შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რიმ მომესმინა


26-04-2016, 08:10
ავტორი წითური
ნანახია 1 886

და თუ მე დღეს მეცოდინებოდა რომ ეს დასასრულია..
და თუ დღეს მე მეცოდინებოდა რომ ეს დასასრულია არ დაგირეკავდი
და თუ დღეს მე მეცოდინებოდა რომ ეს დასასრულია მოვიდოდი
ყველგან სადაც შეიძლებოდა მენახე, და არ დაგელაპარაკებოდი არაფერზე
მოგისმენდი
რომ ვიცოდე რომ დღეიდან სამყარო შეწყვეტს სუნთვას, მოგისმენდი
არაფერს, დუმილს მოვისმენდი შენსას , რადგან ეს ერთ-ერთია რაც არასოდეს გამიკეთებია ხო მე შენ არ გისმენდი
და თუ ეს დასასრულია მინდა გავაკეთო ცხოვრებაში ერთხელ. მოგისმინო! მერე რა რომ არაფერს ამბობ
არ დავარღვევდი ყელში ბურთივით გაჩხერილ დუმილს... მოგისმენდი!
იქნებ მოგბეზრდებოდა დუმილი და მაშინ, შენ დაიწყებდი ან დაამთავრებდი
და მაშინ მე მეცოდინებოდა ყველაფერი
და მაშინ მე არ დავიტანჯებოდი
მე რომ თავიდანვე მომესმინა და რომ არ დავლოდებოდი სამყაროს დასასრულს
ყველაფერი ადვილი იქნებოდა
რომ მომესმინა
რომ მომესმინა
რომ მომესმინა
გაგიცნობდი და არ შეგიყვარებდი
წახვიდოდი და არ მეტკინებოდა
დაგივიწყებდი, სამუდამოდ დაგივიწყებდი!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent