შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაეხუტე გაურკვევლობას IV


8-07-2020, 17:45
ავტორი marishka9
ნანახია 672

…..
ჩაიხანაში ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ თორნიკე და ლოლიტა, ვერც ერთი ვერ იწყებდა საუბარს. რაღაცა ბიძგს ელოდნენ და ბოლოს თორნიკემ დაიწყო.
-ესეიგი მეორე ჯგუფი თქვენ ხართ.
-დიახ.
-მარტო შენ ხარ იქ?
-არა
-კიდევ ვინ?
-პაკო და თაკო.
-ვინ?? პაკო?
-დიახ, ვიცე პოლკოვნიკი გივი ამაღლობელი.
-ვაა. -თორნიკე გაოცებას ვერ მალავდა, ყოჩაღ ამათ, ამდენ ხანს, რომ ვერაფერს მიხვდა ვერც თორნიკე.
-თქვენებიდან?
-მე და გოგა.
-გოგა?
- ე.წ. ოთარ ჩხეიძე. - ამჯერად ლოლიტამ ვერ დამალა გაოცება.
-კარგი, მემგონი დროა კარტები გავხსნათ და ყველაფერი გავარკვიოთ.
-მაშინ შენი აფრიკის კონტინენტით დავიწყოთ.
-რით დავიწყოთ?
-დამწვრობით ფეხზე.
-ანას გულისხმობთ? -კოჭზე შარვალი წამოიწია ლოლიტამ და თორნიკემ უხერხულად აარიდა თვალი. -აჰაა ანუ პაპასთან თქვენ იყავით სასაფლაოზე.
-მე არა, გოგა იყო.
-ჩემს დამწვრობას ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
-მაშინ თრიღი რატომ ემთხვევა უცნაურად, თან ინფორმაციაც სიცრუეა ჩანაწერებში.
-მგონი გასაგებად ვთქვი ამ საქმესთნ კავშირი არ აქვსთქო და ჩემი პირადის გასაჯაროებას არ ვაპირებ. და საერთოდ საიდან იცით ნაიარევზე ან რატომ დაინტერესდით.
-ეს უკვე ჩემი პირადულია. - თორნიკეს მაინც არ მოასვენებს ეს ფიქრი. ძალიან საეჭვოა ლოლიტას დამწვრობის ამბავიც და ნიკოლოზის მკვლელთან მსგავსებაც. იქნებ სჯობს არ ენდოს და ეს გოგო ორმაგი აგენტია. უკვე აღარაფერი გააკვირვებს.
-ღმერთო ჩემო. მაშინ საერთოდ რატომ ვსაუბრობთ ამაზე. იქნებ ანინეს საქმეზე ვისაუბროთ და მოვიფიქროთ სწრაფად როგორ დაბავრუნოთ საქართველოში. გაჟონავს ეს ამბავი და საფრთხე შეექმნება გოგონას.
-საქართველოში დაბრუნების თანავე ისინი უნდა მოვძებნოთ, ვინც სამსახურს სთავაზობს გოგონებს, ოჯახის დახმარების სანაცვლოდ. იქნებ ფოტორობოტის შედგენაშიც დაგვეხმაროს.
-ცუდი ის არის, რომ ნიკოლსკიზე ამით ვერ გავალთ, აზერბაიჯანი და თურქეთი საბერძნეთთან არაა კავშირში. - თორნიკე სუნებლიედ გაახსენდა გოგას ნაამბობიდან ბაბის და ნიკოლსკის ამბავი.
-შენ ხომ კარგად იცნობ ნიკოლსკის იქნებ შენ შეძლო რაიმეს გარკვევა. გოგამ გოგონებიდან ბევრი რამ შეიტყო და იქნებ შენთანაც თქვას ნიკოლსკიმ.
-ჯერ ეს ერთი ნიკოლსკი ის კატეგორი არ არის რაიმე ეგრე წამოაყრანტალოს. მეორეც ის, რომ მე მასთნ არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.
-რა ვიცი გოგონები კი ეჭვიანობენ მხოლოდ შენ, რომ ემსახურები ნიკოლსკის.
-მე არავის ვემსახურები. მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ. უმჯობესი იქნებოდა აქამდეც გვცოდნოდა ვინ ვიყავით ამ ოპერაციაში ჩართული. ან იქნებ მაშინაც ერთერთი ჩვენგანის დაშვებული შეცდომის გამო ჩაიშალა ოპერაცია.
-ეგ შეცდომა არ იყო, მაგ ოპერაციის ჩაშლით ლუკას კობას მიმართ ეჭვები გაუქარწყლდა და უკეთესი შედეგი გვაქვს.
-ასეც ვიცოდი, შინაურის გაფუჭებული იყო ეგ საქმე.
-შენ როგორ გგონია მე არ მინდა მალე დასრულდეს ეს ყველაფერი და მოვშირდე გვირილას?
-დამერწმუნე ჩემზე მეტად არ გინდა. მე მიწევს შიშველს ცეკვა სცენაზე და უაზრო კომენტარების ატანა.
-არავის დაუძალებია შენთვის ამის გაკეთება, მე ასე ვიცი.
-არ მაინტერესებს შენ რა იცი, მალე მოვრჩეთ ამ ამბავს. საქართველოში გავარკვიოთ სხვა დანარჩენი. ახლა მაპატიე უნდა წავიდე. -უცერემონიოდ წამოდგა ლოლიტა და თორნიკე ბევრ უპასუხო ლითხვასთან ერთად დატოვა. მაინც არ გაუმხილა ლოლიტამ ყველაფერი რაც საქმის შესაცებ იცოდა. ამიტომ, არც თვითონ უთქვამს ყველაფერი რაც იცოდა. ანინეს საქმე მშვიდად იყო, საიმედო ხელშია, ამიტომ სჯობდა თურქული ტრადიციული ქორწილით დამტკბარიყო და მეგობრის ქორწილში წავიდა. ჯანი ნამდვილად ლამაზი და წარმოსადეგი ვაჟკაცი იყო. როგორც თვითონ ამბობდა ქართული ფესვები აქვს და ეს მის ფიზიკურობას კარგად ეტყობოდა. მისი მეუღლეც მშვენიერი გოგონა აღმოჩნდა, ჯანმა მათ ერთმანეთი გააცნო და თორნიკეს სთხოვა გამხიარულებულიყო. ჯანმა და მისმა მეუღლემ საქორწინო ცეკვა შეასრულეს და დარბაზიც ტაშმა მოიცვა, თორნიკემ ერთ წამს თავი შეაბრუნდა დილანდელი შოკი გაუმეორდა. ქორწილში ლოლიტაც იყო. ლამაზი ფორტოხლისფერი კაბა ეცვა. მუხლს ზემოთ შეხსნილი და გადმოშვებული გულისპირით. დედოფლის შემდეგ ალბატ ყველაზე ლამაზი ის იყო. ეს გოგო მას დასდევს თუ რა ხდება. ხალხში გზა გაიკვალა და გვერდით ამოუდგა.
-აქ არ გელოდით.
-უკაცრავად? -გაოცებულმა გახედა ზურგს უკან მოსმენილ ხმას ლოლიტამ, არანაკლებ გაუკვირდა თორნიკეს იქ დანახვა. - მეც შემიძლია იგივე გითხრათ.
-მე ჩემი მეგობრის ქორწილს ვესწრები.
-თქვენ გგონიათ მე აქ „ჩანგალზე“ ვარ, ან თქვენ დაგდევთ? მეც ჩემი მეგობრის ქორწილში მოვედი. მე და ჯანი ერთი წელი ვმსახურობდით ერთად და ჯარში დავმეგობრდით.
-მე და ჯანიც ერთად ვმსახურობდით და მას შემდეგ ვმეგობრობთ.
-საეჭვოდ ბევრი დამთხვევაა. მიკვირს აქამდე არსად როგორ ვერ შევხვდით ერთმანეთს. -თორნიკეს ახლაღა ამოუტივტივდა თავში, ჯანი რომ ახსენებდა ქართველ გოგონას, რომელიც დასავით უყვარდა და უხაროდა, რომ ასეთი ღირსეული და კარგი მეგობარი ჰყავდა საქართველოში. ვისი ნდობაც შეიძლებოდა და ძლიერი, მებრძოლი ქალი იყო.
-რაღა დაგიმალოთ და მეც მიკვირს, ეგ კი არა თავიდან ეჭვმიტანილების სიაშიც კი იყავით.
-მე თუ ბაბი? -ირონიულად გახედა ლოლიტამ.
-ერთი არ ხართ?
-როგორ გეკადრებათ. ჩვენ დედამიწის სხვადასხვა პოლუსი ვართ. მე მასსავით ნაზი ქალი არ ვარ.
-დიახ, მსმენია როგორ უსწორდებით თქვენს ნათესავებს რინგზე.
-ეგ ნათესავია ზუსტად პაკო. დამერწმუნეთ მის ორიენტაციას საფრთხე არ ემუქრება. ცოლიც კი ჰყავს.
-ყველაფერს ველოდი მაგრამ ვითარების ასეთ შემობრუნებას არა.
-ვიცეკვოთ? -ინიციატივა ლოლიტამ გამოიჩინა და ფაქტობრივად შეათრია თორნიკე სცენაზე.
-არც ისე კარგი მოცეკვავე ვარ.
-არცაა საჭირო კარგად ცეკვავდეთ. -თპრნიკემ შეამჩნია ლოლიტას დაჟინებული მზერა ვიღაცისკენ რომ იყო მიპყრობილი. ნუთი იყენებს მას, ასე ურცხვად.
-მეჩვენება თუ მიყენებთ ვინმეს საეჭვიანოთ?
-რომ შევბრუნდებით, მარჯვნიდან მეოთხე მაგიდაზე ნიკოლსკის პარტნიორი უნდა იყო. ბოლოს რომ ფოტოები მოგვაწოდა ჩვენმა ინფორმატორმა, მასთან ერთად იყო.
-ინფორმატორიც გყავს?
-შენ არა? - ირონიული ღიმილი გაუსხლტა ტუჩის კუთხეში ლოლიტას. თორნიკემ დაატრიალა თვალი რომ შეევლო იმ ვოღაცისთვის. -ლურჯი პიჯაკი რომ აცვია ეგაა.
-ჰო მაგრამ ჯანის ქორწილში რატომაა.
-დასკვნა, ანუ თავდაცვის ძალების წარმომადგენელია და ის უმაგრებს ზურგს ადგილზე გასაღებას.
-ჯანს უნდა დავეკითხოთ.
-ჰო მაგრამ დღეს არა, ქორწილი აქვს კაცს ბოლო-ბოლო. -მოცეკვავე წყვილს ჯანი მიუახლოვდა.
-თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ? ეს ის გოგოა მე, რომ გეუბნებოდი ხოლმე ჯარში ყველას გვჯობდათქო. -ლოლიტამ უხერხულად გაიცინა.
-კარგი ჯან, ნუ აზვიადებ. მე და თორნიკემ ახლახანს გავიცანით ერთმანეთი. თორნიკე მიყვებოდა რომ მგონი ის ბიჭიც ჩვენთან ერთად მსახურობდა მაგრამ მე ვერ ვიცანი. -და თვალით იმ ლურჯპიჯაკიანზე ანიშნა ვინც სავარაუდოდ ნიკოლსკის თანამოაზრეა. თორნიკეს გაოცებისგან ლამის ენა ჩაუვარდა. „ქორწილი აქვს კაცს ბოლო-ბოლო“, ლოლიტას სიტყვებმა გაუელვა თავში.
-ის? პოლკოვნიკი ფეტი ილმაზი? არა ის არ მსახურობდა ჩვენთან. ჩემი მეუღლის ბიძაშვილია. ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურის ხელმძღვანელია აღმოსავლეთ მხარეში. ბევრი იცნობს და პატივს სცემს. ეცადნენ მის ჩაძირვას, რაღაცას აბრალებდნენ მაგრამ სუფთად გამოვიდა, რადგან კარგი ადამიანია.
-აჰა, ესეიგი ფეტი ილმაზი. ძალიან კარგი. არ გინდა რომ გამაცნო?
-შენ რა თურქეთში დარჩენას ხომ არ აპირებ? -ხუმრობაში აჰყვა ჯანიც.
-არ იქნება ურიგო აზრი, ასეთი კარგი ადამიანი თუ არის.
-ამბობენ, მაგრამ მე მაინც არ მგონია სუფთა იყოს. მის საქმეში ბევრი გაურკვეველი რამ არის. სამხილებიც მოულოდნელად გაქრა უკვალოდ. ამიტომ გირჩევ მისგან ტავი შორს დაიჭირო.
-კარგი რაა, ხომ იცი როგორ მიყვარს ხიფათი და თავგადასავლები. -თორნიკე უსმენდა ჯანის და ლოლიტას საუბარს და ვერ იგებდა რა ხდებოდა. რას ხლართავდა ეს გოგო. რის მიღწევას ცდილობდა. ასე გაუფრთხილებლად და მოულოდნელად რის გაკეთებას აპირებდა.
-რადგან არ იშლი, თუ თორნიკე წინააღმდეგი არ იქნება წავიდეთ.
-არა რატომ უნდა იყოს წინააღმდეგი. -ლოლიტამ დაასწრო პასუხი ჯანს და ხელკავი გამოსდო, თორნიკეს ზურგი შეაქცია და იმ ვიღაც ფეტი ილმაზისკენ აიღო გეზი. თორნიკეს სიბრაზისგან კისერზე ძარღვები დაეჭიმა. რა თამაშს თამაშბდა ლოლიტა. თუ ერთად იყვნენ საქმეში, ერთი სიტყვა მაინც ეთქვა რას აპირებდა. რა საჭირო იყო ეს გაურკვეველი თამაში. ჯანმა ერთმანეთი გააცნო ლოლიტას და ფეტის და მალევე დატოვა ისინი მარტო. ლოლიტა და ფეტი განმარტოვდნენ ბართან და ლოლიტას მომღომარი სახით აშკარა იყო, რომ საინტერესო დიალოგი ჰქონდა ამ კაცთან და სულაც არ გრძნობდა თავს მის გარემოცვაში ცუდად ან საფრთხეში. თორნიკემ არჩია გაცლოდა იქაურობას, სანამ სიბრაზისგან რაიმე სისულელეს გააკეთებდა. გარეთ გავიდა და ოგასთან დარეკა.
-ყველაფერი კარგად მიდის. გვირილაშ ვარ. და რომ იცოდე ის ბაბი დღეს არ გამოჩენილა.
-ვიცი, ერთად ვართ თურქეთში.
-რაა? მეხუმრებით ხომ უფროსო?
-არ გეხუმრები. პოლიციის მაიორია ეგ შენი ბაბი. ეგ ბაბი და ლოლიტა მოდებაძე ერთი და იგივე პიროვნებაა და საქართველოს თავდაცვის ძალების მაიორია.
-ვაა, აი მესმის სიურპრიზი.
-უფრო გაგაოცო? პაკოც პოლიციიდანაა.
-კაი არ გაატრაკო..... ვაი ბოდიში უფროსო.
-არაფერია, მეც ბევრი ბილწი სიტყვა მომდის თავში. ისინი ის მეორე ჯგუფია ვისზეც აქამდე ნოდარი გველაპარაკებოდა.
-ხო მაგრამ თურქეთში რა უნდა?
-მანაც იგივე შეტყობინება მიიღო რაც მე და ორივე ამ გოგონას გამო ჩამოვედით.
-ვახ ბიჯოო, ამას არ ველოდი. აფრიკაზე ჰკითხეთ?
-ვკითხე, მაგრამ მიპასუხა, რომ ამას საქმესთან საერთო არ აქვს და პირადულში ვიჭრებოდი.
-ხო მაგრამ საეჭვო დამთხვევები რომ არის.
-ვიცი და მაინც გავარკვევ ამ ამბავს, უბრალოდ დროებით სიმშვიდეა საჭირო. გოგონას ექსტრადაციის საქმე დააჩქარეთ და საქართველოში მივხედავ ყველაფერ..... და კიდევ დავალება მაქვს. ყველაფერი მოძიე ვინმე პოლკოვნიკ ფეტი ილმაზზე. რას ჭამს, რას სვამს, რითი სუნთქავს და რაც მტვარია რის საფუძველზე დაიწყო მის წინააღმდეგ გამოძიება და რატომ დაიხურა საქმე.
-ეს ვინღა არის უფროსო.
-ამ შენ ლოლიტას, უმანკო სახის უკან ბევრი კოზირი აქვს. ეს ფეტი ილმაზი და ნიკოლსკი ერთი ბანდაა და მათი კავშირი უნდა დავადგინოთ და გავშიფროთ. - ტელეფონი გათიშა თორნიკემ და მოჰკრა თვალი როგორ გაუჩინარდა ლოლიტა ფეტი ილმაზთან ერთად მანქანაში. ახლა რას აკეთებს ეს გოგო. ჩაერიოს თუ არ ღირს? ან რა მისი საქმეა. დიდი გოგოა და მიხედავს თავს. ტანაც საერთოდ არ ჩააგდო ლოლიტამ არაფრად ისე იმოქმედა. ამიტომ ტავად მოიმკას რაც დათესა. შენობაში შებრუნებულს მაინც არ მოუთმინა გულმა და ჯანს ჰკითხა მათ შესახებ. ჯანმაც სრული სიმშვიდით უპასუხა, რომ ფეტიმ ლოლიტა სავახშმოდ წაიყვანა და დაურთო კიდეც მგონი ერთმანეთი მოეწონათო. თორნიკესთვის აშკარა იყო, რა იმალებოდა ამ მოწონების უკან მაგრამ მაინც საფრთხეში იყო ლოლიტა მისი აზრით. საკუტარ თავზეც ბრაზობდა ეს თავზეხელაღებული გოგო რომ ადარდებდა და ლოლიტაზეც ასე გაუფრთხილებლად რომ იქცეოდა. სასტუმროში მისულს დიდხანს არ მოერია ძილი. რამოდენიმეჯერ დაიწყო ანინეს ჩვენების კიხთხვა და თან თვალებში ლოლიტას და ფეტის მომღიმარი სახე ედგა. ფიქრებში გართულმა მერამდენედ დახედა საათს და დროს მის ჯინაზე იწელებოდა უსასრულოდ. ჯერ მხოლოდ ღამის სამი საათი იყო, გათენებამდე საკმაო დრო. მას კი ოდნავადაც არ ეკარებოდა რური. ამ დროს კარზე ზარია. ნამდვილად არავის ელოდა. არც გაუხედავს თვალში ისე გამოაღო. ორმაგი გაოცება იყო, კარის ზღუბლზე ლოლიტას დანახვა, მხრებზე ლურჯი პიჯაკით. დიახ, ნამდვილად ფეტის პიჯაკი იყო.
-შეიძლება შემოვიდე? -პასუხს არ დალოდებია ოთახში შეაჭრა. წელსზემოთ შიშველი თორნიკე გაოცებისგან გამოერკვა და იქვე მიდებული პერანგით სიშიშვლე დაფარა.
-მგონი სტუმრობისთვის უკვე გვიანია.
-ვერ დაგეთანხმებით, ჩვენთვის ყველა წამო მნიშვნელოვანია. მალე დავბრუნდებით უკან და რაც შეიძლება მეტი უნდა გავარკვიოთ აქ.
-რაო მერე რა გაარკვიეთ ვახშმის დროს?
-ჯანმა გითხრათ ალბათ. სხვათაშორის, ძლაიან კარგი მოსაუბრეა, ინტელიგენტია.
-და ბოროტმოქმედი.
-ცოტათი ბოროტმოქმედი ყველანი ვართ ბატონო თორნიკე.
-რატომ მოხვედით? -პასუხის ნაცვალდ წამოდგა ლოლიტა და ფანჯარასთან მივიდა და ფარდა ოდნავ შეარხია.
-ფეტის ხალხმა მომიყვანა აქ, თავისთან დარჩენა შემომთავაზა, რომ მასთან დავრჩენილიყავი, მაგრამ ვუთხარი რომ ჯანის ქორწილში ძმასთან ერთად ჩამოვედი და ქართველებისთვის ცუდი ტონია, უცხო მამაკაცთან ღამით დარჩენა. თანაც მისი ჯეელები კიბის კუთხემდე ამომყვნენ და კარგი იყო მამაკაცმა რომ გამიღო ოთახის კარი.
-და საიდან იცოდით სად ვცოვრობდი?
-უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ ყველაფერი სიმართლე არაა რასაც თქვენზე და თქვენს შესაძლებლობებზე ამბობენ. - ამ გოგოს ირონიას საზღვარი არ ჰქონდა. -მადლობა, ტკბილი ძილი. -ნაძალადევად გაუღიმა თორნიკეს და კარისკენ აიღო გეზი.
-დაიცა, ასე მიდიხარ?
-აბა რა გვაკეთო გიცეკვო? თუ მართლა გგონია რომ შენთან ერთად დავიძინებ.
-რატომ იქცევი ასე? ჩვენ ხომ პარტნიორები ვართ. ელემენტარულია რომ ამიხსნა რა ხდება.
-აგიხსნი ოღონს ხვალ. დღეს ძალიან დავიღალე, უნდა დავისვენო. -კარი გაიხურა ლოლიტამ და ისევ ტავის ბრაზთან და გაურკვევლობასთან დატოვა თორნიკე. აშკარა იყო მას ვერ ენდობოდა. თავად უნდა გაეკეთებინა ის საქმე რისთვისაც ჩამოვიდა აქ. არც თვითონ აპირებდა ლოლიტასთვის რამის ახსნას. რასაც საჭიროდ თვლიდა იმას გააკეთებდა. გამთენიას ჩაეძინა და გოგას ზარმა გააღვიძა. ექსტრადაციის დოკუმნეტბის მზადება დაესრულებინათ. მხოლოდ თურქული მხარის ხელმოწერა იყო საჭირო და თორნიკეს შეეძლო დღეს უკვე წამოეყვანა გოგონა საქართველოში. ასეც მოხდა. აზრადაც არ მოსვლია თორნიკეს ლოლიტას დაკავშირებოდა, ის ხომ არაფრის საქმის კურსში არ აყენებდა, ახლა თვითონაც ასე მოექცა. თურქული მხარიდან ხელმოწერა მიიღო და საქართველოსკენ აიღეს გეზი. საქართველოს საზღვრამდე, გოგონა და თორნიკე ჯავშან ტრანსპორტით მიაცილეს. სარფზე დოკუმენტაცია გაფორმდა და ისინი უკვე საქართველოს თავდაცვის ძალების დაცვის ქვეშ იყვნენ. გოგონას საჭმელი აჭამეს და დაცვის პოლიციის თანხლებით თბილისის გზას დაადგნენ. უკვე თითქმის ათი საათი იყო გასული რაც თურქეთის პოლიციის ბაზა დატოვეს. გზაში თორნიკეს აცნობა გოგამ, რომ გოგონას მშობლები ჩამოიყვანეს დედაქალაქში შვილთან შესახვედრად. ახალმა ამბავმა ჯერ ძალიან გაახარა ანინე, შემდეგ კი ცრემლებმა დაფარეს მისი თვალები და სახე. თბილისში დაბრუნებისთანავე თორნიკემ ნიდარ კანდელაკს მიაშურა. უნდა უთხრას რაც თურქეთში მოხდა. იქ მისულს კი ნოდარის ნათქვამმა ყველა გეგმა შეუცვალა, თურქეთში ბრუნდებოდა, ლოლიტას მოსაძებნად.



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

ოო, დაიძაბა სიტუაცია.დაიკარგა ქალბატონი ბაბი? ვნახოთ რას მოიმოქმედებს თორნიკე. ეს ბაბი დიდი უცნაური ვინმე ჩანს. უცნაური და თავზეხელაღებული. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent