შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლოს ფარდა მალავს.თავი 4.


9-07-2020, 18:51
ავტორი zia-maria
ნანახია 1 499

-ყველაფრისდა მიუხედავად ცხოვრება გრძელდება და თავის დინებით მიდის,ჭრილობა რომელიც ცხოვრება გვაყენებს ვერც დრო შეახორცებს და არც ტკივილი იკურნება ბოლომდე.ვერც შეძლებ დაივიწყო ყველაფერი, მაგრამ ახალი ცხოვრების დასაწყებად ნაღველითან ერთად ყველაფერი სულში უნდა ჩაიმარხო და ცხოვრება გააგრძელო.ბედისწერას წინ ვერავინ ვერ აღუდგება,ცოტაც მოითმინე და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.
-და მე მინდა ყველაფერი ძველებურად რომ იყოს? არა,არ მინდა მეგობარო,რადგან მან ყველა და ყველაფერი გაანადგურა.ყველას ტკივილი მიაყენა მისი ტყუილებით და ეს არ იკმარა ტყუილზე უნდოდა ქორწინება შემდგარიყო.სიტყვა ღალატის გაგონებაზე ყოველთვის უსიამოვნო გრძნობა მქონდა და იცოდა მან ჩემი ხასიათი,ჩემი განცდები, რომ ამ თემას ყოველთვის ტაბუს ვადებდი.
-რა გითხრა დემეტრე,მხოლოდ ერთს გეტყვი როცა წყვილს შორის ტყუილი ჩნდება იქ გულწრფელობაზე საუბარი უკვე ზედმეტია და ერთს გულში ყოველთვის აქვს ღალატის გრძნობა.ვფიქრობ უნდა შეხვდე მარინას და უნდა დაელაპარაკო თუ რატომ ან როგორია ღალატის სტატისტიკა.
-როგორ ფიქრობ, სანდრო ხუმრობის დროა? ამ წუთში შენი იუმორი უადგილოა,რადგან შენს ხუმრობაზე არ მეცინება.
-არა ხუმრობის დრო არ არის,სერიოზულად ვსაუბრობთ დემეტრე.
-ასე ფიქრობ რომ მას უნდა შევხვდე?
-მე ასე გავაკეთებდი,თუმცა ვიცი რომ ძნელია...............
-მაგრამ აუცილებელი.
-შენ იფიქრე,მე უნდა წავიდე რადგან დაჩისთან ერთად ერთ სერიოზულ საქმეზე უნდა გავიდე,შევხვდებით მეგობარო. სანდრო წავიდა და დაჩისთან ერთად მარეხი მოინახულა ის ძალიან შეცვლილი და დასუსტებული იყო.
-მობრძანდით.კარი ახალგაზრდა მოხდენილმა ქალბატონმა გააღო და სტუმრები სახლში შეიპატიჟა.
-როგორ არის ქალბატონი,აქვს შედეგი მკურნალობას?
-სუსტად არის,მაგრამ ვფიქრობ დაგეხმარებათ.
-დარწმუნებული ხართ?
-თქვენთან შეხვედრის შემდეგ მე ვესაუბრე ქალბატონ მარეხის და თავად მითხრა რომ მოსულიყავით მასთან,თქვენი აქ მობრძანება მისი სურვილით არის და რაც იცის,რაც ახსოვს უნდა რომ გითხრათ.
-მადლობა,თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ.
-წავალ და ვეტყვი,რომ მობრძანდით.ლევანიმ დაჩის შეხედა ორივემ ერთად შეაბიჯა სახლში თან დაჩის უჩურჩულა.
-როგორ ფიქრობ სიმართლეს გვეტყვის?
-რადგან თავად სურს საუბარი,იმედი მაქვს სიმართლეს გვეტყვის.რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ მათ წინ იდგა ჩამქრალი და უსიცოცხლო თვალებით მარეხი და მათ ახლოს სავარძელში მოკალათდა.დაჩი მის წინ დაჯდა და საქაღალდე წინ დაიდო.
-მე არ დავიწყებ საუბარს თქვენ მკითხეთ რაც გინდათ და გაინტერესებთ, მე მზად ვარ ყველა თქვენს კითხვას ვუპასუხო.
-ქალბატონო მარეხი მინდა მადლობა გითხრა რომ ჩვენთან საუბარი ისურვეთ და გამოჯამრთელებას გისურვებთ.რაც შეეხება საქმეს,როგორ გგონია ლევან კუხიანიძე მოკლეს თუ ეს ნამდვილად თვითმკვლელობა იყო.
-თქვენ რას ფიქრობთ გამომძიებელო,რატომ უნდა მოეკლა ადამიანს თავი როცა მას ყველა პატივს სცემდა და როცა ის ყველაფრით იყო უზრუნველყოფილი.რაც დრო გადის მე უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ლევანი თავს არ მოიკლავდა,ჩემი ლევანიც და მისი ძმიშვილიც პატარა ლევანი მოკლეს.
-ვინმეზე გაქვთ ეჭვი?
-როცა ჩემი ლევანის სიკვდილი გავიგე ყველამ ჩემზე აიღო ეჭვი,რადგან ის ჩემზე ბევრად უფროსი იყო და ჭორი გაავრცელეს რომ თითქოს მე და პატარა ლევანი საყვარლები ვიყავით,მაგრამ........................
-მაგრამ ეს არ ყოფილა,თუმცა რაღაც იყო თქვენს შორის.
-არა,ლევანის და ჩემს შორის არაფერი იყო,უბრალოდ ჩვენ ერთი ასაკის ვიყავით და ერთმანეთს კარგად ვუგებდით.მე მყავდა არა ჩვეულებრივი ქმარი და ყოველთვის მახსოვდა მან უამრავი რამ გააკეთა ჩემთვის.
-როგორც..............
-როგორ შემეძლო მეღალატა ადამიანისათვის ვინც გადამარჩინა და ცხოვრების ხალისი დამიბრუნა.
-რას გულისხმობთ.
-ერთ საღამოს მეგობრები შევიკრიბეთ და ერთ ერთის ახალ ბინაში წავედით ახალ მოსახლეობის აღსანიშნად.ყველა სვამდა და მეც შემომთავაზეს დასალევი,მაგრამ მე ბავშვობიდან ალერგია მაქვს ალკოგოლზე ამიტომ საერთოდ არ ვეკარები დასალევს,ამიტომ დალევა გავაპროტესტე რადგან ვიცოდი ყველას დავამწარებდი იმ ღამეს.ფორთოხლის წვენი მოვითხოვე,ბოლომდე არც დამიცლია წვენი რომ თავბრუსხვევა და ღებინების შეგრძნება მქონდა,ტუალეტში გავედი და ვგრძნობდი რომ უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი ვეღარც ნაბიჯებს ვდგამდი,უეცრად მოვეშვი და ვიღაცის მკლავებში ჩავარდი.თავს ძალა დავატანე და შევხედე ვიღაც ზემოდან დამჩერებოდა და საშინელი ამაზრზენი თვალებით მიყურებდა,მაგრამ გონს რომ მოვედი დიდ და ფართო საწოლში ვიწექი.
-გამოდის ვიღაცამ წაგიყვანათ და იმ საშინელი ადამინისგან გადაგარჩინათ,ან.........
-მე დღემდე მტკივა ეს წუთები,ძალიან მტკივა გული რომ ძალიან ცოტა დრო მქონდა მეცხოვრა ამ დიდებულ ადამიანის გვერდით.ღიმილით მომიახლოვდა და მითხრა.
-გაიღვიძეთ,თავს როგორ გრძნობთ?
-თქვენ ვინ ხართ,ჩემგან რა გინდათ.
-დამშვიდდით პატარა ქალბატონო,მე თქვენ გადაგარჩინეთ ცუდს და გაგარიდეთ იმ კომპანიას ვინც იყო წუხელ თქვენს გვერდით.
-აქ როგორ აღმოვჩნდი.
-აქ მე მოგიყვანე,რადგან თქვენ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყავით.
-ეს როგორ,მე არ ვარ ნარკო...................
-ვიცი,მე დავინახე როგორ ჩაგიგდეს სასმელში აბები და მივხვდი რა განზრახვაც ჰქონდათ,ამიტომ ვერ მივეცი ჩემს თავს უფლება გულგრილად მეყურებინა თუ როგორ აუბედურებდნენ ერთი უმანკო გოგონას ცხოვრებას.
-ეს,ეს ვინ ჩაიდინა შეგიძლიათ მითხრათ ვინ იყო ეს პიროვნება? მან ტელეფონით გადაღებული ვიდეო მაჩვენა და ეს ის პიროვნება იყო ვინც მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და მეც დავიჯერე მისი სიტყვები,მეგონა ისიც ისეთივე გულწრფელი იყო ჩემს მიმართ როგორ მე.საავადმყოფოში წამიყვანა და ანალიზებში აღმოჩნდა რომ ძლიერი საძილე საშუალება მქონდა მიღებული რადგან ორი დღე და ღამე გადაბმულად მეძინა.ანერვიულდა ოჯახი და ყველგან მეძებდნენ,შეეშინდათ ჩემი უეცარი გაუჩინარება.როცა ტელეფონი ჩავრთე და დედას უამრავი ზარი ვნახე ავნერვიულდი,დედას ლევანი დაელაპარაკა არ ვიცი რა უთხრა,მაგრამ ლევანი როგორც სიძე ოჯახში ისე მიიღეს.დავიბენი,ისე უცებ მოხდა ყველაფერი არ ვიცოდი რა მეთქვა და როცა ოჯახში მიმიყვანა მე და ლევანი გაოცებულები ვიყავით რადგან პატარა ლევანის გვერდით სწორედ ის პიროვნება იდგა ვისგანაც დამიცვა ჩემმა ლევანიმ და ის ზიზღით გვიცქერდა,ამიტომ ვფიქრობ არა მარტო პატარა ლევანი,მან ჩემი ლევანიც................
-მან თქვენი მეუღლეც მოკლა?
-დარწმუნებული ვარ,გამომძიებელო მის ხელებზე ორი ადამიანის სისხლია და ეს იმიტომ რომ ისინი ჩემს გვერდით იყვნენ.
-ღმერთო, ყველაფერი აირია.თქვა სანდრომ და დაჩის შეხედა.
-ქალბატონო მარეხი ეს როგორ დავამტკიცოთ,შეგიძლიათ დაგვეხმაროთ?
-რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ და გვიან,მაგრამ სამართალი მაინც გაიმარჯვებს.
-შეძლებთ?
-უნდა შევძლო,ეს ჩემი ლევანის გამო უნდა შევძლო. მტკიცე იყო მარეხი და ორივე დარწმუნდა რომ მარეხი მათ დაეხმარებოდათ სიმართლის დადგენაში.
-ქალბატონო მარეხი რატომ ხართ ასეთი დარწმუნრბული, რომ მან მოკლა ეს ორი ადამიანი.
-იმ ღამით როცა ლევანის გულის შეტევა მოუვიდა თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და ადრე დავწექი,ლევანი სამუშაო კაბინეტში იყო და მუშაობდა.დასაძინებლად მივდიოდი რომ კაბინეტში შევედი და ორივე ბიძა ძმიშვილი საუბრობდნენ და იცინოდნენ,ის ძმიშვილს რაღაცას უყვებოდა მე კი მათ მშვიდი ღამე ვუსურვე და ჩემს საძინებელში ავედი.გვიან გამეღვიძა და ლევანი ჩემს გვერდით არ იყო,გამიკვირდა და ავდექი ის კი ისევ კაბინეტში იყო მარტო და მუშაობდა,რომ დამინახა მითხრა რომ სულ მალე დაწვებოდა.სამზარეულოში შევედი წყალი მინდოდა და ჭიქით წყალი საძინებელშიც წავიღე,უეცრად რაღაც უცნაური ხმები მომესმა,მაგრამ მალე მიყუჩდა ყველაფერი.დავწექი და ჩემი შეცდომა ის არის მე არ დავბრუნდი ლევანისთან და ის არ ვნახე.............................
-და რა მოხდა,გვითხარი.
-ის ჩემს საძინებელში ვერანდის კარიდან შემოვიდა პირზე ხელი ამაფარა და .....მარეხი ატირდა და ცუდად იგრძნო თავი.
-ქალბატონო თუ ვერ ისაუბრებთ სხვა დროს გადავდოთ,ცუდად გახდებით.
-წყალი მომიტანე საყვარელო.უთხრა იქვე მდგარ თავის დამხმარეს და თვალებს მალავდა,რადგან რცხვენოდა დაჩის და ლევანისთვის შეეხედა.
-შეგიძლიათ საუბრის გაგრძელება თუ აქ დავასრულოთ.
-არა,ყველაფერი უნდა ვთქვა.
-და რა მოხდა დილით.
-მან იმ ღამით თავისი სურვილი აისრულა რასაც წლების წინ ოცნებობდა.
-როცა გაიღვიძეთ,თქვენი მეუღლე თქვენს გვერდით ისევ არ იყო?
-ისევ არ იყო და ეს უცნაურად მომეჩვენა,ამიტომ ავდექი და მკლავიანი ჩავიცვი რადგან მკლავები დალურჯებული მქონდა.კაბინეტში შევედი და მახსოვს ვერ ვიყვირე,ყელიდან მხოლოდ ხავილის ხმა ამომდიოდა,დავეცი და ლევანისთან ფორთხვით მივედი ჯერ კიდევ სუნთქავდა და ძალა მოვიკრიბე მთელი ხმით ვიყვირე და ჩემი ხმა ლევანიმ გაიგონა,მოვიდა და ბიძის წამოყენება სცადა,მაგრამ ვიყვირე.
-არ დაანძრიო ადგილიდან,სასწრაფოს დაურეკე.მალე მოვიდა სასწრაფო და იმ დღეს ლევანი გადავარჩინეთ,ის რამდენიმე დღე საავადმყოფოში დატოვეს და მე მას გვერდიდან არ ვშორდებოდი.
-დაიღალე საყვარელო, წადი და დაისვენე.
-არა,დასვენება არ მინდა აქ ვიქნები.მისი დაჯინებით სახლში წავედი,შხაპი მივიღე და დაწოლას ვაპირებდი რამდენიმე ღამის უძილარი ვიყავი რომ ვერანდის კარი გაიღო და ისევ ის შემოვიდა,სიბრაზისაგან დავბრმავდი და რაც ხელში მომყვა ვესროლე,მაგრამ მომვარდა და ხელები დამიკავა.
-ისევ ძალა იხმარა?
-ისევ იძალადა და წავიდა.ჩემს თავს არ ვგავდი,შევიცვალე და ჩემი ასეთი შეცვლა ყველას უკვირდა.ლევანის ავადმყოფობიდან ერთი თვე იყო გასული რომ ერთ დილით პოლიცია მოვიდა და მითხრა.
-ვწუხვართ,
-რას წუხართ,რაზე მეუბნებით.
-გარდაცვლილი მამაკაცის საფულეში მისი პირადობა ვიპოვეთ და უნდა წამოხვიდეთ გვამის ამოსაცნობად.
-არ ვიცი რა გავაკეთე,შეშლილი სახით სამზარეულოში შევარდი იქ ქალბატონი მანანა იყო და თავისთვის ღიღინედა,შემხედა სახე გიჟს მიგავდა და შეშინებულს თეფშები ხელიდან გაუვარდა და აკანკალებული ხმით მითხრა.
-რა მოხდა შვილო,რა სახე გაქვს და ასე შეშლილი თვალებით რატომ მიყურებ.ვერაფერი ვერ ვთქვი და ხელით ვანიშნე კარებისკენ,სახლში პატარა ლევანიც შემოვიდა და გაოცებული მიცქერდა შემდეგ კი პოლიციასთან მივიდა,მას მანანაც მიუახლოვდა და  მისი არა-ამქვეყნიურ ყვირილზე მივხვდი რომ ეს სიზმარი არ იყო და ყველაფერი ცხადში ხდებოდა,მე ლევანი აღარ მყავდა.რამდენიმე წუთი სახლი პოლიციელებით გაივსო,სრული ქაოსი იყო ჩემს თავში როცა მითხრეს......
-ეს თვითმკვლელობაა,მან თავი მოიკლა.
-შეუძლებელია,ბიძაჩემი თავს არ მოიკლავდა.
-რატომ მოიკლავდა თავს,იქნებ საყვარელ მეუღლეზე ეჭვიანობდა? თქვა მან და შევამჩნიე მის სახეზე დიდი ირონია,თითქოს ენით სხვას ამბობდა და გულში ფიქრობდა,რა მნიშვნელობა აქვს რით მოკვდა,ხომ ჩაძაღლდაო. მას შემდეგ არ მასვენებს ფიქრები,მაგრამ ვერავის ვუთხარი ჩემი ეჭვები.
-კიდევ რამ დაგაეჭვათ,რა არის ისეთი რასაც ჩავეჭიდებით.
-ვფიქრობ რომ არის რაღაც,ლევანის გარდაცვალებიდან 40 დღე მის კაბინეტში არავინ არ შესულა და ერთ საღამოს ხელის კანკალით გავაღე კარი,უეცნაურად მომეჩვენა მაგიდაზე საფერფლეში სიგარეტის რამდენიმე ნამწვავი იყო და ძირს გატეხილი ჭიქაც ვნახე.
-ფიქრობ იქ ვინმე მივიდა გვიან ღამით?
-ჩემი მეუღლე არ ეწეოდა,არც პატარა ლევანი და ვფიქრობ იქ ვიღაც იყო.
-რატომ პოლიციას არ უთხარი ამის შესახებ?
-ვაპირებდი,მაგრამ ვიღაცამ დამირეკა და დამემუქრა,რომ მეც იგივე დამემართებოდა და ექსპერტის დასკვნა იგივე იქნებოდა,სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით.
-ქალბატონო მარეხი დღეისათვის საკმარისი,დაისვენეთ და შესაძლებელია ისევ მოვიდეთ.
-მობრძანდით,უფალს ვთხოვ ჩემი ავადმყოფობიდან გამომდინარე დრო მომცეს რომ შევხედო როგორ დაისჯება ორი ადამიანის მკვლელი,პატარა ლევანი ხომ ჯერ სულ ახალგაზრდა იყო მასზე ხელი როგორ ასწია იმ არამზადამ ან ჩემი ლევანი მიკვირს მას როგორ მოერია, ის ხომ ძლიერი ადამიანი იყო.
-ვიპოვით,ჩვენ მას აუცილებლად ვიპოვით და თქვენ შეძლებთ ჩახედოთ მას თვალებში.
-მწარე ტკივილის მიუხედავად,ცხოვრება გრძელდება და აუტანლად ვითვლით ამ ცხოვრების დაწყევლილ წამებს.ცხოვრება სასტიკი თეატრია,რომელიც გვაიძულებს გაუძლოთ ტკივილს.იმედია გაუძლებ გულო კიდევ ერთ დარტყმას,მინდა ძალიან ახლოს მივიდე მასთან და ბოდიში თქვენთან,მაგრამ მინდა სახეში შევაფურთხო ამ არა-ადამიანობისათვის.სანდრომ და დაჩიმ მარეხის ყველა სიტყვა განიხილეს და შემდეგ მოიძიეს ვინმე რობერტი ცერცვაძე.
-როგორ ხართ ლომებო,ვიპოვეთ რამე?
-დრულად მოდი მეგობარო,ვიპოვეთ და ვეძებთ ვინმე რობერტი ცერცვაძეს.
-რობერტი ცერცვაძე,ეს ვინ არის?
-ეს ახალი პერსონაჟია რომელმაც დიდი როლი ითამაშა ერთ ოჯახში და ბოლოს ორი ადამიანიც გაისტუმრა იმქვეყნად.
-ადრე ვიცნობდი რობერტი ცერცვაძეს ის ძალიან საშიში იყო ყველასთვის,სულ განყოფილებიდან გამოყავდა მამამისს.
-ჰოდა ვფიქრობ მთავარი მაფიოზიც ეს არის,ის დაბრუნდა.
-მაფიოზის რა გითხრა,მაგრამ ეს ადამიანი მანიაკია ქალს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია.
-კარგია რომ რაღაცას მიაგენით,დავიღალე მეგობრებო და ზოგჯერ სადღაც მინდა გავიქცე ან დრო უკან დაბრუნდეს და დამიბრუნდეს ჩემი ბავშვობა.
-სამწუხაროდ დროს ვერ დავაბრუნებთ,თუმცა წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნებოდი.
-მეც მინდა ზოგჯერ გავიქცე და დავემალო  პრობლემებს,მაგრამ სარკეში რომ ვიხედები და ჩემს თავს ვხედავ,ყველაფერი მავიწყდება რადგან მახსენდება რომ გავიზარდე.თქვა ლაშამ და მეგობრებს შეუერთდა.
-ლაშა რით გაგვახარებ,რა გაარკვიე მეგობარო.
-გავარკვიე,რომ ჩვენს მაფიოზს აქვს ძალიან ბევრ ხალხთან შეხება.ეს ხალხი კი გაურკვეველი საქმეებით არის დაკავებული და ეს ვერ გავიგე,ამიტომ მინდა მას შევხვდეთ.
-შევხვდეთ? ეს როგორ.თქვა დაჩიმ და ლაშას შეხედა.
-გეგმა მაქვს და ის უნდა განვახორციელოთ,მხოლოდ წვიმა გვჭირდება.
-და ჩვენც უნდა ველოდოთ წვიმას?
-უნდა დაველოდოთ,რადგან სწორედ წვიმა დაგვეხმარება მასთან მიახლოვებაში.კვირის ბოლოს წვიმა არის გამოცხადებული,დამიჯერეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მასთან შესახვედრად დაჩი შენ წახვალ რადგან შენ შეგიძლია მოთმინება, მე არ გამოვირჩევი მშვიდი ამ გრძნობით და არ მინდა რამე გავაფუჭო,მაგრამ წავლამდე ყველა დეტალს კარგად განვიხილავთ.

  დრო სწრაფად მირბოდა და დროსთან ერთად თავადაც ილეოდა დარდისგან.იდგა ფანჯარასთან და ცაში მონავარდე მერცხლებს უცქერდა,მიფრინავდნენ მერცხლები და ისიც მერცხლად დაბადებას ნატრობდა.ფანჯრის მინას თავი მიადო და ტირილით თქვა.
-რა გააკეთე,რა გაკლდა და კიდევ რა გინდოდა.ცხოვრებამ ცხვირის წინ მოგიხურა კარი,ბედისწერამაც ზურგი გაქცია და ყველაფერი დაკარგე,მეც დავიკარგე და ტკივილი ყოველდღიურად უფრო ძლიერი ხდება.უეცრად თავი ასწია,შემობრუნდა ჩაიცვა ჩანთას ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა,ტაქსი გააჩერა და რამდენიმე წუთში დემეტრეს სახლთან იყო.
-იმედის სანთლებს ჯერ ნუ ჩააქრობ,გაბედულად მიდი მარინა და დაელაპარაკე,შენს შიშს ნურავის დაანახებ,შენ ხომ ჩემი სული იყავი და როგორ შეიძლება სულის სხეულიდან განშორება.ვიბრძოლებ, დემეტრე ბოლომდე ვიბრძოლებ და ისევ გავიმარჯვებ.გაბედულად და მოურიდებლად დააკაკუნა,მუცელი უკვე კარგად ეტყობოდა.კარი  თათიამ გააღო გაოცებული უყურებდა მარინას რომელსაც ირონილი ღიმილი აკროდა სახეზე.
-შენ ხარ? დემეტრე სახლში არ არის,გვიან დაბრუნდება.
-დემეტრესთან არ მოვსულვარ,ელენესთან მოვედი.
-თათია ვინ არის. მოესმა მარინას ელენეს ხმა,თათიას ხელი კრა და სახლში შევიდა.
-მე მოვედი საყვარელო,ვიცი რომ გენატრებოდი ისე როგორც მე.
-სიზმარშიდაც შენს ნახვას ვოცნებობდი,რა გინდა რისთვის მოდი ან არ შეგრცხვა აქ მოსვლა?
-შენს გამო მოვედი,რადგან მინდა თვალი აგიხილო ელენე.
-მე უნდა ამიხილო თვალი და ამას შენ აკეთებ?
-რაც არ უნდა გაგიკვირდეს ასეა,რადგან არ მინდა ჩემი შეცდომა შენც გაიმეორო.
-შენ ახლა აგეხილა თვალი და შენი შეცდომაც ახლა გააცნობიერე?
-შეიძლება ასეც არის,რადგან მინდა გითხრა დემეტრე როგორ გავიცანი.
-აააა,გისმენ ეს მეც მაინტერესებს დემეტრემ როგორ გიპოვა.
-როდესაც სტუდენტი გავხდი დემეტრე მე-4-ე კურსზე იყო და შევხედე თუ არა დავინტერესდი,მითხრეს რომ ის ძალიან მშვიდი და უნიჭიერესი სტუდენტი იყო კარგი მომავალით,მაგრამ თურმე ძალიან ადრე შევაფასე.არც მიცდია მასთან დაახლოვება და მართლაც მოხდა ისე რომ დაასრულა უნივერსიტეტი მე ის ვერ გავიცანი.
-თუ არ მოინდომა შენთან დაახლოვება და არც შენ მოგეცა საშუალება გაგეცნო დემეტრე.
-საწაული წლების შემდეგ მოხდა,ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს და მას შემდეგ სულ ერთად ვართ.ჩვენ ერთად დავდიოდით სემინარებზე,ექსკურსიებზე და ჩვენს შორის იყო მხოლოდ მეგობრობა და ზედმეტი არაფერი. ის მშვიდი და გაწონასწორებული მამაკაცი იყო,თუმცა მე შევაფასე ასე რადგან ასე მეგონა.
-რამ გააჩინა თქვენს შორის ბზარი?
-ერთ საღამოს დამირეკა და შეხვედრა მთხოვა,მაგრამ მე ქალაქ გარეთ ვიყავი გასული და იქ მოვიდა,გამიკვირდა რომ შევხედე,მაგრამ სახლში შევიპატიჟე.არ მომეწონა მისი ქცევა და არც შევმცდარვარ,უეცრად მომიბრუნდა და მითხრა.
-უკეთესია თუ ნებით გახდები ჩემი და მე ძალის გამოყენება არ დამჭირდება,გამიკვირდა და უკან დავიხიე მინდოდა ჩემს საძინებელში შევსულიყავი,მაგრამ მან მიმიხვდა და ხელი მკრა იქვე დივანზე დამაგდო და ჩემზე ძალა იხმარა.ვიტირე,მთელი დღე ვტიროდი და მე მაშინ ჩვენს დასრულებულ მეგობრობას ვტიროდი რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა.
-არ მეგონა დემეტრე თუ მოძალადე იყო.
-ეს არასოდეს არავისთან არ მითქვია და პირველად შენთან ვთქვი,რადგან არ მინდოდა მისთვის ცუდი თვალით შეეხედა ვინმეს.
-რა გულისხმიერება გამოგიჩენია და დავიჯერო შენ ამდენი წელი იცხოვრე მოძალადე მამაკაცთან,მაგრამ ბოლოს მოგწყინდა დემეტრე და მრავალფეროვნება მოგინდა,ამიტომ გინდოდა შენი შვილისთვის მამობა გაეწია,როგორ არ გრცხვენია აქ მოსვლის და ასე საუბრის.
-ელენე მოვედი, სად ხარ ძვირფასო...............................სახლში დემეტრე შემოვიდა ვარდების თაიგული ეჭირა ხელში და უეცრად გაჩერდა,მარინას შეხედა ზიზღით სავსე თვალებით და გაბრაზებულმა დაიყვირა.
-შენ აქ რას აკეთებ,ახლავეს წადი და ამ სახლისკენ მომავალი გზა დაივიწყე. მარინამ შიშნარევი თვალებით შეხედა დემეტრეს და მუცელზე მოიკიდა ხელი,დემეტრეს კი ჩაეცინა.
-გგონია მაგ ბავშვს რამეს დავუშავებ? მეცოდება ეს პატარა რადგან არ იცის  როგორი მატყუარა და ორპირია მისი დედა.
-დემეტრე მომისმინე............................
-წადი მარინა და შენი შვილის მამას შესჩივლე შენი პრობლემები და ტკივილები.
-ცხოვრება რთულია ჩემო მარინა და როგორი მძღოლიც ხარ ცხოვრების ქარავანიც იქით წაგიყვანს,მაგრამ შენ  იმ ქალის პერსონაჟი ხარ რომელსაც გაცილებით სუსტი შინაგანი მდგომარეობა და განცდები აქვს.შენი ყველა მცდელობა დაუბრუნდე დემეტრეს შენივე ცხოვრების ზედაპირზე ილექება ოცნებები საიდანაც სამწუხაროდ ისევ მალე აორთქლდება,როგორც ცხელი ასვალტიდან წვიმის წვეთები.ასე რომ ვთქვა,შენ თავად გაები ძვირფასო შენივე ტყუილების უსასრულო ლიანდაგების ქსელში საიდანაც ვეღარ გამოდი.ეგონა ელენეს შეაზიზღებდა დემეტრეს არსებობას,მაგრამ ვერ შეძლო და თავი იმაზე მეტად დაიმცირა ვიდრე ელოდა.მხრებში მოხრილმა დატოვა ის სახლი, სადაც ოცნებად ჰქონდა პატარძალი შესულიყო თეთრი კაბით.ტირილით მიუყვებოდა გზას და ერთი შეხედვით თითქოს ნანობდა მის ჩადენილ საქციელს და სინაბულით რამდენჯერმე მიიხედა უკან,მაგრამ გზა ცარიელი იყო,მას უკან არავინ მოყვებოდა.ცამ რამდენჯერმე დაიგრუხუნა,დაჩის საუკეთესო შეგრძნება დაეუფლა,მეგობრებს შეხედა და თქვა.
-მგონი დრო მოვიდა ჩემი წასვლის.
-ხაზზე იყავი და რაც შეიძლება ფრთხილად იყავი,კარგი იყო მეც წამოვსულიყავი.
-არა,შეუძლებელია მარტო უნდა ვიყო.წვიმა მიყვარს,არ ინერვიულოთ შევძლებ თუ არა ინფორმაციას მოგაწვდი.დაჩი წავიდა და ღიმილით უცქერდა ნელა-ნელა როგორ იმატებდა მინაზე წვიმის წვეთები და სულ მალე გზაზე ნიაღვარიც წამოვიდა,მიდიოდა და თან უთვალავი წვიმის წვეთი ეცემოდა მიწას,ისიც ღრმად ისუნთქავდა წვიმის სუნს და უხაროდა წვიმის შხაპუნი.როცა რობერტის დაჩას მიუახლოვდა თავისი ფანტაზიებიდან გამოვიდა და რეალობაში დაბრუნდა,სახლთან ახლოს გააჩერა მანქანა და ვეღარ აამუშავა.უკვე ჩამობნმელდა,სადაც იყო კარგად დაღამდებოდა დამხმარე კი არ ჩანდა.შესცივდა,ტელეფონი ნახა და არ იჭერდა,მოულოდნელად უცხო მამაკაცის ხმამ შეაშინა.
-ვის ელოდებით,აქ ტელეფონი არ იჭერს მეგობარო. დაჩი მოტრიალდა და მამაკაცს შეხედა ცა გუგუნებდა,წვიმა კი უფრო და უფრო უმატებდა.
-ასეთ წვიმაში აქ რას აკეთებთ,შემიძლია დაგეხმაროთ?
-არავის არ ველოდები მეგობარო,მანქანა გამიფუჭდა უეცრად ჩაქრა და ვერ ავამუშავე.
-სახლში შემოდით სანამ წვიმა გადაიღებს,შემდეგ კი ერთად ვნახოთ.
-არ მინდა შეგაწუხოთ.
-არა უშავს,შემობრძანდი და ეს სველი ლაბადა გაიხადეთ.აქ როგორ მოხვდით,იშვიათად დადის აქ ავტომობილები.
-მეც არ ვიცი სად ვარ,წვიმა მიყვარს და ვსეირნობდი წვიმაში,უეცრად კი აღმოვაჩინე სრულიად უცხო ადგილზე მოვხვდი.
-აქ რამოდენიმე ოჯახი ვცხოვრობთ,მეც მაშინ მოვდივარ როცა ქალაქის ხმაური მოსაბეზრებელი ხდება.ბუხარში შეშას დავამატებ და დათბება სახლში.
-შეგაწუხეთ,მყუდროება დაგირღვიეთ.არც კი გაგეცანით,მე დაჩი მქვია.
-რობერტი ცერცვაძე ბიზნესით ვარ დაკავებული.
-მარტო ცხოვრობთ?
-არა,მეუღლესთან ერთად ვარ,ახლავეს დავუძახებ.
-არა,არა არ შეაწუხოთ.
-არ ძინავს,კითხულობს და თუ ხელი არ შევუშალე დროს წიგნებს უთმობს და მეც კი ვავიწყდები. გაეცინა რობერტის და  მეორე სართულზე ასასვლელად კიბეზე აირბინა,რამდენიმე წუთში შავთვალება გოგონასთან ერთად დაბრუნდა და დაჩიმ გოგონას თვალებში უზარმაზარი შიში დაინახა. თითქოს ის თვალები საშველად უხმობდნენ და თხოვდნენ დაეხსნა მისი სიცოცხლე იმ ტირანისგან როგორიც იყო მისი ქმარი და ეს ერთი შეხედვიდაც ჩანდა,რადგან დაჩის მახვილ თვალს არ დარჩენია შეუმჩნეველი რობერტის თვალებში ჩამდგარი რისხვა და ბრაზი.
-გაიცანით,ჩემი ულამაზესი მეუღლე მარი ბერიძე.
-ძალიან კარგი.დაჩიმ ხელი გაუწოდა მარის და ხელზე ხელის მოჭერა იგრძნო,ამით კი კიდევ უფრო დარწმუნდა მის ფიქრებში რომ რობერტი საშიში პიროვნება იყო და ის რაღაცას მალავდა,რას ამას კი აუცილებლად გაარკვევდა.
-ასე გვიან კიდევ კითხულობთ,ძალიან გყვარებიათ წიგნების კითხვა,ალბად საინტერესო რომანს კითხულობთ.
-ჩემი მეუღლე ბავშვობიდან წიგნების მოყვარულია და მეც ვანებივრებ ახალ-ახალი საინტერესო ლიტერატურით.
-ჩუმად,გესმით? თქვა მარიმ და ორივე შეათვალიერა.
-არა,ეს წვიმის ხმაა საყვარელო.
-არა,კარზე კაკუნია და კართან ვიღაც არის რობერტი.
-არა,ამ დროს ვინ უნდა იყოს უკვე ძალიან გვიან არის.
-წავალ ვნახავ.თქვა მარიმ და შეეცადა ამდგარიყო,მაგრამ რობერტიმ მხარზე ხელი მოხვია და უთხრა.
-შენ დამშვიდდი,მე ვნახავ თუმცა ვიცი არავინ არის. რობერტი გავიდა თუ არა მარიმ დაჩის შეხედა და უთხრა.
-არ წახვიდეთ გთხოვთ ეს ღამე აქ იყავით.დაჩი დაიბნა და მარის გაოცებულმა უთხრა.
-გეშინიათ? თქვენ ხომ მეუღლესთან ერთად ხართ,რატომ გეშინიათ.
-მასთან ერთად რომ ვარ,სწორედ იმიტომ მეშინია.
-დარწმუნებული ხართ? ის ხომ თქვენი მეუღლეა,მას უყვარხართ.
-მომკლავს,ის ჩემი მეუღლეა,მაგრამ აქ ჩემი სურვილის წინააღმდეგ მომიყვანა.
-რაღაც გეჩვენებათ,ის მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია.
-თქვენ გაჩვენებთ ასეთს თავს,ის ძალიან სასტიკია. გთხოვთ........
-არავინ არის,წვიმის ხმაში რაღაც მოგესმა ან რატომ გეშინია როცა მე შენს გვერდით ვარ საყვარელო,ვფიქრობ ამის მიზეზი არ გაქვს.
-არ მინდა ჩემი სტუმრობა კიდევ გაგრძელდეს,მადლობა რომ შემიფარეთ მაგრამ უნდა წავიდე იქნებ შევძლო და გავიდე ამ ადგილიდან.
-რას ამბობ ასეთ წვიმაში როგორ უნდა გაგიშვათ,ჩვენ არ ვწუხდებით.
-ტელეფონიც გაითიშა დახმარებას რომ დავურეკო,ალბად ამინდის ბრალია.
-აგერ ტელეფონი აქედან მოსინჯეთ იქნებ ვერ შეძლოს დახმარებამ მოსვლა და წვიმაში ხომ არ გაჩერდებით, გათენებამდე კიდევ რამდენიმე საათია ან ასე რატომ ჩქარობთ.
-სამწუხაროდ ხვალ აუცილებლად უნდა ვიყო ქალაქში. დაჩიმ სახლის ტელეფონი აიღო და არც იქ მუშაობდა ხაზი.
-არ მუშაობს,ესეც გათიშულია.
-ჭექა-ქუხილის ბრალია.
-გამოდის აქ დარჩებით,მოშიებული იქნებით მაგიდას გავშლი,ჩვენც არ გვივახშმია.ასე არ არის რობერტი?
-კი ნამდვილად მომშივდა,მიდი ნახე რა გვაქვს სტუმართან არ შევრცხვეთ. მარიმ სუფრა გაშალა და მამაკაცებიც მიიპატიჟა სუფრასთან.
-სულ ეს გვაქვს,მაპატიე დაჩი ასე გვიან სხვა ვერაფერი ვიპოვე,დამხმარეს დღეს დასვენების დღე აქვს და წასულია.
-არა უშავს,მე მაპატიეთ რომ შეგაწუხეთ თავს უხერხულად ვგრძნობ.
-მოდი შავი ღვინოც მაქვს,ასეთ ამინდს უხდება შავი ღვინო.რა თქვი სად ვმუშაობო?
-საგადასახადოში,არ გირჩევთ ოდესმე საქმე გქონდეთ საგადასახადოსთან.ვითომ იხუმრა დაჩიმ და რობერტის შეხედა.
-რომ დამჭირდე როგორ გიპოვოთ.
-ჩემს ნომერს დაგიტოვებ,ასე იოლი იქნება.გადაიღო წვიმამ და ვფიქრობ წასვლა შესაძლებელი იქნება.
-ასეთი მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღე,რომ ასეთ ამინდში და ასეთ ღამეში გინდა წახვიდე მეგობარო.
-ხვალინდელი დღე მართლა მნიშვნელოვანია,მეგობრის საფლავზე უნდა გავიდეთ სამეგობრო.
-მოდი შევთანხმდეთ,მეც საქმე მაქვს დილით ქალაქში და ერთად წავიდეთ.სადაცაა გათენდება და ქალაქში შესვლამდე გათენდება კიდეც.დაჩიმ გაოცებულმა შეხედა რობერტის და უთხრა.
-ჩემს გამო ასეთ ამინდში დატოვებ სახლს,დატოვებ მარის და ჩემთან ერთად წამოხვალ?
-როცა საქმე წასვლას მოითხოვს და ეს აუცილებელია უნდა წავიდე,ვინ იცის ხვალ იქნებ ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში მე ჩავარდე ვინმემ ხომ უნდა დამეხმაროს.
-მარი აქ მარტო გაჩერდება? მას ხომ ეშინია მარტო ყოფნა,ეს შეუძლებელია.
-ის მარტო უფრო მშვიდად ცხოვრობს,ვიდრე ჩემთან ერთად. ასე არ არის ძვირფასო? დაჩიმ შეამჩნია როგორ შეხედა რობერტიმ მარის და მისმა გამოხედვამ შეშინა ამიტომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.შეამჩნია ისიც რომ რობერტიმ სახლის კარი გაუღო სტუმარს,მაგრამ თითქოს ერთი სული ჰქონდა სტუმარი სახლიდან გასულიყო და მარის შეხედა,მის თვალებში ცრემლი შეამჩნია,მაგრამ მაინც დაეთანხმა რობერტის წასვლაზე.მოემზადა თავისი ლაბადა ჩაიცვა და მარის დაემშვიდობა,მაგრამ მარის სიტყვებმა კიდევ უფრო დააფიქრა.დამშვიდობებისას ხელზე ხელი ისევ მოუჭირა დაჩის და უთხრა.
-ფრთხილად იყავი ის ძალიან საშიშია.
-მზად ხარ,წავედით?
-წავედით,მადლობა ყველაფრისთვის.
-გზა სველია და ფრთხილად იყავით. მიაძახა მარიმ ხმამაღლა გარეთ გასულებს,დაჩიმ მიუბრუნდა და გაუღიმა ეს იმის ნიშანად რომ არ ენერვიულა.წვიმა შეჩერდა,ამით მაან თავისი ამბების მოყოლა დაასრულა და ცა კი ისევ შავია, არ დამშვიდებულა სიბრაზისგან გაშავებული ღრუბლები.ისევ დააწინწკლა წვიმის წვრილმა წვეთებმა მანქანის მინას და რობერტიმ თქვა.
-ისევ დაიწყებს შლეგი წვიმა,გზა კი ჯერ კიდევ გრძელია ხომ არ ვიჩქარეთ?
-შესაძლებელია შედარებით მშვიდი წვიმა იყოს,ერთ საათში კი ქალაქში ვიქნებით.
-ასეა,თუ სიჩქარეს მოვუმატებთ უფრო ადრეც ჩავალთ.დაჩის აღარ ესმოდა რობერტის საუბარი რადგან ის მარიზე ფიქრობდა თუ რატომ იყო მის შავ თვალებში უზარმაზარი შიში.
-დიდი ხანია ასეთი დამძიმებული არ ვყოფილვარ,ალბად შვილი რომ გვყოლოდა არც რთული ცხოვრება არ გვექნებოდა.თქვა რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ რობერტიმ და დაჩის შეხედა.
-არ გიცდიათ შვილი გყოლოდათ?
-რამდენჯერმე ვცადეთ,მაგრამ ორსულობა ბოლომდე ვერ მიდიოდა,მეხუთე თვიდან იწყებოდა პრობლემები და ნაყოფს ვკარგავდით.შენ? შენ გყავს შვილები?
-მე არ ვარ დაქორწინებული და ჯერ-ჯერობით არ ვფიქრობ ეს ხომ სერიოზული საკითხია და უბრალო თემა არ არის.
-რა გითხრა,აქ ცხოვრება მეშინიაო?
-თქვენ საიდან იცით რა მითხრა მარიმ.
-ყველას ამას ეუბნება,რომ მას ჩემი ეშინია და მარტო არ უნდა დარჩეს ჩემთან.
-რატომ აქვს ეს შიში,რა მოხდა მის ცხოვრებაში ასე რომ დაშინდა.
-ერთხელ მისი ორსულობა 8 თვემდე მივიდა და გვიხაროდა,მაგრამ სიხარულმა ნაადრევად დაგვტოვა მარის კიბეზე დაუცდა ფეხი და ბავშვი ვერ გადაარჩინეს ეს კი მარიმ ძალიან მძიმედ მიიღო და რამდენიმე ფსიქოლოგთან მომიწია მისვლა რომ დამშვიდებულიყო.
-სამწუხაროა,ყველა ქალისათვის დედობა არის პირველი ჯილდო და ბევრი ქალი ვერ ეგუება ამ გრძნობასთან დამარცხებას.
-შემდეგ აქედან წავედით და წლების განმავკობაში ლონდონში ვცდოვრობდით,მაგრამ იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი და აქ მის მშობლებთან ყოფილიყო ახლოს.მოულოდნელად დაჩის უცხო ნომერმა დაურეკა და რობერტის ბოდიში მოუხადა.
-გისმენთ.
-მარი ვარ ბატონო დაჩი და რობერტისთან არ შეიმჩნიოთ,მინდა გაგაფრთხილოთ ის საშიში ადამიანია მას უამრავი ადამიანი ჰყავს მოკლული.
-დარწმუნებული ხართ?
-მე ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია,უამრავი საიდუმლო ინფორმაცია მაქვს მასზე მოძიებული და თუ რამე დამემართა ის პიროვნება თავად მოგძებნით და თუ გაიგეთ მე მოვკვდი, მკვლელი სხვაგან არ ეძებოთ.ჩემი მკვლელი ჩემი ქმარი არის,მას უნდა ჩემი სიკვდილი რადგან ძალიან ბევრი მისი საიდუმლო ვიცი.მე გიჟი არ ვარ,ალბად უკვე გითხრათ რომ მე გიჟი ვარ,მაგრამ ის რაღაც აბებს მაძლევს რომ ასეთი ვიყო,მე სრულიად ჯამრთელი ვარ.ვიცი რომ პასუხს ვერ მცემთ,მაგრამ დაგირეკეთ მაინც რომ არ მიმატოვოთ.
-მოვაგვარებ ყველაფერს,თქვენი ანგარიშები თუ დაიბლოკა აუცილებლად თქვენს ადვოკატს უნდა მიმართოთ.დაჩი დაიძაბა,უნდოდა მანქანა მოებრუნებინა და მარისთან დაბრუნებულიყო,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო რობერტი მის ვინაობას გაიგებდა.
-გამთენიისას დაგირეკეს, ალბად ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს საგადასახადოში კლინტს.
-ასეა,მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია.
-მეც დაძაბული ვარ,დიდი ხანია ასეთ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ.
-რატომ დაიძაბეთ,იქნებ გინდათ დაისვენოთ და მე შეგცვლით. შეხედა რობერტის და ყურადღენა მიაქცია მის აკანკალებულ ხელებს.
-ფეხები არ მემორჩილება და გზაც უსაშველოდ გაიწელა,გზა რომელსაც 1 საათსა და 30 წშ-ი მთავრდებოდა.დაჩი უცნაური და გაურკვეველი გრძნობა მაქვს,თითქოს ეს განცდა არსაიდან მოდის და საშინლად არეული,დათრგუნული ვარ.მიგიყვან მისამართზე და უკან დავბრუნდები,მარი მარტო დავტოვე და ასე საშინლად არასდროს მიგრძვნია თავი, უკეთესი იყო დავლოდებოდი გათენებას.
-უკვე გზაზე გამოვედით,აქედან ტაქსით შემიძლია წავიდე და შენ შეგიძლია დაბრუნდე უკან,მაგრამ გთხოვ შემატყიბინე რომ მიხვალ სახლში 
-კარგი,შეგატყობინებ.
-აქ გამიჩერე,აქ შემიძლია ტაქსი ავიყვანო.დაჩიმ რობერტის დაემშვიდობა და ტაქსს ხელი აუწია,მაგრამ შეაშფოთა რობერტის არეულმა სახემ და ისევ ჩაფიქრდა,ვერც კი შეამჩნია როგორ გაილია გზა წვიმა კი უფრო და უფრო მატულობდა.დაჩი პირდაპირ განყოფილებაში მივიდა და სანდროს დაურეკა.
-ველოდებოდი შენს ზარს,უკვე დაბრუნდი?
-დავბრუნდი,ლაშას დაურეკე და სასწრაფოდ მოდი.დაჩი მარიზე ფიქრობდა და ვერც კი შეამჩნია ლაშას და სანდროს მისვლა.
-დილა მშვიდობის ძმაო. უთხრა სანდრომ და ლაშას შეხედა.
-ვფიქრობ აქ არ არის.
-ნეტავ რამ ჩააფიქრა ასე ღრმად,რაღაც მოხდა. თქვა სანდრომ და დაჩის მხარზე შეეხო ხელით ფრთხილად,დაჩიმ შეხედა მეგობრებს და ჩუმი ხმით თქვა.
-უკვე აქ ხართ? ვერც კი გავიგე როგორ შემოდით,დასხედით.
-ჩვენ აქ ვართ,მაგრამ შენ სად დაფრინავ?
-ველოდები.
-რას ან ვის ელოდები.
-ან მკვლელობა მოხდება ან რაღაც უცნაურს გავიგებთ.
-რატომ გაქვს ასეთი გრძნობა?
-ეს რობერტი არ მომეწონა,არეული სახე აქვს ის უკან დაბრუნდა და ღმერთმა იცის რა ჩაიფიქრა.
-აქ რას ვაკეთებთ,წავიდეთ. თქვა ლაშამ და დაჩის შეხედა,მაგრამ დაჩის ტელეფონზე უცნობი ზარი დაფიქსირდა და უცნაური გრძნობა გაუჩნდა,ტელეფონი ხელის კანკალით აიღო რომ რობერტის შეშფოთებული ხმა გაიგონა.
-დაჩი,დაჩი მიშველე დავიღუპე.დაჩი ფეხზე წამოდგა და მეგობრებს ანიშნა ის არისო.
-რა მოხდა,მარი როგორ არის.
-არ ვიცი,მარი სახლში არ დამხვდა და სახლი კი არეულია. მარი დაიკარგა დაჩი,მარის ვერ ვპოულობ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent