შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მერამდენედ, ლი?! /სრულად/


8-07-2020, 23:17
ავტორი Mary Drey
ნანახია 2 349

შენ, როდესაც ჩემთან უწინდებურად მოხვალ კვლავ გეტყვი... მერამდენედ, ლი?!

ღამის უკუნეთში გახვეული, სამყაროში არსებული სევდა, ჩემს გახუნებულ, გაფერმკრთალებულ, გაფითრებულ სხეულს საბნად ეფინება და ცდილობს სხეულის უხილავ ნაპრალებში დაიდოს ბინა. სწორედ შენზე მონატრებამ დაამძინა ქუჩები, რომელშიც შიგადაშიგ აკიაფდები ხოლმე სულისწამღები მოგონებანი. ჩემს სხეულში სასოწარკვეთა ყოველთვის მატულობს და იმ გადაკარგული ვარსკვლავივი აღმოცენდები ხოლმე ჩემში ჩემო ერთადერთო სიყვარულო, რომელიც მუდამ იმედის სხივთა კრებულით არის შემოსილი.
ჯანდაბას შენს თავს... მერამდენედ, ლი?!
თუ წასვლა გინდა, საბოლოოდ რატომ არ მტოვებ მაშინ?
ჯანდაბას შენს თავს, ლი...
ღამის უკუნეთში სინათლე კრთება... შემდგომ ამაზრზენად ხითხითებს „ვიღაც“, რომელიც შენეული ქცევებითაა აღსავსე. ნისლთა კორიანტელი სულში მიძვრება და ცდილობს ამ წუთისოფლიდან სადღაც შორს... ალბათ შენთან დამაკავშიროს.
ჯანდაბას, ლი... მერამდენეჯერ მენატრები აკვიატებულად.
ახლა მინდა, ლი ხელები მოგაწვდინო, თუმცა ვერ გწვდები...
მინდა შენთვის სიტყვები გავიმეტო, თუმცა შენამდე ეს ფრაზები ვერ მოდის...
იქნებ ხელები დამიმოკლდა ან ის გამბედაობა, რომელიც მაშინ გაქრა, როდესაც შენ წახვედი და ხანდახან კვლავ ჩემკენ მოილტვოდი?! როდესაც ერთად ვიღვიძებდით და ჩვენს აივანზე სიგარეტის ღერთან ერთად ყავას სვამდი. ჩვენი ნუგეში სადღაც კუთხეშია მიგდებული, ალბათ თავის რიგს ელოდება გასატანად. გაურკვეველია, ჩემო ლი... ზრუნველობა ქრება სიტყვების გაჟღერებასთან ერთად თუ სიტყვები უკუპროპორცირებენ ჩვენს ცხოვრებაზე... მერამდენედ, ლი. ჯანდაბას, ან დარჩი ან უბრალოდ წადი!!
ადრე შენს თეთრ პერანგ სიყვარულის სურნელი ასდიოდა. თითქოს ჩვენს ჩახუტებას იცვამდი და ისე გადიოდი სახლის ზღურბლს გარეთ. ახლა კი, როდესაც კვლავ შიგადაშიგ ჩემთან მოდიხარ, შენს პერანგს ჩვენი ერთად ყოფნის სითბო აღარ დასდევს... ჩვენი ურთიერთობა გაცვთდა... სწორედ შენ დაანგრიე ის თბილი კერა, ლი, რომელსაც ასე თვალისჩინით ვუფრთხილდებოდი... ჯანდაბას ან წადი ან დარჩი.
გუშინ კვლავ მოხვედი. იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთი თვეებია არ გვენახა. იმ საღამოს ერთნი ვიყავით, მაგრამ როდესაც ჩვენს ოთახს მზის სხივები შეეხო შენც ფერი იცვალე, ლი...
შემდგომ კი სამსახური გიხმობს... გაგვიანდება... ნაჩქარევად იცვამ შენს თეთრ პერანგს, თუმცა უკვე მისი ადრინდელი სურნელი ვეღარ აღწევს ჩემს სულის ნაპრალებში. ამის გამო ხშირად მეშინია, ლი...
ახლა მაღვიძარა გაღვიძებს და არა წუწუნი ქალისა, რომელსაც სჭირდები... რომელსაც ერთი სული აქვს, როდის იწილადებს შენთან ერთად მომავლის ბილიკებს. შენ ისევ ძილი გირჩევნია. სამწუხაროა არა და წუთით ადრე რომ ადგე, ჩემთვისაც მოასწრებდი იმის თქმას, რომ ჯერ კიდევ გიყვარდი...
თუმცა შენ აღარ გიყვარვარ, ლი...
მე კი უწინდელივით და შესაძლოა წარსულზე მეტადაც კი.
თუმცა შენ, ლი... რატომღაც მაინც შემოივლი ხომე რამდენიმე თვეში ერთხელ, ჩვენს სახლში და კვლავ მახსენებ ერთად ყოფნის ფარატინა წუთებს.
ჯანდაბას შენს თავს ლი...
მერამდენედ, ლი...
ან ერთხელ წადი, ან სამუდამოდ ჩემში დარჩი.



№1  offline მოდერი Mary Drey

ველოდები თქვენს შეფასებას... <3
ძალიან მომენატრეთ და როგორც იქნა ამ მცირედით დაგიბრუნდით! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent