შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამალული მოკაშკაშე ვარსკვლავი (თავი 2)


1-08-2020, 00:17
ავტორი lashausafrtx
ნანახია 1 221

გენოს სიტყვებმა ალექსანდრე ღრმად ჩააფიქრა, მან მთლიანი ღამე გაათენა გადაწყვეტილეის მისაღებად, დიდხანს ფიქრობდა (მე ჩემს შვილს არ ვაკლებ არაფერს ვშრომობ მათთვის და რა გამოდის, ჩემს ერთადერთ ვაჟს, რომელსაც სულს მივცემ, მისი სურვილების ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი მე ვარ, ანუ მე ამით ჩემ შვილს ვტანჯავ), არა ვერანაირად ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას რომ ჩემს ერთადერთ ვაჟს დავუხშო გზა ოცნებების და სურვილების ასასრულებლად, საბოლოოდ ალექსანდრემ მიიღო გადაწყვეტილება რომ გიორგის აესრულებინა მისი ოცნებადა გამოეცადა საკუთარი თავი კრივში.
როდესაც გათენდა ალექსანდრემ გაანდო მიდი გადაწყვეტილება გენოს, გენომ კი უპასუხა, გონივრული გადაწყვეტილებაა, ერთი რამ მინდა გითხრა ალექსი თუკი მე ვცდები და შეცდომა იქნება ამ ბიჭის წაყვანა, იცოდე რომ შეგიძლია თვალებში ჩამხედო და სილა გამაწნა, ალექსანდრემ რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ უთხრა, კარგი წამოდი წავიდეთ გიორგის ვუთხრათ, ალექსანდრე და გენო მივიდნენ გიორგისთან, ის კი ამ დროს საკუთარ ჩრდილს ებრძოდა, გენომ ღიმილით გადახედა ალექსანდრეს, ალექსანდრემ ჰკითხა გიორგის
-გიორგი მზად ხარ? რა თქმა უნდა მამა.
1995წლის 12 ივნისი, ვიქტორ მაჩაბელისს კრივის დარბაზის გახსნის ცერემონიალი, დარბაზის ირგვლივ უამრავი ხალხია მათ შორის გიორგიც და სულმოუთქმელად ელის რომ მიუახლოვდეს თავის კუმირს, და აი როგორც იქნა გენომ მიიყვანა გიორგი და ალექსი ვიქტორთან და ცდილობს გიორგის გააცნოს თავის კუმირი ვიქტორი.
ვიქტორ გაიცანი, ეს ბიჭი შენი თაყვანისმცემელია, ეს კი მისი მამაა ალექსანდრე, ვიქტორმა უბრალოდ შეხედა გიორგის და წარბი ზევით ასწია შემდეგ კი განაგრძო ხალხთან მისალმება.
ამ ფაქტმა გიორგი ძალიან დააბნია თითქოს გაქვავდა, გაშეშდა, გაიყინა გენო აცახცახდა და გაოგნდა ვიქტორის ასეთი საქციელით, ბატონმა ალექსანდრრემ კი ჩაიცინა, ხელი ჩაიქინია და ადგილიდან გავიდა.
საღამოა გენომ მამა შვილი თავისთან მიიპატიჟა ალექსი გიორგის კითხვას უსვამს, რას აპირებ? გიორგიმ კი უპასუხა, მე აქ მოვედი იმისთვის რომ ვივარჯიშო, ამიტომ ახლა ჯობია დავიძინო ხვალ ჩემი პირველი ვარჯიშის დღეა, გენომ და ალექსიმ ერთმანეთს გადახედეს და განაგრძეს ვახშამი.
მეორე დღე გათენდა გიორგი სავარჯიშოდ მიდის, მამამისი გადაეხვია მას და ჯიბეში ფული ჩაუდო, აბა შენ იცი შვილო, თუ დამარცხება მოვა შენთან ჭირსეულად შეხვდი, და თუ წარმატება მოვა შენთან სიამაყით შეხვდი მაგრამ იცოდე შვილო ღირსება არასდროს დაკარგო. გენო შენი იმედი მაქვს გაბარებ, ახლა ის შენი შვილიც არის და გენდობი, გენომ გაიღიმა და უთხრა ნუ ღელავ ალექს, ბედნიერება ახლოს არის.
პირველი ვარჯიში დარბაზში , ყველა გიორგის უყურებს გეგონება პირველყოფილმა შემოაბიჯა გაწვერილმა, დაუბანელი თმით დამაბმული წარბებით, უზარმაზარმა არსებამ.
იქაურმა მწრთვნელმა რამაზიმ გააცნო ბიჭებს ახალი წევრი გიორგი, დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი ყველამ განაგრძო ვარჯიში,
-გიროგი ცდილობს ტომარასთან იმუშაოს, მაგრამ ის ძალზედ ტლანქია, ჯერ ჯერობით მას არაფერი გამოსდის.
მისი დანახვისას იცინის ორი მოკრივე, ზაკო და ვეფხო
-გიორგიმ გაბრაზებულმა შეხედა და ჰკითხა, თუ რა სურდათ მათ მისგან? ვეფხომ კი უპასუხა, ეს არ არის შენი საქმე, ჯობია დროზე ადრე წახვიდე აქედან, სანამ მთელმა ქალაქმა მასხრად აგიგდო. სიტყვა ზაკომაც დაამატა, ჩვენს ახალბედას ზედმეტ სახელიც კი მოვუფიქრე მრისხანე მოჭრილი მორი. მთლიანმა დარბაზმა სიცილი მორთო, მწვრთნელი რამაზი ვერ აჩერებს ბიჭებს, ძალიან შერცხვენილია გიორგი, რაღაც წამი ისიც იფიქრა ნეტავ აქ არ მოვსულიყავიო, მაგრამ თავი ასწია და ორთავეს შეხედა, ამოდით რინგზე, ორივენი თუ დამარცხდით აქედან წავალ სამუდამოდ თუ თქვენ დამარცხდებით ბოდიშს მომიხდით ბიჭების წინაშე, დარბზში სრული სიჩუმრ ჩამოვარდა, შემდეგ კი ვეფხხომ თქვა ავიდეთ იქნებ მიხვდეს რომ სახლში წასვლის დროა, მართლაც ავიდნენ სამივენი რინგზე ვეფხო და ზაკო მონაცვლეობით ურტყამენ მარცხენა ხელს თავში ასე ვთქვათ ეთამაშებიან, თან ირონიით დასცინიან, მრისხანე მორი , მრისხანე მორი.. გიორგი მართლაც რომ ძალზედ განრისხდა და მთელი მისი ღონით მოიქნია ხელიMძიმედ, რომელიც ზაკოს მოხვდა თავში და ბაგირიდან გადავარდა, ვეფხო კი შიშმა მოიცვა, მიხვდა რომ მასაც იგივე ელოდა ამიტომ თვალები დახუჭა და ხელების ქნევა დაიწყო, გიორგიმ თავით შეუტია და ზემოდან მოქნეული ხელი ჩაარტყა ვეფხოს თავში. ვეფხო უსულოდ ეცემა ძირს, გიორგი კი განწირული ყვირის, ახლავე მომიხადეთ ორივემ ბოდიში, რამაზიმ კი გიორგის უთხრა ალხლავე დატოვე დარბაზი! არა მასწავლებელო ეს მათ დაიწყეს და არა მე, რამაზიმ კი უპასუხა, ტყვიას ტყვიით თუ უპასუხებ ნუ იფიქრებ რომ რომელიმე ერთმანეთზე უკეთ ისვრით, თქვენ არაფრით განსვავდებით ერთმანეთისაგან და როდესაც ორი ერთნაირი ერთმანეთს ხვდება იქ დამარცხების შანსი უფრო მეტია ვიდრე გამარჯვების, ამიტომ თუკი გსურს რომ შენ მასზე განსხვავებული იყო ტყვიის ტყვიით პასუხი კი არა, მისი ნასროლი ტყვიის მისკენ დაბრუნება უნდა შეგეძლოს. ასეა კრივშიც მოქნეულ მუშტს თუ მუშტით უპასუხებ, ორივეს მოგხვდებათ და ამაში განსაკუთრებული არაფერი იქნება, მაგრამ როდესაც მოქნეულ მუშტს მოიგერიებ მეტი შანსი გექნება ორმაგი დარტყმა განახორციელო, ზაკო და ვეფხო ორივენი გაუზრდელები არიან, არ შემდგარი მოკრივეები და საკუთარი უუნარობის სიბრაზით, სურთ რომ სხვას ატკინონ გული, ისინი ამით უკვე დამარცხებულები არიან მაგრამ ახლა შენ რაც ჩაიდინე, ფაქტიურად იგივე გაიმეორე რაც ამ ორმა ახალგაზრდამ. სასაცილოდ ჩაიგდე თავი როდესაც ყვირილი მორთერინგიდან, კრივი არ შეგისწავლია და ორთავე გამოიწვიე რინგზე შენ წინააღმდეგ... რის იმედად? ძალის? ძლიერზე ძლიერი ყოველთვის იარსებებს, შენზე ძლიერი რომ ყოფილიყო რომელიმე ხომ სამუდამოდ შეირცხვენდი თავს და სახელს? ამიტომ საკუთარი ძალის იმედად კიარ უნდა იყო შვილო, არამედ შენი შესაძლებლობის სწორად გამოყენება უნდა შეგეძლოს სწორი დროის შერჩევით უნდა განახორციელო შენი ქმედება, სხვა დაუფიქრებელი საქციელი დამარცხების მეტს არაფერს მოგიტანს... ასე რომ დღეს დაისვენე შვილო ხვალ კი ახალი გიორგი მოდი. გიორგი ღრმად ჩააფიქრა ამ სიტყვებმა, მან ბევრი იმუშავა საკუთარ თავზე რადგან როგორც ფიზიკურად ასევე გონებრივადაც სიძლიერე გამოემუშავებინა, მართლაც მომდევნო დღეს გიორგი სრულიად გასნხვავებული მივიდა დარბაზში.



№1  offline წევრი mashkamasho

ცოტა სასვენ ნიშნებში გაქვთ შეცდომები ისე ძალიან კარგი ისტორიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent