შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გაიმარჯვებ ! (თავი მეოთხე)


16-07-2020, 14:16
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 311

ჯეისონის pov:
სახლში ვიყავი და საერთოდ ხმას არ ვიღებდი .
დღეს მართლა უცნაური დღე იყო,ბოლო შემთხვევამ ხომ საერთოდ დაგვირგვინა ყველაფერი!
-რა იყო რა ჩუმად ხარ რომეო?
მკითხა სიცილით ლეომ.
-აუუ ,ნუ შეჭამე ტვინი ,წყალი მომაწოდე პირი გამიშრა.
ეს რომ ვთქვი გაღიზიანებულმა,მეტად გაამძაფრა სიტუაცია.
-ხომარ გინდა საწამლავი ჩაგიყარო?
სრულიად სერიოზულად რომ მკითხა  ლეომ და ჭიქა შუა გზაში გაჩერა,მზად ვიყავი მეცემა!
-გეყოს ეს უაზრო ხუმრობები!
ვთქვი მე და წყლის ჭიქა ხელიდან გამოვგლიჯე.
-რა იყო ერთი,ესე ძაან თუ არ გინდა ,მამაშენს უთხარი და იმ დირექტორს ეტყვის ეს არ გაგაკეთებინოს.
თქვა ჯერემიმ და გვერდით მომიჯდა.
-გაგიჟდი? ხო იცი მამაჩემი აქეთ მე დამადანაშაულებს.
ვთქვი და სკამიდან წამოვდექი.
აუნდა გავიარო ,დავიღალე.
-მოიცა!!მოიცა!
ყვირილით გამომეკიდა ჯერემი,რაზეც ადგილზე გავჩერდი.
არა გინდა? ზანტად გავხედე მე.
-ეს არ დაგრჩეს.
თქვა და ხელში ვარდები მომცა.
-აუუუუ ,არ გაჩერდებით?!
ვიყვირე მე და ორივეს სათითაოდ გადავამტვრიე ვარდები თავზე.
შესანიშნავია ,იმ დებილი გოგოს გამო ახლა ესეც უნდა ვითმინო !
რას ფიქრობდა მე რომ მიპირისპირდებოდა ??
ჯერ დამაცადოს მაგან ,მთელი სასწავლო წელი წინ არ გვაქვს?

ემილის pov:
არ მეგონა როდესმე ასე თუ გავბრაზდებოდი ჩვენ საყვარელ ფუნჩულა დირექტორზე,მანამ არ გავიგე ,რომ თურმე მე და ჯეისონი უნდა დავმეგობრდეთ და ეგ არ კმარა ,ამისათვის რომეო და ჯულიეტას როლი უნდა შევასრულოთ!
-ნაგავიიი!!!!არაკაციი!!!უტვინო!!
ვყვიროდი ბოლო ხმაზე ჯეისონზე გაბრაზებული და ჩემს ოთახში ნივთებს აქეთ-იქით ვისვროდი.
-შვილო კარგადა ყველაფერი?
კარი შემოაღო უცბად გაფართოვებული თვალებით დედაჩემა.
-კი დედა უბრალოდ თინეიჯერული კრიზისი მაქვს.
ვთქვი მე და ისევ ჩემს საქმეს მივუბრუნდი,რაზეც უკვე სხვა ხმა მომესმა.
-კრიზის მე დაგაძლევინებ ,გინდა?
უცბად კარებში მდგარი ნიცას ხმა,რომ გავიგე თვალები ამიბრწყინდა .
-ნიცააა!!მომენატრე!
ვთქვი მე და მისკენ გავიქეცი.
-რახამ ეს 2 დღე არ ვიყავი სკოლაში ესეთი ამბები უნდა დაგეტრიალებინა ?
თქვა მან და საწოლზე ჩამოჯდა.
-დაგტოვებთ მე.
თქვა დედამაც და ოთახი დატოვა.
-მე ვთქვი რომ მეტს ვეღარ მოვითმენდი.
ამაყად და მტკიცედ განვაცხადე.
-4 წელია რაც ესე ხარ და ცოტაც გაგეძლო..ახლა ყველა შენ გემტერება,ყველგან ის ვიდეო დევს წყალს რომ გასხავენ ის უტვინოები.
-არაუშავრს, კარგად ვარ.
ვთქვი მე და თავი ჩავხარე.
-არააა,არ ხარ კარგად!
მიპასუხა მან და თავი ამაწევინა.
-დარწმუნებული ვარ ასე არ გაჩერდებიან .
-ნუ გაჩერდებიან ,არაუშავრს.
ვთქვი მე კიდევ ერთხელ უფრო მტკიცედ.
-შენ შვილო მაზოხისტი ხომარ ხარ?
მკითხა ცოტა სიცილით ნიცამ.
-კიი ვარ . ვუპასუხე სიცილითვე .
-რაო დირექტორმა რა გითხრათ?
უეცრად თემა შეცვალა,რაზეც გახსენებაზე თავიდან გავბრაზდი ისევ.
-მოიცა და შენც გაიგეე?
-კიი მითხრეს, დირექტორთან გაგდეს ორივეო.
-ეჰჰჰ მე და ის მხეცი რომეო და ჯულიეტა ვიქნებით!
ამის გაგონებაზე ნიცა სიცილით ჩაოსდა.
-კარგი გეყოს ,ნუ დამცინი!
ვთქვი მე და ხელი მხარზე დავარტყი.
-მთელი გულით ველოდები იმ წარმოდგენას სადაც შენ და ის ბოროტება რომეო და ჯულიეტა იქნებით!
...........
*მეორე დღეს*
დილით მშვიდად მეძინა, არც დედაჩემი მოსულა გაიღვიძე სკოლაო ,არც ჩემი ძმა ...მშვენივრად ვიყავი სანამ ტელეფონის ზარმა მაინც არ გამაღვიძაა.
მე ჯერ ძლივს ავწიე თავი და ტელეფონს თვალ დახუჭული ვეძებდი !
____________
ნიცა:ემილიი!!ცუდი ამბებიაა სასწრაფოთ ადექი და წამოდი სკოლაში!
ემილი:მოიცა ,რომელი საათია?
ნიცა:ჯერ 8 საათია ,მაგრამ სკოლაში ვარ ახლა დაა-
ემილი:8 საათზე გაამაღვიძეე?
ნიცა:დამამთავრებინე აბა...მოვედი სკოლაში და შენს კლასში რომ შემოვედი მთელი მერხები მიყრილი იყო და დაფაზე შენზე ეწერა ათასი საშინელება, არამარტო დაფაზე შენი მერხიც აჭრელებულიაა..მოდი მალე სანამ გაკვეთილი დაიწყო.
ემილი:რაა? ვაიმეეე დავახრჩობ ვინც ეგ გააკეთა..ახლავე წამოვალ!
_________
როგორც კი ტელეფონზე საუბარს მოვრჩი ,ფეხზე წამოვხტი და სასწრაფოდ ჩავიცვი !
ისე გავვარდი სახლიდან არც მიჭამია და არც ჩემი ძმა გამხსენებია,რომ მივედი და კლასის კარი რომ შევაღე იქ ნიცა აღარ იყო .
-ნიცაა!!ნიცაა!!
ვეძახდი ,მაგრამ არ მაგონებდა.
-სად წავიდა ეს გოგო?
ჩავილაპარაკე და კალიდორს გავუყევი ,გვერდით ერთ კარადას ჩავუარე, რომლიდანაც უცნაური ხმები გამოდიოდა ,ისეთი უცნაური რომ გადავწყვიტე გამეღო და შემემოწმებინა.
ასეც გავაკეთე და რა დამხვდა იქ ??
საცოდავი ნიცა,სულ გაწეწილი იყო თითქოს ვინმემ თმით ითრიაო ,ხელები თოკებით ჰქონდა შეკრული და ასევე ფეხებიც ..პირზე კი სკოჩი ჰქონდა აკრული!
-ნიცაა!!რა გჭირს?
ეს ვინ გიქნა?
მივვარდი ნიცას მე და მისი გათავისუფლება დავიწყე .
-გოგოები მოვიდნენ და რომ გაიგეს დაგირეკე, ეს გაკეთეს!
თქვა ნიცამ და ცოტაღა ეკლდა იტირებდა..მე ამაზე მას ჩავეხუტე.
-ნიცა მაპატიე ჩემი ბრალია..ამაში აღარ უნდა ჩაგრიო ,გთხოვ ჩემსგან თავი შორს დაიჭირე.
ვთქვი მე და ნელ-ნელა უკან დახევა დავიწყე, თან ცრემლები მომდიოდა თვალიდან ..ნიცამ ამაზე გაოცებულმა შემომხედა.
-რას გულისხმობ?
-იმას რომ მორჩაა !!
თავი შორს დაიჭირე ჩემგან..ჩემს გამო აღარ უნდა დაშავდე!
ვთქვი მე და კლასისკენ გავიქეცი ,გზაში კი ვინ შემხვდაა..ჯეისონი და მისი 3 მეგობარიც.
-არ დაიღალეეე??
დამანებე თავიიი!!
ვუყვირე მე მას და მკერდზე ხელები დავარტყი, მან ამაზე ხელები დამიჭირა.
-რა გინდააა??
შენ არ ჩერდები და ითხოვ დაგამცირო და დაგჩაგრო ,სწორედ შენ!
მითხრა მან და თან ხელი არ გამიშვა.
-ხელი გამიშვიი!!არაკაცო.
ვთქვი მე და ხელები გავაშვებინე ,შემდეგ კი ტირილით კლასში დავბრუნდი ,რომ იქაურობა მომეწესრიგებინა.

ჯეისონის pov:
აეს გოგო სულ გადაირია??
იკითხა ჯერემიმ და გაკვირვვებულმა გამომხედა.
-არ ვიციი..არ ვიციი..
ვთქვი მე და გაბრაზებულმა გავაგრძელე გზა.
-მაგრამ თუ ესე გაგრძელებს მიღებს რასაც ეძებს!
გავაგრძელე სათქმელი და სპორტის მოედნისკენ გავემართე.
-აბა მოდით რამე ვითამაშოთ,არ ვარ სწავლის ხასიათზე!
თქვა სემმა და ბურთი გადმომიგდო.
-კალათბურთზე რას იტყვით?
მიაყოლა თან.
-მოდი ვითამაშოთ.
ვთქვი მე და თამაშიც დავიწყეთ.


ემილის pov:
გაკვეთილი რომ დაიწყო ,ჯეისონი კლასში არ შემობრძანდა საბედიეროდ,ამიტომ ასე თუ ისე მშვიდად ვიჯექი ..ჩემს უკან გოგონების სიცილს და ჩურჩულს თუ არ ჩავთვლით .
მასწავლებელს ვუსმენდი გარეთ ყვირილის ხმა რომ გავიგე,
მოედანზე ჯეისონი და რამდენიმე ბიჭი რაღაცას თამაშობდნენ!
წარმოიდგინეთ აქ გაკვეთილია და ისინი ვითომ არც არაფერი გარეთ თამაშობენ ,თან როგორ ყვირიან!
საერთოდ ამ მასწავლებლებს ყურები აქვთ თუ თავს იყრუებს?
-ჰეეე??!! გავიგე უკანა მერხიდან ერთი კლასელი გოგოს ხმა,მეც მივტრიალდი ,რადგან ვიცოდი არ გაჩერდებოდა.
-რა გინდა?
-რააა დაა დღეს გაკვეთილების შემდეგ ქვემოთ გელოდებით.
მიპასუხა გოგომ ღიმილით .
-და რატო მელოდებით ვითომ?
ვეღარ მოვთოკე ბრაზი და ცოტა ხმამაღლა მომივიდა თქმა.
-ჰეეე შენ?! სად გგონია თავი?
ადექი ფეხზე!
გავიგე მასწავლებლის ხმა ,რაზეც  ფეხზე გაბრაზებული წამოვდექი და პირდაპირ მივახალეე.
-გარეთ რომ ყვირილი ისმის ის არ გესმით ვითომ და ჩემი ხმა გესმით მარტო ??
ვუთხარი საკმაოდ უხეშად მე.
-როგორ ბედავ?
მითხრა მასწავლებელმა და ხელი მომკიდა.
-ახლავე დატოვე კლასი!
თქვა და უხეშად კარიდან გამაგდო .
მე არც არაფერი შევიმჩნიე, დავკარი ფეხი და ქვემოთ ჩავედი .
ვაპირებდი ცოტახანს გამევლო,მაგრამ
მოედანის გავლაც მომიწია ,რის შედეგადაც ვცდილობდი რაც შეიძლება სწრაფად გამევლო ,რომ არ შევემჩნიე არცერთს ,მაგრამ როგორც ჩანს დამინახეს ,რადგან ბურთი მომხვდა უეცრად სახეში და ცხვირიდან სისხლი წამსკდა ,ხელებს რომ დავხედე სულ წითელი იყო !
-უიი ,მაპატიე გეტკინა?
მკითხა ჯეისონმა სიცილით და ბურთს ხელი დაავლო ,მე არაფერი ვთქვი და უბრალოდ დაბღვერილმა ავხედე.
-წამოდი ,წამოდი!
გავიგე უეცრად ჩემი სპორტის მასწავლებლის ხმაც.
მასწავლებელი დამეხმარა სისხლი მომეწმინდა და მოვწესრიგებულიყავი .
ზარი რომ დაირეკა პირდაპირ კლასისკენ წავედი რომ გაკვეთილებს ახლა მაინც დავსწრებულიყავი.

ჯეისონის pov:
გაკვეთილები მთავრდებოდა უკვე, მაგრამ არ მაინტერესებდა ,ისევ გარეთ ვიყავი და ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი .
მერჩივნა გამეცდინა გაკვეთილები ,ვიდრე იმ გოგოს გვერდით ვყოფილიყავი.

უეცრად უკნიდან საოცარი ყვირილის ხმა გავიგე,გამიკვირდა რა ხდებოდა და უკან მივიხედე და დავინახე ?
სულ მთლიანად დასისხლიანებული ემილი
რამდენიმე გოგო მოათრევდა აქეთ..გოგონებმა ჩემს წინ დაგდეს დასისხლიანებული ემილი და მერე ყვირილი დაუწყეს.
-დროზეეე ბოდიშიი მოუხადე!
ემილიმ ნელა თავი ასწია და ძლივს ამოღერღა.
-არაა.
ამაზე გოგოები უფრო გამწარდნენ. -გინდა კიდე დაგიმატოთ?
იკითხა ერთმა და ხელი წაკრა ,ისე რომ ფაქტობრივად ემილი ძირს გაწვა.
მე მას ზემოდან დავყურებდი უბრალოდ წარბ შეუხრელად

-დროზეეე!!ბოდიშიი!
იყვირა კიდევ ერთხელ ერთმა და დარტყმას აპირებდა,მაგრამ რატომღაც გავაჩერე .
-კარგი დაანებეთ თავი.
ვთქვი მე და გოგო გავაჩერე.
-კი,მაგრამ ისს-
-მე მოვაგვარებ ყველაფერს.
ცოტა ხმამაღლა ვთქვი მე ...ამაზე გოგონები წავიდნენ ,მე კი ისევ ემილის მივუბრუნდი.
-ძაალიან ართულებ ყველაფერს იცი?
ვთქვი და ნიკაპზე ხელი მოვკიდე ,ამაზე მან არაფერი მითხრა ,უბრალოდ თავი გასწია და შემდეგ წამოდგომა დაიწყო.
მეც აღარ დავდექი იქ და ისევ თამაშს მივუბრუნდი.

ემილის pov:
ყველაფერი საშინლად მტკიოდა ,
წელი ,ფეხები თავიც კი ..ყველგან სილურჯები მქონდა ,მაგრამ არაა!
მაინც არ ვნანობ ,რომ იმ არაკაცს დავუპირისპირდი ..საერთოდ არ ვნანობ.
მოგონება 1 საათის უკან:
ვიჯექი და რაღაცას ვწერდი ,მინდოდა ცოტახანს მაინც ვყოფილიყავი კლასში მარტო ზედმეტი კონფლიქტების გარეშე,მაგრამ ვინ დაგაცდის!
წერის დროს ისე ,რომ ვერც გავიგე ვიღაცამ რვეულს ხელი მოუქნია და იატაკზე დამიგდო ,მე ამაზე ავხედე ვინ იყო,ეს კი ის გოგონა იყო ,დღეს რომ მითხრა შემხვდიო.
-რატომ არ მოხვედი ,რომ გითხარი ჰაა?
იკითხა გაღიზიანებულმა .
-თავი დამანებე .
ვთქვი მე და ფეხზე წამოდგომა ვცადე ,მაგრამ გოგომ ისევ ხელით დამსვა სკამზე.
-აბა აირჩიე ან ბოდიშს მოუხდი ჯეისონს ან კარგად მიბეგვები!
ამაზე ჩამეცინა.
-მაშინ დაიწყეთ ,რადგან მე არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას.
ვთქვი მე და პირდაპირ თვალი თვალში გავუყარე,ამაზე კი გოგომ პირდაპირ თმებში მომკიდა ხელი ,ისე რომ აზრზე ვერც მოვედი !
ფეხზე ამაყენა და მერე მთელი ძალით მერხებზე მიმაგდო ..ამაზე მე ვაპირებდი იგივეთი მეპასუხებინა, უკნიდან სამმა რომ დამიჭირა ..გოგო კი მომიახლოვდა და დარტყმა დამიწყო ყველგან, ხელებითაც და ფეხებითაც..ისე მირტყავდა უკვე თვალთ მიბნელდბოდა, მაგრამ მაინც ძალას ვიკრებდი გული არ წამსვლოდა .
ამის შემდეგ ამან არ დააკმაყოფილა და ასეთ მდგომარეობაში გამიყვანა გარეთ,იქ სადაც ჯეისონი იყო.
მეც ისეთი სუსტად ვიყავი,რომ ვერ ვეწინაღმდეგებოდი.
ეგ კი არა,ფეხზეც ვერ დავდიოდი და უბრალოდ მიმათრევდნენ.
ჯეისონის წინ როგორც ცხოველი ისე მიმაგდეს და მაძალებდნენ ,რომ ბოდიში მეთქვა...რა თქმა უნდა არ ვთქვი !
თუნდაც მომკლან ,არ მოვიხდი იმისთვის ბოდიშს,რაც ჩემი ბრალი არაა!
ჯეისონმა გააჩერა ისინი,რამაც ვაღიარებ გამაკვირვა,მანამ ეს ამაზრზენი სიტყვები არ მითხრა.
-ძაალიან ართულებ ყველაფერს იცი?
ამის შემდეგ მივხვდი რომ მასაც იგივე უნდა,რაც მათ...მობოდიშება,იმისათვის რაც ჩემი ბრალი არაა!
ეს კი არ მოხდება.
მოგონების დასასრული:
ხო და ასე ნაცემი და დასისხლინებული ვიდექი და ვცდილობდი რამენაირად სკოლიდან გავსულიყავი ,მაგრამ ძნელი იყო ,როდესაც გარშემო ყველაფერი ბრუნავდა.
მეტის გაძლება შეუძლებელი იყო !
ფეხებში ძალა დამეკარგა ,თავი ვეღარ შევიკავე და ძირს დავეცი .
შემდეგ კი აღარაფერი მახსოვს ,გავითიშე.

-----------
გაგრძელება იქნება...
წინ ძაალიან ბევრი საინტერესო რაღაც ელის ჩვენს ემილის ????
პ.ს
ვინც ვარაუდობთ, რომ ვინმესგან ვიწერ.^^
შეგახსენებთ რომ ასეთი შინარსის ფილმები და სერიალებიც ძაალიან ბევრი არსებობს და ნუ დამადანაშაულებთ იმაში ,რაც დაზუსტებით არ იცით.(თან ჯერ ახლა დავიწყე და მოვლენები არაა განვითარებული იმ დონეზე,რომ უკვე გადაწერაზე გამოიტანოთ დასკვნები)
ნუ თუ არა და გირჩევთ საერთოდ აღარ წაიკითხოთ,რა პრობლემაა?
ანუ განა ასეთი რთულია ეს ^^
მე არავის არ ვაძალებ რომ გინდა თუ არა წაიკითხეთქო ^^
ანუ გადაწერაში მადანაშაულებდეს ადამიანი და მაინც კითხულობდეს,ვერ ვხვდები :დ
გთხოვთ ნუ გაავრცელებთ ნეგატივს !
ეცით პატივი ერთმანეთს...გმადლობთ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent