შენმა მონატრებამ სული გამიხლიჩა...
შენმა მონატრებამ სული გამიხლიჩა... ისევ ვიგრძენი მწარედ უშენობა... უკვე მერამდენედ ვცდილობ უარგყო და უკვე მერამდენედ თავი მეზიზღება... მტკივა ყველაფერი... სუნთქვა გამიხშირდა... შენი დანახვისას მერღვევა პულსაცია... გული საგულედან კვლავაც ამოვარდა შენმა მწველმა მზერამ თავ-გზა ამირია... უკვე დავიღალე შენი არ შემჩნევით... თავის მოჩვენებამ ძალა გამომწოვა... აღარ შემიძლია ასე გაგრძელება ვხვდები ყველაფერი სულერთია... ვიცი უშენობა ბოლოს მომიღებს და მაინც მარტოობა მირჩევნია... სული ნაკუწებად ქცეულია... უკვე უგრძნობი და გულცივი ვარ... იცი? ყველაფერი შენში შევფუთე და შენი წასვლის შემდეგ აღარაფერი ვარ... იცი? გავიყინე რაც წახვედი... მთელი ჩემი სითბო შენში გადმოვიდა... ისე უანგაროდ ყველაფერი შენთვის გავიმეტე... გულმა გაიყინა... ნუთუ არაფერი წმინდა არ ყოფილა?! ნუთუ სისატიკემ ასე დაგაბრმავა?! ჩემში ყველა ფერი წაიშალა... სული ნაგავსაყრელს დაემსგავსა... ისე ძლიერ მეწვის უმწეობა... მეტის ატანა რომ აღარ შეიძლება... როგორ დავიღალე ასე არსებობით... ღმერთო ყველაფერი როდის დასრულდება?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.