო და წინ დაიდო..როგორც ყოველთვის რა თქმა უნდა. “ეს ერთხელ გააპატიებ დააგვიანებას"ჩაიჩურჩულა და "ჩემმი წიგნი"კარგად მოითავსა წინ! მთელი გაკვთილი ფაქტობრივად იმასაც კი ვცდილობდი ძაალიან ხმამაღლა არ მესუნთქა ,რომ იმ პირუტყვის ყურადღება არ მიმეპყრო,თორე მაგას ვინ გაუძლებდა მერე...როგორც მახსოვს გაკვეთილებს ხშირად აცდენს,რა უნდა პირველ გაკვეთილზე კლასში? რა გადაუტრიალდა უტვინო თავში?! ვბრაზობდი ჩემთვის და წამებს ვითვლიდი რომ გაკვეთილი დამთავრებულიყო! "ბოდიში მასწავლებელო დავალებას არ გვაძლევთ?" ვიკითხე გაკვეთილის დასრულების შემდეგ ,რადგან ეს საგანი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელივანია...მაგრამ რას წარმოვიდგენდი! "აააა.. რა თქმა უნდა ,ჩაინიშნეთ" ამის თქმა იყო და ყველა მე მიყურებდა. ისეთები მიყურებდნენ მალე გამგლეჯდნენ მეგონა და ამის შემდეგ მივხვდი რომ შეცდომა დავუშვი. მასწავლებელი რომ გავიდა კლასიდან ,წამოდგომას ვაპირებდი როცა უეცრად ვიღაცამ მერხზე ხელი მთელი ძაალით დამირტყა, ისეთი ძლიერად ,რომ მეგონა მერხი ნაწილებად დაიშლებოდა!! მე ნერწყვი ჩავყლაპე ,თავი ზემოთ ნელა ავწიე და ჩემს წინ გაბრაზებული ჯეისონი დავინახე. “შენი თავი ვინ გგონია !??!" ისე მიყვიროდა თითქოს მშობელი მოვუკალი! "რა-გინდ-ა?"ძლივს ამოვიღე ხმა "რააა? რაა მინდა? შენ რა გინდაა? რა იყო ყველაზე ჭკვიანი ხარ? ბეჯითი გოგო ხარ ხო? სულელო!" მითხრა მან და ყელზე გაკეთებულ ,,ბაფთაზე,, ამაზრზენი სახით მომკიდა ხელი ,შემდეგ კი ასე წამიყვანა კლასის კარისკენ. "გამიშვი ხელი!! რა დაგიშავე? დამანებე თავი!" ვუყვიროდი მე, მაგრამ აზრი? ასე გამიყვანა სკოლის ეზოშიც, ყველა ჩვენ გვიყურებდა და სიცილით კვდებოდა...ესეც პატარა შოუ. "ამის შემდეგ ისწავლი როგორ მოკეტო" თქვა მან და სკოლის ეზოში მდგარ შადრევანში მომისროლა..შემდეგ კი კმაყოფილი და გაღიმებული სახით შებრუნდა შენობაში . "მადლობა დილის შხაპისთვის! სახლში ვერ მოვასწარი!"უკვე გულმოსულმა მივაძახე,რადგან ვიცოდი მაინც ვერ გაიგებდა...თორე რა გამაბედინებდა? ნუ გული მოვიფხანე. "კარგად ხარ??!"მომვარდა რამდენიმე წამში ჩემი მეგობარი ნიცა. "კი მშვენივრად..ძაალიან დამცხა და გაგრილება გადავწყვიტე ,ამაში კი ჯონ ჯეისონი დიდი სიამოვნებით დაამეხმარა " ვთქვი მე ღიმილით ცინიკურად და წყლით გაჟღენთილი კაბის გაწურვა დავიწყე "მოდი მოგეხმარო" მითხრა ნიცამ და ხელი გამომიწოდა ,მეც ხელი მივეცი და შადრევანიდან ამოსვლა დავიწყე,რომ ამოვედი ნიცამ ამათვარიელ ჩამათვარიელა და მითხრა . "ვაააა...რა გითხრა ,მშვენივრად დაგიწყია ახალი სასწავლო წელი ..პირველი დღეა და უკვე შარში გაეხვიე და ვისთან? ყველაზე არასასურველ პიროვნებასთან " თქვა და სველი საროჩკა ჩამომიფერთხა სიცილით. "ეჰჰ..ყოველ წელს ასე ვიწყებ და ვამთავრებ,უბრალოდ მიწევს ამ ადამიანის ატანა...მე რა შემიძლია მის წინააღმდეგ" ვუპასუხე მე დაჭყანულმა"არაფერი"და ჩახვნეშით დაავასრულე სიტყვა. " ახლა რა უნდა ქნა? ესე ხომ ვერ შეხვალ?" ამას გაადახტა და ახლა უკვე სერიოზულად მკითხა . "და რატომ ვერ შევალ ვითომ ? დღეს თემა უნდა ჩავაბარო მასწავლებელს ..არ ვაპირებ ამის გამო გავაცდინო" ვთქვი მე და სველი თმა შევიკარი . "მაშინ წარმატებები,არ გაცივდე იცოდე" მითხრა ნიცამ და აღელვებული სახით დამემშვიდობა . მე თავი მაღლა ავწიე და კოლიდორში ვითომც არაფერი სვლა განვაგრძე . ჩემს ქეისთან რომ მივედი იქ ჯეისონი და ბიჭები დამხვდნენ . " ოოო ,ვიღაცას უთევზავია" თქვა სემმა სიცილით,ამაზე კი მე ზედაც არ შევხედე და კარადაში ჩემი დაწერილი თემის ფურცლების ძიება გავაგრძელე. "საყვარელო ?" მომესმა უცბად უკნიდან ჯეისონის ხმა და უკვე ამჯერად მისკენ მივიხედე! პირდაპირ თვალებში მიყურებდა და ღმერთო რატომ არის ასეთი სიმპათიური ყველაფრის მიუხედავად? "ლანდავს შენი სველი საროჩკა" მითხრა მან და სიცილით გაგრძელა ბიჭებთან ერთად გზა ! ამის გაგონებაზე კინაღამ საკუთარი ნერწყვი გადამცდა ,ხელები მკერდზე ავიფარე და კლასისკენ დავიწყე სვლა. კლასში რომ შევედი იქაც ყველა უაზრო ხუმრობებით და სიცილით შემეგება ,მე ისევ არაფერი შევიმჩნი და უბრალოდ ჩემს ადგილას დავჯექი, სადაც უკვე ჯეისონი დამხვდა...რა ჯანდაბა ემართება დღეს!!! წავიდეს და რამე სხვით გაერთოს. "შენი ბინძური სველი ტანით არ შემეხო" თქვა ჩემს გვერდით მჯდომა ჯეისონმა და გვერდით გაიწია ,ამ დროს ისე ვიყავი ცოტაც და ამომასხავდა ,მის სითავხედეს საზღვარი აღარ ჰქონდა . ერთი დედიკოს და მამიკოს ფულებით გათამამებული ხეპრე იყო და რამხელა წარმოდგენა ჰქონდა თავის თავზე! "არააა..."ვუთხარი უხეში ტონით ,თან საკმაოდ ხმამაღლა...ნუ ფაქტობრივად ვიყვირე,რაზეც მთელი კლასის ყურადღება მივიქციე ! ამაზე მან გაკვირვებულმა გამომხედა,რადგან როგორც წესი ხმას არ ვიღებ ხოლმე მასთან და საერთოდ არავინ არ იღებს ,ამიტომ როგორც ჩანს ჩემმა ,,არამ ,,ჯეისონი გაკვირვა. "შენ ახლა ტონს აუწიე?? " მომიტრიალდა ჯეისონი ,ამაზე თავი შევიკავე და ენა აღარ შევუბრუნე,დღეს საერთოდ რა მჭირს,მართლა მცემს ! არ ვუპასუხე,მეგონა კონფლიქტს ავირიდებდი,მაგრამ შევცდი. "მიპასუხეე!!"მანამ მის ყვირილზე არ შევხტი ,მაგრამ მეტად გაღიზიანებულმა ვუპასუხე. " ხო ტონს ავუწიე...მერე რა?" ამაზე საერთოდ თვალები გაუფართოვდა და ყველა ამავდროულად უკვე ჩვენ გვიყურებდა ,როცა ურცრად კლასში მასწავლებელი შემოვიდა . "აბა ბავშვებო ყველამ თქვენი თემები ამოიღეთ და მაგიდასთან მომიტანეთ" თქვა მასწავლებელმა ,მე კი ამის გაგონებაზე ძლივს დაწერილი ჩემი თემები ამოვიღე, თან ვცდილობდი არ დამესველებინა,ჩემი სველი ტანსაცმლით! ამ თემას ორი კვირა მივუძღვენი და უკვე ვაპირებდი წამოდგომას და თემის მიტანას ,როცა ჯეისონმა მოულოდნელად ხელიდან გამომგლიჯა. “რას აკეთებ?"ვკითხე მე რამის ყვირილით ,ისე რომ მთელი კლასის ყურადღება ჩვენ ორზე გადმოვიტამე ისევ! ამის თქმა იყო რომ მან ჩემი თემები ნაფლერთებად აქცია! ნელ-ნელა ხევდა და თან გაღიმებული თვალებში მიყურებდა . მინდოდა ავმდგარიყავი და მთელი ძალით დამერტყა ,მაგრამ არ შემეძლო! ამიტომ ჩაცრემლილი თვალებით უბრალოდ ვუყურებდი როგორ ხევდა ჩემ ნაწვალებით დაწერილ თემას და ვერაფერს ვაკეთებდი. დახევას რომ მორჩა არც არაფერი უთქვამს არც უკითხავს ,როგორც ყოველთვის ფეხი დაკრა და კლასიდან გავიდა. ხოო ასე უბრალოდ ჩემი სასწავლო წელი ამ საშინელი ადამიანის გვერდით ასე დაიწყო! ვერ გიტან ჯონ ჯეისონ ,მეზიზღები. გაკვეთილები დასრულდა და როგორც მასწავლებელმა მითხრა გაკვეთილების ბოლოს დავრჩი. ავიღე ცოცხი და ოთახის დაგვა დავიწყე. თან ჯეისონზე ვფიქრობდი ,რომელმაც მთელი დღე ჩამიმწარა თავისი საქციელებით...აი უკვე ფანჯრებს ვწმენდდი უკნიდან ნიცას ხმა რომ მომესმა"გავიგე შენი და ჯეისონის კამათზე,რა მოხდა ? დღეს ძაალიან სხვანაირი ხარ ემილი"ამაზე მე უბრალოდ ღრმად ჩავისუნთქე, ტილო დავდე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი . "მგონი დედაჩემი და მამაჩემი შორდებიან ერთმანეთს"ვთქვი მე თავ ჩახრილმა და თვალზე ცრემლი მომადგა. "ოოო,საყვარელო ვწუხვარ..არ იღელო ხანდახან ასეც ხდება,შენ რას შეცვლი?"დამშვიდება დამიწყო ნიცამ და ჩამეხუტა,რაზეც მეც თბილად მოვეხვიე. "დავიღალეე..ამდენი პრობლემა მაქვს და ახლა ამ თავხედსაც უნდა მოვუთმინო..სრულიად უმიზეზოდ ! სრულიად!! რამე დავუშავე? მე ამას არ ვიმსახურებ,არავინ არ იმსახურებს,დასრულდა,მორჩა! აღარ ვაპირებ მოთმენას...რაც გინდა მოხდეს. თუნდაც მთელი სკოლა გაადავიმტერო,ჯონ ჯეისონს აღარ შევარჩენ ჩემს დაამცირებს "ვთქვი და თვალიდან ჩამოსული ცრემლი უხეშად მოვიწმინდე . "არ ღირს დამიჯერე ,მის გამო არ ღირს მთელი სკოლის გაადაკიდება. პრობლემები შეგექმნება ხომ იცი ეს " მითხრა დანაღვლიანებულმა ნიცამ. "არა ნიცა! საკმარისი ვითმინე,საკმარისი ავიტანე მისგან,მეტი რაღა უნდა მოხდეს? რა უნდა დაამიშავონ ისეთი რომ ამ ადამიანის დამცირებაზე მეტი იყოს." ვთქი მე და სკამიდან გაბრაზებული წამოვდექი . "რომელი საათია?"ვიკითხე მე "3-ის ნახევარია" "უკვე დროა,ჩემი ძმა მყავს სკოლიდან გამოსაყვანი, უნდა წავიდე..გაკოცე! ხვალ გნახავ" ვთქვი მე და სასწრაფოთ ოთახიდან გავედი . ჯეისონის pov: "დროზეე მითხარი!" ვუყვიროდი ბოლო ხმაზე ერთ-ერთ მაღალ კლასელ ბიჭს და თან კედელზე კიდევ ერთხელ მივანარცზე. "ხომ გითხარით ,არაფერი არ ვიცი!!" თქვა ბიჭმა და შეშინებული თვალებით ამომხედა ..ვაპირებდი ერთი კარგად მეთავაზა სახეში ,ტელეფონის ხმა რომ არ გამეგო. "მიხედეთ ამას,მოვალ ახლავე" ვთქვი მე და გვერძე გავედი. ................... ლილი:ჯეი რას შვრები? მომენატრე პატარა ,დღეს არ მნახავ? ჯეისონი:არაფერს ,ვიღაც ბიჭს ვცდილობ იმ ამბავზე რამე ვათქმევინო და რომ მოვიცლი გნახავ. ლილი:ანუ კიდე ვერ გაარკვიე ? ჯეისონი:ვერაა ლილი ,რა გავაკეთო ? ვცდილობ ,მართლა ყველაფერს ვააკეთებ რაც შეემიძლია. ლილი:კარგი ....10 წუთში სკოლის უკან გელოდები ,აუცილებლად მოდი როგორც კი მორჩები მაგ ბიჭთან ,იქ დავილაპარაკოთ უკეთესად ყველაფერზე. ჯეისონი:კარგი პატარა . ..................... "კარგით შეშვით , ალბათ მართლა არაფერი არ იცის "ვთქი ტელეფონზე საუბრის შემდეგ და დასისხლიანებულ ბიჭს მივუბრუნდი. "დახვიეე ახლა,არ დაგინახო 1 წუთში აქ!!"ეს რომ ვუთხარი ბიჭი შეშინებული გაიქცა ,მე კი ბიჭებს მივუბრუნდი. "ბიჭებო მე ლილი უნდა ვნახო, თქვენ ძებნა გაგრძელეთ. ვისაც კი რამე ეცოდინება ამაზე ათქმევინეთ,ყველაფრის ფასად." ვთქვი და სკოლის უკანა გასასვლელისკენ გავემართე . ლილის pov: ვიჯექი და რამდენიმე დღის უკანდელ შემთხვევას ვიხსენებდი . მოგონება 4 -დღის უკან "ლილი ეს სიმართლეააა???" მომვარდა გაბრაზებული ჯეისონი, თან ისეთი თვალებით მიყურებდა მეგონა ცოტაც და ამ მზერით მომკლავდა! "რას გულისხმობ?რა სიმართლე?" "რას ვგულისხმობ???"მითხრა და ხელი უხეშად მომკიდა "ყველა ლაპარაკობს სკოლაში რომ ვიღაცასთან იწექი ,დაგაორსულა და მოიშორე,აი ამაზე ვლაპარაკობ!!!" მითხრა ყვირილით მან. "რაა? რა სისულელებს იძახი? ამის გჯერა შენ რომ გიღალატებდი??"ვუპასუხე მეც ყვირილით. “ანუ ეს ტყუილია? თვალებში მიყურე და ისე მითხარი,არც გაბედო მოტყუება! " მიპასუხა მან და თვალი გამისწორა ,მეც თვალებში ჩავხედე და შიშით ვუთხარი. "გეფიცები,ეს ტყულია" "ჯანდაბა !!! ლაწირაკები!!! როგორ გააბედეს! ასეთი რაღაც როგორ მოიგინეს!! თან შენ დააგაბრალეს ,ჩემს შეყვარებულს!" თქვა ყვირილით და იქვე მდგარი ვაზა მაცივარს მიალეწა. "დამშვიდდიი..ამით რას მოიგებ? ყველაზე კარგს იმას იზავ ,რომ გარკვიო ეს ჭორები ვინ გავრცელა და დედა უტირო" ვუთხარი მე და სახეზე ხელები მოვკიდე . "გპირდები ,გავარკვ ვინა და გაჩენის დღეს ვაწყევლინებ" მიპასუხა მან და შემდეგ მაკოცა . მოგონების დასასრული. ............ ჯეისონის pov: უკვე შუა დღე იყო და ლილისთამ ერთად ვიჯექი და ვსაუბრობდით,უეცრად ბიჭების ყვირილი რომ გავიგონე. "ჯეისონ!! ჯეისონ! გავარკვიეთ! ყველაფერი გავარკვიეთ! " ამის გაგონებაზე მეც და ლილიც ფეხზე წამოვდექით"რაა??ვინ იყო? ვინ თქვა ეს?" ვიკითხე აღელვებულმა და ბიჭებს მივარდი "ეს ვიქტორი იყო..მან გავრცელა ჭორები " ძლივს მძიმე სუნთქვით მითხრა ლეომ ,რაზეც შუბლი შევკარი. "რააა?ეგ შკოლნიკი ს**ი იყო ვინც ეს ჭორები გავრცელა?" "კი ეგ იყო" მიპასუხა ლეომ. "წავედით ..ხვალამდე ვერ მოვიცდი, ახლავე უნდა ვასწავლო ჭკუა!" ვთქვი მე და ჩემ ტყავის ბიჯაკს მოვკიდე ხელი და ჩემი მანქანისკენ გავემართე . მთელი გზა ყველა ჩუმად და ვიყავით ხმას არ ვიღებდით . უბრალოდ ერთი სული გვქონდა მივსულიყავით და იმ უტვინოსთვის თავ პირი გაგვერთიანებინა . "ჰეეეე, ფრთხილად!" მიყვირა უცბად ლეომ და საჭეს მოკიდა ხელი,კინაღამ ორი პიროვნება გავიტანე მანქანით ,რომ დავაკვირდი ეს ორნი ვინ იყვნენ, ერთის სახე ვიცანი ...ეს ის სულელი გოგო იყო ,ემილი და მგონი მისი პატარა ძმა . "დიდი სიამოვნებით გავიტანდი ერთ-ერთს"ვთქვი მე და გზა გავაგრძელე. "რა იყო ისეთი სახე გქონდა რომ დაინახე ემილი ,თითქოს შავმა კატამ გადაგირბინაო" მითხრა სიცილით ჯერემიმ. "ეგ შავ კატაზე უარესია" ვთქვი მე და პედალს ფეხი ძლიერად მივაჭირე. "რატომ გძულს ეს გოგო ასე ძაალიან, რა დაგიშავა? თავისთვის არის ,ხმას არ იღებს" მიამატა ლეომ და უკანა სიდენიდან თავი გადმოყო. " ვერ ვიტან მისნაირებს,თავი ყველაზე ჭკვიანი რომ გგონია. ისეთი მშვიდადა რაც არ უნდა გავუკეთო, რომ უკვე ნერვებზე მოქმედებს! " ვთქვი მე და მანქანა გავაჩერე ,რადგან უკვე ვიქტორის სახლთან ვიყავით . გადმოვედით მანქანიდან თუ არა პირდაპირ კარზე ზარი დავრეკეთ და მოთმინებით დავდლოდეთ. "გამარჯობა..ვიქტორს დაუძახეთ" ვუთხარი მე ასაკოვან ქალს და მანქანისკენ გავემართე. "მანქანაში ჩასვით რომ გამოვა" ვთქვი და მართლაც როგორც კი ის სულელი გამოვიდა ,ბიჭებმა ხელი მოკიდეს და მანქანაში ჩატენეს! "ჯერემი საჭესთან შენ დაჯექი" ვთქვი მე და მას მივუბრუნდი. "იცი ხომ აქ რატომ ვართ? ხომარ გეშინია? " ვკითხე და საყელოში ხელი უხეშად მოვკიდე. "უნდა გეშინოდეს,იმიტომ რომ წინ მთელი დღე გვაქვს დედიკოს ბიჭო ,რომ ეგ ენა ამოგაგლიჯოთ" ვთქვი ეს თუ არა და ვიქტორმა კარის გაღება სცადა,მე ამის დანახვაზე გამეცინა. "არასწორი გადაწყვეტილებაა.." ვთქვი და უკან მივახეთქე სიდენიაზე. "ჯერემი მალე მივალთ? " "კი ჯეისონ ,ცოტაც მოითმინე" "ვითმენ ,ვითმენ" ვუპასუხე მე ღიმილით და ხელები დავიტკაცუნე. დახლოვბით 10 წუთში უკვე ადგილზე ვიყავით,მანქანა გაჩერდა თუ არა ვიქტორს ხელი მოვკიდე და მანქანიდან გადმოვათრიე ! ძირს დავარდა ისეთი სიმძლავრით გაავაკეთე ეს,ამის შემდეგ კი აღარ მომიცდია და შოუსთვის მოვემზადე,ყველაზე საყვარელი მომენტია ეს ჩემთვის....შურისძიება. აი ამის შემდეგ კი აღარაფერი აღარ მახსოვს,მხოლოდ ბიჭების ხმა მახსოვს როგორ ცდილობდნენ გავეჩერებინე ეს რომ არ მომეკლა . ემილის pov: სახლში რომ მივედი ისეთი ძალა გამოცლილი ვიყავი დღევანდელი დღის გამო ,რომ პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი . დავჯექი და უბრალოდ ფანჯრიდან ყურება დავიწყე,ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი ,გამოსავალს ვეძებდი ამ საშინელი მდგომარეობიდან. თითქოს ყველაფერი ჩემს სააწინაღმდეგოთ მოტრიალდა ,ჯერ ჩემმი ოჯახი,შემდეგ კიდე ეს თავხედი ჯონ ჯეისონი! ვიყურებოდი და ამ მართლაც თავის ამატკიებელ პრობლემებზე ვფიქრობდი,როდესაც უეცრად ჩემი ყურადდღება სხვა რაღაცამ მიპყრო..ჩემი მეგობრის ვიქტორის სახლთან მანქანა გაჩერდა და მალევე გადმოვიდნენ იქიდან ჯერემი,ლეო,სემი და ჯეისონი ??? ეს ჯეისონია. მათი აქ დანახვა ძაალიან გამიკვირდა ,როგორც წესი ამ მხარეში არ დადიან,თან ვიქტორთან ? დაინტერესებული მიზეზით, ყურადღებით ვაკვირდებოდი რას აკეთებდნენ აქ ,როდესაც ცოტახანში ვიქტორიც გამოჩნდა,უეცრად ხელი სტაცეს და შემდეგ რაც დავინახე სემი და ჯერემი იყვნენ,რომლებიც ვიქტორს მანქანისკენ უხეშად მიათრევდნენ..ამის დანახვაზე მივხვდი კარგი ამბავი არ იქნებოდა! სასწრაფოდ წამოვდექი და ქვემოთ ჩავედი,მაგრამ გარეთ რომ გავედი უკვე გვიანი იყო,მანქანა უკვე იქ აღარ იდგა.."ჯანდაბა" ვთქვი მე და იმედგაცრუებული შემოვბრუნდი სახლში . ამის შემდეგ ვიქტორს გაუჩერებლივ ვურეკავდი ,მაგრამ სულ ტყუილად! ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ასე გავიდა მთელი დღე,ნერვიულობით ვკვდებოდი,არ ვიცოდი რა მექნა! ვინმესთვის მეთქვა? უკვე საღამოს 7 საათი იყო, ვიჯექი და ვმეცადინეობდი,რათა ყურადღება ცოტა გადაამეტანა რამე სხვაზე, როცა ტელეფონმა დარეკა,ეს ვიქტორი იყო. ............ ემილი:ვიქტორ სად ხარ ? რატომ არ მპასუხობდი,კარგად ხარ? ვიქტორი:ემილი მე ვარ ,ვიქტორის დედა *მიპასუხა ტირილით * ემილი:ქალბატონო სოფი..რა ხდება ? რამე მოხდა? სადაა ვიქტორი? ვიქტორი:ახლა სავამტყოფოში ვართ ..ვიქტორი ვიღაცამ რამის სიკვდილამდე სცემა! *ტირილით* ემილი:რააა? ღმერთო ჩემო! ახლავე წამოვალ ! *ზარის დასასრული* .................... ეს იყო და ეს ,ისე წამოვხტი და 5 წუთში გავემზადე ვერც მოვტვინე, რაც ხელში მომხვდა ის ამოვიცვი ! მერე ხელის კანკალით დავავლე ხელი ტელეფონს და გარეთ გავედი . ტაქსი გავაჩერე და სავამტყოფოსკენ გავემართე..მძღოლს იმდენჯერ ვუთხარი სწრაფად ცოტათქო ,რომ ცოტაც და მგონი მანქანიდან გადამაგდებდა ,რომ არ მივსულიყავით მალევე! როგორც კი ტაქსიდან გადმოვედი სავამტყოფოში შევარდი და კარებში მჯდარ ქალს ძლივს ვუთხარი სირბილისგან დაღლილმა. "იონგ ვიქტორი ,რომელ პალატაშია?" "223 -მე პალატაში ,მეორე სართულზე" მიპასუხა ქალმა და მეც მეორე სართულისკენ გავემართე და მივაგენი კიდეც. კარი რომ შევაღე საწყალი სოფი იჯდა და უგონოდ მყოფ ვიქტორს დასტიროდა "ემილი მოხვედი" თქვა და ჩემსკენ წამოვიდა, შემდეგ კი ძლიერ ჩამეხუტა. ბავშვობიდანვე ვიცნობ ვიქტორს და მის მშობლებსაც,ვერ ვიჯერებ რომ ეს დავუშვი! ვიცოდი რომ ცუდი ამბავი მოხდებოდა,ჩემმი ბრალია ყველაფერი! "ვიღაცამ დასისხლიანებული ცხოველივით დამიგდო კართან ,მეგონა მკვდარი იყო,მეგონა აღარ გაადარჩებოდა! მეგონა დავკარგე" ამოღერღა ძლივს ტირილით . "იცით ვინ გაკეთა ეს?" ვიკითხე მე. "არ ვიცი ,მაგრამ ერთ ვიღაცაზე მაქვს ეჭვი" "ვისზე?"ვიკითხე მე ,როდესაც ისედაც ვიცოდი ვისზეც მეტყოდა. "ჯონ ჯეისონზე " მიპასუხა მან ხმის კანკალით "ჯეისო-ნი?"ძლივს ჩახლეჩილი ხმით ჩავილაპარაკე ..ვგრძნობდი როგორ მიდუღდა სისხლი,ძარღვები მეჭიმებოდა სიბრაზისაგან,მუშტებს ვუჭერდი უკვე ამდენი სიძულვილისგან! შურისძიება მწყუროდა თითქოს. ცოტახანი ამ საუბრის შემდეგ ჩუმად ვიყავით ,მეც ცოტა დააწყნარებული ვიყავი და სოფიც,მალევე სოფიმ სიჩუმე დარღვია წამოდგა და მითხრა. "გავალ და მალე მოვალ ემილი" მე თავი დავუქნიე ,შემდეგ კი ისევ უგონო მდგომარეობაში მყოფ ვიქტორს დავხედე და ამდენხანს შეკავებული ცრემლები წამსკდა. "ვიქტორ,გპირდები ვანანებ თითოეულ მადგანს რაც გაგიკეთეს..ყველაფერს ვანანებ! ჯონ ჯეისონი დაისჯება ყველაფრისთვის,ამის პირობას მე ვდებ." __________________ გაგრძელება იქნება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.