შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც მე მინდა (თავი 12, 13 და 14 )


1-08-2020, 18:42
ავტორი bird of life
ნანახია 1 537

-ბევრი ჩახლართული ამბავია, მაგრამ ყველა მხოლოდ ერთი დიდის ამბავის ნაწილი მგონია. ამ ამბავის მთავარი გმირი კი მხოლოდ გაბრიელი არ არის.
-სხვა კიდევ ვის უკავშირდება?
-ვის არა ვინებს. ამ თამაშში კიდევ ძალიან ბევრი მოთამაშეა...
-ლილე ნამიოკებით ნუ მელაპარაკები დავიატნჯე რა.
-შემთვევითობა არი არის ის, რომ ცოტნე ქურდებს შეუერთდა, შემთხვევითობა არ არის ის, რომ მე და შენ ერთნაირ დროს გული წაგვივიდა და არაფერი არ გვახსოვს, შემთხვევითობა არც ის არის, რომ მე მრბოლელი მწერდა, არც ის, რომ ამ მრბოლემა იტალიური იცოდა, ყველაფერი რაღაც კავშირშია, მაგრამ ასე ძალიან უაზრობა გამოდის.
-ვერაფერს ვერ ვხდები ლილე.... მაგრამ ერთი რაღც უნდა გითხრა.... მარი ხო იცი, პუდელი, ის, რომ ჩემს პალატაში იყო, მითხრა, რომ ცოტნე უნდა გაგვერიდებინა იმ ,,კანონიერებისთის“. ლილეე....
-ხო...
-მემგონი რაღაც საქმეშია ცოტნე გარეული. როგორც შენ თქვი თამაშში მაგრამ არ ასრულებს ამ თამაშს.
-არ ვიცი კატო, არაფერი აღარ ვიცი. მაგრამ არის რაღაც რაც შენთვის არ მითქვამს.
-რა იყო კიბო გაქვს, კვდები და მიმალავ.
-არაა ეგ საიდან მოიტანე.
ორივეს სიცილი აგვიტყდა.
-აბა თხოვდები?
ამაზე მხოლოდ არაამქვეყნიური სიცილით ვუპასუხე.
-ეეეეე, მე კიდე ვიფიქრე როგორც იქნა მშორდება და ნერვებს აღარ დამაგლეჯსთქო.
აი ამ სიტყვებზე უკვე შევუბღვირე და სიცილით მხარი მაგრად გავკაარი.
-სხვა რაღაცას ეხება. ნუ რაღაცას არა...... ანუუუუ....... ვიღაც შეიძლებაა....
-კაიი რა ლილე პირდაპირ მითხარი, რომ გაბრიელი შეგიყვარდა.
-აუ კიი.... მოიცა ჰაააა, შენ..... როგორ.....
-კარგი რა ამდენი წელია დებივით ვართ და შენ რამეს გამომაპარებ გგონია? ისე მომიყევი რა. როგორ შეგიყვარდა, რომელ წუთში მიხვდი, რომ გიყვარს და ასე შემდეგ.
-კარგი ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები. ყველფერი ასე დაიწყო.....
ზედმიწევნით მოვუყევი კატოს ყოველი დეტალი. და კი, სიმართლეა, რომ გაბრიელი შემიყვარდა, რომ არ მოგატყუოთ მეც ვერ გავიგე როგორ მოხდა ასე. არადა ყველაზე მეტად მისი შეყვარება არ შეიძლებოდა, მაგრამ...... ოხ ეს მაგრამმმ, სულ ნერვებს მიშლის ეს სიტყვა..... მაგრამ, მასში მე ,,მელოდია“ გავიგონე, რომელიც მხოლოდ მე მესმოდა და ჩემთვის უკრავდა, ვიცი, რომ ის კანონიერების ბოსია, ცუდი ბიჭია, მკაცრია, მაგრამ ამის არ მჯერა. უფრო სხვანაირი გაბრიელი დავინახე, ის პატარა ბავშვი დავინახე მასში, რომელიც გამოღწევას ცდილობს, მაგრამ მასში არსებული დემონი არ აძლევს საშუალებას, დავიანახე ნამდვილი ადამიანი, თავისი ტკივილითა თუ სიხარულით. შევიყავრე მისი თვალები, რომელშიც ყველა დაუნდობლობას კითულობდა, მაგრამ არავინ უყურებდა მის სიღრმეში რა იყო, მისი ლურჯი, ღრმა, ხანაც მღელვარე და ხანაც მშვიდი თვალები. სიყვარულია როდესაც ის ადამიანი სრულყოფილი გეჩვენება, სრულყოფილი თავისი კარგი და ცუდი მხარეებით, ჰარმონიაც ხომ ესააა. მისი ყოველი შეხება, თუნდაც სულ უბრალო, მაინც როგორ სიამოვნებას მგვრიდა, სიაოვნებას კიდე ვერ დავარქვამდი იმას რაც ჩემს სხეულში ხდებოდა, ვგრძნობდი, რომ ძალით ვივსებოდი და ვიმუხტებოდი, ვგრძნობდი, რომ ჩემში დამალული ლაღი, თვისუფალი და სიყვარულით აღსავსე ადამიანი იღვიძებდა, მუცელში კი პეპლები, ჭიანჭველები და მთელი ზოოპარკი საოცრება იყო. სიყვარულია, როდესაც ხედავ და ფიქრობ, რომ ის შენი უნდა იყოს სამუდამოდ. და კი.... ვაღიარებ, რომ გაბრიელი თავდავიწყებით შემიყვარდა....
ნუ ძალიან შევყევი ლაპარაკს და იმას გეტყვით, რომ ამ დროის განმავლობაში ტაქსიც გავაჩერეთ და სამსახურამდეც მივაღწიეთ. ამ წუთას მე და კატო ბატონი ალექსანდრეს კაბინეტის წინ ვდგავართ.
-მზად ხარ?
დაბნეულმა მკითხა კატომ.
-არა, შენ?
-არა.
-შესანიშნავია, შევდივართ.
კატომ კარები გააღო და ორივემ ერთად შევაბიჯეთ კაბინეტში. აი შიგნით კი რაც დავიანახეთ საოცრება იყო. ბატონი ალექსანდრე რასაც ქვია თმებს იპუტავდა და კედლებზე დადიოდა. ამაზე სხვა შემთხვევაში მაგრად ვიცინებდი, მაგრამ ახლა ამის თავი მაინცდამაინც არ მქონდა.
-ბატონო ალექსანდრე....
ხმა პირველმა მე ამოვიღე.
-ლილე.... კატო....
იმხელაზე ხმაზე იღრიალა ლამის უკან გაბრუნდი და გავიქეცი, არც კატოს ეტყობოდა სიმშვიდე.
-თქვენი ამბავი გავიგე, მაგრამ ამდენი ხანი სად იყავით, იცით ორივემ როგორი მნიშვნელოვანია გაბრიელ ქალდანის საკითხი და თქვენ ასე მშვიდად დადიხართ, ახალი ამბავიც კი არ გამიგია.
-ბატონო ალექსანდრე, მართლა ბოდიშს გიხდით.
კატოს ამ სიტყვებმა ცოტა არ იყოს და გამაბრაზა. აღარ მინდა, რომ ვინმეზე ვმუშაობდე და ვინმეს გამო ვიგებდე ჩახლართულ ამბებს. და აი ტვინში რამაც დამარტყა პირველმა, ის წამოვაყრანტალე....
-ბატონო ალექსანდრე ბოდიში, მაგრამ..... სამსახურიდან მივდივარ.....
ჩემმა მტკიცე ნათქვამმა ბატონი ალექსანდრე კი არა კატოც გააკვირვა.
-ლილე რას აკეთებ?
ჩუმად გამდმომილაპარაკა ჩემმა დაქალმა.
-ვიცი რასაც ვაკეთებ. დიახ ბატონო ალექსანდრე მინდა, რომ დავტოვო ეს სამსახური, მადლობა ყველაფრისთვის. თუ შეიძლება განცხადებას დავწერ და შემოგიტანთ.
-ლილე სად მიდიხარ? მაშინ გვტოვებ ყველას, როდესაც ამ ნაბი*ვრის დაჭერასთან ასე ახლოს ვართ?
-მას ასე ნუ მოიხსენიებთ, თქვენ მას არ იცნობთ.
-და შენ იცნობ?
ამ კითვამ ცოტა დამაბნია, ასე, რომ მაინცდამიანც გაცნობიერებულად ვერ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია.
-დიახ.
-და იქნებ გაგვაგებინო რატომ დახოცა უდანაშაულო ადამიანები, ან რატომ არის დაფიქსირებული შავ ბაზარზე, რატომ კვეთს ქვეყნების საზღვარს უკანონოდ და რატომ იმალება პოლიციისგან.
ამაზე მხოლოდ ახლა დავფიქრდი. ბატონი ალექსანდრე მართალი იყო, მას ყველა ამ საქმეში მიუძღვოდა ბრალი. ყველაზე მთავარი კი ის გავიაზრე, რომ მე მკვლელი შემიყვარდა. მაში რატომ იყო ასეთი კარგი ჩემთან, ასეთი კეთილი რატომ ჩანდა, ეს სიბოროტე მის თალებშიც კი ვერ ამოვიკითხე, არადა აქამდე ყველა ადამიანის გაშიფვრა შემეძლო, თვალების მიხედვით, ახლა რა ხდება? ყველაფერი რატომ აირია ჩემს თავში? ჯანდაბა.... მაგრამ.... მაგრამ მე მასში ისეთ ადამიანს ვხედავ რომელიც მზრუნველი და კეთილია. მე ის მიყვარს....
-ლილე ამაზე რას იტყვი?
-არ აქვს მნიშვნელობა სხვები როგორ ხედავენ მას. და არ აქვს მნიშვნელობა რას მეტყვით, მე დარწმუნებით გეუბნებით, რომ ვერ გადამაფიქრებინებთ სამსახურის დატოვებას.
-კარგი. მე ამაში ვერ შეგეწინააღმდეგები, ეს შენი არჩევანია, მაგრამ მაინც კარგად დაფიქრდი. შენ ამისთვის ბევრი იწვალე. და ჩვენ კი გვჭირდები ამ საქმეებში.
-დარწუნებული ვარ ბატონო ალექსანდრე.
ესღა ვთქვი და კაბინეტიდან უკან მოუხედავად გამოვედი, ისე, რომ კატოც ვერ დამეწია. სასწრაფოდ კადრების განყოფილებაში მივედი და დაბეჭდილი განცხადება გამოვართვი მდივანს. მე ხელიც მოვაწერე და უკვე ბატონი ალექსანდრეს კაბინეტში მივდიოდი, როდესაც კატო შემხვდა გზაზე.
-ლილე რას აკეთებ?
-რაც სწორია იმას.
-ასე უცბად რამ გადაგაწყვეტინა ეს? გსაგებია, რომ გაბრიელი გიყვარს, მაგრამ სხვებზე რას იტყვი.
-მომისმინე კატო, ახლა აზრზე არ ვარ რას ვაკეთებ და მომავალში შეიძლება ვინანო, მაგრამ მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს სწორი არჩევანია.
-მაშინ მეც მოვდივარ სამსახურიდან.
-არა კატო, შენ ეს ჩემს გამო არ უნდა გააკეთო.
-მერე ვინ გითხრა, რომ ამას შენს გამო გავაკეთებ, ეს მე მინდა.
-აუუუ.... არ მინდა, რომ ჩემმა გადაწყვეტილებამ კარიერა დაგინგრიოს.
-ლილე მომისმინე, შენ ვერაფერს ვერ დამაძლებ, შენც კარგად იცი, რომ ჯიუტი ვარ. ხოდა მეც მოვდივარ.
-კი, მაგრ....
-არავითრი მაგრამ. ან მეც მოვდივარ, ან კიდე შეგიძლია სხვა მეგობარი ეძებო.
ამაზე მხოლოდ გამეცინა და თავი დავუქნიე. საბოლოოდ ორივე წამოვედით სამსახურიდან. თვისუფლებას ვგრძნობ. ვგრძნობ, რომ აღარ მომიწევს ჩემი ვინაობის მოტყუება იმისთის, რომ სხვები გავაცურო, ბიჭები შევაბა და ასე შემდეგ. შემიძლია თავისუფალი ვიყო და თავისუფლად გავარკვიო რა ხდება ცოტნესთან და გაბრიელთან......

XIII თავი
დავიღალე, მართლა ძალიან დავიღალე. ერთადერთი რამ რაც ახლა მინდა, ეს არის დავიწყება, ყველაფრის დავიწყება. მინდა დამავიწყდეს გაბრიელი, რომ მიყვარს, იოანე, რომ მენატრება, ცოტნეზე, რომ ვღელავ, ნიტა, კატო და ყველა. აღარ შემიძლია უკვე, ძალა გამომეცალა. მთელი ცხოვრება იმის შიშში ცხოვრება, რომ ჩემს საყვარელ ადამიანს შეიძლება რამე დაუშავონ, არ შემიძლია. მე ვცდილობდი და ყველანაირად ვცდილობ, რომ ყველა დავიცვა, მაგრამ ეს შეუძლებელია. ისიც კი არ ვიცი გაბრიელს, სიყვარულზე ზედმეტია ლაპარაკი, საერთოდ მოვწონვარ თუ არა. მინდა, გითხრათ, რომ სავარაუდოდ ის ყველა ლამაზ გოგოსთან სე იქცევა როგორც ჩემთან, ფლირტი, კოცნა და ასე შემდეგ. უფფფ, მინდა, ყველაფერი ისე იყოს, როგორიც ეს ბავშვობაში წარმომედგინა, მინდა, რომ ზღაპრის გადმოტანა რეაობაშიც შემეძლოს, მაგრამ არ შემიძლია. ვაღიარებ, გარედან თითქოს ძლიერი და თავდაჯერებული ვჩანვარ მაგრამ ასე არ არის, სინამდვილეში ყველაფერი გულს მტკენს, ყველას ვაძლევ უფლებას რომ ჩემს გულს შეეხონ თუნდაც ზედმეტად. გრძნობებში კი ძალიან ცუდად მაქვს საქმე. არ შემიძლია გრძნობების გაკონტროლება, აი რა არის ცუდი. თუ შინაგანად ვბრაზდები, მაშინ ეს გარეგნულადაც მეტყობა, თუ მიყვარს, მაშინ ამის დამალვა მიჭირს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ძალიან ახლოსაა. საშინელებაა, არადა იოანე მეუნებოდა, რომ საუკეთესონ ადამიანი ვიყავი, მაგრამ არ ვარ. ჩემი მიზნისკენ სვლის დროს, ვის და რამდენად ვტკენ ვერ ვხვდები....
მე და კატო კორპუსთან მოვედით, სანამ გზაში ვყავით ბევრ რამეზე ვიჭორიკნეთ და ბევრიც ახალი ამბები გავცვალეთ. შენობასთან, კუთხეში წითელი სითხე ესხა, სისხლს გავდა, მაგრამ ეგ გამორიცხული იყო.
-ვითომ სისხლია?
დაბნეულმა მკითხა კატომ.
-გავს, მაგრამ არა მგონია.
-აუუუუ რააა ჯერ საკუთრი ცხოვრება ვერ გამომიძიებია, უკვე სხვის ცხოვრეას ვიძიებ და ახლა ესეც.
ბოლოში ერთი კარგად გადაიკისკისა კატომ და მას მეც ავყევი.
-კარგი წამოდი, სახლში მინდა თბილ საწოლში და თან ფილმის ყურება.
-ვაიმე, ფილმიშ ყურებაზე გამახსენდა. მაღაზიაში, რომ უნდა შევსულიყავით?
-ვაიმეეე, სულ ადამავიწყდა ლაპარაკში. მეეზაარეეებაააააა.
-წადი შე ზარმაცა, მე გავალ.
-ოქრო ხარ რა კატუკა.
მხიარულად ვუთარი და ლოყაზე ვაკოცე.
-აფერისტკაააა.
ცოტა გზა ჰქონდა გავლილი, როდესაც ეს მომაძახა და ნაბიჯს აუჩქრა.
-შენ ამოხვალ სახლში.
მეც ვუთხარი და სახლისკენ წავედი. ეჰჰჰ, კარგია ახლა ჩემთვის ფუმფულა ბალიში და რამე კაი კინო.იფ, იფ, იფფფ. სახლის კარებამდე, რომ მივედი, კარები ღია დამხვდა. ნიტა უკივერსისტეტში უნდა იყოს წესით ახლა, კარები კი მოხურვაზე ავტომატურად იღება, თან ჩვენ სახლში სიგნალიზაცია გვაქვს და ვინც გასაღების გარეშე შევა წრიპინს იწყებს და მაშინვე სახლის პატრონს უგზავნის შეტყობინებას. გასაღები კიდე მე მაქვს, ნიტას და კატოს. ძალიან უცნაურიაააა. ცოტა შემეშინდა კიდევაც. კარები ნელა შევაღე.
-არის აქ ვინმე?
პასუხი არ იყო. ასე, რმ გადავწყვიტე ყველა ოთახი შემემოწმებინა. სამზარეულოში და მისაღებში არავინ არ არის, არც ნიტას ოთახში, ან ვანაში. ერთადერთი ადგილი ჩემი ოთახი დარჩა. ნეტავ საკეტი ხომ არ გაფუჭდა კარების და ამიტომ ხომ არ გაიღო? მაგრამ მაინც უნდა შევამოწმო. ჩემი ოთახის კარები გავაღე....
-ღმერთო ჩემო....
დანახულისგან მეტი ვერაფერი ვერ ვთქვი. პირზე ხელი ავიფარე, რომ არ ამტირებოდა. ღმერთო არა, გთხოვ ოღონდ ის არა რასცა მე ვფიქრობ. არა, არა, არა, არა...... დავინახე გაბრიელი იატაკზე იჯდა, თავით საწოლზე იყო მიყრდნობილი და მხარი სისხლით ჰქონდა შეღებილი. არ ინძრევა... ვაიმე.... გულთან ძალიან ახლოსაა დაჭრილი. ღმერთო გთხოვ არა. უკვე ცრემლები მომდის და ისე ვცდილობ მის გამოფხიზლებას.
-გაბრიელ, გთხოვ გაიღვიძე, ნუ მეთმაშები. გთხოვვვვ.....
უცბად დავინახე, რომ ხელში ჩემი შარფი ეჭირა, მაგრამ ის სუფთა იყო, ესე იგი ის არ გამოუყენებია იმისთვის, რომ სისხლდენა შეეჩერებინა. აბა რისთვის დაჭირდა? კარგი რა ლილე, ახლა ამის დროა?
-გაბრიელ გამოფხზლდი. არ დამტოვო....... არ დამტოვო.....
გაბრილი ოდნავ გამოძრავდა და ოდანვ გაახილა თვალები.
-გაბრიელ, შენ....
-ლილე, მიმღერე რა.
ტირილს კიდევ უფრო ვუმატე.
-არა გაბრიელ, შენ დაჭრილი ხარ.
-გთხოვ.
-სასწრაფოს დავურეკავ.
ვდგებოდი როდესაც ხელი ნაზად შემაზო ხელზე.
-მიმღერე.
მე ისევ მასთან ჩავიკუზე. წყლიანი თვალებით შევხედე, მის ლურჯ სფეროებს. დააა.... სიმღერა დავიწყე. Fly me to the moon, ეს იყო ის სიმღერა, რომლის ჰანგებიც ავაჟღერე. ახლა სიმწრით ვღეროდი, საერთოდ არ მქონდა იმის სურვილი, რომ მემღერა. სიმღერასთან ერთად ტელეფონ ვეძებდი, 112-ის ნომერი ავკრიფე და დავრეკე. როდესაც მიპასუხეს, მაშნვე ვუთხარი მისამართი და ყველაფერი რაც საჭირო იყო.ნუ რათქმაუნდა აღარ ვმღეროდი, ამ დროის განმავლობაში.
-არ შეგეშინდეს გაბრიელ, მეც აქ ვარ და სასწრაფოც მალე მოვა.
-მე შენს გამო მეშინია პატარავ. რომ ვეღარ დაგიცავ.
ეს თქვა და ისედაც პატარაზე გახელილი თვალები დახუჭა.
-არა გაბრიელ, კარგად იქნები, არაფერი არ მოგივა.... კარგად იქნები.....
ღმერთო არა, გთხოვ ოღონდ ის არ წაიყვანო რააა, მოუსწრებს აუცილებლად მოუსწრებს სასწრაფო. არა მაინც ასე მოკლე დროში როგორ შეძლო და როგორ შემაყავრა თავი, იდიოტი..... ვერ აღგიწერთ ახლა რას ვგრძნობ. აღარ მინდა საყვარელი ადამიანის დაკარგვის შეგრძნების განცდის გამეორება. ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ. მხოლოდ გაბრიელზე. ასეთიც კი მომხიბვლელია, ასეთი ფერმკრთალი, მაგრამ არ უხდება, მე ძველი გაბრიელი უფრო მომწონდა. რატომ ის და რატომ მაინცდამაინც ახლა? ამას მრავალაზროვნად ვამბობ. თუ მასაც დავკარგდავ... არა ლილე, ამაზე არ იფიქრო, ის გადარჩება, ყველაფერი კარგდა იქნება, ის ისევ დამანახებს, რომ ძლიერია.
ამ ფიქრებშ ვიყავი გართული, როდესააც კატო შემოვიდა სიცილით.
-ვაიმე ლილე იცი რა დამემართა? მაღაზიაში რიგში ვიდექი, ხოდაა......
მხოლოდ ახლა შემაჩნია, რომ ამდვილად არ იყო დრო, მაღაზიის რიგზე სალაპარაკოდ.
-ლილე..... ეს.....
-კატო გთხოვ მითხარი, რომ მას არაფერი მოუვა.
-მე.....
აშკარად ეტყობოდა, რომ ბოლომდე ვერ გაეაზრებინა ყველაფერი. იმასაც კი ვერ მიხვდა სავარაუდოდ აქ რა ჯანდაბა ხდებოდა, იმიტომ, რომ ეს მეც არ მესმის. საშინლად ვგრძნობ თავს. ვიცი, რომ ასე არ უნდა ვიქცეოდე და მის გამო ასე არ უნდა ვდარდობდე და საერთოდ არც უნდა შემყვარებოდა, მაგრამ მეც ვერ გავიაზრე ეს ყველაფერი როგორ მოხდა. არ მინდა, რომ მიყვარდეს. საკუთრი თვისგან გაქცევა კი უაზრობაა.
-კატო გთხოვ...... გთხოვ მითხარი, რომ მას არაფერი არ მოუვა.
-ლილე დაწყნარდი.... სასწრაფოში დარეკე?
-პირველ რიგში ეგ გავაკეთე.
-მაშინ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ სასწაულების გვჯეროდეს.
-არა..... ის ასე არ დატოვებდა ყველაფერს.... გაბრიელი ამას შეძლებს, ის იბრძოლებს.....
სასწრაფო მოვიდა როგორც იქნა. ნამდვილად, რომ სწრაფად დააწვინეს საკაცეზე. მე კი მივსდევდი მათ და თან გაბრიელის სახეს არ ვაშორებდი თვალს.
-მითხარით, რომ კარგად იქნება.
-ამის პირიბას ვერ მოგცემთ.
-უკაცრავად სასწრაფოს მანქანაში ამ შემთხვევაში ვერ ამოხვალთ. ძალიან სარისკო ოპერაციაა ჩასატარებელი.
-კარგით..... გთხოვთ გადაარჩინეთ.....
ცრემლები გაუცნობიერებლად მდიოდა ერთმანეთის მიყოლებით და არც კი აპირებდნენ გაჩერებას.
-ლილე წამოდი, მე დავჯდები საჭესთან.
არც კატოს ეყობოდა, რომ კარგად იყო. ეტყობა ისიც წუხდა, რათქმაუნდა გაბრიელს რამდენი ცუდიც არ უნდა გაეკეთებინა ის მაინც ადამიანია. ამ შემთვევაშ ყველა იტყვის, რომ სიკვდილს იმსახურებს, იმის გამო, რომ მან უდანაშაულო ადამიანები შეიწირა, მაგრამ რატომღაც მე მგონია, რომ მას არაფერი არ გაუკეთებია. მგონია, რომ ყველაფერში უდანაშაულოა, ეს ზუსტად ვიცი. თუ მკითხავთ საიდან იცი ასე დარწმუნებითო, ვერ გიპასუხებთ, უბრალოდ დარმწუნებული ვარ ამაში, ან მე მინდა, რომ ასე იყოს. უკვე ყველაფერი არეული მაქვს თავში......
-ლილე, როგორ ფიქრობ, იქ საიდან გაჩნდა?
-აზრზე არ ვარ. ნიტასაც უნდა დავურეკო, ასე, რომ დახვდება სახლი არ შეეშინდეს.
-ხო მართალი ხარ მიდი დაურეკე....
ტელეფონი მოვიმარჯვე და ნიტას ნომერი ავკრიფე.
-ლილეეეე, როგორ მომენატრე.
-მეც ნიტა. ახლა საავადმყოფოშ მივდივართ, მისამართს გამოგიგზავნი და იქ მოდი კარგი?
-რა ლილე? საავადმყოფოში რა გინდათ?
-ყველაფერს იქ აგიხსნი.
-კარგი....
ტელეფონი გავუთიშე და უსაზღვროდ ღრმად ამოვიხვნეშე. ძალიან ცუდად ვარ. გაბრიელს, რომ რამე დაემართოს მერე მე რას ვიზამ? რატომღაც მგონია, რომ მთელი ცხოვრებაა უკვე მას ვიცნობ და თითქოს სულ ჩემს გვერდით იყო. ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა, არა პირველად არა მეორედ, მაგრამ ის პირველი სიყვარული, მემგონი ძალიან დიდი მოწონება იყო.....

XIV თავი
უკვე საავადმყოფოში ვართ. ოპერაცია უკვე დაწყებულია. ძალიან ვღელავ, რადგან ექიმებმა თავიდანვე თქვეს, რომ სასწაული იქნება ის, რომ გადარჩეს. არ ვიცი ამ დროს რა დამემართა, თავი საშინლად ვიგრძენი. მინდოდა, რომ ბოლოჯერ მაინც ჩავხუტებოდი და მეკოცნა, ისევ შემეგრძნო ჩახუტებისას როგორ ცემს მისი გული. არ შემიძლია......
-ლილე, რა ხდება?
აი ნიტაც მოვიდა და მთელი ამალაც მოჰყვა.
-ლილე რა ხდება ამიხსნი?
-ცოტნე ახსნის.
ყველას გაუკვრიდა ჩემი ასეთი პასუხი, მაგრამ ყველა მიხვდა რასაც ვგულისხმობდი. აქ იყვნენ არა მარტო ის ადამიანები, რომლებიც ჩემთის ძვირფასები იყვნენ არამედ ისინიც, რომელთა ჩასმაც მსურდა ციხეში.
-რას ნიშნავს ეს?
ისე გაუკვირდა ცოტნეს ჩემი სიტყვები, რომ თავსაც კი ისულელებს.
-ძალიან კარგად იცი, რასაც ვამბობ. მასთან ერთდ იყავი.... გაბრიელთან ერთად იყავი, როდესაც მას ეს შეემთხვა.
-არა.
-ცოტნე.... ეს კითხვა არ ყოფილა.
ეს ვთქვი და ცრემლებმაც არ დააყოვნა. ცოტნეს და არა მარტო ცოტნეს, გიორგისაც, ილიასაც და თორნიკესაც შეშფოთებული სახეები ჰქონდათ. ცოტნე მომიახლოვდა და ჩამეხუტა.
-რა გჭირს, დაწყნარდი.
ამას მეუბნებოდა და თან თვზე ხელს მისვამდა, მე კი უხეშავ მოვიშორე.
-აღარ გამეკარო, ვიცი, რომ ამაში შენც ხარ დამნაშავე.
-ლილე რას ამბობ?
ახლა უკვე კატო ჩანდა გაკვირვებული.
-რადა კატო შენმა ძმამ აგიხსნას. რატომ გვატყუებდი?
-რას გატყუებდით?
ხმაში სიმკაცრე შეეპარა.
-ხალხო მოდით ყევლას წინაშე ვაღიაროთ ჩვენი დანაშაულებები. მიდი ცოტნე დაიწყე, შემდეგ კი გიორგი, ილია და თორნიკე გააგრძელებენ.
-იმას თუ გულისხმობ, რომ ცოტნეს მე ვესროლე, არა, ეს არ გამიკეთებია. შენი აზრით ასე მოვიქცეოდი?
სიმკაცრე უკვე სიბრაზეში გადაუვიდა. ცრემლები კი მაინც არ წყვეტდნენ წამოსვლას.
-შენ გაბრიელის სახელის გაგონების დღიდან უცნაურად იქცეოდი, გეზიზღებოდა ის. ასეთ რა დაგიშავა? ან შენ რატომ გახდი ასეთი?
-ეს შენი საქმე არ არის.
-როდესაც საქმე ჩემს ცხოვრებაზე მიდგება სულ ერევი და ეს ყველაფერი მე არ მეხება. ძალიან კარგად დაგინახეთ მე და კატომ, ქურდების შეკრების ადგილზე, რომ იყავით თქვენ ოთხნი, გაბრიელიც იქ იყო და ის ვიღაც ზუკაც, თუ ვახო, ან რაც ქვია.
-ლილე გაჩერდი.... გეყოფა... წამო გავიდეთ.....
დათო მოვიდა ახლოს და გადმომილაპრაკა, მაგრამ მე დანებებას არ ვაპირებდი. ყველაფერი ახლა უნდა გარკვეულიყო, აქვე და ახლავე.
-არა დათო, რატომ? მიდი ცოტნე, ბოლომდე ამოიღე ის რასაც შენში მალავ. რას გვიმალავ ასეთს?
-მომისმინე ლილე, გაბრიელმა ის მიიღო რასაც იმსახურებდა.
-და რით დაიმსახურა ეს? შენთვითო შეესწარი იმას, რომ ვინმე მოკლა?
-არა....
-მაშინ რატომ, რატომ გძულს ის ასე? გასაგებია, რომ შენ არცერთი კანონიერი არ გეხატება გულზე, მაგრამ მაინცდამაინც ის რატომ ამოიჩემე?
-........
-ცოტნე ხმა ამოიღე. ასეთი რა გაგიკეთა?
-მან მოკლა იოანე.
იმხელა ზიზღით წარმოთქვა ეს სიტყვები...... რაღაცამ შემაქანა. არა, ეს სიმართლე ვერ იქნება.
-იტყუები.
-როგორც გინდა ისე მოიქეცი, მაგრამ ასეთი რაღაცა რატომ უნდა მომეტყუებინა?
-არა.....
ახლა უკვე ვტიროდი, აღარ ვიცოდი რა იყო სიმართლე და ვისთვის დამეჯერებინა. ღმერთო.... ის ადამიანი, რომელსაც ამდენიი ხანი ვეძებდი..... არა, ამას ვერ დავიჯერებ...... ისიც კი არ ვიცი სხვებს რა რექაცია ჰქონდათ ამაზე. მხოლოდ საკუთარ ტკივილს ვგრძნობდი, რომელიც უფრო და უფრო იზრდებოდა.
-გაბრიელს არ მოუკლავს იოანე. ეს ვინ გითხრა, იმ ნაბი*ვარმა ვახომ?
ეს დათო იყო.
-შენი აზრით რაში მჭირდება ასეთი ტყუილი. პოლიციამაც კი იცის ეს.
-ცოტნე რას ამბობ? - კატო
-ბოდიში კატო, ვიცი ეს ადრეც უნდა მეთქვა, მაგრამ კი ეს სიმართლეა.
დავინახე ნიტა დერეფანში როგორ გარბოდა, უკან კი დათო მისდევდა.
-ლილე წამოდი გავიდეთ.
ჩემთან თოკო მოვიდა, ხელი შემომხვია და გარეთ გამიყვანა. მე კი მაინც ვერ ვიაზრებდი ცოტნეს ნათქვამს. ადამიანი, რომელიც მიყვარს..... ის..... მკვლელია, თან ჩემი ძმის მკვლელი..... ღმერთო.... არა ამის დაჯერება თვენი აზრით მარტივია ჩემთვის?
-ლილე მორჩი, დაწყნარდი, ეს დიდი ხნის წინ იყო.
ის ჩამეხუტა. მე მაინც არ შემიწყვეტია ფიქრი. გაბრიელის სიყვარულს ვერ შევძლებ, ერთ-ერთს უნდა მოვშორდე. იოს კი გაბრიელზე არ გავცვლი.
-ლილე ერთ კითხვას დაგისვამ და სიმართლე მითარი კაი?
მე თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიე, ახლა შეწინააღმდეგების ან მოტყუების თვი ნაღდად არ მქონდა.
-მასზე ასე ძალიან რატომ დარდობ?
ამ კითვამ კიდევ უფრო ცუდად მაგრძნობინა თავი, შინაგანად გავტყდი. ტირილს უფრო ვუმატე.
-ლილე მიპასუხე....
-თოკო.... მე..... ის......
-გიყვარს პატალა ჩიტუნა?
ბოლო სიტყვები ბავშვურად ჩაილაპარაკა და ჩაეცინა. ჩიტუნაზე გაბრიელი და მისი სიტყვები გამახსენდა - ,,მომისმინე ჩიტუნა..... რაც ჩემია, ჩემიას პრინციპით ვცხოვრობ, და რასაც მინდა ყოველთვის ვიღებ. ანუ ყველაფერი რაც მე მინდა ჩემი ხდება.“ ჩემმა გონებამ ეს ფრაგმენტი მკაფიოდ დაიმახსოვრა. არადა როგორ მომწონს მასში ეს თვისება, როგორ შეუძლია ის ჩემს მიმართ ერთდროლად ასეთი სერიოზული და ასეთი თბილი იყოს. ცოტნეს სიტყვებს, რომ ვიხსენებ უკვე ტვინში მასხამს ისე ვარ. როგორ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო? რატომაა ამდენი ჩახლართულობა ამ ერთ პატარა ისტორიაში?
-ლილე კარგად ხარ?
-კი.....
-გიყვარს ხო?
-ეჰჰ.....
ღრმად ამოვიხვნეშე.
-ვიცი რასაც გრძნობ, გიყვარს ადამიანი, რომელიც არ უნდა გიყვარდეს.
-შენ ვინ გიყვარს?
-მე...... არავინ.
-კარგი რაა..... გამოცდილი ჯაშუში მაინც არ ვიყო რაა.
-მომისმინე, საქმებევრად უფრო ცუდადაა ვიდრე შენ ეს გგონია და გთოვთ, რომ შენ და კატო არ ჩაერიოთ.
-რას ნიშნავს არ ჩავერიოთ? შენ კარგად ხარ?
-მე აქ არაფერს ვნიშნავ მე უბრალოდ პაიკი ვარ ამ თამაშში და გთხოვ შენ მსხვერპლი ნუ გახდები.
-რას ნიშნავს მსხვერპლი? შენც ცოტნეც, გიორგიც და ილიკოც დაფქვავთ ყველაფერს, რაც იცით.
-გეყოს. ისედაც ბევრი იცი ამაზე.
ცხოვრებაში პირველად თორნიკემ ჩემთან ხმას აუწია.
-რა გემართებათ?
-რა?
გაუკვრიდა ჩემი ასეთი რეაქცია.
-არც შენ და არც ცოტნეს მთელ სიცოცხლეში არც კატოსთის და არც ჩემტის ხმისთის არ აგიწევიათ, არ გიჩხუბიათ, ნუ რათქმაუნდა სერიოზულად. ახლა რა გემართებათ?
-ლილე უბრალოდ შორს იყავი, თორემ პირველ რიგში შენ დაზარალდები.
ესღა მითხრა და შენობაშ შევიდა. რატომ არავინ არ მეუბნება არაფერს? იოანე...... ნეტავ ახლოს იყო რაააა. მჭირდები.....
-იოანე მჭირდები...... ჩემს თავზე მეტად ახლა შენ მჭირდები....
-შენთან ვიყავი ყოველთის ლილე და ახლაც შენთნ ვარ.
-რა?
სასიარულო ბილიკზე ვიჯექი ეგრედ წოდებულ ,,ტროტუარზე“ და გაუაზრებლად მაღლა ავიხედე. ვინ დავიანხე? ალბათ სიზმარში ვარ, ან ცუდად გავხდი.
-იოანე?
-საყვარელო არ ჩამეხუტები.
-რა აზრი აქვს შენ ნამდვილი მაინც არ ხარ და....
-კარგად ხარ?
მოლანდებამ თავი გადახარა და ისე შემომხედა. უცბად მხარზე მოჩქმეტის შედეგად გამოწვეული ტკივილი ვიგრძენი.
-აუუუჩჩჩჩ. შენ ნორმალური ხარ?
-არა, სიზმარში არ ხარ.
-მოიცადე....
ახლა ფეხზე ავდექი და ისე შევათვალიერე.
-ახლახან გავიგე, რომ გაბრილმა მოგკლა და ახლა ჩემს წინ რატომ დგახარ?
სრულიად ჩვეულებრვი ტონით ვკითხე და ბოლოს სიცილი დავიწყე.
-ვაიმეე....
მხრებზე ხელი მომჯიდა ,,იოანემ“ და შემანჯღრია.
-ცოცხალი ვარ ლილე, ცოცხალი აი შემეხე.
ჩემი ხელი აიღო და გულზე მიმადებინა. ვიგრძენი მისი გულის ცემა და რაც მთავარია მისი ნამდვილი სხეული.
-ააააააააა.....
რა ჯანდაბააა? შემეშინდა და უკან გადავხტი. მოიცადე, ანუ იოანე, ჩემი და ნიტას ძმა, კატოს შეყვარებული, ცოტნეს და ბიჭები მეგობარი. ის იოანე როელსაც მე ვიცნობ ცოცხალია?
-შენ..... როგორ...... რანაირადდდ... მეეეეე......
იონემ გადაიხარხარა და ისევ მე შემომხედა.
-ჩემი სულელი ლილიკო ხარ შენ.
-იოანეეეე.
იმხელაზე დავიყვირე სავარაუდოდ საავადმყოფო შეიძრა. გავექნე და მთელი ძალით ჩვეხუტე, თან ბედნიერების ცრემლები მცვიოდა.
-იო, შენ აქ ხარ, ცოცხალი, ჯანმრთელი. იო...... შენ არ იცი როგორ მენატრებოდი, სად იყავი?
ეს ისე ვუთხარი არ მოცშორებივარ. რაც ძალა მქონდა ვუჭერდი, რადგან არ მინდოდა, რომ ისევ სადმე წასულიყო.
-პირველ რიგში ნუ დამახრჩე ლილიკო და მეორე მე სულ შენთნ ერთდ ვიყავი, უბრალოდ შენ ვერ მხედავდი. რბოლაზე, სახლთან, სამსახურში, ყველა კლუბსა თუ ბარში..... მე სულ შენთნ ერთდ ვიყავი.
-რბოლაზე?
-შენ არ გემახსოვრება, მაგრამ პირველად, რომ გამოჩნდი ამდენი ხნის შემდეგ, მაშინ მე და გაბრიელმა ერთად მივიღთ მონაწილეობა რბოლაში.
-მოიცადე ლამის რომ გამასწრო შენ იყავი.
-არა, მე უკან მოგდევდით, ის გაბრილი იყო.
-შენ და გაბრიელი.... რანაირად?
-ახლავე მოგიყვები. ჩმი სიკვდილი გათამაშება იყო და როდესაცც საფრთე აღარ იქნებოდა გამოჩნდებოდი ახლა კი შენთან ვარ.
-ვაიმეეე ღმერთო რა კარგიააა.
-შენ რა გინდა აქ?
-სად?
-საავადმყოფოში.
-შენ არ იცი?
-გაბრილი მძიმედ იყო დაჭრილი, ოპერაციას უკეთებენ, მცირე შანსია გაარჩესო.
-რა?
ისეთმა სასოწარკვეთილმა წარმოთქვა მეგონა, რომ ის და გაბრიელი ალიან ახლოს იყვენე ერთმანეთთან. როგორ მიხარია, იოანე ჩემთანაა, აქააა და ის აღარსად აღარ წავა.
-მოიცადე აბა ჩვენ ვინ დავასაფლავეთ?
-ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები ცოტა მოგვიანებით. ახლა კი მითარი გაბრიელს აქ რა უნდა?
-სახლში ვიპოვეთ მე და კატომ, უკვე დაჭრილი იყო, ტყვია ახლოს იყო გულთან....
ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე და ამ დროის განმავლობაში გაბო კიდევ უფრო შემიყვარდა, დავრწმუნდი, რომ ის ადამიანას არ მოკლავს, ცოცხალი მაგალითი ახლა წინ მიზის. ჰაჰ, გაბო, უკვე შემოკლებულ სახელზეც გადავედი. იქნებ საერთოდ სხვა უყვარს? კარგი რა ლილე ახლა ამაზე ფიქრის დროა?
-იო, რომ ვერ გადარჩეს. მერე მე რა ვქნა?
-ისე ლილე, რო იცოდე გაბრიელი მთელი ცხოვრება გიცნობდა.
-რა?
ამჯერადაც ისე ვიყვირე იოს ყური გავუხვრიტე დიდი ალბათობით.
-გრძელი ისტორიაა. გაბრიელი ჩვენი მეგობარი იყო ბავშვობიდან. შენ სავარაუდოდ არ გემახსოვრება. შემდეგ მისი მამა კანონიერების ,,ბოსი“ გახდა და უცხოეთში წავიდნენ. წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდნენ ხოლმე, მაშინ ყოველთვის გნახულობდა შორიდან.
-მართლა?
თავლები პატარა ბავშვივით გამიბრწყინდა.
-ლილიკოოო.
იო იცინოდა.
-რაა?
-ასეთი ბავშვური რამდენი ხანია არ მინახიხარ.
-არ ვიცი ის ასე უცბად როგორ შემიყვარდა.
მეც თითქოს ჩავფიქრდი ამ თემაზე. სიყვარული..... როგორი ოხერი რაღაცაა ეს გრძნობა რა. რა სწრაფად და გაუაზრებლად მოდის და თავს არ განებებს. წესით გაბო არ უნდა შემყავრებოდა, მაგრამ გულმა სულ მე მკითხა, რომლის შეყვარება გინდაო რაა..... სიყვარულს არ აქვს საძღვრები, ჩარჩოები და სიტყვები, რომლებიც მას აღწერს, ხომ ასეა? წაკითხული მაქვს, რომ ,,თუკი, უსიტყვი მზერაში, ერთხელ მაინც არ შეგიმჩნევია, რომ ვიღცისთის ღმერთი ხარ... თუკი, ერთხელ მაინც არ გიგრძვნია, რას ნიშნავს, - ვერ გადმოსცემდე სიტყვებით გრძნობებს... თუკი არცერთხელ წარმოგიდგენია იმის სიკვდილი, ვის სიცოხლესაც შენსაზე მეტად უფრთხილდები... და არ შეგშინებია, მისი სიკვდილი, შენს სიკვდილზე მეტად.... თუკი, არ იცი, რამხელა სილამაზეა, დამშვიდობების შემდგომ, ზურგის ნაბიჯების ცქერისას, შემოტრიალებულ, მომღიმარ მზერაში... და თუ არ იცი, როგორ ეკრობიან სხეულები ერთმანეთს, როდესაც ათ წამში, ათჯერ დაემშვიდობებიან და მაინც, უკან ბრუნდებიან, - ჩასახუტებლად... თუკი არ გიგრძვნია, ერთელ მაინც, რომ უშიშარი ხარ, რომ არ არსებობს მთის მწვერვალი, რომელზედაც ასვლას ვერ შეძლებ: ხელებ შეკრულიც, რომ გაცურავ იმ ნაპირებამდე, თუკი იცი, რომ იქ გელოდება.... მაშინ იცოდე, რომ არასდროს არ გყვარებია და ყველაფერი, რაც გიგრძვნია, მხოლოდ იმიტომ, რომ შეადარო წინა გრძნობანი, შეუდარებელს, - სიყვარულს, ნამდვილს.....“ ეს სიტყვები სრულიად გადმოსცემს ჩემს მდგომარეობას. არ ვდარდობ, რომ ის მოკვდება და დამტოვებს, რადგან ვიცი, რომ ის ყველასა და ყველაფერზე ძლიერია, ვიცი, რომ გაუძლებს. რაც იომ მიტრა, რომ მასაც მხოლოდ მე ვუყვარვარ, უფრო მჯერა, რომ მარტო ჩემთის იბრძოლებს, რომ ჩამეხუტოს, კიდევ ერთხელ დამიძახოს ჩიტუნა და მითხრას, რომ ყველაფერი რაც მოუნდება მისი ხდება. იცით მეც ასეთ ვარ, რაც მომდომებია ყველაფერი მიმიღია. მე კი ახლა გაბრილი მინდა, ესე იგი მე მივიღებ მას....
-ლილე შემო.....
ჩემკენ ცოტნე მოდიოდა, რომ იოანე დაინახა. ხმა ვერ ამოიღო მხოლოდ მშტერებოდა მის ძველ მეგობარს.
-ეს შეუძლებელია. მე შენი სიკვდილი ვნახე.
-კასეტაზე? ჰაჰაააა.... შე*ემა აქ ვარ ცოცხალი ვარ.
ცოტნეს აღარაფერი არ უთქვამს მხოლოდ მივიდა და ჩაეხუტა.
-ამდენ ხანს სად იყავი? აბა გაბრიელმა შენ....
-კარგი შე*ემა ფილმებს არ უყურებ? ფილმებშია რომ არის სიკვდილის გათამაშება, არასდროს გინახავს?
საავადმყოფოში შევედით. ყველას პირი ღია დარჩა იოს დანახვაზე. განსაკუთრებული რეაქცია კი მაინც კატოს ჰქონდა.
-იოანე.....
თვალები ცრემლებით აევსო. შორს იდგა, ამიტომ შორიდან გაექანა და პირდაპირი მნიშვნელობით შეახტა, პლიუს კოცნაც აჩუქა.
-მახსოვდი.
-კაით ახლა 18+ არ გვაყურებინოთ. გაჩეთთთთ. ეგ მერე ქენით, ღამეეეეეე...
მოკლედ გიორგიმ, რომ თავისი უკბილო იუმორი არ გამოაკვეხოს არ შეუძლია რა. იოანემ ისეთი თვალებით გახედა, ლამის უკანა კარებიდან გაიპარა საცოდავი. ყველამ გავიცინეთ და ამ დროს ნიტაც შემოვიდა. ვაიიი, აქ უკვე რაღაც ტორნადოს მაგვარს უნდა ველოდოთ. მაგრამ არა ის იცინის. ჰა? ვეაფერი ვერ გავიგე. მის გერდით დატოც იდგა.
-იოანე? იოანე....
დათოც იცნობდა იოს?
-თქვენც იცნობთ ერთმანეთს? და მე ჭურში ვიჯექი თუ რა ხდება?
-ან მე რატომ არა ვიცოდი? კიდევ რას მიმალავ იოანე შენგელია?
მე და კატომ ერთდროულად მივაყარეთ კითხვები.
-კარგით რაა. ნიტა უფროსი ძმა არ მოგენატრა?
-შენ.....
კიდევ იცინის. არა ამ ბავშვს რაღაც ჭირს. ახლა კი ტაშს უკრავს.
-ბრავო, ყოჩაღ, ამდენი წელი ყოველ დღე შენს საფლავზე დავდიოდი, გიყვებოდი ჩემს ამბებს, შენ კი თურე ცოცხალი ხარ. გილოცავთ ყველას, მაგრამ ისიც გაითვლისწინეთ, რომ ახლახანს ექიმს ვესაუბრე და ოპერაცია მაინცდამაინც კარგად არ მიდის.
ეს თქვა და ისევ უკან გაბუნდა. იოანე რათქმაუნდა გაჰყვა, იმედია მოგვარდებიან. მესმის ნიტასი, ძალიან ტკივა, არადა ჯერ 19-ისაა. გაბრიელი.... ოპერაციაა..... 6 საათი გავიდა....... გაბო დამიბრუნდი, არ დამტოვო....
***
-რა სიტუაციაა?
-ტყვია ძალიან ახლოსაა გულთან და დიდი შანსია იმისი, რომ მნიშვნელოვანი არე დაზიანდა.
-ვცადოთ...
-ექიმო, ვკარგავთ.
-ელექტრო დამუხტვა. ჩქარა. დამუხტვის სიდიდეს აუწიეთ მაქსიმუმადე.
საოპრეაციოში სამი გამოცდილი ექიმი ცდილობდა, რომ გადაერჩინა მომაკვდავი ადამიანი. ერთი ძლიერი მუხტი.... ორი....... აპარატზე ისევ სწორი ხაზია. სამი...... ოთხი......
-ვკარგავთ....
8 საათი გავიდა.
***
გარშემო არემარე თეთრია.
-მოვკვდი?
-ჯერ არა.
-რას ნიშნავას ჯერ არა თქვენ ვინ ხართ?
დავინახე ძალიან ლამაზი გოგონა, რომელსაც თეთრი თითქმის გამჭვირვალე კაბა ეცვა.
-მე ანგელოზი ვარ. შენ არჩევანი უნდა გააკეთო. შეგიძლია სამოთხეში მოხვდე და შენს ოჯახის წევრებს შეეგებო, ან ცხოვრება განაგრძო.
-ცხოვრება განვაგრძო? რისთვის?
-შენ გგონია, რომ არავს უყვარხარ, მხოლოდ შენი ეშინიათ მაგრამ ასე არააა.
-ჯობია ეშინოდეთ.
-არა გაბრიელ. არის ერთი ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად გელის და ყველაზე მეტად სჭირდება შენი გვერდში დგომა.
-ასეთი ვინ არის?
-ადამიანი, რომელთნ ერთდაც მთელ შენს ცხოვრებას გაატარებ.
-მე მხოლოდ ლილე მიყვარს. მას კი არასდროს შევუყვარდები, ბევრად მეტს იმსახურებს.
ამ ანგელოზმა მხოლოდ გამიღიმა.
-შეხედე.
ხელი გვერდით გაიშვირა, სადაც ლილე დავინახე.
-ლილეე....
-ის შენს ხმას ვერ გაიგებს. შეხედე, როგორ ტკივა. მას ჭირდები.
-ჩემი მტირალა.
-მას უყვარხარ, მაგრამ შენში ეჭვი ეპარება.
-ახლა სად ვარ?
-ცოცხლებისა და მკვდრების სამყაროს შორის. აქედან უკვე შენ უნდა აირჩიო.
-მე მინდა, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგა.
-შენ ნაბიჯს სწორ ნაბიჯს გადადგამ , როდესაც გადაწყვეტ. და მემგონი ვიცი რაც ჩაიფიქრე.
ბოლოს მისი ღიმილი დავინახე და ყველაფერი გაქრა. სიბნელიდან გამოვდივარ, თვალებს ვახელ და სხეულზე დიდ ტკივილს ვგრძნობ. თვალებს კაშკაშა შუქი მჭრის და მხოლოდ ვიღაცია ხმა მესმის.
-მან ეს შეძლო.
***
უკვე 13 საათი გავიდა. არანაირი სიახლე. ღმერთო გთხოვ, გადარჩეს, გაუძლოს. რაც უფრო დიდი დრო გადის მით უფრო ვკარგავ იმედს. ვერ გავძლებ. ჯერ არც კი დაყწბულა ჩვენი ურთიერთობა, ისე მთავრდება. მინდა, რომ საკუთრი პირით თქვას, რომ ვუყვარვარ. მინდა ერთხელ, თუნდაც ბოლოჯერ შევიგრძნო მისი სურნელი, მისი სითბო, გავიგონო როგორი სიჩქართ უცემს გული და ვუთხრა, რომ სიგიჟემდე მიყვარს. აი ექიმი. გთხოვ გაბრიელ დამიმტკიცე, რომ ყველა ჩვენგანზე ძლიერი ხარ.....
XV თავი

-რა ხდება? როგორაა?
-მინდა მოგილოცოთ. ძალიან რთული იყო ეს ოპერაცია და პაციენტის გადარჩენის იმედი არ გვქონდა, მაგრამ ძლიერი აღმოჩნდა.
ყოჩაღ გაბრიელ, ვიცოდი, რომ გაუძლებდი. ვიცოდი, რომ ასე არ დამტოვებდი. ყველა ვულოცავდით ერთანეთს, ყველას გვიხაროდა. დაღამდა უკვე რამდენი ხანია, მე კი მხოლოდ ახლა შევნიშნე ეს.
-მე დავრჩები და თქვენ წადით. დაღლილები იქნებით.
-არა, მარტო არა. მეც დავრჩები.
იოანემაც მოინდომა დარჩენა. დანარჩენები კი დაგვემშვიდობნენ და სახლებში წავიდნენ.
-აბა იო მოყევი ყველაფერი.
-ლილე..... ეს არ არის მარტივი მოსაყოლი და თანაც მე არც მაქვს უფელება, რომ რამე მოვყვე ეს გაბრიელმა უნდა გითხრას.
-სულ ჩახლართლობა როგორაა რააა უფფფ.
-მომისმინე, ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის.
-კარგი იოანე, არაფერია. მე ცოტას გავივლი და მოვალ ისევ.
ის მხოლოდ ჩამეხუტა. მიხარია, რომ სევ აქ არის, მაგრამ არც იო არ მენდობა და არაფერს არ მეუბნება. საავადმყოფოში დავიწყე ხეტიალი. ვიცი ახლა უნდა მიხაროდეს, რომ იოანე ცოცხალია, გაბრიელიც გადარჩა, მაგრამ თითქოს ჯერ კიდევ არ დასულებულა ეს ჯოჯოხეთი. ცუდი წინათგრძნობა მაქვს. კარგი ამას თავი დავანებოთ. გაბრიელს უნდა ვუთხრა, რომ მიყვარს? არაააა, მაგას ვერ ვიზამ. ჯობია, რომ მაინც შორს დავიჭირო თავი. მართალია მასთან თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მემგონი ზედმეტად ვაჭარბებ და ასე ძალიანაც არ მიყვარს. როგო შეიძლება ადამიანი რამდენიმე ნახვაში შეგიყვარდეს, სისულელეა. მაინც ვერ ვგრძნობ თავს ისე როგორც უნდა ვიყო.
მხარზე შეხებ ვიგრძენი, ცოტა არ იყოს შემეშინდა და შევხტი.
-ლილე, ამდენი ხანია გეძახი, კარგად ხარ?
მარი იყო.
-კი კარგად ვარ. იო ნახე?
მან უბრალოდ თავი ჩახარა.
-მარი რა გჭირს?
-გაბრიელი არ შეიყვარო, გთხოვ.
-რა?
მისმა სიტყვებმა შემაშფოთა, რას ნიშნავს არ შევიყვარო.
-ეს არ შეიძლება.
-მე არც მიყვარს.
-ვაიმე ლილე, შენ მოატყუე ისინი ვინებიც დაგიჯერებენ, მაგრამ მე არა, დაგინახეთ მაშინ პალატაში. ერთმაენთშ როგორ უყურებდით.
-.......
-მე არ გიკრძალავ, რომ შეგიყვარდეს, ამის უფლება არც მაქვს. მაგრამ..... ნუ მოუშვებ მას ახლოს.
-რატომ? ამ ბოლო დროს ყველა ნამიოკებით რატომ მელპარაკებით?
-ის ხომ კანონიერი ქურდების უფროსია.... მათაც აქვთ წესები და კანონები. ერთეღტი კი გულისხმობს იმას, რომ კანონიერ ქურდს არ აქვს უფლება მთელ ცხოვრება ერთი ქალი უყვარდეს, თორემ თვი ადგილს დაკარგავს.
-მოიცადე რას ნიშნავს უფლება არ აქვს მთელი ცხოვრება ერთი ქალი არ უნდა უყვარდეს.
-ასეა.
-შენ საიდან იცი ამდენი კანონიერებზე?
-ლილე უბრალოდ დამიჯერე. გაბრიელი, რომ გაიღვიძებს აუცილებლად გეტყვის, რომ უყვარხარ, მაგრამ შენ მისგან შორს უნდა იყო.
-მოცადე ანი გაბრიელს მე ვუყვარვარ?
ამის გაგონებაზე გული ამიჩქრდა და უნებურად გამეღიმა.
-კი, მაგრამ..... აუ ლილე უბრალოდ გააკეთე ის რასაც გეუბნები.
-და მერე რა გაბრიელმა თავისი ადგილი, რომ დაკარგოს? ეს უკეთესი არ იქნება ყველასთვის?
-არა, ეს იქნება დიდი ბრძოლა, რის შედეგადაც შენ, პირველი დაზარალდები.
ეს მითხრა და უკანმოუხედავად გაეცალა იმ ადგილს. კარგით რაააა. რანაირი წესებია ეს? ,,ეს იქნება დიდი ბრძოლა, რის შედეგადაც შენ, პირველი დაზიანდები.“ ეს წინადადება ჩემს გონებაში ტრიალებდა. რა დიდ ბრძოლაზეა საუბარი? ან მე რა შუაში ვარ? რატომ მეუბნებიან, რომ მე დავზარალდები? რა ჯანდაბაა? ქალდანო, ყველაფერი შენი ბრალია.....
***
5 დღის შემდეგ...
***
-შეგიძლიათ პაციენტი ინახულოთ, ოღონდ რიგრიგობით.
-დიდი მადლობა....
-მაგრამ პირველ რიგში იოანეს ითხოვს.
ვაღიარებ ცოტა გულიც დამწყდა პირველი იო, რომ მოითხოვა და არა მე. ყველა შედიოდა რიგრიგობით, მაგრამ მე ბოლოს მომიწია შესვლა.
-ლილე ჩვენ ცოტნესთან და კატოსთან შევიკრიბებით და შენც ამოდი. - იოანე.
-კარგი.
ყველანი წავიდნენ. მე კი პალატის შესავლელი კარების წინ ვდგავარ და შესვლაზე ვყოყმანობ, იქნებ არც უნდა ჩემი ნახვა? ისე რატომ არ უნდა უნდოდეს? მე ხომ არაფერი დამიშავებია. ბოლოს ჩემს თავთან დიდი დავიდარაბის შემდეგ გადავწყვიტე, რომ შევსულიყავი. უკეთესა გამოუყურება ფერმოსული და ცოცხალი. რომ შევედი, მეზობლის ბავშვივით კარებში დავდექი და თავი ჩავხარე. ვიგრძენი, რომ გაეცინა.
-მანდ იდგები, თუ დაჯდები ახლოს?
მე მხრები ავიჩეჩე და მასთან ახლოს მდებარე სკამზე ჩამოვჯექი.
-ბევრი კითხვები მაქვს და ყველას უპასხუებ მმდევრობით.
-აჰა უკვე დაკითვებიც დავიწყეთო, ეს უკვე პროგრესია.
-საიდან იცოდი, რომ იოანე აქ იყო?
-მე ყველაფერი ვიცი.
-ამას შენს ,,თანამდებობას“ მივაწერ. როგორ დაშავდი?
-აი ეგ უკვე შენ აღარ გეხება.
-მე მეხება, იმტომ, რომ მე გიპოვე, თანაც ჩემს სახლში, და თანაც ის შარფი, რომელიც ახლა შენ ხელზე გიკეთია ჩემია. და როდის მოასწარი, რომ ჩვენი სახლის გასაღების ასლი გაგეკეთებინა?
-მხოლოდ იმას გეტყვი, რომ ეს შარფი შენი კი არა ჩემია.
-მეღადავები?
-არა....
ერთი შევუბღვირე და მანაც ,,დაიკიდე“ სახით შემომხედა.
-დამიბრუნე თუ შეიძლება ჩემი ნივთი.
მის ასაღებად გადავიწიე, როდესაც ხელი მეორე მხარეს გაწია.
-ჩემიათქო ვერ გაიგე? ერთელ უკვე გითხარი, რომ ყველაფერი რაც მე მინდა ჩემ ხდება. მე კი ეს შარფი მომინდა და ჩემი გახდა.
-რა მარტივია ხო ცხოვრება.
-დიახ. კარგი ახლა ის მითხარი. ჩემზე ასე ძალიან დარდობდი.
-ძალიან რა, შენც ადამიანი ხარ ბოლო ბოლო და ყველა ადამიანი მეცოდება მე სიკვდილისთვის.
-აჰა ანუ მე უბრალო გამვლელი ადამიანის მეტი არაფერი არ ვარ?
-არა.
-მაშინ ამდენი ხანი აქ რატომ მელოდებოდი?
-შენ რატომ უნდა აგიხსნა რამე?
უცბად მისი ხელი მაჯაზე ვიგრძენი. მომქაჩა და თვალების დახამხმებაში მის გვერდით ავღმოჩნდი საწოლზე. არა მაინც რამხელა ძალა აქვს ჰა?
-შენ გიჟი ხარ?
-რატომ?
-ჭრილობა გეტკინება.
მან უბრალოდ გაიცინა და მერე მივხვდი, რომ მის მიმართ ზედმეტი მზრუნვეობა გამოვიჩინე. არა ლილე შენგელია დასაკლავი ხარ რაა.
-პატარავ, ახლა თვალებში მიყურე და ისე მითარი, რომ შენთვის სულერთი ვარ.
მეც თვალებში ვუყურებდი. ძალიან მინდოდა მეთქვა, რომ ჩემთვის ის სულერთი არასდროს ყოფილა, მაგრამ არ შემიძლია.
-რა მადარდებ.
ძალიან მტკიცე ხმა მქონდა. ნეტავ დაგანახათ მისი თვალები, მის შემდეგ რაც ეს ვუთხარი.
-და არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ მიყვარხარ?
-არ მჯერა.
-ლილე შენგელია მიყვარხარ სიგიჟემდე. მხოლოდ შენს გამო ვარ ცოცხალი, შენს გამო ვიბრძოლე.
მეც მიყვარხარ. როგორ მინდა, რომ ყველაფერი მოგიყვე. მაგრად ჩაგეხუტო და აღასდროს აღარ გაგიშვა.
-გაბრიელ.....
თვალებში ვუყურებდი და ისე ვეუბნებოდი ამას, ვერ წარმოიდგენთ რა რთულია ამის გაკეთება. ძალიან მტკივა, როდესაც ის ამ სიტყვბეს გულწრფელად მეუბნება, მე კი ვერაფერს ვერ ვაკეთებ და ასე უბრალოდ ვუშვებ მას.
-ვიღაცას აუცილებლად ეყვარები, მაგრამ ეს ვიღაც მე არ ვიქნები......




ისევ დაგიბრუნდით. ახალ-ახალი თავებით. დიდი ხანი გალოდინეთ, მაგრამ მინდოდა, რომ რამდენიმე თავი ერთდროულად დამედო. იმედია ისიამოვნეთ და მოგეწონათ. ბოლო თავია მხოლდო დარჩენილი და ამასაც 10 დღის განმავლობაში აუცილებლად დავდებ. გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობთ.



№1  offline წევრი lortkia

მოკლედ პირველი კომენტარის და მოწონების ავტორი ვარ relaxed relaxed მომეწონა კარგად მიდის ყველაფერი heart_eyes აბა შენ იცი

 


№2 სტუმარი ანუ

ვიღაც ეუნება რომ ეს არ გააკეთოს არ უხსნის რატო რისთვის, რაღაც სრულიად იდიოტური მიზეზები მოყავს არგუმენტად და ესეც დგას და უჯერებს კარგიიი რაააა.. რო დაეკიდა ყველას აზრი და უბრალოდ სიმართლე გაემხილა მისთვის რა იქნებოდა მითუმეტეს ამ ძალიან რთული ამბის მერე

უკვე ის შთაბეჭდილება დამრჩა რომ ძაააალიან ადრამებ და უმიზეზოდ ხლართავ ყველაფერს.. ძალიანნ ხელოვნურად გამოდის.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი მაგრამ რატომ ძაბავენ ამ გოგოს და ცხოვრებად ურევენ თვითონარ იცის ვინ უნდა შეიყვაროს მადლობა წარმატებები ????

 


№5  offline წევრი bird of life

lortkia
მოკლედ პირველი კომენტარის და მოწონების ავტორი ვარ relaxed relaxed მომეწონა კარგად მიდის ყველაფერი heart_eyes აბა შენ იცი

მადლობა blush

ანუ
ვიღაც ეუნება რომ ეს არ გააკეთოს არ უხსნის რატო რისთვის, რაღაც სრულიად იდიოტური მიზეზები მოყავს არგუმენტად და ესეც დგას და უჯერებს კარგიიი რაააა.. რო დაეკიდა ყველას აზრი და უბრალოდ სიმართლე გაემხილა მისთვის რა იქნებოდა მითუმეტეს ამ ძალიან რთული ამბის მერე

უკვე ის შთაბეჭდილება დამრჩა რომ ძაააალიან ადრამებ და უმიზეზოდ ხლართავ ყველაფერს.. ძალიანნ ხელოვნურად გამოდის.

იცი, შეიძლება ახლა ის უნდა მეთქვა, რომ თუ არ მოგწონს ნუ კიტხულობთქო, მაგრამ მართალი ხარ, მაგაზე მეც ვივფქირე და გადავწყვიტე, რომ გამოვასწორო. მაინც მადლობა, რომ შენი შთბეჭდილება გამიზიარე.
სტუმარი ნესტანი
ძალიან კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი მაგრამ რატომ ძაბავენ ამ გოგოს და ცხოვრებად ურევენ თვითონარ იცის ვინ უნდა შეიყვაროს მადლობა წარმატებები ????

მადლობა დიდი. smiley
_კატერინაააა_
Ar gvalodinooo innocent

მალე დაიდება ახალი თავი. მადლობა, რომ კითულობ blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent