სულს მოგცემ {II სრულად }
.......... "სულს მოგცემ" ისტორიაა რომელიც არ გავს არაფერს სხვას . ამბავი,რომელიც იმსახურებდა მეორე ნაწილს მიუხედავად იმისა,რომ იდეალური დასასრული ჰქონდა მაინც ყველაფერი რაც გაგრძელებაშია საჭირო იყო . ზუსტად იმ მოცულობით, იმ სიტყვებით და ისევ უცნაური ურთიერთობებით. წარსულით რომელიც მომავალში დაბრუნდა და ვინ იცის იქნებ კიდევ ვიხილოთ მის რომელიმე გმირზე კიდევ ერთი ისტორია. თითოეული გმირს აქვს საკუთარი ადგილი ჩემთვის საყვარელ პერსონაჟებს შორის და არ ვთვლი ,რომ ეს ისტორია მხოლოდ ერთ წყვილზეა ის ყველაზეა გამოგონილი სამყაროს რამდენიმე გამოგონილ ადამიანზე... დარწმუნებული ვარ უჩვეულოდ ცოტა მოგეჩვენებათ ბევრი რამ , დაგაკლდებათ რაღაც ურთიერთობები ან მომენტები, მაგრამ ვთვლი რომ სხვაგვარად ვერასდროს დავწერდი. დასასრულს თითქმის ორი თვეა ვწერ , კიდევ რამდენ ხანსაც არ უნდა დამეცადა ვიცი ბოლომდე კმაყოფილი ვერ ვიქნებოდი იმიტომ რომ დასასრულია კიდევ ერთი , ალბათ უკანასკნელი მარიამისა და ალექსანდრეს შეთხზული ამბის ........... კლდის ნაპირზე სრულიად მარტო იდგა. ზემოდან უყურებდა ზღვის ტალღებს რომლებიც მთელი ძალით ეხეთქებოდნენ ლოდებს. მაღლა იყო, ცასთან ახლოს და მაინც უფსკრულში გადაშვებას აპირებდა. სიმსუბუქესა და სიმძიმეს ერთდროულად გრძნობდა, მოახლოებულ სიკვდილს ხედავდა. ალექსანდრეს მონატრება იყო გამეფებული მთელს მის სხეულში და ერთადერთი არჩევანი ჰქონდა, ტალღებს უნდა შეერთებოდა. ნაბიჯი გადადგა , სიმსუბუქე იგრძნო, ტალღებს მტკივნეულად შეუერთდდა და მორევში ჩაძირულმა დაინახა ალექსანდრეს სახე რომელიც იქ , მაღლა იდგა . შორს იყო , იმდენად შორს რომ მასთან მიახლოებას ვეღარასდროს შეძლებდა ... შეშინებულმა გაახილა თვალები . გაყინულ სხეულს საბანი უფარავდა, საწოლში მარტო იყო ალექსანდრე არსად ჩანდა . ბოლო დღეების განმავლობაში უკვე მესამედ ნახა მსგავსი სიზმარი, თითქოს წარსულში ბრუნდებოდნენ მისი ფიქრები და სიზმრებიც მათ მიჰყვებოდნენ... დაცვარულ სახეზე თითები ჩამოისვა და შემდეგ საწოლიდან წამოდგა. ცივ იატაკზე ფეხშიშველი მიაბიჯებდა, გარეთ ქარიშხალი იყო , სახლშიც კი ისმოდა ქარის ხმა. დერეფნის ბოლოს მის კაბინეტთან გაჩერდა, კარი ღია იყო , წამსვე დაინახა სავარძელში მჯდომი და უჩვეულო სიმსუბუქე იგრძნო. მისკენ დაიძრა, დოკუმენტების კითხვით გართულს ყელზე მოხვია ხელები -მარიამ, რატომ არ გძინავს?- მაჯაზე აკოცა და მერე ქვემოდან ახედა -იცი რომელი საათია? - ძილისგან დასიებული ტუჩები მიაწება ყბაზე და მერე ყელზე გადავიდა-როდის შეიყვარებ ძილს -საქმემ შემიტყუა - თავისკენ მარტივად მიიზიდა და მაგიდაზე დასვა . ქვემოდან უყურებდა, ტუჩები მოღეღილ მკერდზე მიაწება , თითები პენუარის ქვეშ შეუცურა და დაბინდული მზერა გაუსწორა მის თაფლისფერებს - გაყინული ხარ- ცხვირის წვერი კანზე შეახო, ყელზე აკოცა და მერე ტუჩებამდე მიაღწია- ისევ კოშმარი ნახე? -და შენ არ იყავი - მოდუნებული იყო, თითქოს ძალა საერთოდ აღარ ჰქონდა და ალექსანდრეს ხელი რომ გაეშვა წამსვე წაიქცეოდა. მისი ტუჩების მოძრაობას ჰყვებოდა, მის თითებს გრძნობდა და მშვიდდებოდა- რატომ არ მეუბნები რა ხდება - თითები თმაში შეუცურა და მზერა გაუსწორა- მითხარი რომ ისევ უკან არ ვბრუნდებით -თითქმის სამი წელი გავიდა რაც სამყაროსგან შორს ვართ მარიამ - არეული თმა ყურს უკან გადაუწია. ხედავდა როგორ გამუქდნენ მისი თაფლისფერები და გაეღიმა - მარიამ, არ გინდა -შენ არ გინდა -ასე სუნთქვას ვეღარ შევძლებ ... მგონია რომ სხვა კაცის ცხოვრებით ვცხოვრობ და არ შემიძლია ასე გაგრძელება - ისევ აპირებდა კოცნას ,მაგრამ მარიამი მკლავებიდან დაუსხლტა -მე შენთვის საკმარისი არასდროს ვიქნები...მშვიდად ცხოვრება არასდროს დაგაკმაყოფილებს. შენ სიკვდილს ეძებ , შენ გინდა რომ განადგურდე -მარიამ ...აქ მოდი - მისკენ შებრუნდა,მაგრამ ისევ უკან დაიხია-არაფერი მოხდება, უბრალოდ დავბრუნდებით. შენ კლინიკაში იმუშავებ მე ჩემ საქმეებს მივხედავ -საქმეებს რომლებიც შავბნელია...რა გინდა რომ რინგს დაუბრუნდე? ენერგია გახრჩობს და ვეღარ კმაყოფილდები უბრალოდ ვარჯიშით ხომ? ჩვეულებრივი მოკვდავივით ცხოვრება არ გაკმაყოფილებს . ხმაური გჭირდება, სკანდალები, ომი, ბრძოლა , მტრები - არ ყვიროდა, მაგრამ ისე უყურებდა ალექსანდრეს რომ აგიჟებდა-ქალები , სასმელი და ნარკოტიკებიც ხომ არ მოგენატრა -ეს გაქცევას ემსგავსება უკვე, ცხოვრებისგან მალვას. ნუთუ ასე შეგეშინდა რომ ჩემთან ერთად გინდა აქ გამოიკეტო, ამ ქალაქში დავრჩეთ, კლდის წვერზე ყველასგან შორს -ნუთუ შემეშინდა ალექსანდრე? მე დავინახე ვიღაც ვინც ცეცხლმოკიდებული სახლის ბოლო სართულზე იყო, მესმოდა შენი ხმა და მერე ვხედავდი როგორ დაინგრა ის უზარმაზარი შენობა. ვხედავდი როგორ აყრიდნენ მიწას კუბოს სადაც მეგონა რომ შენი დამწვარი სხეული იყო . მე მოვკვდი ალექსანდრე , მე მოვკვდი შენთან ერთად და შენ იმ წყეული ,კოშმარული თვეების განმავლობაში არ ჩანდი. შორიდან მიყურებდი, მშვიდად მიყურებდი -მარიამ მას შემდეგ -სამი წელი გავიდა მას შემდეგ რაც იქ ვიდექი, უფსკრულის პირას და შენ რომ არ მოსულიყავი ახლა აღარ ვიქნებოდი. შენ რა გგონია რომ მე ოდესმე მიცდია მსგავსი რამ? მე არაფერი მებადა, ყველაფერი მინახავს, მთელი ცხოვრება რაღაცისთვის ვიბრძოდი, ვებრძოდი ცხოვრებას და შენამდე არასდროს მიფიქრია რომ უნდა დავნებებულიყავი. შენ მე გამანადგურე და ახლა აპირებ რომ უკან დავბრუნდეთ -არ გინდა , ოღონდ არ იტირო - მის ამღვრეულ თვალებს რომ წააწყდა წამსვე მოხვია ხელები და სხეულზე მიიკრა,მაგრამ მარიამმა მოიშორა -არ ვტირი, არ იმსახურებ . შენთვის იმდენი ცრემლი დავღვარე რომ მოკვდები მაშინაც არ ვიტირებ . წასვლა გინდა? წავიდეთ ! წავიდეთ ,დავუბრუნდეთ იმ ჯოჯოხეთს ,მაგრამ მე შენი ცოლი არ გავხდები - წარბები შეკრული ჰქონდა, თავი მაღლა აწეული და ისე უყურებდა. -შენ ჩემი ცოლი ხარ უკვე მარიამ- გაიცინა და თავი გვერდით გადახარა- დაგავიწყდა ? -არა, მე არ გავხდები ქალბატონი მარიამი და არ დავემსგავსები იმ რობოტებს -კარგი, ვინმე სხვას ვიპოვნი ცოლის სტატუსს მოვარგებ. მე და შენ საყვარლებად დავრჩეთ ცხოვრების ბოლომდე- ხელი მოხვია ისე რომ თავს ვეღარ დაიხსნიდა, თავი უკან გადააწევინა და ტუჩებზე დააცხრა. წინააღმდეგობას უწევდა ,მაგრამ შემდეგ მთელი ბრაზი ვნებას შეურია -შენ ჩემი ხარ და ყველგან იქნები სადაც მე ! -ვერ გიტან ...მეზიზღები - ტუჩზე კბილები ჩაასო და მერე ისევ აკოცა. მსუბუქად წამოიკივლა ალექსანდრემ კედელს რომ ააკრა და მის შიშველ მხრებს ჩააფრინდა -მეც მიყვარხარ ჩემო სულო- არეული მზერა მოარიდა, თვალები დახუჭა და მის ყელში ჩამალა სახე. რამდენიმე წამის შემდეგ ხელში აიყვანა და საძინებლისკენ დაიძრა. ვნება მეფობდა, ვნება რომელიც ალექსანდრეს სისხლში მუდმივად მიედინებოდა და მარიამსაც ცეცხლის ალში ახვევდა. -მეშინია ... ისევ საშინელი წინათგრძნობა მაქვს და მეშინია რომ დაგკარგავ-მარიამი დიდხანს არ ელაპარაკებოდა, საწოლშიც ჩუმად იწვა და ჭერს უყურებდა -არ შეიძლება , მე და შენ ცალ-ცალკე არასდროს ვიქნებით - შიშველ ზურგზე მიასრიალებდა თითებს ,ტუჩები დაუკოცნა და მშვიდად დახუჭა თვალები. ისევ ისეთი იყო , ბოლო წელმა ვერაფერი შეცვალა . ცდილობდა მარიამის სიმშვიდე გაეზიარებინა, მაგრამ არ შეეძლო . ძილიც კი ვერ შეიყვარა, ისევ ისე ორი საათით თუ გაეთიშებოდა გონება და შემდეგ სულ მუხტი სჭირდებოდა. ეს არ იყო მისი ცხოვრება, ასე ვერ გააგრძელებდა ამიტომ მარიამი უნდა გადაეყვანა საკუთარ გზაზე . რამდენიმე დღის შემდეგ დახურეს მარტოობის , სიმშვიდის და ბედნიერების კარი. დაბრუნდნენ იქ საიდანაც დაიწყო ყველაფერი, ქალაქში რომელშიც ისევ მეფობდა კორუფცია, სიღარიბე, უსამართლობა . მხარეში სადაც ყველა და ყველაფერი ფულით იმართებოდა. ისევ თოვდა, ისევ ისე შეუჩერებლად ცვიოდა ფიფქები, მაგრამ ამჯერად ნაცრისფერი აღარ იყო მარიამი. არც ჩვეულებრივი გოგონა იყო , ახლა ალექსანდრეს ცოლი იყო ყველასთვის შესაშურ ადგილს იკავებდა და ყველაზე მაღალ საფეხურზე იდგა. ამჯერად მანქანაში იჯდა და იქედან უყურებდა ქალაქს რომელიც ეზიზღებოდა, ვეღარც ფარფატა ფიფქებს გრძნობდა კანს რომ უყინავდნენ ადრე, აღარც მარტო იყო ,მაგრამ მაინც ყველაზე მეტად ეშინოდა. შიში იმისა რომ საყვარელ ადამიანს დაკარგავ უსაზღვროა, როცა მარტო ხარ, არავინ და არაფერი გაბადია ძალაუფლებაც გაქვს რომელსაც ვერავინ წაგართმევს. -გაზაფხულამდე ელიზაბეტთან მოგვიწევს დარჩენა ხომ იცი- მანქანაში გამეფებული სიჩუმე ალექსანდრემ დაარღვია -ვიცი -უამრავი საქმე მექნება ხომ იცი -ვიცი -რომელ კლინიკაში გინდა იმუშაო -თავად მოვაგვარებ შენი ჩარევა არ მჭირდება -მარიამ -მე ექიმი ვარ და იქ წავალ სადაც ხალხს ვჭირდები -ხომ ვილაპარაკეთ -და მეც გითხარი რომ არ ვაპირებ მილიონერების კლინიკაში ჯდომას იმათთან ვისაც ისედაც აქვს ყველაფერი რაც სჭირდებათ. -სოფლებში აპირებ სიარულს ? -როგორც თქვი ბევრი საქმე გვექნება და იმდენ დროს ვეღარ გავატარებთ ერთად. არ მითხრა რომ გეგონა სახლში დავჯდებოდი და მოსამსახურეებს ვადევნებდი თვალს , გავკიცხავდი სადმე მტვერს თუ შევნიშნავდი ან ვახშმის მომზადებას დააგვიანებდნენ-ცინიკური იყო და არც აპირებდა დაფარვას -როგორც გინდა ... შენი საქმისა შენ იცი- თითქოს დანებდა, თითებზე აკოცა და შემდეგ სახლის გალავანთან გაჩერდა. დაცვამ რომ დაინახა წამსვე გააღო ჭიშკარი და შევიდნენ კიდეც ეზოში, რომელიც მარიამისთვის ციხეს უფრო ჰგავდა ვიდრე უბრალოდ სახლს. მანქანის კარი გაუღეს, გადავიდა და ალექსანდრეს გვერდით დადგა. იცოდა იმ წამიდან უკვე ბრძოლაში იყო და მაინც მიჰყვებოდა გვერდით. არავინ ელოდა მათ დაბრუნებას , ვერავინ წარმოიდგენდა თუ ასე მოულოდნელად გამოჩნდებოდნენ მარიამი და ალექსანდრე. სახლის კარი რომ გააღო თითქოს სუნთქვაც გაუჭირდა, მარიამმა ხელი ჩაკიდა და თავისი პატარა , გალეული თითებით გადასცა ენერგია. ლოყაზე აკოცა და წამით თითქოს ტკივილიც წაართვა. სახლში მიაბიჯებდა და ახსენდებოდა მათი რეაქცია ხანძრის შემდეგ პირველად რომ დაინახეს ახსოვდა დაცვა როგორი გაოგნებული უყურებდა , სწრაფად მიაბიჯებდა ეზოში ისე ეჩქარებოდა როგორც არასდროს . სახლში შევიდა თუ არა მაშინვე გაიგო ელიზაბეტის ხმა. ქალს ისტერიკა ჰქონდა, რაღაც გაუგებარ სიტყვებს იძახდა და ტიროდა. კიბე სწრაფად აირბინა ,იმდენად სწრაფად რომ არც უფიქრია როგორი რეაქცია ექნებოდათ გაცოცხლებული შვილის დანახვისას. ელიზაბეტი ხალიჩაზე იყო ჩაკეცილი, სულ შავები ეცვა, თმები აწეწილი ჰქონდა, თვალები დაწითლებული, თითქოს რამდენიმე თვე კი არა წლები იყო გასული მას შემდეგ რაც ბოლოს ნახა. დათოს მკერდზე ჰქონდა თავი მიდებული ის კი საწოლის ბოლოს იყო მიყრდნობილი ზურგით და თავზე კოცნიდა სიგიჟის პირას მყოფ ქალს . თვალები სულ წითელი ჰქონდა, ცრემლებით სავსე ასეთი არასდროს ჰყავდა ნანახი, ასეთი განადგურებული დავითი სამყაროს არ ახსოვდა. პირველმა ელიზაბეტმა დაინახა,მაგრამ რეაქცია არ ჰქონია ეგონა რომ ეჩვენებოდა და ხელი გაშალა უბრალოდ, თითქოს ასე შეეხებოდა . ალექსანდრე მათ გვერდით რომ დაჯდა და ელიზაბეტს ხელები დაუკოცნა დათო მოვიდა გონს. ელიზაბეტი ეხვეოდა, კოცნიდა , ტიროდა და მერე იცინოდა. დავითმა კი ისეთი მუშტი უთავაზა დიდხანს ჰქონდა ტუჩი გახეთქილი . უყვიროდა, ღრიალებდა , ლანძღავდა, ეჩხუბებოდა მანამ სანამ ალექსანდრემ გულში არ ჩაიკრა მერე პატარა ბავშვივით იდგა და არაფერს ამბობდა. საბოლოოდ დაბრუნდა ჯოჯოხეთში რომლის გარეშე ცხოვრებაც არ შეეძლო, ეშმაკი იყო , ლუციფერი რომელიც სხვაგან ვერ იარსებებდა. მისაღებიდან ბავშვის ხმა ისმოდა რაღაცას მღეროდა და წამსვე გაეღიმა მარიამს. აშკარა იყო ქალბატონი ალექსანდრა მღეროდა, მალევე დაინახეს ელიზაბეტის ბეწვის ქურქში გახვეული წითური ქალბატონი, ხელში სათამაშო მიკროფონი ეჭირა და გაუგებარ ენაზე მღეროდა . ელიზაბეტი და დავითი კი ჟიურის წევრების ამპლუაში იყვნენ -პატარა ქალბატონო ყოჩაღ , როგორი ტალანტი გქონიათ - ალექსანდრემ გაასწრო ბავშვი ხელში აიტაცა და წითელი ლოყები დაუკოცნა -სანდლო ბიძია- პატარა ქალბატონმა წამსვე წამოიყვირა და მკლავები მოხვია -ტკბილოო...რამხელა ხარ უკვე . სულ რაღაც ოთხი თვე გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან და როგორ გაზრდილხარ -ალექსანდრეეე - ელიზაბეტი მოეხვია- დედი რატომ არ მითხარი თუ ბრუნდებოდი. ჩემო სიცოცხლე , დეე -რაღაც საქმე აქვს ეტყობა - სათვალე მოიხსნა დავითმა და მარიამს მიესალმა- როგორ ხარ -კარგად, გმადლობ. თავად ? -თორნიკე სადღაც წავიდა და პატარა ქალბატონი ჩვენი სტუმარია , როგორც იქნა დაგვდო პატივი ბატონმა და გვანდო ბავშვი -სად წავიდა , როდის დაბრუნდება -არ ვიცით ჩვენ . გაბრიელს ჰკითხე -რა ხდება როგორ დამხვდით . ვიფიქრე გაგიხარდებოდათ -რამდენი საათით ხარ -ვრჩებით - მარიამმა თქვა და ბავშვი გამოართვა ალექსანდრეს- პატარავ , მომენატრე იცი? -მეც - მარიამსაც აკოცა ქალბატონმა. მალევე ძიძამ გაიყვანა, მთელს სახლში ფუსფუსი ისმოდა, მოსამსახურეები შორიდან უყურებდნენ დაბრუნებულ წყვილს. ყველაფერი თითქოს ისევ ისეთი იყო ბოლოს როგორიც დატოვა,მაგრამ მაინც სხვა ატმოსფერო სუფევდა ირგვლივ, ელიზაბეტი და დავითიც თითქოს ენერგიაგამოცლილები , დაღლილები და დაბერებულები იყვნენ . უცნაური სანახავი იყო მათი წყვილი ამდენი წლის შემდეგ. ალექსანდრე ჩვეულ ამპლუაში იყო, ყველაფერს მაინც ისე აკეთებდა როგორც გადაწყვეტილი ჰქონდა, სახლში შესვლის წამიდან მართვის სადავეები აიღო ხელში. იმ საღამოს, ვახშმობისას შეკრიბა ყველა მოსამსახურე, ყველა გააფრთხილა რომ ჯერ არაფერი ეთქვათ . ყველა შეისწავლა იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ შეუდგა ვახშმობას. -ქორწილისთვის მზადებას დავიწყებთ ,მანამდე არ გამოვჩნდებით და შემდეგ პირდაპირ დავუბრუნდებით ქალაქის ქაოსურ ცხოვრებას-ღვინოს მიირთმევდა რომ თქვა და მარიამიც გააოგნა. ცოტა აკლდა იქვე რომ დაეწყო კივილი,მაგრამ მხოლოდ ანთებული მზერით შემოიფარგლა , ალექსანდრემ კი გაუღიმა და თითებზე აკოცა- კაბას თავად მარიამი აარჩევს და არავინ ჩაერევა -გრანდიოზული ქორწილით აპირებ დაბრუნებას ? სერიოზულად შვილო? -რამე პრობლემაა დედა? -არ ვიცი, არ არის? -სახლს სანამ შევარჩევთ აქ ვიცხოვრებთ , რაღაც განსხვავებული მჭირდება ისეთი მარიამმა რომ კომფორტულად იგრძNოს თავი და მუზეუმს არ გავდეს. -მე არ ვიცი, ვერ დაგეხმარები. თავად გაქვთ ყველა რესურსი და როგორც გინდათ ისე მოიქეცით, სულერთია ჩემთვის ყველაფერი . მთავარია კარგად იყოთ -დავით? - მამას გახედა ჩუმად რომ იჯდა და მერე წარბები შეკრა- რა გჭირთ გამაგებინებთ? -კიდე ჩვენ გვჭირს ბატონიშვილო? ჯერ მოკვდი, მერე გაცოცხლი, მერე გაიქეცი და სადღაც გამოიკეტე რომანტიკოსი პრინცივით. ახლა ქორწილით ბრუნდები თურმე , ჩვენთან რა გინდა, ყველაფერი ისე ხდება როგორც შენ გსურს, როგორც შენ მოიფიქრებ და ყველანი გემორჩილებით. შენთან კამათის ნერვებიც არ მაქვს , გაგვაგებინე მე და დედაშენს როგორ გინდა რომ მოვიქცეთ და ჩვენც ვეცდებით დაგემორჩილოთ ბატონო -გეყოფა ეს ცინიზმი არაფერიც არ მინდა, უბრალოდ სახლში ვბრუნდები -მოგბეზრდა თაფლობის წელი და უსაქმოდ ყოფნა? გამოგელიათ გასართობი საშუალებები -მგონი პრობლემა ჩემი არსებობაა ალექსანდრეს ცხოვრებაში რასაც ვერ შევცვლით , შეჩვევა მოგიხდებათ . მე თქვენგან და თქვენი საქმეებისგან შორს ვიქნები,გვიან დავბრუნდები სახლშიც ასე რომ დარწმუნებული იყავით მშვიდადაა შესაძლებელი ჩვენი თანაცხოვრება. ალექსანდრე კი ალბათ ისე განაგრძობს ცხოვრებას როგორც ადრე, იმ განსხვავებით რომ მის გვერდით მე ვიქნები. ქორწილს რაც შეეხება არ იქნება !- ალექსანდრეს გაუსწორა ბოლოს მზერა და გაუღიმა -იქნება ძვირფასო , ყველამ უნდა გაიგოს რომ დაკავებულები ვართ მეც და შენც -როგორმე ქორწილის გარეშეც გავაგებინებ ყველას რომ დაკავებული ვარ, შენ კი თუ მოინდომებ ისეც მოიგერიებ შენზე შეყვარებულ ქალებს , რომლებსაც უზომოდ მოენატრე- ღვინო მოსვა , აბრჭყვიალებული თვალებით უყურებდა ძარღვებდაბერილს და მერე ფართოდ გაუღიმა -ღმერთო ჩემო ეს სახლი ორ ნაღმს გაუძლებს ვითომ? -დათომ ჩუმად თქვა და გაიღიმა , თავს ვერ იკავებდა იმ ორის კამათს რომ უყურებდა. მარიამის გარდა ალექსანდრეს ვერავინ უბედავდა შეწინააღმდეგებას -ქორწილი იქნება თუ არა -იქნება დედა -არ იქნება ქალბატონო ელიზაბეტ , მე არ მივყვები ცოლად თქვენს შვილს ! -ჩვენი ძილის დროა მგონი- უცებ გასწია სკამი, ხმაურით წამოდგა , მაგიდას მოუარა ,მარიამს ხელი ჩაავლო და ისე უცებ ააყენა თითქოს ბუმბული იყო და თავის ნებაზე ათამაშებდა- ხვალ შევხვდებით და ვისაუბრებთ დეტალებზე- წელზე ხელი მოხვია ქალს და სხეულზე აიკრა -არ დამისრულებია -დაგახრჩობ იცოდე- ჩუმად უთხრა ყურში ,იქვე აკოცა და მერე სწრაფად წაიყვანა -გამიშვი! -მარიამ-მეთქი -ქორწილი მოუნდა, თამაშით მაწყებინებ ხომ? გინდა მასშტაბური სპექტაკლი მოაწყო- ჩუმად ეჩხუბებოდა და სწრაფად მიაბიჯებდა საფეხურებზე. საძინებელში როგორც კი შევიდნენ ალექსანდრემ მაშინვე მიხურა კარი და ზედ ააკრა მარიამი -რა პრობლემა გაქვს? დედოფალი ხარ და ამას ყველა გაიგებს -მე დედოფალი არ ვარ... უბრალოდ მარიამი ვარ ,მარიამ ექიმი ! არ მივიღებ სპექტაკლში მონაწილეობას- საყელოში ჩაავლო თითები -შენ ყველაფერი ხარ და შეიგნე ეს ბოლოს და ბოლოს -მე შენ შეგიყვარე და არა ეს ყალბი კაცი რომელიც -შენ მე მთლიანად გიყვარვარ და შესანიშნავად იცი რომ ჩემთან ყოფნისთვის მოგიწევს მსხვერპლის გაღება, სულ მცირე მსხვერპლი ჩემთვის -საშინელი კაცი ხარ - სუნთქვას უკრავდა, ვერ უწევდა წინააღმდეგობას და საკუთარი თავი აგიჟებდა . მის ერთ ნაწილს არ შეეძლო უკან დახევა, არ შეეძლო მის ნებაზე სიარული. ის ხომ მარიამი იყო, დამოუკიდებელი ,თავისუფალი პერსონა რომელიც თავად აკონტროლებდა საკუთარ ცხოვრებას. ყოველთვის, მუდამ მარტო იყო და ახლა უწევდა ალექსანდრეს ცხოვრებაში ინტეგრირება თან სრულიად განსხვავებულ ადგილას იქ სადაც მისი ადგილი არ იყო, სადაც ყველაფერი გულს ურევდა სანდროს გარდა. სულ ოდნავ მაინც რომ შეჰპარვოდა ეჭვი მის გრძნობებში ? არა მაინც ვერ დატოვებდა, სუსტი იყო და ამ ამბის გააზრება აგიჟებდა. მთელი ღამე ვერ დაიძინა , რამდენჯერმე გადაბრუნდა, სუნთქვაც უჭირდა ალექსანდრე კი მშიდად იწვა . არ ეძინა,მაგრამ მაინც არაფერს ამბობდა -ტყუილად ღელავ, სულ ტყუილად და ვერ ვხვდები რატომ იქცევი ასე . შენ ხომ ასეთ სისულელეებზე არასდროს ღელავ - მოეხვია და ყელში აკოცა- მარიამ -ეცადე არ დამკარგო - მის ტუჩებს თავისი შეახო და შემდეგ აღარაფერი უთქვამს . დილით ხმაურმა გააღვიძა, საუბრის ხმა ესმოდა და ალექსანდრეს მკლავებიც მოშორდა. დერეფნიდან მოდიოდა თორნიკეს ხმა , ალექსანდრა ტიროდა , რაღაც არ მოსწონდა . ხალათი ჩაიცვა , თმა თითებით გაისწორა და ოთახიდან გავიდა. გონს მოსვლა ვერ მოასწრო ისე მოეხვია თორნიკე -როგორ ხარ მარიამო? -ასე უცებ თუ დაბრუნდებოდი არ მეგონა ... ასე მოგენატრეთ თოკუნა?- გაუღიმა და ლოყაზე ხმაურით აკოცა. მის მკლავებში იყო ჩამალული ალექსანდრეს რომ შეხედა ისევ ბავშვი ეჭირა და ცრემლებს უმშრალებდა. ისე ბუნებრივად იქცეოდა თითქოს არაფერი ხდებოდა, არც მონატრებას გამოხატავდა ყველაფერს მშვიდად აკეთებდა . ასეთი იყო ბატონი ალექსანდრე, უემოციო , გაწონასწორებული და თავშეკავებული. თორნიკე საუზმეზე დარჩენას არ აპირებდა, მაგრამ ალექსანდრა გაჯიუტდდა აშკარად მოსწონდა ელიზაბეტთან და დავითთან ყოფნა. ჩუმად იყვნენ მხოლოდ ქალბატონი ალექსანდრა ტიტინებდა და ყველას ღიმილს გვრიდა. რამდენიმე დღეში ბატონი გაბრიელიც დაბრუნდა და ალექსანდრე მაშინვე აფორიაქდა -კლუბში მიდიხარ? - როგორც კი დაიძრა მაშინვე უკან გაჰყვა- მეც მინდა გაბრიელის ნახვა და წარსულის გახსენება -გეშინია რომ ისევ დავუბრუნდები რინგს?- ჩუმად უთხრა და გზა განაგრძო -შენი ქირურგი არ ვიქნები, დავჯდები და ვუყურებ როგორ გაგიერთიანებენ თავ-ყბას -დაგავიწყდა რომ დაუმარცხებელი ვარ? - წინ წასულს ხელი მოხვია , უკნიდან აეკრო და ყელში აკოცა-მხოლოდ შენ დამამარცხე -გინდა რომ დავრჩე? -გაბრიელი მომკლავს უშენოდ რომ მივიდე, ხომ იცი როგორ უყვარხარ -ნუ ეჭვიანობ, შენ ჩემზე მეტად უყვარხარ...ერთი სული მაქვს როდის მოვისმენ მის უხამს ხუმრობებს და გინებას მანქანაში ჩასხდნენ, ალექსანდრე თითქოს განგებ მიდიოდა ასე ნელა. გზას უყურებდა და იხსენებდა ყველა ფრაგმენტს რომელიც იმ ადგილთან აკავშირებდა. კადრებად ხედავდა ალექსანდრეს ბრძოლის დროს, თვალებანთებულს, დაუნდობელს, სისხლში მოსვრილს და სუნთქვაგახშირებულს -ჯანდაბა ძალიან სექსუალური იყავი მაშინ ბრძოლის დროს -როგორ გვაიგნორებდი მე და ჩემს სექსუალურობას -ცხოველი ხდები იქ რომ ადიხარ და აგრესია უჩნდება ჩემში არსებულ ერთ მარიამს -გპირდები მხოლოდ მაშინ მნახავ იქ როდესაც ბრაზს სხვაგვარად ვერ გავაქრობ - მანქანა გააჩერა , ტუჩებზე შეეხო , ვნებიანად აკოცა და შემდეგ გაუღო კარი. ყველაფერი შეცვლილი ჰქონდა ბატონ გაბრიელს, ორივე მდუმარედ მიუყვებოდა დერეფანს , ხმაურში , სიბნელეში რომელსაც სხვადასხვა ფერები ანათებდა და როგორც იქნა გამოჩნდა მისი კაბინეტის კარი. ალექსანდრე პირდაპირ შესვლას აპირებდა, მაგრამ კარი ჩაკეტილი დახვდა და მალევე გაიგეს კვნესის ხმა -სერიოზულად?- მარიამმა სიცილი დაიწყო და კედელს მიეყრდნო- ნახევარი საათის წინ არ დაბრუნდა ? -გაბრიელია, გიკვირს?-თვალები აატრიალა და ორ წუთში ხმამაღლა დაიძახა- დროზე გაათავე შე ჩემა თორემ კარს შემოგიმტვრევ და ჩემ სახეს დაინახავ -ნუ ხარ ბოროტი - იცინოდა სანამ კარი არ გაიღო და გაბრიელი არ გამოჩნდა -ამის დედაც მითხარით რომ დაბრუნდით და ისე უბრალოდ არ შემომიარეთ - პერანგის ღილები გახსნილი ჰქონდა, ყელზე და მუცელზე წითელი პომადის კვალი ემჩნეოდა -ცოლი რომ გყავს ისევ უმალავ ხო ყველას - ალექსანდრე პირდაპირ კაბინეტში შევიდა და გოგოს დააკვირდა. ნაცნობი იყო ვიღაც ,მაგრამ ზუსტად ვერ გაიხსენა -ცოლი არა ჩემი ყლ. შენსავით კი არ გამოვყ.ევებულვარ -წავიდე ხომ? - მარიამმა წარბები შეკრა და უკან დაიხია -მომენატრეთ ტოო -ხელი არ ახლო ჩემ ცოლს - ალექსანდრემ დაუყვირა ჩახუტებას რომ აპირებდა და სავარძელში ჩაეშვა- ყველაფერი შეგიცვლია კაბინეტის გარდა -მარიამ მითხარი რა ხდება , რატომ დაბრუნდით -ნოსტალგიამ შემოუტია შენს ალექსანდრეს -შენ როგორ დაგითანხმა თორემ ამას რომ მოვენატრებოდი და უჩემოდ ვერ გაძლებდა კი ვიცოდი ისედაც - თავზე აკოცა ალექსანდრეს მარიამს კი სიცილი აუტყდა რაც უფრო დიდ დროს ატარებდა მათთან ხვდებოდა რომ ალექსანდრე თორნიკეს და გაბრიელის გარეშე ცარიელი იყო, სრულყოფილებისთვის სჭირდებოდა ის ორი და მარიამი. .............. წვიმდა და სახლშიც ისმოდა წვეთების ხმა. სასიამოვნო სურნელი იყო მთელს ოთახში. მარიამის სურნელი მძაფრად რომ ვერ იგრძნო ხელები მოაშორა ბალიშს და მისი სხეულის ძიება უშედეგოდ დაიწყო. უკმაყოფილომ გაახილა თვალები და გასასვლელად მომზადებულს რომ შეხედა წამსვე წამოჯდა -სად მიდიხარ ამ დილაადრიან?- სახეზე ჩამოისვა ხელები და საწოლის თავს მიეყრდნო. მარიამს შავი კლასიკური შარვალი , ჩვეულებრივი ზამთრის ფეხსაცმელი და მუხლამდე მანტო ეცვა. სტუდენტ გოგოს ჰგავდა , თმები მაღლა შეიკრა და მისკენ შებრუნდა -სამსახურში , ხომ გითხარი დაგავიწყდა? -სად სამსახურში მარიამ რომელიღაც მივარდნილ სოფელში? სერიოზულად მეუბნებოდი? კლინიკა გიყიდე გოგო და შენ სადღაც ჯანდაბაში მიდიხარ? - მიყვარხარ, ჭკვიანად მოიქეცით შენ და ბიჭები ... გვიან დავბრუნდები ან შეიძლება დავრჩე კიდეც. გააჩნია როგორი მდგომარეობა იქნება - საწოლთან მივიდა, მისკენ დაიხარა და აკოცა -მარიამ - მკლავში წვდა და თავისკენ მიიზიდა - ნუ სულელობ ... აქაც უამრავი ადამიანის გადარჩენა შეიძლება შენ თუ ამის მოთხოვნილება გაქვს და ვერ დაიკმაყოფილე ამ ორი წლის განმავლობაში . მოიშორე ეს მოსაცმელი და დაბრუნდი საწოლში , პატარავ - ყელს უკოცნიდა, სახეს და მერე მაჯებს - მარიამ , გთხოვ ნუ მაიძულებ -რას გაიძულებ , ძალას გამოიყენებ და გამომკეტავ იმ ადგილას სადაც მხოლოდ მდიდრები მკურნალობენ და ჩვეულებრივი მოკვდავი ფეხსაც ვერ დაადგამს ისეთი ფასებია? არ მინდა მე კლინიკის მართვა , შეხვედრებზე სიარული და ათასი უბედურება . ექიმი ვარ და არა მენეჯერი - თვალებში უყურებდა და მემილიონედ უმეორებდა იგივეს -გაყვლიფეთ მდიდრები, გაავსე ჩემი ანგარიში და მე გამოვიყენებ იმ ფულს ადამიანებისთვის რომლებსაც ვჭირდები მეც და ჩემი ფულიც - თითები თმაში შეუცურა , ტუჩებზე ვნებიანად წაეტანა და მანამ კოცნიდა სანამ უჟანგბადობამ არ შეაწუხათ -ერთხელაც გამაგიჟებ ... კარგი წაბრძანდი , მძღოლი წაგიყვანს ოღონდ და ერთი დაცვა გამოგყვება. მანქანაში იქნებიან და რამე რომ დაგჭირდეს იმ ღვთისგან მივიწყებულ რაიონში მოგიტანენ, დაგეხმარებიან . იქვე იქნებიან -23 წელი , შენს გამოჩენამდე მარტომ ვიცხოვრე და არაფერი დამმართნია, როგორმე მივხედავ საკუთარ თავს -ახლა ჩემი ცოლი ხარ და ქალაქის ყოფილი მერის რძალი , ვინ იცის რა მოხდება . ნუ ჯიუტობ -კარგი , მხოლოდ შენი სიმშიდისთვის ,მაგრამ იქ არ დადგებიან - ისევ აკოცა, წასვლა და მისი დატოვება არ უნდოდა , ვერ შორდებოდა,მაგრამ მაინც საქმე არჩია ალექსანდრესთან ერთად ნებივრობას . კარში გასვლამდე გაუღიმა და შემდეგ დატოვა სასახლე. ალექსანდრე ძალებს არ იშურებდა ,მაგრამ მაინც ვერაფერს ცვლიდა, ისე იქცეოდა როგორც მოესურვებოდა. ქორწილის სამზადისში საერთოდ არ ერეოდა.ყოველდღე მუშაობდა, დილით ადრე მიდიოდა და ღამე ბრუნდებოდა , სრულიად კმაყოფილი იყო საკუთარი საქმით. ერთ ღამეს საერთოდ არ დაბრუნდა, მძიმე პაციენტი მყავს და ვერ დავტოვებო დაურეკა და შემდეგ საერთოდ გათიშა მობილური. -რაო -გათიშა მობილური,უნდა რომ გამაგიჟოს -კარგი რა საქმეს აკეთებს , არ იცი როგორია? -სად რჩება, იმ რაღაც შენობაში აპირებს ღამის გათენებას? -სახელმწიფო საავადმყოფოა სხვათაშორის ალექსანდრე -შენ რა იცი -ვიცი -უნდა წავიდე,თუნდაც გაგიჟდეს! - უცებ დაცალა ჭიქა , მოსაცმელი აიღო , მობილური ჯიბეში ჩაიდო და ისე წავიდა არც გაბრიელს მოუსმინა და არც თორნიკეს. მანქანას ისე ატარებდა დიდი დრო არ დასჭირვებია სოფელში ჩასვლამდე. ზუსტად არ იცოდა კლინიკა სად იყო და როგორც იქნა იპოვნა. ისეთი სიჩუმე იყო ყველას ეძინა მიმღებში, ვარაუდით გაიარა დერეფანი, ავიდა მეორე სართულზე და როგორც იქნა იპოვნა ქალბატონი მარიამი. მისი ხმა ესმოდა , ისეთი სიჩუმე იყო მარტივად გაარჩევდით. კაცის ხმაც რომ გაიგო სისხლი გაეყინა , არაფერი ესმოდა , სიტყვებს ვერ არჩევდა, სწრაფად მიაბიჯებდა და შემდეგ ანთებული თვალებით უყურებდა ყავის ფინჯნით მჯდომ ცოლს რომელსაც ახალგაზრდა ბიჭი უწევდა კომპანიონობას. ლურჯი ფორმა მოერგო , თეთრი ხალათიც არ დავიწყნია და ღიმილსაც არ იშურებდა მარიამისთვის. -ძირფასო - მანძილი სულ მალე გადალახა, ხელი მოხვია და პირდაპირ ტუჩებზე დააცხრა . მკლავები წვრილ წელზე შემოხვია და ძარღვებდაბერილმა ძალა ძლივს გააკონტროლა - აქ რას აკეთებ ამ დროს-როგორც კი ამოისუნთქა მაშინვე მზერა გაუსწორა. ფეხზე კედები ეცვა და მასზე ბევრად დაბალი იყო -მომენატრე და მოვედი , დამღლელ მორიგეობას შეგიმსუბუქებ -უკაცრავად გიგი - ბიჭს შეხედა და უკან გადადგა ნაბიჯი. ალექსანდრეც გაჰყვა , დერეფანში მიაბიჯებდა სანამ ცარიელ ოთახში არ შევიდა და კარი არ მიხურა-აქ რას აკეთებ ? -შენ ასე ატარებ მთელ ღამეს ცარიელ კლინიკაში ვიღაც ს.რთან ერთად ? -ეჭვიანობ - გაოგნებული იყო , ჩუმად უთხრა და თვალები გაუფართოვდა. ალექსანდრეს დაბნეულმა გამომეტყველებამ ისე გაახალისა რომ სიცილი დაიწყო და უარესად გააბრაზა- რა გჭირს ? ასაკმა თავი შეგახსენა ?- მკლავები მოხვია ,სხეულზე აეკრა და თავისკენ მიიზიდა. ტუჩებთან ახლოს იყო მაგრამ არ კოცნიდა - მომენატრე...საშინლად დავიღალე - თითები მხრებზე გადაატარა ,ცხვირის წვერი კანზე შეახო და მთელს სხეულში რომ დაუარა ჟრუანტელმა მერე დაკარგა მოთმინება ალექსანდრემ . სრულიად ცარიელ ოთახში იყვნენ, მხოლოდ ყუთები იყო და სხვა არაფერი . ალექსანდრეს ერთი სიტყვაც არ უთქვამს , ეფერებოდა და მშვიდდებოდა, ბრაზსსაც იქარწყ.ლებდა . კოცნით ახშობდნენ კვნესას და მაქსიმალურად ცდილობდნენ ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეში არ შეჭრილიყვნენ. -წასვლა არ მინდა ! -აქ დარჩენა არ შეიძლება- თმაზე გადაისვა ხელი და თვითონ შეუკრა ქამარი, შიშველ მხარზე აკოცა და პერანგის ღილების შეკვრა დაიწყო - მართალია არ გამაგდებენ, მაგრამ არ მინდა ისე გამოვიდეს თითქოს დაცვად დამყვები პათოლოგი ხარ და შენი ეჭვიანობის მსხვერპლი ვარ- იღიმოდა , ტუჩებს იკვნეტდდა და ვერ შორდებოდა-ჯანდაბა არ მჯერა რომ ეს გავაკეთე -ჩემს გვერდით კარგი გოგო ვერ იქნები - ხალათი გაუსწორა და ისევ მოხვია ხელები - ხვალ დაბრუნდები? -ვნახოთ...არ ვიცი -მარიამ ასე ნუ იქცევი, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი - ხმას აუწია და კედელს მუშტი მიარტყა-ნუ მაიძულებ გავგიჟდე -გონებას უხმე ალექსანდრე ნუ მოიქცევი ჩვეულებრივი იდიოტივით - იატაკზე დაგდებული მისი ქურთუკი აიღო და მხრებზე მოახურა- გარეთ ცივა , არ გაიყინო დატოვა და წავიდა. უნდა ეჩვენებინა რომ ერთმანეთის საქმეში არ უნდა ჩარეულიყვნენ, უნდა გაევლოთ ზღვარი თორემ ერთმანეთს აურევდნენ ცხოვრებას. კაბინეტში დიდხანს არ დაბრუნებულა, პაციენტები ნახა . ორი გაღვიძებული იყო მათ მიხედა და შემდეგ შეუდგა საქმეს. დაახლოებით 11 საათი იქნებოდა კლინიკა რომ დატოვა . ციოდა , თავზე ქუდი დაიფარა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო . სწრაფად მიდიოდა სანამ ალექსანდრეს მანქანა არ დაინახა. იქ იჯდა, ეძინა . ვერც გაიაზრა ისე მივიდა, ფანჯარაზე დაუკაკუნა და თვალები რომ გაახილა მერე გაუღმა -არაფერი თქვა...წავედით- მანქანის კარი გაუღო. როგორც კი დაჯდა მაშინვე აკოცა , გასწორდა მხრებში რომ გაიმართა ძვლების ხმა გაიგო , თავზე ხელი გადაისვა და მანქანის ძრავა აამუშავა. ...... მარიამი ჯიუტად არ ერთვებოდა ქორწილის საქმეებში. ალექსანდრეც აღარ ესაუბრებოდა , დიზაინერები და ქორწილის ორგანიზატორები მუშაობდნენ ყველაფერზე. თავად ბოლო ორი წლის განმავლობაში მომხდარ ცვლილებებს ამოწმებდა. კაბინეტში ატარებდა დიდ დროს ბიჭებთან ერთად და როცა არ მუშაობდა ალექსანდრასთან თამაშობდა. ჭკუას კარგავდა ჟღალზე . ამჯერადაც მასთან იყო საძინებელში , ხალიჩაზე იწვა , იდაყვზე დაყრდნობილი და ალექსანდრასთან ერთად ყავას მიირთმევდა პლასტმასის ჭიქებიდან. იქვე ეწყო რამდენიმე ბარბი და ალექსანდრა საღამოს კაბაში გამოწყობილი იჯდა ნამდვილი ლედივით. -ჩემთვის არ გაქვთ ყავა ქალბატონო ალექსანდრა? - სანდროს გვერდით დაჯდა და ალექსანდრას გაუღიმა -კი კი - უცებ წამოდგა პაწაწინა ჩაიდანი აიღო და ახალი ფინჯანი მიაწოდა -ჩემი გოგო- ალექსანდრემ ვეღარ გაუძლო და ხელში აიყვანა . რამდენჯერმა აკოცა და მერე ფეხებზე დაისვა- გინდა მე და შენ ბევრი თეთრი კაბა ვნახოთ ? სახლში მოიტანენ შენთვისაც და მარიამისთვისაც -მიდა - თავი მკერდზე მიადო და მარიამს შეხედა რომელიც ამჯერადაც ყურებამდე გაღიმებული უყურებდა ამ ორს. ალექსანდრასთან ახალი ალექსანდრე ჩნდებოდა , სრულიად განსხვავებული ყველაზე თბილი, მზრუნველი და ბედნიერი -მარიამ -მოვიდნენ ... ავარჩევთ რამეს მე და ალექსანდრა- ბავშვს ხელი ჩაკიდა ,ცოტა ხანს ეფერებოდა მერე კი ქალბატონის ვახშმობის დრო იყო და ძიძასთან დატოვეს. საძინებელში შევიდა, წამსვე გაიხადა ტანსაცმელი ,თმა გაიშალა და ალექსანდრესთვის არც კი შეუხედავს ისე დაიძრა სააბაზანოსკენ. ცხელი წყლის ქვეშ იდგა მისი თითების შეხება რომ იგრძნო მუცელზე და შემდეგ ტუჩები ყელზე . თავი უკან გადასწია , ტუჩები ერთმანეთს დააშორა და მის მკლავებს თითები ძლიერად შემოჰხვია -მითხარი რომ ქორწილში მოხვალ - თითების მოძრაობას არ წყვეტდდა, ვნებისგან შეშლილ ქალს აწამებდა თავისი ქმედებით ისევ კვნესა წასკდა მის ბაგეებს შემდეგ სწრაფად შებრუნდა, ცივ კედელს ზურგით აეკრო და თავისკენ მიიზიდა. ნელა მოძრაობდა მის სხეულთან შერწყმული, თითებს მის განიერ მხრებზე დაატარებდა ,თვალებში უყურებდა და იღიმოდა-მარიამ! -ვნახოთ- მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა შუბლით შუბლზე მიეყრდნო და ხმამაღალი კვნესით შეეგება ალექსანდრეს მორიგ ძლიერ ბიძგს. როცა ბრაზდებოდა უხეში ხდებოდა, ალბათ მარიამთან ყველაზე ნეკლებად,მაგრამ მაინც მარტივი იყო მის ტვინში არსებული ქაოსის ამოცნობა. თხელ ხალათში გახვეულს , შიშველი ფეხები ბოლომდე უჩანდა. მკლავები ბალიშზე ჰქონდა მოხვეული და ისე უყურებდა ალექსანდრეს რომელიც ვიღაცას ესაუბრებოდა მისთვის გაუგებარ ენაზე , ლეპტოპი მუხლებზე ედო და რაღაცას სწრაფად წერდა. შემდეგ მობილურიც მოისროლა, ლეპტოპიც ხმაურით დახურა . სავარძლიდან წამოდგა მარიამის წვივებს თითები ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა -ასე პროვოკაციულად წოლა ნუ გიყვარს-თქო მილიონჯერ მითქვამს -შენ არ გელოდებიან? - ზურგზე გადაწვა, კომფორტულად მოკალათდდა , თვალები ისევ ისე ეშმაკურად უციმციმებდა. ფეხები წელზე რომ შემოხვია და ნახევრად გახსნილი შარვალი ძირს ჩააცოცა ალექსანდრემ წამით თვალები დახუჭა -შენი დედაც! განგებ აკეთებ რომ გონება ამირიო და საქმეზე ვერ ვკონცენტრირდე- ამოიოხრა, თითები ყბაზე მოუჭირა ხალათი ბოლომდე გაუხსნა და შიშველ სხეულზე მზერა მოავლო. დაბერილ ძუძუსთავებს უნდა შეხებოდა, ქალის სხეული მოსალოდნელი სიამოვნებისგან უკვე თრთოდა ,თავი უკან გადასწია,ქვედა ტუჩზე იკბინა,მაგრამ მისი ტუჩების შეხებას ვერ გრძნობდა. შეუბერა, მისი გრილი სუნთქვა კანზე მოეფრქვია და ბუსუსებმა დააყარა. თითების ამოძღავებას აპირებდა თავთან რომ გაუკავა და მზერა გაუსწორა. ქვემოდან უყურებდა , არ ეხებოდა ,მაგრამ ისე ახლოს იყო -არ გაბედო ! გეფიცები - სუნთქვაშენელებულმა ძლივს თქვა და გამშრალი ტუჩები ენისწვერით დაისველა-ალექსანდრე -ნწ, ნწ, ნწ დროა მიხვდე რომ ჩემთან თამაშს მხოლოდ მაშინ მოიგებ როდესაც მე მომინდება წაგება - ყბებდაჭიმული ,თვალებანთებული უყურებდა და აწითლებულ ქალს უარესად აგიჟებდა. უკვე ბრაზისგან იყო ანთებული და ალბათ სამაგიეროსაც გადაუხდიდა,მაგრამ სწორედ ეს უნდოდა ,მისი გამოწვევა -კარგიი ... შეგიძლია წახვიდე , დაწყებულს თავად გავაგრძელებ -როგორ ვერ გიტან ! - ნესტოები დაებერა , ყბები ისე გამოეკვეთა მარიამმა როგორც კი მოიხელთა მაშინვე აკოცა და მერე კბილები ჩაასო . წამში დაეუფლა სისავსის შეგრძნება, კიდევ უფრო აეკრო სხეულზე. შემდეგ ზემოდან მოექცა ,მისი თითები საჯდომზე და მკერდზე უჭერდნენ, ქვემოდან უყურებდა დანისლული თვალებით . აგიჟებდა ეს შეგრძნება , შეუკავებელი ემოციები, აფეთქება და ძალა რომელიც ერთიანად ეცლებოდა და რამდენიმე წამში გაორმაგებული უბრუნდებოდა, ბედნიერება რომელიც სულ სხვა ფერი ხდებოდა. ჯერ კიდევ კაცის სხეულზე იყო მოქცეული კარზე კაკუნის ხმა რომ გაიგეს -ბატონო ალექსანდრე...დიზაინერი მოვიდა, კაბები მოიტანა. მისაღებში გელოდებათ - გოგონას ხმა გაისმა, ერთ-ერთი მოსამსახურე იყო და მალევე წავიდა. -არა!- მარიამმა წამსვე უთხრა , თავი მკერდზე დაადო და დანამულ კანზე აკოცა-შანსი არ გაქვს! -მე შენთვის ყველაფერს ავიტან და შენ ერთ დღეს არ მითმობ რომელიც ჩვენს შვილებსაც დარჩებათ სხვათაშორის -რა დარჩებათ ჩვენს შვილებს ყალბი მარიამი და ალექსანდრე ათასი ნიღბით? -გვერდით გადაწვა და საწოლს მიეყრდნო- იქ იქნება უამრავი დაგეშილი , ადამიანსის ხეულში გამომწყვდეული ცხოველი, უგულო, ურპინციპო არარაობა. კაცები და ქალები მდიდრულ სამოსში გამოწყობილები რომლებიც იჭორავებენ, ბოღმით გასკდებიან , შურით აივსებიან და კიდევ მოინდომებენ ახალი გეგმა შეადგინონ ჩვენი,ყველას გამწარებისთვის -მშიშარა ხარ მარიამ!-წამოდგა, იატაკზე დაგდებული შარვალი ამოიცვა , ელვა ამოიწია და მერე საწოლისკენ დაიხარა - მდიდრების კომპლექსი გაქვს თორემ ღარიბებიც არიან ბოღმიანები, შურიანები და დედამოტ.ნულები . იმათაც აქვთ გეგმები სხვების გამწარბეისთვის, იმათაც უხარიათ ვიღაც ცუდად რომ არის და საერთოდ ეგ დამპალი ადამიანის ბუნებაა როცა გისწორდება ვიღაც შენთვის არასასურველს დედა რომ ეტირება . მორჩი , გეყოს ამ ადგილას დგომა წამოდი წინ ჩემთან ერთად შეეჩვიე , შეისწავლე და გააგიჟე ყველა . ესაა ცხოვრება ,რომელსაც ვერ გაექცევი თუ მარტო არ გამოიკეტები შენს ნაჭუჭში რაც ყველაზე დიდი საცოდაობაა, სისუსტეა და მეტი არაფერი! -ასე თავს დავკარგავ -შენ ყოველთვის გქონდა ნიღბები, ასე გაუძელი ამ წყეულ ცხოვრებას ახლა კიდევ ერთი გექნება ქალბატონის ნიღაბი და ძლევამოსილება რომელიც სხვას არავის აქვს ამ წყეულ ქვეყანაში თვით პრეზიდენტის ნაბოზარ ცოლსაც კი - თითები ყელზე შეუცურა, თავისკენ მიიზიდა და დასიებულ ტუჩებზე შეეხო -ჩაიცვი და გამოდი . მე მივდივარ, დავტოვოთ კაბა ჩემს სიურპრიზად - ცხვირის წვერი კანზე შეახო და გაიღიმა- მიყვარს ,ჯანდაბა ჭკუიდან მშლის ეს არომატი მოწესრიგდა და წავიდა, მარიამი ისევ საწოლში იწვა და ფიქრობდა. არ ჩქარობდა ოთახიდან გასვლას, ბოლოს მაინც უკან დაიხია სძლია შემოთავაზებულმა პრიორიტეტებმა, იყო ამაში რაღაც დიდი მიზიდულობა რასაც ვერცერთი მოკვდავი ეტყოდა უარს,მითუმეტეს მარიამის მსგავსი ქალი. ტანზე მოხდენილი კაბა მოირგო, კლასიკური ფეხსაცმელი და ისე გავიდა თითქოს სულ ასე გამოწყობილი დააბიჯებდა სახლში. მხრებზე ჩამოშლილი თმები ნაზი მოძრაობით გადაიყარა ზურგზე . რამდენიმე გოგო ელოდა , ყავას მიირთმევდნენ და ყველაფერს აკვირდებოდნენ. წარმოდგენაც არ ჰქონდათ ვინ იყო პატარძალი და მარიამი რომ დაინახეს თვალები გაუფართოვდათ. ძალიან ცდილობდა იისფრად შეღებილი ტუჩებითა და პირსინგებით გოგონა თავის შეკავებას,მაგრამ არ გამოუვიდა. -თქვენ ხართ ბატონი ალექსანდრეს საცოლე? -იცით მე არცერთი კაბა მომწონს აქ რაც არის წარმოდგენილი- ყველას მზერა მოავლო, რამდენიმეს შეეხო კიდეც- მოკლედ ბევრი დრო არ მაქვს, ამიტომ მოდელს მოგაწვით ძირითადად ხელით იქნება სამუშაო -ქორწილამდე როგორც ვიცით ცოტა დროა დარჩენილი და ჩვენ ახალი კაბის შექმნას ვერ მოვახერხებთ , ახლა მითუმეტეს ძალიან -კარგით, პრობლემა არ არის სხვას დავუკავშირდებით . ქალბატონები გააცილეთ- მოსამსახურე გოგონას თბილად გაუღიმა და უკან დაიხია,მაგრამ იისფრად შეღებილმა წამსვე შეაჩერა -არ არის საჭირო, აუცილებლად მოვახერხებთ ... თქვენ უბრალოდ მოდელი მოგვაწოდეთ. დღესვე დავიწყებთ მუშაობას , ნაჭერსაც შევუკვეთავთ -დეტალები არ მაინტერესებს , ქორწილამდე კაბა მზად უნდა იყოს ეს არის და ეს -მზად იქნება ...აუცილებლად -იცი როგორი კაბა გინდა? -გოგონები რომ გავიდნენ შემდეგ გამოჩნდა ელიზაბეტი -წარმოდგენაც არ მაქვს -ალექსანდრე რომ დატოვო ქორწილის დღეს ხომ იცი ვინმე სხვას მიიყვანს -ვიცი -ცეცხლი და ქარი ხართ ერთად -ქარი ან გააძლიერებს ცეცხლს ან ჩააქრობს - მშიდად მიუგო ქალს და შემდეგ სახლი დატოვა. გარეთ ისევ ციოდა, მოსაცმელი ჩაიცვა და მანქანისკენ დაიძრა. ჯერ უბრალოდ დადიოდა ქალაქში, ყველაფერს აკვირდებოდა არაფერი იყო შეცვლილი, ისევ ისეთი სიბინძურე მეფობდა ყველგან, ყველა კუთხეში . განა შესაძლებელია ერთმა ადამიანმა შეცვალოს ყველაფერი? არა, უაზრობაა დააბრალო რამდენიმე ნაბიჭვარს ხალხის გაუბედურება, ყველა თავის გზას ირჩევს, ზეწოლა მხოლოდ ღვთის მოვლენილი განსაცდელია და თუ არ გატყდები შეძლებ შეინარჩუნო სულის სიძლიერე, მაგრამ მათ ეს არ გააჩნდათ ისინი ისედაც სავსე იყვნენ ბოროტებითა და გარყვნილებით. იქ , ბინძურ ქუჩებში მდგომი ქალები საკუთარ სხეულს რომ ყიდიდნენ სასახლეში რომ დაგესვათ ისევ იგივეს გააგრძელებდნენ ოღონდ სხვა სამოსით, სხვა გარემოში . ეს იყო და ეს, მხოლოდ გარეგნობა, მხოლოდ ნიღბები ასხვავებდათ ადამიანებს ერთმანეთისგან . ძონძებით დაფარული სუფთა სულიც არსებობდა და ძვირადღირებულ სამოსშიც გამომწყვდეული. ორივეს სხვადასხვა პრობლემა ჰქონდა, ორივეს სხვადასხვა გამოწვევები ,მთავარი იყო ფარი რომელითაც საკუთარ ღირსებას დაიცავდნენ. მანქანა კლუბის მოპირდაპირე მხარეს გააჩერა. გზა გადაჭრა და მშვიდად დაიძრა შესასვლელისკენ, ყველგან მანქანები იყო, უკვე დაეწყოთ გართობა, გარეთაც იყვნენ ერთმანეთზე მოალერსე წყვილები ალბათ მალე გადაინაცვლებდნენ რომელიღაც ბნელ კუთხეში და დაიკამყოფილებდნენ ცხოველურ ინსტიქტს . ზოგი კლუბური ნარკოტიკებით იყო გაბრუებული, ზოგს უფრო ძლიერი წამალი ჰქონდა მიღებული, დადიოდნენ რობოტებივით, აყოლებდნენ სხეულს ხმამაღალ მუსიკას და თავიანთ სამყაროში მოგზაურობდნენ სადღაც ოცნებებს, შიშებს ან უბრალოდ სინამდვილეში მომხდარს იხსენებდნენ, შორს იყო მათი გონება . ყველაფერი შეეცვალა ბატონ გაბრიელს, რემონტი გაეკეთებინა, ახალი ავეჯი მოეტანა სულ სხვა ატმოსფერო იყო ირგვლივ,მაგრამ მაინც ისეთივე სულისშემხუთავი . დერეფანს გაუყვა სადაც ნახევრად შიშველ გოგოს ვიღაც მთვრალი კაცი მიჰყავდა . ალბათ იქაც გამოცვალა ყველაფერი, ოთახებიდან გამოსული ხმები კარგად არ ისმოდა, მუსიკის ხმა ფარავდა. დერეფნის ბოლოს დახვეული კიბე იყო რომელიც ქვემოთ ჩადიოდა , ფრთხილად ჩაუყვა საფეხურებს და აღმოჩნდა კიდევ ერთ სამყაროში , კიდევ ერთი ხმაური სადაც მუსიკის ხმა აღარ აღწევდა, ბეტონის სქელი ფენა აჩერებდა ხმას ,მაგრამ იქ შეძახილები ისმოდა, ბრძოლით გატაცებული ადამიანები ისხდნენ წითელ სავარძლებში, ქალები მათაც უმშვენებდათ გვერდს, სასმელით სავსე ჭიქები , ადრენალინით სავსე სხეულები და სხვისი ტკივილით მიღებული სიამოვნება. რინგს შეხედა სადაც მისთვის უცნობი ბიჭები იბრძოდნენ, შემდეგ კი მოშორებით მდგომ მაგიდას გახედა იქ იყო . ვიღაც წითურ ქალთან ერთად იჯდა რაღაცას უხსნიდა და თან ვისკის წრუპავდა. ძარღვები დაებერა და სუნთქვა გაუჩერდა ქალი მისკენ რომ მიიწია და თითები ფეხებსშორის ჩაუცურა. ცოტაც და გონება გაეთიშებოდა , ალექსანდრე მისკენ რომ მიიწია, ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და ხელიც არ გაუტოკებია ისე მოიშორა ქალი. ისევ დალია და საუბარი განაგრძო , უემოციო სერიოზული სახით. -მისვლაზე არც იფიქრო- მკლავზე მოეხვია გაბრიელის თითები და ყურთან ახლოს გაიგო მისი ხმა- საქმე აქვს და რომ მიხვიდე ყველაფერს აურევ -როდის მერე სჭირდება საქმის მოსაგვარებლად ვიღაც კ.ხპასთან ფლირტი -გეყოფა ... არ გეკადრება მარიამო. ეჭვიანობა რა შენი საქმეა -გავანადგურებ სხვას რომ შეეხოს ! - ისევ მათ უყურებდა, გაბრიელისკენ არც გაუხედავს იქვე მაგიდისკენ შებრუნდა და ორ ქერას თავზე დაადგა- აორთქლდით! -გააკეთეთ რასაც გეუბნებათ...მიდით უცებ, უცებ- გაბრიელმა მშვიდად გაუშვა ორივე , წასვლამდე საჯდომზე მოუთათუნა ხელი ერთ-ერთს და ტუჩებში აკოცა- ზემოთ რომ ავალ გამომყევი პატარავ -გეყოს ! -რა დღეში გაქვს ნერვები ...დალევ? -როგორ გგონია -კარგი მე დავლევ თორემ შენი ასეთ მდგომარეობაში ხილვა მაგიჟებს -რა ჯანდაბას გეგმავთ ...ვინ არის ის ქალი -ჰკითხე და გეტყვის ... მე არ ვიცი , მე ერთი უბრალო ბიზნესმენი ვარ - გაიცინა და სავარძლის ზედაპირზე გაშალა ხელები რამდენიმე წუთს გაგრძელდა ალექსანდრესა და ჟღალის დიალოგი. შემდეგ ქალი მოხდენილად წამოდგა, დაიხარა კაცს ლოყაზე მიაწება მსხვილი ტუჩები და ტანის რხევით ჩაიარა მათ წინ. ალექსანდრემ კიდევ ერთი ჭიქა დალია და შემდეგ ფეხზე წამოდგა. მარიამს მზერა გაუსწორა და სულ ცოტა ხანში მის გვერდით დაჯდა -აარჩიე კაბა პატარავ? - ხელი წელზე შეუცურა და თავისკენ მიიზიდა -შენი დაკრძალვისთვის ?- მარიამმა გაუღიმა და თითები წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა ,შემდეგ ყელზე გადავიდა და უცებ მოუჭირა- ან ყველაფერს მომიყვები ან წავალ და იმ წითურს ნაწილ -ნაწილ ავათლი ხორცს- ყურში ჩასჩურჩულა , იქვე აკოცა და მერე კბილები მოსდო -ეს გოგო სულ უფრო და უფრო გემსგავსება,არადა ადრე როგორი უემოციო იყო . ახლა ერთმა წითურმა გადარია ადრე მშვიდად დაჯდებოდა და უყურებდა როგორ ჟ.მავდი სხვა ქალს-გაბრიელი აშკარად ტკბებოდა სიტუაციის ცქერით და არც ფარავდა ამ ირონიას - ისე მაგარი ნაშაა...რომ დავინახე ეგრევე ამ.დგა . იქნებ სანამ საქმეზე წავა შემემოწმებინა -გაბრიელ ოჯახურ დიალოგში ნუ ერევი თორემ ხომ ხედავ როგორი განრისხებული ვარ -მარიამო კარგი რა ... გეყოს თამაში . ძალიან კარგად ვიცი რომ ერთობით ახლა ორივენი და ეს ს.რი ისე დაას.რე აღარც უდგება სხვა ქალზე შენს გარდა. გამოვცადე , ბევრჯერ და ცოტა კი შემეშინდა მეც რო დამემართოს ეგრე თავს მოვიკლავ . რა ჩემ ს.რად მინდა თავი თუ ერთ ქალს შევწირე მთელი ჩემი ენერგია, ცოდნა და უნარები -სახლში წავიდეთ , გაბრიელს საქმეები აქვს და ნუ მოვაცდენთ - ყელზე მფეთქავ არტერიაზე მიაწება ტუჩები ,ხელი მოხვია და მასთან ერთად წამოდგა -კარგად ძვირფასებო ...წითურის გამცოდაზე სერიოზულად ვამბობდი -იცი რაც უნდა გააკეთო და ნუ მოტყ.ავ ტვინს- ალექსანდრემ შეუღრინა და სწრაფად წავიდა დიდხანს აკონტროლებდა ბრაზს,მაგრამ მარიამმა ხელი რომ გააშვებინა და თავისი მანქანისკენ დაიძრა მანდ გაგიჟდა -საით -სალაპარაკო გვაქვს თუ რა გგნებავს? საქმეებს მიხედე -გეყოფა! -კი ნამდვილად მეყო , წადი იბანავე, ეგ შარვალი დაწვი და რომ განიწმინდები ვიფიქრებ მინდა თუ არა ამ ღამის შენს გვერდით გატარება - შებრუნდა და წავიდა. სწრაფად ატარებდა, ალექსანდრეც უკან მიჰყვებოდა მერე მოთმინება გადაეწურა და ამ გაუთავებელ რბოლას დასასრული უპოვნა. გზა გადაუჭრა , წინ გადაეღობა და მერე კარი გამოგლიჯა -ახლა მე წავალ , შენ გამომყვები და სადმე რომ გადაუხვიო გეფიცები შევიშლები -შეიშლები და მერე?- მზერა გაუსწორა და საჭეზე შემოაწყო თითები -მარიამ -მომიყვები ? -ჭკუიდან მშლი ამის დედაც - ამოიგმინა ,მანქანას მუშტი მიარტყა და კარიც ძლიერად მიხურა. უკან გაჰყვა, იცოდა ყველაფერს ათქმევინებდა და აგარაკზე რომ ავიდნენ მშვიდად გააჩერა მანქანა. სახლში ისე შევიდა არაფერი უთქვამს, მისაღებში დაჯდა და უყურებდა როგორ დადიოდა მის წინ ალექსანდრე, ჯერ მანტო მოიშორა, მერე სასმელი იპოვნა დაასხა და სწრაფად დალია . ბოლოს თავზე ხელი გადაისვა და მარიამს გახედა -კაბა შეარჩიე? -სიურპრიზია -მართლა იეჭვიანე? -არა ! -აბა რა სცენები გამიმართე -ვერ ვიტან გაუგებრობებს, ვერც ქალებს რომლებიც სველდებიან შენს სიახლოვეს და იცი, რომ ემოციები არ გამაჩნია შენს გარდა არავისთან და არაფერთან მიმართებაში - მის წინ დადგა და თითები ლოყაზე შეახო- მომიყევი ყველაფერი რის გამოც დავბრუნდით და რასაც აპირებ რომ ვიცოდე რა გველის წინ , ხომ იცი რომ ასე უფრო დაგეხმარები - მის ტუჩებთან ლაპარაკობდა ,მაგრამ ალექსანდრემ არ ადროვა, ისევ ღრმად სუნთქავდა ტუჩებზე დააცხრა, კბილები ჩაასო და მკლავები ისე მოხვია სხეულზე რომ მარიამს თავის დახსნაც აღარ შეეძლო. მერე თითები თმაში შეუცურა, მოუჭირა და თავი უკან გადააწევინა -გეყოფა -შენ გეყოფა , ნუ ცდილობ ჩემთან დამალობანას თამაშს. მე და შენ ერთად ვერ ვიქნებით თუ შენ თავიდან გაეხვევი შენს ქაოსურ , ჩახლართულ ამბებში . მე სული მოგეცი , შენთვის შემიძლია დაუფიქრებლად მოვკვდე და მოვკლა , მაგრამ საიდუმლობით სავსე ცხოვრებას არ ვაპირებ -პატარავ -მისი ამღვრეული თვალები რომ დაინახა თითები ისევ ყელზე ჩამოუსვა და ტუჩებში აკოცა- ხომ იცი რომ გაღმერთებ ... შენ ხომ იცი -მიეჩვიე ჩემს არსებობას შენს ცხოვრებაში, თუ გინდა რომ მეც მოვირგო ნიღბები მომიყევი -ჯანდაბა! -ისევ აკოცა, მანტო მოაშორა ტანზე გამოყვანილ კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში მისი სხეული საოცრად გამოიყურებოდა, ყელზე მიაწება ტუჩები და მკერდისკენ გაიკვლია გზა -ახლა ძალიან მინდიხარ ... - ხრინწიანი ხმით უთხრა და თითების მარტივი მოძრაობით ბოლომდე გახსნა კაბის ელვა. მოშიშვლებულ ზურგზე ჩამოუსვა თითები და საჯდომზე მსუბუქად მოუჭირა-მარიამ -მე რომ არ ვყოფილიყავი იქ რას გააკეთებდი... რა იგრძენი წითურის შეხებისას - პერანგის ღილები გაუხსნა , მხრებზე გადაუწია და წამსვე გააშიშვლა. გამოკვეთილ ლავიწზე აკოცა და მერე კბილები მოსდო-მითხარი ჟრუანტელმა დაგიარა? რომ არ მოგეშორებინა მოგინდებოდა მისი სავსე ტუჩები და მკერდი - თითები მენჯთან ჩააცურა, შარვალი გაუხსნა და თხელ ფალანგებში მოიქცია მისი გამკვრივებული ორგანო- ჯანდაბა - ალექსანდრე კოცნას არ წყვეტდდა განიერ ტყავის დივანს ზემოდან დაეცა , ცივი ზედაპირის შეხებისას გააჟრჟოლა - ალექსანდრე - წამოიკვნესა და მთლიანად დაჭიმული, გავარვარებული სხეულით შეერწყა კაცის სხეულს. თითები წელზე შეუცურა და ბეჭებისკენ აუყვა . თვალებში უყურებდა, მისი სხეულის მოძრაობას ჰყვებოდა და მზერას არ აშორებდა. ალექსანდრეს არაფერი უთქვამს , კოცნიდა, ეფერებოდა და ბოლოს მის ყელში თავჩარგული ღრმად სუნთქავდა. თითებს მის მოშიშვლებულ ბარძაყზე დაასრიალებდა, წელზე გადავიდა, ნეკნებს მიუყვებოდა და შემდეგ გამკვრივებულ მკერდსაც მოეფერა -სხვა დროს იქედან არ გავუშვებდი, ნებისმიერ ბნელ კუთხეში გავჟ.მავდი და მერე გავუშვებდი თავისი ფუნქციის შესასრულებლად ,მაგრამ ახლა ... ჯანდაბა არც კი მჯერა რომ ყველა მაღიზიანებს შენს გარდა . გულს მირევენ ჩემ უბეში ჩაძრომის სურვილით ანთებული ქალები და იმაზე მეტად მაღიზიანებენ ვიდრე ოდესმე . საერთოდ არ მოსწონს ეს შეგრძნება ჩემს ერთ ნახევარს ,მეტიც მაცოფებს და ზოგჯერ ძალიან მინდა რომ დაგახრჩო -თვალებში უყურებდა , ისევ აკოცა და გაეღიმა მარიამმა თითები თმაში რომ შეუცურა -მერე რა იქნება მაგ მეორემ რომ გაჯობოს და სხვა მოგინდეს -არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი რომ არასდროს გაგიშვებ ! -მე ელიზაბეტი არ ვარ ... ვერ აგიტან სხვა ქალის სუნით სხეულზე -ისე გააკეთე რომ არ გიღალატო- ჩაიცინა და დაბერილ ძუძუსთავზე ტუჩები მიაწება -ალექსანდრე არ მომიყვები?- დივანს მიყრდნობილს მზერა გაუსწორა. ქალის ტერფები ფეხებზე ეწყო ,სიგარეტს ეწეოდა და თითებით თამაშობდა მის თხელ წვივებზე -თორნიკეს და ჩვენს საერთო ბიზნესს პრობლემა აქვს. ვიღაც ახლადგამოჩეკილი ს.რი გამოჩნდა რომელსაც გაბრიელიც ვერ მოერია , ზედმეტად გაიძვერაა. თითქოს ზუსტად იცის ამათი ყველა ნაბიჯი და ვერაფერი მოუხერხეს. იარაღი შემოაქვს , იმდენი რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყებაც შეიძლება. აქ აჩერებს ,მერე ქვეყნიდან გააქვს და ყიდის . ადრე მხოლოდ ამით იყო დაკავებული , ახლა კლუბი გახსნა და რამდენიმე ბორდელი. ნარკოტიკი , კ.ხპები, იარაღი ყველაფერი ერთბაშად უნდა . გაბრიელის გოგონებიდან რამდენიმე წამალზე შესვეს ,ერთი პერედოზით მოკვდა . მოკლედ თუ არ გავაჩერებ ამ სანაგვეს მთლიანად ჩაძირავს არ მჭირდება კაცი რომელსაც ვერავინ აკონტროლებს და რომელიც არაფერს ცნობს. ყველა ობიექტი სხვადასხვა ადამიანის საკუთრებაშია მის წინაარმდეგ არაფერია, სუფთად მუშაობს - კბილებსშორის გამოსცრა სიტყვები და სიგარეტის კვამლი მაღლა ჭერისკენ გაუშვა - ის რიჟა მის კლუბში შეაღწევს და ინფორმაციას მოგვაწვდის -რატომ ხარ დარწმუნებული რომ გამოუვა, ასეთი ჭკვიანი კაცი თუ არის აგენტს ვერ ამოიცნობს? -ის ქალი დიდი ხანია ორმაგ თამაშს თამაშობს , ადრეც ეხმარებოდა თორნიკეს და კარგად იცის რაც უნდა გააკეთოს. მთავარია რამდენიმე კამერა დატოვოს , მოსასმენები და მერე გამოვა ისე რომ იმ ვაჩესთან შეხვედრაც არ მოუწევს - სიგარეტის ღერი ისევ ტუჩებსშორის მოიქცია , ძლიერად მოქაჩა და თავი უკან გადასწია - რაღაც მეტი უნდა ... ვიღაც არარსებული კაცია , მოგონილი იდენტობით თითქოს ციდან ჩამოვარდა . არც ოჯახი ჰყავს, არც საყვარელი , არავინ . ყელზე რაღაც ტატუ აქვს , ხის ტოტების მაგვარი, სისხლძარღვებივით მიუყვება ყბამდე ,ფოტოზე კარგად არ ჩანს,მაგრამ მგონია რომ ნაიარევი აქვს დაფარული -გგონია რომ საშიშია ? თუ უბრალოდ თქვენს ბიზნესს უქმნის საფრთხეს -არ ვიცი , ამისთვის მჭირდება დაბრუნება , მის წინ დგომა და მეტი ინფორმაცია...მთავარი იცი რა არის? ეს კაცი მამაჩემის სავარძლის მფლობელია ხელს ვერ ვუშლი იმიტომ რომ ახლა ყველას და ყველფერს ის მართავს .... -აქ უკვე ყველაფერი თავდაყირაა არადა მეგონა უფრო დიდი სანაგვე ვერ გახდებოდა... ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან ცოდვებით რომლებიც მათ სულს ამძიმებს -არ ვარ შეჩვეული ... ჩემს ტვინში არსებული ამბების მოყოლა არასდროს მიცდია - ცხვირის წვერზე შეეხო და გაიღიმა-ქალბატონო ექიმო თქვენ ხვალ მორიგე ხართ ხომ? -ქალბატონი ექიმი შვებულებას აიღებს ... ქორწილისთვის უნდა მოემზადოს - სიგარეტი მოაშორა, ზემოდან მოექცა და ისევ აკოცა- ტყუილად ღელავ, ყველაფერი გამოგივა ისევ ისე როგორც ადრე ! შენ და შენი საოცარი გონება უძლეველები ხართ , ვერავითარი ძალაუფლება შეზღუდავს შენს შესაძლებლობებს- თვალებში უყურებდა , მისი ხმა გონებას ურევდა, ნებისმიერი სისულელის დაჯერება შეეძლო ასე რომ ესაუბრებოდა - შენზე დიდი ძალაუფლება არავის აქვს ამქვეყნად , ყველა და ყველაფერი დაგემორჩილება თუ შენ მოინდომებ - ჰიპნოზივით იყო მარიამის სიტყვები, ტვინის ყველა კუნჭულს ეხებოდა და იპყრობდა ................ ორი კვირა იყო დარჩენილი ქორწილამდე. მიუხედავად დაპირებისა მაინც ვერ შეძლო სახლში გაჩერება , კლინიკაში წავიდა და მხოლოდ კაბის მოზომებით შემოიფარგლებოდა მისი სამზადისი. ალექსანდრეც მთლიანად საქმეებზე იყო გადართული, თორნიკესთან ერთად ცდილობდა ძველ კალაპოტში დაბრუნებას თან ახალ მტერთან გამკლავებას , მის შეცნობას და სწორი გზის არჩევას. -კაბა ვნახე ... -აღფრთოვანებული არ ჩანხართ- მშვიდად გაუსწორა მზერა ელიზაბეტს და სანდრას თმას მიუბრუნდა. პატარა ქალბატონი მორჩილად იჯდა და ელოდა როდის დასრულდებოდა მისი ნაწნავები. -ძალიან სადაა , მაგრამ დახვეწილი სწორედ ისეთი როგორიც ამ ქორწილს და შენს სტატუსს შეეფერება -მიხარია ასე რომ ფიქრობთ- გაუღიმა და პატარა ქალბატონის ნაწნავებს თითები ჩამოაყოლა- ულამაზესი ხარ , ახლა შეგვიძლია მამიკოსთან დავბრუნდეთ- ხელში აიყვანა და ჭორფლიანი ლოყები დაუკოცნა -კაქათ- წასვლამდე ელიზაბეტთან დამშვიდბება არ დავიწყნია -ბებოს დახატული - ქალბატონი ზედმეტად თბილიც კი იყო ბავშვთან. იმის გათვალისწინებით რომ თორნიკესთან ურთიერთობა თითქმის არ ჰქონდათ სანდრაზე უგონოდ იყო შეყვარებული- კიდევ მოდი იცოდე ,მამიკოს უთხარი ლიზა ბებოსთან მინდათქო - თითები დაუკოცნა და ჩუმად ეჩურჩულებოდა - მომენატრები ჩემო ჩიტო ბავშვი მარიამს გაჰყვა, თითები ჰქონდა ჩაკიდებული და მშვიდად მიაბიჯებდა. ალექსანდრე ეზოში ელოდათ დაცვის უფროსს ესაუბრებოდა გოგონები რომ დაინახა მაშინვე მანქანისკენ დაიძრა. -გთხოვთ ქალბატონო- ხელში აიყვანა და თავის სავარძელში მოათავსა, ღვედიც შეუკრა - მალე მამიკოსთან ვიქნებით მარიამი მის გვერდით დაჯდა და ღვედი შეიკრა. ჩუმად იყო , წინა ღამის მორიგეობის შემდეგ თვალები ჩაშავებოდა , დაღლილი იყო და ძილის გარდა არაფერი უნდოდა. ალექსანდრე ბავშვს ელაპარაკებოდა და სარკიდან უყურებდა. -შეგეძლო დარჩენილიყავი -მაინც ვერ დავიძინებდი -ისეთი შეგრძნება მაქ თითქოს უჩემოდ იმ სახლში დარჩენა გაშინებს -კომფორტულად არ ვარ...მერჩივნა თორნიკესთან გვეცხოვრა ,თუნდაც გაბრიელთან -წარმოდგენა არ გაქვს გაბრიელი როგორ ცხოვრობს თორემ ელიზაბეტი მოგენატრებოდა თავისი სასახლით -მუზეუმში ვცხოვრობთ, ფინჯანსაც რომ ვიჭერ მეშინია არ დამივარდეს და რომელიმე იმპერატორის სასახლიდან წამოღებული რელიქვია არ შევიწირო -ქორწილამდე ორი დღეც არ დარჩა , ყველა ამაზე საუბრობს უკვე. მოსაწვევები დარიგებულია -ისიც დაპატიჟე? -რა თქმა უნდა -ნამდვილი მასკარადი იქნება - ბავშვს გადახედა თავის თოჯინას თმაზე რომ ეფერებოდა და გაეღიმა- რა კარგია როდესაც ბავშვი ხარ, თანაც ასეთი განებივრებული და სიყვარულით სავსე -ბავშვობა ის პერიოდია რომელიც ყველაზე სწრაფად გადის თან ისე რომ ვერაფერს ვიაზრებთ , გეგმებისა და მიზნების გარეშე უბრალოდ მივყვებით დინებას, ლაღად და თავისუფლად -პრინცის ცხოვრება ბავშვობაშიც ნამდვილი ნეტარება იქნებოდა -ვგონებ ქალბატონი სანდრა უფრო განებივრებულია ვიდრე მე - პატარა ქალბატონს უღიმოდა და ნელა ატარებდა. ასეთი მშვიდი და ბედნიერი მარიამთანაც კი არ იყო. ბავშვი სრულიად ცვლიდა, ისეთი ტკბილი ხდებოდა შაქარყინულს ემსგავსებოდა და სრულიად გადაჰყავდა ჭკუიდან მარიამი. ზოგჯერ თვალს ვერ აშორებდა ბავშვთან თამაშში გართულს და ფიქრის უნარიც ეკარგებოდა. თორნიკესთან შუაღამემდე დარჩნენ, პატარა ქალბატონს მამიკოს მკლავებში ჩაეძინა და ისეთი ნამცეცა ჩანდა ღიმილს ვერ შეიკავებდით . სასაცილო იყო ამ ერთიციდა ბავშვის ირგვლივ ეს მონსტრები რომ იკრიბებოდნენ პატარა პეპლებს ემსგავსებოდნენ სულ გაღიმებულები დადიოდნენ, გაბრიელი ცუდ სიტყვებსაც კი არ ამბობდა, ხვევნა-კოცნის გარდა არაფერზე ფიქრობდნენ, მთავარი მიზანი სანდრას ღიმილი იყო , მისი ბედნიერება და სხვა არაფერი. ბავშვი როგორც კი დააწვინეს და მისაღებში დაბრუნდნენ წამსვე დაბრუნდა პრობლემებიც, შეკრული წარბები, მოღუშული , გადაღლილი სახეები და უწმაწური სიტყვების კორიანტელიც თან მოიტანეს. -იმ დედამოტ.ნ.ლმა ახალი პარტია ჩამოიტანა როგორც გავიგე თვითონ არ აკონტროლებს ამ დეტალებს, მთავარ საქმეებს უძღვება და აშკარად არ იცის რა თ.სლი მონები ჰყავს , როგორ ახტებიან თავზე . ახალია და კონტროლის დამყარება უჭირს, ზედმეტად ბევრ რამეს აწვება ეგ ს.რი -წითურმა რაო - თორნიკემ ღვინით აავსო ჭიქები და სავარძელში მიესვენა- ელაპარაკე? -თვითონ საერთოდ არ გამოჩენილაო, გოგონების უმრავლესობა სრულწლოვანია , გამოცდილია ,მაგრამ ახლებიც მოჰყავთო. ვიღაც დედამოტყ.ული მამაშა ჰყოლია სატანაა , ფულს ტეხავს, გოგოებს ატერორებს და ის აძლევს ნარკოტიკსაც . მერე როგორც სჩანს ვალებში გახვეულებს ტყუილად ამუშავებს და მოკლედ იმ ვითომ ელიტურ კლუბში ბარდაგი აქვს მოწყობილი იმ ნაბ.ზ.რს -იქნებ თავადაც არ უნდა ასეთი ქაოსი შექმნას ქალაქში...ვერ ვხვდები ცივსისხლიანი ა თუ აქვს რაღაც პრინციპები -მეც ვერ გავიგე ტო... თურმე აბები შემოაქვს მხოლოდ და ის ჰეროინი ვაფშე არ ყოფილა მაგის გადმოტანილი. ვიღაც მგონი ებრძვის და ვერ ვხვდები ეგ მესამე ვინღაა -მალე დაარტყავს ბატონი ვაჩეც და გავიგებთ - ქორწილი გველის წინ და ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ ტო -გაბრიელმა ამოიხვნეშა და სიგარეტს მოუკიდა- რას ვიფიქრებდი თქვენს ქორწილს თუ მოვესწრებოდი. ვაფშე ვერ წარმოვიდგენდი რომ მარიამს გააბრიყვებდი, არადა როგორი ჭკვიანი და გემოვნებიანი ჩანდი მარიამო -ვიცით რომ ეჭვიანობ და არ გეთმობი , გეყოს პატარავ- ალექსანდრემ თვალი ჩაუკრა და თითები მის ბარძაყზე აასრიალა -შენ შ.გ ხო არ გაქ...ხელი მომაშორე ფუჰ - ისე გახტა გვერდით ლამის სავარძელი ამოაყირავა. სახე დამანჭა და ახარხარებულ ბიჭებს ბღვერით გახედა- შენნაირი ბრტყელი ტრ.კები არ მევასება -ამას მინიმუმ კარდაშიანზე უდგ.ბა - თორნიკემ გადაიხარხარა და მერე ღვინით სავსე ჭიქა ბოლომდე დაცალა- ორ დღეში ოფიციალურად მარიამ კოსტავა იქნები -არ უხდება ჩემს სახელს ალექსანდრეს გვარი - ჩაიცინა და თავადაც მოსვა წითელი ღვინო თხელი მინის ბოკალიდან -ბავშვს დაარქვით ისეთი სახელი სანდრუშას გვარი რომ მოუხდეს - თითქოს შეპარვით თქვა გაბრიელმა და შემდეგ მარიამს მზერა მოარიდა -ჩვენი წასვლის დროა...მარიამს გამოძინება სჭირდება , მეც ხვალ საქმეები მაქვს . თქვენ ერთად რჩებით გვრიტებო? -დავაი რა - გაბრიელმა წარბები შეკრა და სავარძელს თავი მიაყრდნო- ქორწილში გნახავთ ჩუმად იყვნენ სახლში მისვლამდე, მარიამმა ერთიანად იგრძნო დაღლილობა და ძლივს მილასლასდა საწოლამდე. გამოიცვალა და საბანში გაეხვია, ალექსანდრეც მალე მიუწვა გვერდით , მკლავები მოხვია და ტუჩები დაუკოცნა -დაიძინე პატარავ-სანათი ჩააქრო და სრულმა სიბნელემ დაისადგურა. სენტიმენტებით არცერთი გამოირჩეოდა,მაგრამ ბავშვზე საუბარს ორივე ერიდებოდა. მარიამი აბებს იღებდა და აშკარა იყო რომ ჯერ არც კი ფიქრობდა ბავშვზე. მიზეზი ალბათ ორივესთვის ნათელი იყო და ზედმეტ საუბარს აზრიც არ ჰქონდა , ალექსანდრეც ვერ რისკავდა ამ პასუხისმგებლობის აღებას მიუხედავად იმისა რომ პატარა სანდრასთან სრულიად იცვლებოდა საკუთარ შვილს მაინც ვერ წარმოიდგენდა. სულ რაღაც ერთი დღე ჰქონდათ დარჩენილი და შემდეგ ოფიციალურად დაბრუნდებოდა ქვეყნის მთავარი ამბების ეპიცენტრში სამწლიანი გაუჩინარების შემდეგ მტერსაც და მოყვარესაც შეახსენებდა საკუთარ არსებობას. დაუბრუნდებოდა ჩვეულ ცხოვრებას ამჯერად მარიამთან ერთად. მძინარეს უყურებდა, თავად ძილთან დამეგობრება ისევ შეუძლებლად მიაჩნდა და მაქსიმუმ ორ საათს თუ ეძინა ღამის განმავლობაში მანამდე ფიქრობდა, გეგმებს აწყობდა ან უბრალოდ მარიამის მშვიდ ძილს დარაჯობდა. ამ თვეების განმავლობაში ყოველ ღამეს მის გვერდით ატარებდა იმ ღამეების გამოკლებით როდესაც მარიამი კლინიკაში მორიგეობდა. იყო ღამეები როდესაც მარიამი კოშმარებს ხედავდა ,მაგრამ გაღვიძებულს არაფერი ახსოვდა ხოლმე ან უბრალოდ ნაწყვეტები იყო . თავიდან ეგონა რომ უბრალოდ კოშმარი იყო და როგორც ყველა სიზმარს ამასაც ვერ იმახსოვრებდა ტვინი ,მაგრამ შემდეგ მიხვდა რომ ეს სიზმარი რეალობიდან იყო ნაწყვეტი , ფრაგმენტი რომლის დავიწყების უფლებას ტვინი არ აძლევდა და ამ გზით ახსენებდა. რამდენიმე თვე იყო გასული ბოლო შემთხვევიდან , თითქმის მოდუნებული უკვე დაძინებას აპირებდა მარიამმა ღრმად სუნთქვა რომ დაიწყო, თითებით საბანს ჩააფრინდა, ძლიერად უჭერდა ნაჭერს და სხეული ცივი ოფლით ენამებოდა. მოიკეცა, ისე მოიკეცა თითქოს სადღაც პატარა ყუთში იმალებოდა ,ჰაერი არ ჰყოფნიდა და კანკალებდა. გულს უკლავდა მისი წამება,მაგრამ განგებ არ აღვიძებდა, უნდოდა ბოლომდე ენახა მისი სიზმრის განვითარება . საწოლზე იჯდა და კუნთებდაჭიმული დაჰყურებდა გაფითრებულ, გაყინულ გოგოს სუსტი გალეული სხეული რომ დაეკრუნჩხა და ტუჩები სულ დაულურჯდა . შემდეგ უცებ წამოჯდა, თვალები გაახილა და გულზე ხელი მიიჭირა. მოიკეცა, ღრმად სუნთქავდა და დაწითლებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა მანამ სანამ ალექსანდრეს ღამისფერებს არ წააწყდა ,იმ წამს დაუბრუნდა დედამიწას, ძლიერად მოხვია მკლავები და მის ყელში ჩამალა სახე -ყველაფერი დასრულდა... შენ კარგად იქნები , გპირდები -თითები თმაში შეუცურა დანამულ ,გაყინულ ყელს უკოცნიდა . სხეულზე საბანი მოახვია ,თითებს ზურგზე დაატარებდა კოცნიდა და მის გათბობას ცდილობდა -დავიღალე ... რატომ ვხედავ ამ სიზმრებს ახლა ასე ხშირად. ადრე წელიწადში ერთხელ თუ ვნახავდი ახლა კი ლამის ყოველ თვე ერთი და იგივე მეორდება. -მომიყევი რა გახსოვს ...მომიყევი პატარავ- მის ტუჩებს შეეხო და უკვე გამთბარ ქალს პერანგის ქვეშ შეუცურა თითები. ხერხემლის მალებიც კი ისე ემჩნეოდა თითოეულ მათგანს დაითვლიდით. წელზე გადავიდა, ფრთხილად დაატარებდა თითებს და ისე უსმენდა ღონემიხდილს -სულ სიბნელეს ვხედავ, შორიდან მოსულ რაღაც სინათლეს, ხმაურს და თან ყურებზე ხელები მაქვს აფარებული. ძალიან პატარა ვარ, კუთხეში ვზივარ . მერე ვიღაც წყლით სავსე აბაზანაში მაგდებს . მის სახეს ვერ ვხედავ ,წყლიდან არ ჩანს . სუნთქვა მიჭირს მინდა ამოვიდე ,მაგრამ მერე ხმაური ძლიერდება ,კივილის ხმა ისმის და მერე სრულდება . ნათელი არაფერია , მხოლოდ სუნთქვა მეკვრის, ვიკეცები, მცივა, კანი მეყინება, არაფერი მესმის და სულ პატარა ვარ -დამშვიდდი, ჩშშ - ლოყაზე მოეფერა და ისევ აკოცა- მე შენთან ვარ ,ყველაფერი ან სიზმარია ან წარსულის ბნელი მოგონება -მე სულ ჩვილი ვიყავი ბავშვთა სახლში რომ მოვხვდი ,მერე ჩემს აღმზრდელებთან ვცხოვრობდი ხომ იცი ისინი კარგად მექცეოდნენ, არავინ მაწამებდა, არც წყალში მსვავდა და არც დამალვა მიხდებოდა. ჩვეულებრივად ვცხოვრობდი საიდან უნდა იყოს ეს მოგონება -იქნებ ისე არ არის როგორც გგონია...იქნებ იყო კიდევ რაღაც რაც დაგიმალეს -უბრალოდ დავიწყება მინდა, რატომ მესიზმრება. არ მაინტერესებს რა იყო წარსულში, მშვიდად მინდა ვიყო - მის მკლავებში ჩამალული პატარა უსუსურ ბეღურას ჰგავდა იმ წამს. ალექსანდრეს მთელი სხეულით ეკვროდა და ნელ-ნელა სისხლის მიმოქცევაც უძლიერდებოდა. -დასრულდება, ერთ დღეს აუცილებლად დასრულდება . ყველაფერს გავარკვევთ თუ საჭირო იქნება ამ კოშმარის მოსაშორებლად . ახლა დაიძინე პატარავ -ხელი არ გამიშვა -მისი მტევანი მკერდთან მიიტანა, თითები მოუჭირა და თვალები მინაბა- შენც დაიძინე ჩემთან ერთად -ტუჩები თითებზე მიაწება და მისი სხეულისგან წამოსული სითბოს შეგრძნება განაგრძო. გვიან გაეღვიძა, უკვე პირველი საათი იყო . საწოლში მარტო იწვა , ალექსანდრე დიდი ხნის წასული იყო და უცნაური სიცარიელე იგრძნო. საწოლიდან ფრთხილად წამოდგა, გარდერობში უზარმაზარი სარკის წინ დადგა და საკუთარ გაცრეცილ ანარეკლს მზერა გაუსწორა. დამღლელი მორიგეობის, სტრესის, დარჩვეული ძილისა და კვების გრაფიკის შემდეგ თვალებდაშუპებული, ჩაშავებული უპეებით გალეული სხეულითა და ფერმკრთალი კანით იდგა სარკის წინ , ისევ ნაცრისფერი იყო . პენუარის წვრილი ბრეტელები მკლავებზე ჩამოცურდა , თხელი ნაჭერი იატაკზე დავარდა ის კი დაწითლებული სფეროებით უყურებდა ანარეკლს რომელიც იმ წამს საშინლად არ მოსწონდა. ზურგი აქცია , სწრაფად მოწესრიგდა და ისევ განაგრძო სულზე აფარებული ნიღბებით ცხოვრება . სახლი ცარიელი იყო ,მხოლოდ მოსამსახურეები დახვდა სამზარეულოში. ისვენებდნენ და მაშინვე წამოიშალნენ მარიამი რომ დაინახეს -დასხედით ... სახლში სხვა არავინაა? -ქალბატონი ელიზაბეტი იყო და ცოტა ხნის წინ გავიდა . რით შემიძლია დაგეხმაროთ -თიკუნა კარგი რა - გაუღიმა ნაცნობ გოგონას რომელიც ჯერ კიდევ ალექსანდრეს სახლიდან ახსოვდა და ხელით ანიშნა დაჯექიო. თავად მოამზადა ყავა და მაცივარში საუზმობისთვის საჭირო ყველაფერი იპოვნა- აქ როდის გადმოხვედით? -ბატონმა ალექსანდრემ დამირეკა...თქვენს სახლშიც წამოვალ -დალი როგორ არის ხომ არ იცი -კარგად, რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე ბატონი ალექსანდრეს თხოვნით -აქვს დრო ჩვენთან რომ იმუშაოს?- ყავას მიირთმევდა და გოგოს უყურებდა -კი...კი ისე გაუხარდა რომ ვუთხარი თქვენი დაბრუნების შესახებ მაშინვე დაგვთანმდა. -ძალიან კარგი , მიხარია თქვენ რომ იქნებით ბატონი ალექსანდრე სახლის ამბებზეც თავად ზრუნავდა და მცირედი სინდისის ქენჯნა იგრძნო სიხარულთან ერთად. ფინჯანი ყავით მიიღო ენერგია და შემდეგ ამირეჯიბთან დარეკა. მეორე ზარს უპასუხა და ცოტა აანერვიულა კიდეც თაბაგარი -გაიღვიძე პატარავ? -სად ხარ ? -საქმეზე -მაპატიებ ეგოისტობას? -რომელ ეგოისტობას მარიამ?- აშკარად გაეღიმა -სახლის და ქორწილის ამბებიც შენ რომ შეგატოვე , მაგრამ შენი ბრალია ადრე უნდა გეთქვა ყველაფერი -და ახლა სერიოზულად გგონია რომ მე გადავიღლები ? ტეხავს, ამ ბოლო დროს გავიწყდება ჩემი შესაძლებლობები , გგონია დავბერდი? -ალექსანდრე -რა გინდა პატარავ, დაისვენე და მე ყველაფერს მოვაგვარებ . ასე უფრო კომფორტულად ვარ -ჰმ, დამოუკიდებლად იღებ გადაწყვეტილებებს და ყველაფერი შენს ნებაზეა ხომ? -შენც მოგეწონება, ჩემი ერთი ნაწილი და შენ ერთნაირები რომ ხართ არ იცი ტო? -ზოგჯერ იმდენად მაბედნიერებ რომ სერიოზულად მეშინია -ატრაკებ შენ თავს ვფიცავარ- მარიამი ნათლად ხედავდა როგორ იღიმოდა, სიგარეტი ტუჩებსშორის მოიქცია და კვამლი გამოუშვა. სუნთქვა შეეკრა ისე მოუნდა ახლოს ყოლოდა -მალე დაბრუნდები? -მოგენატრე? -თუ არ დაბრუნდები იცოდე გიპოვნი -დამელოდე - ისე გაუთიშა სიტყვის თქმა აღარ ადროვა . მოლოდინის რეჟიმში ინსტიქტურად გადაერთო,მართალია დიზაინერი ეწვია კაბა მიუტანა . ბოლო სინჯებმა წარმატებით ჩაიარა მაგრამ საკმაოდ დიდი დრო წაიღო, ვიზაჟისტიც არჩევდა მაკიაჟს და სტილისტიც ვარცხნილობას. მოკლედ ყველა დეტალი დამღლელი იყო,თითქოს არაფერი,მაგრამ მაინც მარიამისთვის არასაინტერესო საქმე ძალზეც მოსაწყენი გახლდათ. გვიანი იყო ბატონი რომ მივიდა, უკვე ვახშმობას აპირებდნენ და მის გვერდით დაიკავა ადგილი. ლოყაზე აკოცა, გაუღიმა და ვახშმობას მდუმარედ შეუდგა -ხვალ ქორწილი აქვთ და არცერთს ადარდებს, ასეთი არაფერი მინახავს -ახლა მახსენდება როგორ ვნერვიულობდი ქორწილამდე ... რა მანერვიულებდა ნეტავ გამაგებინა -ჯანდაბა! რომ დაგინახე მეგონა იქვე მოვკვდებოდი - დავითი ჭიქას დაჰყურებდა, მერე სასმელით გაისველა გამშრალი პირი და ელიზაბეტს მზერა გაუსწორა- შენ კი ისე მიყურებდი აშკარად ხალისობდი ჩემი დაშტერებით -რომ უსმენ გეგონება 42 წელი სიამტკბილობაში გაატარეს -ნეტავ ისე გიყვარდეს შენც როგორც მე და ელიზაბეტს გვიყვარს . შენგან კაცმა არ იცის რა არის მოსალოდნელი, ერთნაირი ცივები ხართ . მეშინია რომელიმემ რამე არ მიქაროთ თორემ მაშინვე შეიძულებთ ერთმანეთს და თქვენი მტრობა მეორედ მოსვლის ტოლფასი იქნება -როგორ პოზიტიურ განწყობას ქმნი ბატონო მამა, პირდაპირ გასაოცარია -დათუუ- უცებ სირბილის ხმა გაიგეს , სიჩუმე პატარა ქალბატონმა დაარღვია. ჯინსის შარვალი და უსაყვარლესი ფერადი მოსაცმელი ეცვა. თმები წვიმის წვეთებით დანამვოდა და სახეზეც ჰქონდა რამდენიმე წვეთი. უკან თორნიკეც მოჰყვებოდა ჩვეული სერიოზული გამომეტყველებით -ბაბუს პრინცესა მოსულა - წამში აიტაცა კაცმა ხელში და მუხლებზე დაისვა- შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა- თითები დაუკოცნა ყურებამდე გაღიმებულს -სახლში მიმყავდა და აიჩემა დათუსთან მინდაო ... მთელი დღეა თავის ნებაზე დამატარებს. დაგტოვებ ახლა აქ და მე წავალ იცოდე -ნუ ჭედავ რა...აქ მოდი , ივახშმე ჩვენთან ერთად -ბატონი არ გვკადრულობს -ბატონს მაგრად არ სიამოვნებს ეს ვითომ დამთბარი ურთიერთობა და ვერ დაივიწყებს 25 წელს - წამსვე მიუგო და სანდრას გახედა-პატარა ქალბატონო ან წამოხვალ ან რჩები ! -აუუფ ალ მიდა- მკერდზე გადაიჯვარედინა თითები და წარბები შეკრა -წავედი მე -რას ბავშვობ ტო , მოდი აქ -ლაპარაკი ახლა დაიწყო და უკვე თავზე გვაზის მერე რას იზამს . ცოტა უნდა მოტყდეს თორემ უკვე ძაან მათამაშებს ბოლოს მაინც მაგიდასთან დაჯდომა მოუხდა. ალბათ ერთი საათი დარჩნენ და შემდეგ გაჰყვა ქალბატონი ისიც იმიტომ რომ ქორწილისთვის კაბა სახლში ჰქონდა. -ხვალ ქალბატონი კოსტავა გახდები- მარტო რომ დარჩნენ მისი სახე ხელებში მოიქცია და რამდენჯერმე ნაზად შეეხო ყვრიმალებზე- ჯანდაბა , ასე ძალიან თუ მესიამოვნებოდა ვერ ვიფიქრებდი -ხვალიდან ყველაფერი კიდევ უფრო რთული და საშიში გახდება, მაგრამ მაინც ვგრძნობ ადრენალინის დოზა როგორ ნელ-ნელა იმატებს -მაგ წყეულმა შეგრძნებამ იმდენად იცის შეჩვევა რომ შემდეგ ლომკა გეწყება თითქოს გიჟდები თუ რაღაც ცუდს არ ელი , ტონუსს რომ კარგავ სუნთქვა გეკვრის, სიმშვიდე სულს გიხუთავს . ისე როგორც ლტოლვა , ვნება რომ მხედავ და სველდები - ჩაიცინა და მის მკლავებში მოქცეულს ტუჩები გამოკვეთილ ლავიწებზე მიაწება, ისეთი გამხდარი იყო ,ისეთი სიფრიფანა ყველა ნაკვთი საოცრად გამოკვეთილი ჰქონდა . თეთრი კანი და მათ ქვეშ მოძრავი სისხლძარღვები , ისინიც კი იმდენად მკაფიო იყო რომ ჭკუიდან შლიდა ალექსანდრეს. ვერ იგებდა როგორ შეიძლებოდა ყველა ფორმაში ლამაზი ყოფილიყო მისთვის ეს ქალი, ვერ ხვდებოდა და უკვე აღარც ფიქრობდა ამ ყველაფერზე უბრალოდ მისით ტკბებოდა , მისი ემოციების დანახვისას სიამოვნებაც უორმაგდებოდა . ყველაფერი ერთად ემართებოდა და მსგავსი სიამოვნება მოლოდ ის საშინელი ადრენალინის წყურვილი იყო . თავზე დაათენდათ , მზე რომ ამოვიდა ისევ მარიამს კოცნიდა და უკვე მერამდენედ ეშვებოდა სიამოვნების მწვერვალიდან -ჯანდაბა ! დღეს ქორწილი გვაქვს- გამშრალი , დასიებული ტუჩები ენის წვერით დაისველა და სუნთქვააჩქარებული დაეშვა კოსტავას მკერდზე -უნდა დავიძინოთ ხო? -კარი ჩაკეტილია, რომ დააკაკუნებენ არ გავუღოთ- ჩუმად თქვა და იქვე აკოცა- არსად გვეჩქარება , ყველაფერი მაინც სასტუმროში მოხდება ასე არ არის? -ეს ღამე ქორწილის უნდა ყოფილიყო ხო? -ჩშშ...- თითები ტუჩებზე ააფარა და თვალები დახუჭა . ალექსანდრესაც მალევე დაეძინა , გარეთ აურზაური იყო , ყველანი ფუსფუსებდნენ, იმდენი ადამიანი იყო შეკრებილი თითქოს ქორწილი იქ იმართებოდა. კარზე დაკაკუნებას ვერვაინ ბედავდა და უბრალოდ ელოდნენ როდის გამოვიდოდა რომელიმე. -არ გავიდეთ? მარიამ - თითები მის შიშველ ზურგზე აასრიალა და ტუჩები შუბლზე მიაწება -არ მინდა -მარიამ ! -ჯერ ადრეა...შენ სად გეჩქარება. იბანავებ, ჩაიცვამ და მორჩა -შენ? -მე ოთხი ქალი დამამუშავებს ერთად და გავხდები ლამაზმანი -ისედაც ხარ -გეყოფა ! -მე კი არა შენ გეყოფა ! შენზე ლამაზის დედას შევ.ცი -დედას კი არა ბევრსაც შ.ეცი ალექსანდრე -ტუტუცო - საჯდომზე გაშლილი ხელისგული მსუბუქად მიარტყა და მერე ხელში აიყვანა- დროა ვიმოქმედოთ , ნუ გამაბრაზებ შხაპი ერთად მიიღეს, მარიამმა ხალათი მოიცვა . ალექსანდრემ უბრალოდ ჯინსი და პერანგი ჩაიცვა და კოცნის შემდეგ ოთახი დატოვა, სამაგიეროდ წამსვე გამოჩნდნენ ქალბატონები შეიარაღებული საკუთარი აღჭურვილობით . დაიწყო ყველაზე მოსაწყენი პროცედურები მარიამისთვის. რამდენიმე საათი ისე გავიდა გონსაც ვერ მოვიდა, ბოლოს სარკის წინ ნამდვილ თოჯინას უყურებდა, მაკიაჟის ექსპერტების , სტილისტის, დიზაინერის დამსახურებით და წინა დილას ნანახი ფერმკრთალი, გალეული გოგონა სრულიად აორთქლებულიყო . ოთახიდან რომ გავიდა შემდეგ მივდა რომ გული უცნაურად სწრაფად უცემდა, გაეცინა საკუთარ მღელვარებაზე. მარიამს გული თავის არსებობას ბოლო დროს ზედმეტად ხშირად ახსენებდა რაც უკვე ყველა ნორმას სცდებოდა, მაგრამ თავს ვერ ერეოდა. ალექსანდრე დერეფანში იდგა სიგარეტს ეწეოდა, ერთი ხელი შარვლის ჯიბეში ჰქონდა თან გაბრიელს უსმენდა და იღიმოდა. მერე თორნიკემ ანიშნა და წამსვე შებრუნდა, სიგარეტი ტუჩებსშორის მოიქცია, ღრმა ნაპასი , კვამლი და ჩატეხილი ტუჩის კუთხე . სულ ეს იყო მისი რეაქცია გამბურღავი მზერის შემდეგ . -ბოზ.ს შვილი ვარ შოკი მაქ ... - გაბრიელმა ამოთქვა და გაიცინა- მარიამია ტოო? -ხომ გეუბნებოდი -რას ეუბნებოდი შენ გეგონა მოტყდებოდა და გეგმები შემადგენინე ალექსანდრე როგორ დაგვეკავებინა -რომ აორთქლდეთ და დამტოვოთ არა?- თვალები აატრიალა ორივეს გახედა და ისინიც წამსვე დაეშვნენ კიბეზე. ქვემოდან კიდევ უყურებდნენ ჭორიკანა მეზობლებივით ალექსანდრემ კი თავი გვერდით გადახარა და ისევ მოიქცია სიგარეტი ტუჩებსშორის -ალექსანდრე -ამის დედაც რა ფერი ხარ -ისევ იგივე წრეს ვუბრუნდებით და მე ისევ სხვა’ფერი მაქვს - თითებით პერანგის საყელო გაუსწორა და უფრო ახლოს მივიდა. თვალებში უყურებდა და გული სწრაფად უცემდა -შენ ჩემი ფერი გაქვს ... ჯანდაბა ამ წამს მინდა ყლ.ზე დავიკიდო ქორწილი. ჩვენს სახლში წაგიყვანო და ეს კაბა სხეულიდან მოგაშორო . ისევ თაფლობის თვეზე გადავიდეთ ,მოვიხოდო და მერე ყველას დედა მოვუტ.ნა ვინც იმსახურებს- შუბლი შუბლზე მიაბჯინა შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და მისი თითები ტუჩებთან მიიტანა- ექიმო გახსოვს ასე როდის დამ.ნძრა? -შენ ეს გჭირდება ,თორემ დიდი ხნის წინ წაგიყვანდი ამ კლოუნადადან. მოგაშორებდი ამ წყეულ პიჯაკს ასე რომ გიხდება და დიდხანს არ გაგიშვებდი სახლიდან - თითები წვერიან ლოყაზე შეახო და შემდეგ მის ტუჩებს თავისი მიაწება . წამსვე მსუბუქი კვნესა წასკდა, მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა მანამდე შემდეგ კი თითქოს ძალა წაერთვა -ჯანდაბა! ახლა უნდა წავიდეთ და ისღა დაგვრჩენია ვიხალისოთ ყველაზე და ყველაფერზე. -გავერთობით ხომ იცი- ისევ აკოცა და ოდნავ გაიღიმა. მანქანაში ჩაჯდომის წამიდან დაიწყო ნამდვილი სპექტაკლი. ალექსანდრე იქცა ბატონი მერის , კანონიერ მემკვიდრედ, მილიონერ ბიჭუნად რომელიც უკვე კაცი გამხდარიყო და უნდა ეჩვენებინა საკუთარი ყალბი სახეცვლილება. მოეშორებინა ვითომ სულელი , გართობის მოყვარული ბიჭის ნიღაბი და თითქმის ნამდვილი სახე ეჩვენებინა ყველასთვის. საკუთარი დაბრუნება და მთავარი, ქალი რომელიც სამყაროს ცენტრი იყო . ფეშენებელური სასტუმრო, საოცარი დიზაინით მოწყობილი სივრცე. უამრავი სტუმარი, ყველაფერი ძვირადღირებული იყო ირგვლივ, ყველაფერი მდიდრული და თან ყალბი. ემოციები, სიხარული, ღიმილი, მილოცვები და თვით ადამიანები. მდიდრული სამოსითა და სამკაულებით დაფარული სხეულები , დაკარგული სული -ეს იყო და ეს . -ამათ დედებს შევეცი...რამდენი ისვრის შიშისგან და ისე იცინიან თითქოს ძაან გაუხარდათ შენი დაბრუნება - გაბრიელმა გაიცინა და პიჯაკის ღილი გაიხსნა -დამშვიდდი და მიიღე ნამდვილი ხელისმომიკიდეს როლი -ორი წლის წინ ვიყავი მე ხელისმომკიდე და მაშინ იყო ნამდვილი ემოციებიც...ახლა ვაფშე რაზე მაწერინებთ ხელს იბიომაც -შვილად უნდა აგიყვანოთ გაბრო და თავიდან აღგზარდო დედიკო - მარიამმა შეხედა და მსუბუქად გაუღიმა -სულ ვოცნებობდი მდიდარ მშობლებზე და უზრუნველად ცხოვრებაზე. ბავშობის ოცნებას ამიხდენ მარიამ დედიკო ხელიც მოაწერეს და შემდეგ დაიწყო კლასიკური მელოდიები, ცეკვები რომლებიც წინასწარ დადგმულს ჰგავდა. წყვილი ისევ მილოცვებს იღებდა, საჩუქრების მთა იდგა და მარიამი უკვე წონასწორობას ვეღარ იცავდა. მოედნის ცენტრში იდგნენ, ყველა მათ უყურებდა და ისინი არავის. ალექსანდრეს მკლავები ეხვეოდნენ წელზე , მის თვალებს უყურებდა და იღიმოდა -ცოტაც და წავალთ! -იმედია ზუსტად ხვდები რამდენი ეკალია უკვე ჩემს ჰემისფეროებზე -ყველას მოგაშორებ , გპირდები -მეშინია ამდენი შურიანი ქალის გარემოცვაში მყოფს რამე არ დამემართოს ...ჯანდაბა როგორ უნდოდი ყველას გათხოვილსაც და გაუთხოვარსაც . მოსმენილი მაქვს უმრალესობის სიტყვები , რამდენიმე შენთანაც მინახავს იმ წყეულ აივანზე -ახლაც გეცოდებიან ? -მეშინია ვინმე თავს არ დამესხას- გაიღიმა და მის ყურთან განაგრძო ჩურჩული- სახლში მინდა , ჩვენს ახალ საძინებელში -ჯანდაბა -მთელი კვირა სახლში ვიქნები თუ ჭკვიანად მოიქცევი -შემშლი!- ყელში აკოცა და თვალები დახუჭა. ცეკვის დასასრულს გამოჩნდა ბატონი ვაჩე. საშუალოზე მაღალი, სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი, ყელზე უცნაური ტატუთი მუქი ყავისფერი თვალებით , მოზრდილი წვერითა და მოზრდილი თმით რომელიც უკან გადაევარცხნა . უცნაური მუტი ჰქონდა, მარიამმა რომ დაინახა წამსვე დაეჭიმა მთელი სხეული. ზედმეტად სერიოზულიც კი გახდა, სულ წამი დასჭირდა მის ამოსაცნობად. დინჯად მიაბიჯებდა მათკენ და თან მარიამს მზერას არ აშორებდა, როგორც კი მივიდა დაიხარა, ხელზე ეამბორა და გაუღიმა. გულისცემა გაუხშირდა, ეს შიში არ იყო. ზუსტად იცოდა რომ არ ეშინოდა, ოდნავადაც კი , მაგრამ არც ის იცოდა რამ გამოიწვია ასეთი ემოციები -გილოცავთ ... ბედნიერი კაცი ხართ ბატონო ალექსანდრე -გმადლობთ...ბატონო მერო. მარიამ ძვირფასო გაიცანი - ვაჩე აბაშიძე - ჩაიცინა და ძლიან მშვიდად გაახსენა თავი. შესანიშნავად იცოდა ალექსანდრე რომ იცნობდა,მაგრამ წამითაც არ შეიმჩნია. ისევ მარიამს გახედა და საჩუქარი გადასცა - მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ სიცოცხლის ბოლომდე -გმადლობთ - ყუთი გამოართვა და თვალი გააყოლა - უცნაურია -თვალებს დავთხრი მაგ ნაბ.ზარს - თავი დახრილი ჰქონდა, შეკრული მუშტები ჯიბეებში ჩაეწყო , დაჭიმული ყბები ემჩნეოდა და ცდილობდა თავლში არავის მოხვედროდა -დამშვიდდი! -მარიამ -უბრალოდ დამშვიდდი და ნუ აყვები პროვოკაციას ...უბრალოდ მიყურებდა -სხვა რა უნდა გაეკეთებინა -ისუნთქე და დაივიწყე, მისი დროც მოვა ისევ ისეთი ცივი იყო , სერიოზული გაყინული სახით და ღიმილით რომელსაც ზრდილობის გამო იშველიებდა. პატარა ალექსანდრა იყო ერთადერთი ფერადი სხივი და სხვა ბავშები მასთან ერთად რომ თამაშობდნენ. ისინი იყვნენ მხოლოდ სუფთა გულითა და უმწიკლო სულით , სხვა ყველას რაღაც მიზანი ამოძრავებდა. თორნიკესთან და გაბრიელთან ერთად იდგნენ, ბატონები უკვე კარგად შეზარხოშებულები იყვნენ, იცინოდნენ უცებ რომ შეეცვალათ მზერა -ამის დედას შევ.ცი ...გვეთამაშება. აქვე ჩვენს მოედანზე თამაშობს -რა ხდება...- მარიამი ირგვლივ იყურებოდა,მაგრამ ვერაფერი შეამჩნია -მოცეკვავეებს შორის წითელთმიანი ქალი - თორნიკემ ჩუმად უთხრა ალექსანდრე კი ჭიქას ცლიდა და ხმას არ იღებდა. წამსვე დაინახა ნაცნობი წითური თავისი მოხდენილი სხეულით ეკვროდა აბაშიძეს , მოხდენილად ცეკვავდნენ და ბევრის ყურადღებასაც იქცევდნენ -როგორ -გაგვფაქტა ამ ტურამ -გაგყიდათ რიჟამ?- ჩუმად თქვა და წყვილს მზერა მოაშორა -არა ! შანსი არაა ის უბრალოდ მახეშია და ჩვენც ჩიხში ვართ -არაფერს გააკეთებს, უბრალოდ გვაჩვენა რომ ყველაფერს ხვდება და დაგვცინის - ალექსანდრემ ძლივს ხმა ამოიღო . ვისკის ცარიელი ჭიქა მიმტან გოგონას გაატანა და შემდეგ ისევ სიგარეტს მიუბრუნდა - თავზე დავახევ ამ ცინიკურ მზერას იმ საღამოს ბატონმა ვაჩემ მოიგო , ალექსანდრე ჯერ სვლებს არ იწყებდა უბრალოდ ელოდა მოვლენების განვითარებას, აკვირდებოდა ბატონ აბაშიძეს და ასე ცდილობდა სამოქმედო გეგმის დალაგებას. არ ჩქარობდა ,როგორც ყოველთვის ფუჭად არ კარგავდა სვლებს... ქორწილის კიდევ ერთი მოვლენა კატოს გამოჩენა იყო არც მეტი არც ნაკლები მეუღლესთან ერთად ბრძანდებოდა,რომელიც მარიამისთვისაც კარგად ნაცნობი სახე იყო ალექსანდრეს იმ ურიცხვი „მეგობრებიდან“ რომელთან ერთადაც დროს ატარებდა მამიკოს ბიჭის როლის მორგებისას. სასაცილო იყო ქალის შეცვლილი მზერა, აჩქარებული გულისცემა და წითლად შეღებილი ტუჩები რომლებსაც ძლიერად აჭერდა ერთმანეთს. ის იყო ერთერთი მთავარი იმ სიიდან მარიამის ადგილას დგომაზე რომ ოცნებობდნენ და სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებოდათ ავადმყოფური სიყვარული ალექსანდრეს მიმართ. ბიჭი კი წელზე მოხვეულ ხელს არ უშვებდა, წამით მოუჭირა კიდეც ალექსანდრესკენ რომ გაიწია და მარიამს იმ მომენტში სიბრალულის გრძნობაც გაუჩნდა. რაღაც ვერ იყო მათ შორის , ყალბ გრძნობებზე დიდი პრობლემა ჩანდა , მაგრამ კარგად შენიღბული. კატო ისევ ისეთი ლამაზი იყო, უბრალოდ ლამაზი არა რაღაც ჰქონდა ცეცხლი, ეშხი , მიზიდულობა რომლითაც ქალსაც კი დააინტერესებდა. სავსე მკერდზე ასკდებოდა შავი კაბის პრიალა ნაჭერი, ზურგი სულ მთლიად შიშველი ჰქონდა. მატერია მის ყველა ნაკვთს ისე გამოკვეთდდა თითქოს შიშველს ხედავდით საშუალო ზომის ქუსლითაც კი მარიამზე მაღალი იყო და ყველაფრის მიუხედავად,მიუხედავად იმ გრძნობისა რაც ალექსანდრესთან აკავშირებდა მაინც არ იყო მის გვერდით, იქ მარიამი იდგა ,სრულიად მშვიდად ყოველგვარი შიშისა და ეჭვების გარეშე. -ეს ბიჭი ...ლუკა ხომ? -მთელი ცხოვრებაა კატო უყვარს ... ბავშვობაშიც ანძ.ევდა რომ დაინახავდა. კატოს მე რომ შევუყვარდი ჭკუიდან გადავიდა -ახლაც არ გამოიყურება ნორმალურად- ჩუმად თქვა და თავი მხარზე დაადო -რა საინტერესო რამეა სიყვარული ზოგჯერ როგორ გტკენს, განადგურებს და იმაზე დიდი დამანგრეველი ეფექტი აქვს ვიდრე გამაბედნიერებელი - ცხვირის წვერი ყელზე გაუსვა და გაეღიმა ალექსანდრემ ხელისგულზე რომ აკოცა , მის თითებს ვერასდროს ელეოდა -რომ არ გაგანადგუროს ძლიერი უნდა იყო და მიხვდე რომ შენთვის სხვა არის, მას კი ამის უნარი არასდროს ჰქონდა. ვერასდროს ხვდებოდა რომ შეეყვარებინა ის ვისაც უყვარდა , ძალიან ბევრია კიდევ მსგავს მდგომარეობაში . ადამიანთა სისუსტის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა სიყვარული ქორწილში მარიამის მამობილი ახალ მეუღლესთან ერთად სულ რამდენიმე საათით გამოჩნდა , ფაქტობრივად მხოლოდ მილოცვისთვის მივიდა და შემდეგ ისე გაქრა თითქოს იქ არც ყოფილა. მარიამმა კონცენტრირება ვერ მოახერხა ისე დაემთხვა რომ თვალი ვერ ადევნა , ზედმეტად ბევრი ადამიანი იყო იმ დროს მის ირგვლივ საუაბრი უხდებოდა და არ გამოუვიდა ,შემდეგ იფიქრა რომ უბრალოდ ადრიანად წავიდნენ რადგან მათი ნაცნობი არავინ იყო. მოსწონდა მისი ახალი ცოლი, მართალია თავის დედობილს ვერ შეედრებოდა,მაგრამ არ ჩანდა ცუდი ქალი და გულის სიღრმეში უხაროდა რომ კარგად იყვნენ. -ერთი ცეკვა შეიძლება ქალბატონო კოსტავა?- დავითი მივიდა სწორედ იმ დროს ალექსანდრე ელიზაბეტთან რომ ცეკვავდა . გაწვდილ ხელს თავისი მტევანი შეაგება და მშვიდად დაიძრნენ მოცეკვავე წყვილებისკენ. დავითს ასაკი იმაზე მეტად დასტყობოდა ვიდრე ოდესმე, ზედმეტად თბილი, მზრუნველი და ემოციურიც კი ეჩვენებოდა. სახლში დიდ დროს ატარებდა მუდამ სუსტად გამოიყურებოდა და მაინც საოცრად სიმპათიური კაცი იყო თავისი ასაკის პირობებში. -როგორც ვხვდები კმაყოფილი ხართ ამ პერფორმანსით -მარიამმა მსუბუქად გაუღიმა და თითები მის მხარზე დააწყო -მე მხოლოდ თქვენი დაბრუნებით ვარ კმაყოფილი, მართალია მიზეზი ვერ გავიგე ,მაგრამ მაინც მიხარია და მადლიერიც კი ვარ . ელიზაბეტი ბედნიერია თავისი ნებიერა შვილის დაბრუნებით -და თქვენ? -მე ? ალექსანდრეს ისევ ისე ვძულვარ როგორც თორნიკეს და კიდევ უფრო მეტადაც კი - უცნაური სევდა ჩაუდგა თვალებში -მთავარია ელიზაბეტია ბედნიერი -მგონი ალექსანდრეს იმაზე მეტად უყვარხართ ვიდრე წარმოგიდგენიათ უბრალოდ ხომ იცით როგორ რეაგირებს დანაშაულზე თქვენ კი ის უხვად გაქვთ -ვერ ვიფიქრებდი ის თავხედი ბიჭი ასეთ ცოლს თუ შეირთავდა . უსაზღვროდ ჭკვიანსა და ლამაზს . ქალს რომელმაც იცის რა უნდა ცხოვრებაში , აქვს გეგმები და მაინც ყველაფრის დათმობა შეუძლია მის გამო . როგორც სჩანს მემკვიდრეობით ერგო საყვარელი ქალისგან უსაზღვრო სიყვარული -შესაძლოა ,თუმცა მეეჭვება იმდენი ვაპატიო რამდენიც ელიზაბეტმა -მთავარია შეცდომა არ დაუშვას თორემ პატიება ისევ დამნაშავის მონანიების შედეგია- ცეკვის დასასრულს ხელზე აკოცა და შემდეგ საყვარელი ცოლი დაიბრუნა. -რაო ...რამე არ მოეწონა ?- ალექსანდრემ მოხვია მკლავები და ზემოდან დააჩერდა -პირიქით -ელიზაბეტსაც მოეწონე , ცოტა აღფრთოვანებაც გამოხატა რაც ნიშნავს რომ უზომოდ მოხიბლულია - ჩაიცინა და მზერა უკან მდგომ ბიჭზე გადაიტანა- ფეხს თუ დაგადგავს შენც დაადგი- ყბაზე აკოცა და მერე გაბრიელს დაუთმო მარიამი გაეცინა ბიჭის დანახვისას, მასთან ნამდვილად პირველად ცეკვავდა და ამ ამპლუაში, საერთოდ ამ ფორმაში მისი ხილვა უიშვიათესი შემთხვევა იყო. -რა გითხრა ძმობას გაფიცებ... ვერ ცეკვავსო მოგატყუა ხომ? -ცეკვავ? -ბ.ზის შვილი ვარ მე თუ საკაიფოდ არ ვცეკვავდე . ტანგოც მასწავლა ერთმა ჩემმა ძველმა ნაშამ -დაუჯერებელია- ისევ გაიცინა -მოცეკვავე იყო , ჩემზე მგონი ხუთი წლით იყო დიდი . ყოველი ს.ქსის შემდეგ ვცეკვავდით და საკაიფო ვარჯიში გამოდიოდა -არანორმალური ხარ - თავი მკერდზე მიადო და მშვიდ მელოდიას ნელა ააყოლა სხეული -შენ ხომ იცი მარიამო როგორ მიყვარხარ. მერე რა რო ძმა არ გყავს, იმან რამე რო მიქაროს გეფიცები გავატყავებ -ტუჩები საფეთქელზე მიაწება და მერე გაჩუმდა. მარიამს არაფერი უთქვამს ისე უბრალოდ ჩუმად იდგა ამ თავხედ, უზრდელ კაცთან რომელსაც ყველაფერი ფეხებზე ეკიდა , მაგრამ უდიდესი გული ჰქონდა და იმ გულში თუ დაიკავებდი ადგილს შემდეგ შენთვის მოკვდებოდა კიდეც. მარიამი კი ერთადერთი ქალი იყო რომელსაც აფასებდა, უყვარდა და მისთვის ნამდვილად ყველაფერზე იყო წამსვლელი. მელოდიის დასრულების შემდეგ გაბრიელი სადღაც გაქრა, აღარც ალექსანდრე და თორნიკე ჩანდნენ . სადღაც მოშორებით იდგნენ და ეწეოდნენ, მარიამი დაჯდომას აპირებდა ახალი მელოდია რომ გაისმა და უცებ მოხვია მაჯაზე თითები უცნობმა, თავისკენ შეაბრუნა. წელზე შემოხვია ძლიერი მკლავი და ინსტიქტურად მოხვია ხელები მარიამმაც. მის ყავისფერებს რომ წააწყდა წამით სუნთქვა შეეკრა, გამომეტყველება ალბათ არ შესცვლია ,მაგრამ ვაჩე ყველაფერს გრძნობდა მის ერთ ამოსუნთქვასაც კი -ბატონო ვაჩე -ბედნიერი კაცია კოსტავა თქვენნაირი ქალი რომ ჰყავს გვერდით -ჩვენი სტუმარი პირველად ხართ, იმედია კარგ დროს ატარებთ - არ შეიმჩნია მისი სიტყვები, თითქოს მოდუნდა, ოდნავ გაუღიმა. სხეულებს შორის ბარიერი გაზარდა და ისე განაგრძო ცეკვა -ყველაფერი ყალბია თქვენი გრძნობის გარდა ... კოსტავებს გაყალბებები შესანიშნავად გამოსდით -თავხედობთ ბატონო ვაშე -სიმართლეს ყოველთვის თავხედობად თვლიდნენ, სამწუხაროა, თუმცა მე როგორც ახლადარჩეული მერი ვეცდები ცვლილებები აშკარა გახდეს ... . აი თქვენი მეუღლეც მოდის, სასიამოვნო იყო თქვენ გვერდით ყოფნა- ისევ ხელზე აკოცა და მანამ მოშორდა სანამ ალექსანდრე მივიდოდა. -წავედით-უკან შებრუნდა, მის თითებს საკუთარი მოხვია და ხელისგულით მკერდზე მსუბუქად მიაწვა- ალექსანდრე შემომხედე -მოვკლავ! -გეთამაშება,უბრალოდ შენი მწყობრიდან გამოყვანა უნდა და აინტერესებს რამდენად დიდხანს შეგიძლია მოთმენა . შენ ხომ ბავშვი არ ხარ მის თამაშს მისივე წესებით რომ აჰყვე. თამაშს მე და შენ ვიწყებთ , ჩვენი წესებით - ქვედა ყბაზე აკოცა და მერე ლოყაზე გადავიდა- უბრალოდ დამშვიდდი და დაელოდე -ისევ ხელზე გაკოცა, თითქოს ზუსტად იცის როგორ გამაგიჟოს- მისი მტევანი თითებში მოიქცია , ცერი გადაუსვა ხელის ზურგზე და მერე თავად აკოცა -ჯანდაბა პატარავ , დროა ამათი ყურადღება გავფანტოთ და აქედან წავიდეთ რამდენიმე წუთში ორმა უცნობმა ჩხუბი დაიწყო, ყველაფერი თავდაყირა დადგა, ყველა მათკენ იყურებოდა. ჟურნალისტებიც, ფოტოგრაფებიც და სტუმრებიც. ალექსანდრემ სიტუაციის გართულების შემდეგ მარიამს ხელი ჩაკიდა და ასე დასრულდა მთელი ეს მრავალსაათიანი წარმოდგენა. მძღოლს მიჰყავდათ, უკან დაცვის მანქანა მიჰყვებოდათ . მარიამს ალექსანდრეს მხარზე ედო თავი და გზას უყურებდა. აინტერესებდა როგორი იქნებოდა მათი ახალი სახლი, ადგილი რომელიც მხოლოდ მათი იქნებოდა. რამდენიმე წუთიც გავიდა და აღმოჩნდა სახლში სადაც ყველაფერი იდეალურად იყო. არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი იმ რამდენიმე თვეში მოეგვარებინა. ეზოც კი იმდენად დახვეწილად იყო მოწყობილი ყველაფერს ემჩნეოდა ალექსანდრეს კვალი ეს არ იყო უბრალოდ დიზაინრების ნამუშევარი . ჩუმად მიაბიჯებდა, ყველაფერს აკვრიდებოდა და ბოლოს საძინებლამდეც მიაღწიეს. უზარმაზარი მინის კედელი იყო ხედით ბაღზე , საშუალო ზომის აივნით . სადა ფერები, გარდერობი რომელშიც უკვე განეთავსებინათ ორივეს ნივთები -არაფერს იტყვი?- პერანგი უკვე მოეშორებინა და ქამრის ბალთას ხსნიდა . ფეხსაცმელიც გაიხადა, ღვინით აავსო ჭიქები და მარიამს მიაპყრო მზერა -მომწონს -უბრალოდ მოგწონს? -ეს სახლი იყიდე თუ ააშენებინე -ვიყიდე და გაარემონტეს -მატყუებ -მარიამ ამის დრო არ არის...მთავარია რომ მოგწონს , რაც არ მოგწონს შევცვლით და კიდევ ჩვენ დავბრუნდით- ჭიქა მის ჭიქას შეახო. ღვინო მოსვა ,მარიამმა მთელი ჭიქა დაცალა, მაგიდაზე დააბრუნა და თმების დაშლა დაიწყო -ეს ყველაფერი უნდა მოვიშორო და მერე ვილაპარაკებთ. ახლავე და არ გადავდებთ -მარიამ ქორწინების პირველ ღამეს?-მკლავი წვრილ წელზე შეუცურა და თავისკენ მიიზიდა. მხარზე აკოცა. კაბის ელვა გახსნა და მხრები მოუშიშვლა , კოცნის ბილიკებით მიუყვებოდა ლავიწებს -ქორწილი გვქონდა უკვე , პირველი ღამეც და კიდევ ვინ იცის რამდენი - თავს ძლივს აკონტროლებდა, მაგრამ მაინც ცდილობდა აზროვნების უნარი შეენარჩუნებინა- ჯანდაბა ალექსანდრე უნდა ვილაპარაკოთ და მე -ამ ყველაფერს მოგაშორებ...ჯანდაბა შენი კანის სურნელიც დაუფარავთ- კაბის შიგნით ჩააცურა თითები, ძირს დაქაჩა და იატაკზე დავარდნილი ნაჭრისგან საბოლოოდ გაათავისუფლა. შიშველი მკერდი მოუჩანდა, თეთრი გიპიურის საცვალი ეცვა -ალექსანდრე -ფეხებსშორის თითების მოძრაობას გრძნობდა, მხარზე ებღაუჭებოდა და ტუჩებგაპობილი ღრმად სუნთქავდა. ფეხები ისე უკანკალებდა მალე ძალაც გამოეცალა და მთლიანად მის სხეულს დაეყრდნო- ალექსანდრე გთხოვ- ათრთოლებული თითებით მისი შარვლის მოშორება ,სცადა ,მაგრამ კოსტავამ ხელში აიყვანა და სააბაზანოსკენ დაიძრა. ჯერ კედელზე ააკრა, ზურგზე გრილის შეხებამ კიდევ უფრო გაუმძაფრა შეგრძნებები. წყლის ხმა ესმოდა , ალექსანდრე კოცნიდა და თან ჯაკუზს ავსებდა-საშინელი კაცი ხარ - ყელს უკოცნიდა და თითებს მის სხეულზე დაატარებდა- ასე არ შეიძლება -ჩშშ...უბრალოდ მოდუნდი, გამორთე ტვინი და მომენდე- თვალებში უყურებდა კულმინაციამდე მისულს გაუღიმა და შემდეგ თავად გაათავისუფლა მისი კანი, თმებიც დაუშალა ბოლოს კი მასთან ერთად ჩაეშვა სურნელოვან წყალში . -შენ დიდი ხნის წინ გადაწყვიტე დაბრუნება... სულ იცოდი რომ დაბრუნდებოდი და ემზადებოდი- ნაწყვეტ ნაწყვეტ საუბრობდა. ალექსანდრეს თვალებში უყურებდა და თან კოცნიდა- ღმერთო ჩემო...როგორ მარტივად მომატყუე -არ მომიტყუებიხარ, უბრალოდ მოგვიანებით ვისაუბრეთ - თითები თეძოებზე მოუჭირა და ძლიერი ბიძგით უპასუხა მარიამის კბენას-გეყოფა -შენ მე გონება ამირიე...ისევ ყველაფერს საკუთარი სურვილების მიხედვით აკეთებ და მეც მმართავ- მხრებზე თითებს უჭერდა, კვნესოდა და გამშრალი პირიდან ძლივს ისროდა სიტყვებს - ჯანდაბა - ხმამაღლა წამოიყვირა და თავი უკან გადასწია - ვერ გიტან -არ გინდა ... ნუ ბრაზდები-თითები თმაში შეუცურა ,ძლიერად მოუჭირა და კბილები ყელზე მფეთქავ არტერიასთან მოსდო- ნუ ბრაზდები -ღრმად სუნთქავდა, დანისლული მზერით უყურებდა ქალს რომელიც მალევე მოშორდა და მეორე ბოლოს მიეყრდნო. ჯერ კიდევ მოდუნებულ კუნთებს ვერ იმორჩილებდა, თავი უკან გადასწია ,თვალები დახუჭა და მერე უცებ წამოიწია -ვაჩე უბრალოდ ერთ-ერთი მიზეზი იყო. შენ არასდროს გინდოდა ჩემთან ცხოვრება, მხოლოდ მე არასდროს დაგაკმაყოფილებ... ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ქორწილშიც მიმიყვანე, უკან დამაბრუნე კიდევ რა გინდა. ჩემს საქმეს ერჩი და გეფიცები გაგანადგურებ თუ როგორმე გეგმავ ჩემთვის ხელის შეშლას- წყალში ისე გაიქნია ხელი იატაკზეც გადავიდა ქაფი -ნაკლები ნერვიულობის გარეშე მიმყავხარ მიზნამდე და არ მესმის რატომ ხარ უკმაყოფილო. მე არ მინდა რომ ინერვიულო, არ მინდა ზედმეტად დაიხარჯო . ჯანდაბა ! ასე ნუ მიყურებ, პატარავ -საშინლად იქცევი და იცი რომ ვგიჟდები, ნელ-ნელა ვგიჟდები -არ გაგიჟდები...ყველაფერი კარგად იქნება და ტყუილად ბრაზობ- ისევ თავისკენ მიიზიდა, ტუჩები დაუკოცნა და სხეულზე აიკრა- კიდევ ბევრი ქორწილი დამჭირდება იმსითვის რომ დავიჯერო შენი არსებობა ჩემს ცხოვრებაში. .............. ქორწილის შემდეგ იყო ცარიელი სახლი, დამხმარე ქალები, სრული წესრიგი და უზარმაზარ კედლებში გავრცელებული დუმილი რომელიც მარიამს სულს უხუთავდა. შვებულება აიღო, სახლში იყო , არ მუშაობდა და ალექსანდრეს ელოდა. დიახ , ელოდა ყოველ დღე , ყოველ წამს მის მოლოდინში იყო . არასდროს ჰქონდა დრო, სულ ბიჭებთან ერთად იყო, ყოველთვის რაღაც საქმეზე ფიქრობდა, არკვევდა, იძიებდა, გეგმავდა ვინ იცის რა ამბები ტრიალებდა მის გონებაში. ზოგჯერ სრულიად უფერული იყო მისთვის მარიამიც კი , იმდენად დაღლილი ბრუნდებოდა მხოლოდ ორ წინადადებას ამბობდა და იძინებდა. მარიამი არ იყო რომანტიკოსი, არასდროს ითხოვდა სრულ ყურადღებას, ყოველთვის ესმოდა მისი , მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებულად ემოციური გახდა. არ შეეძლო მის გარეშე მარტოს ყოფნა, ალექსანდრე თუ არ იყო მარიამს ის გარემო კლავდა. ბოლოს უღებდა ფუფუნება, მოსამსახურეები და ყოველი ნათქვამი „ქალბატონო მარიამ“ . ქუჩაში გავლაც არ შეეძლო, ვეღარ გრძნობდა ზამთრის შეპარულ სიცივეს, არ შეეძლო ქალაქის ხმაურის გაზიარება , ერთხელ სცადა და იმ წამსვე მიიპყრო ყველას ყურადღება. უკან დაცვა მიჰყვებოდა, მდიდრულ მანქანაში გამოკეტილი ტყვესავით გრძNობდა თავს . კლინიკაშიც კი ვერ მოახერხებდა ნორმალურად მუშაობას ის უკვე მარიამ კოსტავა იყო , ალექსანდრეს მეუღლე იყო და არა ექიმი მარიამი . ............. ალექსანდრე სახლში არ იყო, არც მობილურზე პასუხობდა და მხოლოდ წერილი ჰქონდა მისგან სადაც ეწერა რომ გვიან დაბრუნდებოდა და არ მოეწყინა, მაგრამ მაინც უფერული დღე იყო. -ქალბატონო მარიამ -უბრალოდ მარიამ თეკლა, უბრალოდ მარიამი გთხოვ ... თავი საშინლად მტკივა და შეგიძლიათ ჩაი მომიმზადოთ? მე არ ვიცი სად რომელი დევს -ახლავე ამ დილით გავამზადე , უგემრიელესია და თან დაგამშვიდებს - დალი წამსვე დატრიალდა და ხუთ წუთში სასიამოვნო არომატს გრძნობდა. გარეთ წვიმდა, ზედმეტად ცუდი ამინდი იყო და მიუხედავად გათბობისა თითქოს სახლშიც კი ციოდა. ფინჯანს თითები შემოჰხვია, ჯერ ცხელი ორთქლი შეისუნთქა, თვალები დახუჭა და შემდეგ ფრთხილად მოსვა ცხელი სითხე -საჩუქრები მოიტანეს ხომ? -დიახ ოთახში დააწყვეს ყველაფერი... ძალიან ბევრი ყუთია - თეკლამ უპასუხა და მარიამმაც გასართობი საშუალება იპოვნა -წამოდით გავხსნათ და გავიგოთ ვინ რა გვაჩუქა ბარათებს თავად კითხულობდა, ყუთებს თეკლა ხსნიდა. თუ რამეზე რეაქცია ექნებოდათ და მოეწონებოდათ ყველაფერი აჩუქა თეკლას და დალის. რამდენიმე მათგანი საინტერესო ნივთი იყო და თავისი ადგილი მიუჩინა . ბოლოს ამითაც დაიღალა, უკვე ყელში ჰქონდა ამოსული ამდენი ბარათის კითხვა , თეკლა და დალი კი აშკარად კარგად ერთობოდნენ თანაც გახარებულები იყვნენ ძვირადღირებული საჩუქრებით. -კიდევ ბევრი დარჩა ხომ? -აი აქაც არის -თქვენ გააგრძელეთ მე გავალ ... კიდევ დავლევ ერთ ფინჯან ჩაის რომელიც საოცრად მომეწონა -ხვალაც მოგიმზადებთ -აუცილებლად ფანჯარასთან იჯდა სავარძელში კომფორტულად მოკალათებული , ჩაის მიირთმევდა და წვიმის წვეთებთან ერთად ფიქრებიც უხვად მოდიოდნენ. იმდენი რამ ჰქონდა ტვინში, იმდენი ამბავი, იმდენი დეტალი და მაინც ვერ მოქმედებდა ისე როგორც ადრე , ალექსანდრე ხელ-ფეხს უკრავდა , სრულიად უმოქმედოს ხდიდა ერთადერთ გამოსავალს ტოვებდა, მშვიდად , კომფორტულად მოკალათებულიყავი და დალოდებოდი როდის მოაგვარებდა ყველაფერს. წესით სასიამოვნო უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, ნაკლები პრობლემა , დარდი, ნერვიულობა, მაგრამ მარიამს ასე არ შეეძლო ეზიზღებოდა მოულოდნელობები და როდესაც სხვა აკეთებს მთავარ საქმეს მოვლენათა განვითარების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო. -ქალბატონო ...-თეკლა ლამის სირბილით მივიდა და ყუთი მიუტანა -რა ხდება? რაიმე ბრილიანტის თვლებითაა ? იმედია გვირგვინი არ არის -არა , პირიქით ... ეს მგონი შეეშალათ, მაგრამ აშკარად შეფუთულ ყუთში იყო, ბაბთაც ჰქონდა აი ნახეთ და შიგნით პატარა ბარათიც დევს -ყუთი გამოართვა და დაბნეულ გოგონას მზერა მოაშორა -კარგი თეკლა შეეშვით დღეს, ცარიელი ყუთები გაიტანეთ და დაისვენეთ . -ვახშამს მოვამზადებთ... -ხო, ვახშამი მოამზადეთ - ყუთი მის წასვლამდე არ გახსნა თითქოს ეშინოდა იმის რაც იქ დახვდებოდა შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ყუთში კიდევ ერთი შეკვრა დახვდა , საქაღალდეს ჰგავდა მაგრამ შეხვეული იყო , შიგნით ფურცლები ჩანდა. ზემოდან იდო პაწაწინა კონვერტი რომელში არსებულ ფურცელზეც მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ეწერა „მარიამ ექიმს ვაჩესგან „ . ფურცლები ყუთიდან ამოიღო, შეკვრა გახსნა და იქედან პირდაპირ ფოტო გადმოვარდა. კარგად გაარჩია სურათზე გამოსახული ბავშვების სახეები, სულ სამნი იყვნენ , ორი ვაჟი და ერთი ,ყველაზე პატარა გოგონა. უკან წარწერაც იკითხებოდა, ისეთი ლამაზი ნაწერი იყო „ილია, ვაჩე და თამარა ერისთავები“ ფოტოს ისევ დახედა უმცროს ბიჭს დააკვირდა და ნამდვილად ამოიცნო მასში ვაჩეს ნაკვთები. პატარა გოგონა კი საშინლად ჰგავდა ვიღაცას, მაგრამ იმ წამს ვერაფრით მიხვდა ვის, ვერ მივხდა რატომ ეცნობოდა ასე ძალიან ბავშვის სახე. კიდევ იყო რამდენიმე ფოტო ერთზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი უღიმოდა კამერას. მეორეზე კი ეს წყვილი ბავშვებთან ერთად ჩანდა . ამ ორ ფოტოს წარწერა აღარ ჰქონდა მხოლოდ წლები იყო მიწერილი და სხვა არაფერი. ფურცლებზე რომ გადავიდა მიხვდა რომ ძირითადად ძველი გაზეთებიდან ამოკრებილი მასალა იყო . გახუნებული ფურცლები დაეწებებინათ ისე რომ მათი წაკითხვა შესაძლებელი ყოფილიყო. ყველგან ერისთავებზე ეწერა ,ექიმების ოჯახზე რომლებაც გადატრიალება მოახდინეს მაშინდელ ქირურგიაში, რომლებიც ბევრ ღარიბ პაციენტს უფასოდ მკურნალობდა. კლინიკაზე რომელიც საკუთარი სახსრებით დაარსეს გაჭირვებული ადამიანებისთვის და ბოლოს ხანძარზე რომელმაც მთელი ოჯახი ერთ ღამეში შეიწირა . ყველა სიტყვა გონებაში უტრიალებდა, ყველა დეტალი და თითქოს ჟურნალისტის დამოკიდებულებასაც კი ხედავდა . გაზეთებზე დართული ფოტოები სადაც ცოლ-ქმარი იყო გამოსახული თეთრ ხალათებში . ქალი ძალიან ჰგავდა, მარიამს ჰგავდა. ყველა ფოტოს თავიდან შეხედა და სუნთქვა შეეკრა. არ იცვლებოდა, იმდენად აშკარა იყო მსგავსება რომ თავის საშინელი ტკივილი იგრძნო. სუნთქვა შეეკრა, თითქოს ვიღაც ახრჩობდა, ყელში მარწუხებს უჭერდა და მალე გაგუდავდა. ტუჩები ერთმანეთს დააშორა, მკერდზე ხელისგული მიიჭირა და მოიკეცა. -არა...გეჩვენება, სისულელეა. სისულელეა, პროვოკაციაა, ეს უბრალოდ პროვოკაციაა. მახეა , რაღაც მიზანი აქვს, რაღაც ...ჯანდაბა , ჯანდაბა ღმერთმა დაგწყევლოს - ყველაფერი ყუთში ჩაყარა და საძინებლისკენ გაიქცა. კარი მიხურა და იატაკზე დაჯდა , ხალიჩაზე გადმოყარა ყველა ფურცელი, ყველა ფოტო და დარჩენილები ცალკე დააწყო . სულ სამი თხელი ფურცელი იყო ერთი კლინიკიდან მოპარული სადაც ეწერა 4 წლის გოგონას დიაგნოზი რომელიც ზუსტად იმ დღეს გადაიყვანეს კლინიკაში როდესაც ხანძარი გაჩნდა. გოგონას ტვინის შერყევა ჰქონდა, სუნთქვის მძიმე უკმარისობა და წყალში დიდხანს ყოფნის გამო სხეულის გადაციება. ექიმი წერდა რომ გოგონა კრიტიკულ მდომარეობაში იყო როდესაც საავადმყოფოში შეიყვანეს ორი დღის შემდეგ კი გაქრა. იყო სასამართლოში დატოვებული ჩვენება სადაც ექიმები აღწერდნენ გოგონას მდგომარეობას და გაქრობის დეტალებს. ბოლო კი მარიამის ყალბი დაბადების მოწმობის ასლი იყო სადაც საკუთარი აღმზრდელების სახელები ამოიკითხა და თვალები ცრემლებმა დაუბინდა. გაქვავდა, ცრემლებს ვერ იკავებდა და პირზე თითებს იფარებდა ყვირილის ჩასახშობად. ბოლოს ისევ ხელნაწერი იყო იგივე კალიგრაფიით „ მაპატიე , სხვანაირად არ შემეძლო. სიმართლის დარჩენილი ნაწილის მოსმენა თუ გსურს უბრალოდ ჩემთან მოდი „ მისამართი ეწერა და სხვა არაფერი. დიდხანს იჯდა გაშეშებული, უყურებდა ხედს რომელიც ფანჯრიდან იშლებოდა, უკვე გვიანი იყო. ყველა სიტყვა თავიდან უტრიალებდა გონებაში, იატაკზე გაშილ ფოტოებს უყურებდა და თავისტკივილი უმძაფრდებოდა. სახეზე აიფარა ხელები, ცრემლები შეიმშრალა , ყველაფერი ერთად ჩაყარა. გარდერობში შევარდა, ჩანთაში ჩააგდო ფურცლების შეკვრა და მოსაცმელი აიღო. წამებში მოემზადა , მობილური აიღო და ალექსანდრეს ისევ უშედეგოდ დაურეკა. ბოლოს მისწერა რაც არ უნდა მოხდეს უზომოდ მიყვარხარო და წავიდა. სახლიდან ისე გავიდა არავის დაუნახავს, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და დაცვა სანამ გონს მოვიდოდა მანამ დატოვა იქაურობა. იმაზე სწრაფად მიდიოდა ვიდრე ოდესმე, არც შუქნიშანს აქცევდა ყურადღებას, არაფერზე ფიქრობდა, ცხოვრებაში პირველად იქცეოდა ყველაზე სულელურად საკუთარ თავს არ ჰგავდა. ემოციებს აყოლილი, შეშლილი სახით იჯდა საჭესთან და უყურებდა სახლს რომელშიც ბატონი ვაჩე აბაშიძე ელოდა. ვაჩე აბაშიძე ან ვაჩე ერისთავი . ჩანთა აიღო და სწრაფად გადავიდა. რომ დაინახეს ისე შეატარეს არაფერი უკითხავთ , სწრაფად მიდიოდა კარი რომ გაიღო და უცნობი ქალი გამოჩნდა. -გამარჯობა შვილო ... მობრძანდი -ვაჩეს ნახვა მინდა ...სახლშია? -არ არის, მაგრამ მალე მოვა. მოსაცმელს გამოგართმევთ -არ მცალია თქვენთან ყავის დასალევად ქალბატონო...უბრალოდ დაურეკეთ და უთხარით რომ ველოდები ! ალბათ ათი წუთიც არ იქნებოდა გასული მარიამი მისაღებში იდგა ნაბიჯების ხმა რომ გაიგო -სახლიდან გადით , ყველანი . ახლავე !- რამდენიმე ნაბიჯიც და უკვე ხედავდა. სველი მანტო ეცვა, თმაც დასველებოდა და ისეთი მზერა ჰქონდა მარიამს სუნთქვა გაუჭირდა -მეგონა აღარ მოხვიდოდი და საერთოდ დაიკარგებოდა ყველაფერი -გგონია რომ რაღაც ფოტოებს გამომიგზავნი ... ძველი გაზეთიდან ამოჭრილ ფურცლებს და ყველაფერს თავდაყირა დააყენებ? არც კი იფიქრო რომ შენი მჯერა , არც ამ ყველაფრის -დედას ძალიან გავხარ , არა მხოლოდ გარეგნობით. ზუსტად შენნაირი გამოხედვა ჰქონდა, შენნაირი ხასიათი . მაპატიე რომ სხვა გზა ვერ ვიპოვნე უბრალოდ ვერ მივხვდი როგორ შეიძლებოდა ჩემი და შენი დიალოგი შემდგარიყო , კოსტავა არ დაუშვებდა -ბევრი დრო არ მაქვს, ჯერ კიდევ რამდენიმე დღეა გასული ქორწილიდან . მარტივად მითხარი ის ამბავი რაც მოიგონე და წავალ -არ დაჯდები? - ყელზე თითები ჩამოისვა და შემდეგ წვერდზე გადავიდა - გთხოვ , თამარა -მე მარიამი ვარ, მარიამ თაბაგარი ან მარიამ კოსტავა და -შენ თამარა ხარ, თამარა ერისთავი გიორგისა და მართას შვილი, ჩემი და რომელიც წყლით სავსე აბაზანაში ჩავსვი ცეცხლისგან დასაცავად. რომელიც დავკარგე , ვერ დავიცავი და რომელიც ძლივს ვიპოვნე ამდენი წლის შემდეგ -შეუძლებელია ...შენ უბრალოდ ჩემი ცხოვრებით მანიპულირებ . შენ ერთი გაიძვერა კაცი ხარ რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი -მართალია, მთელი ცხოვრებაა ყველაფერს ვაკეთებ რაც კი შემეძლო თავის გადასარჩენად, ფეხზე დასადგომად ბევრი წავაქციე, ბევრი გავაკეთე და ბევრსაც გავაკეთებ იმიტომ რომ სხვა გზა არ მქონდა , არასდროს მქონდა არჩევანი , კიდევ დიდხანს არ მექნება თუ მე არ ვიქნები მწვერვალზე . ჯანდაბა ! შენს გარდა საერთოდ არავინ მყავს, ბედის ირონიაა მრავალი წლის წინ დაკარგულ დას იმ კაცის გვერდით ვპოულობ რომელსაც ჩემი განადგურების ყველა რესურსი აქვს. ვინ იცის რამდენჯერ შემეპარა ეჭვი ,რამდენჯერ მეგონა რომ ისევ ვცდებოდი, რომ ისევ სხვა იყავი , მაგრამ შენ ხარ ...შენ ხარ ჩემი თამარა ლამაზი თაფლისფერებით და -გეყოფა ! მე ძმა არ მყავს...ვიპოვნე ჩემი მშობლები. ვიპოვნე ვიცოდი ქალის სახელი რომელიც ერთი ჩვეულებრივი კ.ხპაა , რომელსაც ცოტა ფული, ბევრი ბავშვი და პრობლემა ჰქონდა , რომელმაც სულ რამდენიმე დღის მიმატოვა და ვიცი ვინ წამომიყვანა ბავშვთა სახლიდან, ჩემი დედობილი გარდაცვლილია, მამობილი ... მამობილი - საუბარი უჭირდა, გატყდა. ნაწილებად დაიშალა, მთლიანად ჩამოეშალა ყველა ნიღაბი, ემოციებმა ერთად იფეთქეს და ყველა გალავანი მოარღვიეს - მე ჩვეულებრივი ბავშვი ვარ, ჩვეულებრივი არასასურველი ბავშვი -თამარა მე -ასე ნუ მეძახი...ვწუხვარ, მართლა ძალიან ვწუხვარ თუ შენ ნამდვილად ის ბავში ხარ, თუ ნამდვილად ნახე როგორ დაიწვა მთელი შენი სახლი და ოჯახი, ვწუხვარ მაგრამ მე ვერ ვიქნები - უკან დაიხია , სულ უფრო და უფრო უკან იხევდა ,მაგრამ ბოლოს მაინც ვაჩემ დაიჭირა -დამშვიდდი...უბრალოდ დამშვიდდი. მე არაფერი მინდა შენ გარდა, უბრალოდ კარგად მინდა იყო,მინდა ახლოს იყო, მე სხვა არაფერი მინდა . ჯანდაბა , როგორ გავხარ - თითები ფრთხილად შეახო ცრემლიან ლოყაზე და თავადაც აემღვრა თვალები -მე ... მოსმენა არ შემიძლია . მე ტესტი მჭირდება, დადასტურებული პასუხი და შემდეგ თუ ნამდვილად ერთი სისხლი გვაქვს ვისაუბრებთ -როგორც გინდა , როცა გინდა ჩემთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა. მთავარია რომ გიპოვნე შეხების საშუალება არ მისცა. მისგან შორს დადგა , თავის გაკონტროლება როგორღაც მოახერხა და შემდეგ გონებამაც დაიწყო აქტიური მუშაობა. -ხვალ დაგიკავშირდები, გეტყვი სადაც უნდა მოხვიდე და იცოდე თუ ეს ყველაფერი უბრალოდ გეგმის ნაწილია გაგანადგურებ ! - კაცს თვალს არ აშორებდა . უეცრად ეზოდან ხმაური რომ გაისმა წამებში გამოჩნდა ოთახში ალექსანდრე. შეშლილი მზერა ჰქონდა, უკან დაცვის წევრები მოჰყვებოდნენ , მაგრამ მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა ვაჩეს ყელში წვდა და კედელს მიანარცხა. ისე უჭერდა ცოტაც და დაახრჩობა, მარიამის შემჩნევა ვერც მოახერხა -თორნიკეს თუ ციხიდან არ გამოუშვებ ... ერთი დღეც რომ დასჭირდეს იქ დარჩენა ყველა ძვალს სათითაოდ დაგიმტვრევ მანამ სანამ ტკივილისგან არ მოკვდები შე გგონია მოხვალ და ნელ-ნელა დაანგრევ ყველაფერს? -ალექსანდრე - ბიჭის გაწითლებულ სახეს რომ შეხედა ინსტიქტურად დაიძრა მათკენ და სულ გააგიჟა კაცი- გაუშვი, დაახრჩობ -აქ რას აკეთებ - თვალები სულ მთლად დაწითლებული ჰქონდა და სუნთქვაც შეეკრა მარიამის დანახვისას. კედელთან მიმწყვდეულ ბიჭს ხელი გაუშვა და ოთახში შევარდნილ დაცვის წევრებს მოავლო მზერა- აქ რა გინდა მარიამ ! -ჩემი სტუმარია ...შენ კი დაუპატიჟებლად მოხვედი და რას მთხოვ არც კი ვიცი. ვინ არის საერთოდ თორნიკე და მე რა , კანონი ვარ ? დამნაშავეები ციხეში არიან უდანაშაულოები გარეთ - ხველა დაეწყო, ყელზე ისვამდა თითებს ,მაგრამ მაინც ზედმეტად უემოციო იყო. ბიჭებს ხელით ანიშნა გაჩერდითო -შენ ... შენ არც კი იცი რა გელის- კბილები ერთმანეთს დააჭირა ვაჩეს გახედა და შემდეგ მარიამს ჩაავლო მაჯაში ხელი- წავედით ! -როგორ მოულოდნელად მოხვედი და როგორ მიდიხართ ბატონო ალექსანდრე...არადა როგორი პატივია თქვენნაირი პიროვნების სტუმრობა -შენი დედაც ...- თავს ძლივს იკავებდა იქვე რომ არ მოეკლა. მარიამს ხელს ტკენდა,მაგრამ ვერ იაზრებდა. გონება გადაკეტილი ჰქონდა, აზროვნება აღარ შეეძლო . მანქანაში როგორც კი ჩასხდნენ მაშინვე დაძრა და დიდი სიჩქარით გაეცალა იქაურობას. მიდიოდა და საჭეს ხელს არ უშვებდა, შემდეგ მუშტები დასცხო და იღრიალა- იქ რა გინდოდა გამაგებინებ ? იმ ს სახლში რას აკეთებდი მარიამ -თორნიკე დაიჭირეს? -მიპასუხე იქ , იმ ნაბ.ზარის სახლში რა გინდოდა . უნდა მომეკლა , უნდა მიმეხრჩო იქვე შენ იქ არ უნდა ყოფილიყავი . როგორ მიგიტყუა იქამდე , ზუსტად გათვალა, იცოდა შენს თვალწინ რომ არ მოვკლავდი -სახლში წავიდეთ და ვისაუბროთ... -თორნიკე დაიჭირეს... თორნიკე ციხეში გადაიყვანეს სახლში შეუვარდნენ , ბავშვის თვალწინ დააგდეს იატაკზე, ბორკილები დაადეს და გაათრიეს. მაგათ კანონს შევ.ცი მაგათ დედებს შ.ვეცი რაღაც საქმე შეთითხნეს . გაბრიელთან კლუბში რეიდი მოაწყვეს შევარდნენ და ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. ჩემამდე მოდის , მაგრამ ჩემ ყ.ეს დაიჭერს - მანქანას ისე ატარებდა მარიამს საუბარიც უჭირდა. აზროვნებაც არ შეეძო ყველაფერი ერთად მოაწვა. ეზოში შესვლისთანავე გადავიდა მანქანიდან, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და სახლში დატრიალებულ აჟიოტაჟს შორიდან უყურებდა . -ალექსანდრე -ახლა არა... ახლა არ შემიძლია საუბარი . მერე , მერე მომიყვები ყველაფერს. სახლიდან არ გახვიდე აქ იყავი და სანდრას დამშვიდებას ეცადე... ბავშვი ვერაფერს ხვდება შოკი აქვს იქნებ დაამშვიდო თორემ ყველას ყელს გამოვჭრი ვინც იქ იყო ვინც თორნიკე წაიყვანა - მანქანიდან წამით გადავიდა შემდეგ ისევ დაჯდა , მარიამი შუა ეზოში დატოვა და წავიდა. ისე წავიდა უკან აღარ მოუხედავს , წარმოდგენა არ ჰქონდა მარიამის სული როგორი დამძმებული ჰქონდა. გაქრობა უნდოდა, იდგა შუა ეზოში და სული ეყინებოდა ქრებოდა, ძალას კარგავდა და იმდენად სუსტი იყო , ისეთი უძლური და მარტოსული როგორც არასდროს. სახლამდე მივიდა, წონასწორობის დაცვა უჭირდა, კარი გააღო თუ არა მაშინვე გაიგო ბავშვის ტირილის ხმა და ნაბიჯი ინსტიქტურად გადადგა მისკენ. სანდრა თვალებდაწითლებული , არეული სახით იატაკზე იჯდა და ისტერიულად ტიროდა. კანკალებდა , გაუგებარ სიტყვებს ამბობდა ძიძას ახლოს არ იკარებდა მარიამი რომ დაინახა ფეხზე წამოდგა და ბარბაცით გაიქცა მისკენ. მაშველი რგოლივით მოხვია ხელები ფეხებზე და ქვემოდან ახედა მომლოდინე მზერით -მალიამ მამა მოიკანე? -ჩემო მზევ - არეულ წითელ თმაზე ხელი გადაუსვა, ჭორფლებზე დაცემულ ცრემლებს ტუჩები შეახო და მთელი მისი პატარა სხეული მკლავებში მოიქცია. იატაკზე მუხლებით იდგა, პაწაწინა გოგოს მკერდზე იკრავდა ვერაფერს ამბობდა თავის ტკივილს უზიარებდა და მისგანაც იღებდა სევდას. ეგოისტი იყო, იმ წამს საკუთარ თავს ხედავდა მის ასაკში სულ მარტოს ოჯახს მოწყვეტილს -მამას ატკინეს... თონიკე მინდა მე -თორნიკეს მოვიყვანთ ... კარგად იქნება , გეფიცები დაგიბრუნებთ მამიკოს. ალექსანდრე მოიყვანს , სულ მალე მოიყვანს და მერე ისევ ერთად იქნებით - ხელში აიყვანა და ისე დაიძრა მეორე სართულისკენ არავისთვის შეუხედავს. საძინებელში შევიდა, საწოლზე დააწვინა ბავშვი და მოეხვია -ქო მოიკანს ... სანდლო მოიკანც - ცხვირი სულ გაწითლებული ჰქონდა, და თვალებიდან ისევ სდიოდა ცრემლები -მოიყვანს ... აუცილებლად მოიყვანს - მთელი სახე დაუკოცნა და მკერდზე მიიკრა. მისი პატარა გულის ფეთქვას გრძნობდა და თავადაც სდიოდა ცრემლები. როგორი რთული იყო მარიამის ატირება ახლა კი სხვა არაფერი შეეძლო, იწვა პატარა უსუსურ ბავშვთან ერთად და ტირილით იქარწ....ბდა დარდს. გული ტკიოდა, იმდენად ტკიოდა რომ ზოგჯერ ეგონა ვეღარ ჩაისუნთქავდა. შუაღამე იყო , სახლში ისევ სიჩუმე მეფობდა. ალექსანდრას ჩაეძინა, დაღლილობას ვეღარ გაუძლო და სიზმრების სამყაროში გადაინაცვლა. მარიამი კი მოჩვენებასავით დააბიჯებდა დერეფანში. მანქანის ხმა რომ გაიგო შეჩერდა. ელოდა როდის გამოჩნდებოდა , ხმაურით გააღო კარი და მძიმე ნაბიჯებით დაიძრა კიბისკენ . სირბილით აიარა საფეხურები , მარიამს ვერც კი შეამჩნევდა წინ რომ არ დახვედროდა. წამით შეხედა შემდეგ კი კაბინეტისკენ დაიძრა , ისიც გვერდით მიჰყვებოდა. კარი მიხურა , ქალს მზერა მოავლო და ხის ზედაპირზე ზურგით ააკრა. მისი სახე ხელებში მოიქცია, ღრმად ჩაისუნთქა და ტუჩებზე ტუჩები შეახო. რამდენიმე წამს კოცნიდა , თითებს თმაში დაატარებდა და მის სურნელს ხარბად სუნთქავდა -მიშველე თორემ საშინელებას გავაკეთებ ... სანდრა მევედრებოდა მამა მომიყვანეო. ბავშვი გადამირიეს, თორნიკე დამიჭირეს , ყველგან შევარდნენ, ყველაფერი თავდაყირაა შენ კი იქ იყავი, მის სახლში . იქ რომ დაგინახე ტვინში სისხლი ჩამექცა - იდგა და არეულ მზერას არ აშორებდა . მარიამი კი ცარიელი იყო, არ ჰქონდა ძალა რომელსაც მას გაუნაწილებდა. არც ის იცოდა უნდა ეთქვა თავისი ამბავი თუ არა, არ იცოდა მზად იყო ალექსანდრე ამ ამბის მოსასმენად თუ არა. ორივე განადგურებული იყო, ორივე გამოფიტული და უძლური-მარიამ მითხარი ,უბრალოდ მომიყევი -და ყველაფერს გაიგებ? -მარიამ -მე არაფერი მესმის... მე მხოლოდ ტკივილს ვგრძნობ რომელიც სულ უფრო ძლიერდება და ქაოსს ვხედავ რომელიც არ ქრება - თვალები დახუჭა და ალექსანდრეს მკერდზე მიეყრდნო. დროის აღქმა დაკარგეს, ბოლოს უბრალოდ ერთად ისხდნენ ბნელ ოთახში, იატაკზე ერთმანეთზე მიხუტებულები და საუბრობდნენ. სიტყვები ვრცელდებოდნენ სიჩუმეში და თავიდან აღწევდნენ გონებაში. მარიამს თვალები დახუჭული ჰქონდა, ყურის ქვეშ ალექსანდრეს გულისცემა ესმოდა და სახეზე მისი თითების შეხებას გრძნობდა, საუბრობდა, არ ჩერდებოდა ყველაფერს ამბობდა, თავიდან იაზრებდა, ისევ განიცდიდა და სუნთქვა ეკვროდა -ვინ ვარ ალექსანდრე ნუთუ თამარა ერისთავი ვარ -გჯერა ? შენ გჯერა რომ მისი და ხარ? შანსი არ არის ... გამორიცხულია მაგ ნაბიჭვარს შენი სისხლის ერთი წვეთი მაინც ჰქონდეს იმ დამპალ ძარღვებში -და რა ვიცით რომ არ აქვს... ჩემი სიზმარი და მისი მონათხრობი. ის ხომ ჩემ სიზმარს ვერ გააკონტროლებდა. ყველაფერი შეეძლო მოეგონებინა, ყველაფერი გაეყალბებინა, მაგრამ მე ხომ ვხედავ ყოველ ღამე ...ვინ იცის რამდენჯერ ვნახე . მე არ ვიცი ვინ ვარ... მე , მე იდენტობა არ მაქვს -გაქვს, შენ მარიამი ხარ . შენ ჩემი ქალი ხარ , შენ -მე ... მე ალექსანდრეს ცოლი ვარ ? - გაიცინა და მოშორდა- შენ ხარ და შემდეგ მე? -ახლა ამის დრო არ არის მარიამ... ის იმდენად ჭკვიანია რომ ზუსტად დაამთხვია ყველაფერი ერთმანეთს, ერთი დიდი ძლიერი დარტყმით გვიღებს ბოლოს. ყველა დაგვასუსტა რომ ძალა გამოგვეცალოს და -ეს ბრძოლა არ არის, ის მე არ მებრძოდა... ვგრძნობ რომ მართალია. ვგრძნობ ალექსანდრე , მთელი გულით ვგრძნობ, სხეულით, სულით -რას გრძნობ ...ნუ შემშლი მარიამ ! გონს მოდი -რკინის გავხდე? გულქვა და უემოციო? რატომ ივიწყებ რომ მეც ადამიანი ვარ, მეც ვარ სუსტი, მეც მტკივა და მეც მინდა ვიცოდე ვინ ვარ. ამ წყეულ ცხოვრებაში რაღაც ხომ უნდა იყოს ნათელი ჩემი წარსულიდან. მე ამ ამბავს გავექეცი, გავექეცი ჩემ კოშმარს. მეგონა რომ დედაჩემის ამბავი რომელიც მომიყვეს მართალი იყო, რომ ვიცოდი ჩემი ოჯახისწევრებზე , მაგრამ თურმე არაფერი ვიცი -ის კაცი მებრძვის, შეიძლება მართალია რაც მოგიყვა, ალბათ გაარკვია გაიგო შენი ნამდვილი ისტორია და იყენებს , მანიპულატორია -ასე შენ მოიქცეოდი არა? როდესაც წინასწარი გეგმით თავს ესხმი სხვას...სანამ ჩამოხვიდოდი მანამ დაიწყე მასზე ამბების მოძიება ,მაგრამ გაჯობა არა ? ვერაფერი გაარკვიე და ამან ჟინი გაგიასმაგა -მარიამ! -მართალს ვამბობ და შენ ეს კარგად იცი... შენ არ გაინტერესებს მისი საქმეები. ის ისეთს არაფერს აკეთებს რაც მამაშენის დროს არ ხდებოდა, რაც შენი აქ ყოფნის დროს არ გაუკეთებიათ. შენ უბრალოდ კონტროლი დაკარგე, კონკურენტი გამოუჩნდა ბატონ ალექსანდრეს . მე ხომ საკმარისი არ ვარ, მთელ ქალაქს უნდა ეშინოდეს, უნდა გაღმერთებდეს, ყველა ქალი უნდა გეტრფოდეს და ყველა შენზე ოცნებობდეს. შენთვის საკმარიის არაფერია, ერთი უნდა იყო მხოლოდ და შენ გარდა არავინ -მარიამ ხვდები მაინც რას მეუბნები? -უნდა გავიგო მე ყველაფერი უნდა გავიგო ... თორნიკეს უჩემოდაც გამოიყვან. არავინ გჭირდება, თავადაც მოერევი ვაჩეს . მე ალექსანდრაზე ვიზრუნებ, ჩვენზე უბრალოდ ნუ იფიქრებ -როგორ ნუ ვიფიქრებ, აპირებ ჩემს მტერთან მიხვიდე და რომ გაიგო შენი ძმაა მერე? -მერე? მერე ვიპოვნი მათ ვინც ერისთავები ცოცხლად დაწვა საკუთარ სახლში და გაჩვენებ როგორ უნდა შურისძიება - სრულიად უემოციო გამომეტყველება ჰქონდა და ამ დროს ყველაზე საშიში იყო. მკლავები მოხვია ტუჩებზე შეეხო შეშლილ კაცს და ისევ მიეკრო სხეულზე- ეს ჩვენი სიყვარულის გამოცდაა ალექსანდრე . ჩემი და შენი გამოცდაა -შენ ხომ იცი რომ არ დაგთმობ და არც მას ვაპატიებ ... არაფერს აქვს ჩემთვის მნიშვნელობა თორნიკეს და გაბრიელს რამე რომ დაუშაოს ისე მოვექცევი როგორც ნებისმიერ სხვას - უხეშად აკოცა და მერე ხელში აიტაცა მისი სიფრიფანა სხეული-სულს მოგცემ , მხოლოდ შენ და შენთვის - საწოლზე ფრთხილად დააწვინა და მის გვერდით მოთავსდდა. თენდებოდა სახლში გამეფებული სიჩუმე სანდრას ტირილის ხმამ რომ დაარღვია. ალექსანდრე წამებში გაიქცა პატარას საძინებლისკენ და მარიამი გონს რომ მოვიდა უკვე კარში იდგა სანდრასთან ერთად. ბავშვი მკერდზე ჰყავდა მიხუტებული და არეულ თმაზე ეფერებოდა -ალექსნადრე -სანდრა დღეს ჩვენი სტუმარი იქნება - ბავშვის ყურთან ლაპარაკობდა, ლოყაზე აკოცა და ისევ მოეფერა- თორნიკემ მითხრა რომელი ზღაპარიც უნდა მოგიყვე და მე ხომ ძალიან ვგავარ შენს მამიკოს -ჩემი მამიკო ოდის მოვა სანდლო?- თავი მის მხარზე ედო და ქვემოდნა უყურებდა . გული ისევ სწრაფად უცემდა და ლოყაზე ისევ უბრჭყვიალებდა ცრემლი -მამიკო სანამ დაბრუნდება მანამ არ უნდა ინერვიულო ხო? მამიკოს საქმეები რომ აქვს ხომ რჩები ძიძასთან -მამიკო დამირეკავს? -დაგირეკავს , რა თქმა უნდა დაგირეკავს - საწოლში მასთან ერთად დაწვა . მარიამი ჩუმად უყურებდა და შემდეგ თავადაც მოხვია ბავშვს ხელი. სანდროს აღარ დაუძინია, ჯერ მათ უყურებდა , ბოლოს საერთოდ დატოვა სახლი და წავიდა. ............. მთავარი გამომძიებლის კაბინეტში იჯდა და სიგარეტის რერის თიტებსშორის ატრიალებდა. ნაბიჯების ხმა ესმოდა . შემდეგ ბადრაგმა კარი გააღო და თორნიკეც გამოჩნდა. ისე აკვირდებოდა უმცროს ძმას თითქოს საუკუნის უნახავი ჰყავდა , მიუხედავად იმისა რომ იცოდა თითს ვერავინ დააკარებდა მაინც უყურებდა დეტალურად შეისწავლა მისი სახე.ძლიერად მოხვია ხელი და პატარა ბავშვივით ჩაიხუტა -დაბერდი ტო? - თორნიკემ გაიცინა და ზურგზე ხელი დაკრა -ხო კარგად ხარ -ბოლოს რო ვიჯექით იმის მერე საგრძნობლად შეუცვლიათ ყველაფერი- სკამზე ჩამოჯდა და თავზე გადაისვა ხელი- ალექსანდრა როგორაა -მარიამთანაა არ ინერვიულო... -მე არ ვნერვიულობ ალექსანდრე . ვერ ხვდები რომ ჩემ ჩასმას არ აპირებენ? უბრალოდ პირველი სვლა გააკეთა და ბრძოლა დაიწყო -ფულიც აგვახია , დაგვამცირა, თავზე გად.მ.ჯ.ა და მშვიდად უნდა ვიყო? კლუბიდან ხალხი გაიყვანეს. ციხე აავსეს ერთი ღამით -დამშვიდდი , დაიკიდე და ყველაფერს მიხვდები . ჩემზე არ იფიქრო, სანდრას მიხედე და დალშე მე მაგრად ხო იცი - სიგარეტის ღერი აიღო მაგიდაზე დადებული კოლოფიდან და მოუკიდა- იმედია არ დაგვაჯარიმებენ-ჩაიცინა და ღრმა ნაფასი დაარტყა -არა, ხო იცი ნოდარა ჯიგარია- ისევ თვალის მოუშორებლად უყურებდა ბიჭს და ერთდროულად ფიქრობდა რამდენიმე საქმეზე. დიდი დრო არ ჰქონდათ, სიგარეტი როგორც კი გადააგდო თორნიკემ ისევ მოეხვია , დაემშვიდობა და წავიდა. გაბრიელთან იყო, მაგრამ საქმის ნაცვლად მარიამზე ფიქრობდა. ამბავზე რომელიც მოისმინდა და იმ დაშვებაზე რომ შესაძლოა სიმართლე ყოფილიყო. წამით ტკივილი იგრძნო, იმდენად ძლიერი რომ მოიხარა. სახე ხელებში ჩამალა და ღრმად ჩაისუნთქა -რა გჭირს შე ჩემა ... იბრიდები? მაგათ დედას არ შევ.ცი ? ასე ნუ ნერვიულობ გასტყნიათ პატრონი თორნიკე გამოვიყვანოთ და -ნუ იცი ხოლმე ნერვიულობები პუპსიკ -დალიე ეს წყალი რა -წყალი რა ჩემ ს.რად მინდა შენ შ.გ ხო არ გაქ- ქვემოდან ახედა ჭიქით ხელში მდგომს და სერიოზულად გაიკვირვა -რა ვიცი ტო ... აბა ვისკი დაგისხა? -რაღაც გამოგვრჩა... გავატარე და ახლა წინ მხვდება. ამის დედაც - მაგიდაზე დაარტყა მუშტი და მერე ფეხზე წამოვარდა. ერთ ადგილას ვერ ისვენებდა , არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა მარიამის გარდა. გაბრიელი მარტო დატოვა და წავიდა. ....... მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა , კლინიკის შენობას უყურებდა და ფიქრობდა . არ იყო დარწმუნებული რომ მისვლა ღირდა, ვაჩე კი უკვე იქ იყო და ელოდა . ეზოში რამდენიმე მანქანა იდგა მისი დაცვის წევრებიც იქ იყვნენ . თავი უკან გადასწია, სავარძელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. რამდენიმე წუთი სჭირდებოდა გონს მოსასვლელად . კარი გაიღო და სალონში კოსტავას სურნელი შეიჭრა ,გარედან მოვარდნილ სიცივეს შეეწინააღმდეგა . მარიამს ხელი მოხვია და ტუჩები ლოყაზე შეახო -სანდრო - ჩუმად თქვა და ქვემოდან ახედა -მარტო ვერ დაგტოვებ ... მივხვდი, რომ შენთან ყოფნა მინდა -თავზე აკოცა და ზემოდან დახედა- წავედით ხელი ჩაკიდა და მასთან ერთად განაგრძო გზა. იმ წამს უბრალოდ მარიამი იყო რომელსაც ალექსანდრე ექცა საყრდენად. წელზე მოხვეული მისი თითები ისეთ ძალას აძლევდნენ სულ უფრო და უფრო მეტად მყარი ხდებოდა ნაბიჯები რომელითაც წინ მიიწევდა. ვაჩე აშკარად გააკრვირვა ალექსანდრეს დანახვამ. ისიც მარტო იყო , დაცვის არცერთი წევრი ახლდა თან მარიამს უყურებდა და მზერაც თანდათან ეცვლებოდა. კოსტავაც ხედავდა ამ მეტამორფოზას, სულ რამდენიმე წუთი გაატარეს ერთად. თითქმის არაფერი უთქვამთ, თითქოს ფრონტის შუა ხაზი დატოვეს და სტაბილურ ზონაში გადაინაცვლეს. შენობიდან რომ გავიდნენ მარიამი მათ შორის აღმოჩნდა, მართალია სანდრო უფრო ახლოს იყო , მაგრამ ვაჩეც გვერდით იდგა . სრულიად განსხვავებული პერსონები იყვნენ, მაგრამ მაინც ორივეს ჰქონდა ძალა , ძალა რომელსაც სიტყვებით ვერ ახსნიდი. უბრალოდ გრძნობდა მარიამი , მისი შინაგანი ხმა კი არასდროს ცდებოდა. მასალა ანალიზისთვის რამდენიმე ადგილას გაგზავნეს ისე რომ ვაჩემ არაფერი იცოდა. ერთ პასუხს უბრალოდ ვერ ენდობოდნენ. მარიამისთვის მოლოდინის რეჟიმი ჩაირთო ალექსანდრე კი ისევ დაუბრუნდა ბრძოლის ველს. .......... თორნიკე გირაოს საშუალებით გაათავისუფლეს. რამდენიმე დღე გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში და ამ დღეების განმავლობაში ყველაზე რთული სანდრას სევდის ნახვა იყო. ელიზაბეტი და დავითიც დაბრუნდნენ ქალაქში, ცდილობდნენ ბავშვის გამხიარულებას , მაგრამ თორნიკეს გარდა არაფერზე საუბრობდა. ალექსანდრესთან და მარიამთან ერთად იჯდა ქალბატონი სანდრა მისაღებში , ტელევიზორის დიდ ეკრანზე თავის საყვარელ ზღაპარს უყურებდა . ბატონი თორნიკე რომ გამოჩნდა , სწრაფად მიაბიჯებდა და არავისთვის შეუხედავს ისე აიტაცა ხელში გოგონა -მამას პრინცესა - მკლავებში მოიქცია მისი პატარა სხეული და მთელი სახე დაუკოცნა. ისიც მოულოდნელობისგან შემკრთალი უყურებდა კაცს. მერე ყელზე მოხვია ხელები და მთელი ძალით მოეხვია -მაა ... მამიკო დაბუნდი ? -დავბრუნდი და აღარსად წავალ...საქმეებზეც გაბრიელ ბიძიას გავუშვებ -გაბრო ძია უნივერსალური ძიააა ხომ იცი წითელო? -ნუ მეძაქი წითელს - მამას მხარზე ედო თავი და მომღიმარ გაბრიელს უბღვერდა. ელიზაბეტი რომ მოეხვია უცნაურად თბილი გაუხდა მზერა , ბავშვი ჯერ კიდევ ახლოს ჰყავდა თავისუფალი ხელი ,რომ შემოხვია ქალს და სულ ერთი წამით აკოცა თავზე -მიხარია ,რომ დაბრუნდი... სანდრას ძალიან ენატრებოდი -სანერვიულო არაფერი იყო -იქვე მდგომ დავითს შეხედა და შემდეგ ისევ ბავშვი აიყვანა- მე და სანდრა წავალთ . გაბრიელი იქ გველოდება თორნიკეს გათავისუფლებამ ალექსანდრეც დაამშვიდა, მამა-შვილს ერთად რომ ხედავდა აშკარად უკეთ გრძნობდა თავს. სანდრა გვერდიდან არ შორდებოდათ მანამ სანამ მისი ძილის დრო არ მოვიდა. -ასე არასდროს გასჭირვებია დაძინება, ხელს არ მიშვებდა... როგორ შემიშინეს ბავშვი- თორნიკე როგორც კი მიუახლოვდათ მაშინვე ჭიქა აართვა გაბრიელს და ბოლომდე დაცალა -ცოტაც მოვითმინოთ და მერე მოვუგრეხთ კისერს... ნაბიჭვ.რი - გაბრიელი ისე იყო გაცეცხლებული ძლივს ამშვიდებდა ალექსანდრე. ანალიზის პასუხის მოსვლამდე ცოლ-ქმარი დუმდა, ამიტომ ბიჭებმაც არაფერი იცოდნენ. -არ ვიცი შენ რას აპირებ ,მაგრამ მე სანამ სახეს არ გავუერთიანებ არ მოვისვენებ - თორნიკეს დაღლილობა ეტყობოდა, მაგრამ ბრაზს მაინც ვერ აქრობდა- შენ რაღაც ზედმეტად ჩუმად ხარ -მომენატრეთ ... აზრზე არ ვიყავი რას აპირებდა და გავგიჟდი. მეზიზღება ,როცა რაღაც ჩემგან დამოუკიდებლად ხდება მე კი მაგ ეშმაკს კიდევ ვერ შევუგზავნე ვინმე ისეთი ვინც ინფორმაციას მოგვაწვდის . ყველა გაფაქტული ჰყავს, იცის ვინ როგორ გამოიყენოს -ჩვენ მთავარია საქმეებს მივხედოთ და არც ეგაა დაუმარცხებელი... ექნება რაღაც სუსტი წერტილი -ჯანდაბა, მაგრად დავიღალე... ბავშვიც მომენატრა მეტს ვერ დავლევ ამაღამ თუ არ ჩავეხუტე მოვკვდები - თორნიკემ სახეზე ჩამოისვა თითები და მშვიდად წამოდგა -ეს ბავშვს ეხუტება, ის ცოლს მე რა ჩემი ფეხები ვქნა ტო -დაელოდე გაბრიელ, დაელოდეე ბოლოს და ბოლოს გამოჩნდება ვინმე ვისთანაც სულ დაბრუნდები - სანდრომ მხარზე დაარტყა ხელი და ორივეს ერთდროულად დაემშვიდობა. უცნაურად გრძნობდა თავს, თორნიკე სანდრასთან დაბრუნდა, ბავშვი დამშვიდდა თითქოს ეს უნდა ყოფილიყო მორიგი დარტყმისთვის საჭირო დრო, მაგრამ მაინც პასუხს ელოდა. უნდა სცოდნოდა ვაჩე აბაშიძის ნამდვილი ვინაობა შუაღამე იყო , ისევ უძილობა აწუხებდა ... ვისკითა და სიგარეტით ებრძოდა ღამეს. მისაღებში დარჩა , ზემოთ ასვლას აჭიანურებდა -არ მოდიხარ ?- მარიამი მიუახლოვდა და მის წინ დადგა - მთვრალი ხარ - ჭიქის აღებას აპირებდა , მაგრამ ალექსანდრემ მაჯაზე მოხვია თითები და თავისკენ მიიზიდა-ალექსანდრე -ჩშშ -მკლავები წელზე შემოხვია და ტუჩებზე შეეხო - მომენატრე -აქ ვარ , შენთან როგორ მოგენატრე- ჩუმად თქვა და კაბის ქვეშ შეცურებულ თითებს მზერა გააყოლა -ხვალ გავიგებთ სიმართლეს- ყურადღება არ მიაქცია ისე განაგრძო მოფერება. ტუჩებს მის სახეზე დააცოცებდა, შემდეგ ყელზე გადავიდა და პერანგის რამდენიმე ღილიც გახსნა- ხვალ ყველაფერი შეიცვლება -ცხვირის წვერით ეხებოდა დახორკლილ კანზე, გული სწრაფად უცემდა -ცხოვრების წიგნს ჩვენ ვწერთ...- მოშორდა და უკანსვლით განაგრძო სვლა . მიდიოდა და ალექსანდრეც უკან მიჰყვებოდა . მარიმის გვერდით სიმშვიდე იყო. უსიტყვოდ, უთქმელად გრძნობებით სავსე სიმშვიდე... არ იცოდა რა იქნებოდა ხვალ, მაგრამ მარიამის გარეშე არ იქნებოდა დღე მის ცხოვრებაში. ............. რამდენიმე კონვერტი იდო მაგიდის ზედაპირზე . მარიამი ერთ-ერთ მათგანს შეეხო და ფრთხილად აიღო . არ ჩქარობდა, მაგრამ უკვე მოთმინება ეწურებოდა, გულისცემას ვეღარ გრძნობდა თითქოს დროც გაჩერდა სანამ ფარატინა ფურცელზე დაწერილი სიტყვები ამოიკითხა. შემდგე ტკივილი იგრძნო და წამებში გახსნა დანარჩენი კონვერტებიც. უყურებდა მაგიდაზე მიმოფანტულ ფურცლებს სულის ტკივილს გრძნობდა , ვეღარ ხედავდა კოსტავას სახეს, აღარც მისი ხმა ესმოდა იმ წამს ისიც გაქრა და მარტო დარჩა მხოლოდ ვაჩეს სიტყვები ტრიალებდნენ ირგვლივ. ყურში ჩაესმოდა მთელი ამბავი , სიტყვები ერთმანეთს ცვლიდნენ , სუნთქვა უჭირდა, ცრემლები ახრჩობდა ბოლოს „თამარა ერისთავი „ გაიგო , ვაჩეს მზერა დაინახა და ინსტიქტურად წამოდგა ფეხზე -მარიამ - დერეფანში მიმავალს უკან მიჰყვებოდა , მაგრამ ის არ ჩერდებოდა-მარიამ- წინ გადაეღობა ხელი მოხვია და თავის აწევა აიძულა. ამღვრეულ თვალებში უყურებდა , მერე დაიხარა აკოცა და ძლიერად მოხვია მკლავები -უნდა წავიდე ალექსანდრე... მე უნდა ვნახო - ქვემოდან უყურებდა, ტუჩები წამით შეახო ყელზე და წავიდა... მიდიოდა , მაგრამ არ იცოდა რა ელოდა წინ. მიდიოდა, სწრაფად , ჩქარი ნაბიჯებით, ათრთოლებული სხეულით და შენელებული გულისცემით. მიაბიჯებდა სუსტი, მაგრამ მაინც ძლიერი ... გაყინული სულით, ცარიელი ემოციებით პატარა გოგონა რომელმაც დაკარგული საკუთარი თავი იპოვნა. თამარა იყო , თამარა ერისთავი მშობლების საყვარელი შვილი ნებიერა უმცროსი გოგონა რომელსაც ცხოვრება წაართვეს. ეზოში შევიდა , დაცვას ისე აუარა გვერდი არცერთი შეუმჩნევია მხოლოდ ვაჩეს ხედავდა რომელიც სახლის წინ იდგა და ელოდა. ზუსტად იცოდა რომ იქ , ყინვაში თხელი პერანგის ამარა მას ელოდა და წამებს ითვლიდა თავისი პატარა დის დანახვამდე. შემდეგ ადგილს მოწყდა , მისი ყავისფერები სულ ახლოს იყო თვალები რომ დახუჭა და ერთიანად აივსო, სულის სისავსე დაკარგული ნაწილის პოვნით გამოწვეული , უცნაური სიმშვიდე რომელიც მანამდე არ განუცდია. სიახლოვე, სითბო რომელიც არსად იყო სხვაგან, გულის ხმა და ძარღვებში დიდი სიჩქარით მოძრავი სისხლი -პატარავ ... ჩემო პატარავ - ხრინწიანი , ტკივილშერეული ხმა ჰქონდა ერისთავს . თითებს მარიამის თმაში დაატარებდა და ხელს არ უშვებდა . ის კი ჯერ კიდევ ვერ ამოძრავებდა მკლავებს, უღონოდ ჩამოშვებულ მტევნებს ნელ-ნელა უბრუნდებოდა ძალა. სითბო რომელიც სახეზე ედებოდა და სურნელი რომელსაც პირველად აღიქვამდა , მაგრამ ნაცნობი იყო -როგორც იქნა ჩემთან ხარ ... გიპოვნე და ჩემთან ხარ სახლში იყვნენ, ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ . ისე აკვირდებოდა თითქოს მასში ეძებდა მსგავსებას საკუთარ თავთან, მხოლოდ ყავისფერი თვალები და სხვა ვერაფერი იპოვნა . ვაჩე კი მშვიდად იყო, ზოგჯერ იღიმოდა კიდეც და თვალები უცნაურად უბრჭყვიალებდა -ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ცხოვრება დავიბრუნე და მორჩა ეს წყეული მარტოობა ... შენ ისე საოცრად გავხარ დედას -მგონია რომ ცაში ვარ საყრდენის გარეშე და უმისამართოდ მივყავარ ქარს ... საერთოდ არაფერი ვიცი , არაფერი შენზე, მშობლებზე, ჩემზე . ღმერთო ახლა მგონია რომ თავიდან დავიბარე, დიდი ხნით მქონდა დაკარგული მეხსიერება და ახლა მივხვდი რომ არაფერი მახსოვს. იმ მომენტის გარდა აბაზანაში რომ ჩამსვი და სუნთქვა მეკვროდა -გახსოვს? -სიზმრების დამსახურებით ... რომლებიც წლებია მხოლოდ კოშმარი მეგონა -მე რომ გამოვფხიზლდი შენ აღარ იყავი, აღარც სახლი იყო ... მხოლოდ შავი კარკასი ...ნანგრევები და სხვა არაფერი. აღარც დედა იყო, აღარც მამა და აღარც ილიკო -მერე ? მერე როგორი იყო შენი ცხოვრება ვაჩე აბაშიძე როგორ შექმენი -გინდა გაიგო ჩემი განვლილი გზის შესახებ? - ჩაიცინა და ყელზე ინსტიქტურად მოისვა თითები . შემდეგ პერანგის რამდენიმე ღილი გახსნა და ბოლომდე გამოჩნდა მისი ნაიარევი . დამწვარი კანი რომელიც ტატუს დაეფარა , ნახატს რომელიც ზურგიდან იწყებოდა , მთელი მხარი ჰქონდა დაკავებული და ყელზეც გრძელდებოდა - ჩემი ცხოვრების ხე ამ ჭრილობის მიღებისას გახმა... აღარასდროს აყვავდება - ისევ გასწორდა, შავი ნაჭრით დაფარა კანი და მარიამს შეეხო თითებზე -იცი ვინ გააკეთა? -ვიცი... -სად არიან -აღარ არიან - ტუჩები ხელის ზურგზე მიაწება და თვალები დახუჭა - მხოლოდ მე და შენ ვართ თამარა -შენ , შენ ვინ ხარ ვაჩე მსხვერპლი იყავი და ახლა ვინ ხარ -მარიამ კოსტავა მესაუბრება?- მზერა გაუსწორა ისე რომ მის ხელებს არ მოშორებია ისევ ეფერებოდა და იღიმოდა -მარიამ კოსტავა ვერ გაქრება , ის ახლა ჩემში ყველაზე დიდი დოზითაა -ამდენად გიყვარს ალექსანდრე? -ალექსანდრეა ყველა გრძნობა რაც გამაჩნია -ბედის ირონიაა... შენ კი ერთადერთი ხარ ვინც გამაჩნია . მე და ჩემს მტერს საერთო სუსტი წერტილი გვაქვს , რაც ავტომატურად ნიშნავს იმას რომ შენ არ შეგეხებით -ვაჩე ყველა ვინც ალექსანდრეს უყვარს ჩემთვის მნიშვნელოვანია და მე არ მინდა არჩევანის წინაშე დამაყენოთ -მარიამ შენთან არ ვაპირებ ჩემ საქმესთან დაკავშირებით საუბარს. არ ვიცი შენ და ალექსანდრე როგორ ცხოვრობთ, მგონი შენ ხარ მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა -შენ წარმოდგენა არ გაქვს სანდროს შესაძლებლობებზე და გთხოვ , მეორედ ნუ დამკარგავ . არ მინდა რომ რამე დაგიშავდეს -ჩემზე არ ინერვიულო , საკუთარ თავსაც ვერევი როდესაც საჭიროა და შენი სანდრიკო ვერაფერს დამიშავებს -იმდენად მშვიდად იყო აშკარად არ ადარდებდა ეს ამბავი, არც კი აქცევდა ყურადღებას წამოწყებულ ომს . მარიამის თითებს ეფერებოდა და ქვემოდან უყურებდა - ყველაფერი მინდა მომიყვე ... ბევრი რამ გავიგე , მაგრამ ჩანაწერები გრძნობებს ვერ ყვებიან -შენ რაღაც მაინც იცი მე კი არაფერი , არაფერია კარგი იმ იფორმაციაში რაც ვიცი -ისევ ცდილობ საქმემდე მიმიყვანო და მალე ვიფიქრებ რომ ჩემი გრძნობების გამოყენებას ცდილობ ქმრის სასიკეთოდ -ბოროტებას არავისთვის მოუტანია სიკეთე ...დაცემულის მყარად დგომა ტირანად გადაქცევას არ გულისხმობს -მე ტირანი არ ვარ, არც ეშმაკია დამნაშავე იმაში რომ ადამიანები ცოდვებს სჩადიან ის უბრალოდ ჯოჯოხეთს ახვედრებს ცოდვილებს ერთნაირები იყვნენ, საკუთარი შეხედულებები ჰქონდათ, პრინციპები რომლებიც სისხლში გაუჯდათ და პოზიციის შეცვლას არ აპირებდნენ. იმ ღამით ისევ მარიამს მოუხდა საუბარი, ვაჩე რთული გამოსატეხი აღმოჩნდა და ბოლოს დანებდა. არ უნდოდა პირველივე საუბრის კამათით დაწყება, მაგრამ მაინც არ აპირებდა ალექსანდრესა და ვაჩეს შორის დგომას მათ ამბავს უთუოდ გადაწყვეტდდა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანდა შერიგებამდე . დრო ისე გაიქცა ალბათ თავზე დაათენდებოდა, ალექსანდრეს ზარი რომ არა იქ დარჩებოდა და კიდევ დიდხანს ისაუბრებდა. -გირეკავს - ზარის ხმა როგორც კი გაიგო მაშინვე ჩაიცინა და მართალიც აღმოჩნდა -გისმენ სანდრო - სიმშვიდე იგრძNობოდა მის ხმაში და ალექსანდრემაც იგრძნო მუხტი რომელიც მარიამს ჰქონდა. ყველა სიტყვა, ყველა კითხვა გვერდით გადადო და მშვიდად სუნთქვა დაიწყო -დარჩები ? - მხოლოდ ერთი კითხვა დატოვა და პასუხის მოლოდინში საჭეზე შემოაწყო ხელები . იქ იყო მის სახლთან ახლოს, უყურებდა აბაშიძის ფანჯრებს და მარიამს ელოდა -მოვდივარ ... დამელოდე - მის სუნთქვას გრძნობდა, ხო ასე უბრალოდ გრძნობდა და ტალღად ვრცელდებოდა მთელს სხეულში -თუ გინდა რომ დარჩე ... -რამდენიმე წუთში შენთან ვიქნები- უთხრა და საუბარი დაასრულა. ვაჩე ჩუმად იჯდა და უყურებდა. შემდეგ წამოდგა , ხელი მოხვია და ისე გააცილა . საკუთარი მანქანით დატოვა ეზო, სწრაფად მიდიოდა , მაგრამ მაინც შეამჩნია უკან ადევნებული მანქანა. ღიმილი ვერ შეიკავა ნაცნობი მოდელის დანახვისას , მაგრამ ისე განაგრძო გზა თითქოს ვერაფერს მიხვდა . მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო ალექსანდრე რომ მიეჭრა და კარი გამოგლიჯა. ისე მოხვია ხელი და მიიკრა სხეულზე, რომ სუნთქვაც გაუჭირდა მარიამს. ზამთრის სუსხი იყო, ყინავდა და მაინც თბილად იყო. სანდროს ყელში თავჩარგული ჰაერში მყოფი ისრუტავდა მის სურნელს და პატარა ბავშვივით ანცად იღიმოდა -შენ მე მომკლავ- ჩუმი ხმით თქვა და ტუჩებზე შეეხო. სახლისკენ მიდიოდა და მარიამიც თან მიჰყავდა. არაფერი უკითხავს, ისედაც ყველა მის ემოციას ხედავდა და არ სურდა ვაჩეზე ერთი სიტყვის გაგონებაც. მხოლოდ მარიამის ბედნიერება ახარებდა და უყვარდა, მიზეზი კი მეასე ხარისხს იკავებდა. საძინებლის კარი დახურა და გადაინაცვლა სამყაროში სადაც არ არსებობდა სხვა გალაქტიკა... არ იყო ფუჭი სიტყვები , იყო მხოლოდ გრძნობები და უთქმელად ახსნილი სიყვარული. ................ კლუბში ჩვეულებრივზე ცოტა ხალხი იყო,თითქოს ეშინოდათ პოლიციელების თავდასხმის და გართობაზე უარი თქვეს. იქ მყოფებიც ისე იქცეოდნენ აშკარად არ იგრძნობოდა ტონუსი, ყველაფერი ჩამქრალი , უცნაურად უფერული იყო . ორი მოცეკვავე წავიდა , მიმტანებიც უცნაურად დაღლილები ჩანდნენ დაკითხვებისა და პოლიციის განყოფილებაში ყოფნის შემდეგ . დაძაბული ატმოსფერო არ იფანტებოდა, შუაღამე იყო თუმცა საინტერესო არაფერი ხდებოდა. რამდენიმე საათი იჯდა მარტოდ მარტო ტყავის განიერ სავარძელში ვისკის ჭიქით ხელში და მოცეკვავე წყვილების მოძრაობას აკვირდებოდა. სიგარეტის ღერი ჯერ თითებშორის დაატრიალა შემდეგ ტუჩები მოუჭირა და ღრმა ნაპასით გაგზავნა მძიმე ჰაერი ფილტვებისკენ. ნაბიჯების ხმა არ ესმოდა , მაგრამ ხედავდა ქალს რომელიც ნელ-ნელა უახლოვდებოდა. საინტერესო გარეგნობა ჰქონდა, მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა , პროვოკაციური ნაბიჯები და დიდი მწვანე თვალები , შავად შეღებილი თმა მხრებამდე წვდებოდა ჩვეულებრივი იყო , მაგრამ არა’ჩვეულებრივად. -გაბრიელი ?- მიუახლოვდა, ოდნავ დაიხარა და მისი სასიამოვნო ხმაც შეერია ხმამაღალ მუსიკას -გახლავართ ... - კვამლი იატაკის მიმართულებით გაუშვა და სიგარეტის ღერი საფერფლეში ჩააგდო - რით შემიძლია გემსახუროთ ქალბატონოო -ლილი -ქალბატონო ლილი , გისმენთ -შეიძლება სადმე უფრო მშვიდ ადგილას ვისაუბროთ? - მუსიკა იმდენად ხმამაღლა იყო რომ ქალიც ხმამაღლა საუბრობდა -სიამოვნებით- ისევ მის მწვანე თვალებს უყურებდა რომ გასწორდა და ხელით ანიშნა კიბისაკენ. ქალი წინ გაუშვა მცირედით ჩამორჩა და სიამოვნებით ადევნებდა თვალს მისი სხეულის მოძრაობას . ბოლოს კაბინეტის კარი გაუღო და ოთახში შესვლისას ხმაურიც მიწყდა-დაბრძანდით -წარმოდგენა არ ჰქონდა ასე მოწიწებით რატომ ესაუბრებოდა, მაგრამ რატომღაც არცერთი ცუდი სიტყვა არ წამოსცდა- გისმენთ- როგორც კი დასხდნენ მაშინვე მზერა გაუსწორა და დაელოდა კვლავ მისი ხმის გაგონებას -თქვენ მე არ მიცნობთ ... მე რეზი კორინთელის და ვარ . რეზი , ის -რესტორნების ქსელს მართავს ... ვიცი ვინც არის რეზი. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მაგრამ ვერ ვხვდები ჩემთან რა გგნებავთ? -გუშინ ღამით მოაკითხეს და სადღაც წაიყვანეს. შუაღამე იყო , გვიან დაბრუნდა უცნაურად გამოიყურებოდა . დაურეკეს რაღაც უთხრეს და გავიდა, წასვლამდე მითხრა თუ არ დავბრუნდები გაბრიელს მიაკითხეო- თითები უკანკალებდა და თვალებიც წყლიანი გაუხდა- თქვენ იცით სად შეიძლება იყოს? -არ დაბრუნებულა ? არც დაურეკავს გუშინ წაიყვანეს და მორჩა? -არ გამოჩენილა , თქვენც არ იცით სად შეიძლება იყოს? მე ვიფიქრე რომ თქვენმა ბიჭებმა მოაკითხეს და საქმე ჰქონდა. ასე ხშირად ხდება ხოლმე- ხმა გაუტყდა, აშკარად ღელავდა , მაგრამ ბოლოს სულ მთლად აერია მზერაც -კარგი , მოდი ახლა ასე მოვიქცეთ. თქვენ დაბრუნდით სახლში, დაამშვიდეთ მშობლები და საკუთარი თავიც. რეზის სულ მალე დაგიბრუნებთ - ოდნავ გაუღიმა და წამოდგა- მანქანით ხართ ? -არა მე ... ტაქსით . თქვენ კი მატყუებთ, რაღაც მოხდა ხომ? მითხარით მე სხვა არავინ მყავს და უნდა ვიცოდე თუ არ იცით სად არის მაშინ პოლიციას უნდა მივმართო- გაბრიელის წინ დადგა და მკლავზე თითები მეშმოხვია -არაფერს გატყუებ პატარავ, სახლში დაბრუნდი და მშვიდად დაიძინე. ხვალ დაბრუნდება რეზიკო . რომელი საათია - მაჯაზე მორგებულ საათს დახედა და მისი თითებიც მოიშორა -ამ დროს ტაქსით სიარული შარია... წამომყევი მე გაგიყვან - არც უკითხავს ისე მიადო ზურგზე გაშილი ხელისგული და ოდნავ უბიძგა -არა მე ... მე არ მინდა. ტაქსით დავბრუნდბეი , მაგრამ თქვენ- ხელში ჰქონდა მოქცეული ქურთუკი და პატარა ჩანთა . ბრბო გაიარეს და შენობაც დატოვეს, ინსტიქტურად გამოართვა გოგოს ქურთუკი და თავად მოახურა მხრებზე . თმებიც გაუსწორა და მანქანისკენ დაიძრა -ამდენი დრო არ მაქვს პატარავ , სახლში მიგიყვან და მერე რეზიკოს ვიპოვნი -მეც წამოგყვებით მაშინ, არ მინდა სახლში . დროს ნუ დაკარგავთ -ოჰ- ზემოდან დახედა და გაიცინა- სად გამომყვები მაინც , იცი სად მივდივარ? დაჯექი და ღვედი შეიკარი - მანქანის კარი გაუხსნა და შემდეგ თავადაც დაჯდა სავარძელში. რეზის მისამართი იცოდა , სწრაფად ატარებდა , გზები გადატვირთული არ იყო, სულ რამდენიმე მანქანა შეხვდათ გზაში . შემდეგ კი სახლთან გააჩერა და გოგოს ჩანთას დაწვა , დაუკითხავად გახსნა მობილური ამოიღო და საკუთარ ნომერზე დარეკა. -გაბრიელ მე -დაგირეკავ თუ რამე , ან რეზიკო თავად მოვა . მიდი , გადადი უკვე - დრო აღარ ჰქონდა, მაგრამ მაინც მშვიდად ელაპარაკებოდა თითქოს არც ღელავდა, ვერც აღიქვამდა სწორად სიტუაციას -რა ? რატო მიყურებ ასე ... გადადი და სახლში შედი, უცებ -არ მინდა -რა არ გინდა ? - ცოტაც და გაეცინებოდა -მეშინია -რისი გეშინია -მარტო ვარ, რეზი რომ წაიყვანეს შემდეგ ვიღაცები მოვიდნენ და მე სახლში არ მივსულვარ დღეს. შორიდან ვნახე როგორ ეძებდნენ რაღაცას . იქ ვერ შევალ - თვალები აემღვრა, აშკარად არ უნდოდა ამ ყველაფრის თქმა , მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა -კარგი , არაუშავს არ იტირო. ვინმე მეგობრის ან ნათესვაის მისმაართი მითხარი და იქ მიგიყვან რა პრობლემაა -არავინ მყავს, რეზი იპოვნეთ და უთხარით რომ სასტუმროში ვიქნები -რომელ სასტუმროში ტო? ხო არ ღადაობ ... იქ აპირებ შესვლას?- ისე უცებ აუწია ხმას თვითონაც ვერ მიხვდა. გაღებული კარი მოუხურა გოგოს და წასვლის საშუალება არ მისცა- აქამდე უნდა გეთქვა სახლის ამბავი. დროს მაკარგვინებ იცი? - ისევ აამუშავა ძრავი და უფრო მეტი სიჩქარით განაგრძო სვლა -სად მივდივართ? -ჩშშ, არაფერი თქვა -კი მაგრამ -რომ გეუბნებიან გაჩუმდიო უნდა გაჩუმდე -შენ უფლება არ გაქვს რაიმე მიბრძანო და საერთოდ -ნუთუ - გაიცინა და გვერდიდან გახედა - გაკაპასდა უცებ- ჩუმად ჩაილაპარაკა და გაზის პედალს კიდევ უფრო დააჭირა. სახლში მიიყვანა, არც მეტი არც ნაკლები საკუთარ სახლში მიიყვანა. მანქანიდან გადავიდა, კარი გაუღო და გადმოდიო ანიშნა. გოგო კი ინსტიქტურად მიჰყვა, მაგრამ არც ისეთი მარტივი დასამორჩლებელი ჩანდა -აქ დარჩი , შედი რომელ ოთახშიც გინდა გამოიყენე რაც გაგიხარდება . დაიძინე , ტელევიზორს უყურე , მულტფილმები ჩართე რა ვიცი რაც გინდა , მაგრამ გარეთ არ გახვიდე. რომ გავალ კარი უბრალოდ დახურე და თავისთავად ჩაიკეტება . აქ არავინ შემოვა და არ შეგეშინდეს ... -მოიცადე , ეს რა ადგილია კი მაგრამ -ჭორაობის დრო არ მაქვს - უკან დაიხია და სწრაფად წავიდა . ........... რეზი არ ჩანდა , მაგრამ კლინიკები გაივსო რესტორანიდან გადაყვანილი პაციენტებით. მძიმე ინტოქსიკაცია და უამრავი საჩივარი რომელიც სულ რამდენიმე საათში დაიწერა. დილიდან დაიწყო რესტორნების შემოწმება და სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა უამრავი დარღვევა. გამოიწერა ჯარიმები, ობიექტები დახურეს ყველა საინფორმაციო ამ ამბავს აშუქებდა . ინფორმაცია ვირუსივით გავრცელდა, ზარები არ წყდებოდა, ხალხი არ ჩერდებოდა. ერთ წამში გაქრა პრესტიჟი რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ, ხალხი აღარავის ახსოვდა საყვარელი რესტორნები და იქ გატარებული სასიამოვნო დრო. -ამის დედას შ.ვეცი - გაბრიელი ბობოქრობდა, ყველაფერი ააყირავა და მაგიდას ისე დაარტყა მუშტი მთელ ოთახში გავრცელდა ხმა -ზარები არ წყდება, მალე გამომძიებლები მოვლენ... ჩვენება უნდა მივცეთ ალბათ და კიდევ რა მოხდება კაცმა არ იცის. რამდენი ათასის გადახდა მოგვიწევს ითვლის ვინმე?- თორნიკე ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა - უბრალოდ რომ მივიდე და მოვკლა? ვინ ჰყავს გვერდით, ვინ გააგრძელებს მის საქმეს? არავინ! არავინ ჰყავს , მარტო ჩალიჩობს ყველაფერს -ვერ მოკლავ - ალექსანდრემ დუმილი დაარღვია და მაგიდაზე შემოწყობილი ფეხები დაბლა ჩამოსწია- მარიამის ძმაა და რომ მოკლა ჩემი ცოლი სისხლს აიღებს უკანასკნელი ცოცხალი ნათესავის გამო - ფეხზე წამოდა, პერანგი გაისწორა და ბიჭებს გაუღიმა- მოგესალმებით ეს ჩიხია , ყველა კედელი იმდენად სქელია რომ შეტაკებით არ დაინგრევა- ხელები გაშალა და შემდეგ მაგიდაზე დადებულ ვისკის ბოთლი აიღო - დალევთ? -რომელი ძმა ... რა სისხლის აღება შენ შ.გ ხო არ გაქ. მარიამის და-ძმები სოფელში არ არიან? თუ სადღაც რა ვიცი დედის ტყვნ.ში ხო ვიცით არა? -ბლეფი იყო... ჩვენც ვჭამეთ. დიდი ამბავია რომელიც ზუსტად მეც არ ვიცი , მაგრამ ვაჩე მარიამის ბიოლოგიური ძმაა დედ-მამის შვილია 99% გენეტიკური დამთხვევით -და აბა რა უნდა გავაკეთოთ ? -რეზი უნდა ვიპოვნოთ- გაბრიელმა თქვა და უცებ გასწორდა- რეზი არ მოტყდებოდა, შანსი არ არის . რეზიმ რაღაც იცოდა და წაიყვანეს. იმედია ცოცხალია ამის დედაც ლილი,ტო ... გოგო სახლში მყავს გამოკეტილი - ბოლო საათების განმავლობაში საერთოდ გაითიშა და ახლაღა გაახსენდა სახლში გამოკეტილი გოგო . კარი ავტომატურად რომ ჩაიკეტა და კოდი არ იცოდა გამოსვლას ვერც მოახერხებდა. ისე გაიქცა ვერც დადევნება მოახერხეს ვერც რაიმეს გაგება. უბრალოდ ბიჭის ძიება დაიწყეს და ყველა სანდო თანამშრომელი ერთად შეკრიბეს ... ....... სახლის კარი რომ გააღო და სიმშვიდე დახვდა უცნაური შეგრძნება დაეუფლა. მიდიოდა და ფიქრობდა რომ გაიქცა, ფანჯრიდან გადახტა ან კიდევ ყველაფერი დამსხვრეული დახვდებოდა, მაგრამ არაფერი ჩანდა. მისაღებში იწვა, ფართო დივანზე წერტილივით ჩანდა იმდენად იყო მოკეცილი. დაღლილი სახე ჰქონდა, კანზე ეტყობოდა ცრემლების კვალი და მისი ძილი საერთოდ არ ჰგავდა მშვიდს... სავარძელში ჩაეშვა და თავზე გადაისვა ხელი, წარმოდგენა არ ჰქონდა ამ გოგოს საკუთარ სახლში რატომ აჩერებდა ან ასე მშვიდად რატომ იქცეოდა, მაგრამ ყველაფერი ბუნებრივად გამოდიოდა. მის გაღვიძებაზე არც ფიქრობდა, უბრალოდ უყურებდა და თან ფიქრობდა . ლილიმ როგორც კი გაახილა თვალები მაშინვე მზერა გაუსწორა და ფეხზე წამოდგა -შენ მე სახლში გამომკეტე - ხმა ტირილისგან ჰქონდა შეცვლილი, სახეზე თითები ჩამოისვა და თავზე დაადგა სავარძელში მჯდომს - ახლა რა შენი ტყვე ვარ? რეზიც თქვენ წაიყვანეთ ხომ? ის კიდე გენდობოდათ -რეზის ვერ ვპოულობთ, ყველა რესტორანი დახურეს და კაცმა არ იცის რა ელის ჩემს ბიზნესს. შენი ძმა აკონტროლებდა ყველაფერს ჩვენს შემდეგ მეორე კაცია... ახლა განსაკუთრებით დაკავებულები ვიყავით და იქნებ ამიხსნა როგორ წავიდა. რომელ საათზე, როგორ მანქანაში ჩაჯდა, რამდენმა კაცმა მოაკითხა, როგორები იყვნენ - მის სიტყვებს თითქოს არც უსმენდა ისე დაიწყო . ქვემოდან უყურებდა და ისეთი მშვიდი ტემბრი ჰქონდა როგორც არასდროს -ღამის ორი იქნებოდა დაწყებული ზუსტად არ ვიცი ... სამნი იყვნენ. ორი ეზოში იდგა , ერთი საჭესთან დაჯდა. ახალგაზრდები იყვნენ ყველანი , მათ შორის ერთი კოჭლი იყო ან უბრალოდ ფეხი სტკიოდა , სიარული უჭირდა აშკარად. სახეები ვერ დავინახე , მაგრამ შემდეგ სახლში რომ შევიდნენ ის კოჭლი ისევ იყო -კარგიი ... ტყვეობას რაც შეეხება ისევ გაგრძელდება . შენი ძმის პოვნამდე - უცებ წამოდგა გაოგნებულ გოგოს გაუღიმა და უკან გადადგა ნაბიჯები-იმედია დამნაშავე არ აღმოჩნდება -ჩემ ძმას არაფერი დაუშავებია და სწორედ იმიტომ წაიყვანეს ვერ ხვდები? და აქ ჩემი გამოკეტვა დანაშაულია -დანაშაულებისკენ მიზიდულობა მაქვს , პატარავ- ისევ გაუღიმა და ისე წავიდა . არ ყვიროდა, არც ისტერიკა ჰქონდა რაც უცნაური იყო , მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა. ............... მარიამმა ტელევიზიების საშუალებით გაიგო ყველაფერი . იმ წამიდან ურეკავდა ალექსანდრეს , მაგრამ არ პასუხობდა ბოლოს საერთოდ გამორთო მობილური. დიდხანს ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას ,მაგრამ არ გამოუვიდა. ბოლო დროს უცნაურად მოუსვენარი და ფეთქებადი იყო , წარმოდგენა არ ჰქონდა ალექსანდრე როგორ შეხვდებოდა მის ამ ნაბიჯს, მაგრამ მაინც ვაჩესთან წავიდა. გონს რომ მოვიდა უკვე მის წინ იჯდა და თვალებანთებული უყურებდა . თეთრ პერანგსა და შავ კლასიკურ შარვალში გამოწყობილი უცნაური სანახავი იყო , სავარძელში იჯდა, წინ უხვად ეწყო ფურცლები რომლებზეც სავარაუდოდ ხელი უნდა მოეწერა. მარიამი რომ დაინახა გაეღიმა ,თითქოს ელოდა კიდეც -მიხარია შენი ნახვა -მე კი არა -ცუდია . შენ ბრაზობ , მაგრამ მე მიზეზს ვერ ვხვდები -როგორ გახდი ასეთი -იცი მე ახლა სამუშაო საათები მაქვს , აქ სულ შეხვედრების განრიგებია და დრო თითქმის არ მაქვს შენთან ჭორაობისთვის. მიხარია რომ გნახე, ბევრად უფრო მშვიდი და ლამაზი დღე მექნება შენი დამსახურებით -რასაც ვერ ვიტყვით ადამიანებზე რომლებიც მძიმე ინტოქსიკაციით კლინიკებში მოათავსეს, ვერც რესტორნების პერსონალზე , შეფებზე რომლებიც სავარაუდოდ სამსახურის გარეშე დარჩებიან -მაგ ამბავთან დაკავშირებითაც უნდა მივიდე ერთ-ერთ კლინიკაში ... როგორც ქალაქის მერი ვალდებული ვარ -მეც ვარ წილის მფლობელი , დამნაშავესთან შეხვედრა შენს იმიჯზე არ იმოქმედებს? -რომელი წილის -ყველა უძრავ-მოძრავი ქონება რაც ჩემს ქმარს გააჩნია ჩემიცაა და იცოდე რომ ყველაფერს ვიცავ რაც კუთვნილებაში მაქვს - მასთან მივიდა, ლოყაზე აკოცა და გაუღიმა- დღეიდან ნებისმიერი შენი ქმედებით მე მიპირისპირდები - ზურგი აქცია , კართან მისვლამდე ერთხელ შეხედა მომღიმარს და შემდეგ წავიდა. ისევ არ უფიქრია დიდხანს , იქ მივიდა სადაც ბიჭებს იპოვნიდა . გრძელი , ვიწრო დერეფანი მშვიდად გაიარა. კართან მისვლამდე გაიგო ხმა ამიტომ იქვე დარჩა და მოსმენა განაგრძო. ინფორმაციის მიღების შემდეგ დაბრუნდა კლუბის დარბაზში და მაღალ სკამზე შემომჯდარი დაელოდა ბიჭების გამოჩენას. ერთად მოდიოდნენ, მათი სიარულის მანერაც კი საუბრობდა ხასიათზე რომელიც შინაგანად გააჩნდა თითოეულ მათგანს. უცნაურები იყვნენ, საოცრად განსხვავებულები ,მაგრამ მაინც ერთ დიდ ნაწილს წარმოადგენდნენ, ერთიანობას რომელსაც ვერაფერი დაარღვევდა. -მარიამ - როგორც კი დაინახა მაშინვე შეეცვალა მზერა- აქ რა გინდა ? -ჭირსა და ლხინში შენთან- თვალებში უყურებდა , მშვიდი იყო და თავის სიმშვიდეს მასაც უზიარებდა. მკლავები დაჭიმულ ყელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა - ყველაფერი კარგადაა , მე გამოსავალი მაქვს -აქ არ უნდა იყო და საერთოდ , შენ ხომ ექიმი ხარ და ჩემს საქმეებთან არაფერი გაქვს საერთო- საკუთარ სიტყვებს ახსენებდა და თვალები სულ უფრო ენთებოდა -ბიჭებო ქმარი ჩემი მუშაობის წინააღმდეგია და არ უნდა დაიცვათ თქვენი ახალი რძალი?- ალექსანდრეს მხარზე დაეყრდნო და უკან მდგომებს გახედა -მარიამო ახლა მართლა არ ღირს შენი ჩარევა ... ტრ.კში ვართ და შენი ჩვენამდე მოსვლა არაა საჭირო. მოვაგვარებთ , დაიკიდე - გაბრიელმა თვალი ჩაუკრა და შემდეგ გასასვლელად მოემზადა -წყალი და ფქვილი რომლითაც რესტორნები მარაგდება ვისია ბიჭებო? შემთხვევით ხომ არ შეგვიძლია განცხადება გავაკეთოთ და უცებ გავხდეთ მსხვერპლი დამნაშავის სტატუსი კი მტერს ვაჩუქოთ ?- ისევ სანდროს სხეულს იყო მიკრული, ხელს არ უშვებდა და თავი მის მხარზე ედო. უცნაური სანახავი იყო ასეთი სხვანაირი , მაგრამ მაინც მარიამი -ამის დედაც ... ის ნაბ.ზვრები ვაჩეს უძვრებიან. თუ აეწვებათ მისი მოსაგვარებელი გახდება პრობლემა რომელიც თავად შექმნა - თორნიკემ გაიცინა და თავზე ხელი გადაისვა- საოცრება ხარ რა - უცებ მივიდა და ჩაეხუტა. ხმაურით აკოცა ლოყაზე და მერე გავარდა- მე დავურეკავ ჟურნალისტებს , შევხვდები დალშე ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ -მე კი წავალ იმ ბიჭს დავაბრუნებ...- გაბრიელმაც დატოვა წყვილი . ალექსანდრე კი ისევ არაფერს ამბობდა. მარიამი ყელს უკოცნიდა და თითებს მის თმაში დაატარებდა -რას აკეთებ მარიამ? ვერ ხვდები რომ ასე არაფერი გამოვა? - ტუჩებს უკოცნიდა და თან ლაპარაკობდა- შენ მას დაკარგავ -მე სამართლიანობის უნარს არ ვკარგავ არასდროს და სხვა ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა რომ იყოს- ყბაზე აკოცა და მისი სურნელი შეისუნთქა- მომენატრე, დილით რომ არ დამხვდი საშინელი გრძნობდა დამრჩა რომელიც ახლაც აქ არის ,ჩემთან -შენ მე უმოქმედოს მხდი ... შენ მალე ჩემს მართვასაც ეცდები -მე კი მეგონა ,რომ უკვე ვმოქმედებდი - თავი მკერდზე მიადო და თვალები დახუჭა- წინასწარ გეგმები არ მაქვს , მაგრამ ამ ეტაპზე ესეც საკმარისია -და თუ არაფერი იქნება ძველებურად უნდა იყოს ჩვენებურად - ქალის წაბლისფერ თმაში ჩამალა სახე და ისევ მოიცვა მთელი სხეული სიმშვიდემ .............. ალექსანდრე უამრავი გადაცემის სტუმარი იყო, უთვალავი პაპარაცული ფოტო იყო მის ანგარიშზე, წლების განმავლობაში კეთდდებოდა რეპორტაჟები ქალაქის მერის ცნობილ ვაჟიშვილზე რომელსაც ყველა ისე იცნობდა როგორც ბოჰემური ცხოვრების მოყვარულს ახლა კი სრულიად განსხვავებული კაცი იდგა ჟურნალისტების წინ. სერიოზული სახით, მშვიდი, საკუთარ თავში დარწმუნებული ნამდვილი სანდრო კოსტავა საუბრობდა დამაჯერებელი ტონით და ყველას არწმუნებდა საკუთარ სიმართლეში. ლაივ რეჟიმში იცვლებოდა სიტუაცია, უკვე ყველა რესტორნების მომმარაგებელ კომპანიას ლანძღავდა . მოსახლეობის ნაწილი ახალ მსხვერპლს იქცევდა კლანჭებში, ნაწილი ალექსანდრეს გამოჩენაზე საუბრობდა და სულ აღარ ადარდებდათ საავადმყოფოში მოხვედრილი პაციენტები. ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც ვარაუდობდნენ , ერთი სწორი სვლა საკმარისი აღმოჩნდა... ჟურნალისტებს როგორც კი დაემშვიდობა მაშინვე დატოვა შენობა და მანქანისკენ დაიძრა. სწრაფად მიდიოდა მანამ სანამ მარიამი არ ამოუდგა გვერდით, თითები მის თითებში ახლართა და მათი გადაადგილების სიჩქარეც გათანაბრდა. ზემოდან დახედა, მის თაფლისფერებს უყურებდა -კლინიკაში ვიზიტის დროა ერთად წავიდნენ, მარიამიც მის გვერდით იყო . იმ ფორმაში რომელიც არ უყვარდა , მაგრამ ისეთი როგორიც სინამდვილეში იყო. ალექსანდრეს გვერდით იდგა ქალბატონი მარიამ კოსტავა და ასევე ექიმი , რომელიც თითოეულ პაციენტზე ღელავდა, კოლეგებს ესაუბრებოდა , იყო ნამდვილი სწორედ ეს იყო მისი ძალაც .... ალექსანდრეს ირგვლივ ისევ ჟურნალისტები ტრიალებდნენ , თორნიკე კაბინეტში იჯდა და დოკუმენტებს ამზადებდა, გაბრიელი კი უგონოდ მყოფ რეზი კორინთელს მიარბენინებდა საავადმყოფოს შესასვლელისკენ. შემდეგ უყურებდა ლილის , პირველად იგრძნო უცნაური სევდა , თითქოს შურდა კიდეც სასტიკად ნაცემი კორინთელის წამით ინატრა მის ადგილას ყოფნა , მარიამი და ვაჩეც გაახსენდა. საკუთარი მარტოობა და იგრძნო ძალა ,რომელიც და-ძმას აკავშირებდა . მარიამს იმ დროს ესტუმრა მარტო რომ იყო სახლში . დამხმარე გოგონებს ღიმილით მიესალმა და ბიბლიოთეკისკენ დაიძრა. მარიამი იქ იყო , კომფორტულად მოკალათებული რაღაც წიგნს კითხულობდა . მაშინვე სიმშვიდე მოიტანა მისმა დანახვამ -გაბრიელ -ჩიტო , როგორ ხარ ? სანდრიკომ დიდი ხნით დაგტოვა ხო? - გოგოს თბილად მოეხვია და თავზე აკოცა -ყველაფერი რიგზეა ? -შენთან ერთად ყავის დალევა და დამშვიდება მინდა , გადავიღალე. ხომ იცი ჩემთვის არაა ეს ჩახლართული ამბები , კლუბიც ცუდად მუშაობს ...მოკლედ მაგრად დამ.ნძრა - სავარძელში ჩაეშვა , ჩვეულებისამებრ მიწვა და სიგარეტის ღერი აათამაშა თითებსშორის - არ მოვწევ ასე ნუ მიყურებ -ყავა ანუ ... -დალის მომზადებულ ტკბილეულზეც არ ვიტყვი უარს რამდენიმე წუთში ყავის ფინჯნით ხელში იჯდა , ორცხობილებს აგემოვნებდა და მარიამს უყურებდა. ისიც დუმდა და ელოდა როდის დაიწყებდა ლაპარაკს . აშკარა იყო გაბრიელი ასე უბრალოდ არ ესტუმრებოდა -როგორ გგონია , იმ ვაჩესთან გამოგივა ? -ის ვაჩე ჩემი ძმაა , რომელიც მიუხედავად განსხვავებებისა მაინც მგავს. ჩემი ნაწილია -შენ რომ არ გინდოდა ნამდვილ ოჯახთან ურთიერთობა ? -მათთან კავშირს ვერ ვგრძნობდი, ვაჩე რომ დავინახე მაშინვე ვიგრძენი უხილავი ძაფის არსებობა ... ჩემი ამბავი ჩვეულებრივი არ არის , ხომ იცი -ხო , შენ სრულიად არაჩვეულებრივი ხარ თამარა ერისთავი , საკაიფოდ ჟღერს -რა დაგემართა გაბრიელ? -მგონი ვბერდები, ტო სენტიმენტალური გავხდი ... ცოტა ხნის წინ ვნახე როგორ ღელავდა და თავის უფროს ძმაზე . თორნიკეს და ალექსანდრეს რაც თავი მახსოვს სულ ვხედავ. სანდრო ჩემზეც ისე დარდობს და ზრუნავს როგორც თოკოზე , შენ ყველაფერი იცი , მაგრამ ისინი რომ დავინახე აზრზე არ ვარ რა გადამიტრიალდა. ეს დღეები სულ ვფიქრობ -გინდა ისინი იპოვნო? -უნდა ვიპოვნო? შემომხედე , მე სისხლში მაქვს ეს ყველაფერი ... ვიღაც ნარკომანკას ან ლოთის შვილი ვიქნები . ალბათ არც მყავს დები და ძმები . აუტკივარი თავი უნდა ავიტკიო ? - ღრმად ჩაისუნთქა და თავი უკან გადასწია - თქვენ ხო მყავხართ , დაც და ძმებიც -უბრალოდ გაინტერესებს როგორია როდესაც ხედავ მას ვისთანაც გაკავშირებს გენეტიკა, სისხლის ძახილი ... ამაში არაფერია გასაკვირი. მეც მაინტერესებდა ვინ ვიყავი , ის ტყუილი რომ მითხრეს დავიჯერე და დავასრულე -და ახლა რას აპირებ, ვაჩესთან უნდა დაგვაძმაკაცო ? -ჯერ მე უნდა გავიცნო , შევეჩვიო, შევისწავლო გავხდე მისი ცხოვრების ნაწილი და შემდეგ ვნახოთ, დაიმსაურებს თუ არა თქვენთან მეგობრობას -მიყვარხარ ჩემო ჩიტო ... ყველა ქალზე მაღლა ხარ ხო იცი , დაჟე თუ ნამდვილი და მყავს იმაზე მეტადაც კი - ისეთი თბილი მზერა ჰქონდა, ბევრი ვერ დაინახავდა ამ ბიჭის ხასიათის მიღმა მის გულს . -პირველად და-ძმური სიყვარული ხომ იცი შენს მიმართ ვიგრძენი , არაბიოლოგიური, არასისხლისმიერი , მაგრამ ძლიერი - თავად მოეხვია და გაახსენდა როგორ აღნიშნა მასთან და თორნიკესთან ერთად უნივერსიტეტის დასრულება. იმ ღამეს კედელი დაიმსხვრა და ეს ორი ბიჭი მოხვდა მარიამის გულში . წრფელი გრძნობებით, ყველაზე სუფთა და უანგარო . უყვარდა მათი და სანდროს ძმობაც , მაგრამ მანამ შეიყვარა ისინი სანამ კოსტავას სიყვარულში გამოუტყდებოდა თავს. ყოველთვის იცოდა ,გვერდით ჰყავდა ადამიანები რომლებიც მუდამ დაიცავდნენ . ............... დრო ისე გავიდა ,რომ პირვანდელ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდნენ , მაგრამ სტაბილურად უმკლავდებოდნენ კრიზისს. აქტიურად მოქმედებდნენ ბიჭები , მარიამი კი სამსახურს დაუბრუნდა . ისე გადიოდა დღეები რომ სულ რამდენიმე საათით ხვდებოდნენ ერთმანეთს, მარიამის მორიგეობისას კი ყველაფერი რთულდებოდა. ზამთარმა ფესვები გაიდგა, მალე დასრულდებოდა და მაინც გაზაფხულშიც აპირებდა სიცივის შეტანას . ისე ციოდა ყველაფერი უფერული გახდა სანამ ნანატრმა თოვლმა არ დაფარა ყველაფერი. ხანგრძლივი წვიმების შემდეგ ფიფქებიც წამოვიდა ციდან. მთელი დღე შეუჩერებლად თოვდა მარიამს უამრავი პაციენტი ჰყავდა. მიმღებიდან გასვლა ვერ მოახერხა ავარიები, მოტეხილობები, უბედური შემთხვევები , ინტოქსიკაცია ყველაფერი ერთად იყო. გვიან ღამითაც კი არ ჰქონდა სიმშვიდე, სულ რამდენიმე წუთს გავიდა საავადმყოფოს ეზოში და თოვლით დაფარულ გარემოს მოავლო მზერა. ხელისგულებზე ათოვდა , უყვადა ფიფქები , თეთრი, ნაზი, ფაფუკი ფიფქები იმდენად ლამაზი იყო , იმდენად სუფთა და მაინც ისე ცოტა ხანს არსებობდა. მარტოს ძალა არ ჰქონდა, ისე მარტივი იყო მისი გაქრობა ისევე როგორც ყველა ნაზი და ლამაზი ქმნილების . უცნაურად გრძნობდა თავს, ვაჩესთან საუბარი მოუნდა და რამდენიმე წამში გაიგო კიდეც მისი ხმა -თოვლი გიყვარს ვაჩე? -მარიამ ამ დროს ამის გამო მირეკავ? იცი მაინც როგორ ვინერვიულე?- ხმაზეც კი ეტყობოდა ღელვა ერისთავს -არ გიყვარს ? -მიყვარს -რატომ -ზამთარი მგავს და იმიტომ ... ცივია , თითქოს მშვიდი ,მაგრამ საშიში და მხოლოდ გამორჩეულებს უყვართ -თოვლის კაცს მიკეთებდით ხოლმე ? -ილიკო აკეთებდა ყოველთვის, დილაადრიან დგებოდა და უზარმაზარ თოვლის კაცს გვახვედრებდა. მე ძირითადად გუნდებს ვესროდი და მერე დედა ბუზღუნებდა , ილიკოს ტემპერატურა უწევდა მე კი მთელ დღეებს გარეთ ვატარებდი . სანამ ხელები სულ მთლად არ გამეყინებოდა , მერე ბუხართან ვსხდებოდით, შენ მახსოვს ნაქსოვი იისფერი კაბა გქონდა რომელიც განსკაუთებით გიყვარდა და იმით დადიოდი მთელი დღეები . ძირითადად მაგიდასთან იყავი და ხატავდი ან თოჯინებით თამაშობდი -კიდევ რა ხდებოდა ზამთარში -ახალ წელს მამა ტყეში მიდიოდა და ნაძვი მოჰქონდა . დედა შენთან ერთად რთავდა ყოველ წელს ერთ სათამაშოს მაინც კიდებდი ხეზე, ბოლოს მთლიანად შენი შემოქმედება იყო -ახალი წელი რომ არ მიყვარს? რატომ დამავიწყდა სიყვარული რომელიც მაშინ მქონდა -მეც დამავიწყდა ყველა გრძნობა რაც მაშინ მქონდა ... შენ რომ გიყვები ვიხსენებ როგორი ვიყავი და ზოგჯერ მგონია ,რომ სხვა ადამიანზე ვსაუბრობ -სხვა ადამიანი ხარ და დარწმუნებული ვარ ის ბიჭი ახლა რომ გიყურებდეს გული ეტკინებოდა, შერცხვებოდა ვაჩე -მარიამ , ახლა არ გინდა გთხოვ ალექსანდრემ ისედაც ყველაფერი აურია -შენი იმპერია მალე ჩამოიშლება იცი რატომ? შენთან არიან მოღალატე, გამყიდველი ნაბიჭვრები რომლებსაც არ აქვთ პრინციპები, რომლებიც ფულისთვის საკუთარ თავსაც ყიდიან და ასეთი ადამიანებით შექმნილი იპერია დიდხანს ვერ იარსებებს -დრონი მეფობენ და არა მეფენი , ოდესმე აუცილებლად დავნებდები -ზოგჯერ დანებებას აღარ აქვს აზრი , დამიბრუნე ის ბიჭი ...ისეთივე როგორსაც ერისთავები ზრდიდნენ . დამიბრუნე ,გთხოვ ისეთი როგორითაც ჩვენი მშობლები იამაყებდნენ -პაციენტები გელოდებიან მარიამ მე კი ბალიში მელის ,როდის მოვხვევ მკლავებს ასე სრულდებოდა თითქმის ყველა საუაბრი. რთული იყო მასთან ურთიერთობა, ემოციურად დატვირთული და მძიმე. დრო გადიოდა, ბრძოლა გრძელდებოდა , თავდასხმები ერთმანეთის მონაცვლეობით ხდებოდა, ზოგჯერ ორივე ერთბაშად ახორციელებდა დარტყმას. რაღაც უაზრო თამაშს ჰგავდა ყველაფერი . გამოსავლის პოვნა კი დინებაზე მინდობით უკვე შეუძლებელი იყო, მოქმედება გახდა საჭირო. ........ გვიან დაბრუნდა სახლში, საძინებელში მარიამის გარეშე მოსვენება არ ჰქონდა. დიდხანს ცდილობდა დაძინებას, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ნასვამი იყო , რამდენიმე ღერიც მოწია, მაგრამ არაფერი უკარგავდა ტონუსს. თენდებოდა მანქანაში რომ ჩაჯდა და მარიამთან წავიდა. თოვდა, ფიფქები შავ მანტოზე ეცემოდნენ მშვიდად მიაბიჯებდა მანამ სანამ მარიამი არ იპოვნა. დერეფანში მიმავალს უკან გაჰყვა და სწრაფად მოხვია მკლავები სხეულზე -ექიმო , მიმკურნალებთ? -ალექსანდრე - გაეღიმა , მისკენ შებრუნდა და ლოყაზე აკოცა- მთვრალი ხარ -ნასვამი ქმარი რომელსაც ცოლი არ ჰყავს სახლში პოტენციური მოღალატე რომ არის იცით ქალბატონო ექიმო?- ზემოდან უყურებდა და თანდათან უახლოვდებოდა მარიამის ტუჩებს -არასაჭირო ინფორმაციაა , ჩემი ქმარი სხვის ქმრებს არ ჰგავს- ქვედა ტუჩზე აკოცა და გაეღიმა- ორშაბათამდე სახლში ვიქნები -მე არ ვიქნები ... ქალაქიდან გავდივარ - თითები ლურჯი ზედის ქვეშ შეუცურა და წელზე მოეფერა -სად მიდიხარ - ისევ ისე გაბრუებული კოცნიდა და თან უსმენდა -საპორტო ქალაქს უნდა ვესტუმროთ ბიჭები -სანდრო რას აპირებ -შენ ძმას უნდა ვაჩვენო როგორი სიძე ჰყავს- ყელში აკოცა და მერე უბრალოდ მოეხვია- შეიძლება ხვალ საღამოს დავბრუნდე -სულ ცოტა დრო მჭირდებოდა სანდრო , შენ ხომ შეგიძლია უბრალოდ დრო მომცე -დრო არ იცდის მარიამ ,არც შენი ძმა აპირებს დაცდას და წლების განმავლობაში შექმნილს ამ მოლოდინში გამინადგურებს - თავი ააწევინა და ისევ გაუსწორა მზერა- ნუ ბრაზობ ! -ცუდად ვარ , ვერ გრძნობ? ვუყურებ თქვენს თამაშს ტახტისთვის და ვნადგურდები . ეს თამაშია, შეჯიბრი პირველობისთვის და სხვა არაფერი. თქვენ არავინ გაინტერესებთ საკუთარი თავის გარდა , ყველაფრის დათმობა შეგიძლიათ ოღონდ დაამტკიცოთ რომ მაგარი ხართ - ხელები მოიშორა და უკან დაიხია. -რას ითხოვ ჩემგან ...რას ითხოვ ამის დედაც - უკან გაჰყვა, კაბინეტის კარი მიხურა და ხმას აუწია- ჩვენს შორის ჩადგა ხომ ხედავ, აქამდე ოდესმე ასე ვყოფილვართ? არ გესმის, მეც არ მესმის რა გინდა რომ გავაკეთო. თითქოს შეგცვალა და ჩემი მარიამი გააქრო -მე გეუბნებოდი დავრჩეთ-თქო შენ კი დაბრუნება მანამ გადაწყვიტე სანამ მე აზრზე მოვიდოდი. -სერიოზულად? არ მჯერა რომ ასეთი გიჟი სახით შენ მელაპარაკები- რამდენიმეწუთიანი დაკვირვების შემდეგ გაიცინა და თავზე ხელი გადაისვა -მორჩი თმების არევას, რა არის საერთოდ ალექსანდრე რა წიკები გაქვს? -რა წიკები გოგო -გოგო ? - უცებ დასცხა და ხალათი მოიშორა. ფურცლები აიღო და მარაოს ფუნქცია მიანიაჭა- გოგოც გავხდი , მარიამი აღარ ვარ თუ დაგავიწყდა ჩემი სახელი -მარიამ , რამდენი საათია რაც მორიგე ხარ? გადაიწვი ეს დედააფეთქებული და რატომ არ ისვენებ ? შენს გარდა ექიმები გაწყდნენ თუ რა ხდება -ვგრძნობ რომ მალე ვიჩხუბებთ -უკვე ვჩხუბობთ! - ხელიდან ფურცლები გამოგლიჯა და მკლავებშორის მოიმწყვდია- მაგრამ შერიგების დროა, თორემ ზედმეტი მოგივიდა -მე მომივიდა ზედმეტი? -ჩშშ, წასვლამდე არ მეჩხუბო - ტუჩები მთელი გრძნობით დაუკოცნა და შემდეგ მკერდზე მიიკრა- თავისუფალი დივანი არ გაქვს მთვრალი ქმრისთვის? -დარჩები ? -წასასვლელი არ მაქვს - ისევ შეეხო ტუჩებზე და კარიც გაიღო -მარიამ ექიმო პაციენტი შემოიყვანეს ... უკაცრავად -მოვდივარ ქეთო , ახლავე - ალექსანდრე დატოვა და წავიდა- აქ დამელოდე , მოვალ- გასვლამდე უთხრა და გაიქცა. ალექსანდრე დივანზე იჯდა ,ელოდა, მაგრამ ის დიდხანს არ დაბრუნებულა. უბრალოდ ვერ მოახერხა გათავისუფლება, უკვე გათენებული იყო ალექსანდრემ რომ გაიღვიძა , თორნიკეს ზარის დამსახურებით. იძულებული გახდა ქვემოთ ჩასულიყო , თავად ეპოვნა მარიამი და დამშვიდობებოდა . როგორც კი დაინახა მაშინვე გააჩერა აქ შემოსვლა არ შეიძლებაო და თავად გავიდა -მაპატიე , ვერ ამოვედი ... უკვე მიდიხარ ხო? -შენ არ წამოხვალ? -პაციენტები მყავს, უნდა გადავაბარო მორიგე ექიმს და რამდენიმე საათში წავალ . ფრთხილად იყავი - რამდენჯერმე აკოცა ლოყაზე და ისევ დაუბრუნდა პაციენტებს. ალბათ უფრო მეტად ექიმი იყო ვიდრე ცოლი, ალექსანდრე ყველაფერზე მეტად უყვარდა, მაგრამ დიდ დროს კლინიკას რომ უთმობდა ეს აშკარა იყო. სანდრო წასვლამდე უყურებდა, შემდეგ დრო ამოეწურა , ზურგი აქცია და საქმეზე გადაერთო. გეგმა სწორად უნდა შეესრულებინათ თორემ ყველაფერი ფუჭი იქნებოდა. უცნაური შეგრძნება ჰქონდა, იცოდა რაღაც მოხდებოდა , მაგრამ მაინც მიდიოდა. ……... ყინავდა, ცივი ქარი ქროდა და წვიმის წვრილი წვეთები ცვიოდა ციდან. თოლიების ხმა შორიდან ისმოდა და მათ ხმას ზღვის სურნელიც თან მიჰყვებოდა. უზარმაზარი კონტეინერებით სავსე ტერიტორიაზე სულ რამდენიმე ადამიანი ჩანდა, მძღოლები მანქანებს აჩერებდნენ , ტვირთს ტოვებდნენ და მიდიოდნენ. თენდებოდა , მაგრამ მზე ვერ ერეოდა მთვარეს , უცნაური სიმშვიდე იყო. სადგომზე შესასვლელი ყველა ჭიშკარი ჩაკეტეს მას შემდეგ რაც რამდენიმე შავი ჯიპი დიდი სიჩქარით შევიდა ეზოში და იქედან ერთმანეთზე მიყოლებით გადმოვიდნენ ბიჭები -რა ჯანდაბაა - სახურავზე მყოფმა ბინოკლი დასწია და გვერდით მდგომს გახედა- ვინ არის , პოლიცია? -არა , ვიღაც სხვაა ... პოლიციელები აზრზე არ არიან - პლანშეტს დაჰყურებდა და ეკრანზე როგორც კი გამოჩნდნენ უცნობი კაცები მაშინვე შებრუნდა- აი ... მივიდნენ -შენი დედაც ... ვიღაც საქმეს მიშლის - შეიკურთხა და ყურსასმენები მოირგო. ეკრანს დაჰყურებდა და სახურავზე მდგომი ცივ ქარს უშვერდა სახეს. შენობაში რამდენიმე ტრაილერი იყო გაჩერებული . ტვირთი უკვე გადანაწილებული ჰქონდათ , სხვადასხვა მხარეს მიემართებოდნენ ბიჭები რომ შევიდნენ და მძღოლებს წასვლის საშუალება არ მისცეს. წამებში დაიკეტა ყველა კარები , ხმაურმა მოიცვა უფერული ტერიტორია და შენობის ცენტრში მდგომ მაგიდასთან მყოფი კაციც გაოგნებული წამოდგა ფეხზე. სახეზე კმაყოფილი მზერა ჰქონდა, საქმის წარმატებით დასრულებას წინასწარ ზეიმობდა , მაგრამ სიამოვნება ვერც კი შეიგრძნო ისე ჩამოეშალა ყველა გეგმა. ხედავდა მისკენ მიმავალ განრისხებულ კაცს, მისი ყავისფერი თვალები შიშისგან სულს უხუთავდნენ, უკან დახევა გადაწყვიტა , მაგრამ ყველგან იყვნენ, შანსი არ ჰქონდა -თემუურ როგორ გიკითხო ? - გრძელი შავი მანტო ეცვა, ტყავის ხელთათმანები მოიშორა , ჯიბეში ჩაიწყო და თითები ერთმანეთში ახლართა- რა კარგია თავად რომ ადევნებ თვალს ტვირთის გადაადგილებას ... აი მესმის შემართება -ბატონო ვაჩე ... თქვენ აქ , არ გელოდით მე იცით ყველაფერი ისე არ არის როგორც გგონიათ . მე ახლა ვაპირებდი ტრაილერების შეჩერებას, აქ იმიტომ ვარ რომ გავაკონტროლო ყველაფერი და რა კარგია რომ მოხვედით . იმედია ყველაფერი ჭორია და ის ნარკოტიკის ამბავი ნაბიჭვარმა კოსტავამ მოიფიქრა- შუბლი დაენამა, სახეზე ხელი ჩამოისვა. პირი გაუშრა და სიტყვებს ისე ჩქარა ამბობდა ბოლოს ბგერებს ვერც გამოთქვამდა -ბიჭები გახსნიან ახლა ყუთებს და გავიგებთ - მშვიდად უყურებდა , ტრაილერის კარები ხმაურით გაიღო და შიგნით შესულმა ბიჭებმა პირდაპირ ისროლეს ხის ყუთები . ხმაური , მტვერი, არეულობა და პაკეტები რომლებშიც ნამდვილად არ იყო ტკბილეული -ვაჩე ... ბატონო ვაჩე მე მე თქვენი ერთგული ვარ მე რამდენჯერ გადაგარჩინეთ, რამდენჯერ დაგეხმარეთ . ჩემი ცოლ-შვილი მელოდება... ერთხელ მაპატიეთ. ამ ერთხელ მაპატიეთ , გამიშვით და გეფიცებით გავქრები -გაქრები , გაქრები ჩემო თემურ აბა გგონია შენ დამპალი სულს ჩემი მოტყუებით გაკეთებულ მილიონებს შევარჩენ? - ისე უცებ წვდა ყელში თითქოს სულიერი არც იყო. თვალებში უყურებდა როგორც მსხვერპლს და თავად ერთი ნაკვთიც კი არ შეცვლია - შენს ნებაზე მიგიშვი , ვიცოდი მომპარავდი ,მაგრამ გჩუქნიდი შენ კი არ გეყო. მაინცადამაინც ის გააკეთე რაც მაგიჟებს, ჭკუიდან მშლის თემურ - კაცი ვეღარ სუნთქავდა, სახეზე გაწითლებული ცდილობდა თავის დახსნას , მაგრამ ვაჩე კიდევ უფრო ძლიერად უჭერდა და მოძრაობის საშუალებასაც ართმევდა. უცებ გაუშვა და ისიც მუხლებზე დავარდა. ხველა დაეწყო , სუნთქვა აღარ შეეძლო ჩაწითლებული თვალებიდან ცრემლები ცვიოდა. ძირს დაცემული ძლივს გასაგონად სთხოვდა შველას მისი თანმხლები ბიჭებიც იქვე კედელთან იდგნენ გაშეშებულები და განაჩენის მოლოდინში მუხლები უკანკალებდათ. -როგორ მოვიქცეთ ბატონო ვაჩე? -როგორ მოვიქცეთ...- რამდენიმე ნაბიჯი გადადგა , ბიჭებს გახედა და მანქანებს შორის სიარული დაიწყო. ისეთი ხმა ჰქონდა მის ნაბიჯებს თითქოს ტყვიებს ისროდა ,უცებ გაჩერდა და წამში გაისმა გასროლის ხმა შენობის სახურავზე მდგომი კოსტავა თვალს არ აშორებდა გამოსახულებას . ქარი უშლიდა , მაგრამ მაინც ესმოდა ხმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო ისე მოიკეცა თემური, მარჯვენა მტევანში გავლილმა ტყვიამ ტკივილისგან ააღრიალა -ამის დედაც - კოსტავას ხმამაღლა გაეცინა , ყურსასმენები მოიშორა და გაოგნებულ გაბრიელს გადახედა. რომელსაც მალევე სიცილი აუტყდა. საინტერესო აღარაფერი ხდებოდა, ყველაფერი ისე მოხდა რომ ვერ წარმოიდგენდა. საწყობი დატოვა ბატონმა ვაჩემ , ბიჭები ისევ იქ იყვნენ ყველაფერი ისე დატოვეს როგორც საჭირო იყო და რამდენიმე წუთში პოლიციის მანქანებმა დაიკავეს ტერიტორია. ქალბატონი გამომძიებელი სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა დაკავებულებისკენ და გრძელ თითებში მომწყვდეული ტაბელური იარაღიც ამშვენებდა ფეხით მიუყვებოდა სანაპიროს, თავზე ჩამოფხატული ქუდი , ყელზე მოხვეული კაშნე და მხარზე მოგდებული ზურგჩანთა ჩვეულებრივ გამვლელს ამსგავსებდა . ზღვის სურნელი იმდენად ახლოს იგრძნო რომ მოგონებები გაუჩნდა, სანაპიროზე მარიამთან დიალოგი გაახსენდა და წამით საერთოდ დაავიწყდა ობიექტი. ამაღლებულ ადგილას მდგომ სკამზე ჩამოჯდა და იქედან უყურებდა მანქანასთან მდგომ წყვილს . ქერა ქალი შავი ტყავის ქურთუკით , სერიოზული სახით და კაცი ,ყელზე ტატუთი ,რომელიც საუბრის დასასრულს ღიმილით დაემშვიდობა ნაცნობ დეტექტივს , ხელზე ეამბორა მანქანაში ჩაჯდა და დედაქალაქის მიმართულებით დაიძრა. -მარიამოო - მობილური ყურთან მიიტანა და ქალის ხმის გაგონებისთანავე მოაშორა მზერა ტრასაზე გასულ ჯიპს -ალექსანდრე -მომენატრე , გრძნოობ? - ისევ არ აშორებდა მზერას აბობოქრებულ ტალღებს -ჩემთან დაბრუნდი ... მდგომარეობა სერიოზულია - არ ელოდა, არც ასეთ ხმას , არც ამ სიტყვებს . ყველაფერი გაქრა, მხოლოდ მარიამის ნახვის სურვილი დარჩა . სირბილი რომ შესძლებოდა ალბათ ფეხით გაიქცეოდა და დაფარავდა მანძილს ,მაგრამ ზედმეტად შორს იყო. ურეკავდა , მაგრამ არ პასუხობდა. არავინ იცოდა სად იყო, ვერავინ იპოვნა და ქალაქში ჩასვლამდე შეურაცხადს დაემსგავსა. მარიამი არათუ ქალაქში , ქვეყანაში არ იმყოფებოდა... აი ასე მორიგეობის შემდეგ ქვეყანა დატოვა და წავიდა იქ სადაც დაიწყო ალექსანდრეს მარიამის ცხოვრება... ჭრელი პლედი ჰქონდა მოხვეული მხრებზე , თითებსშორის მოქცეულ უზარმაზარ ფინჯანში ცხელი შოკოლადი ჩაასხა და სურნელი თვალებდახუჭულმა შეისუნთქა. ფანჯარასთან დადგა და ხედს გაუღიმა. იმ ზამთარს ბოლოჯერ თოვდა , ქარის ხმა სახლშიც კი აღწევდა . რამდენიმე მეტრით ქვემოთ კლდის ნაპირებს ზღვის ტალღები ხმაურით ეხეთქებოდა, თითქოს მისი ჩამოშლის სურვილი ჰქონდა ,მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. აღმართს მაქსიმალური სიჩქარით მიუყვებოდა მანქანა რომელიც სახლთან გაჩერდა . თითქმის სირბილით დაიძრა სახლისკენ გონებაარეული სანდრო კოსტავა. ზედმეტად ბევრი ემოცია ჰქონდა დაგროვებული მარიამის წინ რომ გაჩნდა -მეღადავები ხომ?- კარი ხმაურით მიხურა და როგორც კი ცოლის მშვიდი სახე დაინახა წამსვე იღრიალა- შენ რა ასე გადაწყვიტე ჩემი დასჯა ? გეფიცები , გეფიცები შემომაკვდები -ისე გამოიყურებოდა შეგეშინდებოდათ, თვალები უძილობისგან დასწითლებოდა . არეული თმა წვიმის წვეთებს დაესველებინა, სიცივისა და ბრაზის ეფექტი მთელს სახეზე ემჩნეოდა -გაყინულხარ - მარიამი თითქოს არც უსმენდა, ფინჯანი დადო და მიახლოებულს თბილი თითები შეახო გაყინულ ლოყაზე- ღმერთო , ასე გაცივდები ალექსანდრე ! - პალტოს შიგნით შეუცურა თითები და მხრებზე გადაუწია -მარიამ შენ მე ... -ჩშშ, ცოტა ხმადაბლა თორემ სიმშვიდეს მირღვევ ,რომელიც ძლივს ვიპოვნე- წარბები შეკრა, ტუჩები უცნაურად დაბრიცა და მანტო იქვე დივნის სახელურზე გადაკიდა -რა კარგიაა სიმშვიდე გიპოვნია ქალბატონო და მე რომ გული გამისკდა სანამ ჩამოვედი , დაგინახე და მივხვდი რო აქ იყავი ? იცი მაინც რომ ორი დღეა არ მიძინია? ჯერ შენმა ძმამ გამ/მაყ.ევა და ახლა შენ საერთოდ რას მიკეთებ? -ისევ ყვირი .. ასე ვერ ვისაუბრებთ- უკან დაიხია და მხარიდან ჩამოვარდნილი პლედი გაისწორა -საერთოდ არ ვაპირებ საუბარს... დასვენება მჭირდება. გამოძინება, მოფერება,დიდი დოზით და ხანგრძლივად რომ როგორმე დავმშვიდდე, გაპატიო, გამოისყიდო -არ გამოვა , შემიძლია ვახშამი მოგიმზადო სხვა ვერაფერს შემოგთავაზებ -უკაცრავად მომესმა ხომ? -ზოგჯერ როგორი ხისთავიანი ხდები , მაკვირვებ - ფანჯარასთან მივიდა და ზურგი აქცია შეშლილ კაცს -შემომაკვდები, არა ნამდვილად ჩემი ხელით გინდა რომ მოკვდე და მერე თავი მოვიკლა -კატასტროფაა... რამხელა აგრესიაა, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება, მაზოხიზმი . რა არის დადებითი არაფერი გაგვაჩნია ცოლ-ქმარს? - უკვე თავად აუწია ხმას და გვერდიდან გახედა -ყვირილზე რას მეუბნებოდი წეხან? -ისევ მიუახლოვდა, ზემოდან უყურებდა და თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა -ალექსანდრეეე - დატკბა, ისე დაუთბა ხმა თითქოს პატარა საყვარელი გოგონა იყო. ქვემოდან უყურებდა დამრგვალებული თაფლისფერებით და წამწამებს ხშირად ახამხამებდა -მარიამ- აღარ უსმენდა, თითები თმაში შეუცურა მეორე ხელი წელზე მოხვია და მისი ტუჩების შეხებისას დროც გააჩერა. ფრთხილად კოცნიდა, ვნებით სავსე შეხებას არ წყვეტდდა სანამ სულის სიმშვიდე არ იპოვნა და წერტილის აღმოჩენისას ღიმილიც თავისთავად გაჩნდა-რა გინდა ? აქ რატომ მომიყვანე ... რომ იცოდე რა მოხდა , ბოლომდე ვერც გავიაზრე -დაივიწყე ყველაფერი... სულ ყველაფერი ალექსანდრე - თავი მკერდზე მიადო, ცოტა ხანს უსმენდა მის გულისცემას და შემდეგ განაგრძო -დავივიწყე ... მხოლოდ შენ ხარ -მხოლოდ მე არ ვარ ალექსანდრე- თავი მაღლა ასწია და ღრმად ჩაისუნთქა. პლედი მოშორდა, იატაკზე დავარდა და მარიამი ვიწრო ნაქსოვი კაბით დარჩა -კარგი რა მარიამ, შენს გარდა რომ არავინაა ახლა აქ ამის სათქმელად ამომიყვანე? ეჭვიანობ და გინდა კლდიდან გადაგდებით დამემუქრო ისე როგორც შარშან ?-თვალები აატრიალა და თავზე გადაისვა ხელი -ასე ნუ აკეთებ, გიკრძალავ საერთოდ რა წიკები გაქვს ამხელა კაცს? -რას მეუბნები გოგო -გოგოს ნუ მეძახი და საერთოდ მე სერიოზულად რომ გელაპარაკები როდის ისწავლი გაჩუმებას და მოსმენას . ხომ ხარ ღირსი არაფერი გითხრა. ამდენი ლაპარაკი მიყვარს? -მე გაძალებ? საერთოდ ნუ იტყვი ზედმეტს პირდაპირ მითხარი რა გინდა, ამჯერად რა დედის ტ.ვნ. ხდება -მითქვამს რომ ვერ ვიტან შენს ბილწსიტყვაობას? სექსუალურობა სრულიად გიქრება -მარიამ მეტყვი თუ რა გავაკეთო ... ასე ვიდგე ახლა ს.რივით და გელოდო? დაღლილი ვარ, ათასი საქმე მაქვს , არ მაქვს დრო დასასვენებლად -მეც არ მაქვს დრო , ჩვენც არ გვაქვს დრო და მალე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. საერთოდ უკვე ზედმეტად ბევრი დაუგეგმავი რამ ხდება შენ კი ყველაფერზე ფიქრობ ჩემ გარდა. მე კი ამ დროს , ამ ქაოსში, ახლა როცა იქ დავბრუნდით იმ ჯოჯოხეთში , ახლა როცა ჩემი ძმაა შენი მტერი, ახლა როცა , როცა ყველაფერი თავდაყირაა მე მარტო აღარ ვარ , უკვე ჩვენ ვართ მე და ის ...გოგო ან ბიჭი , რომელიც ასე თუ გააგრძელებ ან დაიბადება ან არა- იმდენად მოულოდნელი იყო, იმდენად სწრაფად თქვა და იმდენად ხმადაბლა რომ გასააზრებლად დრო საერთოდ არ ჰქონდა- კი გასაგებია რომ ჩემი და შენი შვილი ნორმალური , ჩვეულებრივი ვერ იქნებოდა ,მაგრამ ახლა ასეთ დროს შექმნა ძალიან დიდი განაცხადია , გამბედაობაა და საერთოდ რისკია . მე არ ვიცი რა გავაკეთო , უცნაურად სხვანაირი ვარ ... სხვანაირად სხვანაირი გავხდი ალექსანდრეე - ღრმად ჩაისუნთქა , თვალები აატრიალა და შემდეგ მიაპყრო მზერა კოსტავას ,რომელსაც მთელი დღის დაძაბულობა წამში მოეხსნა. ყველა და ყველაფერი დაავიწყდა სულ ერთ წამში განიცადა მეტამორფოზა. სახე გაუნათდდა , გული იმდენად სწრაფად უცემდა ინსტიქტურად მიიდო ხელი და შემდეგ მარიამს საუბრის გაგრძელება არ ადროვა . ორივე ხელი წელზე მოხვია , ტუჩებზე შეეხო და ღიმილი არ მოშორებია ისე დაუკოცნა მთელი სახე -უკვე საერთო ნაწილი გვეყოლება ... ჩვენი სულისა და ხორცის ნაწილი - პატარა ბავშვივით ბედნიერი იყო, ხელებს დააცოცებდა ხან მუცელზე ხან წელზე და მერე სახეზეც გადავიდა- ჩემი და შენი ბავშვი -ბავშვი ასეთ დროს, ამ ვითარებაში... ამ დაძაბულობის დროს ... ბავშვი რომლის ბიძა და მამა ერთმანეთს მტრობენ დედა კი საერთოდ არ არის მზად . მეშინია, რომ ვერ გავუფრთხილდები სათანადოდ - პაუზის შემდეგ თქვა და სახეზე ხელები აიფარა- თვითონაც არ ვიცი რა გველის -მე ვიცი, მე ყველაფერი ვიცი , მთავარი ჩვენ შევძლებთ უბრალოდ ის ჯანმრთელი უნდა იყოს ... რამდენი კვირისაა? - ალექსანდრე მარიამისგან განსხვავებით საერთოდ არ დაბნეულა თითქოს პრობლმები აღარ არსებობდა და ერთი ჩვეულებრივი კაცი იყო . ტუჩები საფეთქელზე მიაკრა, ჩაეხუტა და მუცელზე ისევ მოეფერა -ცხრა კვირისო -უჩემოდ იყავი ექიმთანაც ? -ალექსანდრე კლინიკაში , ჩემთან შეუძლოდ გავხდი და ექიმებმა ყველაფერს გამიკეთეს გამოკვლევა. ჯერ კიდევ გაოგნებული ვარ ... აქ წამოვედი , მერე დაგირეკე და ახლა აქ ხარ, მაგრამ მე ისევ ვერ ვფხიზლდები -კლინიკას აღარ გამაგონებ, თავს მოუფრთხილდები... საუკეთესო ექიმს ვიპოვნით აქ ან სადმე სხვა ქვეყანაში წავიდეთ. ან ვინმეს ჩამოვიყვან ყველაფერი უნდა გავიგო , ვნახო ... -მომესმა ხო? - თავი მაღლა ასწია და წარბები მაღლა აზიდა- მე უნდა ვიმუშაო , სწავლა ახლახანს დავასრულე ალექსანდრე -მეან-გინეკოლოგიას არ გასწვალიდნენ შენ უნივერსიტეტში? ან პედიატრიას? არ იცი რომ საშიშია ახლა შენთვის ნებისმიეირ ვირუსი? სტრესი , ფიზიკური გადაღლა და იქ კიდევ ათასი უბედურება ხდება. ჩემ შექმნილ ბავშვს რაღაც ვირუსს ვერ დავამახინჯებინებ, ვერც გავაწვალებინებ ! -შენ რა იცი საერთოდ ან ფეხმძიმეებზე ან ახალდაბადებულ ბავშვებზე... სანდრას კი ხედავდი, მაგრამ მოფერება არაა მარტო -რაზე ვკამათობთ მარიამ? ისე იქნება როგორც ბავშვისთვისაა უკეთესი ანუ არ იმუშავებ მინიმუმ ერთი წელი და მერე როგორც გინდა -ერთი წუთით რაა ... - თავი გაითავისუფლა და უკან დაიხია . თვალებანთებული უმზერდა ქმარს - მე ვარ ფეხმძიმედ, შესაბამისად ორნი ვართ შენი ცოლი და შვილი ამიტომ ისე იქნება როგორც ჩვენ ვიტყვით ! -შენ რა გინდა რო ბანალურად, ისე როგორც ყველა კაცს აჩმორებენ ფეხმძიმეები მეც შენს ნებაზე მატარო? ბავშვი ვერ ლაპარაკობს, შესაბამისად ბავშვის შემქმნელს მაქვს ხმის უფლება -ალექსანდრე ! -მიყვარხარ - გაბრაზებულს უყურებდა, წარმოუდგენლად არეული პერიოდი ჰქონდა, სრულ ქაოსში იყო ისევ. საკუთარი თავიც კი დაკარგა , მაგრამ სხვანაირი , სხვა ფერი მარიამის დანახვა უსაზღვროდ აბედნიერებდა. წლების შემდეგ ისევ ისეთები იყვნენ, ისევ ის მარიამი და ალექსანდრე, იმ საფუძვლით რომელიც ჰქონდათ , მაგრამ სხვა განწყობითა და ემოციებით უკვე სამნი გახდნენ -სანდროო- ისევ დაულაგდა გამომეტყველება, ისევ დამშვიდდა და ალექსანდრეს მკლავებს დაუბრუნდა . თავად მოხვია მკლავები წელზე,ტუჩებზე შეეხო და შემდეგ გაუღიმა- მიყვარხარ ... მაგრამ -რა, მაგრამ მარიამ? -ვუბრუნდებით საწყის შეთანხმებას, ვიმსჯელებთ ხოლმე და შუალედურ გადაწყვეტილებას მივიღებთ ... გთხოოვ , გთხოვ , გთხოვ ალექსანდრე -მარიამ ახლა იცი რისი დროა? - ცოლის სახე ხელებში მოიქცია და ცხვირის წვერზე აკოცა- რომ გათიშო შენი იდეალური გონება და გეგმებს შევეშვათ. მადროვე დავტკბე ამ ამბით - ისევ აკოცა და ხელში აიყვანა- ცოტა ხნით დავრჩეთ, დავმშვიდდეთ და მერე დავუბრუნდეთ სახლს ხოო? -ხოო , როგორც შენ იტყვი - ბეღურასავით მოექცა ალექსანდრეს მკლავებში, სახე მის ყელში ჩამალა და სიმშვიდით ტკბობა დაიწყო. ................. დაუბრუნდნენ რეალობას, სამყაროს რომელსაც უნდა მორგებოდნენ უკვე ახალ გზაზე გადასულებს გაეკეთებინათ სწორი სვლები. სახლში როგორც კი შეაბიჯეს მაშინვე დაინახა ყველა ნაცნობი სახე მთელი ოჯახი შეეკრიბა ალექსანდრეს, როგორც ყოველთვის დამოუკიდებლად მოქმედებდა. ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო ისე დაიწყო ალექსანდრემ -მარიამი ფეხმძიმედაა სულ ორი სიტყვა, ორად ორი სიტყვა და ამას მოყოლილი ქაოსი. მათი რეაქციის დანახვისას მიხვდა რამდენად უცხოდ აღიქვეს ყველაფერი. ალექსანდრე და მარიამი ისევ სხვა განზომილებაში იყვნენ დანარჩენები კი აშკარად საოცრებად აღიქვამდნენ ამ ამბავს. ეკატერინეს ამღვრეულ თვალებს რომ შეხედა უცნაურად აღიქვა მისი სახე, დედის რომელსაც სამყაროში ყველაზე მეტად უყვარდა მარიამის საყვარელი კაცი. უყვარდა ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვი და მარიამიც სხვა ადგილას დადგა მის ცხოვრებაში. დავითიც ბედნიერი იყო , თორნიკე როგორც ყოველთვის ყველაზე მშვიდად შეხვდა ამბავს, ზედმეტად არ შეაწუხა თავისი ბედნიერებით . აი გაბრიელი კი , გაბრიელი იმ ბავშვს დაემსგავსა მშობლებს და-ძმას რომ სთხოვდა და ნატვრა აუსრულეს. მათ გარემოცვაში იჯდა და სიტყვის თქმაც აღარ უნდოდა, უცნაურ ემოციებს გრძნობდა თითქოს ახალი ქალი გაჩნდა მის სხეულში რომელიც ყველაფერს სხვა თავალით ხედავდა . იქ , მარიამთან ახლოს იდგა და ნელ-ნელა ყალიბდებოდა მისგან დედა . ბოლოს ისევ მარტო დარჩნენ, ყველანი წავიდნენ მხოლოდ ალექსანდრე ელოდა , მაგრამ საძინებელში შესვლას არ გეგმავდა -მარიამ არ აპირებ დასვენებას? მთელი დღეა არ დაგისვენია -მე უნდა წავიდე ... -ამ დროს სად უნდა წახვიდე - მანძილი შეამცირა და მის წინ დადგა- მარიამ -ვაჩესთან უნდა წავიდე , შეიძლება დავრჩე კიდეც . ძალიან მინდა , აუცილებლად უნდა წავიდე ახლავე - ქვემოდან უყურებდა და თითებს მის თმაში დაატარებდა- არ დამელოდო. დაიძინე ან არ ვიცი როგორც გინდა ისე მოიქეცი . მე წავალ - კაცის ტუჩებს თავისი შეახო. ვნებიანი, ხანგრძლივი კოცნის შემდეგ მოშორდა და უკან დაიხია -მძღოლი წაგიყვანს ... დაგელოდება . იქნებ დაბრუნება მოგინდეს- ბრაზი ახრჩობდა, თავს ძლივს იკავებდა ისე უნდოდა ეღრიალა, აეკრძალა მისთვის წასვლა. უნდოდა ხელი ჩაეკიდა და საძინებლისკენ წაეყვანა, მაგრამ იცოდა ასე არაფერი გამოვიდოდა. გზას ვერ პოულობდა და-ძმას შორის მანძილის გასაზრდელად. შორს იყვნენ, მაგრამ მაინც ზედმეტად ახლოს . ორივე აგიჟებდა, ჭკუიდან გადაჰყავდათ და მხოლოდ ამ ორს ვერ მართავდა . სხვა ყველას წინააღმდეგ ჰქონდა რაღაც ბერკეტი , მაგრამ და-ძმას იმდენად უცნაური ხასიათი ჰქონდა ძნელი იყო წინასწარ გეგმების დასახვდა. მარტო დარჩა უზარმაზარ სახლში, ახალი ამბით გახარებული , მაგრამ მაინც ცოლის გარეშე. იქ დარჩენა არ უნდოდა ამიტომ გაბრიელთან , კლუბში წავიდა. ოჯახთან იყო, იქ სადაც თავს კომფორტულად გრძნობდა თორნიკეს და გაბრიელის გვერდით ჭიქა ვისკით, ხმაურსა და აურზაურში ჩაკარგული საკუთარი სიმშვიდის წერტილით. -ამ დროს აქ რა გინდა შე ჩემა -მარიამი ვაჩესთანაა ... თქვენ ახლა იაზრებთ და მე ამ რამდენიმე დღეში გავიაზრე ჩემი პატარას არსებობა - ჭიქა გაავსო და ბიჭებს გადახედა -მოლოდინი არ განმიცდია , მაგრამ სამყარო მთლიანად რომ ტრიალდება ამას ვერაფერი შეცვლის - თორნიკე თბილად იღიმოდა და თვალები უბრწყინავდა -მაინც როგორ შეუძლიათ საკუთარი შვილის თავიდან მოშორება ... რა არსებები არიან ისინი ვინც ბედის ანაბარა ტოვებენ სრულიად უცოდველ ბავშვებს- გაბრიელი თავდახრილი იჯდა და თითებსშორის მოქცეულ ჭიქას თვალის მოუშორებლად დაჰყურებდა -რომ არ დაეტოვებინეთ იქნებ ვერც გვეპოვე- თორნიკემ მხარზე მოუჭირა ხელი და თავზე აკოცა -უიმეე არ მინდა ეს კოცნა-პროშნა...განმერიდე ,თახსირო კაცო - სახე დაბრიცა , ჭიქა დაცალა და მერე ხმამაღლა გაიცინა- კაი ხოო , მეც მიყვარხარ -დაახვიე ... ვაჩესთან რას ვაპირებთ? გაბრიელი გაოგნებული მიყვებოდა იქაურ ამბებს -თავად გაანადგურა ის რასაც ვებრძოდით ვაჩეზე საუბარი აღარ გაუგრძელებიათ. მარიამის გამო ყველა წავიდოდა დათმობაზე და პირველ დარტყმას არ განახორციელებდნენ. მშვიდად განაგრძეს ის ღამე , ძველებურად ერთად სასმელის ჭარბი დოზით გაიყვანეს დრო ... ............. მარიამი გაუფრთხილებლად ესტუმრა ძმას. გვიანი იყო , მაგრამ ვაჩეს არ ეძინა. დაცვამ უსიტყვოდ გაატარა მანქანა, შემდეგ სახლშიც მშვიდად შევიდა . კაბინეტის კარი ღია იყო და პირდაპირ იქეთ წავიდა. დერეფანშივე გაიგო ქალის ხმა, რომელიც მაშინვე იცნო და სვლა შეწყვიტა -უნდა მომისმინო , გთხოვ ვაჩე -აქ როგორ შემოხვედი ... გესროდნენ რომ დაენახე - მშვიდი ხმა ჰქონდა თითქოს, მაგრამ მარიამი მის შინაგან ღელვას გრძნობდა -არც ისეთი ყოჩაღი დაცვა გყავს... ნებისმიერი შეძლებს აქ შემოპარვას და შენს მოკვლას -არ მითხრა რომ ჩემზე ღელავ - გაიცინა და ქალს გამჭოლი მზერა მიაპყრო -რისთვის მოხვედი , არ ამოიწურა შენი ჯაშუშის სამსახური? რისი გარკვევა სურს კიდევ შენს უფროსს? -გეყოფა , გთხოვ ... ისე არ არის როგორც გგონია -შენ წარმოდგენა არ გაქვს მე რა მგონია შენ ახლა ჩემს მოთმინებას ცდი და მაიძულებ გაგაგდო -შენი მტერი გაბრიელი არ არის, არც ალექსანდრე და ტყუილად ებრძვი. ისინი მარიამის გამო არაფერს დაგიშავებენ ... შენ ის გღალატობს. არ ენდო გთხოვ , ვიცი რამეს დაგიშავებს მხოლოდ ფულის მოპარვას და შენი სახელით შავი საქმეების კეთებას არ დასჯერდება. უნდა ყველაფერი მიითვისოს... მოგკლავს -ქალის ხმაში სასოწარკვეთილება ჩანდა მიუხედავად იმისა რომ არც ეშინოდა და მყარადაც იდგა დამნაშავის სტატუსის მიუხედავად -გასაგებია ... ახლა შეგიძლია წახვიდე -ვაჩე -ხომ მოგისმინე სხვა რა გინდა , რატომ ცდილობ ჩემი კეთილგანწყობით ისარგებლო . რამეს დაგიშავებ და მერე ვინანებ ! წადი აქედან , რაც შეიძლება შორს სანამ ისე გაგებინებ პასუხს როგორც ყველა მოღალატეს - ტონს საგრძნობლად აუწია. გამომეტყველებაც უფრო მკაცრი გაუხდა , მაგრამ ქალი ისევ არ აპირებდა უკანდახევას -წავალ, მაგრამ არა შორს. აქვე ვიქნები , ახლოს და უფლებას არ მოგცემ მეხსიერებიდან გამაქრო - უკან დაიხია, უკუსვლით მიდიოდა სანამ კარიდან არ გავიდა . შემდეგ დერეფანში გაუჩინარდა , კარის დახურვას კაბინეტიდან გამოსული მსხვრევისა და გინების ხმა მოჰყვა. ვაჩე ემოციებისგან თავისუფლდებოდა მარიამი რომ მივიდა და ზურგიდან მოეხვია. წამსვე გაჩერდა, სულ ერთი წამი დასჭირდა, ერთი შეხება და სიმშვიდეც იპოვა. თავისზე მაღალს ბეჭზე მიადო თავი და ერთხანს ასე იდგა -როდის მოხვედი თამარა - თითებზე მოეფერა და მისკენ შებრუნდა. ამჯერად მკერდზე მიიკრა და თავზე აკოცა. მარიამიც სრულიად მოდუნებული უსმენდა მის გულისცემას , სუნთქავდა სურნელს რომელიც მისი იყო, მისას ჰგავდა არ იყო სხვა - ცუდად ხარ? რამე მოხდა პატარავ ? -მოხდა - ჩუმად უთხრა და ქვემოდან ახედა . რატომღაც ცრემლები მოერია, სფეროები დაფარა და მალე ლოყებზეც დაიწყეს დენა- მოხდა და მე არ ვიცი რა იქნება -ჩემო ერთადერთო , რა მოხდა... იმ არანორმალურს ეხება? იჩხუბეთ თუ რამე დაემართა. გეფიცები მე არაფერი გამიკეთებია . სულ სხვა საქმეები მქონდა ეს ბოლო დღეები საერთოდ არ მეცალა შენი ქმრისა და მისი ხროვისთვის- თავზე კოცნიდა და ცრემლებს უმშრალებდა- ნუ მაშინებ , პატარავ. მითხარი რა მოხდა -ფეხმძიმედ ვარ ... მეშინია და თავს ვერ ვერევი . მგონია რომ გავტყდი, ნამსხვრევებად იქცა მარიამი და ახლა არ ვიცი , წარმოდგენა არ მაქვს რა იქნება. სხვა გავხდები , სულ სხვა და უკვე დაიწყო ეს პროცესი...აი ვდგავარ და ვტირი - სულ ოდნავ მოშორდა, დაბინდული თვალებიდან ისევ ცვიოდა ცრემლები , მაგრამ მაინც მარიამი იყო -ჯანდაბა ... ბიძა გავხდები . შენი პატარაა აქ - მუცელზე ხელი მიადო და მთელ სახეზე ღიმილი მოეფინა. ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა, არ ახსოვდა როგორი იყო მსგავსი სრულიად დადებითი ამბით გამოწვეული სიხარული. იმ წამს დაიმსხვრა ვაჩეს მკაცრი სახე და ის პატარა 12 წლის ბიჭი გახდა ცხოვრება რომ უხაროდა- როგორც იქნა შენმა სანდრომ რაღაც კარგი გააკეთა, სამყაროში ყველაზე კარგი -შენც ვერ ხვდები როგორი საშიშია ჩემი შვილობა... ჩემი და ალექსანდრეს . ჩვენი ოჯახის შვილობა. რა ელის , როგორი იქნება მისი ცხოვრება. არ მინდა ჩემნაირი იყოს, არც ის მინდა ალექსანდრეს მსგავსად იცხოვროს...არ ვიცი , საერთოდ არაფერი ვიცი . ყველას გიხარიათ, ყველა მხოლოდ პოზიტივს ხედავთ და არავინ ფიქრობთ მე როგორი დედა ვიქნები. როგორი იქნება ეს თვეები მშობიარობამდე ან მერე -თამარა , შენ მართლა გგონია ,რომ საუცხოო დედა ვერ იქნები? ყველაზე განსხვავებული იქნები , ყველაზე კარგი და ეს ბავშვიც უბედნიერესი იქნება. გეფიცები , გეფიცები მას არავინ და არაფერი შეეხება. ის ყველაზე ბედნიერი ბავშვი იქნება სამყაროში -შენ ხომ ჩვენთან იქნები ... ხომ გააკეთებ ყველაფერს იმისთვის რომ იყო -მარიამ -თამარა აღარ? -აი ასეთ დროს მარიამი ხარ, როდესაც ალექსანდრეს ცოლი მელაპარაკება -ნუთუ არ გესმის, რომ უნდა შეწყვიტოთ! -სხვა დროს ვისაუბროთ ამაზე ...ახლა არა -ზუსტად ახლა უნდა ვისაუბროთ. ამ ბავშვის არსებობა ნიშანია, დროულად უნდა დაზავდეთ და შეწყვიტოთ ბრძოლა პირველობისთვის. გასაგებია ,რომ სადაც მიდიხარ ყველგან ტახსტს იკავებ , კვერთხითა და გვირგვინით მშვენდები, მაგრამ აქ არ გამოვა აქ კოსტავები არიან პირველები გაიგე -შეგახსენებ რომ ქალაქის მერს ესაუბრები -ნუთუ აზრი არ აქვს -ალექსანდრესაც ამდენს ესაუბრები ზავზე ? -არა -და რატომ? -იმიტომ რომ მისი მართვა უფრო შემიძლია ვიდრე შენი -გამოდის ,რომ ჩვენ სულ ტყუილად ვერბძვით ერთმანეთს და მთავარი შენ ხარ - გაიცინა და მერე ისევ მოეხვია- გეყოფა , ფეხმძიმეებს სიმშვიდე სჭირდებათ ასე არ არის? -სჯობს ფეხმძიმობაში ავიტანო ქაოსი და შემდეგ ბავშვის აღზრდის დროს იყოს სიმშვიდე -ყველა სიტუაციას იყენებ ... დროსაც არ კარგავ -ყოველი წამი ძვირფასია . მე ექიმი ვარ , წამში დაკარგული და გადარჩენილი სიცოცხლე მინახავს . არ ღირს ეს ცხოვრება უაზრო ბრძოლად. ომი მხოლოდ საყვარელი ადამიანებისთვის უნდა დაიწყო ან სიყვარულისთვის -მარიამ ამ ღამით დარჩები? -მალე გათენდება ... ის ჟღალი უდროო დროს გესტუმრა -არ გინდა ! -გაბრიელთან აღარ თანამშრომლობს, ქორწილის შემდეგ დაასრულეს მასთან კავშირი . მას წასვლა შეეძლო , მაგრამ დარჩა -გასაკვირია, მაგრამ ძალაუფლების გამოყენების გარეშეც ვიყოლიებ ქალებს . გამოვიცვლი და მოვალ, კომფორტულად მოეწყვე...რამე ხომ არ გინდა -არ ვარ პრეტენზიული ფეხმძიმე , სულ ცოტა ცვლილებები მაქვს ისიც ხასიათში და გიკრძალავ სტერეოტიპულად მოქცევას -არის ქალბატონო თამარა ...ვემორჩილები თქვენს ნებას- ხელები მაღლა ასწია და თავისი ოთახისკენ დაიძრა. მარიამი საძინებელში იყო , მოწესრიგდა და ერთხანს საწოლზე მჯდომი ელოდა. შემდეგ გადაწყვიტა რომ თავად ეწვეოდა ძმის ოთახს, ადგილს რომელიც ამ თვეების მიუხედავად ბოლომდე მაინც ვერ შეისწავლა. იქ არასდროს ჩერდებოდა დიდხანს ვაჩე , განსაკუთრებით მაშინ თუ სხვა იყო მასთან ერთად. დაუკაკუნებლად შევიდა ოთახში და წამსვე დაინახა ზურგით მდგომი სილუეტი. გარდერობის ოთახში იდგა ტანსაცმლის კარადასთან და მობილურით სუაბრობდა. წელს ზემოთ შიშველი იყო , პირველად ხედავდა მარიამი მის ზურგს რომელზეც საღი კანი თითქმის არ ჩანდა. ტატუ ჰქონდა, შავი ხის ტოტები მიუყვებოდნენ მის განიერ მხრებს , ყელზეც მათი გაგრძელება იყო . ბევრი რამ ჰქონდა ნანახი მარიამს , ამაზე უარესი ნაიარევებიც , მაგრამ ასე აქამდე არაფერს უტკენია, ძალა ერთიანად გამოეცალა, ემოციებმა სძლიეს, მთლიანად მოიცვეს , ვერ გაუმკლავდა სუსტი იყო ამ ყველაფრისთვის . ადრე მხოლოდ ნაწილი ნახა ახლა კი მთლიანად ხედავდა ნაიარევს. მარიამი სუსტი იყო , უსუსური ხდებოდა როდესაც საქმე მის საყვარელ ადამიანებს ეხებოდა ახლა კი სისხლი უდუღდა , სული ეწვოდა რომ წარმოიდგენდა პატარა ბავშვის ტკივილს . ნაიარევი რომელიც სულის ანარეკლს ჰგავდა, დაფარვას ეცადა , მაგრამ არ გამოუვიდა. გამოსახულებას ვეღარ ხედავდა, გონება აერია ვაჩე უკვე მის წინ იდგა მაისური ეცვა და სახეზე თითებს უჭერდა -შემომხედე თამარა , გონს მოდი ... მაშინებ , გთხოვ გამოფხიზლდი თორემ კლინიკაში წაგიყვან ახლავე . თამარა , გთხოვ -ძალიან გტკიოდა? ღმერთო როგორ გაუძელი - თვალები დახუჭა, მთელი სხეული უთრთოდა და ეყინებოდა- ჩემი ბრალია ხომ? მე რომ წყალში ჩამსვი შენ დაგეცა ცეცხლმოკიდებული კედელი ...შენ მე გადამეფარე -არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში ამაზე კარგი...შენ გადარჩი. კიდევ ბევრ იარას მივიღებდი, მთელ სხეულს გავწირავდი, სულს დავმთმობდი სხვების გადასარჩენად. ნეტავ შესაძლებელი ყოფილიყო ...შენ ამაზე არ იფიქრო. ყველაფერი წარსულია , მე გიპოვნე და მორჩა, ვეღარაფერი წამართმევს შენს თავს. კიდევ ერთი ოჯახის წევრი მეყოლება, მართალია მამამისი დიდად არ მევასება,მაგრამ ვიცი ის ყველაფერს კიდევ უფრო უკეთესს გახდის -და შენ? - მოეხვია და თითები ყელზე შეახო- შენ როდის გაუხსნი გულს ქალს, შენი ცხოვრების ქალს , რომელიც სხვა სიმშვიდეს მოგცემს -შენ მართლა გგონია,რომ არსებობს სამყაროში ქალი რომელსაც ჩემს ცხოვრებას დავუკავშირებ? ამას არავინ იმსახურებს, მითუმეტეს ის ვინც მიყვარს ... მე არც გული შემრჩა, არც სული , აღარც სინდისი ყველაფერი დავკარგე ამ გზაზე -სულს მოგცემს ... სიცარიელეს გააქრობს და ახალ ეტაპს დაიწყებს. სწორედ ესაა სიყვარული, გაძლევს იმას რაც გაკლია -ასე შეგცვალა ამ გრძნობამ? -არ შემცვალა, მაგრამ შექმნა სხვა ქალი , სავსე გრძნობებით ვაჩემ საუბარი აღარ განაგრძო. არ იყო მარტივი მისთვის აზრის შეცვლა , მარიამმაც დანებება არჩია . მშვიდი იყო ის ღამე ძმის გვერდით, ოჯახთან ,რომელსაც ზოგჯერ მხოლოდ ერთი ადამიანი ქმნის. ............ ეზოში იყო, საათს დაჰყურებდა და ფიქრობდა მარიამთან დაერეკა თუ არა. გვიანი იყო , მალე გათენდებოდა , სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და მანქანისკენ დაიძრა. სიჩუმეს კლუბიდან გამოსული ხმა არღვევდა , ეზოში კი მხოლოდ ქალის ფეხსაცმლის ხმა გაიგო. ვიღაც სწრაფად მიაბიჯებდა და ეს ვიღაც კატო იყო. თავდახრილი მიდიოდა, არეული ნაბიჯებით და წაშლილი გამომეტყველებით თვალები დაწითლებული ჰქონდა, ფხიზელი არ იყო ალექსანდრეს ხელი რომ არ შეეშველებინა ალბათ წაიქცეოდა -სანდროო- დაბინდული მზერა თითქოს გაუნათდდა ნაცნობი სახე რომ დაინახა -რა დაგემართა კატო - სახეზე მიკრული თმა მოაშორა და ეცადა მისი სახე დაენახა. დაბინდულ თვალებს ხედავდა მხოლოდ , სიწითლის კვალს ყელზე და მკლავებზეც - შემომხედე- ნიკაპზე მოუჭირა თითები და თავის აწევა აიძულა -ცუდად ვარ , მეტი აღარ შემიძლია - გულწრფელი იყო, ნამდვილად არ გამოიყურებოდა კარგად -რა ჯანდაბაა - როგორც კი ცრემლები წამოუვიდა მაშინვე თვალები აატრიალა. უნდა გაეშვა, მაგრამ ნორმალური კაცის ინსტიქტი ჩაერთო,რომელსაც ბოლო დროს ზედმეტად ხშირად ჩნდებოდა- მოდი , დაჯექი - მანქანამდე მიიყვანა, სავარძელზე დაჯდომაში დაეხმარა და კარიც მიხურა. -მასთან არ წამიყვანო, გთხოვ ... სადმე შორს მინდა . ყველაფრისგან მოშორებით - ტიროდა და გალეულ ხელებს სახეზე იფარებდა. მაკიაჟი სულ გაედღაბა, სუნთქვაც უჭირდა -დამშვიდდი ... შენი ქმარი სად არის -არ ვიცი , მისი გახსენება არ მინდა , გთხოვ ალექსანდრე -ჯანდაბა ... - სრულიად არაადეკვატური იყო და ასეთ მდგომარეობაში ვერ მიიყვანდა იმ გიჟთან. გაბრიელის ძველი ბინის გასაღები ჰქონდა და სხვა უკეთესი ვარიანტი აღარ განუხილავს. მალევე გააჩერა მანქანა ავტოსადგომზე, მაგრამ კატოს სიარული ნამდვილად არ შეეძლო. ხელში აიყვანა და ისე დაიძრა შენობისკენ. ქალი სხეულზე ეკვროდა, თავი მის ყელში ჰქონდა ჩამალული და რამდენჯერმე აკოცა კიდეც. რეაქცია არ ჰქონდა მის შეხებაზე და ყურადღებაც არ მიუქცევია. მხოლოდ იმას აღიქვამდა, რამდენად შეცვლილი იყო, სიცოცხლის ნაპერწკალი გამქრალი ჰქონდა, ასეთი ბოლოს მაშინ იყო ჯერ კიდევ ნარკოტიკებს რომ მოიხმარდა. სუსტი, ფერმკრთალი, ძალაგამოცლილი ჩანდა ... შეებრალა. მას არასდროს ჰქონდა მტკიცე ხასიათი, ვერასდროს პოულობდა ძალას საკუთარ თავში ახლა კი დაკარგული ჩანდა -რა მიიღე - დივანზე დასვა და მის წინ ჩაიმუხლა- კატო , რა გაქვს მიღებული -მომენატრე- თითები ხელზე მოუჭირა და მაჯაზე აკოცა -უნდა გამოფხიზლდე -შენ საერთოდ არ მოგენატრა ჩემთან ყოფნა? -არეული მზერით უყურებდა ხელზე კოცნიდა ისევ , მერე საჩვენებელ თითზე ენისწვერით შეეხო -გეყოფა - მასთან ჩხუბსაც არ ჰქონდა აზრი იმდენად . რომ მოშორდა წონასწორობა დაერღვა და დივანზე დაეცა. ჯდომაც კი არ შეეძლო, ნახევარი ტანით იწვა და იცინოდა მერე ისევ ტირილი დაიწყო რამდენიმე წამში კი სირბილით გაიქცა სააბაზანოსკენ. ალექსანდრე რომ შევიდა უნიტაზზე დამხობილი აღებინებდა და დახრჩობის ზღვარზე იყო. სხვა გზა არ ჰქონდა , ვერ დატოვებდა უნდა დახმარებოდა. სახეზე წყლის შესხმას აზრი არ ჰქონდა, პირდაპირ დუშის ქვეშ დააყენა და ცივი წყალი მოუშვა -მცივა ... გავიყინე- სახე რომ აერიდებინა ზურგით შებრუნდა და წამში გაშიშვლდა- ჩემთან მოდი , გთხოვ - სრულიად შიშველი იდგა ,ისეთი ლამაზი იყო და ალექსანდრესთვის ისეთი უფერული -გასაღებს დავტოვებ, რამდენ ხანსაც გინდა დარჩი - ყურადღება არ მიუქცევია სააბაზანო დატოვა . ზედმეტიც კი გააკეთა, ნამდვილად არ აპირებდა დროის ხარჯვას . უკვე გათენებული იყო , ფანჯრიდან უყურებდა ქალაქის ხედს სანამ სახლიდან გავიდოდა ხალიჩაზე დავარდნილი საკუთარი ტელეფონი იპოვნა და რომ გასწორდა კატო ცხვირწინ დახვდა -არ წახვიდე -დაბოლილი ხარ და კიდევ ვერ გამოხვედი, ჩაიცვი , წყალი დალიე და დაიძინე - ქალის ხელი მოიშორა , უკვე ბრაზდებოდა -მჭირდები გესმის? მჭირდები ... უშენოდ არეული ვარ . შენთან დაშორებამ,მერე შენმა სიკვდილმა, მარიამის ცოლად შერთვამ გამანადგურა- ხმამაღლა ლაპარაკობდა და ისევ ტიროდა- უშენოდ ცარიელი ვარ , მხოლოდ შენ შეგეძლო ჩემი მართვა -ნუ იქცევი უთავმოყვარეო მძავივ.თ - ყბაზე მოუჭირა თითები და ხმას აუწია- ნუ ხარ ასეთი უსუსური , გამოიყენე გონება . ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიხედე საკუთარ თავს -არ შემიძლია ... არ წახვიდე, გთხოვ - როგორც კი ხელი გაუშვა მაშინვე ხალიჩაზე დავარდა. მუხლებზე დაცემული იდგა და ტიროდა. დატოვა, მაგრამ უცნაურად გრძნობდა თავს. მისი მზერა აშფოთებდა, ლიფტის კარი რომ გაიღო გასვლა ვერ მოახერხა პირველი სართულიდან ისევ უკან აბრუნდა . კარი სწრაფად გააღო უნდოდა ჩხუბი დაეწყო და გონს ასე მოეყვანა ,მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხა ფანჯრის რაფაზე მდგომი რომ დაინახა -კატო - ისე დაუძახა ქალმა მაშივე გამოხედა . გააცოცხლა ყველა ალექსანდრე - ჩემთან მოდი - თვალებში უყურებდა და უახლოვდებოდა -შენ წახვედი ... სულ წახვედი - ისე საუბრობდა თითქოს რობოტი იყო რომელსაც დამოუკიდებლად აზროვნების უნარი არ ჰქონდა - მე საშინელი ვარ და შენს გარდა ვერავინ გამიგებს -ლუკას უყვარხარ -სიყვარული არ მჭირდება ... ვერ ვიტან მაგ წყეულ გრძნობას . რომ ვუყვარვარ იმიტომაა რთული მასთან ყოფნა -კატო შემომხედე და მითხარი რა გინდა -შენთან მინდა , ისევ ძველებურად მოვალეობების გარეშე, გრძნობების გარეშე გადაღლილმა ყველაფრის მოშორება შევძლო ... -მეთორმეტედან გადახტომას აპირებ ამის გამო ? - სიცილი დაიწყო , ისე როგორც იცოდა თითქოს საერთოდ არ ადარდებდა ქალის ბედი. პერანგის ღილების გახსნა დაიწყო კატო უყურებდა - ჩამოდი მაქედან , მხოლოდ ჩემთან ს.ქსის გამო თუ იკლავ თავს მანდვე გ.გჟიმავ -სანდროო ... მე ბავშვი მოვკალი მისი და ჩემი - თითქმის შიშველი იყო , სველი თმა ტანზე ეკვროდა ალექსანდრემ ხელი რომ მოხვია და სხეულზე აიკრა ძალა საერთოდ დაკარგა. საკუთარმა სიტყვებმა გაანადგურა, თითქოს იმ წამს გაიაზრა ჩადენილი -სულელო ... რა გაუკეთე საკუთარ თავს- პერანგი ჩააცვა . საწოლზე დააწვინა და სველი თმა მაღლა აუკეცა - დაიძინე ... აქ ვარ - თავზე გადაუსვა ხელი და რამდენიმე წუთს არ მოშორებია. უყურებდა , აკვირდებოდა და ვერაფერს გრძნობდა სიბრალულის გარდა. აქამდე უცნობი გრძნობები გაუღვიძა მარიამთან ურთიერთობამ, საუბრებმა აღარ იყო ყველაფრის მიმართ გულგრილი , აღარ შეეძლო ისე არაკაცულად მოქცევა მანამდეც აწუხებდა საკუთარი ცხოველური ქცევები,მაგრამ ბოლო დროს ხვდებოდა,რომ ადამიანური სული დაიბრუნა. დრო ისე სწრაფად გავიდა გონს ვერ მოვიდა. კატოს ისევ ეძინა , გათიშული უფრო იყო. მისი გადაღლილი სხეული ისვენებდა . სახლში რომ დაბრუნდა მარიამი უკვე საუზმეს ასრულებდა. როგორც კი დაინახა მაშინვე მიხვდა რისხვა ,რომ ელოდა და ვერ გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა თუ არა. სუფრასთან დაჯდა და თავადაც შეუდგა საუზმობას -როგორ გყავს ტირანი ძმა? -აღარ მოგვარდით ? -დავზავდით და არ მახსვს? -შენ იმ დღეს რაღაც გაარკვიე , თორემ ახლა უკვე ციხეში იქნებოდა ან საერთოდ დატოვებდა პოსტს -ხო რაღაც ვნახე, რამაც ტაქტიკა შეცვალა, თუმცა მაინც ჩემი კონკურენტია -ისე ნუ იზამ მის მხარეს რომ გადავიდე - ისე უყურებდა ალექსანდრეს სუნთქვა შეეკრა -ექიმთან როდის წავიდეთ? ჩვენს კლინიკაში როგორც ვიცი კვალიფიციური გინეკოლოგები არიან და სამშობიარო ბლოკიც მაღალ დონეზეა -ხვალ წავიდეთ ... ვაჩესაც უნდა წამოსვლა და დღეს არ სცალია -ესღა მაკლდა ... ჩემ ბავშვსაც ვერ უნდა ვუყურო მშვიდად ? -ვაჩესთან შეჩვევა მოგიხდება, ის ბავშვის აღზრდაშიც მიიღებს მონაწილეობას და აქედანვე გაიაზრე გთხოვ . თუ აგრძელებ ამ უხილავ ომს იცოდე ,რომ მე ისე მოვიქცევი თითქოს არაფერი ხდება -როგორი მშვიდი ხარ - უკვე საძინებლისკენ მიდიოდნენ. მარიამის ეს დუმილი სულ უფრო აშინებდა, ან გაუაზრებლად დანაშაულის გრძნობა ჰქონდა და თავს არ უტყდებოდა -ტელეფონი სად გაქვს , დილით გირეკავდი - ოთახში შესვლისთანავე მოიშორა კაბა და ალექსანდრე ინსტიქტურად მოეხვია -ალბათ გაითიშა- ყელში აკოცა და თითები მუცლიდან ქვემოთ ჩააცურა- უშენოდ გატარებულ ღამეებს რომ ვეღარ ვიტან მითქვამს ? - მხრებს უკოცნიდა და მანამ ეფერებოდა სანამ მარიამი არ შებრუნდა და პერანგზე არ დააკვირდა -ეს შენი არ არის -ხო , გაბრიელის პერანგია - დაიბნა. იმაზე სასაცილო იყო მისი მდგომარეობა ვიდრე წარმოედგინა. მარიამმა ღილების გახსნა რომ დაიწყო მაშინვე დაებინდა გონება- პატარავ -რატომ გაცვია გაბრიელის პერანგი...შენი სად წავიდა -ჩემი დაისვარა... - თითები თმაში შეუცურა და ტუჩები დაუკოცნა -ვისი სუნი გაქვს ალექსანდრე - ერთიანად ჩამოშორდა , ქვემოდან უყურებდა და გონებას უარესად ურევდა -არ ვიცი, გაბრიელის პერანგის ბრალია ვიბანავებ და მოვალ -დარწმუნებული ხარ ? -ეჭვიანობ პატარავ ? -ეჭვიანობისთვის მიზეზი რომ მექნება აქ აღარ დაგხვდები და შენ ეს იცი ! -დამელოდები თუ შემომიერთდდები?- შარვალიც მოიშორა და ტუჩზე იკბინა -მე და ლიზას სანდრა მიგვყავს წვეულებისთვის კაბის ასარჩევად... მეც უნდა განვაახლო გარდერობი და თან რატომღაც დედამთილთან ურთიერთობას მთხოვს ჩვენი შვილი - ახალი კაბა გადაიცვა, თმა შეიკრა, ფეხსაცმელი მოირგო და სააბაზანოში მყოფი კიდევ ერთხელ შეათვალიერა - შენ რა გეგმები გაქვს დღეისთვის? -ბიჭებთან გავალ...თორნიკეს კომპანიაში შევუვლი, ყველაფერს მარტო აკეთებს - ქაფიან სხეულზე ხელებს დაატარებდა, მარიამი კედელს იყო მიყრდნობილი და ერთხანს უყურებდა- იქნებ ჯერ არ წახვიდე -მელოდებიან -ისე წავიდა ალექსანდრემ ვერ გაიგო მარიამს რა აზრები უტრიალებდა გონებაში . ............ სავარძელში იჯდა , ღვინის ჭიქით და სიგარეტის ღერით . სადღაც შორს ერთი წერტილისთვის გაესწორებინა მზერა და ვინ იცის რაზე ფიქრობდა ალექსანდრე რომ მივიდა. ერთხანს ჩუმად იჯდა და ისევ ფიქრობდა რა უნდა მოეხერხებინა მისთვის -მაპატიე ... ყველაფერი ერთად ავურიე და კონტროლი დავკარგე -ასე აპირებ გაგრძელებას? -არ ვიცი რას ვაპირებ -იჩხუბეთ ? -როგორ გგონია რა რეაქცია ექნებოდა უგონოდ შეყვარებულ კაცს რომ გაიგებდა მისი შვილი მოვკალი -რატომ გააკეთე ეს -როგორ გგონია მე ოდესმე შევძლებ ვიყო კარგი დედა? ვინმე იმსახურებს ჩამნაირის შვილობას? ის არ უნდა ყოფილიყო არ ვიცი როგორ - ხმა გაუტყდა ,სახეზე ხელები აიფარა და ისევ ცრემლებმა იწყეს დენა -რამდენიმე საათში ერთი გოგონა მოვა, ის დაგეხმარება ... ფსიქოლოგიც დაიწყებს სიანსებს და კიდევ თუ რამე დაგჭირდება -როგორ მიხვდი რომ გიყვარდა და მის გარდა არავინ გჭირდებოდა. რატომ მაინცადამაინც მარიამი -იმიტომ,რომ მარიამია ... უნდა იგრძნო , ისე ძლიერ რომ ყველაფერი სხვა გადაფაროს იმ ერთმა -სხვანაირი ხარ ... შენ არ ხარ ის ალექსანდრე ვინც მე მჭირდებოდა -ხო, მარიამის ალექსანდრე მხოლოდ მარიამისთვისაა - მსუბუქად გაუღიმა და მისი ჭიქიდან ღვინო მოსვა - ვწუხვარ შენ გამო , მაგრამ საკუთარი თავის გარდა ვერავინ დაგეხმარება -ჭაობში ვარ ალექსანდრე...იმაზე უფრო ღრმად ვიდრე მაშინ პირველად რომ შევხვდით -გააკეთე ისე ,რომ ამოგიყვანონ მაგ ჭაობიდან ...გამოიყენე ყველა რესურსი -არასდროს დაბრუნდები ? ისევ ისეთი როგორც ადრე იყავი - ამღვრეული თვალებით უყურებდა -ერთი რამ დარწმუნებით შემიძლია გითხრა თუ მარიამი არ იქნება ჩემს ცხოვრებაში მეც არ ვიქნები , არცერთი წუთით .... ჟინის დაკმაყოფილება ნებისმიერთან შეგვეძლო მე და შენ,მაგრამ როცა არის ვიღაც ვინც სულის სიცარიელეს გივსებს ყველაფერი უმნიშვნელო ხდება მის გარდა. მორჩი საკუთარი თავის წამებას , გააკეთე ყველაფერი იმ ბიჭთან ერთად შენზე რომ გიჟდება. ეჩხუბე, იყვირე, უთხარი ყველაფერი რასაც გრძნობ, რაც გინდა ,რაც არასდროს არავისთვის გითქვამს და მერე მოუსმინე , დაელოდე ... არ დანებდე , იპოვნე დაკარგული სულის ნაწილი - თავზე აკოცა და მარტო დატოვა. ალბათ ეს იყო პირველი და უკანასკნელი როდესაც მსგავსი რჩევა სხვისთვის გაიმეტა. თავი დამშვიდებულად იგრძნო, სულაც არ იყო ცუდი შეგრძნება სხვისი პრობლემით დაინტერესება. თორნიკესაც ესტუმრა, რამდენიმე საქმე მასთან ერთად მოაგვარა და შემდეგ გაიგო,რომ ყველანი დავითთან იყვნენ. ოჯახური ვახშამი დახვდა იქ მისულს, ქალბატონი სანდრა ახალი კაბების დემონსტრირებას ახდენდა და აშკარად კმაყოფილი იყო შოპინგით. -მაა გაუნულე ანგარიში ლიზიკოს?- თორნიკემ ხელში აიყვანა და ლოყები დაუკოცნა- არ დაიღალე? -აქ ვივახშმოთ რაა , გთხოოვ მა -დავიღალე მა, სახლში წავიდეთ დავისვენებ -ნუ გარბიხარ პატარა ბავშვივით- ალექსანდრემ ჩუმად უთხრა, სანდრას აკოცა და შემდეგ ელიზაბეტთან საუბარში გართულ ცოლს მიუახლოვდა-იმედი მაქვს ისევ ბაღის დაგეგმარებაზე არ საუბრობთ და ორანჟერიას არ მომიწყობ ეზოში - დედას აკოცა და მარიამის გვერდით დაჯდა -სხვა თემაზე ვსაუბრობდით, მაგრამ გმადლობ ეგ რომ გამახსენე . დედაშენზე უკეთეს ფლორისტს ვერ ვიპოვნი ... -თქვენი ეზო ჯერ კიდევ მიტოვებულ ნასახლარს ჰგავს... ყველაფერი გასაკეთებელია . შემოვივლი ამ დღეებში . ჩემო ლამაზო დათუ ბაბუსთან ახვალ და ეტყვი,რომ ჩამოვიდეს?- ელიზაბეტი სამზარეულოსკენ დაიძრა სანდრა კი მეორე სართულისკენ გაიქცა . -რა ხდება? აქ ვახშმობა რატომ გადაწყვიტა ჩემმა საოცარმა ცოლმა? - ყელში აკოცა და თან მუცელზე ეფერებოდა -კარგია ,რომ მოახერხე მოსვლა -ანუ მართლა რაღაც გეგმა გაქვს ...არ მეტყვი? -ვახშმის შემდეგ ვიტყვი, ცოტა არ იყოს და მომშივდა ... მგონი ნელ-ნელა აისახება ბავშვის არსებობა ჩემს მადაზე - ლოყაზე მსუბუქად აკოცა და შემდეგ სანდრაზე დაიწყო საუბარი. თორნიკეს უყვებოდა შოპინგის ამბებს . ვახშამმა მშვიდად ჩაიარა, როგორც ყოველთვის მცირე დიალოგებით შემოიფარგლებოდნენ . ალექსანდრე კი მარიამს ელოდა, როდის დაიწყებდა საუბარს და რა თემის განხილვას აპირებდა. ზედმეტად მშვიდი ჩანდა, ეს მისი სიმშვიდე აგიჟებდა და აღარ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. ერთბაშად იგრძნო სადავეების დაკარგვა ქალბატონმა კოსტავამ საუბარი რომ დაიწყო -ვინაიდან უკვე თქვენი ოჯახის ნაწილად ვგრძნობ თავს და არ მიყვარს გაუგებრობები, არც დამალული ამბები უნდა გითხრათ ,რომ ძმა მყავს - ყველას ყურადღება მიიქცია -მაპატიე, მაგრამ შენი ნამდვილი ოჯახის შესახებ მე ჯერ კიდევ მაშინ გავიგე ალექსანდრესთან რომ გადაცხოვრდი - დათომ უთხრა და ღვინის დაგემოვნება განაგრძო -ყველას ასე გვეგონა, მაგრამ ცოტა ხნის წინ გავიგე სიმართლე ჩემი ოჯახის შესახებ ... ფეხმძიმედ რომ არ ვიყო და საერთო , დამაკავშირებელი რგოლი რომ არ ჩნდებოდეს თქვენს შორის შესაძლოა ეს ამბავი არც ყოფილიყო თქვენთვის ამდენად მნიშვნელოვანი -გამოდის ნამდვილი ოჯახი იპოვნე ? -უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი ,რომ თავად მიპოვნა ... ჩემი ოჯახის ამბავი ზედმეტად ტრაგიკული და მძიმეა . სხვა დროს გიამბობ - ელიზაბეტს უყურებდა შემდეგ წამით ღრმად ჩაისუნთქა - მე ვაჩე აბაშიძის და ვარ -ქალაქის ამჟმინდელ მერზე ვსაუბრობთ თუ კიდევ სხვა - დათოს გაეღიმა მერე კი სიცილი დაიწყო- საოცარი ოჯახი ვართ . შვილები ვერ მიტანენ, ძლივს შემოვირიგე ახლა კი ახალი მტრობა გაჩნდა სიძესა და ცოლის ძმას შორის ? სერიოზულად? -სრულიად სერიოზული ვარ და მინდა იცოდეთ მე მის გარდა არავინ მყავს , როგორც არ უნდა გადაიკვეთოს თქვენი გზები ვერ დავუშვებ დავკარგო . ის ბავშვის ბიძაა და შესაბამისად მისი ნახვაც ხშირად მოგიხდებათ . ძალიან მინდა ჩემი შვილი მშვიდ გარემოში გაიზარდოს , მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად შესაძლებელი იქნება -მე პირადად მაგ ბიჭთან პრობლემა არ მაქვს ხომ იცი ... მიხარია რომ იპოვნე და კარგია თუ მასთან ურთიერთობაც გექნება -ძვირფასო ხომ იცი მე საქმიდან გავედი ასე რომ ჩემთვის შენი ძმა იქნება ...აი ამათთან როგორ მოაგვარებს ესაა მთავარი - დავითი შესანიშნავ ხასიათზე იყო და ალექსანდრეს მდგომარეობით ერთობოდა- მე ერთადერთი რამ მინდა, კარგად იყოთ შენც და ბავშვიც. ძალიან მაინტერესებს ბიჭია თუ გოგო - მეორე ოთახში მოთამაშე სანდრას გახედა და გაიღიმა , გოგოს გაზრდა სულ სხვა გრძნობა ყოფილა -გინდა ბიჭს დავითი დავარქვა ? - ალექსანდრემ ჩაიცინა და წამსვე აატრიალა თვალები კაცმა -თუ გინდა ალეპისტრო დაარქვი... თუმცა მეეჭვება შენი გადასაწყვეტი იყოს . არა მარიამ? -სახელი ამ ეტაპზე სრულიად უმნიშვნელოა... მთავარია როგორ განვითარდება ფეხმძიმობა და შემდეგ მშობიარობა . პიროვნებები ქმნიან სახელებს და არა სახელები პიროვნებებს -რადგან ვახშამი დასრულდა, მე დაგტოვებთ ... შეიძლება ქალაქში არ ვიყო და წაიყვანთ სანდრას იმ დაბადების დღის წვეულებაზე? - ელიზაბეტს უყურებდა თორნიკე -რა თქმა უნდა ... ჩვენთან დატოვე თუ რამდენიმე დღით მიდიხარ -მგონი რიგის დაკავება გახდება საჭირო... რძალმა და დედამთილმა გადაწყვიტეთ ვისთან დარჩება . ჩემთვის პრობლემა არ არის - გაიცინა და ალექსანდრასთან გადაინაცვლა. ბავშვმა ყველას აკოცა წასვლამდე და შემდეგ გაჰყვა მამიკოს. -ჩვენც წავიდეთ -ერთი წუთით - მარიამმა უცებ გააჩერა, ტორტის მოზრდილი ნაჭერი თეფშზე გადაიტანა და ისე მადიანად დაიწყო ჭამა სანდრომ ღიმილი ვერ შეიკავა -ნელა შეგიძლია ჭამო , რა ტორტია გიყიდი - მხარზე აკოცა და ისევ გაუღიმა -დალის ვთხოვ და გამოაცხობს - წამწამებს საყვარლად აფახუნებდა და მერე უხერხულად იღიმოდა- მგონი ცვლილებები გარდაუვალია ხო? -დამიჯერე ალექსანდრეს საერთოდ არ ჰგავს...ალბათ შენნაირია . მე უკვე ამ დროს საშინელი ტოქსიკოზი მქონდა რას ვჭამდი და რას არ აღარც კი მახსოვს -სამაგიეროდ მე მახსოვს ყველაფერი ... ისე მართლა გინდოდა თუ მე მაწვალებდი -მინდოდა დავით - წარბი მაღლა აზიდა და თვალები აატრიალა- ახლაც უნდა მაყვედრიდე ორჯერ რომ გაგაღვძე? -ორჯერ ? მთელი 7 თვე არ მეძინა -სჯობს წავიდეთ სანამ ისინი ჩხუბს გააჩაღებენ ... -ნახვამდის... მესტუმრეთ ამ დღეებში იმ საღამოს იგრძნო როგორი სტაბილური გახდა ურთიერთობა დავითთან და ელიზაბეტთან. ოჯახური სახე ჰქონდა ყველაფერს მარიამთან ქორწინების შემდეგ . არაფერი იყო ყალბი და ეს საოცრად ამშვიდებდა სულს. აღარ სჭირდებოდა ყოველ ნაბიჯზე ფიქრი, გონებაც განტვირთვას ახერხებდა და ეს ყველაფერი ნელი ნაბიჯებით , შეუმჩნევლად ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში. სახლამდე მისასვლელი გზა ჩუმად გაიარეს. მარიამი გზას უყურებდა და მუცელს არ აშორებდა თითებს, ალექსანდრე კი იმაზე ფიქრობდა თუ როდის უნდა ეთქვა ყველაფერი კატოსთან გატარებულ დროზე . მარიამის ორსულობა , მისი ემოციები ყველაფერი მოქმედებდა და არ უნდოდა ექიმთან ვიზიტამდე მისი აღელვება. -სახლში ვართ ... შენ როგორ ხარ? - უკვე საძინებელში იყვნენ მარიამს ვაჩემ რომ დაურეკა და საუბარი დაიწყო. საღამოს პროცედურები მასთან საუბრის დროს ჩაატარა . ალექსანდრე თვალს ადევნებდა , შხაპის მიღებაც მოასწრო, საწოლშიც დაწვა და შემდეგ ელოდა როდის შეუერთდდებოდა- ჩემთან ... მირჩევნია დილითვე წავიდეთ. ანალიზებს უზმოზე გამიკეთებენ . ხო ჩემს კლინიკაში და გეყოფა ამის შეხსენება ... შენ არ იყავი რომ მითხარი მთელს რემას გიყიდიო? -უარი უთხარი?- ალექსანდრემ ჩუმად უთხრა და წარბები მაღლა აზიდა- გადავიფიქრე მიყიდე-თქო უთხარი -ალექსანდრემ მარიამს მზვითევი არ ჰქონდა და რემას თუ უყიდი მივიღებო გადმოგცა - ჩაიცინა და ალექსანდრეს წარბაწეულმა შეხედა- კარგიი , გადავცემ ... მშვიდ ღამეს გისურვებ სანდრომაც გაიგო როგორ უთხრა“ მიყვარხარ თამარა“ . ყველაფერი იმდენად უცნაური იყო მათ ცხოვრებაში , წარსულშიც და მომავალშიც . ინსტიქტურად აკოცა მუცელზე და დიდხანს იწვა ასე ნახევარი ტანით მარიამზე აკრული. მისი გულისცემა ესმოდა და ყოველწამს ელოდა წამოწყებულ დიალოგს, მაგრამ ქალბატონი კოსტავა საშიშად დუმდა - ხომ იცი , რომ სამყაროში ყველაზე მეტი შენ ხარ მარიამ -დავიძინოთ . ხვალ მნიშვნელოვანი დღეა და მინდა გამოვიძინო - ალექსანდრეს მკერდზე დაადო თავი და თვალები დახუჭა. უკვე ჩაძინებული ეგონა ბოლო სიტყვები ,რომ თქვა- ერთ წამსაც რომ შემეპაროს ეჭვი შენს გრძნობებში სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან , ეს არ დაგავიწყდეს მარიამს მშვიდად ეძინა ალექსანდრე კი მთელი ღამე ფიქრობდა. ექიმთან ვიზიტზე, ბავშვზე, ფეხმძიმობაზე , შემდეგ მშობიარობაზე და გული მოსვენებას არ აძლევდა. როგორი ამაღლებული შეგრძნება ჰქონდა, ბავშვის მოლოდინს სხვა არაფერი ჰგავდა. ყველაზე მეტად, უპირობოდ უყვარდა სრულიად პატარა, უცნობი ქმნილება . ერთად აფეთქებდა ყველა გრძნობას რაც მანამდე არ განუცდია , ყველაფერს შეცვლიდა , უცნობ ფერებს გააჩენდა რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე გაუფერადებდა სულს. ....... ვაჩეს კლინიკის შესასვლელთან შეხვდნენ. ორივე იმდენად ღელავდა მარიამის სიმშვიდის ფონზე მათი სახეებიც კი ზედმეტად არეული იყო. სასაცილო სანახავები იყვნენ, ორი ქედმაღალი, თავდაჯერებული კაცი როგორ სულგანაბული ელოდა კაბინეტში შესვლას. მარიამი შინაგან სიმშვიდეს გრძნობდა, მუცელს ხელისგულით ეხებოდა, ბოლო დროს ხშირად იქცეოდა ასე , თითქოს კონტაქტს კიდევ უფრო მძაფრად გრძნობდა . იცოდა საშიში არაფერი იქნებოდა, დარწმუნებულიც კი იყო , მაგრამ მაინც აუჩქარდა გულისცემა როდესაც საუბრის შემდეგ ეხოსკოპიის ჯერი დადგა. ბიჭებისგან განსხვავებით შესანიშნავად ხვდებოდა ყველაფერს რასაც ხედავდა და ექიმთანაც ისეთი დიალოგი ჰქონდა მხოლოდ თავად რომ ესმოდა . ისინი კი ყველა სიტყვას გაფაციცებულები უსმენდნენ, სანამ ალექსანდრეს არ დაეკარგა მოთმინება -ადამიანურ ენაზე რომ თქვათ არ შეიძლება? -ყველაფერი ნორმაშია და გულისცემასაც გავიგებთ -მზად ხართ? - წამიც და ბგერები გაიგეს. კოსტავას ყველა ემოცია ერთად მოაწვა რაც კი მანამ ჩაკეტილი ჰქონდა. თვალები აემღვრა, გული ყელში მოებჯინა მარიამის თითებს უჭერდა და მერე სათითაოდ კოცნიდა. ვაჩეს არსებობა საერთოდ დაივიწყა, შუბლზე აკოცა და ცრემლებიც წამოუვიდა -გაღმერთებ -ალექსანდრე- ვერ იჯერებდა , მის ცრემლებს არ ელოდა ყველაფერს წარმოიდგენდა , ყველაფერ არაადეკვატურს, მაგრამ ამას ვერ . ლოყაზე აკოცა და ძლივს მოახერხა თავის შეკავება . ექიმი და ვაჩე მაგიდასთან იყვნენ უკვე , ექიმი წერდა ვაჩე კი სავარძელში იჯდა და რაღაც კითხვებს უსვამდა. რამდენჯერმე აკოცა და შემდეგ მოეხვია ექიმს ყურადღებით უსმენდა, მარიამის ხელს არ უშვებდა სრულიად გათიშული ჰქონდა გონება და აკეთებდა იმას რასაც გრძნობა კარნახობდა. მშვიდად იყო ბავშვის ჯანმრთელობის გამო, მაგრამ კიდევ უფრო ღელავდა ორივეს უსაფრთხოებაზე. ვაჩე ზედმეტად ჩუმად იყო, ალექსანდრესაც ისე აღარ უბღვერდა , სიმშვიდე იგრძნობოდა იქ იმ ოთახში უსიტყვოდ დადეს ზავი და ეს მარიამმა კარგად იცოდა. -თავს გაურთხილდი...მომდევნო რამდენიმე კვირა ქალაქში არ ვიქნები . მიყვარხარ , მარიამ- პაუზის შემდეგ უთხრა სახელი და თავზე აკოცა -შენც ფრთხილად იყავი, არ დაგავიწყდეს რომ გელოდები, მჭირდები და მიყვარხარ - გაუღიმა , ლოყაზე აკოცა და ალექსანდრესკენ დაიძრა. ბედნიერი იყო,მსგავსი დოზით ბოლოს ალექსანდრეს ნახვისას განიცადა ეს შეგრძნება. ეხვეოდა და იაზრებდა ,რომ ცოცხალი იყო , ნამდვილად გადარჩა და აღარასდროს მიატოვებდა. ახლა კი იმ ერთიციდა არსების გამო ყველაფერი ლაგდებოდა, ახალი სიცოცხლის,რომელსაც დიდი ძალა ჰქონდა. ....... ეზოში ისხდნენ, ვახშმობდნენ ალექსანდრე კი ისევ ვერ ისვენებდა. მარიამს აკვირდებოდა , ემოციებს ვერ აკონტროლებდა , თითებს ერთმანეთში ხლართავდა, ფეხს ნერვიულად ათამაშებდა , ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი ყველა ამბავი ერთად ტრიალებდა გონებაში . სულ’არეული იყო -ალექსანდრე , შენ ხომ ხვდები , რომ მე ისევ ჩვეულებრივი ქალი ვარ და ბავშვის არსებობა არ ცვლის ჩვენს ურთიერთობას. მე ისევ ყველაფერს გავიგებ, ვიგრძნობ , გავიაზრებ ცვლილებების მიუხედავად -ვერ გრძნობ ემოციურ არამდგრადობას ? არ ვიცი ჰორმონები ხომ ცვლიან ქალებს უფრო მტირალები, ბრაზიანები, ემოციურები ხდებიან , ჭამენ ისეთ რაღაცებს რაც მანამდე არ უყვარდათ ...კიდევ , კიდევ არც კი ვიცი - სახეზე ხელები ჩამოისვა და ღრმად ჩაისუნთქა -ალექსანდრე დაიწყე - მაჯაზე შემოხვია თითები , მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა -რა დავიწყო -ამბავი ,რომელიც ორი დღეა გაწუხებს და სულს გიფორიაქებს ... უბრალოდ მოყევი ,ისე როგორც ყოველთვის . შემომხედე , მე ვარ -თვალებში უყურებდა და სახეზე ეფერებოდა - იმ ღამით შენ რომ ვაჩესთან დარჩი მე კატოსთან ვიყავი - ყველაზე ცუდი სიტყვები შეარჩია ამბის დასაწყებად რაც კი შეიძლებოდა და თან ქალის რეაქციას აკვირდებოდა. რომ გაეღიმა სულ აირია- კლუბიდან გაბრიელის ბინაში წავიყვანე , მარიამ -მერე ? - სავარძელს მიეყრდნო და თავი გვერდით გადახარა-განაგრძე, გისმენ -დილამდე მასთან ვიყავი ... ის ფხიზელი არ იყო ... მეც საკმაოდ ბევრი დავლიე ბიჭებთან ერთად -გასაგებია, გაბრიელის ბინაში იყავით ორივენი,თანაც გონდაკარგულები -არა , მე არ ვიყავი გონდაკარგული ... უბრალოდ მთვრალი . ის კი , საერთოდ ვერ აკონტროლებდა თავს, ტიროდა, მერე აღებინა, მერე დუშის ქვეშ გაიხადა ... მერე რომ წამოვედი მისი მარტო დატოვება ვერ შევძელი , ისევ დავბრუნდი . კიდევ კარგი დავბრუნდი,თორემ ახლა არ ვიცი შეიძლება ცოცხალი არც ყოფილიყო. ის არანორმალური ფანჯრიდან გადახტომას აპირებდა , როგორღაც ჩამოვიდა და გაითიშა . მაშინვე ვერ წამოვიდოდი , დილამდე დავრჩი -და რატომ არ მითხარი ეს იმ დილასვე - აი იმ წამს კი ნამდვილად აინთო ცეცხლი მის თვალებში -როგორც იქნა გაბრაზდი , თორემ მეგონა ვერ ხვდებოდი რას გიყვებოდი -ალექსანდრე გუშინ რა გააკეთე -მასთან ლიკუნა გავუშვი, ფსიქოლოგიც მივიდოდა ,მაგრამ ვურჩიე ლუკასთან დაბრუნებულიყო იმიტომ რომ იმ ბიჭს უყვარს და მგონია,რომ ეს გრძნობა უშველის. საშინელი სანახავი ვიყავი ალბათ ბრძენი ფილოსოფოსივით რომ ველაპარაკე იმ რამდენიმე წუთს , მაგრამ შედეგი გამოიღო მგონი... ბინაში აღარ არის რაც ნიშნავს ,რომ ქმართან დაბრუნდა -რას გრძნობდი ,როდესაც მასთან ასე ახლოს იყავი, როდესაც სრულიად შიშველი შენს წინ დააბიჯებდა და ალბათ დარჩენას გთხოვდა, როდესაც დაბრუნდი ... რატომ არ დატოვე , როგორ გგონია რატომ მიბრუნდი -იმიტომ რომ ზედმეტად ცუდად გამოიყურებოდა, ცარიელი იყო. კარგად ვიცნობ და ბოლოს ასეთი რომ ვნახე პერედოზით სიკვდილს გადავარჩინე ... მხოლოდ ამიტომ დავბრუნდი, მივხვდი არაადეკვატური იყო და შეიძლებოდა რაიმე დაეშავებინა საკუთარი თავისთვის -ასე რატომ ღელავ , ხომ ყველაფერმა ჩაიარა- სანდრო ემოციებში იყო, თითქოს იმ წამს იაზრებდა მომხდარს და თან მარიამის ეს ურეაქციობა აბნევდა, ცოტაც და კონტროლს დაკარგავდა -შენ გინდა,რომ შემშალო ხო? ასე მიხდი სამაგიეროს -სამაგიეროს რისთვის? - უყურებდა და მის რეაქციებს სწავლობდა -იმისთვის ,რომ არ გითხარი -ს შენ გამო აპირებდა? შენ რომ დატოვე და მე შემიყვარე? -არა , მაგიტომ არა ... მარიამ გონებას ნუ მირევ , ასეთი ნუ ხარ -რატომ აქამდე არ მითხარი -იმიტომ, რომ შემეშინდა ... შენ ფეხმძიმედ ხარ და მე არ მინდოდა ყველაფრის მოგვარებამდე, ბავშვის მდგომარეობის გარკვევამდე შენი ანერვიულება. საერთოდ ასეთ ამბებს არც ვყვებოდი, არც ხდებოდა და ეს ორი დღე ისე ვარ ,თითქოს რაღაც საშინელება გავაკეთე. შენ ნამდვილი ჯადოქარი ხარ, შემოაღწიე ტვინში და ახლა ვერაფერს ვიტოვებ ჩემთვის, ყველა ინფორმაცია შენამდე მოდის - ბრაზობდა, ეს მდგომარეობა არ მოსწონდა, მაგრამ ცვლილებების ნაწილი იყო -და გეშინოდა იმის,რომ მე არ დაგიჯერებდი ... არ ენდობი საკუთარ თავს ჩემში? -არა , მე ვიცი შენ გესმის და მგრძნობ , მაგრამ უჩვეულო იყო ჩემი ნაბიჯი. საკუთარ თავთან ვერ დავუშვებდი,რომ ერთ დღეს მის გამო ვიდარდებდი. ეს შეგრძნება, სხვისთვის რჩევის მიცემა, ხელის გაწოდება, მისი აუტანელი ქცევის მიუხედავად დარჩენა , საკუთარ თავთან ბრძოლა მქონდა რომ არ მიმეხრჩო... ადრე ასე არ იყო, მისი გრძნობები არ მადარდებდა სიკვდილისთვის არ გავწირავდი, მაგრამ მის სულზე ზრუნვას წამითაც არ ვიფიქრებდი. ასე მგონია საკუთარი ტყავი დავკარგე - ისევ წამოდგა, ჭიქა გაავსო და დალია - არც კი ვიცი მომწონს ეს თუ არა ... მეტკინა ,რომ თქვა ბავშვი მოვკალიო . ლუკა ხომ სულ ს.რზე , მაგრამ ისიც შემეცოდა - თავზე ხელი მოიჭირა, ხმამაღლა ლაპარაკობდა იმას რაც ბოლო დღეებში ტვინში უტრიალებდა და სულს უხუთავდა -მიყვარხარ , ასეთი ადამიანური - ალექსანდრემ წამსვე შეხედა , მშვიდს , უცნაურად გაბრწყინებულს , თვალებში უყურებდა და მთელი არსება ერთიანად უცოცხლდებოდა, ნაწილებად იშლებოდა და თავიდან იწყებდა სიცოცხლეს -შენ ნორმალური გგონია ჩემი ეს ქცევა ? -ბოლომდე ნორმალური ვერასდროს ვიქნებით და არც არის საჭირო , მაგრამ ის რომ თვითმკვლელობის პირას მყოფი ქალი არ დატოვე, ის რომ ცდუნებას არ აყევი და ცხოველური ჟინი არ გაგიჩნდა, ის რომ ისევ უბრალოდ არ გამოიყენე , ის რომ დაეხმარე ქალს ,რომელთანაც ბევრი წელი გაკავშირებდა ესაა ადამიანობა და მე ვგიჟდები ჩემს ალექსანდრეზე , ზუსტად ისეთზე როგორიც ხარ . ეს შენშია, არაფერია არაბუნებრივი ის კი როგორიც ადრე იყავი შიგნიდან გკლავდა - მის წინ დადგა, მანძილი მინიმუმამდე შეამცირა -და მაინც როგორი ვარ - ხელი მოხვია , თავისკენ მიიზიდა და ტუჩები დაუკოცნა - როგორია შენი ალექსანდრე , რომელსაც მთლიანად ეკუთვნი -თავისი ყველა სახით და თან ჩემი სულის ნაწილით . ნებისმიერ ვითარებაში რომ ჩემია , მთელი არსებით, ყველა უჯრედით რომ ვენდობი და მის ნაწილად ვგრძნობ თავს . ჩემი ალექსანდრე ყველაზე ცუდია და ყველაზე კარგი. ჩემი ალექსანდრე რამდენიმე საათის წინ ტიროდა ჩვენი ნაწილის გულისცემის მოსმენისას...ჩემი ალექსანდრე უბრალოდ ჩემთვისაა, მე კი მისთვის - სახეზე ეფერებოდა, ქვემოდან უყურებდა და თავისი მომაჯადოებელი მზერით ტვინის ყველა უჯრედს აღწევდა -რა მოხდებოდა ეჭვი რომ შეგეტანა -დაიჯერე , რომ მთავარია შენ იყო ჩვენს გრძნობასთან მართალი მე არასდროს შევიტან ეჭვს, რაც არ უნდა მოხდეს არაფერს და არავის დავუჯერებ შენს გარდა -ბრაზის ნაპერწკლებიც გაჩნდა, მაგრამ მალევე გააქრო - თუ დაიწყება დღე ,როცა შენ და მე გრძნობები აღარ გვექნება მე უბრალოდ შევწყვეტ არსებობას. მარიამ კოსტავა მოკვდება და თან გაიყოლებს შეყვარებული ქალის ყველა სახეს ,რომელიც შენ შექმენი - რამდენჯერმე აკოცა, ფრთხილად ეხებოდა და უფრო მჭიდროდ ეკვროდა -ეგ დღე არასდროს დაიწყება...კიდევ ბევრი რამ მოხდება ჩვენს ცხოვრებაში, ისეთები მეც რომ გამაოცებს, მაგრამ შენ ვერასდროს გაუფერულდები . ჩემი სული ხარ და ვერასდროს დაგკარგავ - მტევანი მუცელზე შეახო და მთლიანად დაფარა . ისევ მთელი ძალით იგრძნო სულის სიმშვიდე ... შეუძლებელია სიყალბემ შვება მოგგვაროს, სხვა ადამიანის ნიღაბმა გაგათავისუფლოს . თავიდან იწყებდა საკუთარი თავის შეცნობას, კიდევ ერთი ალექსანდრე აჩენდა თვისებებს ,რომლებიც დიდხანს იყო დამალული . ............. ვაჩე ერისთავისთვის თამარა იყო სიმშვიდის წყარო. მთელი ცხოვრება გზაარეულმა გაატარა, იბრძოდა საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის. შურისძიებით სავსემ დამნაშავეების განადგურების შემდეგაც ვერ მოიპოვა სიმშვიდე. არაფერი ჰქონდა დასაკარგი და უკან დახევაც არ ჩვეოდა, ჰქონდა თავისი წესები რომელსაც ბოლოს მაინც ასრულებდა. ბევრ ქალაქში ცხოვრობდა, ყველას სტრუქტურა ჰქონდა შესწავლილი და უკანასკნელი გაჩერება რომ შეარჩია კოსტავების წინააღმდეგ გეგმაც ჰქონდა. დავითი მიდიოდა, მასთან ბრძოლა საჭირო არ იყო , ბრბოს მართვა გამოუვიდა და ის ადგილიც მიიღო რისთვისაც იბრძოდა. თამარა იქ იპოვნა სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდა, ყველა იარა ერთბაშად დაივიწყა მასთან ურთიერთობის დაწყების შემდეგ. გეგმებიც შეცვალა და ალექსანდრეს მიმართ მტრობაც შეწყვიტა, ორივეს შეეძლო ცალ-ცალკე ეკონტროლებინა საკუთარი საქმე ისე,რომ დაპირისპირება არ გამხდარიყო საჭირო. ფაქტი ერთი იყო, მარიამ კოსტავაც გაიცნო და შეიყვარა. მათი ოჯახი იმდენ გრძნობას იტევდა , წინააღმდეგობის გაწევაზე აღარც ფიქრობდა. ალექსანდრეს მიმართ უნდობლობა დიდხანს არ გაუქრა, მაგრამ დრომ ყველაფერი შეცვალა. ხედავდა როგორ აღმერთებდა მარიამს და თავს მშვიდად გრძნობდა, იცოდა ყველაფრის დათმობა შეეძლო ამ კაცს ცოლ-შვილისთვის. აფასებდა ,როგორც ქმარს და თან მუდამ უკვირდა როგორ მოხდა მისი მსგავსი მეტამორფოზა. -როგორ მოახერხე, რომ ერთი მეგობარიც ვერ იპოვნე ამდენწლიან ცხოვრების გზაზე -კოსტავა მოულოდნელად გამოეცხადა, მის წინ დაჯდა და ჭიქა თავადაც აივსო -შემოპარვის დროს ერთობი , თუ რატომ არასდროს მოდიხარ ჭიშკრიდან -მეზარება ჭიშკართან დგომა ს.რივით და იმის ლოდინი თუ როდის მეტყვის შენი დაცვის უფროსი „ ბატონი ვაჩე გელოდებათ „ - სავარძელს მიეყრდნო, ფეხები წინ წამოსწია, კომფორტულად მოეწყო და რამდენიმე ყლუპი ისევ დააგემოვნა -მარიამმა იცის აქ რომ ხარ ? -ამ ბოლო დროს ხშირად ეძახი მარიამს -შევეჩვიე შენს მარიამს -ვეცადე, მაგრამ ვერ გავარკვიე ვინ გააჩინა ხანძარი -სუფთად იმუშავეს მათაც და მეც - ყელზე ხელი ისე მოისვა თითქოს იმ წამს აეწვა დამწვარი კანი -რატომ გააკეთეს -მამა და დედა სამართლიანი ადამიანები იყვნენ, უყვარდათ ყველა ცოცხალი არსება. არავის პატიობდნენ არასწორ ქცევას, დანაშაულზე თვალი არ დახუჭეს , მტრები გაიჩინეს , აშკარა ბრძოლა დაიწყეს იმ დროს ერთ გავლენიან ნაბიჭვართან . იმდენად კარგები იყვნენ, ვერ წარმოედგინათ თუ ამდენად საშინელი ადამიანი არსებობდა დედამიწაზე... -ფოტო ვნახე, მარიამი დედას ძალიან ჰგავს -ხო , მარიამი რომ დავინახე გამოძიება ფორმალურად განვაგრძე -აქ მის გამო ჩამოხვედი? -ნებისმიერ ქალაქში შემეძლო წასვლა და იგივეს გაკეთება ... უნდა ვაღიარო შენი გამოწვევა ძალიან მინდოდა. იმ ირაკლის ამბავი რომ მოვიდა ჩემამდე -ამ ამბავს მარიამთან ნუ გაიხსენებ, დღემდე ვერ გადაიტანა -მე შენს ადგილას მოვკლავდი - მე მკვლელი არ ვარ და იმედი მაქვს არც მაიძულებს ვინმე ... ყველაფერი ისე მოხდა როგორც დავგეგმე. ასე უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ -შენ არ მოგიკლავს, მაგრამ სვავებს ჩაუგდე საჯიჯგნად -რატომ მაქვს შეგრძნება ,რომ ჩემი დაბადების წამიდან გაქვს ყველა ინფორმაცია -დედაშენი საოცარი ქალია, აღფრთოვანებული ვარ მისი სილამაზითა და ხასიათით ... - კოსტავა მზერას არ აშორებდა, ახლა როცა ასე მშვიდად ისხდნენ , დაძაბულობის გარეშე და დაკვირვების დროც ჰქონდა ხვდებოდა რამდენი საერთო ჰქონდა მარიამთან. -ჩემი ბიჭუნა სულ მალე დაიბადება და ოჯახურ წვეულებაზე ელიზაბეტის გაცნობის პატივიც გერგება -წარმოუდგენელი ბავშვი იქნება , ჩვენი ყველას გენებით და ხასიათის ნაზავით -მარიამი რომ აღზრდის , ზოგჯერ მეშინია ისეთი იქნება მის მართვას ვერასდროს ვერავინ შეძლებს -ბოლო დროს მარიამიც ღელავს , მიუხედავად იმისა,რომ ყველაფერი კარგად მიდის მაინც -შენც გითხრა რამე თუ მოხდება ბავშვი ერთად გაზარდეთო? - ჭიქა ბოლომდე დაცალა, აშკარად დაეტყო ღელვა- მაშინებს , თითქოს რაღაც ცუდს გრძნობს და მე ვერაფერს ვუხერხებ. იქნებ შენ მაინც დაელაპარაკო და უთხრა საკეისროს დათანხმდეს -სანამ ვეტყოდი მანამ მითხრა ყველაფერი უნდა ვიგრძნო , დავინახო და არ ვაპირებ რაიმე ფაქტორმა ხელი შემშალოს ჩემს შვილთან პირველ შეხვედრაშიო -ღმერთო ისეთი ლამაზია , ყოველ დღე სხვანაირად ბრწყინავს ... მშობიარობა თუ მარტივად ჩაივლის ვგრძნობ მალევე შევუდგები გოგონაზე მუშაობას - ასეთი მოდუნებული როგორი იყო ვერ ხვდებოდა, მაგრამ მარიამი რომ ყველაზე მეტად ვაჩეს უყვარდა ეს ფაქტორი მოქმედებდა -დარწმუნებული ვარ შენი მარიამი არასდროს დაგთმობს - არ ელოდა ალექსანდრე , ვაჩესგან ამ სიტყვების მოსმენას ასე მშვიდად ვერ დახვდებოდა - პირველად რომ გავიგეთ ბავშვის გულისცემა გახსოვს? რა თქმა უნდა გახსოვს ... იმ დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ თქვენ ორს ვერავინ და ვერაფერი დაგაშორებთ -ჩემი ემოციები ამდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ? -შთამბეჭდავი თქვენი ჩემთვის აუხსნელი კავშირია ... თითქოს ერთი სული გაქვთ სხვადასხვა სხეულში - გაიცინა და მინდორზე დინჯად მიმავალ ქალს მზერა გაუსწორა. მარიამი უახლოვდებოდათ, წამოზრდილ მუცელზე ედო ერთი ხელი, მეორე წელზე მიებჯინა . არცერთ მარიამს ჰგავდა , არც თამარა იყო ... დედა გახდა , ჯერ კიდევ უცნობი კოსტავას დედა -მარიაამ - სანდრომაც შენიშნა, წამსვე გადაკვეთა მანძილი და მკლავი ფრთხილად შემოხვია - პატარავ - ყველა გრძნობას ანათებდა მზერით -აქ ხარ - მაჯაზე აკოცა, თავი გვერდით გადახარა .მზერით უხსნიდა სიყვარულს . ყველაზე მეტ სიტყვას რომ ამბობდა იმ მზერით. მარიამ კოსტავას ცხოვრება ყველასგან განსხვავდებოდა უბრალოებაში არსებული ბრალიანი არსებობით... ........... ალექსანდრე და მარიამ კოსტავების პირველი ნაწილი სამყაროს რომ მოევლინა იმ წამიდან დაიწყო მათ ცხოვრებაში კიდევ ერთი ყველაზე დიდი გზა. ბიჭუნა ,რომელიც მათი სულის ნაწილი იყო ,ყველა’ფერი რომელსაც ვერ იტევდნენ თითქოს ამ პატარა არსებაში გადაიტანეს, ყველა გრძნობა ერთად შეიკრა , სამყაროში არაფერი იყო მასზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი. ილია კოსტავა , ორი ოჯახის გამაერთიანებელი რგოლი გახდა -მარიამ ... - მძინარეს თავზე მოეფერა და ყბაზე ფრთხილად აკოცა- გაიღვიძე -შია ? - ნახევრად მძინარე წამოჯდა , სახეზე ხელები ჩამოისვა და გაეღიმა ბავშვის დანახვისას. ალექსანდრეს მკლავებში ჰყავდა მოქცეული და სულ ერთიციდა ჩანდა -როგორი მშვიდია -ჩაიცვი , გავიდეთ - ამჯერად ტუჩები დაუკოცნა და შემდეგ გაუღიმა -როგორ გგონია პირველი ვინ გვიპოვნის ... -შენ ჩემს თორნიკეს კარგად არ იცნობ , სანდრა ისე შეეჩვია ილოს აუცილებლად მოსთხოვს ჩვენს პოვნას -მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მოვლენ -კიდევ ერთი ქალი გვჭირდება ოჯახში მარიამ , კაცების რაოდენობა აშკარად ჭარბობს - ჩუმად ლაპარაკობდა, ზედმეტად მშვიდი იყო, თვალები უბრჭყვიალებდა და ბავშვთან ერთად მიაბიჯებდა ეზოში -სამაგიეროდ მე და ელიზაბეტი შესანიშნავად ვახერხებთ თქვენს მართვას -ყველაზე სასურველი სუსტი წერტილი ხარ ,მათ შორის რაც კი რამ არსებობს - ორივეს ერთად მოეხვია მკლავები და გაეღიმა მათგან წამოსული სურნელი რომ იგრძნო. მარიამში არსებულ ახალ ქალს, დედას სულ სხვა ფერი ჰქონდა, სხვა მზერა, გრძნობები, ემოციები , არომატი რომელიც სხეულზე ასდიოდა არაფერს ჰგავდა ზღვასთან ახლოს იდგნენ, ტალღების ხმა მძინარე ბავშვს საამოდ ჩაესმოდა. წლების შემდეგ ისევ იქ დაბრუნდნენ, კლდის ნაპირთან ახლოს და მაინც ყველაზე შორს უფსკრულიდან. დასასრულსა და დასაწყისს შორის გარდამტეხ ხაზთან განთიადს სამნი ხვდებოდნენ -და მაინც როგორ დაიწყო ჩვენი ამბავი ალექსანდრე? -დაიწყო მაშინ ,როდესაც დაგინახე და ვიგრძენი შენი არსებობა. შენი მზერა , მოძრაობა , თითოეული ამოსუნთქვა მთელ არსებას მიფორიაქებდა. სული გამიცოცხლე, დამაინტერესე და მივხვდი , რომ ჩემთვის იყავი - სივრცეს გაჰყურებდა და იხსენებდა გრძნობებს ,რომლებიც დასაწყისში ჰქონდა. თარიღი არ ახსოვდა, არც იყო მნიშვნელოვანი , მაგრამ მეხსიერებიდან ემოციები აარ გამქრალა -შენთან არასდროს ვყოფილვარ ისეთი როგორიც სხვებთან...ვერ ვფიქობდი, ვერ გსაწვლობდი ისე როგორც ყველას, იმდენად ბევრი იყავი , იმდენად საინტერესო ვერც კი ვხვდებოდი შენგან რა მინდოდა , უბრალოდ შენთან მინდოდა და შენი წინადადების შემდეგაც გონებას ვაიძულებდი ყველაფრის შეფასებას თორემ იმ წამსვე თანახმა ვიყავი. ვერ ვხსნიდი დამოკიდებულებას ,რომელიც სრულიად უმიზეზოდ გაჩნდა . ყოველთვის გენდობოდი, მანამდეც კი სანამ შეგიცნობდი - კოსტავას პროფილს უყურებდა შემდეგ კაცმა მზერა გაუსწორა და მაშინვე სწრაფად აუძგერდა გული -რთული იყავი , ჩემთვისაც კი -მე მგონია,რომ კიდევ არ ვიცნობთ ჩვენში არსებულ ყველა სახეს ... - ზემოდან დაჰყურებდა,სახეზე ეფერებოდა, გრძელი ფალანგებით კონტურს ხაზავდა და შემდეგ ტუჩებს უკოცნიდა, ისე ნაზად როგორც მხოლოდ მარიამთან შეეძლო . იმდენი მარიამი იყო ალექსანდრეში , იმდენი ფერი რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნოდა და სხვა ვერავინ ჩაანაცვლებდა -მაგრამ ყველა გვიყვარს. ბნელიც და ნათელიც , სუსტიც და ძლიერიც შენი’ჩემი სულის ყველა’ფერი ამიტომ გაღმერთებ - ისე იშვიათად ამბობდა მსგავს სიტყვებს , ალექსანდრეს თავგზას ურევდა -შენს სხეულში გამომწყვდეული სული შევიყვარე, შენი მზერით არეკლილი გრძნობებით შინაგანი სამყარო . გავაღმერთე ამოუცნობი მარიამ თაბაგარი ნაცრისფერ სივრცეში რომ ანათებდა საკუთარი უბრალოებით ერთმანეთს ეხვეოდნენ, ტალღებზე მღელვარე,ხმაურიან გულისცემას უსმენდნენ და მშვიდად მძინარე ილო კოსტავას უყურებდნენ მანქანის ხმა რომ გაიგეს. შემდეგ სამი მამაკაცის ფიგურა გამოჩნდა ეზოში , ჟღალთმიანი გოგონა კი ერთ-ერთ მათგანს ეჭირა ხელში რომლის ყელზე გამოსახულ ტატუზე უსვამდა თითებს ... ირეალურ სამყაროში , გამოგონილ გმირებს ნამდვილი გრძნობები აქვთ. ნებისმიერი ზღაპარი ატარებს ადამიანურ ემოციებს , გვაჩვენებს ჩვენში დამალულ ნათელ და ბნელ ფერებს. იმ არარეალურ გმირში საკუთარ თავს ამოვიცნობთ , რაღაც მსგავსს ვიპოვნით გვეტკინება , გაგვახარებს , იმედს ჩაგვისახავს ან სიმართლეს დაგვანახებს. რეალურ სამყაროშიც არსებობენ სულის ადამიანები , ისინი ვინც სიცარიელეს გააქრობენ და სულს მოგვცემენ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.