შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის შეცდომები 3 თავი


12-07-2020, 22:06
ავტორი Meiz
ნანახია 1 426

დანახულმა პირზე მომდგარი სიტყვები შემაყინა და სასოწარკვეთილი სახით შევხედე ჩემ მეგობარს, რომელიც საერთოდ არ გავდა იმ ალექსანდრეს მე, რომ დავტოვე.ალექსანდრეს მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხი გიფსში ქონდა ჩასმული და გირებზე ეკიდა,თავი გადახვეული და სიყვითლეში გადასულლი სილურჯეები სახეზე.საშინელი დასანახი იყო მისი დალურჯებული სახე.აკანკალებული მისკენ წავედი და იქვე სავარძელზე ჩამოვჯექი.“არ უნდა დავრჩენილიყავი,ჯანდაბა“წავიშინე თავში ხელები, მართლა ფრენას ხო არ სწავლობდა აშკარად რაღაც მოხადა სხვა მიზეზი არ იქნება ,არ იქნება,სასოწარკვეთილმა გავხედე სანდროს.“კიდევ კარგი არ მხედავ ასეთს ,თორემ რა ამოვიდოდა შენი ყბიდან“ამ ფიქრმა ღიმილი მომგვარა,მაგრამ რა წამსაც სანდროს გავხედე ისევ მოვიქუფრე და ფიქრებში გადავეშვი.ყოველთვის ასე იყო შარს არსაიდან ნახულობდა ,მახსოვს ერთხელ სოფელში მეზობელ მურთაზს ძროხები გამოყავდა ეზოდან. სანდროს ყოველთვის ეშინოდა მათი ,მაგრამ არ აღიარებდა.ჩვენც მის ეზოს ჭიშკართან „ვაბირჟავებდით“ბიჭებს ველოდებოდით, უცბათ ბაბუა მურთაზის ერთ-ერთი ძროხა პირდაპი ჩვენსკენ, რომ გამოიქცა და ალექსანდრეს დაექანა,შეშინებულმა ვერაფერი მოიფიქრა სწრაფად მოტრიალდა,რომ გაქცეულიყო და პირდაპი ჭიშკარს ატაკა თავი.ვისღა ახსოვდა გაველურებული ძროხა ყველა სანდროს მივვარდით ,შუბლი ქონდა გატეხილი სისხლი სდიოდა.დავიხარე, რომ შემემოწმებინა როგორ იყო უცაბედად თავი ,რომ წამოწია და სწრაფად მიჩურჩულა“-დენი მგონი რქებით დამეტაკა ეს ეშმაკის მოციქულიო“და შიშით გახედა იქვე მდგომ ძროხას, რომელსაც საერთოდა არ ქონდა რქები.იმდენად შეეშინდა შოკისგან ეგონა ძროხა მართლა დაეტაკა.ბოლოს ძლივს მოვასულიერეთ და მას მერე შემოვლითი გზებით დადიოდა და კილომეტრს უვლიდა გზაზე შემხვედრ ყველა ძროხას.იმ დღეს ისეთ მდგომარეობაში იყო მურთაზი პაპა შეპირდა, შენს შეშინებას არ ვაპატიებ და საპატივცემულოდ დაგიკლავო,ყველას მოეწონა ეს იდეა ჩვენს გარდა.სანდრომ იქვე დაბმულ პირუტყვს გახედა საწყლად ,შეეცოდა დასაკლავად -რაც არ უნდა იყოს ცხოველია და ცოცხალი არსსება ამის გამო ვერ დაკლავთ მადლობა,მაგრამ უარი უნდა გითხრათ-უცბად მიაყარა სათქმელი,ხელზე დამქაჩა და ეზოსკენ წამათრია.არავინ ელოდა მისგან მსსგავს საქციელს ყველას ეგონა, რომ გაუხარდებოდა მისი თავიდან მოშორება ,იმ დღეს ბევრი იტირა,მაგრამ მხოლოდ ჩემთან.იმ დღის შემდეგ პირობა დავდეთ რომ არ ვიტირებდით და პირნათლად ვასრულებდით პირობას დღემდე.მისი დანახვისას და იმის გააზრებისას ,რომ შეიძლება დამეკარგა იმდენად იმოქმედა, რომ ცრემლები გაუაზრებლად გადმომცვივდა.ცხოვრებაში ყველასვ ვკარგავდი და არ მინდოდა სანდროც ერთ-ერთი მათგანი ყოფილიყო.არ არის ადვილი იმ ადამიანის დაკარგვა და გააზრება ,რომ აღარ არის ,რომ აღარ სუნთქავს ,ვერ ნახავ, ვერ ჩაეხუტები უბრალოდ ვერ დაელაპარაკები, ეს გაუსაძლისია.სიტყვებით ვერ აღწერ და სწორედ ამას ვგრძნობდი ,როდესაც ალექსანდრეს ამბავი გავიგე მისი დაკარგვის შემეშინდა იმდენად ,რომ მის ადგილას ვისურვე წამით ყოფნა
-რა იყო კი არ ვკვდები-ფიქრებიდან მისმა ხრინწიანმა ხმამ გამომიყვანა.
-სანდრო-აღმომხდა გახარებულს ,უცბად წამოვდექი და გადავეხვიე.ტკივილისგან ამოიკრუსუნა და სიცილით მომიშორა.გაკვირვებულმა ამომხედა არაა მიჩვეული ჩემგან გრძნობების მსგავსად გამოხატვას
-სულ შენობებიდან უნდა ვიფრინო მოკლედ რამე ემოცია ,რომ გამოხატო-გაიცინა და ტკივილისგან მოიკუნტა
-ვიღადავეთ?!ჯობია არ იმოძრაო ხო ხედავ გტკივა-მივანიშნე ხელზე
-შენ როდის მოხვედიი-არ შეიმჩნია ჩემი რეპლიკა
-წეღან,დილით ჩამოვფრინდი და რომ გავიღვიძე მერე გავიგე შენი ამბავი მანამდე არავის მოაფიქრდა ,რომ ეთქვათ ჩემთვის- ჩემ თავზე და ყველაზე გაბრაზებულმა ამოვილაპარაკე
-კაი კაცო,შენ რომ მიდიხარ მამა ზეციერიც კი ვერ დაგიკავშირდება ისე იკარგები-ამოილაპარაკა დაღლილმა
-ვიცი-ამოვილაპარაკე და ახლახან შემოსულ მედდას შევხედე,რომელიც ახალ გადასხმას უდგამდა სანდროს
-ისე ბიჭო ,დარასელი რას შვრება
-რას უნდა შვრებოდეს დავალებას ასრულებს-დაქაჩული თვალებით გავხედე და ექთანზე ვანიშნე,რომელიც უკვე გასვლას აპირებდა
-გამოჯანმრთელებას გისურვებთ-გაუღიმა ახალგაზრდა გოგომ სანდროს თავი დაუკრა და კეკლუცი მიხვრა-მოხვრით გავიდა
-შენ რა დვიჟენიაში ხარ აქ-გაკვირვებულმა გავხედე სანდროს
-ჰაჰ, თავიდან ბოლომედე დამტვრეულიც კი ვიზიდავ ქალებს-ნარცისულად ჩაილაპარაკა და ყელი მოიღერა
-კაი გეყო ღლაბუცი და ის მითხარი რა მოგივიდა?-დავსერიოზულდი და სავარძელში გავსწორდი
-ბიჭო საქმეც ეგაა ,რომ არ მახსოვს რა-ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა-შენ ,რომ წახვედი იმ დღის მერე არაფერი მახსოვს. თითქოს იმ დღეს, რომ დავიძინე ახლა გავიღვიძე.
-მოიც თითქმის ერთი თვეა წასული ვარ და შენ ორი კვირა იყავი საავადმყოფოში ,ანუ ის ორი კვირა საერთოდ არ გახსოვს?-ვკითხე და თვალებში შევხედე
-ეგრე გამოდის -ჩაილაპარაკა სანდრომ და საწოლზე თავი უღონოდ გადააგდო
-ექიმმა რაო მალე გაგახსენდებაო?-ვკითხე ინტერესით და აპარატს გავხედე ,რომელიც სანდროს მაჩვენებლებს აჩვენებდა
-ზუსტად არ ვიცითო შეიძლება დღესვე გაგახსენდესო ან ერთ თვეშიო მაგას ჩვენ ვერ გეტყვითო დროის ამბავიაო რა-თქვა მობეზრებულად-ისე შენ სად იყავი,ამდენი ხანი არასდროს დაკარგულხარ?-მკითხა უცბათ
-მათ მოსაძებნად-ამოვიოხრე და სავარძელზე გადავწექი,ყოველთვის მიჭირდა ამ თემაზე საუბარი
-უჩემოდ?-გაოცებული და ამავე დროს გაბრაზებული თვალებით გამომხედა სანდრომ
-შენ ამაში ვერ გაგრევ, ეს ჩემით უნდა მოვაგვარო.
-აჰა შენით და მე ასე *ლესავით ვიჯდე და ბუზები ვითვალო??-დამიყვირა და ეცადა საწოლზე წამოწეულიყო
-რას აკეთებ არ შეიძლება შენი მოძრაობა -შევაჩერე და გულზე ხელის დაწოლით, ისევ ძველ პოზაში დავაბრუნე
-არ შეიძლება კი არა ახლავე მომიყევი რა გაარკვიე,ან ვაფშე,როგორ წახვედი იქ მარტო ვინმეს,რომ დაებრიდე შენც სად მიდიოდი მერე-გამოსცრა კბილებში-მოიც, მოიც-გამომხედა და სიცილით თავი უკან გადაეგდო-რათქმაუნდა მარტო არ იყავი შე ნაბი*ვარო,შენთან ერთად იყო ხო?-გამომხედა ალმაცერად
-კი-მოკლე პასუხი გავეცი და თვალი ავარიდე
-ანუ მე არ წამიყვანე რაღც ს*რული შიშების და „არ მინდ ამაში გაგრიოს“გამო და ის წაიყვანე ხოო?-კვლავ აღშფოთებული და გაბრაზებული ხმით გააგრძელა საუბარი სანდრომ
-ნუ აზვიადებ ახლა,იქ კონტაქტები მჭირდებოდა და მაგ პონტში წავიყვანე,მარტო ვერ ვიზამდი ვერაფერს,თან ხალხიც ყავს იმ ა*ვართან და სახელიც აქვს -ავუხსენი სიტვაცია
-დავიწყოთ იქიდან, რომ ერთმანეთს დასანახათ ვერ ვიტანთ
-ვერ იტან-შევუსწორე უცბად
-რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია მე არ მევასება ეგ ტიპი და რატომ მაინც და მაინც მაგას მიადექი სხვა ვერავინ ნახე??
-ისე შენთვითონ მაინც თუ გახსოვს, რატომ ვერ იტან ირაკლას-ავუყრუე კითხვას და კითხვითვე ვუპასუხე ,ამ ეტაპზე არ იყო საჭირო მას ყველაფერი სცოდნოდა
-არ გახსოვს შეყვარებული, რომ ამახია???- გაკვირვებული სახით გამომიცხადა ბავშვობაში მომხდარი ამბის შესახებ
-ხო მეცხრე კლასში- სიცილით ვუპასუხე-დან თან კი არ აგახია თვითონ დაგშორდა ის გოგო, იმ პერიოდში მთელი სახე მუწუკებით გქონდა დაფარული ,წვერიც ახლად ამოგდოოდა და საშინელი შესახედი იყავი -მის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე საშინელი პერიოდი გავუხსენე მეგობარს
-ჯერ ეს ერთი გარდატეხის ასაკში ვიყავი და მეორეც, ის რომ არა ნატაშკა არ დამშორდებოდა-ისევ თავისას გაიძახოდა
-ხო სხვათაშორის ის ჩვენზე უფროსი იყო და ეგ პერიოდი გავლილი ქონდა და საკმაოდ პოპულარულიც იყო გოგოებში -ისევ გავაგრძელე"მაზოლზე" წუხელის დაჭერა
-კარგი ,კარგი -დამნებდა მალევე რომ მიხვდა აზრი არ ქონდა ჩემთან კამათს- მაგრამ მაინც არ მომწონს ეგ შენი ირაკლა ზედმეტად" შავია"-ეჭვნარევი ხმით გააგრძელა სანდრომ
-ზუსტად შავი რომაა ,მაგიტომაც მჭირდება მისი დახმარება ,მასზე უკეთ არავინ იცის სისტემა და დახმარებაც შეუძლია-ჩაფიქრებულმა ჩავილაპარაკე და კვლავ დავუბრუნდი ძველ პოზას
-იმედია ძმაო იმედია-მიპასუხა მწოლიარემ და ფანჯრისკენ გაიხედა.
სიჩუმე კარის ხმამ დაარღვია და ოთახში საკმაოდ ნაცნობი ფიგურა შემოვიდა






პ.ს არც ისე ბევრი მკითხველი გვყავს ,მაგრამ იმდნად მომწონს ,ის რამდენიმე კომენტარი და იმდენად დიდ მოტივაციას მაძლევენ,რომ საკმარისიც კია.
მადლობა ყველას ვისაც მოგწონთ და გაინტერესებთ ჩემი ისტორია.
და თხოვნა მექნება ვინც კითხულობთ,რომ კომენტარი დამიწეროთ რა მოგწონთ რა არ მოგწონთ(გრამატიკა ვიცი ნელ-ნელა გამოვასწორებ)რომ ვიცოდე და გავითვალისწინო მადლობა ყველას, ჩემო ტკბილებო და თბილებოო



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

ანუ უკვე მთხრობელის სახით გვიყვები და ეს უკვე არ ვიციი ჯერ სხვანაირად დაიწყე და ახლა შეცვალეე ეს თვალში საცემიია, ანუ დენიელია მთავარიი და მაშინ თავიდანვე ეგრე უნდა დაგეწყოო მე უკვე უხეშად მომხვდა ამ თავშიი დენიელის პირით მოყოლილიი, კიდევ ძალიან პატარა თავებიიაა, პერსონაჟებს ჯერ ვაკვირდებიი და მერე მოგახსენებ ჩემს აზრს მათზეე მაგრა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმედიაა ორივეს ერთიი გოგო არ შეუყვარდებაა ეს უკვე ბანალური იქნებაა, ხო ესეც შენი გადასაწყვეტიაა, წარმატებები და იმედია გამოასწორებ შემდეგ თავშიი.

 


№2  offline წევრი Meiz

სტუმარი დარინა
ანუ უკვე მთხრობელის სახით გვიყვები და ეს უკვე არ ვიციი ჯერ სხვანაირად დაიწყე და ახლა შეცვალეე ეს თვალში საცემიია, ანუ დენიელია მთავარიი და მაშინ თავიდანვე ეგრე უნდა დაგეწყოო მე უკვე უხეშად მომხვდა ამ თავშიი დენიელის პირით მოყოლილიი, კიდევ ძალიან პატარა თავებიიაა, პერსონაჟებს ჯერ ვაკვირდებიი და მერე მოგახსენებ ჩემს აზრს მათზეე მაგრა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმედიაა ორივეს ერთიი გოგო არ შეუყვარდებაა ეს უკვე ბანალური იქნებაა, ხო ესეც შენი გადასაწყვეტიაა, წარმატებები და იმედია გამოასწორებ შემდეგ თავშიი.

ხო ეს გადასვლა საჭირო იყო და ნელ-ნელა მიხვდებით რაც ხდება, მნიშვნელოვანია პერსონაჟების აზრების გადმოცემა მათივე პირით .კი თავები პატარაა ცოტახანში მეტი დრო მექნება და მოცულობასაც გავზრდი.სინამდვილეში ორივე მთავარი ოერსონაჟია და ეს ამბავი ორივეს თანაბრად ეხებაა.რაც შეეხება თინის, ის დიდ როლს ითამაშებს და მოდი მოლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.ზოგადად მეც მებანალურება ეს სიყვარულის სამკუთხედი თუ რაც ქვია ,მაგრამ საჭიროა. მთლად არ დაგასპოილერებ რა მოხდება უბრალოდ, არ მინდა მკითხველს ბანალურად მოეჩვენოს.
მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის ვეცდები გამოვასწორო და შემდეი თავი დიდი გამოვიდეს heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან საინტერესოდ გამოიყურება დასაწყისი,ველოდები ხოლმე ახალ თავს.და ერთიც იქნებ გაზარდო თავების მოცულობა,უფრო საინტერესო იქნება,მჯერა საინტერესო ისტორია იქნება და ველოდები ახალ თავს.წარმატებები????❤

 


№4 სტუმარი კა

ხოარ გეგონა რო დამავიწყდი^^ რაო ვინაა ირაკლაო? შავი ტიპიო? ან რა საქმეზე იყო დენი წასული? ან რას იძიებენ? ოჰ ოჰჰჰ გახურდა ნელნელა სიტუაციაა)) ამდენ კითხვის ნიშანსაც არ ველოდი გეფიცები;) უი კიდე ეს ინტრიგა ბოლოში ძან საყვარლად დატოვე^__^ ნუ ხოიცი რო მიყვარს უკვე ეს ისტორია ხოდა კიდე იცოდე)) წარმატებები აბა შენ იცი<3 <3

 


№5 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესო ისტორიაა,მომწონს ძალიან,კარგად წერ,თხრობა მისი საინტერესოდ,თანდათან კვანძიც იკვრება,მერე გაშლი ისტორიას და დასასრულსაც გავიგებთ,????????????

უიიი,მეგონა სმაილები დავწერე ღიმილის,ეს კითხვისნიშნები ამოხტნენ.

 


№6  offline წევრი Meiz

სტუმარი ანა
ძალიან საინტერესოდ გამოიყურება დასაწყისი,ველოდები ხოლმე ახალ თავს.და ერთიც იქნებ გაზარდო თავების მოცულობა,უფრო საინტერესო იქნება,მჯერა საინტერესო ისტორია იქნება და ველოდები ახალ თავს.წარმატებები????❤

მადლობა საყვარელო,ვცდილობ მალ მალე დავდო, ამიტომ პატარა თავები გამოდის ახლა შევეცდები უფრო გავზარდო.მიხარია თუ ელოდები <3

კა
ხოარ გეგონა რო დამავიწყდი^^ რაო ვინაა ირაკლაო? შავი ტიპიო? ან რა საქმეზე იყო დენი წასული? ან რას იძიებენ? ოჰ ოჰჰჰ გახურდა ნელნელა სიტუაციაა)) ამდენ კითხვის ნიშანსაც არ ველოდი გეფიცები;) უი კიდე ეს ინტრიგა ბოლოში ძან საყვარლად დატოვე^__^ ნუ ხოიცი რო მიყვარს უკვე ეს ისტორია ხოდა კიდე იცოდე)) წარმატებები აბა შენ იცი<3 <3

ძალიან მახარებს მე შენი კომენტარები. ოო ირაკლა ალექსანდრეს ბავშვობის ტრამვაა :დდ
ხო არც მე ველოდი ასე თუ ჩავხლართავდი იმედია თავს მოვაბავ :დდ ჩვენც ძალიან გვიყვარხარ და იმედია იმედებს არ გაგიცრუებთ <3 <3

სტუმარი nancho
საინტერესო ისტორიაა,მომწონს ძალიან,კარგად წერ,თხრობა მისი საინტერესოდ,თანდათან კვანძიც იკვრება,მერე გაშლი ისტორიას და დასასრულსაც გავიგებთ,????????????

უიიი,მეგონა სმაილები დავწერე ღიმილის,ეს კითხვისნიშნები ამოხტნენ.

მიხარია დენიელის მხრიდან რომააა ახლა აღწერა ცუდათ თუ არ მოგხვდა <3 ჯერ სად ხარ კიდევ იმდენი ქეისია გასახსნელიი.თუ ბოლომდე წამოგვყვები დასასრულსაც ვიხილავთ <3 მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent