ურეკის მზის ქვეშ ( თავი XI)
სახლში მისვლისთანავე შხაპს ვიღებ,თავისუფალ მაისურს და შორტს ვიცვამ.ცოტა ხნით დედაჩემს ვურეკავ. -როგორ ხარ დედიკო? - დედაჩემი გამარჯობის თქმასაც არ მაცდის,ეგრევე ქოთქოთს იწყებს. - კარგად დეეე. თქვენ? მამა რას შვრება? -კარგად ვართ დედი ჩვენც. კონდინციონერი გაგვიფუჭდა,მოხელე გვყავდა და ახლა სვამენ შეკეთების სადღიგრძელოს. - აუუუ. - კაკანს ვიწყებ მამაჩემის ქეიფის მიზეზზე. - ხომ უნდა დავასველოთო ეს ამბავიო და არ გაუშვა არაფრით,რას ქვია შენ ჩემს ღვინოს არ სვამო. - ჩემი კაციააა... აუ მომენატრეთ უკვეეე. - წუწუნს ვიწყებ. - ჩვენც მოგვენატრე დედიკო. რას აპირებ დედი, მთაში აღარ მიდიხარ? - ცოტა ხნით კიდევ დავრჩები,თორემ ამათ რომ ვუთხარი წავალ თქო,ნინიმ კონცერტები მომიწყო. მატრაკვეცა ქალი. - თვალებს ვატრიალებ და მეცინება. - ეგ გიჟი ქალიც მომენატრა. კაია დედიკო,იყავი მეგობრებთან,გაერთობი. ოღონდ მზეზე დიდი ხნით არ გახვიდე,ხომ იცი არ შეიძლება შენთვის. -აუ კაი რა ნათიიი, ნუ ქოთქოთებ. ხომ იცი,რომ ისეც ვერ ვჩერდები დიდი ხნით. - ვიცი დედიკო, მაგრამ... კაი დეე,წავედი ახლა საცივი უნდა გავუცხელო,თორემ გრილს როგორ შეჭამს მამაშენი და მემონტაჟე?! - სასაცილოდ ამბობს და წარმომიდგენია რა სახე აქვს ამ წამს. - კაი დედიკოოო, ძაანაც არ გადაიღალო,თავს მიხედეეე. გკოცნით ორივეეეს. - კაი დეე, ჭკუით იცოდე... გკოცნიი. - კოცნის იმიტაციას აკეთებს და მითიშავს. სარკესთან მივდივარ და თმის ვარცხნას ვიწყებ, მართალია სულ მეზარება ხოლმე,მაგრამ არ მიყვარს გაპუწული სიარული,დენ დარტუმული კატასავით. სარკეში ჩემს გამოსახულებას ვაკვირდები. არ მიყვარს ჩემი თვალების ყურება,ყოელთვის ცუდ გუნებაზე ვდგები ხოლმე. -სულ გაგიჟდი ბარბარე? უკვე ძალიან შორს შეტოპე. იცი,რომ მის გარეშე ვერ გაძლებ და მაინც ამძიმებ სიტუაციას. - სარკეში ვეჩხუბები ჩემს თავს. - რა უნდა ვქნა? როცა მასთან ვარ ვერ ვაზროვნებ, გონება მეთიშება. სულელი ხარ! - ბაბრიიიი! ვის ეჩხუბები? - შეშლილის სახით შემორბის ჩემი დამცველი ქალი,რაზეც მეღიმება. - დამშვიდდი ჩემო რაინდო, უსაფრთხოდ ვარ. - ენას ვუყობ და ვიცინი. - აუ პროსტააა,ამას რამე თუ უნდა გაუკეთო... - ჭაჭყანს იწყებს. - აუუ დამშვიდდი რაა და მოდი ჩამეხუტე. - ამას ვეუბნები და წამში თვალები უფართოვდება. იცის,რომ არ მიყვარს ჩახუტება და ზოგადად ეს სენტიმენტალური მომენტები, მაგრამ არის დღეები,როცა სიამოვნებას ვანიჭებ და ჩახუტების ნებას ვრთავ. არაფერს მეკითხება, უბრალოდ სახეს ასერიოზულებს და მაგრად მეხუტება. მისი ენერგია გადმოდის თითქოს,რაღაც ძალით ვიმუხტები . „აი ხომ ვამბობდი,რაღაც ჰიპერაქტიულ ძალას ფლობს ჩემი ქალი თქო?!“ - ეეე მეც მინდა ჩახუტებააა... მოღალატეებო! - ისმის ნუცას წუწუნი და წამსვე ვგრძნობ მისი სუსტი ხელების მოხვევას. - აუ მიყვარხააართ. - ჩემი გოგოები. -ორივეს ხმურიანად ვკოცნი. - აუ ამდენი ემოციურობისგან მომშივდაა... შენი ბრალიაა. - ჯაჯღანს იწყებს ნინი და დუნდულოზე მაგად მირტყამს. - აააა,გოგოოო,მეტკინაა... - ვკივი. - ხომ არ დაგეჩუტა ქალო?- სერიოზული სახით კითხულობს და მაკვირდება. - ღმერთო რა გეშველებააა. - კაკანებს ნუცა. - ყველაფერი ადგილზეა,ზარალი არ არის,ყვითელ ლენტს არ საჭიროებს,ამიტომ წავედით ახლა ვჭამოთ. - ცანცარებს ნინი. - მასხარა ხარ. - უიმე რას მკადრებთ? მე უფრო მსახიობი. -შემდეგში წინასწარ გაგვაფრთხილე,სანამ როლში შეხვალ,რომ ყვავილების თაიგული ვიყიდოთ და მერე მოგართვათ. - ვკბენ,რაზეც ენას მიყოფს. -არაფრის ღირსები არ ხართ თქვეენ რააა, უმადური ხალხი. აი ბილეთებს,რომ გავყიდი,მერე მოხოხდებით და მთხოვთ უფასოდ შემოგიშვათ წარმოდგენაზე. - ოკეი ნინი,ოკეიი. - ნუცა ცერებს მაღლა წევს და იცინის. - უნამუსოებოოო... მაჭამეთ ახლა,სანამ დროა,თორემ უკვე ვბრაზდებიიიი... - წარბებს მაღლა წევს და ვიცი,რომ არ იტყუება. -დამშვიდდი ნინი.. მშვიდად... -წამო,წამო გამოგკვებოოო. - ხელს ვკიდებ და ბავშვივით მივაჩანჩალებ სამზარეულოში,სადაც ბიჭები უკვე ჭამენ. - აუ რა სუნია? - ოჰ გამოფხიზლდა ქალი. ნინი ირაკლისთან მიდის და ცხვირს სასაცილოდ აცმაცუნებს. მეძებარ ძაღლს გავს. - მაჭამეეე...- პატარა ბავშვივით უციმციმებს თვალებს. - აუ რა მათხოვარი ბავშვივით იყურება. - სიცილისგან ლამის სკამიდან ვარდება ლევანი. - ვაიიმეეე,როგორ არ მიდოდა კაცის ხორცის ჭამა ამ დროზეეეე. -დროს რო აკონკრეტებს ლევანი სიცილს წყვეტს. - მშვიდად... ირაკლი,ძმაო დააპურე შენი და,თუ გინდა,რომ კიდევ ცოტა ხნით გყავდეს ძმაკაცი. - ცანცარები ხართ. - თავს აქნევს ირაკლი, სპაგეტს ჩანგალზე ახვევს და ნინის მისი ხელით აჭმევს. - აუ რა გემრიელიააააა. - ნინი დაფრინავს უკვე. - დედააა,მგონი გადავრჩი. - ლევანი წარმოსახვით ოფლს იწმენდს შუბლზე. - ვისი მომზადებულია?- სკამზე იჯგიმება გიგი. - ჩემი ოქროს ხელება ბიიიჭი. - ცხიმიანი ტუჩემით უკოცნის ლოყებს ნინი. - პრიალებ. -ლევანი კაკანებს გიგის ზეთიან ლოყებზე. -კვერცხს,რომ დადებ მითხარი და შევიწვავ. - ენას უყოფს ნინი. - რა მწარე ხარ ნინიკო.... - ტკვილი გყავს მაგერ. - ლევანზე მიწეპებულ ნუცაზე ანიშნებს. - გოგოოო, ჭამე ახლა,ხომ ხედავ ვერ მშვიდდები .- სრული სერიოზულობით ეუბნება ნუცა,რაზეც მეცინება. - ხო,ხო მართალია. - თეფშზე უზარმაზარ ულუფას იღებს. - რას სვრიდი თეფშს,ბარემ პირდაპირ ქვაბიდან გეჭამა. - სულ არ მითვლი ხომ?! - თვალებს უბრიალებს ნინი. - „გადაიღე შვილო მეშვიდე ნაჭერი,ვინ გითვლის.“- დებილივით იცინის ლევანი. - სტოოოოპ!- კივის ნინი გამოტენილი პირით. უფრო თლიფინებს. -რა იყო გოგო,რა გაკივლებს? - წარბშეკრული უყურებს ირაკლი. - აუუუ უუუზეეძაანმაგრესი იდეა მაქვს. - მისი საფირმო სიტყვით იწყებს. -აუ იკაააა...- ქუჩაში გაგდებული კნუტივით უყურებს ძმას,რაზეც ირაკლი თვალებს ატრიალებს. - პირდაპირ მითხარი,რისი ყიდვა გინდა. -აუუ „ციცინათელაში“ წაგვიყვანე რაა...- ამას ამბობს და წამით ყველანი ვჩუმდებით. -რა მაგარი იდეააა ტოოო. - ლევნი ლამის ხტუნვას იწყებს. - მართლა კარგი იქნება. - გიგიც კმაყოფილია. - წავიდეთ რააა. - ირაკლის კალთაში უხტება. - ეგრე ნუ მიყურებ,თორემ უპატრონო ბავშვი მგონიხარ. - ანუ წაგვიყვაან? - კივის. -ანუ. - აუ რა მაგრობააა...- ნინიც და ნუცაც ერთად იწყებენ ხტუნვას. - ბაბრი შენ არ გიხარია?- გიგი ჩემთან მოდის და მხარზე მადებს ხელს. წამით ირაკლის წარბშეკრულ სახეს ვუყურებ,ვხვდები,რომ რაც ზღვიდან დავბრუნდით იმის მერე ხმა არ გაუცუა,არც კი შემოუხედავს. მზერა გიგიზე გადამაქვს. - კიი,მიხარია რომ თქვნთან ერთად ვიქნები. ატრაქციონებზე არ ვჯდები ხოლმე. - რატო ტოოო? - სიმაღლე,ადრენალინი და სისწრაფე არ არის ჩემი საქმე. - არ მოიწყინო ბაბი,იმ ჭიქებში ჩაგსვამთ,ხომ იცი რომ ტრიალებს. - შტერივით იკრიჭება ლევანი. - მოკეტე თორემ შენ „გრაფინში“ ჩაგახრჩობ. - როგორც ყოველთვის, სიტყვით გამოდის ჩემი მცველი. - გამოხტა. - გახტუნებ მე შენ კარგად. - ამას მბობს და გვერდებზე ჩქმეტს,რაზეც ლევანი მართა ხტუნავს. - ცანცარები.- ეღიმება ირაკლის. - მიდით ახლა მოემზადეთ და გავიდეთ. - კაი სიცოცხლეეეე. - ნინი ყელზე ეკიდება და მაგრად კოცნის. -აფერისტი ქალი. მიდი ჩაიცვი,ოღონდ ძაან თხლადაც ნუ ჩაიცვამ,საღამოს გრილა იქ. - ვაიმეე,შენ ოღონდ წამიყვანე და თუ გინდა „დუბლიონკას“ ჩავიცვამ. - უკვე მეორე სართულიდან ღნავის ნინი. მოკლე,თეთრ კაბას ვიცვამ,გრძელი სახელოებით. თმას ვიშლი და მაღალ სანდლებს ვიცვამ. სარკეში ვიყურები. კარგად გამოვიყურები,მაგრამ აშკარად რაღაც მაკლია. სახე მინათდება,როცა იქვე დადებულ თმისაბნევს ვხედავ,ვიმაგრებ. აი ასე უკეთესია. კმაყოფილებით ვივსები და ქვემოთ ჩავდივარ. - მე მზად ვაარ. - ისე ვამბობ,არავის ვუყურე. თავს მაღლა ვწევ და ვხედავ ირაკლის შავ თვალებს. ბრწყინავს,თითქოს რაღაცას ამბობენ. - ელზაა? რა მაგრად ხარ... - ლევანი მორბის და მატრიალებს,რაზეც სიცილი მიტყდება. - მართლა ულამაზესი ხარ ბარბი. - ღიმილით მეუბნება გიგი. - ნუ მაწითლეებთ. - ლოყებზე ხელებს ვიდებ. - მადლობა ბიჭებოო. - ჩვენც მზად ვართ... - ჩემი სილამაზეები ისე ჩამოდიან კიბეზე,თითქოს მოდების ჩვენებაზე იყვნენ. ვამჩნევ ლევანის სახეს ნუცას დანახვისას,ლამისაა ყბა ჩამოუვარდეს. - ულამაზესი ხაარ. - თითქოს აღმოხდა. ნუცა წითლდება და პატარა ბავშვს ემსგავსება. - მადლობა... - მიდის და ლოყაზე კოცნის. - მეე,მე არ ვარ ლამაზი? - ლამის ფეხებს აბაკუნებს ჩემი ეჭვიანი ქალი. - შენ ხარ ყველააზეე,ყვეელაზეე ლამაზიიი. - ირაკლი მაგრად ეხუტება და ლოყებს უკოცნის. ნინი იბადრება და იფერებს ამ მდგომარეობას. - დიახაც... - თმას სასაცილოდ ისწორებს. - წავედით? - წავედით ხოო. - ატრაქციონების მამა მოდის. - იჯგიმება ლევანი. - პამპერსი გაცვიაა?- ეკრიჭება ნინი. - რაა?- ვერ ხვდება. - კამიკაძეებზე ვაპირებთ დაჯდომას. - ირაკლიიი,მომაშორე ეს ლაწირაკიიიი. - ჭაჭყანით მიდის თავისი მანქანსკენ. ლევანის და ირაკლის მანქანებში ვნაწილდებით და „ციცინათელაში“ მივდივართ. არც ისე დიდი ხნის მერე პარკში დავსეირნობთ. - აუუ რა სილამაზეაა. - ნინი ლამის ხტუნავს და ირაკლის პერანგზე ექაჩება. - აუუუ იმ გემზე დამსვი რააა... - არ გეშინია გოგოო? ნახე როგორ ტრიალებს. - თვალეს უბრიალებს ირაკლი. - უიმეეე,რაა საშიში? - კაი მიდიიი.- თავის ქნევით თანხმდება,იცის რომ აზრი არ აქვს მასთან კამათს. -წამო ნუუც. - ნუცას ხელს ავლებს და ატრაქციონისკენ მიარბენინებს. სანამ ჩასხდებიან სურათს ვუღებ ჩემი „პროფესიონალით“, უკან რომ ბრუნდებიან მაშინაც ვუღებ და მეცინება ნუცას შეშლილ სახეზე და აწეწილ თმაზე. ნინის ისეთი სახე აქვს,თითქოს უბრალო საქანელაზე იჯდა. - აუუ ძაან მაგარი იყოოო. - კივის. - რა იყო გოგო მაგარი? - ნუცა თვალევს აბრიალებს და ლევანს ეხუტება. - შეგეშინდა პატრააავ? -ახლა გული ამერევაა...- თვალებს ატრიალებს ნინი. - წავედი მე ამერიკულ მთებზე უნდა დავჯდე. - ისე ქენი,რომ ცოცხლები წავიდეთ აქედან. - აფრთხილებს ირაკილი. - არის სერ. ნინი გარბის და თან ლევანს და გიგის მიათრევს. ამერიკულ გორაკებზე სხდებიან,მე ვიდეოს ვუღებ,მინდა,რომ სამუდამოდ შევინახო როგორ კივის ლევანი,შიგადაშიგ გიგიც ყვება და ამათ შემხედვარე,ნინი ბოროტულად ხარხარებს. „გიჟი ქალი.“ ატრაქციონიდან ჩამოდიან და ბიჭები ლამის ასფალტს კოცნიან. - მიწაააა. - ღნავის ლევანი და მიწაზე ემხობა. - აეთრიე ,ყველა შენ გიყურენს. - იცინის ირაკი. - შენ რა გენაღვლება,ჩვენ წაგვათრია შენმა შეშლილმა დამ და შენ წყნარად გვიყურებდი. - დამშვიდდი. - მხარზე უტყაპინებს. - წამო რამე ვჭამოთ და წვენი დავლიოთ. პარკის ღია სასადილოში ვსხდებით. ბავშვები ჰოთდოგებს ჭამენ,მე მხოლოდ ყავას ვსვამ. ნინი მის ულუფას კბეჩს და სიამოვნებისგან თვალებს ხუჭავს. ვამჩნევ,როგორ მიბაჯბაჯებს მისკენ ნაცნობი ბავშვი და მისი ჰოთდოგის ბოლოს კბეჩს,რომელიც ნინის უჭირავს. ნინი გრძნობს ამას და სწრაფად ახელს თვალებს. - ვისია ეს ბავშვი? - ისე ამბობს,თითქოს ქურდი გამოიჭირა. ჩვენ ხარხარი გვიტყდება,როცა გივი მორბის ჩვენთან , ის მაშველი სანაპიროდან და ბავშვი აყავს ხელში. - სად გამექეცი ლევანიკო? გამარჯობაათ. - გვიღიმის. -მაპატიეთ,წამით გავიხედე გვერდით და გამომექცა ეს თაგუნია. - არაუშავს. მოდი ჩამოჯექი,დაგვეწვიე. - ირაკლი სკამზე ანიშნებს. - სიამოვნებით. - ბავშვს მუხლებზე ისვამს და ნინის უყურებს. - როგორც ჩანს ძალიან მოსწონხარ. -ნინი ლამისაა ჩამოდნეს მის სიტყვებზე. - ჭკვიანი ბიჭია. - აყრანტაებს უეცრად, რაზეც გივის ეღიმება. ვამჩნევ რომ სხვანაირად უყურებს ნინის,აი ისეთი თვალებით,როგორც ნუცას ლევანი,ან ირაკლი მე. თვალს ვაპარებ ირაკლისკენ და ვხვდები,რომ მიყურებს,ამიტომ მზერას ვარიდებ. ნინის პატარა ლევანიკო აჰყავს ხელში და მაგრად კოცნის,ბავშვი კი გულიანად იცინის. - ვაი რა საყვარელი ხარ შეენოოო... ბიძაშვილივთ. - ბოლო სიტყვას ჩუმათ ამბობს,მაგრამ მაინც მესმის და მეცინება. - გავალთ ჩვენ კარუსელზე დავჯდებით ხომ? - ბავშვს ძირს სვამს,ხელს კიდებს და გივის უყურებს. - მეც წამოვალ. - რა პრობლებაა. - ჩემი სეხნია არ შემიშინო ალქაჯოო. - უკივის ლევანი. - „ხმა ჩაიწყვიტეე.“ - არ ამბობს,მაგრამ პირის მოძრაობით ვხვდებით რასაც ამბობს. ლამის ყავა გამოვაფურთხო,როცა ვხედავ,როგორ ჩხუბობენ ნინი და პატარა ლევანიკო. როგორც ჩანს ერთი ცხენი ვერ გაიყვეს ატრაქციონზე. მერე მაშველი ჭრის პრობლემას და სამივე კონკიას გოგრაში ჯდება. ნინის სახე ისე უბრწყინავს,აქედანაც ვამნევ. - რა საყარლები არიაან. - ყურჩი ჩამჩურჩულებს ნუცა. - ხოოო,ძააან. რადგან სამეული ერთადაა,ჩვენ „ეშმაკის ბორბალზე“ ვჯდებით. ერთადერთი ატრაქციონია,რომელზე დაჯდომაც შემიძლია. ნუ ცოტათი მეშინია,მაგრამ არაუშავს. გიგი ვიღაც უკრაინელ გოგოსთან ერთად ჯდება კაბინაში, ლევანი ნუცასთან ერთად და მე ირაკლისთან. უკვე უმაღლეს წერტილამდეა ასული ჩვენი კაბინა,როცა ვგრძნობ,რომ ირხევა. - ირაკლი... - ვკივი და აქამდე,თუ მის მოპირდაპირედ ვიჯექი,ახლა ლამისააა მუხლებზე დავუჯდე. მხარზე ვეტმასები. - დამშვიდდი,ქარის ბრალია. ხელს მხვევს და გულ-მკერდზე მიკრავს. მისი სუნამოს სუნს შერეული კანის სუნი მამშვიდებს,ვხვდები,რომ უსაფრთხოდ ვარ. - მადლობა. შუბლს მკერდზე ვადებ და თვალებს ვხუჭავ. - მოვედით. - მაფხიზლებს ისი ხმა და მისი დახმარებით ხმელეთზე ვბრუნდები,სადაც ნინი,ლევანიკო და გივი გვხდება უზარმაზარი ბამბის ნაყინებით. - კაი იყო,ბაბი? - მეკრიჭება ნინი და ნაყინს მაწვდის. - კიი. არ მინდა მადლობა. - ჩემს მოწყენილ სახეს ამჩნევს და თვალებით მეკითხება,რა მოხდაო. მეღიმება და თავს ვაქნევ. - მანქანებზე არ დავჯდეთ? აუ იკააა გავიხსენოთ რა ძველი დროო... - ყელზე ეკიდება ძმას. - კაი ხოო,წამო. - უღიმის და სამანქანო გზისკენ მიყავს. ნინი ისე მაგრად ატარებს,ლამისაა ირაკლის გადაუჯოკროს,მეორე გზაზე ლევანი,გიგი და გივიც უერთდებიან . ჩვენ აქედან ვგულშემატკივრობთ,პატარა ლევანიკოსთან ერთად,რომელიც ბოლო ხმაზე გაჰკივის ბიძაშვილის სახელს. მრბოლელები კმაყოფილი სახეებით ბრუნდებიან,განსაკუთრებით ნინი. ‘ - აუუ რა მაგარი ვააარ. - კივის. - ვინ გასწავლა? - თვალებს აწვრილებს ირაკლი. - ჩემმა ძამიკოომ. - ხოდა ეგრე. წავედით ახლა სახლში. - ნინის მხარზე იდებს. –„ რავა დამძიმებულა ეს ვარდენას ქალიშვილი. „ - დიპლომი გაქვს? - ნინი იდაყვებით ირაკლის მხარს ეყრდნობა,ხელის გულებს ლოყებზე იბჯენ და გივის ეკრიჭება,რომელსაც ვხედავ როგორ უტყდება ტუჩის კუთხე. - გიჟი. - ირაკლი ხმით იცინის ნინის სიგიჟეზე. - აბა კარგაად. - კარგად პატარა კაცო.. - ლევანი ლოყებს უკოცნის მის სეხნიას. - კალგააათ.-მსუქან ხელს გვიქნევს პაწაწუნა. - კარგი იყო თქვენთან. კიდევ შევხვდებით. - გივი ხელს ართმევს ბიჭებს და ჩვენ ლოყაზე გვკოცნის. - შეხვედრამდეეე. - ხელს ისე უქნევს ირაკლის ზურზე მყოფი ნინი,როგორც რომეოს,აივნიდან გადმომდგარი ჯულიეტა. – „ბაღის კედელი მაღალია და მიუვალი,საბედისწერო არის შენთვის ეს არემარე.“ -როლში შედის ნინი. - „მე გადმოვფრინდი...“ - გვესმის შორიდან გივის ხმა და ვხარხარებთ,ისიც რომ ციტირებს. - ორი გიჟი. - სიცილით თავს აქნევს ირაკლი და მანქანაში ბუშტავს ნინის,ღვედსაც თვითონ უკრავს და მერე თავის ადგილს იკავებს. - ჩემი ყურადღებიანიიიი. - ეაფირისტება ნინი. სახლში გვიან ვბრუნდებით,ყველანი დაქანცულები ვართ,არც კი ვჭამთ ისე ვწვებით. მე მაინც ვერ ვიძინებ. რაღაც მაფორიაქებს,თან უცნაური ის არის რომ მცივა. ვდგები,ხალათს ვიცმევ და სამზარეულოში ჩავდივარ,წყლის დასალევად,სადაც ირაკლი მხვდება.ყავის ადუღებას ელოდება. - ვერ დაიძინე? - ჩუმად მეუბნება, ჩახლეჩილი ბარიტონით. - ვერაა... მცივა. - ვამბობ,მზერას ვაშორებ და იატაკს ვაჩერდები . სითბოს ვგრძნობ და ვხვდები,რომ ახლოსაა. მაგრად მხვევს მის ძლიერ მკლავებს და თავზე მკოცნის. მისი ტემპერატურა და სიახლოვე მათბობს.მაჟრიალებს. თავს მხარზე ვადებ. - მომენატრე. - ყელთან ვჩურჩულებ და იქვე ვკოცნი. - კნუტო... - სახეს მაღლა მაწევინებს და თვალებში მიყურებს. - მე აქ ვარ და ყოელთვის შენთან ვიქნები. - მის სიტყვებზე რაღაც მწყდება გულში თითქოს.ვიცი რომ ეს არ არის სიმართლა,ის ჩემთან ვერ იქნება. - მატყუებ. - ცრემლები მომდის,მაგრამ მაინც ვუყურებ იმ შავ თვალებში,რომლებშიც ჩემს ანარეკლს ვხედავ. ცრემლებს მიმშრალებს,თვალებზე მკოცნის. მერე ყვრიმალებზე, ნიკაპზე გადადის. - მე აქ ვარ. - ჩემს ტუჩებთან ახლოს ამბობს და მკოცნის. ცეცხლი მეკიდება, ვხვდები,რომ დღეს მთელი დღე მეძინე,უსულოდ დავდიოდი. ახლა კი,როცა ასე ახლოსაა... უკეთ ვსუნთქავ, ვხედავ, აღვიქვამ. თითებს მის შავ თმებში ვხლართავ და კიდევ უფრო ახლოს ვიზიდავ. მის მხურვალე ხელების შეხებას პერანგის თხელი ნაჭრის გავლით ვგრძნობ. ლამისაა ხელებში ჩავადნე,როცა მსხვრევის ხმა მესმის. ირაკლის სხეულს ვშორდები, ვკივი და ადგელზე ვხტები შიშისგან. ვხედავ ლევანის გაფართოებულ სახეს. წინ გამოშვერილი ხელი ,ისე აქვს მომუშტული,რომ ვხვდები იატაკზე ნაწილებად დაფშვნილი ჭიქა წამის წინ ხელში ეჭირა სანამ... „ღმერთოოო... რატოოოომ...“ ჩემი მეორე მე კივილით ალაგებს ბარგს. - თქვ... თქვეენ? - თვალებგაფართოებულს ენა ებმის და ხან მე მიყურებს შტერის თვალებით ხან ირაკლის. მეთერთმეტე სერიის დასასრული. :დ "ტელემუნდო პრეზენტა წარმოგიდგენთ" : :დდდ სიტუაცია დაიძაბააა... მოგეწონათ? ^_^ მაპატიეთ,რომ გალოდინეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.