თუ გაიმარჯვებ! (თავი მესამე)
ჯეისონის pov: დღევანდელი შემთხვევის შემდეგ უბრალოდ სახურავზე ვიყავით ყველა ერთად და სკოლის ეზოს გადაავყურებდით. თან სემს ველოდებოდი ,დამპირდა რომ შეუძლია რაღაც ზედა მომიტანოს რომ ეს რძიანი მაიკა გავიხადო ! ჩემმი საყვარელი მაიკა იყო ამისი დედაც! -ჯეი ჩემო ტკბილო !! რა დაგმართა იმ ალქაჯმა?! მომვარდა არსაიდან ლილი. -რა უნდა დაემართა ? კიარ მცემა, დაწყნარდი. ვუთხარი მე სიცილით და ხელი გავაწევინე. -თან თავისი გაკვეთილი ისწავლა უკვე,ხომ იცი ჩემმი ამბავი ,ორმაგად დავუბრუნე! ესეც დავამატე . -ესე არ შერჩებააა!! არ შევარჩენ ,ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევ ,დამაცადოს! დაიწყო დამუქრებაა ლილიმ. "ლილი დაწყნარდი ..ამ გოგოს საქციელს ამხელა ზეგავლენა რომ მოეხდინა ჩემზე, პირდაპირ სკოლიდან გავარიცხინებდი მამაჩემს,მაგრამ როგორც ხედავ მშვიდად ვარ. თავისას ისწავლის,ისე მიცნობ რომ შევარჩინო? ვთქვი, მაგრამ თან მოვიტყუე,სწორედ რომ დიდი შტაბეჭდილება დატოვა ჩემზე მისმა ამ საქციელმა,ისეთი შთაბეჭდილება მომინდა ეს მისი ,,თამაში,,გამეგრძელებინა და მენახა სადამდე გაუძლებდა! სადამდე შეეცდებოდა ჩემთან შეეწინაღმდეგებას? რამდენჯერ დაამიპირისპირდებოდა კიდე ? სწორედ ეს მქონდა გეგმაში,ასე რომ მოემზადე ძვირფასო! ხვალიდან თამაშს დავიწყებთ, რომელშიც ნამდვილად ვერ გადარჩები! ვფიქრობდი და უაზროდ ვიღიმებოდი. ემილის pov: -ემილი რა გჭირს ? რას გიგავს ტანსაცმელი. შემეგება კარებშივე დედაჩემი. -არაფერია დე ,სკოლაში პატარა თამაში მოვაწყეთ, ბავშვებმა. თამაში 'ჯეისონის დამპლიური თამაშები'ვთქვი მე ყალბი ღიმილით და ჩემი ოთახისკენ წავედი. -უნდა გამოვიცვალო. მივაძახე თან დედას. რომ გავიხადე ტანსაცმელი,ისეთ დღეში იყო არ მეგონა რამე ეშველებოდა, ვფიქრობდი უკვე პირდაპირ ხომარ გადამეყარა. "ჯანდაბა..არანორმალურები..ამის სროლა ვიღას მოუვიდა აზრად?? სულ გაგიჟდნენ,ავამტყოფები! ვთქვი მე და გავაგრძელე ჩემი საროჩკის შესწალა, რომელიც ცისარტყელის ფერებში იყო! უკვე რომ მოვრჩი ამ ყველაფერს, შხაპის მისაღებად შევედი ..თან ვფიქრობდი დღევანდელზე და რაღაცნაირად ჩემი თავით ვამაყობდი..რა ვიცოდი რა მელოდა ხვალ. ჯეისონის pov: -ჰეეეეე ,ბიჭოოო ადექი ახლა! ბალიშს მირტყავდა ჯერემი და ცდილობდა გავეღვიძებინე და როგორ ძნელათაც ვიღვიძებ რა თქმა უნდა არ გამოსდიოდა. -ჰეე ! არ გინდა ემილი დილიდანვე გამწარო ? ადექი ახლა. ამის გაგონებაზე იმ წამსვე თავი წამოვყავი,ამაზე კი ჯერემიმ დამცინა. -ნამდვილი ბოროტება ხარ! მე ამაზე გამეცინა და საწოლიდან ადგომა დავიწყე. ისე მალე მოვწესრიგდი რომ უკვე ზუსტად 9-ის ნახევარზე სკოლაში ვიყავით . -აბაა რა გეგმები გაქვს დღეს? შემეგება კითხვით დერეფანში ჩემმი მაღალ კლასელი მეგობარი ,ჯონი. -რას გულისხმობ? -რა რას ვგულისხმობ ,არ აპირებ იმ გოგოს ჭკუა ასწავლო? გაკვირვებულმა გამომხედა ჯონიმ. -ააა! კი რა თქმა უნდა,აბა ესე დილა ადრიან აქ რა მინდა. გავუღიმე მე მას. -აბა რა გეგმაა? იკითხა ლეომ. -ყველაფერს მოგიყვებით. თქვა ჯონიმ და თავისი გეგმის მოყოლა დაიწყო. ემილის pov: თვალები,თვალები და თვალები და კიდევ რაა ? ჩურჩული..რაც სკოლაში შევედი მხოლოდ ეს შევამჩნიე..კარი რომ შევაღე ყველა ზედ მიყურებდა, ყველა რაღაცას ჩურჩულებდა! ერთ წამს მეგონა მოვიდოდნენ და მცემდნენ ..ამიტომ პირდაპირ კლასისკენ გავიქეცი. კლასის კარი რომ შევაღე თვალები კინაღამ ჩამომცვივდა! ჩემი მერხი არ იდგა თავის ადგილზე..ვაპირებდი ჯეისონთან მისვლას და მისთვის თქმას ,რომ ჩემი მერხი უკან დაებრუნებინა ! უკნიდან ბიჭების ხმა რომ გავიგე. -დააგაგვიანდა. ეს ჯონი იყო . მის დანახვაზე მივხვდი, რომ რაღაცას აპირებდნენ და უკან დაავიხიე. -ოოო ,ცუდი გოგო ხარ! ფისო, ფისო მოდი აქ! კარიდან დამიძახა უკვე ჯერემიმ და ჩემსკენ წამოვიდა. -თავი დამანებეთ! ვთქვი მე და მეორე კარისკენ გავიქეცი ,მაგრამ სულ ტყუილად !კარებში ჯეისონი,ლეო, ჰარი და ნიკოლასი დამხვდნენ,ჯეისონის მეგობრები. -რა იყო შეგაშინეს? მკითხა მაცდური ღიმილით ჯეისონმა და მკლავზე ხელი მომკიდა და უკან ოთახში შეემაგდო. -ვითამაშოოთ? კისერი გაიტკაცუნა და საროჩკის ღილები გახსნა დაიწო. -რას აკეთებ ჯონ ჯეისონ? ვყვიროდი ბოლო ხმაზე და ჩემს უკან მდგარ ჯერემის და ლეოს ხელებს ვურტყავდი. -ადგილზე პატარა გოგო,ხომ არ გვინდა დაშავდე ? მაცდური ღიმილით მითხრა ლეომ და მეორე მკლავზე მომკიდა ხელი ,რომ არ გაავქცეულიყავი. -კარი ჩაკეტეთ. მიაძახა ჯეისონმა უკან მდგარ ორ ბიჭს . -აბა დავიწყოთ? შემდეგ კი ეს თქვა ,რაზეც ჯერემიმ და ლეომ ხელი მკრეს,ისე რომ ჯეისონთან აღმოვჩნდი,ჯეისონმა კი ხელი მტაცა და მთელი ძალით კედელზე მიმაჯახა. -რა დავიწყოთ ??რა გინდა? ვიკითხე მე უკვე შეშინებულმა და ჯეისონს ავხედე ,რომელიც შარვალის ქამარს იხსნიდა? ამ წამს არ ვიცი რა დამემართაა!!!! მეგონა მალე გავითიშებოდი . შიში,ბრაზი,ტკივილი ყველაფერს ერთად ვგრძნობდი ..ჯეისონმა ჩემსკენ წამოსვლა დაიწყო. ამას მართლა აპირებს?!? მართლა?!! არ მინდოდა ეს საშინელება დამეჯერებინა!! მაგრამ ის ახლა ამას აკეთებს,ჩემმი საკუთარი თვალებით ვხედავ . -არ მომიახლოვდეე,არ შემეხო!!" მივხვდი სიჩუმით ვერაფერს ვერ ვუშველიდი და ყვირილი დავიწყე . -მიშველეეთ!!ვინმე დაამეხმარეთ!!!!" ვყვიროდი ,მაგრამ ჯეისონმა ხელი ამაფარა პირზე. -ჩუუ..ჩუუ..ნუ გეშინია,ძაალიან უცბად ვიზავ. და აი ამის გაგებაზე უკვე მეტი თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წამომცვივდა და იქვე კედელთან ჩავიკეცე ,ამაზე კი ჯეისონმა უკან დაიხია და ქამრის შეკვრა სიცილით დაიწყო,ბიჭებმაც ბოლო ხმაზე დაიწყეს სიცილი. -რა იყო გეგონა რამეს გიზავდი?? არც იოცნებო ამაზე. თქვა სიცილით და ქამარი ისევ შეიკრა ...მე კი სულ ვკანკალებდი და ჩაკეცილი და მოკუნტული ადგილზე,შეშინებული ვუყურებდი ჯეისონს. -მიდი ,შემოიტანეთ! გავიგე ჯეისონის უკან მდგარის ხმა ,ანუ სემის ხმა ,რომელიც უკან ვიღაცას უყურებდა! და აი კარიც გაიღო და ჯერემიმ და ნიკოლასმა რაღაც პატარა ვედრები შემოიტანეს..ეს საღებავის ვედროები იყო . -კრეატიული გოგონები ბიჭებს ძაალიან მოსწონთ! თქვა ჯეისონმა სიცილით და ბიჭებს გაუწოდა ხელი,რაზეც ერთ-ერთი ვედრო მიაწოდეს. მე კი მივხვდი მოქმედების დრო იყო და ფეხზე ადგომა დავიწყე ,მაგრამ ვერ მოვასწარი! მთელი ვედრო წითელი საღებავი რომ დამაცალა თავზე!!! თვალებიდან მოვიცილე საღებავი და ძლივს თვალი გაავახილე,შემდეგი კი რაც დავინახე კიდევ ერთი ვედრო იყო ჯეისონის ხელში,რა თქმა უნდა! ამით არ გაჩერდებოდა და ყვითელი საღებავიც მიაყოლა ,შემდეგ მწვანეც და რა ვიცი მგონი ყველა ფერი ზედ დამაცალა!! ვერც კი ვასწრებდი აზრზე მოსვლას ან შეებრძოლებას ,ისე სწრაფათ აკეეთებდა ამას! თვალებიდან ძლივს ვიყურებოდი უკვე ,ბიჭები გასვლას აპირებდნენ ,ძალა რომ მოვიკრიბე და ფეხზე რომ წამოვდექი ,შემდეგ კი ტაშის დაკვრა დავიწყე, ხოო ტაშის!! -ყოჩაღთ !!! გილოცავთ !! აპლოდიდმენტები! თქვენი არაკაცობა და სილაჩრე კიდევ ერთხელ დამტკიცეთ. არაფერი არ შეეგიძლიათ ამის მეტი! მხოლოდ ამცირებთ,სხვა ვერაფერი !! მეცოდებით!! ვთქვი მე და ტაშის დაკვრა გავაგრძელე,ამაზე კი ყველამ სიცილი შეწყვიტა და დაბნეულებმა გამომხედეს,მაგრამ არაფერი არ მითხრეს, უბრალოდ კარი გაიხურეს და დამტოვეს კლასში ,ასე ფერად ფერად ფერებში შეღებილი ,ცისარტყელასავით! მშვენიერი დღის დასაწყისიაა,უბრალოდ მშვენიერი! ჯეისონის pov: -კარგი იყო ,კარგად შევაშინეთ! თქვა თვითკმაყოფილი სიცილით ჯერემიმ. -შევაშინეთ? ბოლოს რა გააკეთა ვერ დაინახეთ? ტაში დაგვიკრა,ჯერ არ ეშინია საკმარისად როგორც ჩანს. ეს არაა საკმარისი! მეტი იდეები მჭირდება,უფრო ცუდი,უფრო საახიფათო. ვთქვი მე და სერიოზული სახით შევხედე ყველას. -აბა რა უნდა ვქნათ სხვა ? ამაზე უარესი? იკითხა ლეომ. -ვიცი რაც! მთელ სკოლს გაგებინეთ რომ ეგ გოგო ამოიღონ მიზანში და დააუშავონ ისეთი რამ ,რომ ძაალიან შეეშინდეს და დაამნებდეს! მინდა ჩემს წინ დაჩოქილი ვნახო ,ისე რომ მევედრებოდეს გავჩერდე.” ვთქვი მე უკვე მაცდური ჩაღიმებით,რადგან ზუსტად ვიცი ,რომ ეს გაჭრის! სულ ჭრის,მაგრამ ეს მეთოდი ჯერ გოგოსთან არ მიცდია...საცოდავი. -უკვე ამოღებული ყავთ მიზანში,მაგრამ შენ რომ თქვი რომ მიხედავდი და არავინ ჩარეულიყო ჩაწყნარდნენ ცოტა,მაგრამ ახლა ამის გააგება ძაალიან გაახარებთ! მიპასუხა სემმა. -აი ვნახოთ ცოტახანში ჩემთან ხვეწნით თუ არ მოვა რომ თავისი საქციელები ვაპატიო. ვთქვი მე და ჩავიცინე . ემილის pov: -მასს!!!მასს!! ვეძახდი ჩუმად ბუჩქების უკან დამალული ჩემს სპორტის მასწავლებელს ..როგორც იქნა გავაგებინე ,მაგრამ როგორც კი შემომხედა შიშისგან შეხტა . -ღმერთო ჩემო !! გული გამიხეთქე!! რა გჭირს ეს რა არის?!! ჩოტკის მაგივრად შენით შეეღებეს კედლები? -ბოდიში მას თუ შეგაშინეთ და სწორია თქვენი ვარაუდი! ვთქვი მე და ბუჩქებიდან გამოვედი. -ვერ ვიჯერებ! ეს რა დღეში ხარ?!?? ეს ვინ ქნა?! ვეღარ დამალა მასწავლებელმა თავისი რეაქცია. -ხო იცით როგორ ვუყვარვარ ამ სკოლაში ყველას,ვთამაშობდით და ცოტა ზედმეტი მოუვიდათ . ვთქვი მე სიცილით,რომლის უკანაც მწარე სიმართლეს ვმალავდი. -ხო ვიცი ,ვიცი ისე უყვარხარ ყველას, შენი წყალობით ყველაფერი ამოიყიდა და აღარაფერი არ დარჩა კაფეტერიაში. ეჭვი მაქვს რომ ახლაც მატყუებ,მაგრამ მოდი ეს ერთხელ არ გკითხავ რა ხდება ! მითხრა სიცილით მან. -თქვენც გაიგეთ იმ ამბავზე? -ვინ არ გაიგო? მთელი სკოლა მაგაზე ლაპარაკობს და აი შენც ,ჩემს მოტყუებას რომ ცდილობ . თქვა მან და ხელი მხარზე დამადო. -ემილი...კარგად ხარ? უკვე სერიოზულად რომ იკითხა ,მივხვდი რომ სჯობდა არ ენერვიულა და სიცილით ვუპასუხე. -რა თქმა უნდა...უბრალოდ ერთობიან,მე არაფერი არ მიჭირს. ეს რომ ვუთხარი ,უკვე ცოტა დამშვიდა,რაზეც უკვე საქმეზე გადავედი. -უბრალოდ მას,რაღაც მინდა გთხოვოთ. მივუბრუნდი ისევ და თვალებზე მივაჩერდი ,ამაზე მან თავი დამიქნია . -შეიძლება შხაპი მიივიღო? -მაგაზე გეტყვი უარს? რა თქმა უნდა შეგიძლია ..თუ ესაა რაც დააგეხმარება და თუ სხვა არაფერში არ გჭირდება დაახმარება ,დიდი სიამოვნებით! და რა თქმა უნდა შეგახსენებ ,რომ შენს კარადაში შენი სპორტულებიც დევს და ეგ ჩაიცვი ,გირჩევ. მითხრა მან ღიმილით. -დიდი მადლობა! ვუპასუხე ღიმილით და საშხაპესკენ გავემართე. ჯეისონის pov: ყველანი კლასში ვისხედით ,გაკვეთილი ახალი დაწყებული იყო,ჩემს გვერდით კი რა თქმა უნდა ადგილი ცარიელი იყო . აბა რომელი ნორმალური დარჩება სკოლაში ასეთი რაღაცის შემდეგ!? ამაზე ვფიქრობდი კარი ემილიმ რომ შემოაღო !!! ამის დანახვაზე კინაღამ სკამიდან გადმოვარდი,სულ გაგიჟდა ეს გოგო? ვფიქრობდი და გაფართოვებული თვალებით,სხვებთან ერთად ვუყურებდი. -ისევ დაგვიანეთ ქალბატონო ემილი და თან რა ფორმაში გამოცხადით? სადა თქვენი უნიფორმა? გავიგონე მასწავლებლის გაბრაზებული ხმა. -ბოდიში მას რაღაც შემემთხვა. უპასუხა ემილიმ მშვიდად... არაფერი? უბრალოდ რაღაც შემემთხვა? უბრალოდოო??? ეს საკმარისი არ იყო ჩემსკენ წამოვიდა და ვითომ არაფერი გვერდით მომიჯდა. არა რაა,ეს ყველაფერი უკვე ძაალიან საინტერესო ხდებოდა! ვინაა ეს გოგო საერთოდ? ემილის pov: კლასში რომ შევედი და ჯეისონის გვერდით ვითომ არაფერი ისე დავჯექი! მისი სახეზე ვერთობოდი,რადგან საოცრად გაკვირვებული იყო. ეს მზერა ვინ იცის რამდენხანს გაგრძელდა..ერთი წამით არ მოუცილებია მზერა,რაზეც უკვე ვეღარ მოვითმინე და ამაყმა ჩემი საქციელით მივუბრუნდი. -რა იყო რანაირად მიყურებ ჯეი? ამ კითხვით რომ მივუბრუნდი ღიმილით , მან მხოლოდ ჩაიცინა. -რა იყო გგონია გაიმარჯვე ? ესეთი ადვილი არაა პატარა. თქვა მან და ნაწნავზე ხელი მომკიდა. -ნუ მეხები და ხელი გამიშვი. ვუთხარი მე და ხელი უხეშად გავაწევინე. -ზედმეტი მოგდის უკვე სულელო გოგო! შემომხედა უკვე გაბრაზებულმა ჯეისონმა. -მე მომდის ზედმეტი? ამაზე ცოტა ხმას ავუწიე მე ,რადგან უკვე ბრაზს ვეღარ ვიკავებდი!!! ამ წლების ნათმენს ახლა ვინაზღაურებ ერთად. -ხოოოო შენნნ!!! ყვირილით მიპასუხა მანაც და სკამიდან წამოდგა . -აბა საკმარისიააა,შეწყვიტეთ ორივემ! მოვიდა ჩვენთან მასწავლებელი და შუაში ჩაგვიდგა. -ორივე დირექტორთანნ!!ახლავე! უკვე ყვირილით გვითხრა და ორივე გარეთ გაგვაგდო. მთელი გზა ორივე ჩუმად ვიყავით და ერთმანეთს ზედაც არვუყურებდით,ჯეისონი საერთოდ წინ გარბოდა ,ამიტომ დირექტორთან რომ შევედი უკვე იქ დამხვდა. -დაბრძანდით. მითხრა დირექტორმა და სკამისკენ მიმითითა ,რომელიც ჯეისონის გვერდით იყო და ის კი გადაჯვარედინებული ხელებით იჯდა და ზედ არცერთს არ გვიყურებდა. -აბა რა ხდება თქვენ ორს შორის? ჯერ გუშინდელი დილის ალიაქოთი ახლა ეს...რას აპირებთ შემდეგში ,ერთმანეთი უნდა დახოცოთ? იკითხა დირექტორმა,რაზეც უკვე თავის დაცვას ვაპირებდი,რომ დამასწრეს. -მე არაფერ შუაში ვარ. თქვა ცივად ჯეისონმა. ამაზე მე პირი დავაღე და ჯეისონს მივუბრუნდი. -არაფერ შუაში არ ხარ? ანუ მე ვყოფილვარ დამნაშავე! დავიწყე მე ყვირილი ,რაზეც მან იგივეთი მიპასუხა. -ზუსტად შენნ ,შენ რა გგონია გაპატიებ ამას?!! მგონი უკვე ვაპირებდით სკამები გადაგვემტვრია ერთმანეთზე,დირექტორის ყვირილი რომ მოგვესმა ისევ. -აბა,აბა დაწყნარდით ორივე!! ამაზე ორივე გავჩუმდით. -როგორც ვხედავ ერთმანეთი დიდად გულზე არ გეხატებათ და იცით ამის გამოსავალი რა არის? იკითხა დირექტორმა,ამაზე კი ორივემ მას შევხედეთ. -რაა? -მეგობრობა ჩემო კარგებო! თქვა ღიმილით ,ამაზე კი მე და ჯეისონმა ერთმანეთს ზიზღით შევხედეთ. -თუ გვინდა რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ და კომფლიქტი ჩავახშოთ,ერთად ცოტა დრო უნდა გაატაროთ და თქვენი მეგობრობაც შედგება! -რას გულისხმობთ ამით? ცინიკური ჩაიღიმებით იკითხა ჯეისონმა,ეგონა ხუმრობდა ალბათ. -შემდეგ კვირას პატარა წარმოდგენას ვდგავთ ,გეცოდინებათ თქვენც ,ცნობილი პიესა,რომეო და ჯულიეტა ! თქვენ კი ამ როლს ჩემი აზრით მშვენივრად მოირგებთ. გვიპასუხა დირექტორმა,ამაზე კი ორივემ შეწინაღმდეგება დავიწყეთ თავისთავად! მტრის საყვარელი ვიყო??!! არც სცენაზე,არც წარმოდგენაზე,არც ფილმში,არც ზღაპარში! ეს არსად არ მოხდება! -რააა?არა ,არა! ვთქვი მე შეძრწუნებულმა და გაფითრებული წამოვდექი სკამიდან. -არავითარ შემთხვევაში! თქვა ჯეისონმა და ასევე ფეხზე წამოდგა . -აჰაა კარგით ,მაშინ გირჩევნიათ მშობლები ჩავრიოთ? იკითხა დირექტორმა,რაზეც ორივემ თავი გავაქნიეთ . -თუ არ გინდათ მაშინ გაკეთეთ რაც შემოგთავაზეთ...შევთანხმდით? იკითხა დირექტორმა ,რაზევ სხვა გზა არ მქონდა და თავი დავუქნიე . მშობლებს ვერ ჩავრებ,ისედაც ცუდი დროა ჩვენს ოჯახში და ზედმეტ პრობლემებს ვერ დავუმატებ! ჯეისონიც ჩემსდა გასაკვირად დათანხმდა. ხოდა ასე გადაწყდა ,რომ მე და ჯეისონი თეატრალურ წარმოგენაში რომეოს და ჯულიეტას როლს შევასრულებდით ,რომლებსაც ერთმანეთი სძულთ. _________ გაგრძელება იქნება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.