შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთზე ჯიუტები (თავი 4)


16-07-2020, 12:35
ავტორი Ανάξιος
ნანახია 953

სახელი მარიამი შევცვალე სოფით


თემოს წერილი ასეთი იყო:
სამე , ჩემო სიცოცხლევ გული მტკივა ჩემგან სულიერად ასე შორს, რომ ხარ, ახლა კი ფიზიკურადაც შორს იქნები, არ მინდა თავი შეგაზიზღო, ამიტომ მივდივარ, თუმცა იცოდე, რომ კიდევ შევხვდებით , მიყვარხარ და ნახვამდის"

სამემ კითხვა დაასრულა, ჩვენ კი რასაც ჰქვია ჩავკვდით იმდენი ვიცინეთ

-დაიზეპირე შე*ემა -გაიცინა ვაკომ
-რა დავიზეპირე , ათჯერ მაინც წავიკითხე ხომ არ მეჩვენება თქო- თვალები აატრიალა სამემ
-სამე ცხოვრებავ - ფეხზე ხელი აატარა ვაკომ , რამაც სამეს გააფთრება გამოიწვია
-ვაიმე ძირში მოგატეხავ ამ ხელს თუ ხუთ წამში არ გაწევ - თვალებს უბრიალებდა ვაკომ კი მაშინვე გამოსწია ხელი
-გამკეთებელი ხარ შენ - ჩაიცინა
-კაი , კაი ვსო გავაგრძელოთ დაიხუჭე სამე - განაგრძო სოფიმ -ამის პატრონმა რა ქნას ? -ხელი კესოსკენ გაიშვირა
-რა ქნას და .... - მე შემომხედა , მე კი კესოსკენ ვანიშნე , რა თქმა უნდა მიხვდა რაც ვიგულისხმე - რა ქნას და მათეს აკოცოს - ეშმაკურად ჩაიცინა,
შემდეგ კი დააყოლა- ლოყაზე არა
-ვტფ- აღმოხდა ვაკოს -მიდი კეს გვაჩვენე კლასი
-კესუნა მიდი სიხარულო - დამპლურად გავუღიმე
-ჯანდაბა სამე ... - წამოდგა მათესთან მივიდა და დაიხარა მის სიმაღლეზე
რამდენიმე წამი იყვნენ ასე , მათეს ეღიმებოდა , კესო კი ალეწილი სახით უყურებდა , არადა კესო სულაც არ არის გაუბედავი
-თუ შენ ვერ ბედავ... - ხელზე დაქაჩა მათემ და აკოცა . კესოს თალებზე შეეტყო , რომ შოკი ჰქონდა. სიჩუმე ჩამოვარდა , ბოლოს როგორღაც მოტვინა ჩემმა გადარეულმა დაქალმა და მოსცილდა
-ვაუ, ყოჩაღ მათე - ხელი ხელზე დავურტყი , რამაც კესოს შემობღვერვა გამოიწვია
-მოღალატე
-კარგი რა კეს , ხომ იცი შენთვის კარგი მინდა - თან მეცინებოდა

ცოტახანს კიდევ ვითამაშეთ, ვაკომ საბას სილა გაარტყა , ვიკამ სოფის ლოყაზე აკოცა , მე ლექსი მოვყევი , სამემ გიტარაზე დაუკრა და იმღერა, მინდა გითხრათ, რომ სასწაულად მღერის.
12 საათი იყო , რომ დავიშალეთ, სახლში მისულს დედა და მამა დაწოლილები დამხვდნენ, მეც პირდაპირ საწოლისკენ გავეშურე. ერთ კვირაში თბილისში ვბრუნდები , სასტიკად არ მინდა , არ ვიცი იმის ბრალია სვანი , რომ ვარ თუ არა , მაგრამ მე ნამდვილად ის ადამიანი ვარ ვინც დიდი სიამოვნებით გაატარებდა დარჩენილ ცხოვრებას მთაში, შეიძლება ფიქრობთ შანსი არაა ვერ გაძლებდიო , მაგრამ დამიჯერეთ, კომუნიკაციების გარეშეც მშვენივრად შემიძლია ყოფნა , სვანეთი კი ზუსტად ის ადგილია , სადაც დარწმუნებული ვარ მთელ ცხოვრებას თუ ვერა , სიცოცხლის დარჩენილ დღეებს მაინც გავატარებ აქ.
ერთმა კვირამ უცებ გაირბინა , დღეს ბოლო დღეა აქ ყოფნის, ხვალ უკან ვბრუნდები.
ბავშვებს მივწერე და საღამოს შეკრება დავგეგმეთ , მინდა დავემშვიდობო. საბოლოოდ თითქმის ყველა ვნახე.
მე , კესო , საბა და სოფი პირველები მოვედით , შემდეგ კი ვაკო, მათე და ვიკაც შემოგვიერთდნენ. სამე არსად ჩანდა.
გული მწყდება , რადგან შესაძლოა ძალია დიდი ხნის მანძილზე მათე, ვიკა და სამე ვეღარ ვნახო , არადა მათესთან ისე დავახლოვდი , ამ ერთი კვირის მანძილზე, რომ სასტავში ყველას ეგონა ერთმანეთი მოგვწონდა. ვიკაც საყვარელი გოგოა , ცოტა კეკლუცი და მოფლირტავე , მაგრამ რაღაცნაირად თბილია. სამე , სამე სხვა ფენომენია , ვერ გავიგე მაგ ადამიანის ხასიათი, ხან სულ ღადაობს და თამაშობს ჩვენთან ერთად ხან კი დაბღვერილი დადის , სრუიად უმიზეზოდ.
ამჯერად არაფერი გვითამაშია , უბრალოდ ვსეირნობდით და ზოგად საკითხებს განვიხილავდით ,რვა საათი იყო სახლში წასვლა, რომ გადავწყვიტე.
-ბავშვებო უნდა დაგემშვიდობოთ. კარგი დრო გავატარე თქვენთან ერთად , ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა
ყველა გადავკოცნე
-არ დაგვივიწყო რა - შემომეწუწუნა ვიკა
-გეკადრება გელოვანო! ეს თქვენ არ დამივიწყოთ , თორემ მე სულ მემახსოვრებით - თბილად გავუღიმე ყველას - ნახვამდის.
შევბრუნდი და სახლისკენ წავედი
-გაგაცილებ - წამოდგა მათე
-არა მარტო მინდა წასვლა
-დარწმუნებული ხარ ?- ჩაერთო ვაკოც
-სრულებით , მადლობა - თავი დავუქნიე და გავაგრძელე გზა. სახლში ცხრა საათისთვის მივედი.
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნის
"ათასი მოელვარე მზი"-ის კითხვა განვაგრძე.
ვკითხულობ ამ წიგნს და მიხარია , რომ მე არ მომიწია , მარიამის ან ლაილას ადგილზე ყოფნა , მე არ ვარ იმდენად ძლიერი, რომ ავიტანო მსგავსი ტკვილი, მე არ ვარ იმდენად ძლიერი , რომ ავიტანო მსგავსი დამცირება. მგონია , რომ ასეთი ქალების შვილები , ორმაგად ძლიერები, ჭკვიანები და კარგი პიროვნებები იქნებიან.
თვაელები , რომ ამტკივდა წიგნი ავხურე და დაცინება ვცადე , თუმცა ვერაფრით მოვახერხე.
11 საათი იყო სასეირნოდ წასვლა, რომ გადავწყვიტე, ვგიჟდები ღამე სეირნონაზე.
თითქმის ერთი საათი ვისეირნე , სახლში ვბრუნდებოდი , ვიღაცის ჩრდილი რომ შევნიშნე , თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია და გზა განვაგრძე. მალე სახლში ვიქნებოდი , მაგრამ ნაბიჯების ხმა ზედმეტად ახლოდან მომესმა , უკვე ავნერვიულდი
-ამმ... უკაცრავად ? -ჩემმა ხმამ კითხვასავით გაიჟღერა
ჩემთან ახლოს მოვიდა და აბა თუ წარმოიდგენთ , ვინ მსდია ამდენ ხანს!
-სამე შე იდიოტო გული გამისკდა
-ამ დროს გარეთ რას აკეთებ ?
-უკაცრავად ? - არ ველოდი ასეთ ტონს
-მგონი რაღაც გკითხე ? - ხმა გაამკაცრა
-რა შენი საქმეა ?! - მომეშალა ნერვები და გზის გაგრძელება ვცადე
-გოგო! - ხელი დამიჭირა და მომაბრუნა
-ოო მიდი შენ საქმეს მიხედე რა ! - არ ვყვიროდით , თუმცა ორივეს ისეთი ტონი გვქონდა , ყვირილს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
ისევ წასვლა ვცადე
-მოიცა არ დამემშვიდობები? - მითხრა ჩაღიმებით
ღმერთო , იცი რა მაინტერესებს? როგორ შეუძლია იყოს ლუციფერი და თან ანგელოზი , რამდენიმე წამის წინ თვალებით მჭამდე , მეგონა მიმახრჩობდა , ახლა კი ისეთი სახე და ხმა აქვს , თითქოს ჩვეულებრივი დიალოგი გვქონდა ცოტახნის წინ.
-რა თქმა უნდა - ახლოს მივედი , ტუჩები ყურთან მივუტანე ჯერ ჩავჩურჩულე - მშვიდობით - შემდეგ კი იქვე მივაწებე ტუჩები და მოვცილდი
-ჰმ... მე ასე მირჩევნია , სხვა დროს გაითვალისწნე - ხელი ჩამავლო და ჩამეხუტა ... ჯანდაბა, რა კარგი სუნი აქვს...
მოიცა , მოიცა ალკოჰოლის სუნიც ურევია
-...
-...
-გამიშვი
-მოიცა ცოტახანს
-სამე ძვირფასო ძალიან ბანალური ხარ, თან მთვრალი მითუმეტეს - როგორც კი მომცილდა , დაცინვასავით გაიჟღერა ჩემმა ხმამ სიჩუმეში.
-მთვრალი ? - გადაიხარხარა - შენ რა ფიქრობ, რომ მთვრალი არ
-არ ხარ ?
-კარგი რა - ისევ გადაიხარხარ
რა ლამაზიი სიცილი აქვს ამ ნაგავს - რაო რას ამბობდი რა ხარო?
-ბ ა ნ ა ლ უ რ ი -
-მაინც რა მიგაჩნია ბანალურად -თვალები მოჭუტა
-დამშვიდობება , რომანტიული დამშვიდობება
-არა რა , ყველაფერს ყოველთვის , როგორ აფუჭებ - ჩაცინებით ჩაიკაპარაკა , აი ისე თითქოს მე არც უნდა გამეოგ .
-წავედი
-მოიცა გაგაცილებ
-ნუ ნერვიულობ არ შემჭამენ - თან ვლაპარაკობდით, თან სახლისკენ მივუყვებოდით გზას.
-შეჭმის რა გითხრა, მაგრამ რომ მოგიტაცონ, მერე მე რა ვქნა ლილი?
მეზიზღება, როდესაც ლილის მეძახიან ,ბოლოს ლილი ვინც დამიძახა , ეს ჩემი ძმა იყო, გაბრაზებული მოულოდნელად მისკენ მივბრუნდი , არ ელოდა , კინაღამ წაიქცა
-ვუუ ფრთხილად - ხელები მაღლა ასწია
-მასე აღარ მომმართო -ისევ წინ მივბრუნდი
-როგორ ? რაც გქვია ის დაგიძახე - ახლა უკან გამოყოლის ნაცვლად გვერდით დამიდგა
-ლილე მქვია და არა ლილი - უკვე ჩემს სახლთან ვიყავით
-ნახვამდის დადეშქელიანო , კიდევ შევხვდებით
-მშვიდობით, მეეჭვება კიდევ გნახო ყიფიანო - ტუჩებთან ახლოს ვაკოცე. და მაშინვე სახლში შევედი
-სულელი - ჩამეცინა
ამჯერად დავწექი თუ არა მალევე ჩამეძინა , იქ კი კვლავ კოშმარებია ...



მოკლედ , ეს ბოლო უინტერესო თავი იყო, შემდეგ თავში სხვა რაღაცეები ამოტივტივდება , რაც აქამდე , არც მიხსენებია
შეცდომებისთვის ბოდიში



№1  offline წევრი isterichka123

ძალიან კარგია გაგრძელე

 


№2  offline წევრი Ανάξιος

isterichka123
ძალიან კარგია გაგრძელე


მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent