შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილი - რეფლექსი წარსულ ტრავმაზე (სრულად)


1-08-2020, 13:03
ავტორი guroo
ნანახია 3 162

ეს ჩანახატი სხვა სახელით მქონდა გამოქვეყნებული. ჩემი სხვადასხვა ტექსტიდან რაღაცები მაკრატელით ამოვჭერი და აქ ჩავაკარი სისხლის წებოვნებით. იმედია ისიამოვნებთ.
---------------------------------------------------


შეიფრთხიალა ჩიტმა გუბეში და სველი ფრთებით დამძიმებულმა მიწის სიახლოვეს გააპო ჰაერი ფრენით. თვალი გაადევნა მიამ, ვიდრე ერთმანეთისგან ჩრდილმიმდგარ ფოთლებში არ ჩაიკარგა. მუქი იყო დედამიწაზე შავად მოფენილი ხეთა ჩრდილი და იქ მია იწვა, ფიქრების ლივლივში უგონოდ გართული.
ფიქრები ფლეთდნენ, როგორც სვავები ანაწევრებენ ნაკუწ-ნაკუწ უსიცოცხლო, მყრალ და გულგრილად მიტოვებულ ლეშებს. და თუ გარშემო აღარავინ გყავს, ლეში ხარ მორიგი. განკურნება იესოს შეხებაშია. სულ პაწაწინა ჰუმანური აქტი მიას ცხოვრებაში საკმარისი იქნება, რომ მოულოდნელად თავსდამტყდარ მელანქოლიას დაეხსნას, თვალი გაუსწოროს უსიამოვნო ყოფას და ბედნიერება-გასინჯულმა შეუტიოს ყველა წინაღობას, რათა კვლავ დასველდეს ნაზი ემოციებისგან.
ბედნიერება - ეს განჟღენთვაა, აუარება წყლის მოვარდნა მთელ ორგანიზმში. მერე სარეცხივით უნდა გაიწურო, გათავისუფლდე სისველისგან, რომ ბოლომდე შეირგო იგი, რომელიც არსაიდან გაჩენილ ძვირფას საჩუქარს უფრო ჰგავს, ვიდრე დამსახურებულ ჯილდოს ქრისტიანული სიკეთისთვის ანდა სხვა სისულელისთვის.
მია ჩრდილიდან, სამყაროს შავი ნაწილიდან აკვირდება იმას, თუ როგორ სველდება ჩიტი და მიფრინავს. გაფრენა მასაც სურს. ფრთების გაშლა და ძალიან მაღლა აფრენა სწადია, მაგრამ ქმედებამდე გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო და მას რაღაც აყოვნებს. ყოყმანობს, როგორც გაჩერებული საათის ისრები, წინ და უკან რომ დადიან და დროის თანაზომიერ ნაბიჯებს ფეხს კი არა, სხეულს ვერ აყოლებენ.
სიკვდილი ახლოსაა, მია სიცოცხლეს ებღაუჭება.
იმედი იწვის მოლოდინთა მოგიზგიზე კოცონზე. იქნებ იესო გამოჩნდეს, რომელიც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს და შეეხოს მიას. ოღონდ სხეულზე არა. სადღაც შიგნით, დალუქულ კარს მიღმა გამომწყვდეულ ილუზიებს და გახსნას კვანძები, რომ ნისლის საბურველი მოშორდეს მიას თვითმოტყუებას, სასიკვდილო იარებს.
სინამდვილეში სუსტი არ არის. წლებია მძიმე სევდას დაატარებს, რომლისაც ვერაფერი გაუგია და ვერ იქნება სუსტი არსება, რადგან აქამდე მოვიდა, ფიქრთა შერკინებაში გამშველებლის პოზიციაზე, სადაც თვითონ უფრო მეტი ხვდება, ვიდრე დანარჩენებს.
როდესაც ამოუხსნელი და ალოგიკური უხასიათობა გტანჯავს და მიზეზებს ვერ პოულობ, შესაძლოა თავად გამოუძებნო ყველაფერს ლოგიკა და თავი მოიტყუო, თითქოს ყველაფერი იმ ჯაჭვზეა აგებული, რომელიც შენ შექმენი. დროს მოიგებ, უფროსწორად დიდ ტკივილამდე რამდენიმე წელს მიიღებ ტაიმაუტის სახით. მაგრამ უძლური აღმოჩნდები, როცა ფარულად მოსისინე უტყვი ტკივილები უცებ იჩენენ თავს და ერთიანად შემოგათხივლებენ შხამიან და მომაკვდინებელ გესლს. მოკვდები - შენივე ხელით.
***
საათი გაჩერდა. მოუსვენრად აწყდება წამების ისარი ერთმანეთისგან რკალის ფორმაზე დაშორებულ წერტილებს. მექანიზმზე დრო არ მიდის. წარსულსა და მომავალში დახტუნაობს, მერე მხოლოდ წარსულსა და წარსულში. მომავლის მიჯნა ნელ-ნელა ქრება, როგორც ფერწერაში შეიძლება, რომ ჰორიზონტი არ გამოვსახოთ. ჯადოსნური ადგილი აქვს საათებს უკან, საიადანაც "დროის ღერძს" ატრიალებ და ამბობ: - საათი მოვმართე. დრო სვლას აგრძელებს და ისევ გაჭ....ტვით იმუქრება უკან დარჩენილი და წინ გასავლელი დროები.
ისრების სხეულს არ შეხებია წესრიგის მყვარული დიასახლისი. შორიდან შეუჩხრიკინა მოუხელთებელ დროს და მოგრძო საგნები დაიძრა სივრცის ციკლისებურად გასაპობად.
- მოდი იესო, ჩაავლე მიას ქვეცნობიერს და შორიდან მომართე სიცოცხლისთვის, თორემ მისთვისაც ისრის ყოველი გადატრიალების შემდგომ უფერულდება ამქვეყნიური საზღვრები და მალე გაფრინდება, ან წარსულში ჩარჩება და თვალს ვერ გაახელს, ვეღარ შეხედავს აწმყოს მრავალ ფერს მისი უსიცოცხლო მზერა. მოდი, გელოდება! ჩააქრე ალმოდებული მისი იმედები მხოლოდ ერთი, უზომოდ თბილი შეხებით და ისიც დასველდება, თვითონ გადაარჩენს საკუთარ თავს მხურვალე ცეცხლში ჩაფერფლვისგან.
***
პატარა რომ იყო, დედამისის მშობლებთან ატარებდა ხოლმე ზაფხულის არდადეგებს. ერთხელ ძალზედ უცნაურად მოიქცა.
გარეთ გაიგულა მოხუცები 11 წლის ონავარმა მიამ. იატაკზე იჯდა სათმაშოებით გარშემორტყმული. ფერადი კუბებისგან თითქმის ნახევრად აშენებული ჰქონდა დიდი სასახლე, მისი ოცნების ფრთაშესხმა. ბებიას ხშირად ჰპირდებოდა: რომ გავიზრდები ასეთ სასახლეს აგიშენებო. ამ სათამშო სასახლესაც "ბებოს სახლი" დაარქვა.
თავისი პატარა, სათუთი და გამხდარი თითებით იღებდა კუბებს და მოთმინებით აწყობდა ერთმანეთზე. ჭრელი და მხიარული იყო მისი სასახლე, ხასხასა ფერებში გამოწყობილი, საზეიმო განწყობით შეფერილი.
ოდნავ უხერხულად იჯდა. ფეხი გაშალა და შვება იგრძნო. მერე თავისი ქმნილება შეათვალიერა. ბავშვური გულუბრყვილობით გაბრწყინებული თვალებით გაზომა იგი. მოეწონა და კმაყოფილებისგან მოგვრილმა ღიმილმა გაუპო სახე. მწვანედ აუელვარდა გრძელ წამწამებს შორის გამომწყვდეული თვალები.
- ურა!
ტაში შემოჰკრა სიხარულისგან. შემთხვევით ცალი მხარე გადაუნგრია აშენებულს. მერე თავისით დაიშალა ცისარტყელასავით ფერადი "ბებოს სახლი".
მის გრძელ წამწამებს წვეთი ცრემლი დაეკიდა, ჩამოსავარდნად გამზადებული. არ იტირა მიამ. თვალებზე ხელი მოისვა. საწყლად ამოიოხრა და ამ ოხვრას ამოატანა მთელი გულისწყვეტა. ასე უჩინრად გადმოაფრქვია ზღვა ცრემლი.
წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. ზედ მუქი შვინდისფერი ფარდა ჩამოეფარებინათ. მძიმე იყო და ძლივს გადასწია ოდნავ. ჰორიზონტზე არავინ გამოჩნდა. ონავრულად ჩაეღიმა.
სწრაფად გაეცალა ფანჯარას. ოთახი გადაირბინა. "ბებოს სახლი" კიდევ უფრო მეტად დააანგრია: ზედ გადაუარა ფეხებით - გაუცნობიერებლად, გადარბენის დროს.
იცოდა, სახლში არავინ იყო, მაგრამ მაინც უჩუმრისპირად მიიწევდა პაპა-ბებიის საძინებლისკენ. მსუბუქად, უხმაუროდ, უწონოდ მიათრევდა გაჩხიკულ ფეხებს, უცნაურად გამრუდებულს. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ტუჩებზე მიედო და ძლივს გასაგონად ბურტყუნებდა: “ჩშშ! ჩშშ..!”. გვერდით არავინ ჰყავდა. თვითონაც არ იცოდა, ვის აჩუმებდა.
ფანჯრებიდან შემოღწეული სუსტი სინათლისგან აკიაფებული თვალებით მიიკვლევდა გზას. მალ-მალე უკან იხედებოდა, ხომ არავინ არისო.
ფრთხილად ჩამოსწია კარის სახელური. ნელა შეაღო ჟანგიან საკიდებზე ჭრაჭუნით მოძრავი კარი. საძინებელში შევიდა სულგანაბული და სუნთქვაშეკრული. კვლავ დახურა ყურთა სმენის წამღები ჭრიალის აკომპალიმენტზე მოჭახჭახე და მოწკარუნე ზღუდე — ორ ოთახს შორის გამშველებელივით ჩამოკიდებული.
- ჩშშ! - ყოველ ორ წამში აჩუმებდა ვიღაცას.
რბილ და ქათქათა თითებს აფათურებდა ყველგან. არ იცოდა, რისთვის იყო შემოსული. ყურში ჩურჩულით ჩაესმოდა: “მიდი, მია, მიდი! აბა ჰე, გააფუჭე რამე!”.
ძველი ალბომის დახევა განიზრახა. უკლებლივ ყველა ფოტოსურათი ამოიღო ალბომიდან და იატაკზე გაშალა. ცარიელი ალბომი ნაფხრეწებად აქცია, მაკრატელზე უფრო დაუნდობლად დაკუწა და დაანაწევრა. მერე ფოტოსურათებს მიადგა.
პირველივე ჯერზე საკუთარი გამოსახულება შეარჩია მსხვერპლად. დახედა. დიდხანს დააკვირდა.
სიმპათიურ ახალგაზრდა ბიჭსა და ხორბლიფერ კანიან გოგონას, რომლის სახეზე თეთრი ლაქები მოჩანს, მომღიმარი თოთო ბავშვი უჭირავთ ხელში. ხასხასა ბალახის სიმწვანე ბრდღვიალებს ბავშვის თვალებში. პატარა ეშმაკურად იმზირება ფოტოდან, მომხიბვლელად და მაცდურად უღიმის კამერას.
დედა გაახსენდა მიას.
ენა რომ ამოიდგა, მამა ასწავლიდა, დედიკოს პანდა დაუძახეო. მია კარგად ვერ გამოთქვამდა სიტყვას. როცა დედა მოუნდებოდა, მჭექარედ ყვიროდა: “პაადააა! პაადააა!”.
ფოტოსურათს კიდევ ერთხელ დახედა. ლამაზი კანი ჰქონდა დედამისს. სახეზე სამიოდე თეთრი ლაქა აჩნდა. დედის მხიარული კისკისი გაახსენდა მიას. ყურში ჩაეღვარა მისი სიცილნარევი ლაპარაკი, ქმარს რომ ეუბნებოდა, მართლა პანდას ვგავარ, ისეთი სახე მაქვსო.
დედის გახსენებამ ღიმილით გაუნათა სახე მიას.
ერთხანს გაშეშებული იდგა. მერე რამდენჯერმე გადაკეცა ფოტოსურათი, თვითმფრინავი გააკეთა მისგან. ფანჯარა გამოაღო და თვითმფრინავი ცაში გააფრინა. ხელი დაუქნია სანუკვარი მოგონებით გაჟღენთილ ილუსტრაციას.
დახეული ალბომის ნაკუწები სწრაფად წამოკრიფა და უკლებლივ ყველა ნაფლეთი უბეში ჩაიყარა. ძირს გაფანტული ფოტოსურათები შეაგროვა და საწოლის ქვეშ შეყარა.
საძინებელი დატოვა. ცოტახანში კი ჩქუჩით ხელდამშვენებული დაბრუდა და რაც კი ოთხში ავეჯი იდგა, ყველაფერს მთელი ძალით ურტყა ჩაქუჩი. მერე და მერე სიზმრად ნახულობდა, როგორ ამტვრევდა ხან უჯრას, ხან სარკეს და ხანაც რას... მაგრამ ყველაზე მეტად ის კოშმარი აძრწუნებდა, რომლის სიუჟტში მაკრატელი ფიგურირებდა. ერთგვარ სიმბოლოდ ქცეულიყო მაკრატელი მიასთვის, მიუხედავდ იმისა, რომ ის ალბომი ხელით დაფხრიწა. არ იცოდა - რატომ... მაგრამ ძლიერ ეშინოდა, როგორც უსუსრად მიმალულ ობობას - გამოჩენისა.
***
წვიმის წყლისგან დამდგარ გუბეში ჩახტა. კაბა დაუსველდა, შავი ლაქებით შეიმოსა შიშველი წვივები და მზისგან ნაფერები მიას მარცხენა ლოყა. ჩრდილქვეშ, გრილი სიო გაებუტა, ასე ძალიან რომ ესიამოვნა მზის სხივებთან შეხვედრა.
მზე მიადგა მაკრატელსაც და ზედ სხივები აელვარდა, რომლებმაც მიას ხელისკენ სპე*რმასავით ჯიქურ გასწიეს. ერთხანს გაინაბა მია მამაკაცურ მზის სხივებთან შეხებაზე.
მერე მაკრატელი გუბის სიახლოვეს, მზის გულზე დააგდო. ხელები ჰაერს მოხვია და ცეკვა დაიწყო.
ალბათ სამყარომ დაკვრა შეწყვიტა. მია გაჩერდა და სივრცეს გაუსწორა თვალი.
- პადა, ალ წაქიდე. პაააა-დააა! - ტირილი დაიწყო მაშინდელივით.
- პადა მიდა! - ცხარე ცრემლებით ღრიალებდა ბებოს კალთაში თავჩარგული.
იმდღეს ყველა ამშვიდებდა. მალე მოვლენო დედიკო და მამიკო - ჩახვეული ჰქონდათ ეს ფრაზა და ისე უშინაარსოდ იმეორებდნენ, მართლა აბსურდული გახდა მიას მშობლების შინ დაბრუნება.
- პადა ლატო ალ მოიდა? ფიფლინავმა გააწლო?
არაფერსაც არ გაუსწრია პანდასებრი ლაქებით მოხატული დედიკოსთვის, რომელმაც მეუღლე აიძულა რეისამდე ერთი საათით ადრე მისულიყვნენ აეროპორტში. უყვარდა ყველაფრის თავის დროზე გაკეთება და სიცოცხლესაც თავის დროზე გამოესალმა, ალბათ. ვინ იცის... ფაქტია, ფრენისას ამოვარდნილი ქარიშხალი მისი დაგეგმილი არ იყო და დამნაშავე ცამ ჩაყლაპა, რადგან დიდი ხნის წინ ჰყავდა პირის ღრუში გამოკეტილი და გადასაყლაპად გამზადებული.
ღმერთი. მართლა სად წავიდა? ადგა და გაქრა?
- დედიკო და მამიკო ფიფლინავმა გააფრინა ძალიან შორს, მია. - ასე შეიფუთა მისი მშობლების გარდაცვალება.

***
ვენებგადაჭრილი გდია ხის ძირას, გრილ სიოსთან შერიგებული და თმის ბოლოები უცეკვავს სიკვდილთან შეგებების საზეიმო ჰანგებზე.



№1 მოდერი guroo

ყველას მაკრატლით გადაგიჭრით ვენებს, კომენტარგადაყლაპულებო! expressionless expressionless satisfied satisfied satisfied

 


№2 სტუმარი სტუმარი ლილიანა

იმედი იწვის მოლოდინთა მოგიზგიზე კოცონზე.....
სადღაც, შორს, ჰორიზონტზე უკრავს როიალი სიცოცხლესთან გამოსამშვიდობებელ მელოდიას... არსაით ჩანს ვინმე, ვინც ხელს შეახებს და გამომშვიდობებას გადააფიქრებინებს...

კარგი მომენტები ამოგიჭრია მიას მაკრატლით, მაგრამ ეს არ გეთვლება გურამ) ნუ ცდილობ ჩვენს მოტყუებას)
სიამოვნებით გკითხულობ, მაგრამ ანალიზებს ვერ ვწერ))არ გამომდის მიხვდებოდი შენც) უკომენტაროდ ვეღარ გავიარე) ეცადე, დაფიქრდე და ზოი დამიმთავრო დდ ♡♡♡

 


№3  offline წევრი ნანა73

წავიკითხე...
დაგპირდი და წავიკითხე.
სიმართლე გითხრა, თითქმის სამი კვირაა საერთოდ არ წამიკითხავს არაფერი.
ახლა გადავწყვიტე და აქ დამხვდი. blush
რა გითხრა?
უცნაური პერსონაჟები რომ გყავს ყველა ჩანახატებში ( ნუ მე რაც წავიკითხე) ფაქტია.
დამენანა მია...
კვლავ საოცარი და უცნაური შედარებები.
ლამაზად წერ ძალიან.
კითხვა მაქვს შენთან.
არ გიცდია ჩვეულებრივ ადამიანებზე დაგეწერა რამე, თხრობითი შინაარსის? შენ ისეთი მდიდარი ლექსიკა გაქვს საინტერესო იქნებოდა. თუ "ჩვეულებრივი" შენთვის უინტერესოა. bowtie
ყველა შემთხვევაში კარგი ხარ! ❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგია როგორც ნამუშევარი,მაგრამ არანაკლებ მტკივნეულია.

 


№5 მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა
იმედი იწვის მოლოდინთა მოგიზგიზე კოცონზე.....
სადღაც, შორს, ჰორიზონტზე უკრავს როიალი სიცოცხლესთან გამოსამშვიდობებელ მელოდიას... არსაით ჩანს ვინმე, ვინც ხელს შეახებს და გამომშვიდობებას გადააფიქრებინებს...

კარგი მომენტები ამოგიჭრია მიას მაკრატლით, მაგრამ ეს არ გეთვლება გურამ) ნუ ცდილობ ჩვენს მოტყუებას)
სიამოვნებით გკითხულობ, მაგრამ ანალიზებს ვერ ვწერ))არ გამომდის მიხვდებოდი შენც) უკომენტაროდ ვეღარ გავიარე) ეცადე, დაფიქრდე და ზოი დამიმთავრო დდ ♡♡♡

ანალიზები ვის რად უნდა, როცა მეუბნები სიამოვნებით გკითხულობო? დავამთვარებ ზოის. გპირდები. ისიც ვიცი, რომ მაკრატლით ამოჭრილები არ მეთვლება :დდდ

ნანა73
წავიკითხე...
დაგპირდი და წავიკითხე.
სიმართლე გითხრა, თითქმის სამი კვირაა საერთოდ არ წამიკითხავს არაფერი.
ახლა გადავწყვიტე და აქ დამხვდი. blush
რა გითხრა?
უცნაური პერსონაჟები რომ გყავს ყველა ჩანახატებში ( ნუ მე რაც წავიკითხე) ფაქტია.
დამენანა მია...
კვლავ საოცარი და უცნაური შედარებები.
ლამაზად წერ ძალიან.
კითხვა მაქვს შენთან.
არ გიცდია ჩვეულებრივ ადამიანებზე დაგეწერა რამე, თხრობითი შინაარსის? შენ ისეთი მდიდარი ლექსიკა გაქვს საინტერესო იქნებოდა. თუ "ჩვეულებრივი" შენთვის უინტერესოა. bowtie
ყველა შემთხვევაში კარგი ხარ! ❤️❤️❤️

რეალურ ცხოვრებაშიც კი მიჭირს ადამიანებს ჩვეულებრივი ვუწოდო. მაინც ყველას პრობლემებს ვხედავ, ყველას ტკივილი მიდგება თვალწინ. ვგრძნობ, რომელი ბარიერი ვერ გადაულახავთ განვითარების პროცესში. გამიჭირდება ჩვეულებრივ ადამიანებზე წერა, ძალიან გამიჭირდება. მაგრამ შევეცდები დავწერო და ვნახოთ რა გამოვა.
მადლობა შეფასებისთვის და იმისთვისაც, რომ თბილი სიტყვები არ დაიშურეთ.

სტუმარი nancho
ძალიან კარგია როგორც ნამუშევარი,მაგრამ არანაკლებ მტკივნეულია.

ღმერთმანი, ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 


№6  offline წევრი პალომა

გურო, შენ არ გჭირდება ზედმეტი შეფასება. დარწმუნებული ვარ, თავადაც იცი, რომ მშვენიერი ხარ. ისტორია მძიმეა, მაგრამ შენი უცნაური გონება ზედმეტადაც კი ალამაზებს ამ თემატიკას.
ეს სიტყვები (ქვემოთ მოცემული) ძალიან ჩემია და იმედია, რომ საკუთარი თავისგან ხსნას ვიპოვი, და არ მომკლავს მეც მიასავით ერთ დღეს. თვითმკვლელობას არ ვგულისხმობ, უფრო ჩემი ცხოვრებიდან ბედნიერების თვითნებურ გამოცლას.
"როდესაც ამოუხსნელი და ალოგიკური უხასიათობა გტანჯავს და მიზეზებს ვერ პოულობ, შესაძლოა თავად გამოუძებნო ყველაფერს ლოგიკა და თავი მოიტყუო, თითქოს ყველაფერი იმ ჯაჭვზეა აგებული, რომელიც შენ შექმენი. დროს მოიგებ, უფროსწორად დიდ ტკივილამდე რამდენიმე წელს მიიღებ ტაიმაუტის სახით. მაგრამ უძლური აღმოჩნდები, როცა ფარულად მოსისინე უტყვი ტკივილები უცებ იჩენენ თავს და ერთიანად შემოგათხივლებენ შხამიან და მომაკვდინებელ გესლს. მოკვდები - შენივე ხელით."
მოკლედ, ბევრი უნდა წერო! ♡

 


№7 მოდერი guroo

პალომა
გურო, შენ არ გჭირდება ზედმეტი შეფასება. დარწმუნებული ვარ, თავადაც იცი, რომ მშვენიერი ხარ. ისტორია მძიმეა, მაგრამ შენი უცნაური გონება ზედმეტადაც კი ალამაზებს ამ თემატიკას.
ეს სიტყვები (ქვემოთ მოცემული) ძალიან ჩემია და იმედია, რომ საკუთარი თავისგან ხსნას ვიპოვი, და არ მომკლავს მეც მიასავით ერთ დღეს. თვითმკვლელობას არ ვგულისხმობ, უფრო ჩემი ცხოვრებიდან ბედნიერების თვითნებურ გამოცლას.
"როდესაც ამოუხსნელი და ალოგიკური უხასიათობა გტანჯავს და მიზეზებს ვერ პოულობ, შესაძლოა თავად გამოუძებნო ყველაფერს ლოგიკა და თავი მოიტყუო, თითქოს ყველაფერი იმ ჯაჭვზეა აგებული, რომელიც შენ შექმენი. დროს მოიგებ, უფროსწორად დიდ ტკივილამდე რამდენიმე წელს მიიღებ ტაიმაუტის სახით. მაგრამ უძლური აღმოჩნდები, როცა ფარულად მოსისინე უტყვი ტკივილები უცებ იჩენენ თავს და ერთიანად შემოგათხივლებენ შხამიან და მომაკვდინებელ გესლს. მოკვდები - შენივე ხელით."
მოკლედ, ბევრი უნდა წერო! ♡

ძალიან ბევრს დავწერ! მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent