შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანუკი. გაგრძელება (თავი მესამე)


29-07-2020, 16:44
ავტორი sati
ნანახია 1 749

-ნუკი, მისმინე-ჯორჯი საწოლზე ჩამოჯდა და ანუკიც გვერდით მოისვა-ესე თუ ინერვიულე, იგივეს დაიმართებ და წინ ვეღარ წახვალ. დაივიწყე ყველაფერი, 3 დღეში აქედან წავალთ და შენ თუ არ მოგინდება აღარც დაბრუნდები.
-ან შეგილია დარჩე და ყველას დაუმტკიცო რომ შენ იმაზე მეტი ხარ ვიდრე ალექსანდრეს, შენ ოჯახს და ნათესავებს გონიხარ
-ქეით, ცოტა ბევრი მელოდრამა გაქვს ნანახი-ჯორჯს სახე შეეცვალა და მაშინვე შეაწყვეტინა ლაპარაკი.
-ნუ მაბნევთ... არ მინდა არაფერზე ფიქრი, მალე უნდა ჩავიდეთ, კაცმა არ იცის ვინ უძღვება ეხლა იქ რესტორანს.
-ხო შენი გადასაწყვეტია.
დილით სამივე ადრე ადგა, უნდოდათ მალე ესაუზმათ და შემდეგ გაესეირნათ სადმე, ისევ ანუკი რო არ ყოფილიყო ოჯახის გარემოცვაში. ქეითმა საჭმლის კეთება დაიწყო სანამ ჯორჯი და ანუკი წინა დღის დატოვებულ ჭურჭელს რეცხავდნენ. ამ სამი ადამიანის მეგობრობა როგორც უკვე მიხვდით ძალიან ძლიერი იყო. ისინი რომ არა ანუკი ალბათ პერედოზით დაამთავრებდა სიცოცხლეს ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ. ვერც საკუთარ ბიზნესს წამოიწყებდა და საერთოდ, ეხლაც თავიდან დაიწყებდა ნარკოტიკების მოხმარებას. ჯორჯი პირველი იყო, ვინც შეამჩნია ანუკის დამოკიდებულება, სწორედ მან წაიყვანა სარეაბილიტაციო ცენტრში. ქეითი ყოველდღე გვერდით ედგა, როდესაც დეპრესია ჰქონდა. ის მაშინ გაიცნო როდესაც საავადმყოფოში იწვა, ბავშვის დაკარგვის შემდეგ. ერთ-ერთი ექთნის შვილი იყო, მოგვიანებით კი აღმოჩნდა რომ ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ, ამის შემდეგ კამპუსებიც შეიცვალეს და ერთად დაიწყეს ცხოვრება. ჯორჯი მათზე ერთი წლით დიდი იყო, მეორე კურსელი, ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს და იმის შემდეგ დაახლვოდნენ ერთმანეთთან.
-გუშინ რო ამბობდი ვინ მართავს რესტორანსო, დავუტოვე მენეჯერს, მომწერა აბსოლუტურად ყველაფერი, ანგარიშიდან და მოგებიდან დაწყებული, ფეის კონტროლით დამთავრებული. შეგილია გადახედო და დამშვიდდე.
-კარგია, მაგაზე მაინც აღარ ვიფიქრებ. დროზე ვჭამოთ არ მინდა ვინმეს ნახვა. დედაჩემს ჩემ ნახვაზე მეტად ცარიელი სახლი ურჩევნია.
ამ დროს ოთახში ტატო შემოვიდა და ყველაფერი გაიგო, რაღაც მომენტში გული დაწყდა, რომ ამდენი ხნის უნახავ და მონატრებულ ბიძაშვილთან დროის გატარების მაგივრად მარტო დატოვა ესეთ მომენტში. მხოლოდ მერე გააცნობიერა ნინოს სიტყვები, რომ ანუკის ისინი აზიზღებდნენ საკუთარ სახლსა და ოჯახს.
-დილა მშვიდობის-მიუხედავად ამისა, სამზარეულოში ისე შევიდა თითქოს არაფერი არ გაუგია-როგორ გეძინათ
-კარგად მადლობა-ქეითმა თვალი შეავლო ტატოს და ყავა მოსვა. როგორც ჩანს მოეწონა.
-ანუკი, შეილება ვილაპარაკოთ?-ტატომ ამჯერად ქართულად ჰკითხა და კარისაკენ მიუთითა, ისიც უსიტყვოდ გაყვა.
-ეხლა მელაპარაკები? შენი ხასიათის მიხედვით ხდება აქ ყველაფერი?
-მომისმინე ორი წუთი. შენ კარგად იცი რატომაც ვიქცეოდი ესე, ნაწყენი ვიყავი რო წახვედი და ერთხელ არ მოიხედე უკან, მაგრამ.. არ მოვიქეცი სწორედ ესეთ დროს რო .. გეროჟე, მოკლედ მაპატიე რა.
-კარგი, რადგან ესე ნანობ გაპატიებ.
-ნუ მეიაზვები , გთხოვ.
-ტატო, მე არ ვყოფილვარ ანგელოზი, მაგრამ ტყუილად გგონია რომ ჩემი ამერიკაში წასვლით, მე რამე მომემატა. იმ 5 წლიდდან 3 ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო, არავინ არ მომიკითხა, არ დამეხმარა, მამაჩემმა ყველა ბარათი გაყინა. ვფიქრობ, თქვენი მოკერილი როჟების გარეშეც საკმარისად დავისაჯე უკვე, ამიტო ნუღა დამიმატებ. თუ ჩემგან მოკითხვა გაკლდა, შეგეძლო შენითც მოგეკითხე.
-რა მოხდა იმ 3 წელში
-უბრალოდ გითხარი, გამიჭირდა ყველაფრის თავიდან დაწყება. კარგი აღარ გვინდა, უნდა წავიდე სანამ ელენე ადგა.
-არა, არ უნდა წახვიდე. დაელაპარაკე დედაშენს.
-არ ვაპირებ, ბოლოს ლაპარაკი რო ვცადე მაგათთან ოჯახი შემიქმნეს. ახლაც იგივეს აკეთებს, უბრალოდ ვერ ვხვდები რატო, როდესაც ალექსანდრე ცოლიანია.
-ხო, ეგ არ თქვა . რატომღაც მეგონა რო ლიზას მოიყვანდა ცოლად.
-მოიცა-ანუკის გაუკვირდა და თითქოს გაუხარდა კიდეც-ვინ მოიყვანა ცოლად?
-არ ვიცნობ. რაში გაინტერესებს?
-არა, ისე. მე მეგონა ლიზა იყო. კარგი ბავშვებს თბილისი უნდა დავათვალიერებინო, ზეგ მივფრინავთ.
-ესე მალე?
-რაღაც გამოცდებიც მაქვს ჩასაბარებელი.
-არაფერს არ მომიყვები?
-რაზე.
-რატო აიღე აკადემიური?-ყველაზე მეტად ამ კითხვის ეშინოდა, მისთვის უმჯობესი იქნებოდა ტატო რომ ნაწყენი ყოფილიყო, რადგან მსგავს კითხვებზე ახალ-ახალი ტყუილების მოფიქრება არ მოუწევდა. მისთვის რთული იყო წარსულზე ლაპარაკი და მაქსიმალურად არიდებდა თავს. მით უმეტეს ტატოს რომ ეს ყველაფერი გაეგო, ალბათ მეორედ რომ ნახავდა ალექსანდრეს ან სანდროს სულს ამოხდიდა ცემაში. ვერ აიტანდა საკუთარი ბიძაშვილის ასეთ დამცირებას მათი მხრიდან. წამით გაშეშდა, იფიქრა ტატო რაღაცას ხვდება და რომ მიხვდეს რო ვატყუებ, სანამ სიმართლეს არ გაიგებს აქედან არ გამიშვებსო. ეს კი არავისთვის კარგი არ იქნებოდა . ელენეს შეეცოდებოდა და მხოლოდ ამიტომ აპატიებდა ყველაფერს, ანალოგიურად მოხდებოდა სხვებთან დაკავშირებითაც. მთელ თბილისს მოედებოდა ეს ამბავი და ანუკის მეორედ მოეჭრებოდა თავი . არა ამას ახალი ტყუილი ჯობდა, რომელსაც მაინც ვერასოდეს ვერ გაარკვევდნენ, რადგან საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებდა-ანუკი? სანდროს დაშორდი?
-ხო ვთქვი, რაღაც საგნები შემეტენა, რთული პერიოდი მქონდა თან ვმუშაობდი სადღაც რესტორანში ოფიციანტად. დაფინანსება მომიხსნეს და ფულს მარტო ვერ გადავიხდიდი. აქაც ვერ დავრეკე სათხოვრად, ხოდა აკადემიური ავიღე. კარგი ეხლა უნდა წავიდე-სწრაფი ნაბიჯებით შევიდა სამზარუელოში-რაც არ უნდა გკითხოთ , თქვენი პასუხია ან არ იცით, ან რთული პერიოდი ჰქონდა, ან მაშინ არ ვიცნობდით და არ უყვარს წარსულზე ლაპარაკი. გასაგებია?
ორივემ უსიტყვოდ დაუქნია თავი.
-ჩავიცმევ და მოვალ-ანუკი ზევით ავიდა. ამასობაში ელენემ და ნინომაც გაიღვიძეს და სამზარეულოში გავიდნენ.
-დილა მშვიდობის-ასე თუ ისე ორივემ იცოდა გარკვეულ დონეზე ინგლისური.
-ანუკი სად არის-ელენემ ტატოს ჰკითხა.
-იცმევს და ჩამოვა.
-დღეს ადვოკატი მოვა, ზურას ანდერძს წაგვიკითხავს. აქ უნდა იყოს . უთხარი რომ ალექსანდრეც იქნება.
-და მაგას რა უნდა აქ-ნინომ გაკვირვებით გახედა ელენეს, რომელსაც უცნაური გამომეტყველება ჰქონდა.
-ანდერძში არის ნახსენები.ზურამ მითხრა, სიკვდილამდე.
***
,,რატომღაც მეგონა, რომ ეს სამი დღე ყველანაირი გართულების გარეშე ჩაივლიდა. არ ველოდებოდი სიყვარულითა და სითბოთი აღსავსე ნათესავების ჟრიამულს, არც იმას რომ ტატო მაპატიებდა ან რომ ალექსანდრე შემხვდებოდა და იმაზე უფრო მეტი ლაპარაკი მომიწევდა მასთან ვიდრე ვიზიარებ და მადლობა. ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ, ესე მგონია რომ ეგოისტი ვარ, ახლა ელენეს უნდა ვაწყნარებდე და დახმარებას ვცდილობდე, მაგრამ მამაჩემის სიკვდილს ჩემ საწინააღმდეგოდ იყენებს, თითქოს ბოლომდე უნდა მაგრძნობინეს რომ მე მისი შვილი აღარ ვარ. არ შევუშლი ხელს, მალე წავალ. თუ ეს ის არის, რაც მას უნდა ბოლო სურვილს მაინც შევუსრულებ. ახლა სინდისი მაინც არ მქენჯნის რომ ჩემი ნახვა უნდოდათ წლების განმავლობაში . ანდერძში ალექსანდრე მოუხსნებია''
-ბატონ ალექსანდრეს გადაეცემა კომპანიის აქციების 60%, დანარჩენი ბატონ ზურას კანონიერ შვილს ანუკის. სახლი, რომელშიც ელენე ცხოვრობს, მას გადაეცემა, სანამ ის არ გადაწყვეტს შემდეგ რა მოუხერხოს. აგარაკი წყნეთში ანუკის, აგარაკი მცხეთაში ტატოს, სახლი პარიზში ტატოს, და სახლი ნიუ ორკში ანუკის.
-სახლი ნიუ ორკში არ ჰქონია მამაჩემს, რაღაც გეშლებათ.
-არა ჰქონდა. 4 წლის წინ იყიდა. აქ ესე წერია.
-რათ უნდოდა მამას სახლი ნიუ ორკში-ანუკიმ ელენეს გახედა-იცოდი ამის შესახებ?
-არა, არასოდეს გამიგია რომ ნიუ ორკში წასულიყო.
-არც ჩემთვის დაურეკავს რომ გამეგო რომ ჩამოვიდა. მეტი არაფერი არ წერია ანდერძში?-ანუკიმ ადვოკატს ხელიდან ფურცელი გამოგლიჯა და ყველაფრის თავიდან გადაკითხვა დაიწყო-არაფერი არ დაწერა მეტი... რა ჯანდაბად უნდოდა სახლი ნიუ ორკში, თუ ჩამოდიოდა რატო არც ერთხელ არ შემეხმიანა?-გაცეცხლებული უყურებდა ელენეს, რომელმაც არ იცოდა რა ეპასუხა, რადგან პირველად სმენოდა ამ სახლის შესახებ. ანუკიმ ფურცელი ხელიდან გააგდო-სად მოვაწერო ხელი რომ აქციების 40% ბატონ ალექსანდრეს გადავცე-ღრმად ამოისუნთქა და ადვოკატს გახედა.
-მაგრამ.. ეს.. თქვენ დაგიტოვათ-ადვოკატმა სათვალე მოიხსნა და გაკვირვებულმა გახედა ანუკის-ნუთუ არ გინდა...
-არა, არ მნებავს. სად მოვაწერო?
-ეს ესე ადვილად არ ხდება. ჯერ საბუთები უნდა მოვამზადო, კომპანიაში წავიდეთ და იქ საბჭოს წინ...
-რამდენი ხანი დასჭირდება ამ ყველაფერს?-ანუკი შიგა და შიგ აწყვეტინებდა ადვოკატს საუბარს, რადგან საერთოდ არ აინტერესებდა ამ პროცედურების მიმდინარეობა. ისიც გასაკვირია, რომ ალექსანდრეს უხერხულობა არც უგრძვნია, რომ მისი ყოფილი ცოლის მამის კომპანიას უნდა გაძღოლოდა. ფაქტობრივად ანუკის ართმევდა იმას, რასაც ამ 5 წლის განმავლობაში ნატრობდა. რთული ასახსნელია მისი მოტივები, მაგრამ იმ ოთახში რომ მჯდარიყავით და დაგენახათ მისი ცბიერი გამომეტყველება გეგონებოდათ რომ მას შურისძიება უნდოდა, ან, შესაძლოა, რამე სხვა, ფარული მოტივი ჰქონოდა. თუმცა, ამას სიყვარულად ვერ აღვიქვამთ, რადგან მას ცოლი ჰყავდა.
-დღესვე გავამზადებთ, ხვალ შეგიძლიათ ორივე მობრძანდეთ და გადაცემის აქტი გავაფორმოთ, მაგრამ დარწმუნებული ხართ თქვენს გადაწყვეტილებაში? დრო ხვალამდ გაქვთ.
-დარწმუნებული ვარ-ანუკიმ გაუღიმა, ადვოკატს ხელი ჩამოართვა და სახლის უკანა ეზოში გავიდა, ტატოც თან გაყვა.
-რას აკეთებ? ხო ნორმალური ხარ?
-გამიკვირდა შენ რომ არ დაგიტოვა-ანუკიმ ტატოს გახედა-როგორ არ ხარ ნაწყენი?
-ანუკი, მე მეორე ფირმა მაბარია გახსოვს? მამაჩემის. რატომ აძლევ ამ ადამიანს ჩვენი ოჯახის ბიზნესს?
-ზურამ უკვე გადასცა.
-ერთადერთი მიზეზი რატომაც ის 40% დაგიტოვა არის ის, რომ მომავალში უზრუნველყოფილი იყო.
-ვიქნები, ჩემითაც ვშოულობ ფულს და საკმარისს.
-ნუ ჯიუტობ. იქნებ პირიქით გექნა და გამოგესყიდა ის 60%? მე დაგეხმარები და შენზე გადაიფორმებ იმ ფირმას.
-არა, დედას ასე არ უნდა. გყავდეთ ეს ადამიანი თქვენი ოჯახის მფარველად, არ ვიცოდი ესე თუ გაგიჭირდათ რომ ალექსანდრეს დახმარება დაგჭირდათ. იცი რა გადავიფიქრე, ვეცდები ბილეთი გადავცვალო და ხვალ საღამოსვე წავიდე აქედან.
-ვერ ვხვდები რა დაგემართა? ესე როგორ იქცევი. მამა ახლახანს დაკარგე, დედაშენი ესეთ დღეშია და 2 დღეში უკან ბრუნდები.
-იქ საქმე მაქვს გაიგე ტატო? ვერ დავტოვებ ესე ყველაფერს.
-ის ანუკი, რომელიც მე მახსოვს ოჯახზე წინ ...
-რა? რა ოჯახზე წინ? ოჯახზე წინ არავის არ აყენებდა? თავის თავს აყენებდა ყოველთვის ოჯახზე წინ და ახლაც ასე ვიქცევი. მე არ შევცვლილვარ ტატო, თან საერთოდ. ერთადერთი რაც ჩემში შეიცვალა არის ის, რომ დამცირებას აღარავისგან არ ავიტან, თუნდაც საკუთარი დედისგან. მე არ მჭირდება არც შენი დაცვა, არც შენი ფული და სიბრალული. ხვალ გადავუფორმებ ... ფირმას, და წავალ.
***
ერთი შეხედვით ანუკის ეს საქციელი მის იმპულსიურობაზე მიუთითებს, რაც ადრე ახასიათებდა. თუმცა, თქვენ რომ იმ 5 წლის განმავლობაში გენახათ ეს ადამიანი ამერიკაში, სრულიად შოკში ჩვარდებოთი, თუ რამდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ანუკი საქართველოში და ამერიკაში. თუმცა პირადად მე ვერ გავამტყუვნებდი ანუკის, გამომდინარე იქიდან თუ რამდენი რამ აქვს გადატანილი იმ ადამიანის გამო, რომელთანაც საკუთარი მამის ფირმის მართვა მოუწევდა, თან ყველა გადაწყვეტილების მასთან შეთანხმებით . ალექსანდრე მისი უფროსი იქნებოდა, მას უნდა დამორჩილებოდა. ყოფილი ქმრის დანახვა კი ცხოვრების ყველაზე საშინელ ეტაპს ახსენებდა, თავს სუსტად და უმწეოდ გრძნობდა. ეს ორი გრძნობა თავის თავზაც აზიზღებდა. ამერიკაში ისე იქცეოდა, როგორც უნდოდა, არ ჰყავდა არანაირი უფროსი, არ ჭირდებოდა საკუთარი გადაწყვეტილების შეთანხმება არავისთან, ამიტომ რაც აქ ხდებოდა ყოვლადმიუღებლად მიაჩნდა. დათმობაზე წასვლასაც არ აპირებდა, ერთადერტი გამოსავალი კი საქართველოდან რაც შეიძლება მალე წასვლა იყო. ანუკის არ უყვარდა იქ დიდხანს დარჩენა, სადაც მისი ყოფნა არ იყო სასურველი. მოკლედ რომ დავახასიათოთ, ანუკი იმპულსიური, თუმცა გონიერი, წინდახედული და მიზანმიმართული იყო. თუმცა, მომავალ თავებში კიდევ უფრო კონკრეტული სურათის ჩამოყალიბების საშუალება მოგვეცემა.
***
საღამოს ანუკი უკვე ბარგს ალაგებდა, როდესაც ნინო ამოვიდა ოთახში და ქეითი ცოტახანი ჯორჯთან წავიდა.
-ანუკი, მამიდა, ხო იცი , რომ რაც არ უნდა მოხდეს შეგიძლია მენდო. რომ დარჩე, მარტო არ დაგტოვებ. ეს შენი სახლიც არის.
-არა, ნინო. ეს ელენეს სახლია. მე ვერ ავიტან ალექსანდრეს სახეს ყოველდღე სამსახურში. ამერიკაში საქმე მაქვს, რომლის კეთებაც ძალიან მიყვარს, მეგობრები, რომლებსაც ოჯახის წევრივით ვუყვარვარ და არასოდეს გამიკეთებენ ისეთ რაღაცას რაც დღეს მე ელენემ და ზურამ გამიკეთეს. ტატოსთვის შეეძლო გადაეცა ის ფირმა.
-ტატო ამდენ საქმეს ვერ გაუძღვებოდა. მამაშენმა კი არ იცოდა, რამდენად გინდოდა და შეძლებდი ფირმაში მუშაობას.
-ხოდა არ არის პრობლემა, არ ვარ მამაზე ნაწყენი. იყოს ალექსანდრე ფირმის სათავეში.
-ანუკი, ვიცი რატომაც ხარ ნაწყენი ალექსანდრეზე, მაგრამ... ესეთი ზიზღით არასოდეს არ გილაპარაკია მასზე. რამე კიდე მოხდა? მე მეგონა უკვე დავიწყებული გექნებოდა.
-შეიძლება ოდესმე მოგიყვე, მაგრამ ეხლა ნაღდად არ ამქვს მაგის ნერვები ნინო. გთხოვ არ გეწყინოს. ჩამოდი დამამთავრებელ ცერემონიაზე და მერე ყველაფერს მოგიყვები გპირდები. ბილეთს მე გიყიდი.
-ელენე?
-არ ვიცი, შენ უბრალოდ თარიღი უთხარი, თუ მოინდომებს ფული არ აკლია რომ ჩამოვიდეს.
-ანუკი, რომ ჩამოხვედი ერთი სიტყვა არ უთხარი წესიერად, ჩემი აზრით , თავიდან არ იყო ნაწყენი, შენ მიიღე ყველაფერი ზედმეტად გულთან ახლოს და ეხლა გასერიოზულდა თქვენი კონფლიქტი.
-ჩვენი კონფლიქტი მაშინ გასერიოზულდა როდესაც ალექსანდრე ჩვენი ფირმის სათავეში ჩააყენა და სკაუთარი შვილი ყველაზე ახლობელი ადამიანების წინაშე დაამცირა ნინო. მე ამას აღარ ავიტან. ერთხელ უკვე ავიტანე, როდესაც მამაჩემმა იარაღი მომადო შუბლზე და სახეში გამარტყა, რომ ალექსანდრესთვის კომპანიის საფასურად მივეყიდე. მე არ მინდა ცხოვრება იქ, სადაც ფული და ბიზნესი ადამიანებზე მაღლა დგას.
-და ამერიკა შენ ნაკლები გგონია?
-ამერიკაში ადამიანებს ნივთებად რომ უყურებენ, თქვენგან განსხვავებით, მაგას არ მალავენ მაინც. ჩემ გარემოცვაში კიდე არავინ არ არის ისეთი, ვინც შვილებს ძალით ათხოვებს. დანარჩენი კიდე, ეგეთი ადამინები ყველგან მოიძებნებიან. მაგრამ მე ოჯახს აქ არ შევმქნი, ჩემ შვილს ეცოდინება რომ აქვს არჩევნის უფლება, რომ ადამიანია და არა ნივთი, რომელსაც ისე მოექცევიან როგორც ოდესმე დედამისს.
-შვილს?
-ხო, ნინო. ოდესმე ხო უნდა შევქმნა ოჯახი.
-ძალიან გაღიზიანებული ხარ.
ანუკიმ ჩანთიდან წამალი ამოიღო და დალია.
-რას სვამ?
-არაფერს ისეთს.
-ისევ...
-არა, ნინო. რაღაც წამალია, გამომიწერეს, მჭირდება და ვსვამ. ძალიან მეტყობა რამე რო კაიფში ვარ? ღმერთო ნეტა ვიყო, როგორ გამიადვილდებოდა აქ ყოფნა. კარგი.. მაპატიე.. ეგოისტი ვარ, შენც ძმა დაკარგე და ერთხელ არ გკითხე როგორ ხარ... ბოდიში-ანუკი საწოლზე მიუჯდა და მიეხუტა ნინოს-ზოგჯერ ვიცი, რომ ძალიან ეგოისტურად ვიქცევი.
-არაუშავს. შენგან არაფერი არ მწყინს. უბრალოდ მინდა რომ რამენაირად დაგეხმარო. უსამართლოდ მოგექცნენ, მაგრამ არ მომწონს რომ პრობლემების მოგვარებას გაქცევას ამჯობინებ. გაგიჭირდება ეგრე მომავალში ანუკი.
-ვიცი... ეს ყველაფერი იმიტო ხდება, რომ 5 წლის წინ რაც მოსაგვარებელი იყო ვერ მოგვაგვარე
კარზე კაკუნი გაისმა.
-შეიძლება?-და ოთახში ალექსანდრე შემოვიდა-ნინო, ორი წუთით ანუკისთან მარტო რომ დამტოვოთ...
ნინომ ეჭვის თვალით გახედა ალექსანდრეს, შემდეგ ძმისშვილს და თითქოს მის პასუხს ელოდებოდა, მაგრამ ალექსანდრემ კითხვა გაიმეორა და მას გასვლა მოუწია.
-უნდა ვილაპარაკოთ. გინდა აქ, გინდა სადმე გავიდეთ.



№1 სტუმარი ნაინა

აუ ძლიან ძალიან კარგი იყო, მალე დადე გთხოოოვ

 


№2  offline წევრი sati

ნაინა
აუ ძლიან ძალიან კარგი იყო, მალე დადე გთხოოოვ

მადლობაა <3 დღეს ან ხვალ დავდებ აუცილებლად heart_eyes

 


№3 სტუმარი დდფგ

ასე მგონია საერთოდ სიყვარული აღარ არსებობს ყველაფერი გაფუჭდაა 5 წელი გავიდა დავითომც არაფერიიი, რატომ გადაწყვიტეამისტორიის გაგრძელება ესეც არ ვიციი, ორი ჩამოუყალიბელები პიროვნებაა რომლებმაც დიყვარული რა არის არი იციან ერთმა ისე დათმო და ამერიკადი გაუქცა ვითომც არაფერი მერე რა რომ შვილს ელოდებოდა როცა ადამიანი გიყვარს პირიქით რჩები და მისთვის იბრძვი არადა სირაქლემასავით თავს ქვიშადი ფლავ, ჩემთვის ძალიანდიდი იმედ გაცრუებაა ეს ნაწილი.

 


№4  offline წევრი sati

დდფგ
ასე მგონია საერთოდ სიყვარული აღარ არსებობს ყველაფერი გაფუჭდაა 5 წელი გავიდა დავითომც არაფერიიი, რატომ გადაწყვიტეამისტორიის გაგრძელება ესეც არ ვიციი, ორი ჩამოუყალიბელები პიროვნებაა რომლებმაც დიყვარული რა არის არი იციან ერთმა ისე დათმო და ამერიკადი გაუქცა ვითომც არაფერი მერე რა რომ შვილს ელოდებოდა როცა ადამიანი გიყვარს პირიქით რჩები და მისთვის იბრძვი არადა სირაქლემასავით თავს ქვიშადი ფლავ, ჩემთვის ძალიანდიდი იმედ გაცრუებაა ეს ნაწილი.

ცოტა არარეალურია რომ ამდენი ტკივილის მერე ადამიანს ენდო, ტოქსიკურად მიმაჩნია სიყვარული, რომლის დროსაც ადამიანს ღალატის და დამცირების ატანა უწევს, ესეთი სიყვარული არაფრის მომტანია. ეს ნაწილი იმიტომ გავაგრძელე, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლოა ამ ორ ადამიანს რამე გამოუვიდეს არის ზუსტად ჩამოყალიბება საკუთრ თავში, გარკვევა რა უნდათ მომავლისგან და ერთმანეთისგან. ურთიერთობის აწყობას წლები ჭირდება და დიდი ძალისხმევა, რაც ჩემი აზრით 18 წლის ასაკში ნაკლებად შესაძლებელია, როდესაც ჩამოუყალიბებელი ხარ, მიჩვეული ხარ ისეთ ცხოვრებას რომლის დროსაც ყველაფერს მშობლები გისრულებენ. ანუკი არ იყო მზად ოჯახის შექმნისთვის, ის სიყვარული კი მისი არჩევანი არ ყოფილა. ცუდია თუ არ მოგეწონათ, მაგრამ რა თქმა უნდა თქვენ აზრსაც პატივს ვცემ . მაინც მადლობა რომ წაიკითხეთ და თქვენი აზრი გამოხატეთ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent