შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეზიზღები არაბულო-წარსულის თანმდევი (თავი3, ნაწილი2)


2-08-2020, 09:42
ავტორი აზულა
ნანახია 1 962

ცხოვრება, რომ რთულია ამაზრ დავას არავინ აპირებს, მაგრამ ოსეა მოწყობილი, რომ როდესაც ყველაფერი კარგად მიდის მაშინ დაგექცევა თავზე ყველაფერი, ხოლო როდესაც არაფერი არ ხდება მაშინ ხარ ისეთი ბედნიერი გინდა, რომ ეს არასოდეს შეწყდეს. ბედნიერებაა ის რასაც ჩვენ საყვარელ ადამინებს ვუწოდებთ და ეს რაღაც ძალიან კარგ ტანდემს ქმნის.

ლეოსთან უკვე კარგა ხნის გადასახლებულმა ოფისისთვის ყურადღების მიქცევა გადაწყვიტა.
სიმართე რომ ვთქვა ძალიან მოსწონდა ეს ბიზნესვუმენის ტყავში ყოფნა და საკამოდ კარგი უნარების აღმოაჩნდა. ყველაფერთან ერთად ჭკვიანიც იყო და მარტივად უდგებოდა საქმეს.
იმ დღეს უბრალოდ ადგა მოულოდნელად ესტუმრა მამას
ოფისში.
მანაც შეძლებისდაგვარად გააცნო სიტუაცია და ცოტახანს იქ დაყოვნდა.
საკუთარი თავის მდგომარეობისან გამოყვანა უნდოდა ამდაგვარი საქციელით რეალურად.
თუმცა ესეც უჭირდა ვერ იგებდა რა უნდა ექნა.
ყურადღების გადასატანად სახლში დაბრუნებულმა
მისი ძველი სახელოსნო გააღო და მტვრის ბუდე მალე მის პატარა სამხატვრო ოთახად გადააკეთა.
გზად უამრავი ინვენტარი შეიძინა ფუნჯებიდან დაწყებული ზეთი საღებავებით დამთავრებული.
ყველაფერი მწყობრში იყო.
ტანზე გამოიცვალა
და ისეთი ტანისამოსი ჩაიცვა, რომელიც არ დაენანებოდა.
მისი საყვარელი მუსიკა ჩართო jessie j-I am queen. ბევრად უკეთესი გემოვნება ჰქონდა
უბრალოდ ახლა ნოსტალგია მოაწვა.
საღებავები მოამზადა და როდესაც ფუნჯი საღებავში დაასველა ვერ მიხვდა რა უნდა ექნა. რის დახატვას ან შექმნას აპირებდა? თვალები დახუჭა და ფუნჯი მისთვის გაურკვეველი მიმართულებით გაუსვა.
ისე ემსგავსებოდა ეს ხაზების ერთობლიობა ძალიან საყვარელ და ნაცნობ სახეს ლოლიტას სუნთქვა შეეკრა.
ზუსტად ისეთი იყო ტილოზე, როგორიც ლოლიტას ჰყავდა დახატული გულში. მკაცრი თვალებით ამავდროულად ძალიან კეთილი და სევდიანი მზერით, სუფთა სულით და სასტიკი ნაკვთებით. გაწონასწორებული და ლოლიტასთვის საყვარელი.
თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და მტკივნეულად მიიჭირა გულზე ხელი და ღრმად ჩაისუნთქა.
ნახატს ხელი ჰკრა და ოთახიდან გავარდა. ისეთი რთული იყო მისთვის ამ უბედურების წარმოდგენა.
უნდა გასულიყო სადმე, ქუჩაში ამ სადმე სადაც ამ ოთხ კედელს არ დაინახავდა თორემ უკვე სული ეხუთებოდა.
გარეთ გასული ცდილობდა ნაპირზე ეარა რადგან იმდენად დაბინვოდა მზერა როდის რომელი მანქანა გაიტანდა აზრზეც ვერ მოდიოდა და მშველელიც არავინ იქნებოდა.
მხოლოდ ის იყო ამ ქუჩის უკაცრიელ მხარეში სადაც მანქანაც კი სანთლით საძებარი იყო.
ამ ორომტრიალის დაწყების დღიდან აწუხებდა კითქვა თუ რატომ დაიწყეს ეს ყველაფერი და ღირდა თუ არა ბრძოლად? ალბათ სიყვარულისთვის ყოველთვის უნდა იბრძოლოს ადამიანმა და ის რაც მის მხდალ საქციელს მოჰყვა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს თუ დააბრალებდა.
ვერც კი გაიაზრა რა ხმა იყო ეს მაგრამ აშკარაა, რომ ამ ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან.
შეტრიალდა თუ არა გაოცებული მამაკაცი დაინახა მისკენ, რომ
მიდიოდა.
- ქალბატონო კარგად ხართ?- სულ რაღაც ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა მამაკაცი მის გზიდან გადაყვანას ცდილობდა, ლოლიტა კი შეშლილივით აზრზე ვერ მოდიოდა
- უკაცრავად, თუ შეგაშინეთ.
- არა, არ შემშინებია- თავი იმართლა ქალმა - მე არ მეშინია!- თავი ასწია და მამაკაცის თაფლისფერ თვალებს შეხედა.
- რაღაც აღელვებული ჩანხართ, იქნებ სადმე წავსულიყავით?
- უკაცრავად, მეტი საქმე არ გაქვთ?- წარბი ასწია ლოლიტამ
- სიმართლე გითხრათ არა.- გაიცინა უცნობმა- ნუ თქვენთვის მოვიცლი.
- და მე რავიცი იქნებ მანიაკი ხართ და ჩემი შეტყუება გინდათ- ახლა უკვე წარბები შეყარა და ისე ამრეზით შეათვალიერა კაცი- მაგრამ ვის გაუგია დღისით, მზისით ტიპები აუპატიურებნენ ქალებს-ამას უკვე თავისთვის ლაპარაკობდა.
- შერლოკი ცოცხლობს თქვენში- გემრიელად გაიცინა კაცმა და ხელი გაუწოდა ჩამლსართმევად ლოლიტას- მე გუგა ვარ.
- სასიამოვნოა გუგა- თვალები დააწვრილა და თავის ხელიც შეაგებაა- ლოლიტა.
- ლამაზი სახელია
- არის რა.
- შეგიძლია ჩემს მანქანაში მოთავსდე- ლოლიტა მის გამოწვდილ ხელს დაჰყვა და მანქანაში წინა სავარძელი დაიკავა.
- პირველად ხდება ასე, რომ ვიღაცას მანქანაში ვუჯდები- საკუთარ თავზე გაეცინა ქალს და გუგას გადახედა.
- შეგიძლია მშვიდად იყო- მანქანა დაქოქა კაცმა და გაზს ფეხი მიაჭირა-შემიძლია სახლში მიგიყვანო.
- სახლიდან გამოვიქეცი- სასოწარკვეთილმა ამოილაპარაკა ლოლიტამ.
- სხვათაშორის მეც.
- რამე ხდება შენს თავს?
- ძალიან ბევრი რამ, მაგრამ გეტყობა არც ისე კარგად გრძნობ თავს და ჩემი პრობლემებით აღარ დაგამძიმებ.
- როგორი კეთილი ხარ, მე კი ისე მინდა ვიღაც დავამძიმო ვერ წარმოიდგენ.
- ეს ნამიოკი იყო?
- არა, აღიარება იყო.
- თუ გინდა შეგიძლია მითხრა.- მხრები აიჩეჩა კაცმა.
- უცნაურია იცი?- სიცილი აუტყდა ქალს, გუგამ კი გაკვირვებულმა გამოხედა.
- რა არის უცნაური?
- ის რომ ორი წუთის გაცნობილს ასე მექცევი- სიცილი შეწყვიტა და სერიოზული გახდა.
- გეყოფა, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ? უნდა შეგვეძლოს თანადგომა.
- საინტერესოა.
- შეგვიძლია ასე შევხვდეთ ხოლმე და ფსიქოლოგიური თერაპიები ჩავუტაროთ ერთმანეთს- შესთავაზა კაცმა
- ვფიქრობ ამ ბოლო პერიოდში ვერ მოვახერხებ მაგას- მკრთალად გაუცინა და ისევ გზას გახედა.
- რატომ?
- რავიცი უამრავი საქმე მაქვს.
- კარგი, შეგიძლია ჩემი ნომერი გქონდეს და მომმართო ნებისმიერ დროს- თავის ბარათი გაუწოდა კაცმა და ლოლიტამაც ღიმილით გამოართვა.
- მადლობა, ოცნების პრინცო.- გაიცინა ქალმა და ბარათი ჯიბეში ჩაიდო- ახლა კი სახლში დამაბრუნე ასეთ ფორმაში გარეთ ვერგავალ.

* * *
სახლში მისულმა უბრალოდ დივანზე მოთავსდა და მისი საყვარელი ანიმეს ყურება დაიწყო.
"Say I love you" რაღაცნაირი ბავშვური იყო და მოგონებებშიც მალევე ჩაიძირა ღრმად.
როდესაც ტელეფონზე შეტყობინების მოსვლის ხმა გაიგო.
უცხო ნომრიდან შემოსული შეტყოინება გახსნა და წაიკითხა.

"შენ მაინც მეძახი ბნელს,
არადა მინდა ვიყო ბნელი.
ისეთი ბნელი, რომ მოგეცი ხელი.
არადა მოვედი ბნელური შველით."
გაეცინა და ტელეფონი ისევ იგივე მდგომარეობაში დააბრუნა.
იმ საღამოს არსად წასვლას არ აპირებდა.
უბრალოდ ვერ შესძლებდა.
იმ საღამოს უბრალოდ იწვა...

* * *

დილით მზე ახალი ამობრძანებული იყო ცის კაბადონზე, მხიარულად რომ შემოაბიჯა ლელამ და მძინარე ლოლიტას თავზე დაახტა.

- ადექიი ლოო?- ყურში ლელას ჩურჩული გაიგო და გაჭირვებით გადმოტრიალდა მეგობრისკენ.
- მოხვედი?
- არა გზაში ვარ- წერბი ირონიულად ასწია ლელამ და საწოლიდან წამოდგა- აბრძანდი მოემზადე ჯერ გოგოებთან უნდა გავიდეთ და შემდეგ ნიკა გამოგვივლის სპორტის სასახლეში მივდივათ.
- ნიკაა?- გაფართოებული თვალებით წამოხტა ლოლიტა.- მოიცადე ნიკა ჩამოვიდა? ან რა სპორტის სასახლე? გააფრინეთ თქვენ?- ბუზღუნით წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა.
- კიი ჩამოვიდა ერთი კვირის წინ. სხვათაშორის გეცოდინებოდა, რომ წამობრძანებილიყავი ფართიზე.
- კიდევ კარგი არ წამოვედი- მაღლა აღაპყრო ხელეი ლოლიტამ.
- მართლა ლო მალე ქენი.
- მოიცადე ვაჩეს ტურნირზე მივდივართ?
- როგორ მიხვდი?
- მრ ვერ წამოვალ.
- რას ქვია ვერ წამოხვალ?
- ხო, თან იქ თუ ნიკაც იქნება... არ შემიძლია.
- მისმინრ ლოლიტა, ახლა ყველაფერს ნუ ჩაგვაშხამებ, შენი შეცდომების გამოო სხვისი დასჯა უსამართლობაა, მშვენივრადაც წამოხვალ, აწევ მაგ ტრაკს და წამობრძანდები დროა გონს მოეგო- ორი წამის წინ მხიარულ ლელას ღიმილოს ნატამალიც არ ეტყობოდა სახე. ოთახი დატოვა და ლოლიტა დარჩა მოსამზადებლად.
მომზადებულ გოგონებს ნიკუშამ მიაკითხა პირდაპირ სახლის კართან.
არცერთს არ ამოუღია ხმა. იცოდნენ რომ ახსნა განმარტება და თავის მართლებები ორივესთვის ზედმეტი დ არაფრის მომცემი იქნებოდა. რადგან ის რაც მოხდა წარსულს ჩაბარდა და მისი ისევ თავიდანგაღვივება უაზრობა იქნებოდა და იმ შეცდომების თავიდან გამოერება.
სპოეტის სასახლე სავსე იყო ხალხით. ისეთი ხმაური იყო დარბაზი წელვარი, რომ ყოფილიყო უთუოდ გასკდებოდა.
უბრალოდ კედლები ვეღარ იტევდა.
ძლივს გაიკვლიეს გზა და პირდაპიტ რინგის წინ საკუთარ სკამებზე მოთავდნენ.
ერთი სული ჰქონდა ლოლიტას ვაჩეს დანახვის. მაგრამ მოკრივეები თავის დროზე აუცილებლად დაიკავებდნენ ადვილებს საკუთარ კუთხეებში.
მალე მუსიკის ხმაც გაისმა და მარჯვენა კუთხიდსნ კომენტატორის გაცხარებული ხმით აცხადებდა მოკრივის ვინაობას.
ხალმხა ტაშით და მუსიკით გაამხნევა მებძოლი.
ახლა კი ვაჩეს ჯერი დადგა. ნაცრისფერი ჰუდი ეცვა, რომლის კაპიშონი, (არ ვიცი ქართულად რა ჰქვია) თავზე წამოემხდო.
შემოსასვლელ კარიდორში ყვრლა ყვირილით ეგებებოდა. რინგის წინ დამდგარმა კი სწრაფად გაიხადა თავსზემოთ ჰუდი და მისი ლამაზი სხეული გამოაჩინა.
ბრძოლა დაიწყო. ლოლიტას გული ამოვარდნილი ჰქონდა. ვაჩეზე ნერვიულობდა თუ ვაჩე უნდოდა ჯერ ეგ კარგად ვერ გაერკვია.
- გეყოფა ნერვიულობა- ყურში ჩასჩურულა ნენემ და ვისკის ჭიქა მიაწოდა- ეს დალიე და მოგიხსნის.
ლოლიტამ სწრაფად გამოართვა ჭიქა და ერთიანად გადაჰკრა.
ნენე მართალი აღმოჩნდა. ნელნელა მოდუნდაა, მაგრამ ის ცეცხლი მაინც უტრიალებლდა ორგანიზმში.
თუმცა ამ ცეცხლმა ორგანიზმში უჩვეულო გახურება და გაცხელება დაიწყო. უცებ ლოოლირას ეგონა, რომ ვისკის ეს ყლუპი მის მუცელში ცეცხლად გადაიქცა ახლა კი აქეთ იქით დაგორავდა და მასში ყველაფერს ფერფლად აქცევდა.
გულმა ფრიალი დაიწყო და მიხვდა თუ ამ გარმეოს არ დატოვებდა გულო წაუვიდოდა. ამას დაემატა თან ნერვიულობის ფონი და როგორც კი წამოდგა მაშინვე ყველაფერი დატრიალდა და ისევ სკამზე დაენარცხა. გულისრევამ და უჰაერობამ ერად შემოუტია და საბოლოოდ ყველაფერი გაშავდა.



№1 სტუმარი ია

აუ მეპატარავა თავი????????მალე შემომეკითხა მალე დადე რა შემდეგი თავი

 


№2  offline წევრი აზულა

ია
აუ მეპატარავა თავი????????მალე შემომეკითხა მალე დადე რა შემდეგი თავი


ვეცდები მალე დავდო :) <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent