იდუმალი სასახლე (1 თავი)
ღამის პირველი საათი, ლონდონი, ქარი, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ღამე რუტინული და უბრალო. მარტია და ამის გამო არავის უკვირს ცუდი ამინდი ბოლოს და ბოლოს ლონდონია და ყველა მიჩვეულია წვიმას და ქარს. ქუჩები ცარიელია მხოლოდ რამდენიმე ახალგაზრდას თუ შენიშნავთ, ზოგი გარბის ზოგს არც ეჩქარება ნელა სიგარეტით ხელში მიუყვება ლონდონის განათებულ ქუჩებს.აი ახლა ამ ახალგაზრდას დავაკვირდეთ მშვიდად და აუჩქარებლად რომ ეწევა სიგარას შავებში შემოსილა და ჩაფიქრებულა თითქოს მსოფლიოს საჭირბოროტო საკითხებზე დარდობდეს,სასაცილოა. მე კი ვფიქრობ რომ მას ახლა ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია სექსის, დასალევის და მოსაწევის გარდა. ერთი შეხედვით საშიშიც კია ღამით ლონდონში სიარული, მკვლელებით და ნარკომანებით სავსე.თითქოს ცოდვების ბუდე გამხდარიყოს. განა ასე არაა სატანას დაუბუდია და ისე გაუდგამს ფესვები ქალაქს ამოსუნთქვის საშუალებასაც არ აძლევს მოუქცევია მის მარწუებში და ისე ძლიერ უჭერს სუნთქვაც კი უჭირს. კარგად თუ დავაკვირდებით ლონდონისგან ოდნავ მოშორებით მიყრუებულ ადგილას შვენიშნიშნავთ შენობას უფროსწორად უზარმაზარ სასახლეს.ალბათ ერთ დროს სწორედრომ ულამაზესი და უმშვენიერესი იქნებოდა თუმცა ახლა მიტოვებულია მაგრამ მაინც არ კარგავს თავის სიდიადეს და გრაციოზულობას.ღამის საბურავში გახვეულა შენიღბულა ისე თითქოსდა რაღაცას მალავდეს. მართალიცაა მალავს საიდუმლოს რომელიც მხოლოდ ერთეულებმა იციან და ისინიც ფულის ტომრებს წარმოადგენენ. ლონდონის უმსხვილესი და უმდიდრესი ბიზნესის ბოსები იკრიბებიან ამ სასახლეში. რისთვის?-ეს თქვენთვის მომინდია თქვენ გადაწყვიტეთ. სასახლის წინ მანქანა ჩერდება იღება კარები და შავებში შემოსილი მაღალი მამაკაც გადმოდის მხოლოდ თვალები მოუჩანს,კაპიუშონი თვალებსაც ნახევრად უფარავს სწრაფი ნაბიჯებით მიდის სასახლისკენ და კარის უკან უჩინარდება. -კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ეუბნევა მოსამსახურე და ქურთუკს ართმევს. მამაკაცი გზას აგრძელებს გრძელ დერეფანს მიუყვება და ბოლოშიც გადის წითელ ფარდას წევს და დიდი ჰოლში შეკრებილ შავოსნებს აკვირდება.სახე ყველას დაფარული აქვს მხოლოდ თვალებით თუ ამოიცნობ ვინმეს. მე თუ მკითხავთ ეს შენიღბვაც არაფერში სჭირდებათ ისედაც ყველამ იცის ვინ იმყოფება ამ სატანის ბუდეში. ფარდა გაწია და შევიდა არავის მიუქცევია ყურადღება. სიმართლე რომ ვთქვათ ყველას ეკიდა ერთმანეთი. გეზი მარჯვნივ აიღო და გზა განაგრძო.მისი ყურადღება ჰოლის ცენრისკენ იყო მიმართული და ვერც შენიშნა მისი მიმართულებით მოძრავი სხეული რომელიც ინერციით დაეჯახა მამაკაცს. რომარა მამაკაცის სწრაფი რეაქცია უცნობი დაეცემოდა და ყურადღებიც ცენტრშიც აღმოჩნდებოდნენ. მამაკაცმა მწვანე თვაკები შეანათა უცნობს და როდესაც უცნობის მწვანე თვალები დაინახა და მასში ქალი ამოიცნო მაშინვე ძალით გაიყვანა ჰოლიდან,უნდოდა ეკითხა ასეთ ადგილას ქალი რას აკეთებდა თუმცა უცნობმა ხმის ამოღებაც არ აცადა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა მამაკაცს. მამაკაცმაც რამდენიმე საათში დატოვა ჰოლი. მანქანა კორპუსის წინ გააჩერა და შიგნით შევიდა.ლიფტში 33 ციფრს დააჭირა თითი დრო ძალიან იწელებოდა თითქოს ყველაფერი მასზე მოქმედებდა ქალის მწვანე თვალები გონებიდან არ უქრებოდა და ძალაუნებურად მასზე ფიქრობდა.ლიფტის კარი გაიღო და სრაფი ნაბიჯებით შევიდა მის საკუთარ ბინაში რომელიც საკმაოდ გემოვნებიანად იყო მოწყობილი. ღვინის თაროსკენ გასწია და რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ ერთი ბოთლი ამოარჩია, ფუჟერი გადმოიღო და წითელი სითხით აავსო.ცოტაოდენი სითხე მოსვა და ნეტარებით ტუჩები გაილოკა. ისევ იმ ქალზე ფიქრი არ ასვენებდა ვერ იძნებდა, ვერ იხსენებდა თუ ოდესმე ენახა სავარაუდო ვარიანტებიც არ ჰქონდა ვინ შეიძლება ყოფილიყო. ბოლოს დაიღალა აშკარად სასმელმაც იმოქმედა, ქალის მწვანე თვალები დაივიწყა და დაძინება გადაწყვიტა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.