შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გაიმარჯვებ (თავი მეორე)


8-07-2020, 08:59
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 388

ემილის pov:

უკვე ღამის 11 საათია, მე კი ისევ პალატაში ვზივარ და ველოდები ვიქტორს, რომ გაიღვიძოს და მომიყვეს საერთოდ რა მოხდა!
მაგრამ მალევე მივხვდი რომ ლოდინს აზრი არ ჰქონდა და არ გაიღვიძებდა კარგახანს,თან დედაჩემის ზარებისგან შეწუხებულმა გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი,სჯობს დავისვენო ,ხვალ სკოლაში უნდა წავიდე.
-ქალბატონო სოფი არაფერზე არ იღელვოთ,მე ახლა უნდა წავიდე, მაგრამ თუ რამე დაგჭირდებათ დამირეკეთ კარგით?
ვუთხარი ვიქტორის დედას და წამოსვლისას კიდევ ერთხელ ჩავეხუტე.

ტაქსი რომ გავაჩერე ბედზე მოვასწარი რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი, რადგან კატასტროფული წვიმა დაიწყო.
მე ვიყურებოდი დაორთქლილი ფანჯრიდან და ვფიქრობდი მართლაც ბევრს რამეზე...მაგალითად იმაზე რომ დროა შევიცვალო ,დროა გავიზარდო,დროა შიშები დავძლიო და ჩემი ადგილი დავიმკვიდრო საზოგადოებაში.
-გოგონი მოვედით.
ამ ფიქრებს მომწვიტა ტაქსისტის სიტყვებმა.
-ააა... უკვე მოვედით?
აი აიღეთ თანხა ..გმადლობთ!
ვთქვი მე და მანქანის კარი უცბად დავხურე ,რომ მალე შევსულიყავი სახლში!
თორემ ისე წვიმდა სულ დავსველდებოდი .
კარი რომ შევაღე დედაჩემის ხმა მომესმა სამზარეულოდან.
- დეეე!მოხვედი!?
-კი დე მოვედი..
ვთქვი მე და სამზარეულოსკენ გავემართე  ,სადაც დედაჩემი რაღაცას ამზადებდა.
-დაგაგვიანდა ,როგორ არის აბა ვიქტორი?
ამ კითხვაზე მე ღრმად ამოვიხვნეშე.
-რავი დე წევს და ჯერ გონს ვერ მოსულა,მაგრამ გადარჩა.
-საწყალი ვიქტორი,ეს ვინ გაუკეთა?
ვინც არ უნდა იყოს,მეზობლებისგან გავიგე ჩივილს აპირებსო სოფი .
ამაზე მე ჩამეცინა.
-აზრი არ აქვს.
ვთქვი ეს და ჩემი ოთახისკენ დავიძარი ,თან დედას მივაძახე.
-დეე მამა სადა?
-არ მოსულა,ისევ აგვიანებს როგორც ყოველთვის.
ალბათ ისევ იმ ქალთანაა.
გავიფიქრე მე და ძლივს შევძელი ბრაზი შემეკავებინა.
-დეე შეგიძლია ცხელი შოკოლადი გამიმზადო!?
ვიკითხე მე უკვე ჩემი ოთახის კარიდან.
-კი პატარა ,გაგიკეთებ.
-მადლობა დე!
ვუპასუხე დედას და ჩემს მაგიდას მივუჯექი ,რომელზეც ჩემი წიგნები და რვეულები იყო გაშლილი ისე როგორც დავტოვე..მეც აღარ დავაყოვნე და დავალებების წერა დავიწყე .
გარეთ წვიმდა ,ოთახში კი საოცარი სიჩუმე იყო . მეც უბრალოდ ვცდილობდი ყურადღება სწავლაზე გადამეტანა ,როდესაც მაინც ჩემი გონება ჯეისონზე ფიქრით იყო დაკავებული!
დროა ალბათ ვიღაც დაუპირისპირდეს მას და მის წინაღმდეგ გაიმარჯვოს..რადგან თუ ისევ ის გაიმარჯვებს ,მოუწევს თითოეულ ჩვენგანს სკოლაში ეს დამცირება აიტანოს.

ჯეისონის pov:
დღევანდელი დღის შემდეგ ძნელი იყო ჩემთვის ენერგის აღდგენა,რადგან იმ წამს ვიქტორი რომ ვცემე მართლა გამოთიშული ვიყავი ამ სამყაროდან ,თითქოს ბრაზი მაკონტროლებდა მთლიანად..ამიტომ ვარ ახლა ასე,რაც მოვედი ფაქტობრივად გაუჩერებლივ ვჭამ.
-ცოტაც და მგონი ჩვენც შეგვჭამ.
თქვა სიცილით მაიკლმა და შემდეგ
ბიჭებს მიუბრუნდა.
-რამდენჯერ გითხრათ ,რომ ასეთ სიტუაციებში ჩვენც უნდა ჩაგვრიოთ ? ხო იცით ასეთ მომენტებში ჯეისონი ითიშება! თქვა მაიკლმა.
-აუუ რავი მე !! სასწრაფოთო და ხოიცი როგორი ჯიუტია?? არ გაჩუმდააა არააა და ბოლოს  წაგვათრია!
უპასუხა ამაზე ჯერემიმ.
-ჰეი ,ბოდიში არ ვარ წინააღმდეგი მაკრიტიკეთ ,მაგრამ მეც აქ ვარ ,მაინც რომ შეგახსენოთ!
ჩავერიე მე და  ლუკმის დაღეჭვა გავნაგრძე.
-მოკლედ ,თუ იმ ბიჭმა გიჩივლა მე ტყუილის თქმას აღარ ვაპირებ..უკვე ზედმეტი სისასტიკეა.
მიამატა მალევე ჯერემიმ.
-აუუ ის არ იყო სისასტიკე ლილიზე რეებიც ილაპარაკა?
ვიკითხე მე და თან ჭამა შევწყვიტე. -იმსახურებდა!
ეს რომ დავამაზე , ხმა აღარცერთს აღარ ამოუღია.
-წავალ მე ჩემს ოთახში.
ვთქვი  გაღიზიანებულმა და ოთახისკენ გავემართე. ოთახში რომ შევედი ფანჯარა ღია იყო და ფაქტობრივად მთელი ის მიდამო წვიმისაგან დასველებული იყო !
-მაიკლ??! არ თქვი დავკეტეო ფანჯარა? მეზღვაურობა გადაწყვიტე? თუ მე რას მერჩი?
ოთახიდან გავძახე მაიკლს.
-ალბათ ქარმა გააღოო კააპიტანო!!
გამომძახა იქიდან მანაც ,მე კი სასწრაფოთ ფანჯარას მივარდი და კარგად დავკეტე ,სანამ უარესად არ დასველდებოდა ყველაფერი .
შემდეგ კი წამოვწექი საწოლზე და ტელეფონში შეტყობინებები გავხსენი ,ერთ-ერთი დედაჩემისგან იყო.
________
დედა:ჯეი სად ხარ? ისევ ბიჭებთან ერთად რჩები მეორე სახლში? ვნერვიულობ უკვე შენზე,სახლში როდის მოხვალ?
გპირდები მამაშენი არაფერს არ გეტყვის,სახლში მოდი!
მე:კი დედა ისევ აქ ვრჩები ,რა არის? გინდა დავბრუნდე და ისევ მამას მოთხოვნები ვასრულო? არა.
დედა:იცი რომ ადრე თუ გვიან მოგიწევს მასთან დაალაპარაკება,დავიღალე შვილო...მინდა სახლში იყო,უკვე ვნანობ რომ მამაშენის ჩუმად მოგეცი უფლება ეგ სახლი გეყიდა,უკვე ვნანობ.
მე:გთხოვ აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი,შენ ეს ჩემთვის გააკეთე...კარგად ვარ და არ ინერვიულო.
_________
ეს იყო და ეს ...რამდენიმე ადამიანსაც ვწერდი ,როცა კარის ხმა გავიგე..კარიდან სემი და მაიკლი შემოვიდნენ ,მაიკლს ჩაის ჭიქა ეჭირა ხელში.
-აბაა ცხელი ჩაი,ცივ უჟმურ ამინდში!
წამოიძახა ბაზრის გამყიდველივით  და ჩაი მომაწოდა ..მე  კი არსაიდან უცბად,მეც არ ვიცი რატო ,მაგრამ ლაპარაკი დავიწყე.
-ისე ხანდახან ვფიქრობ რა იქნებოდა ვიღაც მაინც რომ დამპირისპირებოდა,ვიღაც ვინც ეცდებოდა ჩემს დაამორჩილებას..მამაჩემის გარდა რა თქმა უნდა..გიფიქრიათ ამაზე?
ეს რომ ვთქვი,ორივემ გაიცინეს.
-კარგი რა ! ვინ უნდა დაგიპირისპირდეს შენ ,აი შენ?
ყველამ იცი ვინც ხარ და როგორიც ხარ,შანსი არაა!
თქვა სემა სიცილით ,მე ამაზე უბრალოდ გავიღიმე და ჩაის დალევა გავაგრძელე...სწორედ ამის გაგება მსურდა,მე ვერავინ...ვერასოდეს.
ვ ე რ

დ ა მ ი პ ი რ ი ს პ ი რ დ ე ბ ა.

ემილის pov:
დილით ჩემი ძმის ყვირილმა გამაღვიძა ,ფაქტობრივად ზედ ჩემზე ხტუნაობდა.
-სებასტიან გეყოფა,სებასტიან!!
წუწუნით და ყვირილით წამოვყავი თავი მე და ძილის გაგრძელება ვცადე.
-ადექი,ადექი! დამაგვიანდება!
გაგრძელა ყვირილი და ხტუნაობა ჩემმა ძმამ.
-ახლა ესე უნდა შემაწუხო ყოველ დილით?
ვიკითხე მე შეწუხებული მძინარე ხმით.

-მომიწევს!! ადექი დაიკოოოო!! სკოლაააში დაამაგვიანდებაა!
ახლა უკვე ხელებზე ჯაჯგური დამიწყო სებასტიანმა.
-ვდგები ხო ვდგები,ვინნა ესსს!!!
ვთქვი მე და ნელა ზანტად დავიწყე ფეხზე ადგომა.
-უკაცრავად,შეიძლება მე და ჩემი ოთახი მარტო დაგვტოვოთ ბატონო?
ვიკითხე მე სარკასტულად..ამაზე ჩემი ძმა პირდაპირ კარიდან გავარდა.
-რა უხარია ამ ბავშვს ? ესე ძაან შეუყვარდა სკოლა,რაამ შეაყვარა..?
ვიკითხე ჩემთვის  მე ,შემდეგ კი აბანოში შევედი და ყოველდღიური ჩემი დილის რუტინა დავიწყე .

უკვე ფეხზე ვიცმევდი ქვემოდან ზარის ხმა რომ მომესმა ,კარი დედამ გააღო და იქ ვინც იყო იმ ადამიანის ხმა ვიცანი,ეს ნიცა იყო!
მე ამის გაგონებაზე სასწრაფოთ ქვემოთ ჩავედი.
-ნიცაა!!აქ რა გინდა? მეგონა დღეს სკოლას აცდენდი.
ვთქვი და ჩავეხუტე.
-ვიქტორი!!ვიქტორის მდგომარეობა გაუარესდა ემილი!! შეიძლება კომაში ჩავარდეს,ან ვეღარ გაიაროს!
ამის გაგონებაზე ვერც კი მივხვდი როგორ გავშეშდი და ამ სამყაროს გამოვეთიშე,უბრალოდ თვალები ერთ ადგილას გამიშტერდა,გული ამიჩქარდა,მეტკინა!
მეტკინა ,რადგან ასეთი უძლური და სუსტი ვიყავი მათან შედარებით,რადგან ვერ დავეხმარე მას!!!
ნუთუ ასეთი ძნელია საამართლიანობამ გაიმარჯვოს?! არაა,არა!!
ეს უნდა დასრულდეს!
უნდა დაასრულდეს!
მთელი სიჩქარით დავავლე ჩანთას  და ჩემს ძმას ხელი და გარეთ გავვარდი!
-ნიცა წამოდი!! ნიცაც გაკვირვებული გამომედევნა და ცოტახანში ჩემს გვერდით იყო.
-რა გიტრიალებს მაგ თავში?
რა ხდება?
მკითხა ძლივს ნიცამ ,თან ძლივს მომყვებოდა ისეთი სიჩქარით მივდიოდი.
-ასე არ შეიძლება, მორჩა!
ვთქვი მე და ფეხს ავუჩქარე.
ჩემი ძმა რომ სკოლაში ჩავაბარე მერე საერთოდ უდიდესი სიჩქარით მივდიოდი, ისე რომ ნიცა ძლივს მომდევდა!

კლასში რომ შევედი ჯერ ადრე იყო და გაკვეთილებამდე ყველა სასადილოში არის ასეთ დროს.
ამიტომ კლასი ცარიელი იყო,მე ჩანთა დავდე და ახლა სასადილოსკენ  წავედი..ვერც მე ვხვდებოდი ამ წამს რის გაკეთებას ვაპირებდი და რას ვიზამდი ,უბრალოდ გაცხარებული ვიყავი!
შევედი თუ არა სასადილოში,ჯეისონის  ძებნა დავიწყე.
გიჟივით ვააცეცებდი თვალებს და აი თვალიც მოვკარი !
იქვე იჯდა ,თავის მეგობრებთან ერთად, იცინოდა მხიარულობდა,ამ დროს კი მის გამო ჩემი ბავშვობის მეგობარი აპარატზე უნდა იყოს შეერთებული!
როგორ ვაიძულო რომ თავი დამარცხებულად იგრძნოს?
როგორ ვატკინო??
როგორ გავუჩინო უსამართლობის გრძნობა?
დაველაპარაკო?? არ გაჭრის.
ვუთხრა რომ ვიქტორის მდგომარეობა თავის თავზე უნდა აიღოს?
არ გაჭრის.
დამცირება...ასეთ ამპარტავანს ერთადერთი რაც ანაღვლებს სახელია,რომელიც კარგად აქვს მოხვეჭილი,მე კი თუ მინდა რომ ვატკინო და დავამარცხო,ეს სახელი ცოტათი მაინც უნდა შევულახო!
ესღა გავიფიქრე და იქვე მზარეულთან მივედი,თვალწინ კი დაგეგმილი სცენა დამიდგა უკვე.
-რძე მომეცით ,პატარა პაკეტით.
რა მჭირს?
ვინ ვარ?
რას ვაპირებ?!
შევძლებ?
ამ წამს სულ სხვა ადამიანი ვიყავი!

ქალმა გაკვირვეებულმა გამომიწოდა რძის პაკეტი,მე გამოვართვი თუ არა ჯეისონისკემ წავედი ,ბოლოს ესღა გავიფიქრე ,სანამ ამას გაავაკეთებდი. -დაამნაშავე უნდა დაისაჯოს,ახლა ნახავ როგორია დამცირება!
დააააა...ბუუუუმმ!!!!
უკნიდან ზურგზე ვესროლე რძის პაკეტი,რომლიც გასკდა და ჯეისონი სულ რძით მოისვარა...როგორც ვიცი რძეს ვერ იტანს,თან ეს ყველას თვალწინ?
თავს ძაალიან დაამცირებულად იგრძნობს!
ყველა გაჩუმდა ,ყველამ მე შემომხედა,რაღაც საოცარმა დუმილმა მოიცვა მთელი დარბაზი!
ცოტახანში ჯეისონიხ მოტრიალდა!
ისეთი გაკვირვებული მიყურებდა თვალებს ვერ უჯერებდა რომ ეს მე ვქენი, შემდეგ ეს გამოხედვა სახიფათო მზერით შეიცვალა ,გაბრაზებულიი ,შეშლილი მზერით!!!
მეც პირდაპირ თვალებში ვუყურებდი შიშის გარეშე!

-შენ. თქვა მან  და  სკამიდან  წამოდგა ,ჩემსკენ წამოვიდა ძაალიან მყარი და სწრაფი ნაბიჯით .
ამ წამს ისეთი სახით მოდიოდა ცოტა შემეშინდა და უკან დავიხიე ...ჯესონმა კი გვერდით გამიარა, არც არაფერი უთქვამს ,გავოცდი რას აკეთებდა! 
მანამ სანამ არ დავინახე როგორ მივიდა მზარეულ ქალთან და რძის პაკეტი  არ გამოართვა!
შემდეგ კი ისევ ჩემსკენ წამოვიდა ,
თან გაღიმებული რძის პაკეტს ათამაშებდა ხელში, ეგ იყო და ეგ !
მთელი ძალით რომ მესროლა !!
თან პირდაპირ თავში ,ისე რომ სულ რძეში ვიყავი ამოსვრილი. მეგონა ამით დასრულებდაა, მაგრამ ვცდებოდი.
-მოდი ბავშვებო დავანახოთ რას ნიშნავს გუნდაობა ,თან რძით!!
რაზეც უკვე ვიცოდი რა მელოდა!
უკნიდან კიდევ ვიღაცამ მიაწოდა რძის პაკეტი და ისიც დაუფიქრებლად მესროლა და  რა თქმა უნდა როგორც ვივარაუდე,შემდეგ მას ყველა აყვა !! მთელი კაფეტერია მე  მესროდა რძის პაკეტებს და არა მარტო რძეს ,სხვა ბევრს რამესაც !!
საჭმელებს,ბოთლებს ,ნაგავს! ყველაფერს !
არავინ არ ცდილობდა მათ შეეჩერებას,არავის არ უცდია.
რამდენიმე იჯდა და უბრალოდ მიყურებდა,თითქოს არც არაფერი,დაანარჩენები კი აგრძელებდნენ რაც ჯეისონმა ბრძანა!
ეს ვერ გაამაჩერებდა,ვერა!
უდრეკად ვიდექი ადგილზე და ამაყად წარბ შეუხრელად ვუყურებდი ჯეისონს,პირდაპირ თვალებში!
ამით კი ვანიშნებდი,რომ ეს ჯერ კიდევ დაასაწყისია!
ეს არ იყო მხოლოდ რითიც დააკმაყოფილდნენ,ბოლო ხმაზე იცინოდნენ და სხვადასხვა შეურაცხმყოფელ სიტყვებს მეძახდნენ!!!!
ბოლოს რაც ვიგრძენი ჯეისონის ხელი იყო,მან მკლავში მომკიდა ხელი და თავისკენ მიმწია უხეშად ,შემდეგ კი ზიზღით ამათვალიერა.
-ვინც იწყებს...ის იღებს კიდეც!! მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დაასაწყისია.
მითხრა და კაფეტერია დაატოვა !
ამ არეულობის დაასასრულს  სკოლის დაცვები შემოცვივდნენ!
ზუსტი დროა,გმადლობთ!
-აბა დაწყნარდით ყველა!!
ყველა ადგილებზე!! ყველანიი!! ყვიროდნენ ისინი და მოსწავლებს თავის ადგილზე აბრუნებდნენ.
-რა დააშავე ასეთი? მკითხა
ერთ-ერთმა დაცვამ ფაქტობრივად სიცილით და ჩემი გაყვანა დაიწყო სასადილოდან .
უკვე დერეფანში რომ ვიყავით ერთ ერთი მომიბრუნდა.
-გინდა შენს მშობლებს დავურეკოთ?
მე ისეთი ტრავმირებულ და შოკირებულ მდგომარეობაში ვიყავი მთელი ეს გზა ჩუმად ვიყავი,რატომ ემხრობა ყველა მას?
რა აქვს ისეთი?
  -მესმის რომ შოკში ხარ ,მაგრამ გთხოვ დააგველაპარაკე..გვინდა დაამნაშავე დავსაჯოთ.
მაგრამ აი ამ წამს კი ამოვიღე ხმა და ამის თქმაზე უბრალოდ ტირილი დავიწყე.
-დაას-აჯ-ოთ? რომ გაიგებთ ვინცაა,ამას აღარ იტყვით.
ჩავილაპარაკე ტირილით და  თან იქვე ჩავიკუნტე , უსამართლობა!! უსამართლობა!!
ასე რატომ ხდება?!! რატომ!!

კარგახანი იდგნენ ოთხივე და მიყურბდნენ ,როდის მოვრჩებოდი.
-კარგად ხარ? მკითხა ისევ იგივემ ,როდესაც ტირილს მოვრჩი და დავწყნარდი ცოტა .
-კიი..კარგად ვარ ,უბრალოდ ნება მომეცით სახლში წავიდე..არ მინდა ამაში ჩემი მშობლები ჩავრიო,ყველაფერ მე მივხედავ ,თქვენი პროფესია საფრთხეში არ ჩააგდოთ ჩემს გამო,რადგან ვინც ეს გააკეთა,არასოდეს არ ისჯება.
ვთქვი მე  ბრაზით და ცრემლების მოწმენდით ფეხზე წამოვდექი.
-ვერ გავიგე რას გულისხმობთ ,მაგრამ კარგით როგორც თქვენ გინდათ..გაგაცილოთ ?
მკითხა ერთმა.
-არა გმადლობთ ,ჩემით წავალ.
ვთქვი მე და გზას გავუდექი.
ხო ასე უბრალოდ ვითომ არაფერი მივდიოდი ამოსვრილი ათასი რაღაცაში!
ცოტახანში კი ვინანე კიდევ ,რომ მარტო წამოვედი ,რადგან გარეთ რამდენიმე გოგო დამხვდა,იმას კი კარგად ვხვდებოდი დაასამშვიდობებლად არ დამხვდებოდნენ აქ!
-ჰეიი!!შენ ,მოდი აქ !!!
მითხრა ერთ-ერთმა ,მე კი არ შევიმჩნიე და გზის გაგრძელება ვცადე, მაგრამ გოგონები წინ გადამიდგნენ.
-ძაალიან დასვრილი ხარ, შხაპზე რას იტყვი? იკითხა ერთმა და ხელი მკლავზე მომკიდა ,შემდეგ კი ძაალით ისევ სკოლაში დამიწყო შეთრევა.
ვყვიროდი ,მაგრამ რა?
ვინ მომისმენს მე?
ვინ დამეხმარება?
არავინ...ამის ძალა არავის არ შესწევს!

-ხელიი გამიშვიიი !!! დაამანებეთ თავი!! უტვინო მეძავებოოო!
ვყვიროდი ბოლო ხმაზე  და უკვე ჭკუიდან შეეშლილი შეურაცმყოფელ სიტყვებსაც არ ვინანებდი!
მაგრამ არც ერთი მისმენდა , არ აინტერესებდათ რას ვიძახდი!
ხოდა ცოტახანში ქალების საპირფარეშოშიც ამოვყავი თავი!!
-შხაპის დროა პატარა!
ერთ-ერთმა ხელი მკრა და ერთ-ერთ კაბინაში შემაგდო ,შემდეგ კი კარი ჩამიკეტა.
-გამიღეე!!ახლავე გამიღეთ!!! გააღეეთ!
ვყვიროდი მე და კარზე ხელებს ვაბრახუნებდი ,თან მესმოდა გარედან გოგოების ხმა.
-ვიდეო ჩართე მიდი და ვედრო ბოლომდე ავსეე.
ეს იყო და ეს შემდეგ ნაბიჯების ხმა გავიგონე ,მერე კი მთელი ერთი ვედრო წყალი ზემოდან დამაცალეს,სავარაუდოდ ბიძური წყლით სავსეე იყო!
-კარგია ცივი წყალიი!!?? ღოორო კარგია!??
იცინოდნენ და ვიდეოს იღებდნენ.
-ცივი  წყალი  გამოაფხიზლებს ვითომ? არ ვიცი იქნებ არ ღირს მინდობა!! იქნებ ისევ გაბედოს ამ ვირთხამ რამე და ჯეისონს დაუპირისპირდეს!! ჯეისონს ეს როგორ გაუბედააა ??ხვალიდან ჯოჯოხეთი გელოდება, ეგ იცოდე.
მითხრა ერთმა და
შემდეგ ყველა გარეთ გავიდა სიცილით .

მე აღარ დავაყოვნე და როგორღაც კაბინის ზემოდან ამოვძვერი.
ჩემს ანარეკლს სარკეში რომ შევხედე, საშინლად გამოვიყურებოდი!
მაგრამ ვაღიარებ ჩემს დღევანდელ გადაწყვეტილებას ოდნავათაც არ ვნანობდი.



№1  offline წევრი 《Sunshine》

OMG რატო ამცირებენ ამ გოგოს ესე ? იმედია გამოჩნდება ვინმე ვინც დაიცავს. წარმატებები

 


№2 სტუმარი სტუმარი მარია

აუ მალედადე რაა????????

 


№3  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
OMG რატო ამცირებენ ამ გოგოს ესე ? იმედია გამოჩნდება ვინმე ვინც დაიცავს. წარმატებები

კი წინაა ყველაფერი ❤️❤️❤️

სტუმარი მარია
აუ მალედადე რაა????????

დავდებ მალე❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი JKSUGAV

ძალიან კარგია რომ აქაც დადევი ???? wattpad-ზეც წანაკითხი მაქ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent