შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ შენთვის.(სრულად)


2-08-2020, 22:32
ავტორი zia-maria
ნანახია 5 038

ჩემო ძვირფასებომომენატრა აქ შემოსვლა და ახალი ისტორიის დადებამდე გადავწყვიტე ძველი და გაახლებული ისტორია დამედო სრულად,ახალი ისტორიით კი მალე დავბრუნდები.


-რომელი საათია.
-ცას შეხედე და მიხვდები,რომ ჯერ ძალიან ადრეა.
-შენ რატომ ადექი ასე ადრე,რამე გაწუხებს?
-არ დამეძინა,შენ წადი დაწექი და მეც მოვალ.
-შენ აქ შენს დარდებს ებრძვი და მე დავწვე,დავიძინო? როგორ ფიქრობ,დამეძინება როცა შენ აქ ხარ?
-არ ვიცი,მეც არ ვიცი რა მინდა.
-წავალ მაგარ ყავას გაგიკეთებ და დამშვიდდები.რამდენიმე წუთში ფინჯნით ხელში მიუახლოვდა ელზა ალექსანდრეს მას კი ჩაეღიმა და თვალები დახუჭა,ჯერ სუნით შეიგრძნო ყავის სიგემრიელე და შემდეგ თავად უგემრიელესი ყავა მოსვა,თითქოს გამოფხიზლდა.ელზა დაელოდა ალექსანდრეს კიდევ რას ეტყოდა,მაგრამ ისევ თავად დაარღვია დუმილი.
-შეგიძლია მითხრა რა გაწუხებს, ხომ იცი რომ მოსმენა შემიძლია და რჩევის მოცემაც.
-არაფერიც არ მაწუხებს,სიცხეა და ვერ ვიძინებ რა არის გაუგებარი ელზა.
-კარგი ნუ ბრაზდები და გეგონოს რომ დაგიჯერე,არა ვერ დამაჯერებ, ვხვდები რომ რაღაც გაწუხებს.
-ელზა წადი და დაიძინე,მეც მალე მოვალ.მკაცრი იყო ალექსანდრეს ხმა და ელზას გაუკვირდა მას ხომ  ჯერ ალექსანდრეს ასე მკაცრად არ დალაპარაკებია ამიტომ  გაეცალა სიტყვის უთქმელად,ალექსანდრეს ჩაეცინა და ღიმილით გააყოლა თვალი ბავშვივით გაბუტულ ელზას,შემდეგ  კი ტელეფონი ამოიღო და ღიმილით თქვა.
-ხვალ ყველაფერი მზად იყოს,სახლში ყველაფერი გამოცვალეთ და სისუფთავით უნდა ბრწყინავდეს.გათიშა და დასაძინებლად წავიდა,ელზა ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა,ალექსიმ გვერდით მიუწვა და ღიმილით უთხრა.
-გამიბრაზდი?
-არა,რატომ უნდა გაგიბრაზდე.
-მაშინ გადმობრუნდი ჩემსკენ.
-მეძინება,უნდა დავიძინო.
-როგორც გინდა.ალექსის მოეჩვენა რომ ელზა ტიროდა,უნდოდა ხელი მოეხვია და გულში ჩაეკრა,მაგრამ გაახსენდა სიურპრიზი და მისკენ გაწეული ხელი ისევ უკან წაიღო.დილით ელზა უხმოდ ადგა,ალექსანდრეს ტანისამოსი მოუმზადა,შემდეგ პატარა აიყვანა ხელში და წინა ღამის გულის ტკენა ბავშვთან ყოფნით გადაფარა.ალექსანდრე კი ადგა,თავი მოიწესრიგა და ელზას მკაცრად  უთხრა.
-მოემზადე, დღეს კომპანიაში მჭირდები.
-ალექსანდრე დამცინი?
-არა,რატომ უნდა დაგცინო?
-გინდა ყველას წინაშე შემარცხვინო?
-რატომ გაქვს ასეთი წარმოსახვა,რომ მე შენი შერცხვენა მინდა,ელზა კარგად ხარ? -კომპანიაში რა უნდა გავაკეთო.გაოცებულმა შეხედა ელზამ და მის თვალებში ალექსანდრემ ცრემლი შენიშნა,მაგრამ მის მტკიცე ხმას შერბილება არ ეტყობოდა.
-გითხარი,რომ დღეს ჩემს გვერდით მჭირდები,რადგან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს.ელზამ ყელში მოწოლილი ცრემლი უკან დააბრუნა და მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა.
-კარგი.მიმავალ ელზას ალექსანდრემ თვალი გააყოლა და იქვე მდგარ საყვარელ სიდედრს მიუბრუნდა და გაუღიმა,ელზამ ძალიან უბრალოდ ჩაიცვა,ასევე უბრალო მაკიაჟი გაიკეთა და დედასთან შევიდა.მერიმ შეხედა შვილს და გაოცებულმა უთხრა.
-ელზა შვილო,საოცრად ლამაზად გამოიყურები.
-ნუ აჭარბებ დედა მე მივდივარ და ბავშვს შენ გიტოვებ,არ მოაშივო და არ აატირო და რამე სასწაული არ გააკეთო.
-შვილო,მეც გავზარდე შვილები. გაუბრაზდა შვილს მერი მაგრამ თავადაც ჩაეღიმა,ელზა კი იქვე მდგარ ალექსანდრეს მიუბრუნდა და ჯერ კიდევ გაბრაზებული ხმით უთხრა.
-წავედით.
-ჯერ შემომხედე.ელზამ შეხედა და იგივე ხმის ტონით უთხრა.
-წავედით,ხომ თქვი მეჩქარებაო.
-ელზა ასეთი უხასიათო უნდა იყო დღეს? მითხარი რა გამოგიკეთებს ხასიათს.
-არ ვიცი და გარდა იმისა,რომ სახლში მალე დავბრუნდე.
-კარგი წავიდეთ,მაგრამ მაგ უხასიათობისათვის პასუხს აგებ ქალბატონო და დაისჯები.
-წინ დაიხედე,კიბეზე ფეხი არ დაგიცდეს.ალექსანდრეს ჩაეცინა,მასთან მოშორებით მდგარ მერის ხელი დაუქნია და კიბეებიც ჩაირბინა,მერიმ მაღლიდან უცქირა შვილს და სიძეს და ჩურჩულით თქვა.
-ჩემმა სიძემ რაღაც ჩაიფიქრა.პატარა ხელში აიყვანა და ბედნიერი ხმით უთხრა.
-დღეს დედას მამიკო სიურპრიზს უწყობს,შემდეგ რაღაც გაახსენდა და ტელეფონზე გადარეკა.
-მერი დეიდა გისმენთ,გჭირდებათ რამე?
-ნიკა შვილო,ალექსანდრე დღეს ელზას სიურპრიზს უწყობს?
-არ ვიცი არაფერი.მერიმ მიხვდა რომ ნიკა სიმართლეს არ ეტყოდა და ცოტა მკაცრად უთხრა.
-ნიკა მომისმინე,ხომ იცი რომ გიცნობ.
-მე ნუ გამრევ მერი დეიდა,მე არაფერი არ ვიცი.
-იცი და მეტყვი კიდეც.
-არ ვიცი,არაფერი არ ვიცი და ვერაფერს ვერ გეტყვი.მერიმ სიმართლე ვერ გაიგო და გაბრაზდა ნიკაზე,ალექსანდრემ კარი გააღო და ელზა გაოცებული უცქერდა ბუშტებით და ყვავილებით მორთულ ეზოს.
-ალექსანდრე ეს რა არის,რას ავღნიშნავთ.
-საყვარელო რა დღეა დღეს?
-დღეს? ღმერთო რა დღეა დღეს.
-დღეს ხომ შენი..................
-დაბადების დღეა,ეს როგორ დამავიწყდა.
-ჩვენი 8 წლიანი ქორწინების შემდეგ,შენ მე ქალიშვილი მაჩუქე,ჩემი მართა და მე უბედნიერესი კაცი ვარ,შენ ანუ თქვენ ორმა გამაბედნიერეთ.ხელი გაუწოდა,მანქანის კარი გაუღო და წინ თავის გვერდით დასვა.ჯერ უმისამართოდ იარა და შემდეგ ერთ უბრალო,პატარა სახლთან გააჩერა რომელიც ეზოს სიღრმეში სიმწვანეში კარგად არც კი ჩანდა.ელზამ ალექსანდრეს გადახედა და გაოცებულმა კითხა.
-სად ვართ,რომელიმე ზღაპრის გმირის სახლში? ეს რეალობაა თუ სიზმარში ვარ,რა სილამაზეა.ალექსანდრეს გაეღიმა,მანქანიდან გადავიდა და ელზას ხელი გაუწოდა რადგან დახმარებოდა მანქანიდან გადმოსვლაში და მანაც მოხდენილად დაადო ხელზე თავისი ნატიფი ხელი და მანქანიდან გადავიდა.ცნობისმოყვარეობა კლავდა ელზას და ალექსანდრეს კიდევ შეეკითხა.
-ვისია ეს სახლი ალექსანდრე.
-ეს სახლი იქნება დღეს ჩვენი ვნებიანი ღამის მოწმე,მხოლოდ ამ სახლის კედლები გაიგონებს ჩემს ჩურჩულს და შენს კვნესას,ჩემი უსასრულო მოფერებით ჩემს სურვილებსაც გაგანდობ.დღეს მინდა ჩემი უსაზღვრო სიყვარული გაგიყო და გათენება ვერ იგრძნო ჩემთან ყოფნით.
-წუხელ შენს გვერდით არ ვიწექი?
-წუხელ გაბუტული ბავშვი იყავი,ძალიან მინდოდა შენი ცრემლიანი თვალები დამეკოცნა,მაგრამ სიურპრიზი ჩამეშლებოდა.
-ნეტავ უშენოდ როგორ ვიცოცხლო,ალბად წლებიც უაზროდ ივლიდნენ ჩემთან ერთად.
-8 წელია ჩემს გვერდით ხარ,მაგრამ თითქოს რაღაც მაკლდა,ვერ მავსებდი და უაზრო იყო ხანდახან ის წუთები როცა შენგან ვიყავი შორს.შენ მე შემავსე,მართა მაჩუქე შევივსე და სრულყოფილი მამაკაცი გავხდი,ამიერიდან ჩვენ ერთად შევხვდებით მზის ამოსვლას.
-ალექსანდრე..................
-გაჩუმდი,როცა ჩემს წინ ხარ და საუბრობ არ ვუსმენ რას ამბობ,მე ვუცქერ შენს ბაგეებს და ისინი შენსკენ მიზიდავენ,ამიტომ ახლავეს მანძილი შევამციროთ და ჩვენ ორი ერთმანეთით დავტკბეთ.ალექსანდრემ პერანგი ნელა-ნელა გაიხადა,ელზამ თავი გადააგდო და ვნებას აყვა,ალექსანდრეც მკერდისკენ დაუყვა და კვნესის ხმაც შემოესმა.ეს კვნესაა ელზას ყელიდან წამოსული რომ აგიჟებს და ავიწყებს ყველაფერს.აირია,აიშალა ვნება და სიმორცხვეც დაივიწყეს,ორი ცეცხლმოკიდებული სხეულიდან ცხელმა ლავამ ამოხეთქა და შეერთდა,როგორც თქვა ალექსანდრემ ვნება მორეული კვნესა აიტაცა სახლის კედლებმა და ალექსანდრეს ჩურჩულიც მოედო კუთხიდან კუთხეს.დაწყნარდნენ,გაოფლილი სხეულები ერთმანეთს მოშორდა და ორივე ღრმად სუნთქავდა.ალექსანდრემ ზემოდან დააჩერდა ელზას და მკერდზე ხელი გადაუსვა,ყელშიც დაუტოვა კოცნა,მაგრამ უეცრად ელზას ხმამ შეაშინა. 
-ხელი,ხელი აიღე მკერდზე მეტკინა ალექს.მწვავე ტკივილი იგრძნო და ტკივილი იმდენად ძლიერი იყო ცრემლიც კი გაჩნდა მის თვალში.
-რა მოგივიდა,ძალიან გატკინე?
-მკერდის არეში მტკივა ძალიან.
-სხვა დროსაც გტკიოდა?
-არა,ახლა ვიგრძენი.ნახე აქ რაღაც სიმაგრეს ვგრძნობ,დაადე ხელი.
-სად,აბა მაჩვენე.ალექსანდრემ მკერდზე დაადო ხელი და ჩურჩულით,ვნებიანი ხმით უთხრა.
-ვგრძნობ და სწორედ ეს ადგილია მე რომ მაგიჟებს.
-ნუ ხუმრობ,მე მართლა გეუბნები.
-მართლა ვიგრძენი და ხვალ წავალთ ექიმთან,გავიგებთ რა არის ეს სიმაგრე აქ ჩემს საყვარელ ადგილზე რატომ ამოყო თავი.ელზამ ალექსანდრეს არ დაელოდა და მეორე დილით ნაცნობ ექიმს მიაკითხა,ექიმმა დაკვირვებით გასინჯა ელზა და უთხრა.
-ჩაიცვი ელზა.
-რას მეტყვი ექიმო,უნდა მეშინოდეს?
-ელზა დამშვიდდი და პანიკაში ნუ ჩავარდები,არის სიმაგრე მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ განუკურნებელია და ცუდია.
-ფიქრობთ,რომ..................
-მე არაფერს არ ვფიქრობ,მაგრამ კარგია რომ შეამჩნიე თუ არა ექიმს მიმართე.ვხედავ ნერვიულობ,ამიტომ მე ჩემი მეგობრის ონკოლოგის ნომერს მოგცემ,ნახე და ის თავად გეტყვის არის თუ არ არის სანერვიულო.ელზამ მის ახლო მეგობარ მონიკას დაურეკა და შეხვედრა თხოვა,მონიკას არმოეწონა ელზას ხმა და საჩქაროდ წავიდა შესახვედრად.
-რა მოხდა,იტირე?
-მონიკა ექიმთან ვიყავი
-ექიმთან? რატომ,რა გჭირს ან რა გითხრა.
-მარჯვენა ძუძუში სიმაგრეს ვგრძნობ.
-მერე? რა გითხრა,ცუდი არისო?
-პირდაპირ არ მითხრა,შეიძლება იყოს ის რისიც გეშინია და შეიძლება არაო.სხვა
ექიმის,ანუ სპეციალისტის ნომერი მომცა და მითხრა აუცილებლად მივიდე მასთან.
-მოიცადე საყვარელო,რომ დარწმუნებულიყავი ამიტომ გაგიშვა სპეციალისტთან.
-მეშინია,მონიკა ძალიან მეშინია.
-წინასწარ ნუ გამოიტირებ შენს თავს,აქ ვართ და ხომ იცი ყოველთვის ყველა შენს გვერდით ვიქნებით.
-კარგი სახლში წავალ და გთხოვ,ჯერ-ჯერობით არავის არაფერი არ უთხრა
-როდემდე გინდა დამალო,სანამ არ წაიქცევი?
-არა,არა ალექსანდრეს ვეტყვი მაგრამ დღეს არა,არ შემიძლია.ელზა წავიდა,  მონიკამ თვალი გააყოლა და ჩურჩულით თქვა.
-არა,არა უფალო ეს შეუძლებელია.ელზა 8 წელი შვილს ელოდებოდა,ახლა დედა გახდა და პატარას დედას ნუ წაართმევ,ელზა კარგად უნდა იყოს.ელზა სახლში ღიმილით შევიდა და პატარა ხელში აიყვანა,მოეფერა და მასთან ერთად დაეძინა,უკვე დაბინდებული იყო რომ გაეღვიძა და ფრთხილად ადგა,პლედი მოიფარა და ბაღში გავიდა,ვერც კი გაიგო როგორ მიუახლოვდა ალექსანდრე რომელმაც მისვლისთანავე ხელი მოხვია და ბაგეები დაუკოცნა,შემდეგ კი ჩურჩულით უთხრა.
-სად მოგზაურობს ჩემი სიყვარული უჩემოდ?
-შენი სიყვარული ახლა იწყებს მოგზაურობას.
-საინტერესოა,მინდა ვიცოდე სად გინდა წასვლა უჩემოდ?
-ალექსანდრე უნდა დაგელაპარაკო.
-ელზა არ მომწონს შენი ხმის ტონი,რა მოხდა საყვარელო, იტირე? ელზას ცრემლი მოერია და თავდახრილმა უთხრა.
-დღეს უშენოდ წავედი ექიმთან.
-ექიმთან? უჩემოდ წადი,რატომ ელზა.
-იმ დღეს საშინელი ტკივილი რომ ვიგრძენი იმ დღემდე არ მიგრძვნია და შემეშინდა,მან კი სხვა ექიმთან გამიშვა,რომ დარწმუნდე სპეციალისტმა უნდა გნახოსო.
-მერე?
-მერე ხვალ უნდა მივიდე მასთან.
-მეც მოვდივარ,ერთად წავალთ და გპირდები ყველაფერი კარგად იქნება.იწვა და თვალები დახუჭული ჰქონდა,მაგრამ არცერთს არ ეძინა,როგორც იქნა ინათა და ადგა,სამზარეულოში გავიდა ყავა მოადუღა და უძილობით გამოწვეული დაღლილობა თითქმის მოიხსნა.ოთახში ავიდა და ელზაც ამდგარი დახვდა,უხმოდ მოიწესრიგა თავი და სახლიდან ისე გავიდნენ არავინ არაფერი არ იცოდა.
-მონიკას დავურეკო?
-არა,ჩვენ წავიდეთ ნუ ვანერვიულებთ.ელზა ექიმთან შევიდა,ალექსანდრე გარეთ ელოდებოდა და ნერვიულობდა,ელზა უარეს დღეში იყო და უეცრად ექიმის სიტყვები დედის ნანინასავეთ ჩაესმა.
-ვერაფერს ვხედავ სანერვიულოს ქალბატონო.
-დარწმუნებული ხართ ექიმო?
-მე დარწმუნევბული ვარ,მაგრამ თქვენ რომ დარწმუნდეთ და დამშვიდდეთ ბიოფსია გავაკეთოთ.ალექსანდრემ ვერ გაუძლო ლოდინს, შეეშინდა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
-ექიმო შეიძლება?
-დაკავებული ვარ.
-ჩემი მეუღლეა, შეიძლება შემოვიდე?
-ააა,მობრძანდით.ღიმილი შეაგება ექიმმა ალექსანდრეს და უთხრა.
-რა ხდება ექიმო,საშიშია რამე?
-თქვენ და თქვენი მეუღლე შეშინებულები ხართ,მაგრამ საშიში არაფერია,თუმცა კარგი იქნება თუ ყველა ანალიზს გავიკეთებთ.პირველი და აუცილებელი ბიოფსიაა
-ექიმო როდის შეიძლება ეს ანალიზი გავაკეთოთ.
-თუ შეგიძლიათ დღესვე. ალექსანდრე არ იმჩნევდა ნერვიულობას,მაგრამ ექიმმა შეატყო და უთხრა.
-ნუ ნერვიულობთ ყველაფერი კარგად იქნება.
-პასუხი როდის იქნება ექიმო.
-8-10 დღე უნდა პასუხს,თქვენი ნომერი დამიტოვეთ და შეგატყობინებთ პასუხი როცა მოვა,მანამდე მეც მიჭირს დაზუსტებით რამე გითხრათ.მთელი რვა დღე დაძაბული იყო ელზა და ალექსანდრე ფიქრობდა რა ცოტა ხანს გასტანა ბედნიერებამ,შიშმა აიტანა და ელზას თვალებში შესცქეროდა,როგორც იქნა ექიმიდან შეტყობინება მიიღო და თავად წავიდა პასუხის გასაგებად,ექიმმა შეხედა თუ არა ალექსანდრეს გაუღიმა და ხელში დაჭერილი კონვერტი აჩვენა.
-უკვე ხელთ მაქვს თქვენი მეუღლის ანალიზის პასუხი.
-ნახეთ? რას მეტყვით ექიმო საიმედოს,საჭიროა წავიყვანო საზღვარგარეთ და იქ ვუმკურნალო?
-ბატონო ალექსანდრე დამშვიდდით,მეც თქვენთან ერთად ვნახავ პასუხს და გეტყვით ყველაფერს.ექიმმა კონვერტი გახსნა,დაკვირვებით წაიკითხა და ალექსანდრეს ღიმილით უთხრა.
-დამშვიდდით,შეგიძლიათ გადაამოწმოთ სადაც ხელი მიგიწვდებათ,თქვენი მეუღლე სრულიად ჯამრთელია. ის არ არის, რისი შიშიც გვქონდა თუმცა მე თავიდანვე გითხარით რომ საშიში არც არაფერი იყო.
-ის სიმაგრე რაც არის და ტკივილს გრძნობს?
-ის არის კისტა რომელიც სხვადასხვა ზომისაა და ზოგიერთი მათგანი იწვევს ტკივილს,ეს ამოიკვეთება და ტკივილიც გაქრება,მაგრამ პირველ ეტაპზე მედიკამენტებით დავიწყებთ მკურნალობას და შესაძლებელია გაქრეს აბების მიღებით.გადაეცით თქვენს მეუღლეს,შეძლებს თუ არა ჩემთან მოვიდეს.
-გადავცემ,შეიძლება წავიდე?
-კი თავისუფალი ხართ.ალექსანდრე სახლში მოწყენილი შევიდა,თვალით ელზა მოძებნა და ვერ დაინახა,იქვე მყოფ მერის შეეკითხა.
-ელზა სად არის.
-თავის ოთახშია შვილო,მოხდა რამე?
-არა,არაფერი წავალ ვნახავ.ალექსანდრემ მერის მხარზე დაადო ხელი და ელზას სანახავად წავიდა,საძინებლის კარი შეაღო და ელზა დაფიქრებული იჯდა,სუნით იგრძნო ალექსანდრეს მიახლოვება შეხედა და გაუღიმა.
-შენ აქ ხარ ჩემს გვერდით და სხვა არავინ არ მაინტერესებს.
-როგორ ხარ საყვარელო.
-არ ვიცი,არ შემიძლია აგიხსნა როგორ ვარ,რას ვგრძნობ და რას განვიცდი.
-ახსნა არაა საჭირო,რადგან ყველაფერს თავად ვხედავ.
-სხვაა როცა შენს წინ ხედავ ნელა ნელა როგორ კვდება ადამიანი,როგორ მიდის შენგან და სულ სხვაა როცა სიკვდილი გიახლოვდება,როცა თავად კვდები,ეს კი არ შეგიძლია თქვა რადგან არ გინდა გული ატკინო სხვას.საშინელებაა ალექსანდრე როცა სიცოცხლის დღეები დათვლილია და იცი სულ მალე აღარ იქნები.
-ექიმთან უნდა წავიდეთ,პასუხები მოვიდა და უნდა ვნახოთ.
-აქვს წასვლას აზრი?
-აქვს აზრი თუ არ აქვს,ჩვენ მაინც წავალთ.
-მე წავალ დილით შენ კომპანიაში წადი.
-მე წაგიყვან დაგტოვებ და რას გეტყვის ექიმი საღამოს მეტყვი.ალექსანდრეს უნდოდა თავად ეთქვა ელზასთვის რომ სანერვიულო არაფერი არ იყო,მაგრამ უნდოდა თავად მოესმინა ექიმიდან ეს სასიხარულო სიახლე და დამშვიდებულიყო.კიდევ ერთი უძილო ღამე ცუდის მოლოდინში და დილით ალექსანდრესთან ერთად გავიდა სახლიდან,შეამჩნია რომ ელზა შიშისაგან ცახცახებდა და თავად მიიყვანა ექიმის კაბინეტთან. უნდა წასულიყო,რომ ელზამ ხელი ჩაჭიდა და აღარ გაუშვა,ალექსიმაც ხელზე ხელი მოუჭირა,ეს იმის გამო რომ იგრძნოს მის გვერდით ვინ დგას,რომ შეუძლია მის მხარს ბოლომდე დაეყრდნოს და მისგან
მხარდაჭერა იგრძნოს.ელზამ კარი შეაღო და ექიმმა ღიმილით შეხედა.
-ელზა მოხვედი? თქვენც აქ ხართ,ბატონო ალექსანდრე................
-მარტო არ გამოვუშვი,მეც მინდოდა ვყოფილიყავი მის გვერდით.ექიმი მიხვდა ალექსანდრეს ჩანაფიქრს და გაუღიმა,ალექსანდრემაც თვალი ჩაუკრა და ექიმმაც ელზას შეუმჩნევლად თავი დაუქნია.
-შემეძლო ტელეფონშიდაც მეთქვა ჩემი სათქმელი,მაგრამ...............
-ძალიან ცუდი პასუხებია?
-არა,მინდა გითხრა რომ წინ ჯერ კიდევ ძალიან დიდი და გრძელი გზა გაქვს გასავლელი.
-ეს რას ნიშნავს ექიმო,ვერ გავიგე.
-ელზა მომისმინე,ნუ ნერვიულობ თქვენს ჯამრთელობას საფრთხე არ ემუქრება.თქვენს მკერდში თავი იჩინა ძუძუს ჯირყვალმა,სიმაგრეც არის მაგრამ ეს ექვემდებარება მკურნალობას.თქვენ ძალიან ადრე მიმართეთ ექიმს,სხვაგვარად შესაძლებელი იყო გვეფიქრა ცუდზე.სიმართლეს ვერ გავექცევით,თქვენ გაქვთ ,,ძუძუს კიბო'' მაგრამ კეთილთვისებიანი და ექვემდებარება მკურნალობას,სასიხარულო კი ეს არის.
-დიაგნოზი რა არის ექიმო.
-დიაგნოზი არის სიმსივნე,მაგრამ კეთილთვისებიანი.დღესვე დავიწყებთ მკურნალობას,მიიღებთ რეგულარულად წამლებს და შემდეგ ისევ გავიკეთებთ ტომოგრაფიას,მასთან ერთად სხვა ანალიზებსაც რადგან დავრწმუნდეთ რომ სიმსივნე საბოლოოდ გაქრა თქვენი ორგანიზმიდან.ელზამ ალექსანდრეს შეხედა და აკანკალებული ხმით უთხრა.
-ალექსანდრე.................
-ყოველთვის გახსოვდეს რომ შენს გვერდით ვარ,შენ თუ მეტყვი მე თანახმა ვარ წავიდეთ გერმანიაში,ამერიკაში,თურქეთში.სადაც შენ მეტყვი,მხოლოდ შენ დამშვიდდი და დარწმუნდი რომ საშიში არაფერი არ გაქვს.
-ძალიან კარგს იზამთ თუ თურქეთში წახვალთ და გადაამოწმებთ.
-თქვენ,ექიმო თქვენ არ...................
-ეს ყველაზე ბოლოს იფიქრეთ,ელზა თქვენ ვალდებული ხართ თქვენს ჯამრთელობაზე იფიქროთ.ექიმიდან წამოსულმა ნიკას და მონიკას დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა,ყველასთვის მოულოდნელი იყო ალექსანდრეს თურქეთში გამგზავრება ელზასთან ერთად,მაგრამ სიმართლე თქვა.
-ელზას ჯამრთელობის გადასამოწმებლად ეს აუცილებელია.
-რა ჭირს ჩემს შვილს.იკითხა მერიმ და ცრემლით აევსო თვალები.
-საშიში არაფერია,მაგრამ გამოკვლევას ჩაუტარებენ და უფრო მშვიდად ვიქნებით ყველა.სიჩუმეს მერის ჩუმი ქვითინი არღვევდა,წასვლის წინ მერიმ გულში ჩაიკრა შვილი და ცრემლნარევი ხმით უთხრა.
-ჩვენ, მე და მართა დაგელოდებით,მე მჯერა შენ ჯამრთელი დაბრუნდები და ერთად გავზრდით ჩვენს პატარას შვილო.
-ბავშვს გაბარებ სხვა არაფერი არ გევალება,იცოდე მართა უნდა ვიცნო რომ დავბრუნდები.ელზას სიტყვებზე ალექსანდრეს გაეცინა და მერის თავადაც გაუღიმა.თურქეთში ჩავიდნენ და სასტუმროში დაბინავდნენ,მეორე დღეს ექიმთან მივიდნენ.ექიმმა საქართველოში ჩატარებული ყველა ანალიზი
ყურადღებით დაათვალიერა,იგივე ანალიზები გაიმეორეს თავიდან და ექიმმა ღრმად ამოისუნთქა ალექსანდრეს შეხედა და უთხრა.
-ვერ გავიგე,თქვენ სამკურნალოდ ჩამოდით თურქეთში თუ შვებულების დღეების გატარება გინდათ ჩვენს მხარეში.ქალბატონო ელზა თქვენი ანალიზები საშიში არ არის,თქვენ ხართ ჩვეულებრივი ადამიანი ვისაც შეუძლია უფლის მიერ ბოძებული სიცოცხლით იცხოვროს,მაგრამ არ შემიძლია არ შეგაქოთ ყოჩაღ,რომ ჯამრთელობას ასეთი დიდი ყურადღება მიაქციეთ.მე მხოლოდ ის დამრჩა რომ ბედნიერება გისურვოთ,თქვენ სრულიად ჯამრთელი ხართ.ორივემ ბედნიერი ღიმილით დატოვეს ექიმის კაბინეტი და რამდენიმე დღე თავიანთ თავს მიუძღვნეს,მათი სიხარულით კი ყველა გახარებული იყო.
-რადგან ყველაფერი კარგად არის,მოდი რამოდენიმე დღე ჩვენს თავს მივუძღვნათ ვინ იცის როდის მივიცლით კიდევ ერთმანეთისთვის.რას იტყვი,თანახმა ხარ?
-კარგი,თანახმა ვარ ალექსანდრე.
-მე ხშირად დავდიოდი თურქეთში და მოდი ჩემს საყვარელ ადგილებს გაჩვენებ და ჩემს საყვარელ კაფეშიც შეგიყვან. მოულოდნელად ალექსანდრემ ელზას ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა.
-შემეშინდა,ძალიან შემეშინდა რომ დაგკარგავდი და ვეღარასოდეს ვეღარ გნახავდი.
-დაწყნარდი,მთავარია ყველაფერმა კარგად ჩაიარა და წინ კიდევ ბევრი ბედნიერი წლები ერთად ვიქნებით,ერთმანეთის გვერდით.
-გუშინ რომ ვიყავით იმ ადგილზე მინდა კიდევ ერთხელ წამიყვანო ძალიან მომეწონა.
-სანაპიროზე?
-ჰო სანაპიროზე,დავინახე იქ ერთი პატარა ბიჭი ხელით ნაკეთებ სამკაულებს ყიდდა,ძალიან მომეწონა და მინდა ვიყიდო.
-გასაგებია,გინდა ახლავეს წავიდეთ?
-მართლა გინდა ახლავეს წავიდეთ,არ დაიღალე?
-შენთან როცა ვარ,განა ვგრძნობ დაღლას?
-წავიდეთ,თან საღამოა და სასიამოვნოა ფეხით გავლა.ხელი-ხელ გადახვეულები მიდიოდნენ და იმ სანაპიროზეც მივიდნენ.
-აბა სად ხედავ აქ პატარა ბიჭს? ელზამ თვალი მოავლო იმ ადგილს სადაც ბიჭი დაინახა, უეცრად სახე გაუნათდა და ღიმილმა გაუპო ბაგე.
-ვხედავ,აი იქ არის.ორივე ღიმილით მიუახლოვდა ბიჭს და ერთი სამკაული დიდი სიფრთხილით აიღო ხელში დააკვირდა და შემდეგ ბიჭუნას მიუბრუნდა.
-ავიღებ ამ სამკაულს ძალიან მომწონს,რა ღირს?
-30 ლირა ქალბატონო.
-ალექს მე მსხვილი კუპიურა მაქვს,გაქვს დაშლილი ფული?
-რამდენი უნდა მივცე.
-30 ლირა, მაგრამ ნახე მთელი დღე აქ დგას,შენ 40 ლირა მიეცი.ალექსანდრემ ფული გადაიხადა,ელზამ სამკაული გაიკეთა და ღიმილით დაიწყო სხვა სამკაულების დათვალიერება,ალექსანდრე ღიმილით უცქერდა საყვარელ ქალს,რომ მისმა ტელეფონმა შეახსენა თავი.
-გისმენ პაატა.
-მისმენ? მითხარი როგორ ხართ, ნიკამ მითხრა ყველაფერი და ვინერვიულე.
-ყველაფერი კარგადაა მადლობა უფალს.
-დაბრუნებით მალე თუ გადაიფიქრე.
-გადავიფიქრე,რადგან ყველაფერი კარგად არის კიდევ რამდენიმე დღე გავჩერდებით,მინდა გავიხსენო რომ პირადი ცხოვრებაც მაქვს ჩემი კომპანიის გარდა.
-კარგი,კარგი კარგად დაისვენეთ და ელზა მომიკითხე.
-მეც მომიკითხე ოჯახი პაატა. ალექსანდრემ ტელეფონი გათიშა, შემობრუნდა და ელზა ვეღარ დაინახა.შეშფოთდა,მაგრამ დაელოდა და როცა ელზა აღარ გამოჩნდა  შეშინებულმა მისი ძებნა დაიწყო.ყველას ეკითხებოდა,ელზას შესახებ და ფოტოს აჩვენებდა, მაგრამ ელზას კვალს ვერსად ვერ მიაგნო,ბოლოს დაღლილმა ისევ იმ ბიჭუნასთან მივიდა და შეეკითხა.
-მიცანი?
-კი გიცანით,თქვენ ხომ სამკაული იყიდეთ ჩემგან.
-მე რომ ქალბატონი მახლდა,იმ ქალბატონს შეხედე საით წავიდა?
-თქვენ რომ საუბრობდით აქ მოვიდა,მაგრამ შემდეგ იმ გზით წავიდა.ალექსანდრემ ბიჭუნას ნაჩვენებ გზას გახედა და თავადაც იმ გზაზე გაიარა,რამოდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ სწორედ ის სამკაული ნახა ქვაფენილზე დაგდებული რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ იყიდა ელზამ.ალექსანდრემ სამკაული აიღო და  არც დაფიქრდა პოლიციაში წავიდა,მან  ანერვიულებულმა პროკურორთან მოითხოვა შეხვედრა.
-პროკურორს შეხვედრა აქვს, უნდა დაელოდოთ.
-დაველოდები.თქვა ალექსანდრემ და ნერვიულად დაიწყო სიარული,ყველას ყურადღება მიიქცია, როგორც იქნა პროკურორიც განთავისუფლდა და ალექსანდრე მის წინ იჯდა,ნერვიულად ყვებოდა რაც შეემთხვა.
-ვერ დაგეხმარებით.
-რატომ? გაოცებულმა შეხედა პროკურორს ალექსანდრემ.
-მეგობარო ვიცი რომ ძალიან გიჭირთ,მაგრამ 48 საათი უნდა გავიდეს მისი დაკარგვიდან,მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ჩავერიოთ და ძებნა დავიწყოთ თქვენი მეუღლის.
-48 საათი როგორ მოვიცადო პროკურორო,ეს ხომ დიდი დროა.
-უნდა მოითმინოთ,დაელოდოთ და მე გირჩევდით თქვენს საელჩოს მიმართოთ,იქ შეგიძლიათ განაცხადოთ თქვენი ტკივილის შესახებ,ვალდებულია თქვენმა საელჩომ გაიგოს თავიანთი ქვეყნის მოქალაქის დაკარგვა,ეს ყელსაბამი ნამდვილად თქვენს მეუღლეს ეკუთნის?
-კი მისია, ეს ჩემს ელზას ეკუთნის. მისი გაუჩინარებამდე რამდენიმე წუთით ადრე ვუყიდე,მე კი ქვაფენილზე დაგდებული ვიპოვე.პროკურორი ჩაფიქრდა და ყელსაბამს აკვირდებოდა და ალექსანდრეს შეხედა.
-რას ფიქრობთ პროკურორო,მე მზად ვარ მოგისმინოთ.
-არ დაგიფარავთ და პირდაპირ გეტყვით,იმ ადგილზე ძალიან ხშირად იკარგება ახალგაზრდა ქალები,ვფიქრობ შესაძლებელია თქვენი მეუღლე ეგონათ ტურისტი იყო და  გაიტაცეს.
-გაიტაცეს?
-დიახ,შესაძლებელია გატაცებასთან გვქონდეს საქმე.
-გატაცებასთან? თქვენ გინდათ მითხრათ ჩემი მეუღლე გაიტაცეს?
-თუ თავის ნებით არ გაჰყვა ვინმე მამაკაცს,უნდა ვივარაუდოთ რომ ეს გატაცებაა და მისი პოვნა გაგვიჭირდება.
-არა,არა ელზა თავის ნებით არავის არ გაჰყვებოდა,ეს შეუძლებელია.
-48 საათი გავიდეს და იმედია გავარკვევთ და ვიპოვით.უიმედოდ დატოვა პროკურორის კაბინეტი და გეზი პირდაპირ საქართველოს საელჩოსკენ აიღო,შევიდა თუ არა შენობაში,ალექსანდრეს ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა.
-თქვენ ხართ ალექსანდრე აბაშიძე?
-დიახ მე ვარ,თქვენ საიდან იცით ჩემი ვინაობა.
-ჩვენ პოლიცია დაგვიკავშირდა და გვითხრა რაც შეგემთხვათ,მეუღლის ფოტო თან გაქვთ?
-დიახ აქ მაქვს.
-წამობრძანდით მაღლა ავიდეთ,მე ზურა ემირიძე ვარ და გპირდებით ყველაფერს გავაკეთებთ რაც კი ჩვენზე არის დამოკიდებული.
-პოლიციის გარეშე შეუძლებელია რამე კვალს მივაგნოთ.თქვა ალექსანდრემ და ზურას შეხედა.
-ჩვენ შევხვდით პოლიციას და ვისაუბრეთ,ველოდებით 48 საათი გავიდეს და ერთად ვიმოქმედებთ.ახლა მხოლოდ რაც შემიძლია,ხვალიდან ყველა გაზეთის პირველ გვერძე იყოს დაკარგულის ფოტო,როგორც პოლიციამ მითხრა და ისინიც ვარაუდობენ რომ ადამიანის გატაცებასთან გვაქვს საქმე.
-მეც ასე ვფიქრობ,ყელსაბამიც ქვაფენილზე დაგდებული ვიპოვე,ელზამ ეს ყელსაბამი დაკარგვამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე იყიდა.
-შესაძლებელია ფულის გამო გაიტაცეს,თქვენ ხომ ბიზნესმენი ხართ იქნებ მტერი გყავთ და მტერმა შანსი არ გაუშვა ხელიდან.
-არა,არა შეუძლებელია.შეიძლება გაქურდეს და მოულოდნელად ცუდი რამ მოხდა და სადმე დატოვეს გულწასული?
-თუ ასეა მალე ვიპოვით,მაგრამ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში.
-გისმენ მითხარი.
-შესაძლებელია ეს ყველაფერი დადგმული იყოს და იქნებ თავისი ნებით გაყვა სხვა მამაკაცს?
-არა,არა ეს შეუძლებელია.ეს პოლიციელმაც მითხრა,მაგრამ შეუძლებელია ელზა არასოდეს მომექცევა ასე მტკივნეულად,მე მას ვიცნობ და ვგრძნობ,რომ მას რაღაც უჭირს.ჩვენ 8 წელია დაქორწინებულები ვართ და შვილი ახლახანს შეგვეძინა, ბედნიერი ოჯახი გვაქვს.
-მომისმინეთ....................
-თქვენ მომისმინეთ,ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ გასართობად,ჩვენ ექიმთან ჩამოვედით.
-გასაგებია.
-ნუ გამოიტანთ წინასწარ დასკვნებს ისე რომ ჯერ არ გაიგოთ რა როგორ მოხდა,შეიძლება გქონდათ უამრავი მსგავსი შემთხვევა,არაფერია გამორიცხული,მაგრამ ელზას ვგრძნობ უჭირს,მას დახმარება ჭირდება და ყველაზე ცუდი ის არის რომ არ შემიძლია დავეხმარო.
-თუ არ დამშვიდდებით გაგიჭირდებათ იფიქროთ ლოგიკურად.
-გთხოვთ,იღონეთ რამე და მაპოვნინეთ ჩემი მეუღლე ცოცხალი და უვნებელი.
-ყველაფერს გავაკეთებთ რომ ვიპოვოთ. ალექსანდრე სასტუმროში დაბრუნდა,მთელი დღის უჭმელობისგან მას თავბრუ დაეხვა და თავის ნომერში უგონოდ დაეცა,რამდენიმე საათის შემდეგ თვალი გაახილა და ბუნდოვნად დაინახა მის საწოლთან მდგარი ზურა რომელსაც გაოცებულმა შეხედა და ჩახლეჩილი ხმით უთხრა.
-სად ვარ,ან შენ აქ რას აკეთებ.
-საავადმყოფოში ხარ,გულწასული გნახეთ და მოგიყვანეთ,ნერვიულობისგან მაღალი სიცხე გაქვს,უჭმელობისგან კი დასუსტებული ხარ მეგობარო.
-რამდენი საათია რაც აქ ვარ.
-გუშინ საღამოს მერე აქ ხარ,ჯერ ისევ სუსტად ხარ და უნდა დაიძინო.სადაცაა გათენდება,ძლიერი დამამშვიდებელი გაგიკეთეს რადგან ძილში ძალები აღიდგინო.ალექსანდრემ ვერც გაიგო ბოლომდე რა უთხრა ზურამ რადგან დაეძინა და მშვიდად სუნთქავდა,დილით ყველა გაზეთის პირველ გვერდს ელზას ფოტო ამშვენებდა,ელზა კი ერთ ბნელ ოთახში იწვა სახე დალურჯებული და სიცხისგან იწვოდა,თვალი გაახილა და ძლივს გასაგონი სუსტი ხმით იკითხა.
-სად ვარ,ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა.
-დამშვიდდი აქ ვერავინ შეგეხება.ელზამ სისუსტისგან თვალები დახუჭა და ჩაეძინა, უცნობმა ელზას ჩანთა აიღო ოთახიდან გავიდა და მისი ნივთები ერთ დიდ სკივრში ჩაკეტა,შემდეგ კი ისევ ელზასთან შევიდა და დარწმუნდა რომ ძინავდა.ალექსანდრემ დილით გაიღვიძა და თავი უკეთესად იგრძნო,ზურა ისევ იქ იყო არ მოცილდა და გაკვირვებულმა უთხრა.
-ისევ აქ ხარ არ წასულხარ?
-ვერ დაგტოვე,მარტო ხარ და ვერ მიგატოვებდი.
-მადლობა,იმედი მაქვს გადავიხდი ამ სიკეთეს.ალექსანდრემ შეხედა ზურას და მიხვდა რომ მას რაღაც აწუხებდა.
-ზურა რა მოხდა,არის რამე სიახლე?
-ალექსანდრე არის სიახლე,მაგრამ...........
-თქვი,რაც არ უნდა იყოს თქვი.
-ცუდი ამბავი გვაქვს.
-რა მოხდა,თქვი კვალს მიაგენით?
-პოლიცია დაგვიკავშირდა,ნაპოვნია ქალის გვამი.
-სად,რა მდგომარეობაშია.
-მოხდა ავტო საგზაო შემთხვევა,ჯიპს ცეცხლი წაეკიდა და გამვლელბმა შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა,მაგრამ შიგნით მყოფი ვერ გადაარჩინეს,ის დაიწვა ცოცხლად.
-ფიქრობ რომ ის ქალი ჩემი ელზა არის?
-გამორიცხული არაფერია.
-უნდა ვნახო,უნდა შევხედო.ალექსანდრე გვამის ამოსაცნობად წაიყვანეს და აკანკალებული შევიდა მორგში,შეხედა თუ არა ერთიანად დანახშირებულ გვამს,თქვა.
-არა,ეს არ არის ჩემი ელზა.
-ანალიზებმა აჩვენა,ის 35 წლის არის და ასაკით თქვენს მეუღლეს ედარება.
-არა,არა შეუძლებელია ელზას ბეჭედი ეკეთა.
-ყველაფერი ვიფიქრეთ,პოლიციამ დაადგინა რომ თქვენი მეუღლე ჯერ გაიტაცეს და შემდეგ გაქურდეს წინააღმდეგობის მიზნით,მათ მოახდინეს ეს ავტო საგზაო შემთხვევა და მხოლოდ უგრძნობად მყოფი ქალი დატოვეს მანქანაში მარტო,სხვები კი გაიქცნენ ის კი მანქანასთან ერთად დაიწვა.
-რაც გინდათ ის თქვით,რაც გინდათ ის სცენარი შეადგინეთ,ჩემი მეუღლე იქ არ წევს,ეს თქვენ გინდათ ასე იყოს რადგან  დაასრულოთ ძებნა და საქმეც დახუროთ,მაგრამ მე გავაგრძელებ მის ძებნას და ვიპოვი მას.
   
ბედნიეი წუთები ალექსანდრესათვის სულ რამდენიმე წამში ტკივილად იქცა,ტკივილი რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ატაროს.
-როგორც არასდროს,ჩემს ცხოვრებაში ახლა მინდა ვიტირო.მხოლოდ ეს იყო ჩვენი ბედნიერი ცხოვრება,მხოლოდ 8 წელი? უშენოდ რა გავაკეთო,უშენოდ არ ვიცი ცხოვრება როგორ გავატარო,როგორ ვიცხოვრო, როგორ ვიცოცხლო და სიცოცხლე უშენოდ როგორ გავაგრძელო.ერთ წამში გაქრი ჩემი თვალთა-ხედვიდან და ეს ყველაფერი ღამეულ
კოშმარს დაემსგავსა,გაქრი ისე ელზა რომ არანაირი კვალი არ დატოვე და თითქოს არც ყოფილხარ არასოდეს ჩემს გვერდით.გულზე ხელს ვიდებ და მისი სუსტი ფეთქვით ვგრძნობ რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.არ ვიცი რა ვუთხრა მერის და რა ვუთხრა მართას უფალო შემიცოდე და მიჩვენე გზა სად ვეძებო ჩემი ქალი,ჩემი ელზა.ალექსანდრე საელჩოდან პოლიციაში,პოლიციიდან საელჩოში ტკეპნიდა გზას,ელზა კი ერთ ბნელ ოთახში ჩაკეტილი სიცხისგან იწვოდა და ბორგავდა გაურკვეველ სიტყვებს,მხოლოდ მესამე დღეს გაახილა თვალი და მის საწოლთან ჩაძინებულ უცნობ მამაკაცს შეხედა.ამოუცნობი გამოხედვა ჰქონდა ელზას მამაკაცმა იგრძნო ელზას გაღვიძება,თვალი გაახილა და
ელზას გაუღიმა,მაგრამ თვალი აარიდა და ოთახიდანაც გავიდა,რამდენიმე წუთში ჭიქით ხელში დაბრუნდა და საოცრად დახვეწილი ხმით უთხრა.
-წყალი მოგიტანე,მესამე დღეა წყალიც არ დაგილევია.მოეხმარა,თავი წამოუწია და თავისივე ხელით შეასვა ჭიქიდან წყალი,ჭიქა იქვე საწოლთან მდგარ ტუმბოზე დადგა და ოთახიდან გავიდა.ელზამ შეეცადა ადგომას და ადგა კიდეც,თავზე ხელი მოიკიდა რადგან იფიქრა ასე თავბრუხვევას შეაჩერებდა,მაგრამ სადაც იყო წაიქცეოდა და ისევ საწოლზე ჩამოჯდა.
-არ უნდა ამდგარიყავი,ჯერ კიდევ სუსტად ხარ თან სამი დღის მშიერი,წავალ რამეს მოგიმზადებ და ცოტა ძალაზეც მოხვალ.
-არა,არ წახვიდეთ.მამაკაცმა გაოცებულმა შეხედა ელზას და უთხრა.
-არ წავიდე?
-არ წახვიდეთ,მითხარით სად ვარ და რა დამემართა.
-მე გადაგარჩინე,სასეირნოდ ვიყავით გასულები და თავს დაგვესხნენ,ჩვენს გაქურდვას შეეცადნენ,მაგრამ გავუმკლავდი და გაიქცნენ.
-სად,სად მოხდა ეს თავდასხმა.
-სანაპიროზე.
-სანაპიროზე? სად,რომელ სანაპიროზე.
-არ გახსოვს? სახე დალურჯებული გქონდა დარტყმისგან,მაგრამ საფენები გადე და გაიარა უკვე სილურჯემ სულ ცოტა არის დარჩენილი,ესეც გაივლის.
-მე რატომ არაფერი არ მახსოვს.
-ალბად ეს შოკის ბრალია,ჯერ კიდევ შოკში ხარ მომხდარით.
-ტყუილს ამბობ,ეს ყველაფერი ტყუილია.უთხრა ელზამ და ფეხზე წამოდგა,მაგრამ სისუსტისგან ძალა არ ჰქონდა და უცნობი მამაკაცის მკლავებში ჩავარდა.მამაკაცმა ხელი მოხვია,თვალებში ჩახედა და შეეკითხა.
-გახსოვს რა გქვია,შენი სახელი გახსოვს? ელზა დაფიქრდა და გაოცებულმა თქვა.
-არა,არ მახსოვს. არ ვიცი ვინ ვარ, რა მქვია.მამაკაცმა საწოლზე დასვა ელზა და თავადაც გვერდით მიუჯდა.
-დაწყნარდი,ეს შოკის ბრალია.იქნებ შეძლო და გაიხსენო ათი დღის უკან ვინ იყავი,როგორი ცხოვრებით ცხოვრობდი.ელზა დაფიქრდა და ვერაფერი გაიხსენა,უცნობ მამაკაცს შეხედა და ტირილით თქვა.
-არა,არ მახსოვს,ვერაფერს ვერ ვიხსენებ.თქვენ? ვინ ხართ თქვენ,აქ რატომ ხართ.
-საყვარელო დამშვიდდი, მე შენი ქმარი ვარ. აქ ჩვენი სახლია, ჩვენი ბუდე და შენ კი ჩემი სოფია ხარ.
-საყვარელო? ჩვენ მართლა ცოლ-ქმარი ვართ?
-ჩვენ 10 წლის უკან დავქორწინდით,ნელა ნელა გაგახსენდება ყველაფერი.
-ბავშვები? შვილები არ გვყავს?
-სამწუხაროდ არა,ეს ჩემი პრობლემაა და არა შენი,მაგრამ ჩვენ ასედაც ბედნიერები ვართ.ალექსანდრემ სამი დღის განმავლობაში ვერაფერ კვალს ვერ მიაგნო,ბარგი შეკრა და თბილიში დაბრუნდა,მაგრამ არ მივიდა პირდაპირ სახლში,არ უნდოდა იმ სახლში შესვლა სადაც ელზასთან ერთად ბედნიერი დღეები ახსოვდა  და სასტუმროში დაბინავდა,შემდეგ მის ბავშვობის მეგობარს და პარტნიორს  თომას დაურეკა.
-გისმენ ალექსანდრე გადაწყვიტე წამოხვიდე, დაგხვდე?
-თომა არავის არაფერი არ უთხრა,ჩვენს კაფეში მოდი.
-რა გჭირს,რა ხმა გაქვს ალექსანდრე რამე მოხდა?
-მოდი სასწრაფოდ გელოდები.თომას უცნაურად მოეჩვენა ალექსანდრეს ზარიც და ხმაც.
-ეს ხომ ქართული ნომერია,ის ჩამოვიდა მაგრამ რა მოხდა.საჩქაროდ დატოვა თავისი კაბინეტი და ალექსანდრეს სანახავად წავიდა,შეხედა დაღონებულ ალექსანდრეს და მის მახსოვრობას არ ახსოვდა ის ასეთი მოუწესრიგებელი და განადგურებული ალექსანდრე.
-ღმერთო რაღაც მოხდა,რაღაც მნიშვნელოვანი.მიუახლოვდა მხარზე ხელი დაადო,მის წინ დაჯდა და ალექსანდრეს შეხედა.
-ალექსანდრე რა მოხდა მეგობარო,ელზა სად არის. ალექსანდრემ თომას შეხედა და უთხრა.
-არ ვიცი.
-როგორ თუ არ იცი.
-არ ვიცი,თომა ელზა გაქრა
-როგორ თუ გაქრა,სად გაქრა რას ამბობ მარტო რატომ დაბრუნდი.
-ასე უბრალოდ გაქრა,სამი დღეა ელზას კვალს ვერ მივაგენით,მას პოლიციაც ეძებს და საელჩოც.
-დაუჯერებელია,ელზას წლებია ვიცნობ და არ შემიძლია მასზე ცუდი ვთქვა,დარწმუნებით შემიძლია ვთქვა როგორ თავდავიწყებით უყვარხარ,რა მოხდა იქ წასვლით ან რა შეიცვალა თქვენს შორის.
-არ ვიცი,ვცდილობ ახსნა მოვუძებნო ამ ყველაფერს და მის გაუჩინარებას,მაგრამ ვერანაირი აზრი ვერ გამოვიტანე.
-მესროლე ხმას არ ამოვიღებ,რადგან ვერ დავიჯერებ რომ ელზამ შენ შეგნებულად და გააზრებულად მიგატოვა იმ უცხო მხარეში და გაუჩინარდა.არა,არა,არა ის არ მოიქცეოდა ასე აუხსნელად,ასე უთქმელად.მეც ვცდილობ ავხსნა მისი გაუჩინარება.ალექსანდრე იქნებ მართლა იმ ავტო-საგზაო შემთხვევაზე რომ თქვი,იქნებ შენ ვერ იცანი დამწვარი სხეული და ის ელზა იყო?
-არა,დარწმუნებული ვარ თომა ის არ არის ჩემი ელზა.თომა,ელზა ცოცხალია და მას უჭირს,ის გასაჭირშია და მე ვერ ვშველი.დამიბრუნდი,ელზა დამიბრუნდი სად ხარ საყვარელო,მხოლოდ შენთვის ფეთქავს ჩემი გული,მხოლოდ შენთვის შემიძლია ვიცოცხლო. 
ცრემლში გათენებული სამი ღამე,დრო სწრაფად გადის და ტკივილიც იზრდება,ტკივილთან ერთად სუნთქვა უჭირს,უნდა გაიხსენოს ვინ იყო რამდენიმე დღის წინ,მაგრამ ვერ იხსენებს რა დაემართა, რა მოხდა.ნელა,ფრთხილად დააბიჯებს ნაირფერად აყვავებულ ბაღში,ვარდები მისი სუსტი წერტილია,მაგრამ ახლა არ ახარებს ვარდების შეხედვა,რადგან ვერანაირ მოგონებას ვერ იხსენებს.
-ვერაფერს ვერ ვიხსენებ,რა მჭირს.მინდა ვიცოდე ვინ ვარ,რა დამემართა,მითხარი გთხოვ.მითხარი რომ შენ ექიმი ხარ და ჩემი ქმარი ხარ,როგორ შეიძლება ადამიანს საკუთარი ქმარი დაგავიწყდეს.
-მე შენი ქმარი ვარ სოფია.უთხრა მამაკაცმა ელზას და ხელი მოხვია,მაგრამ ელზამ ორი ნაბიჯით უკან დაიხია,თვალებში ჩახედა მის წინ მდგარ მამაკაცს და უთხრა.
-არა,რაღაც სხვა ხდება ჩემს თავს,დარწმუნებული ვარ შენ არ ხარ ჩემი ქმარი ასეთი ცივი ადამიანი შეუძლებელია ჩემი ქმარი იყო.
-შეშინებული ხარ,მაგრამ მალე გადაგიარს შიში და მიხვდები რომ მე არ ვტყუი,ჩვენ ვიქორწინეთ სოფია ათი წლის უკან და ათი წელია ერთად ვცხოვრობთ.
-არა,ასე ცარიელი არ უნდა იყოს ჩემი თავი რაღაც კონა უნდა ჰქონდეს შემორჩენილი ჩემს მეხსიერებას,მაგრამ არაფერია, ცარიელია მეხსიერების ბარათი.

-ახლა რას აპირებ.
-სახლში უნდა მივიდე.
-გინდა წამოგყვე,მარტო წახვალ?
-არა,წავალ,მერის უნდა ავუხსნა რაც მოხდა და უნდა დავფიქრდე.
-თუ რამე დაგჭირდეს,დროს არ შეხედო ალექსანდრე დამირეკე და შენთან გავჩნდები.
-მადლობა თომა მეგობარო.ალექსანდრე წავიდა და ფრთხილად შეაღო სახლის კარები,ეგონა შეუმჩნევლად შევიდოდა,მაგრამ მისი თვალები მერის თვალებს შეეჩეხა და თითქოს ადგილზე გაიყინა,დაიბნა და მერის მდუმარედ უყურებდა.
-ალექსანდრე? ჯერ არ გელოდით შვილო ელზა სად არის.
-მერი უნდა ვილაპარაკოთ და  გთხოვ ყურადღებით მომისმინე.
-რა მოხდა,ჩემი შვილი სად არის, ალექსანდრე მარტო რატომ დაბრუნდი.
-გთხოვ ძლიერი იყავი ჩემო მერი,ჩემო მერიემ როგორც ხედავ მარტო დავბნრუნდი შენი შვილის გარეშე.ცრემლები ჩაუდგა თვალებში,მაგრამ თავი შეიმაგრა და ალექსანდრეს ცრემლნარევი ხმით უთხრა.
-ალექსანდრე კითხვა დაგისვი და მინდა სწორი პასუხი გამცე, სად არის ჩემი შვილი,ჩემი ელზა.
-დამშვიდდი და ყველაფერს გეტყვი,რაც შეეხება მაგ კითხვას პასუხი არ მაქვს რადგან მეც არ ვიცი სად არის ელზა.
-ეს როგორ...............
-გეფიცები ამ კითხვაზე პასუხს მეც ვეძებ,მაგრამ მაპატიე არ მაქვს რადგან მე თავად არ ვიცი სად არის ჩემი ელზა.
-როგორ თუ არ იცი ელზა სად არის,თქვენ საცხლიდან ერთად წადით და მარტო დაბრუნდი.მერის თანდათან სიბრაზე ეტყობოდა ხმაში,მაგრამ ალექსანდრე
ძალიან უყვარდა და იცოდა მის სიძეს როგორ ძალიან უყვარდა ელზა და ხედავდა მის წინ მდგარ ალექსანდრეს რომელიც სამ დღეში ძალიან შეცვლილიყო.
-ვხედავ იტანჯები,მაგრამ მინდა გავიგო სად არის ჩემი შვილი,სად არის ჩემი ერთადერთი ელზა.
-ვიპოვი,გპირდები რომ ელზას ვიპოვი თუნდაც მთელი ცხოვრება მის პოვნაში გავატარო.
-ალექსანდრე გააკეთე ყველაფერი და ჩემი შვილი იპოვე გთხოვ, მე მის გარდა არავინ არ მყავს.
-თითქოს მიწა გაიხსნა და ჩაყლაპა,არსად არ არის ვერ ვიპოვეთ ვერანაირინ კვალი,მაგრამ დარწმუნებული ვარ ელზა ცოცხალია და ის დაბრუნდება.
-შეუძლებელია,ვერ ვიჯერებ ასე უკვალოდ ადამიანის გაქრობა.
-არ ვიცი,არ ვიცი კიდევ სად ვეძებო და რა გავაკეთო.ალექსანდრე დაღლილი და ძალა გამოცლილი იყო,მერის გვერდით დაჯდა და ხელი მოხვია,რომ ტელეფონმა დარეკა ნომერს დახედა და მერის შეხედა.
-ვინ არის,რატომ არ პასუხობ.
-თურქეთიდან არის ზარი.
-უპასუხე რას ელოდები.ალექსანდრემ ჩაახველა და ზარს უპასუხა.
-გისმენ ზურა არის რამე ახალი?
-არა,არაფერი სიახლე.ვფიქრობ რამდენიმე დღემ გაიაროს და დარწმუნებული ვარ გამოჩნდებსა ვინმე ვინც დაინახა რა მოხდა.
-თუ არავინ გამოჩნდა და არავინ არის დამნახავი,რა იქნება ზურა.
-უარყოფითი ფიქრებით ნუ ავივსებთ მეხსიერებას, ნუ დავიტვირთებ.................
-პასუხს თავს არიდებ,მაგრამ მე გეტყვი რა იქნება ზურა რადგან გიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.პოლიცია ძებნას შეწყვიტავს და ელზას ჩათვლის მკვდრად,ესეც ასე საქმე დაიხურა,მაგრამ გვამი არ გვაქვს.პიროვნება რომ მკვდრად გამოვაცხადოთ გვამი უნდა გვქონდეს,ამიტომ ძებნას მე გავაგრძელებ ხვალ ისევ ვბრუნდები უკან და იმედია რამე კვალს მივაგნებ.
-როგორ,სად უნდა ეძებო ალექსანდრე.
-რისი თქმა გინდა,შევწყვიტო ძებნა?
-არა,მაგრამ მოთმინენას გთხოვ.
-არ მაქვს მოთმინება,ჩემი ცოლი დაიკარგა ჩემი შვილის დედა ეს სიტყვები რამეს გეუბნება? შვილები ხომ გყავს,ცოლი ხომ გყავს და აბა დადექი ჩემს ადგილზე თუ გამოიჩენ მოთმინებას ზურა.
-შევდივარ შენს მდგომარეობაში ალექსანდრე....
-არა,ვერ შეხვალ ჩემს მდგომარეობაში, ეს გზა უნდა გაიარო რა გზაც მე გავიარე ამ სამ დღეში და არ მგონია თავისუფლად შეხედო იმ ქალს თვალებში ვინც შვილი განდო,მე ვერ შევხედე ელზას დედას თვალებში ეს ძალიან გამიჭირდა,რადგან მე მისი შვილის გარეშე დავბრუნდი. მე თავად მოვძებნი და დაგიმტკიცებთ,რომ თქვენ სცდებით,ძალიან სცდებით ზურა.გიმეორებ, დამიჯერე ელზა ცოცხალია და ადრე თუ გვიან მე მას ვიპოვი.ტელეფონი გათიშა და იქვე მიაგდო,მერიმ ახლოს მივიდა და ორივე ხელებით ალექსანდრეს სახე დაიჭირა და მშვიდად უთხრა.
-დამშვიდდი შვილო,ასეთი ნერვებით ვერაფერს გააკეებ,უნდა დამშვიდდე და დაწყნარდე.
-როგორ დავმშვიდდე მერი შვილი მანდე და მე ის ვერ დაგიბრუნე.
-ერთად გავუმკლავდებით ტკივილს,ერთად შვილო.მხარზე მიადო თავი მერიმ ალექსანდრეს და ხმით აქვითინდა.ელზა იწვა და თავის თავს ებრძოდა,უნდოდა გაეხსენებინა ვინ იყო,მაგრამ მას ყველაფერი დავიწყებოდა.სახეზე ძლიერი დარტყმისგან ღრმა ჭრილობა ჰქონდა,რომელიც დააჩნდებოდა იარად,სწორედ ეს ფიზიკური ტკივილი ფარავდა მის სულიერ ტკივილს.მამაკაცი რომელიც ელზას ქმრად გაეცნო თურქეთში წარმატებული ექიმია,აქვს საკუთარი კლინიკა და მისი გატაცება თავისუფალ დროს ფოტოების გადაღებაა ალი მეამიში.ალიმ ელზას პასპორტი აიღო და ჯერ ფიქრობდა შემდეგ კი სანთებელა აიღო და ელზას პირადობა და პასპორტიც დაწვა,ელზა კი ჩუმად სახლიდან გამოვიდა და სახლის გარშემო ადგილები მოიარა,მაგრამ ის ხომ უცხო მხარეში იყო,უცხო იყო ეს სახლიც მისთვის და მოგონენებიც არ ჰქონდა,ამიტომ ვერაფერი გაიხსენა.სიარულში სახლის უკან მხარეს ყვავილების ხეივანში გავიდა და გზა დაებნა,ბალახებში ჩაჯდა და ხმით მოთქვამდა.არ იცოდა რა დრო გავიდა,ბალახების შრიალის ხმა გაიგონა და მის გვერდით ალიმ დაიკავა ადგილი.მშვიდად იჯდა და ისიც ყვავილების ხეივანს გაჰყურებდა,შემდეგ ელზას გახედა და წყნარად უთხრა.
-სახლში რომ ვერ გიპოვე,შემაშინე. ელზამ ცრემლიანი თვალებით შეხედა ალის და გაკვირვებულმა კითხა.
-შენ,შენ ვინ ხარ.
-ალი,მე ალი ვარ შენი ქმარი ვარ სოფია.
-ბატონო ალი ვერსად ვერ ვიპოვეთ ქალბატონი სოფია.
-ვიპოვე, აქ არის ახმედ მე წამოვიყვან.
-კარგი ბატონო.
-სოფია დასვენება გჭირდება და ძალების აღდგენა, ძალიან დასუსტებული ხარ.
-ჩვენ მართლა.....................
-ახლა დაისვენე და შემდეგ ვისაუბროთ.ალიმ სოფია ხელში აიყვანა და ასე ხელში აყვანილი შეიყვანა სახლში,საწოლში ჩააწვინა ოთახი დატოვა და გარეთ სახლის წინ მიწაზე ჩაჯდა.სიბნელე იყო,ორივე ხელებში ჩარგო თავი და ფიქრობდა.
-ბატონო ალი გაუშვი,ის უცხოა ამ სახლისთვის და საერთოდ ჩვენი კუთხისთვის.ის არ არის სოფია და ხვალ თუ არა ზეგ გაიხსენებს ვინ არის,მისი ვინაობა გაახსენდება და რას ეტყვი შემდეგ როცა სიმართლე ეცოდინება და მის პირისპირ დადგები.
-არ ვიცი,არც დავფიქრებულვარ,ახმედ ის სოფიაა მე ვიპოვე ჩემი დაკარგული სოფია.
-არა,არ არის სოფია,ის სულ სხვა არის და უნდა გაუშვა.
-მე უკეთ ვიცი რას ავაკეთებ, ის ჩემი სოფიაა შენ ჩუმად იყავი და არავის არაფერი არ უთხრა. მხოლოდ შენ იცი მე რა გადავიტანე ეს წლები,ახლა კი შანსი მაქვს სიცოცხლე გავაგრძელო და გთხოვ ჩუმად იყო.
-კარგი,როგორც შენ იტყვი,მაგრამ რომ გაუშვა ეს უცხო ქალი შენთვის უკეთესია.
-ნუ ჩაერევი ჩემს საქმეში ახმედ.ალი ფეხზე წამოდგა და ისევ სახლში შევიდა,შეხედა სოფია ფეხზე ამდგარიყო და ხელში ფოტო აპარატი ეჭირა.
-ალი ეს აპარატი ჩემია? ალის გაეღიმა და უთხრა.
-ჩვენია,შიგ მხოლოდ ჩვენი ფოტოებია.
-მარტო ჩვენი? ალი მიუახლოვდა,თმები გადაუწია და უთხრა.
-გინდა აქედან წავიდეთ?
-სად წავიდეთ, ხომ თქვი რომ ეს ჩვენი სახლია.
-კი ჩვენი სახლია,მაგრამ ჩვენ კიდევ გვაქვს სხვა სახლი და აქ თუ თავს კომფორტულად ვერ გრძნობ გადავიდეთ ჩვენს დიდ სახლში.
-არ ვიცი,შენ როგორც ჩათვლი საჭიროდ.ალიმ ბარგი ჩაალაგა და სოფიასთან ერთად იმავე ქალაქში,მაგრამ უფრო ცენტრში გადავიდა,სოფიაც უხმოდ გაყვა და იქ უზარმაზარი სახლი დახვდა,უეცრად თვალთ დაუბნელდა თავზე ხელი მოიკიდა და რამდენიმე წუთით მის გონებაში გაურკვეველ ფიგურებს ხედავდა,როგორც იქნა დამშვიდდა და შეშინებულმა ალის შეხედა.
-ექიმთან უნდა წამიყვანო.
-ექიმი მე ვარ სოფია.
-არა,მე სხვა ექიმი მჭირდება.
-ვერავინ ვერ გეტყვის იმაზე მეტს რასაც მე გეუბნები საყვარელო,მაგრამ შენ თუ ეს დაგამშვიდებს წავიდეთ.
-წავიდეთ,ლოდინი არ შემიძლია ახლავეს უნდა წამიყვანო.
-ჰოდა წავიდეთ გამოიცვალე, მე აქ დაგელოდები.სოფიამ გამოიცვალა და ალისთან ერთად დატოვა სახლი,თავის კლინიკას გვერდი აუარა და სხვა კლინიკაში მივიდა,ალის მისვლამ კლინიკაში ხმაური გამოიწვია და თავად კლინიკის დირექტორი შეეგება.
-რამ შეგაწუხათ ბატონო ალი.
-ბატონო ასლან თქვენთან მინდა საუბარი თუ დაკავებული არ ხართ.
-ჩემს კაბინეტში წამობრძანდით.ექიმმა იქვე მდგარ თავის მდივანს უთხრა.
-სამი ჩაი შემოგვიტანეთ.ექიმმა ჯერ ალი მოიკითხა და ცოტა თავიანთ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და შემდეგ კი მოუსმინა ალის ყურადღებით და უთხრა.
-ასეთ შემთხვევაში რასაც თქვენ ამბობთ პაციენტს დრო და დრო მეხსიერება უბრუნდება,რამდენი დროა გასული მეხსიერების დაკარგვიდან.
-ათი დღე გავიდა ექიმო.
-ამ ათ დღეში ვერაფერი ვერ გაიხსენა?
-ვერაფერი ვერ გაიხსენა,მისი სახელიც არ ახსოვს.სოფია ხან ექიმს უცქერდა,ხან ალის და შემდეგ ალის შეეკითხა.
-რას ამბობს,მითხარი რას ამბობს ექიმი.
-ყველაფერს გეტყვი, დამშვიდდი სოფია.
-დიდი იმედი მაქვს თქვენს მეუღლეს დროებითი ამნეზია აქვს,არსებობს მეორე ვარიანტი.
-რა ვარიანტი ექიმო.
-შესაძლებელია თავის წარსულის შესახებ ვერაფერი ვერ გაიხსენოს,ასევე ვერ გაიხსენოს რას აკეთებდა,რით იყო დაკავებული და ეს ამნეზია ბოლომდე გადაულახავი დარჩეს.
-ეს მეც ვიცი,მეც მესმის რაღაც ამნეზიის შესახებ,ეს ყველაფერი მისი დაცემის შემდეგ მოხდა.
-გასაგებია,მესმის ეს შეძენილი ამნეზიაა,შესაძლებელია ნელა-ნელა დაუბრუნდეს მოგონებების გარკვეული კონა,ეს იმ შემთხვევაში თუ იმ ადგილებში ხშირად ივლის სადაც თავად უყვარდა თავისუფალი დროის გატარება.თუ თქვენ თანახმა ხართ დავიწყოთ მკურნალობა და შესაძლებელია მკურნალობით დავეხმაროთ პაციენტს წარსულის გახსენებაში.რამოდენიმე თავ წამალს გამოგიწერთ და მჯერა ამ წამლით დიდ დახმარებას გავუწევთ მის დაქვეითებულ მეხსიერებას.
-რას ამბობს,რატომ არაფერს მეუბნები ალი.
-ამბობს რომ ეს ყველაფერი შოკით არის გამოწვეული და ისე როგორც მე გითხარი რაც უფრო ძალას დაატან მეხსიერებას გაიხსენო ვინ ხარ და  გაიხსენო წარსული მით უფრო გაართლებ მდგომარეობა. გითხარი მეც ექიმი ვარ და ვიცი,რომ მეხსიერების დაბრუნებას დრო უნდა, დრო და დრო თავად დაგიბრუნდება დაკარგული მეხსიერება სოფია.
-არანაირი მკურნალობა და წამალი არ არის საჭირო?
-არა,ჯერ-ჯერობით დაველოდოთ.ამბობს ექიმი დრო უნდა გავიდეს,რომ დამშვიდდე და მეხსიერება თავის თავად დაბრუნდება როცა ტვინი დამშვიდდება.
-კიდევ რამდენი დრო უნდა გავიდეს,როგორ უნდა დავმშვიდდე, კითხე რამეს გეტყვის.
-ექიმო ჩემი მეუღლე ამბობს,რომ მას შეუძლია დაელოდოს თუ დარწმუნებით ეტყვით, რომ ის შეძლებს გაიხსენოს ყველაფერი.
-ეს ლოგიკურია,უნდა დამშვიდდეს სხვა გვარად ის განკურნებას ვერ შეძლებს,მაგრამ ამ წამლების მიღება აუცილებელია.
-წამლები,გავიგე მან წამლები თქვა.
-კი თქვა,წამლებს მიღებას თუ დაიწყებს,მისი ორგანიზმი მიეჩვევა და სულ წამლებზე უნდა იყოს დამოკიდებული.სოფია ადგა და ექიმის კაბინეტი სასწრაფოდ დატოვა.
-სოფია,სოფია დამელოდე სად მიდიხარ.
-ვწუხვარ ბატონო ალი თქვენს მეუღლეს ნამდვილად ჭირდება დახმარება,ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ.
-მადლობა ექიმო.ალიმ დაემშვიდობა ექიმს და საჩქაროდ დატოვა კაბინეტი,სოფიას ვერ შეხედა და გიჟივით დაუწყო ძებნა და მთელი ხმით ეძახდა,ბოლოს დაღლილმა იქვე საავადმყოფოს ბაღში იპოვა.
-სოფია,სოფია საყვარელო ვიცი როგორც ხარ მე მესმის შენი,არ გახსოვს ეს ადგილები,აქ ყველაფერი უცხოა შენთვის და ამიტომ ბრაზობ.
-არ ვბრაზობ,მხოლოდ იმას განვიცდი რომ ყველა ჩემი სიბრაზე შენზე გადმომაქვს.
-არა უშავს,მიყვირე და ბრაზი ჩემზე გადმოანთხიე მე არ მეწყინება რადგან  მე მესმის შენი.
-შენ დამნაშავე არ ხარ,მაგრამ თავს ვერ ვერევი.
-დაგეხმარები გაიხსენო, ყველაფერს მოგიყვები.მაგალითად გეტყვი როგორ ვატარებდით დროს ერთად და სად დავდიოდით,მაგრამ შენს თავს კიდევ ცოტა დრო მიეცი,მხოლოდ ცოტა დრო.
-მინდა საქართველოში წავიდეთ,დღესვე თუ ეს შესაძლებელია და დრო გაქვს.
-საქართველოში? იქ რა გვინდა სოფია იქ ვინ უნდა ვნახოთ.
-უნდა ვეძებო,იქნებ მეგობრები მყავს,იქნებ ნათესავები რაღაცას უნდა მივაკვლიო ჩემს შესახებ ასე გაუნძრევლად და გაურკვევლად როდემდე ვიჯდე ეს შეუძლებელია ალი.
-წავიდეთ,მაგრამ........................
-რა მაგრამ, ალი რა გაკავებს.
-აქ ჩვენი სახლი გვაქვს,ჩემი სამსახური,ჩვენი ცხოვრება და არ შემიძლია ასე უეცრად მივატოვო ეს ყველაფერი.
-რა ცხოვრება ალი რას ამბობ,ჩემს ცხოვრებას შენ ცხოვრებას უწოდებ? მე ჩემი სახელიც არ ვიცი,რადგან მე არავინ ვარ.
-სოფია შენ არ ხარ არავინ შენ ჩემი ქალი ხარ,ქალი ვინც მე მიყვარს და ქალი ვინც ჩემი ცოლია.
-არ ვიცი,არ ვიცი ვერაფერზე ვერ ვფიქრობ.იქნებ პოლიციაში წავიდეთ?
-არა,პოლიციაში არ წავალთ სოფია და დამპირდი რომ ამას არ გააკეთებ.
-რატომ? რამის გეშინია?
-არა საყვარელო,მე არაფლის მეშინია,მაგრამ შეგახსენებ რომ ცნობილი პიროვნება ვარ და არ მინდა პრესის ფურცლებზე მოვხვდე ასევე მედიამაც გადმოსცეს რომ ცნობილი ექიმი ალის მეამიშის ცოლი სერიოზული პრომლემების წინაშე დგასო,მაგრამ შენ თუ
დამშვიდდები საქართველოში წასვლით მე თანახმა ვარ.სოფია მე მხოლოდ ის მინდა რომ შენ კარგად იყო,მაგრამ ცოტა უნდა დავიცადოთ,მოდი ჩემთან.ალიმ ხელი მოხვია სოფიას და მისი თავი მკერდზე მიიდო.დამშვიდდი? წავიდეთ სახლში ჩაის მოვადუღებ და დაგამშვიდებს,თუ სურვილი გაქვს მომისმინო ვისაუბროთ.სოფიამ სიბრალული ამოიკითხა ალის თვალებში და უხმოდ გაყვა,სახლში მისულებმა სოფიას ფიქრებში ჩაეძინა,მაგრამ
ხელის შეხება იგრძნო და თვალები შეშინებულმა გაახილა.
-მე ვარ ნუ გეშინია,ჩაი მოგიდუღე როგორც დაგპირდი.სოფია ნახევრად წამოჯდა საწოლზე და ფინჯანი ალის გამოართვა,ვერცხლის კოვზით მოურია ჩაის და შესვა ალის კი ჩაეღიმა და სოფიამ გაკვირვებულმა შეხედა.
-რატომ იცინი?
-გამეცინა,რადგან ყოველთვის ასე სვამდი ვერცხლის კოვზით გიყვარს ჩაის მორევა.
-მართლა?
-მართლა
-ალი მითხარი რომ ჩვენ საქართველოში გავიცანით ერთმანეთი.
-კი ასეა მე საქართველოში ვსწავლობდი,სწავლა რომ დავასრულე სტამბოლში დავბრუნდი რადგან დედა მყავდა მძიმე ავად.მამა უცხოელი იყო,მისი სახე საერთოდ არ მახსოვს რადგან ძალიან პატარა დამტოვა და წავიდა,ისიც არ ვიცი საიდან იყო,მე დედის გვარზე ვარ ალი მეამიში.დედას კი არზუ ერქვა,ულამაზესი ქალი იყო მაგრამ მისი სიცოცხლე მარტოობას მიუძღვნა.
-მე? მე ქართველი ვარ?
-შენ ქართველი ხარ,ჩვენ თბილიში გავიცანით ერთმანეთი.მშობლები სულ პატარას დაგეღუპა ავტო საგზაო შემთხვევით და პატარა მამიდამ გაგზარდა,მაგრამ ისიც აღარ გყავდა მე რომ გაგიცანი.მაისის თვე იყო პარკში განმარტოვებით იჯექი,ნელა-ნელა მოგიახლოვდი შენ კი შემომხედე და სიცილით მითხარი. ,,მე უკვე შეგამჩნიეთ'' შემრცხვა,მაგრამ ერთმანეთი გავიცანით და მალე სიყვარულშიდაც გამოგიტყდი,შენც თანხმობა მომეცი და იმ დღიდან ერთად ვცხოვრობთ.სოფია დამიჯერე,შენს გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ
აქვს,მხოლოდ შენ მყავხარ,მხოლოდ შენით ვცოცხლობ და შენით ვსუნთქავ.
-მე შენ მყავხარ,შენ ხარ მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში.უთხრა სოფიამ და ალის მიეკრა,ორივე ხელი ძლიერად შემოხვია.ასე ერთმანეთზე ჩახვეულები გვიან ღამემდე ისხდნენ, ალი ბედნიერი იყო,მაგრამ სოფიას რა ფიქრები ტანჯავდა ეს არავინ არ იცოდა.ძილში ალექსანდრეს გაღიმებული სახე ნახა,მაგრამ მოულოდნელად დასევდიანდა და თვალები ცრემლებით აევსო,ხელი გაუწოდა და დაბრუნება სთხოვა.
-სოფია,სოფია რა გემართება გაიღვიძე.
-მე,მე,მე ვიღაც ვნახე.
-ვინ ნახე.
-ალი ვიღაც მამაკაცი ვნახე და ის ტიროდა,ის მე დაბრუნებას მთხოვდა.
-ვინ,ვინ გთხოვდა დაბრუნებას.ალის ხმას სიბრაზე მოერია.
-არ ვიცი,არ ვიცი ვინ არის მხოლოდ ის ვიცი რომ ის ტიროდა.
-დაწყნარდი, ეს სიზმარია ცუდი სიზმარი.ახლავეს მოვალ,დამამშვიდებელს მოგიტან.ალიმ ისევ ჩაი გააკეთა შიგ რაღაც წამალი ჩააგდო და მოურია.
-ნახე მაგარი ჩაი გავაკეთე,დალიე და დაგამშვიდებს.
-დალიე ჩაი და ფინჯანს წავიღებ,მარტო დაგტოვებ და უფრო დამშვიდდები.
-არა,იყოს ნელა-ნელა დავლევ.ალიმ მარტო დატოვა სოფია და გავიდა,მისი ნივთები ნახა და ტელეფონი ამოიღო,უამრავი ზარი იყო შემოსული და თითქმის ყველა ალექსანდრეს ნომრიდან,მაგრამ იქ სახლის ნომერსაც მიაგნო ამოიწერა და გადარეკა.
-გისმენთ.
-გამარჯობათ.
-გამარჯობა შვილო,ვინ არის?
-მე შოთიკო ვარ გამიხსენეთ?
-შოთიკო ვერა შვილო,ვერ გაგიხსენეთ.
-უკაცრავად ეს ქალბატონი ვერას სახლი არ არის?
-არა შვილო შეგეშალათ,მე მერი ვარ ყაველაშვილი.ალიმ გაოცებულმა გათიშა ტელეფონი და ჩაფიქრდა,ალექსანდრე კი ისევ დაბრუნდა იმ ადგილებში სადაც ელზა დაიკარგა.ისევ ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა ის გზა,მოულოდნელად ის შაოსანმა ქალმა გააჩერა და უთხრა.
-მომისმინე შვილო............
-მადლობა,მკითხაობის არ მწამს.
-ჯერ მომისმინე,შენ საყვარელ ქალს დაეძებ და მის კვალს ვერ მიაგენი,გაგიჭირდება პოვნა შვილო რადგან ის ვინც წაიყვანა მამაკაცია და  სახე დაფარული აქვს.ქალი ცოცხალია,მაგრამ იტანჯება რადგან არ შეუძლია მისგან გაქცევა.ალექსანდრე გაოცებული შებრუნდა და მოხუც ქალს მიაჩერდა,გული ამოვარდნას ლამობდა სანამ უსმენდა და შეშფოთებულმა შეეკითხა.
-რას აკეთებს,რატომ არ შეუძლია მისგან წავიდეს.
-მას დაავიწყდა ვინ არის შვილო,ის სცემეს და დაავიწყდა ყველაფერი რადგან თავში ძლიერად ჩაარტყეს,ყველაფერი წაართვეს და ბოლოს უგონოდ მყოფი შავთავსაფრიანმა მამაკაცმა წაიყვანა ხელში აყვანილი.
-ელზას რაღაც უჭირს,ის ცუდად არის მიჩვენე გზა უფალო ის როგორ ვიპოვო.ალექსანდრე ანერვიულდა,შაოსანი ქალბატონი კი ისე წავიდა ფულიც არ გამოართვა ალექსანდრეს.სოფია ძილში ბორგავდა,ძილში მწვანეთვალება ქალბატონი მიუახლოვდა მის საწოლს და ცრემლიანი თვალებით უთხრა.
-შვილო დამიბრუნდი,ჩემო ერთადერთო.
-დედა? დედა, დედა, დედიკო წამიყვანე აქედან,დედა............
-სოფია,სოფია ისევ სიზმარი ნახე და სიმშვიდე დაკარგე,მე აქ ვარ საყვარელო.
-ქალი,ლამაზი და მწვანეთვალება მან შვილოო ასე მითხრა.დედა,დედა მომეხმარე გთხოვ.გულით იტირა სოფიამ და ალიმ ერთი გაფიქრება გაიფიქრა მისთვის სიმართლე ეთქვა,მაგრამ ბოლო წუთებში გადაიფიქრა.ალექსანდრემ თვეები ეძება ელზა მაგრამ მის კვალს ვერსად ვერ მიაგნო,რამოდენიმე თვის შემდეგ,როდესაც ისევ დაბრუნდა იმ ადგილებში ისევ ის შაოსანი ქალი შეხვდა და ქალმა თავად იცნო ალექსანდრე მივიდა და უთხრა.
-მიცანი?
-გიცანით.
-შვილო სამი წელი,სამი წლის შემდეგ იპოვი შენს დაკარგულ ქალს.
-ვიპოვნი?
-იპოვნი,მაგრამ ის შენი აღარ იქნება.ისევ უმედოდ დაბრუნდა უკან და თავისი თავი მხოლოდ მის საქმეს მიუძღვნა,ვეღარ გრძნობდა დაღლას და დღე-ღამეს კომპანიაში ატრებდა, სოფიამ კი მიეჩვია ახალ ცხოვრებას და მეგობრებიც გაიჩინა.
-სოფია რაღაც მინდა შეგეკითხო.
-მკითხე გისმენ ზეინებ.
-როგორ გრძნობ თავს ალის გვერდით.
-თავიდან გამიჭირდა მასთან ცხოვრება,როცა მეხსიერება დავკარგე რთული იყო მის გვერდით ყოფნა,მაგრამ ის კარგი ადამიანია და ვუყვარვარ,მაგრამ..................
-მაგრამ რაღაც გაკლია რასაც ვერ გაძლევს ალი.
-მართალი ხართ,არ ვიცი ჯერ კიდევ ვინ ვარ და ეს ტკივილი ჩემს გულშია.
-ძნელია გაურკვევლობაში ცხოვრება,მაგრამ დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან სიბნელე გაქრება და სინათლეს იპოვი. იმ ღამით სოფიამ ისევ ალექსანდრე ნახა სიზმარში და შეშინებულმა გაახილა თვალი,მაგრამ თავის ტკივილი იმდენად ძლიერი იყო ვერ ადგა.მოულიდნელად გაახსენდა ალექსანდრე და გაახსენდა სანაპიროც, შეშფოთდა და ალის გადახედა, მიხვდა რომ ალის არ ძინავდა,სოფიას უცქერდა და თითქოს შეშინებულიც იყო.
-რა დაგემართა,რამე გაგახსენდა?
-არა,შევეცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა.სიმართლე დაუმალა ალის.
-დედა ისევ დაგესიზმრება,წესიერად არც იცნობ მას შენ ხომ ის სულ პატარამ დაკარგე.
-არა,ამჯერად მამაკაცი იყო შავი თავსაბურით ჰქონდა სახე ახვეული და მისგან გაქცევას ვცდილობდი,მან სახეში გამარტყა ძლიერად და დავეცი.ალის ოფლმა დაასხა და უთხრა.
-კოშმარია,ისევ კოშმარი დაგესიზმრა და გაივლის.
-კოშმარი იყო,კი მართლა კოშმარი იყო.
-სოფია მომეცი პირობა,რომ რაც არ უნდა მოხდეს არ დამტოვებ.
-რა უნდა მოხდეს,ჩვენ ხომ გვიყვარს ერთმანეთი და ბედნიერები ვართ.
-შენ ბედნიერი ხარ ჩემთან?
-ბედნიერი ვარ,რატომ არ უნდა ვიყო ბედნიერი.
-შენ თუ ბედნიერი ხარ,მეც ბედნიერი ვარ.რამოდენიმე დღის შემდეგ სოფიამ მეგობრის დახმარებით ფსიქოლოგთან დაიწყო სეანსები,რაც ალის არ მოეწონა.
-რა საჭირო იყო ფსიქოლოგთან წასვლა,თუ რამე გაქვს სათქმელი მე მითხარი და ერთად ვისაუბროთ.
-შენ სხვა ხარ,ფსიქოლოგს როცა მძინავს ჩემი მაშინაც კი ესმის
-სოფია გულს მტკენ, გინდა თქვა რომ არ მესმის შენი ტკივილის?
-ნუ გწყინს,გესმის მაგრამ სხვაგვარად გესმის ალი.
-აღარ წახვალ მასთან,ნუ გამიქრობ ბედნიერ წუთებს.სოფიას თანდათან ეშინოდა ალის და რატომ ჰქონდა შიშის განცდა ამას ვერ ხვდებოდა,დაპირდა რომ შეწყვიტავდა ფსიქოლოგთან სიარულს,მაგრამ მეგობრის დახმარებით ფსიქოლოგთან შეხვედრას მაინც ახერხებდა,რამოდენიმე სეანსის შემდეგ,როცა სოფიამ  სეანსი დაასრულა და მეგობრის სახლი დატოვა,გოგონები ჩაის მიირთმევდნენ რომ კარზე ზარი იყო და ზეინები ღიმილით წავიდა კარის გასაღებად.
-სოფიას რაღაც დარჩა.კარი გააღო და ღიმილი სახიდან გაუქრა.
-მობრძანდით.ხმა აუკანკალდა ზეინებს.
-როგორ ხარ ზეინებ.ირონიულად მოიკითხა ცოლის მეგობარი ალიმ.
-ალი? აქ არ გელოდი,სოფიას თუ მოაკითხე ის უკვე წავიდა.
-შევხედე,მე თქვენი ნახვა მინდოდა ხშირად იკრიბებით ერთად?
-როცა მოვახერხებთ,თვეში ალბად ორჯერ არ უთქვამ შენთვის? მეგონა შენც იცოდი.
-გასაგებია,რაზე საუბრობთ მის წარსულზე?
-ჩვენ მეგობრები ვართ ალი და სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობთ,უნდა შეგითანხმდეს რა თემაზე უნდა ვისაუბროთ?
-ზეინებ გაჩუმდი რადგან შენ არ გეკითხები,მე ფსიქოლოგს ვეკითხები.
-არ შემიძლია გავსცე ჩემი პაციენტის საიდუმლო,ეს ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიას.ალიმ მკლავში წაავლო ხელი ფსიქოლოგს ფეხზე წამოაყენა და უთხრა.
-გაიხსენა რამე წარსულიდან?
-გითხარით ვერ გეტყვი და თუ გაინტერესებთ ეს თავად თქვენს მეუღლეს შეეკითხეთ,ახლა კი წაბრძანდით,წინაამდეგ შემთხვევაში პოლიციას დავუძახებ.
-მომისმინე,სოფია ყველაზე ძვირფასია ვინც კი მყავს ცხოვრებაში,ვერ გადავიტან და ვერ შევეგუები მის დაკარგვას.
-რატომ უნდა დაკარგოთ ის ხომ თქვენი კანონიერი მეუღლეა.
-მართალია რატომ უნდა დავკარგო,მაგრამ ეს დაიმახსოვრე რაც გითხარი,რადგან ისევ შენთვის არის უკეთესი ფსიქოლოგო.კიდევ ერთი ორივეს საყურადღებოდ,ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს.ალი წავიდა და ორივე ზეინებიც და ფერიდეც ფერდაკარგული იდგა,ზეინებმა შეხედა ფერიდეს და უთხრა.
-ფერიდე მე ასეთ ალის არ ვიცნობ,ეს არ არის სოფიას ქმარი არ ვიცი ვინ არის.
-დამშვიდდი ზეინებ დარწმუნებვული ვარ ალის რაღაცის ეშინია,ის რაღაცას მალავს და ძალიან მნიშვნელოვანს რაც არ უნდა გაიხსენოს სოფიამ.
-არ ვიცი,მაგრამ სიმართლესთან ახლოს ხარ,ფერიდე ვინ არის სოფია?
-არ ვიცი,მაგრამ დარწმუნებული ვარ დიდი ხნით არ იქნება სიბნელეში მისი წარსული.ალის ქცევით თუ ვიმსჯელებ სოფია სულ სხვა ქალია,სხვისი ქალი და ეს აშინებს ალის რადგან სხვისის მისაკუთრებისთვის მას სასჯელი ელის.ვფიქრობ მან სოფიას ამნეზიით ისარგებლა და ის მის ცოლად გაასაღა,მაგრამ რატომ გააკეთა ესაა გასარკვევი.
-არ ვიცი,მართლა არ ვიცი რა ხდება.ალი გაბრაზებული დაბრუნდა სახლში და სოფიას მრისხანედ შეხედა.
-რა მოხდა,ასე რატომ მიყურებ ალი.
-მეგონა ჩემთან ბედნიერი იყავი სოფია.
-ვარ კიდეც,ვინ გითხრა რომ არ ვარ?
-ბედნიერი თუ ხარ ფსიქოლოგთან რატომ გააგრძელე სიარული.უყვირა ალიმ მაგრამ სოფიამ მშვიდად უპასუხა.
-ეს არ ნიშნავს იმას რომ მე ბედნიერი არ ვარ.
-აბა რას ნიშნავს შენი ჯიუტობა,შენ დამპირდი აღარ შევხვდებიო,მაგრამ დღეს ისევ შეხვდი ფსიქოლოგს.
-შენ მე მითვალთვალებ?
-არა,მაგრამ.........
-მაშინ რატომ არ გესმის ჩემი მინდა გავიგო ვინ ვარ,მინდა გავიგი ვინ არის ის ქალი ვინც მეძახის,ვინც მიხმობს და შვილოს მიწოდებს.მინდა გავიგო ვინ არის ის შავთავსაფრიანი მამაკაცი ვინც სახეს მალავს,მინდა ის მამაკაციც გავიცნო ვისთანაც ყოველ ღამით სექსი მაქვს.
-მე ვარ ის მამაკაცი,მე ვარ.იყვირა ალიმ და ჭიქა კედელს მიარტყა.
-არა,შენ არ ხარ რადგან მასთან გატარებული თითოეული წუთი სულ სხვაა.სულ სხვა გრძნობა მაქვს როცა ის მეხება,ამ ყველაფერს რეალურად ვგრძნობ,როცა ის მეფერება შენთან ეს გრძნობა არასოდეს არ განმიცდია.უკვე ხმას სოფიაც ვერ
აკონტროლებდა.
-ვერ გაგხადე ბედნიერი,არ შემიძლია წარსულით ვიცხოვრო ამიტომ მე მივდივარ და როცა დავბრუნდები აქ თუ დამხვდი მივხვდები რომ მართლა ბედნიერი ხარ ჩემთან ერთად,ჩემს გვერდით.იმ ღამით ალი არ დაბრუნებულა,არც მეორე დღეს,მაგრამ არც შორს წასულა სახლიდან,ის სოფიას უთვალთვალებდა და დარწმუნდა რომ სოფია არსად არ იყო წამსვლელი და მესამე დღის საღამოს უამრავი ჩანთებით და ტორტით დაბრუნდა,იმ დღეს სოფიას დაბადების დღე იყო.სოფიამ ბევრი იფიქრა და მიხვდა რომ ალი რაღაცას მალავდა,გადაწყვიტა თამაშში აჰყოლოდა ალის და გაეგო რა იყო ეს რაღაც, სახლში დაბრუნებულ ალის ღიმილით უთხრა.
-აქ აღარ მელოდი ალბად,მაგრამ როგორც ხედავ აქ დაგხვდი.................
-ეს იმას ნიშნავს რომ არ მიმატოვე და ჩემთან ბედნიერი ხარ.
-არ ვიცი შენ რას ფიქრობ,მაგრამ მე დავრწმუნდი რომ შენ რაღაცის ძალიან გეშინია.მე დაგპირდი და გითხარი,რომ მუდამ შენთან ვიქნები,შენს გვერდით,მხოლოდ დამპირდი რომ შენც ასე ფიქრობ.
-გისმენ საყვარელო რასაც მთხოვ შეგისრულებ.
-ნუ შემზღუდავ და ნუ დამიშლი გასვლას,მე ვერ გავძლებ ცხოვრებას ჩაკეტილ სივრცეში.
-კარგი,გპირდები არ შეგზღუდავ.ალი გახარებული იყო სოფიას გადაწყვეტილებით და საჩუქრად მანქანაც კი უყიდა,სახლიდანაც გადიოდა და ალის ნდობა ბოლომდე მოიპოვა,მაგრამ ერთ დილით მაღაზიაში წავიდა და დაჯინებული მზერა იგრძნო,გაიხედა და მის უკან შავთმიანი გოგონა იდგა რომელიც გაოცებული უცქერდა,ბოლოს კი გოგონამ ენის ბორძიკით დაუძახა.
-ელზა,ელზა? სოფიას გაეღიმა და უთხრა.
-აგერიეთ ნაცნობში,მე სოფია მქვია საყვარელო.
-არა,არა არ მეშლებით თქვენ ელზა ხართ.სოფიამ დაფიქრებულმა დატოვა მაღაზია და გოგონას გაეცალა.გოგონა კი კონსულტანტს მიუახლოვდა და შეეკითხა.
-უ,უკაცრავად იცნობთ იმ ქალბატონს?
-სოფიას? სოფიას ვინ არ იცნობს,ის ბატონი ალის მეუღლეა.საუკეთესო და მოსიყვარულე წყვილი ჩვენს დასახლებაში.
-დიდი ხანია აქ ცხოვრობს?
-ორი წელია რაც აქ ცხოვრობენ და ძალიან უყვართ ერთმანეთი.
-შვილები? არ ჰყავთ შვილები?
-სამწუხარიდ არა,ათი წელია რაც დაქორწინებულები არიან და შვილი არ გაუჩნდათ, სოფიამ მითხრა რომ ალის აქვს პრობლემა და არა მას.გოგონამ კიდევ უფრო გაოცებულმა დატოვა მაღაზია და ფიქრობდა.
-შეუძლებელია ორი ადამიანის ასეთი მსგავსება.სოფია სახლში ანერვიულებული დაბრუნდა და ალის უთხრა.
-დღეს უცნობი გოგონა შემხვდა და რომ შემხედა ლამის გული გაუჩერდა.
-ვინ იყო,არ გითხრა ვინ იყო?
-არ მიკითხავს ვინ იყო,მაგრამ გაფრთხილებ მეხსიერება დავკარგე და არა გრძნობები,ალი ვერ ავიტან ჩვენს შორის მესამე ჩადგეს.
-რას ამბობ სოფია სხვა ქალი შენს გარდა ჩემთვის არ არსებობს.
-რომ შემხედა რატომ შემხედა უცნაურად,ეგონა ვიცოდი თქვენს შესახებ და იფიქრა სცენას მოვუწყობდი?
-მომწონს როცა ეჭვიანობ საყვარელო.
-იცნობ იმ ქალს და გაიკვირვე არ ვიცნობო,იცოდე მაინც გავიგებ.
-გაიგე მეც ძალიან დამაინტერესდა ვინ არის ის ქალი ვინც შენ აგანერვიულა და ასე ძალიან აგაფორიაქა.
ორი წელი გავიდა ელზას გარეშე,მოკვდა გრძნობები? მოკვდა სიყვარული? დარჩა კიდევ გულში სითბო? ეს ყველაფერი არ მომკვდარა,მაგრამ ერთ ადგილზე გაიყინა. ალექსანდრეს ცხოვრების რიტმი შეიცვალა,მან მიიღო ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა,რადგან ელზას გარეშე ის დაცარიელდა.მან დაკარგა ცხოვრების ხალისი და ნეგატიური ენერგიით შეივსო,დეპრესიამ გაიდგა ფესვები მასში და გაღვივდა.ბევრჯერ შეეცადა ჩაკეტილიყო და ხმით ეტირა,მაგრამ მერიმ გამოაფხიზლა და დაცემის საშუალება არ მისცა.პატარა მართა უკვე ორი წლის და თვეების არის,ყოველ დილით ჯერ პატარასთან თამაშობს,შემდეგ მერის მოდუღებულ ყავას მიირთმევს,შუბლზე კოცნის და უხმოდ მიდის.
-დღეს რა დაგახვედრო,რას შეჭამ ალექსანდრე.
-რაც გინდა მერიემ შენს გემოვნებას ვენდობი,განა დავიწუნებ ამ ხელებით მომზადებულ კერძს?
-არა მაგრამ მე მინდა რომ შენც გაგიხარდეს რაღაც,როგორც ადრე.
-ელზას გარეშე როგორც ადრე აღარაფერი აღარ იქნება და ეს შენც კარგად იცი.
-იქნებ დაბრუნდეს შვილო.უთხრა მერიმ და ცრემლით აევსო თვალები,ალექსანდრემ კი თვალი აარიდა მის ცრემლებს და წავიდა.ალექსანდრეს წასვლიდან რამდენიმე წუთში კარზე ზარი იყო,მერიმ ელზას ფოტოს ხელი გადაუსვა ცრემლი მოიწმინდა და კარების გასაღებად წავიდა,კარი გააღო და უცხო მამაკაცი დახვდა კართან.
-გამარჯობათ.
-გამარჯობა შვილო ვინ გნებავთ.
-მე ელზას მეგობარი ვარ,ჩვენ ერთად ვსწავლობდით.
-ელზას მეგობარი? მე მის მეგობრებს ყველას ვიცნობ,თქვენ კი არ მახსენდებით.
-მე გარკვეული დრო იტალიაში ვცხოვრობდი,ელზას მდგომარეობა ინტერნეტის საშუალებით გავიგე და ჩამოვედი თუ არა თქვენი მონახულება გადავწყვიტე,მინდოდა ახლოდან მენახეთ.
-მობრძანდით,დაბრძანდით ყავას მოგართმევთ.მერის უცნაურად მოეჩვენა უცხო მამაკაცის სტუმრობა შეეშინდა კიდეც სახლში პატარა მართასთან ერთად მარტო იყო,მაგრამ შემდეგ ჩაეცინა და თქვა.
-ელზას ყველა მეგობარი ხომ არ გეცოდინება მერი რა გჭირს,ადამიანმა დაგაფასა და ამბის საკითხავად მოვიდა.ხელი ჩაიქნია,ცუდი ფიქრები გულიდან და თავიდან განდევნა ყავა მოადუღა და სტუმართან გავიდა,უცნობი მამაკაცი ელზას ფოტოებს აკვირდებოდა.
-დაბრძანდით.
-გმადლობთ,ძალიან ვინერვიულე ელზას შესახებ რომ წავიკითხე.არ დავიჯერე და მის ნომერზეც გადავრეკე რამდენჯერმე მაგრამ ნომერი გათიშული აქვს,მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მამაკაცმა მიპასუხა და მითხრა რომ ელზა გასული იყო თავად კი მისი ქმარია.
-რას ამბობ,როდის მოხდა ეს როდის ელაპარაკე შვილო.
-ერთი კვირაც არ არის,ვიფიქრე რომ დაბრუნდა და ისევ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ბედნიერი,ამიტომ გადავწყვიტე მოსვლა და მისი მონახულება.
-არა, სამწუხაროდ არა.ალექსანდრე იმედს არ კარგავს ის ჯერ კიდევ ელზას ძიებაშია,მაგრამ ვერანაირ კვალს ვერ მიაგნო.მე კი ყოველ დღე ვთხოვ უფალს არ მომკლას ჩემი შვილის უნახავად,მინდა სივდილის წინ მაინც შევხედო ჩემს შვილს.
-ვწუხვარ,თქვენც გაგახსენეთ ცუდი მოგონებები.
-არა უშავს შვილო.მერიმ ცრემლი მოიწმინდა და სტუმარს გაუღიმა.
-ელზას მეუღლეს არ უცდია დაქორწინება,ან რა გეგმები აქვს.
-მისი გეგმებში მხოლოდ ელზას ძიება გრძელდება,მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ვთხოვე ვინმე გაიცნოს და საყრდენი ყავდეს ვისთანაც გულს გადაშლის და თავისუფლად ისაუბრებს ის უარზეა,არავის გაცნობა არ უნდა.
-როცა ნამდვილი და წრფელი სიყვარულით გიყვარს,შეუძლებელია სხვას შეხედო.
-ჩემი შვილი ვიცი დაბრუნდება,ალექსანდრეც დარწმუნებულია რომ ის სადაც არ უნდა იყოს დაბრუნდება,მაგრამ მე ვერ ვუძლებ ასეთ ალექსანდრეს.
-ღმერთმა დააბრუნოს ელზა,ალექსანდრეს კი დრო ჭირდება და გაუვლის ყველა ტკივილი.
-არ გაუვლის,ტკივილი უფრო ძლიერდება და შეუძლებელია მისი გაყუჩება.
-ყავისთვის მადლობა მინდა გითხრათ,უნდა წავიდე მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და ვერ დავიგვიანებ.
-მადლობა მინდა გითხრა შვილო რომ მობრძანდით.უცნობი მამაკაცი წავიდა და კიბეებზე ჩამოსულმა ჩაილაპარაკა.
-ელოდეთ,ელოდეთ ელზა არასოდეს არ დაბრუნდება.საღამოს ალექსანდრეს მერიმ უთხრა უცნობის სტუმრობა და ალექსანდრეს გაუკვირდა,რადგან ასეთი მეგობარი მას და ელზას არ ყავდა.
-მითხრა ერთი კვირის უკან ელზას ნომერზე დავრეკე და მამაკაცმა მიპასუხა,მითხრა ელზას ქმარი ვარო.
-ახლა დავრწმუნდი მერიემ რომ ელზა ცოცხალია,ცოცხალია და ვიპოვი,გეფიცები რომ ვიპოვი.ალექსანდრე კიდევ უფრო დაითრგუნა,მისი ეჭვები უფრო გამძაფრდა და გადაწყვიტა თურქეთში ისევ წასულიყო,მაგრამ საქმეში იხრჩობოდა და ვერ შეძლო წასვლა.
-მერიემ შენ დაიღალე და გადავწყვიტე მართას ძიძა ავუყვანოთ,ვიფიქრე საქმეს
შეგიმსუბუქებს,რამდენიმე დღეში დაბრუნდება თურქეთში წავიდა.
-როგორც გინდა შვილო,შენ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებ მე თანახმა ვარ.სოფია კი ამ დროს ანკარაში იყო და მარტო სეირნობდა,ერთ კაფეში შევიდა და ცხელი ჩაი ითხოვა.განმარტოვებით იჯდა რომ ისევ ის გოგონა დაინახა,მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა,ორივეს წინა დღის ინციდენტი გაახსენდა და ერთმანეთი იცნეს,სოფიამ გაუღიმა და გოგონა მის მაგიდასთან მიიწვია.
-შეგხედე თუ არა გიცანი,აქაური ხარ?
-არა,სტუმარი ვარ თქვენს მხარეში მე ქართველი ვარ.
-მეც ქართველი ვარ,სოფია მქვია.
-რიტა,რიტა დვალი ვარ,თქვენ დიდი ხანია რაც აქ ხართ,ალბად მუშაობთ და ენაც კარგად იცით.
-არა,მე აქ ვცხოვრობ მეუღლესთან ერთად.
-თურქზე ხართ გათხოვილი?
-ჩემი ქმარი ნახევრად თურქია,ნახევრად იტალიელი მაგრამ ქართული იცის და ერთმანეთს კარგად ვუგებთ.
-რა საინტერესოა,თქვენ სად გაიცანით.
-საქართველოში სწავლობდა რამდენიმე გარკვეული დრო.
-გასაგებია,მოგწონთ აქ?
-რაც ჩემს მეხსიერებას შემორჩა მომწონს,მაგრამ რა იყო წარსულში ეს არ ვიცი.
-ეს როგორ,თქვენ..............
-გაგიკვირდა? მეც მიკვირს რადგან ვერ ვიხსენებ წარსულს,მხოლოდ თითქმის სამი წელი შემორჩა ჩემს მეხსიერებას,წარსულის მოგონებები კი წაიშალა ჩემს გონებაში.ექიმმა მითხრა,რომ ეს შოკის ბრალია და დრო უნდა დამიბრუნდეს წარსულის მოგონებები,მაგრამ ჯერ ისევ ველოდები.
-აუცილებლად გაიხსენებ ვინ ხართ.სოფიამ მხარზე ძლიერი ხელის დადება იგრძნო და შეეშინდა.
-მე ვარ,რამ შეგაშინა საყვარელო.
-ღმერთო,ალი როგორ შემაშინე.
-გეძებდი და გზიდან დაგინახე აქ რომ იყავი,მაგრამ ვხედავ მარტო არ ხარ.
-მართალია,მარტო არ ვარ ახლა გავიცანით ერთმანეთი ქართველია და ვსაუბრობდით.
-გასაგებია,წავიდეთ?
-წავიდეთ.რიტას უცნაურად მოეჩვენა ალის ქცევა და მიხვდა,რომ ალი ელზას ამნეზით სარგებლობდა,ამიტომ სასტუმროში დაბრუნდა და მის მეგობარს დაურეკა.
-გცალია?
-კი მცალია,დავასრულე მუშაობა და უკვე სახლში მივდივარ.
-თინა ისევ ვნახე,ჩაი დავლიეთ ერთად.
-მერე?
-მერე მითხრა რომ ამნეზია დაემართა,მხოლოდ ბოლო 2 წელი ახსოვს კარგად.
-ამნეზია? გითხრა ამნეზია როგორ დაემართა?
-არ ვიცი როგორ დაემართა,მისი ქმარი მოვიდა და წაიყვანა.
-ის თუ არის ვიზედაც ეჭვობ რიტა რატომ არ მოიძია თავისი წარსული, ვფიქრობ ძალიან საინტერესო და თან ბურუსითაა მოცული ეს ისტორია მეგობარო.
-არ ვიცი,არ ვიცი აქ რაღაც უცნაური ხდება თინა.
-კარგი,დაწყნარდი და მალე დაბრუნდი.რიტამ ვერ მოისვენა,მიუხედავად იმისა უკვე გარეთ ბნელოდა გასეირნება გადაწყვიტა,სასტუმროს გასცდა ცოტა და სიბნელეს ადამიანის ფიგურა გამოეყო ის პირდაპირ რიტასკენ წავიდა,რიტას შეეშინდა და ნაბიჯი ვერ გადადგა წინ,ადამიანის ფიგურა კი რიტას მიუახლოვდა და უთხრა.
-რა გინდოდა ჩემს ცოლთან.რიტა დაიძაბა და უკან დაიხია,ალის ჩაეცინა და უთხრა.
-არ მელოდი და რომ შემხედე შეგეშინდა? ეს კარგის ნიშანია ჩემთვის,მეც შევეცდები ძალიან თავაზიანი ვიყო შენს მიმართ და თურქეთში სტუმრობა ცუდად არ დაგამახსოვრდეს.
-რატომ მიჩვეული ხართ ადამიანების გაქრობას?
-მომისმინე პატარა ძუკნავ. რიტა სიბრაზისგან აინთო,მაგრამ თვალებში შეხედა ალის და უთხრა.
-გისმენთ ბატონო ალი ჩემგან რა გინდათ,ასე რამ შეგაშინათ.
-რა მინდა? მინდა აქედან წახვიდე,რადგან შენი აქ ყოფნა ძალიან მირთულებს ჩემს ცხოვრებას.
-ვერ გავიგე?
-არ ვიცი აქ რატომ ხარ,მაგრამ შენი აქ ყოფნა ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის არ არის კარგი.
-რა გავაკეთე ცუდი,რა დაინახეთ ცუდად მხოლოდ ჩაი მივირთვით ერთად ერთი ქვეყნის შვილებმა უცხო მხარეში გაცნობის აღსანიშნად.
-ჩემი ცოლი ავად არის.
-თქვენ ამბობთ რომ ავად არის,მე ვერაფერი შევამჩნიე ალბად კარგად მალავს მის
ავადმყოფობას.ის ავად არ არის,მას ამნეზია აქვს ეს თავად მითხრა და მას უნდა წარსულის გახსენება,ცდილობს გაიგოს ვინ არის და საინტერესოა რატომ არ აძლევთ საშუალებას გაიხსენოს მან ვინ იყო ორი ან სამი წლის უკან,რამეს ხომ არ მალავთ ბატონო ალი?
-ეს არ უნდა ეთქვა და მით უმეტეს შენთვის.მას ექიმმა სიმშვიდეში ცხოვრება ურჩია და არ არის კარგი გაიხსენოს რაც იყო წარსულში,ის რაც დაავიწყდა.
-არა ბატონო ალი მან უნდა გაიხსენოს წარსული.
-რატომ?
-იმიტომ რომ ის ელზა არის და არა სოფია,რამდენიც არ უნდა დაუმალოთ სიმართლე ის ერთ დღეს გაიხსენებს წარსულს,გაიხსენებს რომ მას მისი კანონიერი მეუღლე ყავს,ასევე შვილი ყავთ მათ მართა და რა პასუხს გასცემ როცა გეტყვით ეს რატომ გააკეთეთ,რტომ დააშორეთ ის საყვარელ ადამიანებს.ვფიქრობ თქვენ პასუხს მკაცრად აგებთ ამ ყველაფერზე.ალიმ გაბრაზებულმა შეხედა რიტას და ორივე ხელი ყელში წაუჭირა,მაგრამ რიტას მიუხედავად იმისა ალის შეეშინდა,მაინც უთხრა ბოლომდე მისი სათქმელი.
-სიმართლეს ვამბობ და სწორედ ამიტომ არ გინდა ელზას ახლოს მე ვიყო,მე ვიცანი ის და მის ოჯახსაც ვიცნობ.ალიმ ორივე ხელები შემოაჭდო ყელზე და ყურში უჩურჩულა რიტას.
-წადი აქედან რიტა თორემ ცუდად დაასრულებ თურქეთში სტუმრობას.ალიმ ხელი გაუშვა თითით დაემუქრა რიტას და წავიდა,რიტას შეეშინდა,ძალიან შეეშინდა ალის და წასვლა გადაწყვიტა, დილით სასტუმროდან გამოსულმა შეხედა სოფიას და ალის.ტელეფონი ამოიღო და შეუმჩნევლად ფოტოები გადაუღო ორივეს,სასტუმროში დაბრუნდა თავისი ნივთები ჩაალაგა და თურქეთი დატოვა,საქართველოში დაბრუნებულმა ჩანთა დატოვა ბინაში და თინასთან წავიდა.რადგან შაბათი დღე იყო იცოდა თინა სახლში იქნებოდა და პირდაპირ მასთან მივიდა,თინამ ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფმა გააღო კარი და უცებ გამოფხიზლდდა რიტას რომ შეხედა.
-გოგო უკვე აქ ხარ? თინა მიხვდა რიტა ფსიქოლოგიურად ვერ იყო კარგად და ჯერ ყავა მოადუღა ორივესთვის,შემდეგ კი რიტას შეხედა და თვალთით ანიშნა მოყევი ყველაფერიო.
-ვნახე,თინა მე ელზა ვნახე ის ცოცხალია.
-შეუძლებელია რიტა.
-ვნახე,თინა მე ელზა ვნახე და ჩვენ ერთად ვისაუბრეთ.
-რიტა დაუჯერებელია,თითქმის სამი წელი გავიდა ეს ხომ შეუძლებელია.
-ის არაკაცი საშიშია,დარწმუნებული ვარ რაღაცას უკეთებს ან რამეს ასმევს მეხსიერება რომ დაუქვეითდეს,ის ცდილობს ელზას მეხსიერება არ დაუბრუნდეს.
-რიტა დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ თინა აი ეს ფოტოები წამოსვლის წინ გადავიღე.თინამ ყველა ფოტო ნახა და ერთერთ ფოტოს განსაკუთრებულად დააკვირდა.
-ეს არის ქმარი,ეს მამაკაცი?
-ეს არის,თინა ის ძალიან საშიშია.
-ეს მამაკაცი რამდენიმე კვირის წინ დავინახე,მერი დეიდასთან იყო მათი სახლიდან გამოვიდა.
-აქ იყო? გაოცებულმა შეხედა რიტამ თინას.
-აქ იყო,ელზას მეგობარი ვარ და ძალიან შევწუხდი მისი დაკარგვის შესახებ ინტერნეტით გავიგეო.
-შეამოწმა ელზას გარეშე როგორ არიან,როგორ ცხოვრობენ.მე დამემუქრა.
-ეს მან გიქნა ყელზე?
-მან მიქნა,უნდოდა იქვე მოვეკალი როცა ვუთხარი ის ელზაა და არა სოფიამეთქი,მაგრამ არა არ მეშინია ბოლომდე მივყვები და სიმართლეს გავიგებ.გადავწყვიტე დეტექტივი დავიქირავო და გავიგო რა ხდება,რას მალავს და რისი ეშინია ამ არაკაცს.
-მართალი ხარ,დეტექტივი ეს რა კარგად მოიფიქრე.
-კი მოვიფიქრე, მაგრამ კარგი დეტექტივი მინდა სანდო და არა ფულის ხარბი.
-ეს მე მომანდე.თინამ ტელეფონი ამოიღო და ღიმილმა გაუნათა სახე.
-გუგა ხომ არ გაწუხებ მეგობარო?
-თინა? არა,შენ არასოდეს არ შემაწუხებ,რამ გაგახსენა ჩემი თავი?
-რაღაც მინდა გკითხო,ლევან სისაური ისევ დეტექტივად მუშაობს?
-რომელი ლევანი სინსილა? კი მუშაობს,რა მოხდა შეყვარებულს უნდა უთვალთვალო? გაეცინა გუგას.
-თადარიგს ვიჭერ,რომ მეყოლება მისი ყველა ნაბიჯი უნდა გავაკონტროლო და სანდო დეტექტივი მინდა რომ მყავდეს.
-თინა ძალიან რთული ადამიანი ხარ,ეს იცი?
-ეს იცის თავადაც და ამიტომ არის დღემდე მარტო.ჩაილაპარაკა რიტამ. 
-ხმა შეიცვალე თუ ვინმე გყავს მანდ?
-რიტა არის ჩემთან ჩვენი მეგობარი.
-ააააააა, ქალბატონი რიტა გამოჩნდა და თქვენ ორი ერთმანეთისთვის იცლით, ჩემთვის კი დრო არ გაქვთ,ყოჩაღ გოგოებო.
-ნუ წუწუნებ დედაბერივით და მითხარი,ისევ მუშაობს ლევანი დეტექტივად?
-ვინ,რა მითხარი? ხო,ხო გამახსენდა კი მუშაობს,ერთად ვმუშაობთ რამე სერიოზულია?
-ტელეფონში ვერ გეტყვი გუგა საქმე მართლა სერიოზულია.
-მივდივარ უკვე მეც მასთან და თუ გინდა ერთად მივიდეთ.
-კარგი,მომწერე სად შეგვხვდები და მოვალთ,ჩვენც გამოვდივართ უკვე.გუგამ მიწერა სად უნდა შეხვედროდნენ და მეგობრებმა ჯერ გუგა მოინახულეს,ისაუბრეს და შემდეგ წავიდნენ ლევანთან.ლევანი არ ელოდებოდა გუგას და გაუკვირდა,ამიტომ ჩაილაპარაკა.
-უხორცო მოჩვენება ხარ თუ ხორცშესხმული მაცხოვარი.
-ხორცშესხმული ვარ,მარტო არ მოვსულვარ სტუმრები მოგიყვანე.
-ვინ მომიყვანე ამ დილა ადრიან გუგა.ლევანიმ თინას შეხედა და სახლში ბოლოს რიტა შემოვიდა.
-მეჩვენება? გუგა მეჩვენება თუ საუკუნის დაკარგული დაქალები გამოჩნდნენ.
-არ გეჩვენება,ხომ ხედავ რამდენი წლის უნახავი მეგობრები მოგიყვანე.ლევანმა გოგოებს გადაეხვია და შემდეგ სათითაოდ შეხედა სამივეს.
-ვერ ამბობს,მაგრამ ცნობისმოყვარეობისაგან სადაცაა მოკვდება,ხმა ამოიღეთ რა გჭირთ მეც ლევანის დღეში ვარ. თქვა გუგამ და გულიანად გაიცინა.
-თქვენი დახმარება გვჭირდება ბიჭებო.როგორც იქნა გაბედა და ხმა ამოიღო თინამ.
-გისმენთ, თინა ვხვდებით რომ გიჭირს თქმა და ვხვდები საქმე ძალიან სერიოზულია.
-ლევან საკმაოდ სერიოზული და ჯერ დაფარულია.
-რატომ დაფარული,რა ხდება რამე არა კანონიერს ეხება?
-საქმე ერთ წყვილს ეხება,მაგრამ ისინი თურქეთში ცხოვრობენ.გუგამ და ლევანმა ერთმანეთს შეხედეს და შემდეგ ისევ თინას დაუბრუნდნენ.
-მჭირდება დეტექტივის დახმარება,სხვაგვარად ვერ შევძლებ სიმართლის დამტკიცებას.
-ჩემამდე მოდი და აქ ხარ,მითხარი გაბედულად ყველაფერი რომ მოგისმინო და დაგეხმარო,ამიხსენი რომ კარგად გავერკვე მეც საქმის არსში.
-საქმე ის არის რომ.....................
-შეჩერდი,ყავას მოვადუღებ დილის ენერგიით შევივსოთ და დარწმუნებული ვარ უფრო გაბედულად იტყვი შენს სათქმელს.
-არა,არა ყავა არ მინდა და არ შემაჩერო,მინდა რაც შეიძლება ჩქარა გავნთავისუფლდე სათქმელისგან და გული დავაცარიელო.
-ღმერთო უფრო დავიძაბე,მაშინ დაიწყე და მინდა იცოდე აქ რაც ითქმება ჩვენს შორის დარჩება და მხოლოდ ჩვენ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან ამ საქმის გარშემო.
-მეც ეს მინდოდა მეთქვა,რომ ჯერ-ჯერობით არავინ არ უნდა გაიგოს,რადგან ეს თემა ძალიან გახმაურებულ წყვილს ეხება.მაშ ასე, მამაკაცი ალი მეამიში არის და მეუღლე სოფია,სოფია ქართველია და ალიზე არის დაქორწინებული,ასე ამბობს თავად,მაგრამ არის კი დაქორწინებული? პირველი ეს არის გასარკვევი,შემდეგ მეორე ის რომ სოფიას მხოლოდ ბოლო თითქმის სამი წელი ახსოვს და სხვა არაფერი.
-ეს როგორ შეიძლება, არ ახსოვს ვინ არის?
-როგორც გავიგე ავტო საგზაო შემთხვევა მოუვიდათ და მეხსიერება დაკარგა სამი წელია გასული,არ ახსოვს ვინ არის და არც ის ახსოვს წარსულში რა ხდებოდა მის ცხოვრებაში,როგორი ცხოვრებით ცხოვრობდა.
-შენ რა გინდა გაიგო სოფიაზე რიტა.
-მინდა გავიგო როგორ დაკარგა მეხსიერება,მინდა გავიგო ასევე რა ცხოვრებით ცხოვრობდა წარსულში სოფია თუ კი ნამდვილად სოფიაა ის ქალი.
-ეს ინფორმაცია ძალიან მწირეა რიტა.
-მაქვს მათი ფოტოები,ლევან უნდა მომეხმარო ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
-მე შევეცდები,მართლა შევეცდები გავიგო რა როგორ მოხდა,მაგრამ როგორ გავარკვევ ამ ყველაფერს ჯერ თავადაც არ ვიცი.ლევანის და გუგას ძალიან დააინტერესდა თემა და იმ დღიდანვე შეუდგნენ ინფორმაციის მოპოვებას,მეოთხე დღეს გუგამ რიტას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.
-რიტა უნდა შევხვდეთ,რაღაც ინფორმაცია მაქვს და მინდა ერთად განვიხილოთ.
-სად მოვიდე,სად უნდა გნახო გუგა.
-ოფისში მოდი,მისამართს გამოგიგზავნი და ლევანიც იქ იქნება.
-გამომიგზავნე უკვე გამოვდივარ.რიტამ ტაქსი დაიჭირა და მისამართიც მიიღო,აჩქარებული გულის ცემით მივიდა ლევანის ოფისში და ლევანის წინ დაჯდა.
-გუგა წყალი მოუტანე სუნთქვა დაიმშვიდე  რიტა და კარგად მომისმინე.გუგამ წყალი მიაწოდა რიტას და ლევანის ხმაც გაიგონა.
-მზად ხარ მოსასმენად?
-კი,მზად ვარ დაიწყე.
-მაშ ასე,ალი მეამიში იტალიაში დაიბადა,რომში და ის 20 წლის ასაკში დაბრუნდა თურქეთში.
-ეს ვიცი, სხვა რა ნახე რა გაარკვიე.
-ცამეტი წლის წინ გაიცნო სოფია და დაქორწინდნენ,ალი ექიმია,ქირურგი და ძალიან კარგი ქირურგი,მაგრამ ყველასგან მოულოდნელად 5 წლის წინ მან შეწყვიტა ექიმობა.
-შეწყვიტა? რატომ,მიზეზი რა იყო.
-ეს არავინ არ იცის,მხოლოდ გავიგე რომ ის მეუღლესთან ერთად იტალიაში წავიდა,მაგრამ იქედან ორივე არ დაბრუნებულა.
-რატომ დაბრუნდა მარტო,სად გაქრა სოფია ესაა გასარკვევი ლევან.
-სოფია ახლა ხომ ალის გვერდით არის რიტა.
-არის ქალი სახელად სოფია ალის გვერდით,მაგრამ არის ის ალის კანონიერი ცოლი? იქ რაღაც მოხდა,სად გაქრა სოფია,ნამდვილი სოფია და რატომ დაბრუნდა თურქეთში ალი მარტო.შეძლებ ეს გაიგო?
-შევეცდები,მაგრამ ვფიქრობ თურქეთში უნდა წავიდეთ მე და გუგა.
-თურქეთში თქვენი წასვლით არ ვიცი თუ შევძლებ თქვენი ხარჯების დაფარვას ლევან.
-არ ინერვიულო,ამ თემამ მეც დამაინტერესა და აუცილებლად გავიგებ სიმართლეს.
-მადლობა ლევან არ ვიცი ეს სიკეთე როგორ გადაგიხადო.
-ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე და შემდეგ მოვიფიქროთ როგორ გადამიხდი ან რა გადახდაზე მითანხმდები რიტა ჩვენ მეგობრები აღარ ვართ?
-ვართ მაგრამ შენც ხომ ხარჯები გაქვს,უფროსი გყავს.
-უკვე აღარავინ არის ჩემი უფროსი,მხოლოდ მე და გუგა ვმუშაობთ ერთად.
-მართლა? შენია ეს ოფისი?
-ჩემია,მომწყინდა სხვისთვის მუშაობა და მე გროშებზე ვმუშაობ,ამიტომ გავრისკეთ და ეს ოფისი გავაკეთეთ,ვნახოთ ამ საქმემ წარმატება უნდა მომიტანოს რიტა და ეს შენით მოხდება.
-მიხარია ამის მოსმენა,თუ სხვა არაფერია მე წავალ.
-კარგი წადი და შეგეხმიანები.

-სოფია სად ხარ საყვარელო.
-აქ ვარ მაღლა,უკვე დაბრუნდი?
-ადრე მოვედი რადგან გადაგვწყვიტე დღეს გარეთ ვისადილოთ.
-რატომაც არა,ძალიან კარგი იდეა არის და ამინდიც კარგია.
-გამოვიცვლი და წავიდეთ,წამალი დაგიტოვე დალიე დილით?
-დილით რომ მომეცი კი დავლიე.
-კარგი საღამოს წამალს მოგიტან და ისიც დალიე არ დაგვავიწყდეს,ახლავეს დავბრუნდები.სოფია დიდი ხანია უკვე ალის ეჭვის თვალით რომ უყურებდა და მის მოცემულ წამალს აღარ სვამდა,რადგან თავს უფრო კარგად გრძნობდა წამლის გარეშე.იცოდა ისიც ალი რაღაცას მალავდა და არც თავად ჩქარობდა,რადგან აჩქარებით საქმეს გააფუჭებდა.ალის შესახედად ვითომ წამალი დალია და ღიმილით გაყვა სასადილოდ,ისადილეს მაგრამ დრო სწრაფად გავიდა და უკვე კარგად დაბინდებული
იყო რომ დაბრუნდნენ,სახლში მისულებმა ალიმ ღვინის ბოთლი გახსნა და სოფიას უთხრა.
-მინდა კიდევ დავლიოთ თითო ჭიქა.
-ალი უკვე მთვრალი ხარ.
-ეს ისეთი წითელი ღვინოა ფერი თავად მიგიზიდავს,მოდი რა ხასიათი არ გამიფუჭო და ერთად შევსვათ ჩვენი სიყვარულის სადღეგრძელო.სოფიამ მხარი აუბა და ნელა ნელა სვამდა,მაგრამ ალიმ ბოთლი თითქმის დაცალა და იქვე დივანზე ჩაეძინა.სოფიამ ღიმილით დააფარა მძინარე ქმარს პლედი და თავად რადგან არ ეძინებოდა სურვილი გაუჩნდა კიდევ ერთი ჭიქა დაელია,სიმარტოვე მოწყინდა და ძველი ჟურნალების დათვალიერება დაიწყო,კითხულობდა საინტერესო სათაურებს და უეცრად თავის ფოტოს შეხედა,ალის გადახედა მას ღრმად ეძინა ჟურნალი აიღო და თავის ოთახში შევიდა,გიჟს დაემსგავსა.
,,სამი წლის წინ დაიკარგა ცნობილი მოდელი ფოტოგრაფი ელზა ყაველაშვილი.მას თურქეთის პოლიცია ყველგან ეძებს,ალექსანდრე აბაშიძე უკან დახევას არ აპირებს და არც იმედს კარგავს,ის დარწმუნებულია რომ ქალბატონი ელზა ცოცხალია და ერთ მშვენიერ დღეს დაუბრუნდება ოჯახს''. აწრიალდა,გაახსენდა ერთი დაკეტილი უჯრა სადაც ალი მნიშვნელოვან ნივთებს საგულდაგულოდ ინახავდა,მძინარე ალის გასაღებების აცმა ამოუღო ჯიბიდან და დაკეტილი უჯრა ფრთხილად გააღო.იქ საქორწინო ბეჭედი ნახა რომელსაც შიგნიდა ეწერა წვრილი ასოებით ,,მხოლოდ შენთვის'' ალექსანდრე.
-ეს ბეჭედი მითხრა რომ დედამისის იყო,ახლა მივხვდი რატომ არ მომწონდა ეს შენი გამოხედვა და შიშით დასმული ყველა კითხვა თუ გავიხსენე რამე წარსულიდან,ვხვდებოდი რომ რაღაც მნიშვნელოვანს მალავდი.იქ ტელეფონიც ნახა დასატენად შეაერთა და ცოტა ხანში ჩაირთო,ჩაირთო თუ არა ალექსანდრეს ფოტომ გამოანათა და ცრემლებით აევსო თვალები,მიხვდა რომ ალის ტყუილად არ ეშინოდა.ფეხის ხმა გაიგონა და ყველაფერი მიალაგა,თავად ისე გაუხდელად მიწვა საწოლზე.ალიმ ოთახის კარი შეაღო და სოფიას გაოცებულმა უთხრა.
-სოფია აქ იძინებ?
-ხო აქ მინდა ამ ღამით დავიძინო,საშინლად მტკივა თავი ალბად ღვინის ბრალია.
-ერთად დაგვეძინა და გაგივლიდა ტკივილი.
-არა,არ მინდა სიწყნარე მინდა ალი.
-კარგი,მაშინ ჩაის მოგიტან რომ დაგამშვიდოს და ტკივილსაც დაგიამებს.ალიმ ჩაი შემოუტანა სოფიას და სოფიამაც გამოართვა,მშვიდად მოსვა და ფინჯანი იქვე დაიდგა,მაგრამ ალი გავიდა თუ არა ჩაი ფანჯრიდან გადაღვარა.
-წამლებით მიბინდავ გონებას,სულ ცოტა და სიმართლეს გავარკვევ.მოუთმენლად დაელოდა ალის დაწოლას,ერთ საათში დახედა და ალის ისევ ისე ღრმა ძილით ეძინა ტელეფონი აიღო ხელში და სახლიდან შეუმჩნევლად გავიდა,გზაზე გასულმა შემთხვევით გამვლელი მანქანა გააჩერა და აეროპორტში წასვლა თხოვა,ალის გაეღვიძა ოფლით სველმა და სოფიასთან შევიდა,მაგრამ სოფია იქ არ დახვდა შეშინებული და განრისხებული
სოფოს დაეძებდა. წარმოუდგენელი იყო ალისთვის იმის დაჯერება,რომ სოფია მისგან წავიდა,მაგრამ სოფია ხომ ფაქტის წინაშე დადგა.ალი დილით ადრე ზეინებს მიადგა,ზეინებმა შეხედა განრისხებულ ალის და შეშინებულმა შეეკითხა.
-რა მოხდა,ალი რა სახე გაქვს.
-ზეინებ სად არის სოფია.
-სოფია სამი დღეა არ მინახავს ალი.
-ფსიქოლოგი? სად ცხოვრობს მისი ფსიქოლოგი, წამოდი მასთან უნდა მიმიყვანო.
-ის არ არის,გასულია ქვეყნიდან.
-ქვეყნიდან? მან წაიყვანა სოფია ნამდვილად.
-რას ამბობ,რას ბოდავ ფერიდეს სად უნდა წაეყვანა სოფია.
-მწარედ განანებთ ორივეს სოფიას გაუჩინარებას.ზეინებს შეეშინდა,ასეთი ალი არასდროს არ ენახა და შიშმა აიტანა,ალი ყველგან დაეძებდა სოფიას,სოფია კი უკვე მაღლა ღრუბლებში იყო და საქართველოსკენ მიფრინავდა.

-ალექსანდრე საუზმე მზად არის შვილო და ყავასაც მოგიდუღებ.
-მოვდივარ მერიემ და დღეს არ გახვიდე გარეთ,დილის საათებში ძიძაზე რომ გითხარი დამირეკა და მითხრა,რომ უკვე დაბრუნდა და შეუძლია გამოვიდეს სამსახურში.
-აააა,კარგია სად გავდივარ შვილო,სახლში ვარ.ალექსანდრემ საუზმე
მიირთვა წასასვლელად მოემზადა და კარზე ზარი იყო,მერიმ კარი გააღო და ახალგაზრდა გოგონა სახლში მიიპატიჟა.
-გამარჯობათ,მე რიტა ვარ ძიძად ამიყვანეს თქვენს სახლში.
-დიახ, მობრძანდი შვილო ალექსანდრეც სახლშია.ალექსანდრემ შეხედა რიტას და აუხსნა რა ევალებოდა,შვილს მოეფერა და წავიდა.მერი და რიტა საუბრობდნენ, რომ მართა ბებოსთან მივიდა და ტირილით შესჩივლა.
-ბებო ჩემი კუკა ჩუდად ალის.
-რატომ ბებო,რა დაემართა ელზას?
-სიჩხე აქვს და წალალი უნდა დავალევინო,მომეხალები? მერიმ თვალი უქნია რიტას რომ დრო იყო ჩართულიყო პატარასთან საუბარში და მართას მისი ახალი ძიძა ახლოს გაეცნო,კარგად შეეგუა პატარა ძიძას და მოსწონდა მასთან ერთად ყოფნა,მერიც კმაყოფილი იყო და ალექსანდრეც.სამი დღის შემდეგ რიტას უნდოდა მერისთან საუბარი,მაგრამ ვერ მოახერხა ტელეფონზე ლევანმა დაურეკა და სასწრაფოდ შეხვედრა სთხოვა.
-ვმუშაობ ლევან დამისრულდება სამუშაო საათები და პირდაპირ ოფისში მოვალ.ლევანი ელოდებოდა რიტას და რიტაც ცოტა მოგვიანებით მივიდა.
-მოდი, მოდი მე და გუგამ გავიგეთ ძალიან საინტერესო,ვფიქრობ მნიშვნელოვან კვალს მივაგენით თუ რატომ დაბრუნდა ალი იტალიიდან მარტო.
-რა გაიგეთ ლევან.
-ძალიან უცნაური ისტორიაა,მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე უცნაური თვით ალი არის რიტა.
-რაში გამოიხატება მისი უცნაურობა.
-ჩვენ მოვიძიეთ და ვესაუბრეთ ალის მეგობარს.
-მეგობარს? ამ ადამიანს ვერ ვიჯერებ რომ ყავს მეგობრები, ის ხომ შეურაცხადია ლევან.
-შენდა გასაკვირად ყავს მეგობრები და ერთ-ერთ მათგანთან მქონდა სერიოზული საუბარი.ის იყო ალის ერთადერთი მეგობარი იტალიაში,მითხრა რომ 5 წლის წინ მათი გზები გაიყარა,მხოლოდ შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს თურქეთში სამი წლის წინ და მან სოფია მოიკითხა რადგან სოფიასაც კარგად იცნობდა,ალიმ კი დანაღვლიანებულმა უთხრა რომ სოფია მასთან აღარ არის.
-რატომ არ არის მის გვერდით,გაიყარნენ?
-არა,იმიტომ არ არის რომ სოფიას სერიოზული რამ შეემთხვა.
-რა შეემთხვა,რაა ეს სერიოზული ლევან სად არის სოფია,ნამდვილი სოფია და რატომ დაბრუნდა ალი მარტო თურქეთში.თუ ეს გავიგეთ საიდუმლოს კვანძიც გაიხსნება.
-რიტა გავიგე ყველაფერი,სოფია გარდაიცვალა.
-რააააააა? როგორ,სად.რიტა შოკისგან ფეხზე წამოხტა და თვალრებგაფართოვებული უცქერდა ჯერ გუგას და შემდეგ ლევანს.
-დამშვიდდი,ვიცი რომ ეს მოულოდნელი იყო შენთვის,მაგრამ ეს სიმართლეა, სოფია ზღვაში დაიხრჩო 5 წლის წინ.
-ღმერთო ამას არ ველოდი,როგორ დაიხრჩო.
-ზღვაში გასულან სასეირნოდ იახტით ალი და სოფია და მშვიდი ზღვა მოულოდნელად აღელვებულა,სოფიამ არ იცოდა კარგად ცურვა ის ზღვაში გადავარდა,როცა ალიმ გაიგო სოფიას გაუჩინარება მისი ძებნა დაიწყო,მაგრამ დაგვიანებული იყო სოფიას კვალს ვერსად ვერ მიაგნო.რიტა დადუმდა და რამდენიმე წუთი ასე მდუმარედ იჯდა,გუგამ მხარზე შეეხო და უთხრა.
-რიტა მითხარი რომ სოფიას შენ პირადად ესაუბრე,პირადად გაიცანი ის და მას მეხსიერება აქვს დაკარგული,ასევე თქვი რომ ის ფოტოგრაფია.
-ყველაფერი სწორია სოფია გავიცანი და ერთად ჩაიც კი მივირთვით,თავისუფალი და კარგი მოსაუბრე პიროვნებაა.
-როგორ შეიძლება რიტა, სოფია ხომ 5 წლის წინ დაიხრჩო ზღვაში.რიტამ ცუდად იგრძნო თავი და ბიჭებს შეეშინდა.
-ცუდად ხარ? გუგა წყალი მომაწოდე,ლევანმა თავის ხელით შეასვა წყალი რიტას და მის დამშვიდებას დაელოდა.
-როგორ გრძნობ თავს,უკეთ ხარ?
-უკეთ ვარ და მომისმინეთ,ალბად გემახსოვრებათ სამი წლის წინ გაუჩინარდა გაურკვეველ ვითარებაში ელზა ყაველაშვილი ფოტო მოდელი, ალექსანდრე აბაშიძის მეუღლე.
-მახსოვს,მაგრამ სად ელზა და სად სოფია.გაოცებული უცქერდა ორივე რიტას.
-გამახსენდა,ბევრი მცდელობის მიუხედავად ის მეუღლემ ვერ იპოვა,მახსოვს კარგად ეს ამბავი,მაგრამ ელზა აქ რა შუაშია რიტა.
-თავშია ლევან თავში,რადგან სწორედ ის სოფია ალი რომ მის ცოლად ასაღებს დარწმუნებული ვარ ელზა არის.გუგაც და ლევანიც გაოცებული უცქერდა რიტას და ალიმ ამ დროს ფეხით შემოიარა ყველაფერი და ბოლოს განრისხებულმა ფეხით შეანგრია ფსიქოლოგი ფერიდეს ბინის კარი და ფერიდეს თმებში ჩაავლო ხელი.
-რას აკეთებ,გაგიჯდი?
-სად არის სოფია.
-მე საიდან უნდა ვიცოდე ალი სად არის სოფია დღეს დავბრუნდი ანტალიიდან.
-შენ დაეხმარე მას წარსული გაეხსენებინა და აქედან წასვლაშიდაც შენ დაეხმარე.
-რას ამბობ,ხვდები რას ამბობ? თქვენ ხომ წლებია ერთი ოჯახი ხართ,წარსულს თუ გაიხსენებდა რატომ უნდა წასულიყო შენგან,დაწყნარდი ალი და მოდი მშვიდად ვისაუბროთ.
-შენ არ გესმის,მე გითხარი და გაგაფრთხილე რომ სოფია მთელი ჩემი ცხოვრება არისთქო,მაგრამ კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე თუ სოფია დავკარგე შენ ძალიან გეტკინება,გესმის? ძალიან გეტკინება და მე გატკენ ფერიდე.

-ეს,ეს დაუჯერებელია.სოფია 5 წლის წინ გარდაიცვალა,ის აღარ არსებობს და ელზა მისი პირადობით ცხოვრობს თურქეთში? თქვა გუგამ და გაოცებული უცქერდა რიტას.
-მეც უცნაურად შევხედე თავიდან,მისი ქმარი ძალიან საშიში პიროვნებაა,ვფიქრობ ის არაფერზე დაიხევს უკან ელზა მასთან გააჩეროს და შესაძლებელია წამლებით აბრუებს,არაა გამორიცხული მეხსიერებას უქვეითებს იმიტომ რომ არ გაიხსენოს სინამდვილეში ვინ არის.
-გუგა საქმე იმაზე მეტად სერიოზულადაა,ვიდრე თავიდან ვიფიქრეთ.
-გეთანხმები ლევან,რიტა კიდევ რა გითხრა ელზამ.
-მითხრა რომ არ ახსოვს როგორ დაკარგა მეხსიერება და ახსოვს მხოლოდ ბოლო სამი წელი.კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა,მაგრამ ალი მოვიდა და წაიყვანა,წასვლისას კი ისე შემომხედა ელზამ მივხვდი თვალებით მითხრა მიშველეო.
-შემდეგ არ გინახავბს?
-არა,ალი იმ ღამით ქუჩაში დამხვდა და დამემუქრა,მისმა გამოხედვამ ძალიან შემაშინა და დარწმუნებული ვიყავი მუქარას შეასრულებდა,აქამდე მაჩნდა ყელზე მისი თითების კვალი რომ მახრჩობდა.
-ამ ფოტოებს დააკვირდით რას ხედავთ, ერთი და იგივე ქალი არის? გუგას ორი ფოტო ხელში ეჭირა და აკვირდებოდა,ფოტოზე ორი ერთნაირი ქალი იყო რომლებიც ტყუპებივით გავდნენ ერთმანეთს,მაგრამ რიტამ თქვა.
-ეს ელზა არის, მე გადავუღე ფოტო წამოსვლის წინ.
-ეს კი სოფიაა და ახლა იხსნება აქ საიდუმლოს კვანძი,ელზა ძალიან ჰგავს სოფიას და ალიმ მოიტაცა ელზა. არც ისაა გამორიცხული ძალის გამოყენებით ყავდეს მის გვერდით,რიტა მართალია ელზას უნდა ვუშველოთ.თქვა გუგამ და ლევანს შეხედა.
-რატო შემომხედე გუგა შენც იგივეს ფიქრობ რასაც მე?
-ჩვენი აზრები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს მეგობარო,თურქეთში უნდა წავიდეთ.
-მომისმინეთ,მე აქ ვწყვიტავ თქვენთან ურთიერთობას,რადგან მე თურქეთში წასვლის ხარჯებს ვერ დავფარავ.
-რა ხარჯებზე მელაპარაკები რიტა ასეთი უცნაური ისტორია არასოდეს შემხვედრია და ამ თემას ნამდვილად ვერ გავუშვებ ხელიდან.შენ ფული არ ინერვიულო,მთავარია ელზას ვუშველოთ,გუგა მოემზადე ჩვენ დღესვე გავდივართ.რიტა გაოგნებული დაბრუნდა თინასთან,თინამ შეხედა თუ არა მეგობარს მიხვდა რომ რასაც ეჭვობდნენ ის სინამდვილე აღმოჩნდა.
-ეს დაუჯერებელია,მაგრამ ფაქტი ხომ ჩვენს წინ არის,ახლა რას იზამ რიტა.
-ალექსანდრეს უნდა ვუთხრა,მან უნდა გაიგოს რომ ელზა ცოცხალია.
-დაველოდოთ,ჯერ მშვიდობით დაბრუნდეს ლევანი და გუგა,ვნახოთ რა შეიცვლება.
-რა უნდა შეიცვალოს თინა,ელზა ცოცხალია და ალექსანდრე სამი წელია იტანჯება.რიტამ ვერ შეძლო ალექსანდრესთან საუბარი ამიტომ თომას და ნიკას დაურეკა.
-თომა ნიკას უთხარი და აუცილებლად უნდა შემხვდეთ.
-რა მოხდა რიტა.
-ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრათ.გაუკვირდა თომასაც და ნიკასაც და შეხვედრა არ გადადეს,რიტას სახლში ესტუმრნენ.
-მობრძანდით,დაბრძანდით რა მოგართვათ.
-არაფერი რიტა გვითხარი რა ხდება.
-ვიცი გაგაოცათ ჩემმა ზარმა,მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
-გისმენთ, რიტა უკვე გვაშინებ.
-თემა ალექსანდრეს ეხება.
-ალექსანდრეს? რა ჭირს ალექსანდრეს ისეთი რაც შენ იცი და ჩვენ არა.
-მომისმინეთ,შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ მაგრამ ალექსანდრეს მეუღლე ელზა ცოცხალია.
-რაააა,ცოცხალია? ფეხზე წამოდგა თომა.
-რიტა დარწმუნებული ხარ რასაც ამბობ? ასევე გაოცებული უცქერდა რიტას ნიკა.
-1000%-ით.
-ეს ალექსანდრემ უნდა გაიგოს,ვალდებული ხარ ეს მას უთხრა.ის იტანჯება,მთელი ეს წლები იტანჯება და არა მარტო ის,დედამისიც უარეს დღეშია.
-ყოველთვის მიყვარდა ალექსანდრე და ელზას დაკარგვის შემდეგ მეგონა შანსი მქონდა,მის სახლში მის შვილთან ძიძადაც კი ვმუშაობ,მაგრამ შევცდი.მიუხედავად იმისა რომ არავინ იცის ელზა დაბრუნმდება თუ არა,მე არ შემიძლია დავმალო სიმართლე.ამიტომ თქვენ უნდა დამეხმაროთ,რადგან ვერ შევძლებ სიმართლე ვუთხრა ალექსანდრეს.
-ამ სამ წელიწადში ალექსანდრე ძალიან შეიცვალა,მან ძალიან დიდი ტკივილი გადაიტანა და როგორი მწარეც არ უნდა იყოს სიმართლე მან ეს უნდა გაიგოს რიტა.თუ გასაგებია დროულად უნდა გაიგოს და რა თქმა უნდა შენგან გაიგებს,რადან შენ ნახე პირადად ელზა.
რამდენიმე დღე გავიდა რაც ლევანი და გუგა თურქეთში წავიდნენ,რიტას ახსნით ადვილად მიაგნეს ალის სახლი,სიბნელეში იდგნენ და უთვალთვალებდნენ სახლს,რომ უეცრად გუგას ცივი საგანი შეეხო ყელზე და ასევე ჩუმი ჩურჩულიც გაიგონა.
-ვინ ხართ და აქ რას აკეთებთ.გუგამ არ შეუშინდა ცივ იარაღს და ლევანს დაუძახა.
-ლევან ფრთხილად.ლევანს არ მოეწონა გუგას ხმა და მასთან მივიდა,შეხედა გუგას სახეზე მანდილ-აფარებული მამაკაცს ყავდა გუგა კედელზე მიკრული,მხარზე ხელი დაადო და უთხრა.
-ასე ხვდებიან თქვენში სტუმრებს?
-ვინ ხართ და აქ რა გინდათ,რატომ მოდით.
-ჩვენ ქართველები სტუმარს არ ვეკითხებით რატომ შეჩერდა ის ჩვენს სახლის კართან,თუნდაც ის დაუძინებელი მტერი იყოს ჩვენი,ეს რა დახვედრაა მეგობარო,ჩვენ სოფიას მეგობრები ვართ,მასთან მოვედით მაგრამ ვხედავთ სახლში არავინ არ არის.ალი სად არის შეგიძლია გვითხრა?
-მეგობრები თუ ხართ,უნდა იცოდეთ სად არის ალი ახლა ამ წუთში.
-ძალიან დიდი დროა გასული რაც აღარ გვინახავს ერთმანეთი,თითქმის სამი წელი და ეს პატარა დრო არ არის მეგობარი არ მოგენატროს.
-აქ აღარ ცხოვრობენ,აქედან წავიდა ბატონი ალი.
-საინტერესოა ახლა სად წავიდა,სად გადამალავს სოფიას.
-როგორ თუ გადამალავს,ან რატომ უნდა გადამალოს საკუთარი ცოლი.გაიკვირვა მანდილიანმა მამაკაცმა,მაგრამ ძალიან კარგად იცოდა რასაც ამბობდა ლევანი.
-ხო გადამალავს ვინმემ არ მიაგნოს,რადგან უკანონოდ მალავს თავის სახლში და დატყვევებული ყავს სხვისი ცოლი.ეს ძალიან უცნაურად არ გეჩვენება? შესაძლებელია თქვენში მოსულია ეს სხვას აართვათ ცოლი,მაგრამ ჩვენში არა.
-რას გულისხმობთ ვერაფერი ვერ გავიგე.
-ვერ გაიგე? არც ის იცი რომ ალის საკუთარი ცოლი 5 წლის წინ დაიხრჩო ზღვაში? მაგრამ სამი წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა ქართველი ქალი ელზა ყაველაშვილი,ეს სწორედ ის ქალია ვინც ალიმ დააჯერა რომ მისი ცოლია,რომ მას ამნეზია აქვს და ძალიან ბევრი ეჭვობს რომ ეს ის ელზაა და არა სოფია.გასაგებია ახლა აქ რატომ ვართ?
-არა,მე არაფერი არ ვიცი.თქვა შავებიანმა და წასვლა დააპირა,მაგრამ გუგამ ხელი კრა და ახლა თავად ააკრა კედელზე.
-შენ ძალიან ბევრი რამ იცი,ყველაფერს იტყვი წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალს დაგდებ და ციხეში გაგიშვებ ადამიანის გატაცებაში მონაწილეობისთვის.
-მე და ჩემი მეგობარი ვფიქრობთ არ გინდა ციხეში წასვლა და ამიტომ სიმართლეს იტყვი.
-გეტყვით,არ გინდათ პოლიცია თქვენ სწორ გზაზე ხართ,5 წლის წინ დაიკარგა სოფია ის ზღვაში დაიხრჩო,ალიმ ასე მითხრა.ის ძალიან ცუდად იყო,რადგან სოფია ძალიან უყვარდა.ერთ საღამოს ხელში აყვანილი მოიყვანა ქალი სახლში რომელიც ძალიაბ ჰგავდა სოფიას და მითხრა.
-ახმედ სოფია ვიპოვე.შევხედე მართლა ძალიან ჰგავდა სოფიას მაგრამ ის მაინც განსხვავებული იყო მისგან და ვუთხარი.
-არა,შეცდომას უშვებ ალი ის არ არის სოფია ის ხომ ზღვაში დაიხრჩო, უნდა შეეგუო რომ სოფია აღარ არის.ის გაიგებს სიმართლეს და წავა,ამიტომ გაუშვი მერე უფრო გეტკინება.
-ყველაფერს გავაკეთებ რომ არ გაახსენდეს წარსული და ის ჩემთან დარჩეს.
-რა მოუვიდა,როგორ დაკარგა მეხსიერება.
-ალიმ ვიღაც მოისყიდა და ელზას სანაპიროზე თავს დაესხნენ,ყველა სამკაული რაც კი ეკეთა წაართვეს და შემდეგ თავში ჩაარტყეს,გაითიშა გონება დაკარგა და შეეშინდათ,ამიტომ იქვე მიატოვეს, ეს ყველაფერი ალის დადგმული იყო და სოფია მარტო ნახა თუ არა გულწასული ხელში აიყვანა და სახლში მოიყვანა.
-საავადმყოფოში რატომ არ წაიყვანე,ალი ეს ხომ სულ სხვა ქალია.სახლში რომ მოიყვანა რამდენიმე დღე მაღალი სიცხეები ჰქონდა და თავად უმკურნალა,მისი მეთოდებით და წამალსაც აძლევდა მეხსიერება არ დაბრუნებოდა,ამიტომ მთელი ეს დრო იცის ქალმა რომ ის ალის ცოლია.
-მეგობარო ხომ ხვდები თავად,რომ ეს ადამიანი არ არის კარგად.
-მე ვთხოვდი,გეფიცებით ვთხოვდი ეს არ გაეკეთებინა,რომ ადრე თუ გვიან სიმართლე გაირკვეოდა......................
-მაგრამ არ მოგისმინათ,კარგი მეგობარო მადლობა გულახდილი საუბრისთვის.ლევანმა ახმეტის საუბარი ჩაიწერა და გადაწყვიტა დილით საელჩოში წასულიყვნენ და ელჩი ენახათ,ელზამ კი რიტას სახლს მიაგნო და კარზე ფრთხილად დააკაკუნა,მაგრამ კარი არავინ გაუღო,იდგა კართან და ელოდა,რომ მხარზე ვიღაც შეეხო შეშინებულმა შებრუნდა და რიტა დაინახა.
-დაწყნარდი,არ მინდოდა შეგშინებოდა.უთხრა რიტამ და გაუღიმა.
-მხოლოდ შენ შეგიძლია დამეხმარო,რომ გავიგო ვინ ვარ. გთხოვ,აღარ შემიძლია ასეთ გაურკვევლობაში ყოფნა.
-შევიდეთ სახლში და იქ ვილაპარაკოთ.ძალიან მშვიდი იყო რიტა კარი გააღო და შევიდნენ თუ არა სოფიამ დაიწყო მოყოლა.
-შემთხვევით ვნახე ჟურნალში ფოტო ვინმე ელზა ყაველაშვილის მაგრამ ფოტო ჩემია,მე ვარ ფოტოზე.სამი წელია ვცდილობ გავიხსენო ვინ ვარ,რამდენიმე თვეა მივხვდი რომ ალი წამლებით მაბრუებს და მას არ უნდა ჩემი წარსული გამახსენდეს.ვნახე ასევე ბეჭედი რომელსაც აწერია ქართულად ,,მხოლოდ შენთვის'' ალექსანდრე, მაგრამ მითხრა რომ ეს ბეჭედი დედაჩემის არისო.ვნახე აგრეთვე ეს მობილური იმ ყუთში და აქამდე ვიცოდი რომ როგორც დედის ძვირფასი სახსოვარი იმიტომ ინახავდა,მაგრამ ეს მამაკაცი რამდენჯერმე ვნახე სიზმარში,ის მოდის ჩემთან ხელს მიწვდის და დაბრუნებას მთხოვს,ასევე გვაქვს სიზმარში სექსი და მასთან თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.შევიშლები,რიტა მართლა შევიშლები დამეხმარე გთხოვ.
-დაწყნარდი სიმართლეს გეტყვი,ელზა ყაველაშვილი შენ ხარ და არა სოფია როგორც გითხრა ალიმ.შენი ქმარი კი ის მამაკაცია ვისაც სიზმარში ნახულობ,ალექსანდრე და ის ძალიან ნერვიულობს შენს გაუჩინარებას.
-არა,ეს შეუძლებელია ჩვენ ქორწინების მოწმობაც გვაქვს,მაქვს პირადობაც და მაქვს საზღვარგარეთ წასასვლელი პასპორტიც,ეს როგორ შეიძლება.
-ელზა ყურადღებით მომისმინე,საზღვარგარეთ ვერ წახვალ ამ პასპორტით, სოფია იყო ალის ცოლი ვიზედაც 13 წლის უკან დაქორწინდა მაგრამ ის აღარ არის,ზღვაში დაიხრჩო 5 წლის წინ.
-არა შეცდომაა,აქ რაღაც შეცდომაა.
-არა,არ არის შეცდომა.როცა პირველად გნახე იმ წუთში გიცანი,უცნაურად მომეჩვენა ეს ყველაფერი იმის შემდეგ როცა ალიმ დამემუქრა.............
-დაგემუქრა?
-იმ დღეს ჩაი რომ დავლიეთ ერთად,იმ საღამოს დამეუქრა და ყელზე ჯერ კიდევ მაჩნია მისი ხელების კვალი.ელზა შემეშინდა,თბილიში დავბრუნდი თუ არა დეტექტივი ავიყვანე,შენ ელზა ხარ და არა სოფია.ელზამ ძალიან ცუდად იგრძნო თავი,მაგრამ რიტას არ დაუჯერა და წავიდა,ჯერ ქუჩებში იარა და სახლთანაც მივიდა,მაგრამ ვერ შევიდა სახლში და სასტუმროში წასვლა გადაწყვიტა.წავიდა კიდეც, მაგრამ გზაში დაფიქრებულ მიმავალს მოჩვენება დახვდა,მის წინ ალი იდგა.
-ალი?
-სოფია? არ გამაფრთხილე ისე წამოდი,გიპოვე და მინდა დაგაბრუნო ჩემს გვერდში.
-დავბრუნდები,გეფიცები დავბრუნდები მაგრამ ორ დღეში.
-სოფია დაჯექი,ჩვენ ერთად წავალთ ჩვენს სახლში.შეეშინდა,ძალიან შეეშინდა ელზას და უხმოდ გაყვა ალის,რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ სახლში მივიდნენ,შევიდნენ სახლში და მოულოდნელად ალი ურჩხულად გადაიქცა ძლიერად მოქნეული ხელი ელზას სახეში მოხვდა.
-როგორ გაბედე და სახლიდან გადი ჩემს დაუკითხავად.
-ვინ ხარ,რა გინდა ჩემგან ან აქ რატომ მაჩერებ.
-მე შენი ქმარი ვარ და უნდა შემიყვარო,უნდა შეეგუო ჩემთან ცხოვრებას.
-ვინ არის ელზა,ვინ არის სოფია ეს ორი სხვადასხვა ადამიანია.მე ელზა ვარ ვინც შენ სოფიად შეცვალე,მითხარი რომ ის მობილური დედაშენის არის,მაგრამ არა ის ჩემია და იქ ჩემი ქმრის ფოტო მაქვს და ეს შენ არ ხარ,ეს ის მამაკაცია ვისთანაც ყოველ ღამით სექსი მაქვს,გიჟური სექსი.ეს საქორწინო ბეჭედიც ჩემია,შენ ვინ ხარ ალი და რა გინდა ჩემგან.
-შენ ჩემი ცოლი ხარ,ჩემი სოფია.
-სოფია 5 წლის წინ მოკვდა,ის ზღვაში დაიხრჩო.
-რას ამბობ,ეს ვინ გითხრა.ისევ მოხვდა ალის მოქნეული ხელი,ერთხელ გაუძლო,მეორედაც და მესამედ უკვე უგონოდ დაეცა,როცა თვალი გაახილა ის სარდაფში იყო ჩაკეტილი,კარებთან კი ალი ჩამჯდარიყო და ნერვიულად ჩურჩულებდა.
-შენ ჩემი სოფია ხარ,ჩემი სიყვარული და არ მოგცემ ნებას ჩემგან წახვიდე.

გვიანი შემოდგომა იყო და საკმაოდ აცივდა, ცხელი ჩაი ჩაასხა საყვარელ ფინჯანში,მაგრამ მოულოდნელად ადგა მანტო ჩაიცვა და ყელზეც თბილი კაშნეც მოიხვია.გაბედულად მიაბიჯებდა,მაგრამ ალექსანდრეს კართან მისულმა ფეხი შეანელა რადგან ფიქრობდა შესულიყო თუ არ შესულიყო,ბოლოს თვალები მაგრად დახუჭა და კარზე გაბედულად დააკაკუნა.ის ის იყო ალექსანდრე დაღლილი დაბრუნდა სახლში და ვახშმად უნდა დამსხდარიყვნენ,რომ კარზე კაკუნის ხმა იყო და მერის შეხედა.
-ველოდებით ვინმეს?
-არა შვილო,წავალ ვნახავ ვინ არის.მერიმ კარი გააღო და კართან რიტა იდგა,მაგრამ ის ნერვიულობისაგან კანკალებდა.
-რიტა? რა მოხდა  შვილო,ასე გვიან აქ რას აკეთებ.
-ალექსანდრე დაბრუნდა? მერი დეიდა უნდა დაგელაპარაკოთ,უკვე აღარ შემიძლია უთქმელობა და ვერც გულით ვეღარ ვუძლებ ამ დარდს.
-ჩემთან გინდა საუბარი თუ ალექსანდრესთან,შემოდი ისიც სახლშია,ახლა მოვიდა.
-რიტა? შენი ნახვა მეც მინდოდა,ნიკა და თომა ვნახე დღეს და მითხრა ჩემთან საუბარი გინდა და გერიდება,გისმენ მართაზე უნდა მითხრა რამე? ვიცი რომ ჯიუტი ბავშვია,მაგრამ რაც დედამისი......................
-ის რაც მინდა გითხრათ,ძალიან მნიშვნელოვანია.
-ვისთვის,რა მოხდა რიტა.
-შენთვის,თქვენთვის ყველასთვის.ალექსანდრეს ხელები აუცახცახდა და რიტას თვალებში ჩახედა.
-რიტა რამე გაიგე ელზაზე?
-ელზა? რიტა შვილო რა გაიგე თქვი,ჩემი ელზა ცოცხალია? ხმა აუკანკალდა მერის.
-გავიგე რა შეემთხვა ელზას.
-რა შეემთხვა,ან შენ................
-იმ დღეს როცა დაიკარგა და შენ ყველგან ეძებდი ელზას თავს დაესხნენ და მის გაუპატიურებას შეეცადნენ,შემდეგ თავში ჩაარტყეს და როცა გონზე მოვიდა ის სადღაც უცხო სახლში იყო და მის გვერდით უცხო მამაკაცი იჯდა ვინც უვლიდა მაღალ სიცხიანს.ალექსანდრე ელზას არაფერი არ ახსოვს,არც მისი სახელი,არც ის ვინ არის და რა წარსული აქვს,რა ცხოვრებით იცხოვრა,არც ის იქ როგორ მოხვდა და ვინ მიიყვანა.
-გამოდის,რომ .........................
-გამოდის რომ მან მომხდარისგან შოკი მიიღო და მეხსიერება დაკარგა,მამაკაცმაც მიხვდა რომ ელზას აღარაფერი აღარ ახსოვდა და უთხრა,რომ ის მისი ცოლი იყო,ადვილად დააჯერა,რადგან მას ისედაც არაფერი არ ახსოვდა.
-შენ ვინ გითხრა ეს ყველაფერი.შეეკითხა მერიმ,ალექსანდრე კი გაშეშებული იჯდა,მხოლოდ რიტას უცქერდა.
-მე გადავწყვიტე მომეძებნა მას შემდეგ,როცა თურქეთში ვიყავი ერთი თვის წინ პირადად ვნახე ელზა და ვისაუბრეთ კიდეც,ჩვენ ერთად ჩაიც მივირთით.
-რატომ აიყვანე დეტექტივი.უთხრა ალექსანდრემ ჩუმად,მაგრამ რიტამ ჩანთა გახსნა მისივე გადაღებული ფოტოები აჩვენა ალექსანდრეს და მერის.
-ეს სოფიაა,სოფიად გამეცნო მაგრამ მე ის ვიცანი ის ელზაა.ალექსანდრესათვის იმდენად მოულოდნელი იყო ეს ამბავი გულზე ხელი მიიდო და მერის შეეშინდა,რიტამ ჭიქით წყალი მიაწოდა,როცა ცოტა სული მოითქვა,რიტას შეხედა და უთხრა.
-გააგრძელე გისმენ რიტა.
-ეს ფოტო რომ გადავიღე,სწორედ ამ ფოტომ გამიჩინა ეჭვი.ალექსანდრემ ფოტო აიღო და ხმის კანკალით თქვა.
-შეუძლებელია,შეუძლებელია ელზას არ ვახსოვდე.
-ალექსანდრე თავი ხელში აიყვანე შვილო
-რიტა,შენ მართლა ელაპარაკე მას?
-ველაპარაკე,მაგრამ მას წარსული საერთოდ არ ახსოვს.
-რამდენი ხანია რაც სიმართლე იცი.
-ერთი თვე,აქ რომ მოვედი ჯერ კიდევ ვარკვევდი სიმართლეს მინდოდა დავრწმუნებუკიყავი რომ არ ვცდებოდი.იმ კაცმა შემაშინა,დამემუქრა და ამიტომ ავიყვანე დეტექტივი.ვიცი დავაშავე და უნდა მეთქვა,მაგრამ მეგონა არ დამიჯერებდი. მერი ფოტოებს აკვირდებოდა და ალექსანდრეს შეხედა.
-ეს არის ის მამაკაცი აქ რომ მოვიდა და ელზას ამბავი იკითხა.
-აქ მოვიდა და შეგვამოწმა როგორ ვცხოვრობდით,ეს როგორ ვერ მივხვდი.ალექსანდრე გაავებული დადიოდა წინ და უკან და იმ ღამით გადაფრინდა თურქეთში ნიკასთან
ერთად,ელზა ისევ სარდაფში იყო ჩაკეტილი და ტიროდა,ნანობდა რიტას რომ არ დაუჯერა.
-არავინ არ დამსხმია თავს თავად შენ იყავი,ეს შენ იყავი დარწმუნებული ვარ.
-მე რომ არ მოვსულიყავი ის მამაკაცი შენ მოგკლავდა სოფია.
-სოფიას ნუ მეძახი,არ ვარ სოფია და შენც კარგად იცი.კარგი,მესმის რომ გტკივა როცა საყვარელ ადამიანს კარგავ,მაგრამ მე არ ვარ სოფია და ამიტომ უნდა გამიშვა,მომცე საშუალება წავიდე.
-არა,შენ არსად არ წახვალ,რატომ გინდა მაიძულო უფრო მტკივნეულად მოგექცე,გაიგე ჩემთან მინდა იყო.
-მაგრამ მე ხომ ქმარი მყავს,ოჯახი მაქვს,შვილი მყავს უნდა წავიდე.შენც კარგად იცი რომ ერთ დღეს წავალ და უნდა შეეგუო.ალიმ ისევ ჩაკეტა სოფია და ნერვიულად დაიწყო სიარული სახლში,უეცრად სიბნელეში ადამიანის ლანდი შენიშნა და ფარდა გადასწია,მან უცნობი მამაკაცი დაინახა მის სახლთან და შემდეგ ალექსანდრეც დაინახა,შეეშინდა? არა,იარაღი ამოიღო და გადაწყვიტა ალექსანდრე საერთოდ მოეშორებინა თავიდან,კარი გააღო და ალექსანდრეს გზა მისცა  სახლში შესულიყო.ალექსანდრემ კარი დაინახა ღია
ფრთხილობდა,მაგრამ სახლში შევიდა გაბედულად და იყვირა.
-ელზა,მე აქ ვარ და მოვედი შენს წასაყვანად.ალიმ კარს უკან მდგარმა ხელი მიკრა კარს და ნიკა გარეთ დარჩა,ალექსანდრე კი შიგნით და ზიზღით შეხედა ალექსანდრეს რომელსაც სახეზე ნერვიც არ შეტოკებია.
-არავინ ელზა აქ არ არის.
-არის და მას შენ მალავ,ვერ ხვდები რომ დანაშაულს სჩადიხარ?
-დანაშაული შენ ჩაიდინე ახლა სხვის სახლში რომ უნებართვოდ შემოიჭერი.ალექსანდრე არ ელოდა და თავში მძიმე საგანი მოხვდა და წაიქცა,გონს მოვიდა და ადგა კარი გააღო გარეთ გავიდა მაგრამ შორს არ წასულა,იქვე დაიმალა ნიკასთან ერთად,ალიმ ალექსანდრე ვეღარ ნახა და ღიად დარჩენილ კარიდან გაიხედა,ეგონა წავიდაო,ამიტომ კარი ისევ დაკეტა შიგნიდან და სარდაფიდან ხმები შემოესმა,სოფიამ შეძლო და მოახერხა შიგნიდან კარზე საკეტი გაეტეხა და გამოვიდა,მაგრამ შორს ვერ შეძლო წასვლა,ისევ დაიჭირა ალიმ და ისევ ჩაკეტა.
-სად მიიპარებოდი,სად მიდიოდი,შენ ჩემთან უნდა იყო და ვერასოდეს ვერ წახვალ.ტანისამოსი ჩაალაგე,აქედან მივდივართ ჩემგან ვერავინი ვერ შეძლებს შენს წაყვანას,ხელი ჩაკიდა კარი გააღო და თავში რაღაც მძიმე მოხვდა,ნიკამ ალის შეშის ნაჭერი ჩაარტყა თავში, ელზას ხელი მოკიდა და სახლიდან გაიყვანა,გასვლამდე კი ალის ზემოდან დახედა და უთხრა.
-ზღვა თუ გიყვარს ტალღებთან ბრძოლა უნდა იცოდე ბატონო ალი და თუ გაფრენას ცდილობ,ჯერ ფრთები უნდა გაგეზარდოს,რომ უშიშრად გაშალო ისინი.წავიდეთ ელზა,ეს მძორი აქ ეგდოს და ვიღაც ნახავს,ალექსანდრე გელოდება გარეთ.ელზა გარეთ გავიდა ნიკასთან ერთად და ალექსანდრეც დაინახა,თავიდან სისხლი მოდიოდა.
-ელზა,ელზა ჩემო სიყვარულო აქედან წავიდეთ,დასრულდა კოშმარი სადაც სამი წელი ცხოვრობდი.სამი წელია დაგეძებ,იცი რამდენჯერ ვიყავი ამ სახლის გარშემო? მაგრამ დავივიწყებ ყველაფერს შენ ისევ ჩემთან ერთად ხარ,როგორც იქნა გიპოვე,მაგრამ ეს სამი წელი ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში,სწორედ სირთულეებმა უშენოდ ცხოვრება მასწავლა.ელზა ჩემი სხეულის ბოლო უჯრედმაც რომ მიღალატოს,მე მაინც გავიღიმებ და მხოლოდ შენთვის იქნება ჩემი ბოლო ამოსუნთქვა.
-ერთი სათხოვარი მაქვს,იმედია უარს არ მეტყვი.
-მითხარი,რა გინდა გავაკეთო.
-აქედან წასვლამდე,მინდა ჩემს ფსიქოლოგი ვნახო,აქვე ცხოვრობს.
-წავედით,ეს არ არის გადაუჭრელი პრობლემა.ალექსანდრემ ელზას ნათქვამ მისამართზე მივიდა და გაოცებული უცქერდა ფერიდე ელზას დალურჯებულ სახეს და გახეთქილ ტუჩს.
-სოფია? სად იყავი მე ყველგან გეძებდი,სახეზე რა გჭირს მეგობარო ასე ალი მოგექცა? მითხარი რა გავაკეთო რომ ტკივილი შეგიმსუბუქო.
-კარგად ვარ ფერიდე,გასული ვიყავი ქალაქიდან ამიტომ ვერ მიპოვიდი.
-სოფია ალი მოვიდა და დამემუქრა,ძალიან შემეშინდა.
-დრო არ მაქვს უნდა წავიდე,მხოლოდ ამ კონვერტს გიტოვებ აქ ყველაფერი წერია,წაიკითხე და თავად მიხვდები ჩემი წასვლის მიზეზს და კიდევ ერთი და უკანასკნელი თხოვნა მაქვს შენთან.
-სოფია გისმენ.
-ფერიდე გთხოვ ალის დაეხმარე,მას მართლა სჭირდება შენი დახმარება.
-მიდიხარ საერთოდ და ვეღარ გნახავ?
-მე თბილიში ვიქნები,როცა გინდოდეს შეგიძლია ზეინებს უთხრა და მესტუმროთ,ჩემთან დაკავშირებას წერილში დატოვებულ ნომერზე შეძლებ,ამ წერილს წაიკითხავ და შენს ზარს ველოდები,მადლობა ყველაფრისთვის შენ მე სიცოცხლე დამიბრუნე.ელზა და ალექსანდრე სასტუმროში დაბინავდა,ელზამ სააბაზანოში შევიდა ცივი წყალი შეისხა სახეზე და უეცრად თავის ძლიერი ტკივილი იგრძნო,ეს მოხდა წამიერად და გონება განათდა,მას გაახსენდა ყველაფერი რაც კი თავს გადახდა და ხმით მოთქვამდა,ალქსანდრემ ნიკას შეხედა და გიჟივით შევარდა სააბაზანოში,სადაც ელზა უკვე გულწასული ეგდო უგონოდ.
-ელზა,ელზა რა გჭირს.ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა,ნიკამ წყალი მოუტანა და ალექსანდრემ სველი ხელით კისერი დაუზილა.
-რა დაგემართა,მე აქ ვარ დასრულდა კოშმარი.
-გამახსენდა,ყველაფერი გამახსენდა ალექსანდრე.
-მეხსიერება დაგიბრუნდა,ეს ხომ ძალიან კარგია სახლში წავალთ სადაც დედა გველოდება,მართა გველოდება,იცი როგორ გაიზარდა მართა? მათმა არ იციან რომ წამოვედი და მოდი სიურპრიზი მოვუწყოთ.ნიკამ მარტო დატოვა წყვილი და თავის ნომერში შევიდა ცოტა დაისვენა და თავად მიუკაკუნა ალექსანდრეს კარზე.
-ალექს უნდა წავიდეთ,აქურობას უნდა გავეცალოთ რადგან არ ვიცით ის გიჟი რას მოიმოქმედებს.
-მოვდივართ,სამივემ დატოვა სასტუმრო და აეროპორტში წავიდნენ,ალექსანდრე სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო ასული,რამდენიმე საათში გულის ფანცქალით დადგა ელზა მისი სახლის წინ და ალექსანდრეს შეხედა.
-აქ იყავი,მე შევალ და მერის გარეთ გამოვიყვან.თავი დაუქნია ალექსანდრეს და გარეთ დაელოდა მონატრებულ დედას.
-მერი,მერიემ სად ხარ.ყვირილით შევიდა სახლში ალექსანდრე და გაოცებული მერი წინ შეეგება შეშინებული,მაგრამ ალექსანდრეს ბედნიერი სახე რომ დაინახა გული აუფრიალდა.
-რა მოხდა,რა მოგივიდა რა გაყვირებს რამე შეგემთხვა?
-ყოველთვის ცუდზე რატომ ფიქრობ მერიემ მოხდა,ყველაზე კარგი რამ მოხდა და ეს თავად უნდა ნახო შენი თვალით.მერიმ ღიად დარჩენილ კარს გახედა და შემდეგ ნელა-ნელა მიუახლოვდა,ჯერ უცქირა იქ მდგარ სახე დალურჯებულ და ტუჩ გახეთქილ ელზას და შემდეგ ტირილი აუვარდა,ხმით მოთქვამდა და მონატრებულ შვილს ეფერებოდა,ვერც ელზამ გაძღა დედის მონატრებული სურნელით და ორივე ერთმანეთს უწმინდავდა ცრემლიან თვალებს.
-ეს ცხადში ხდება,შენ დამიბრუნდი შვილო.
-დაბრუნდა,რომ არა რიტა კიდევ მრავალი წელი ვერ მივაკვლევდით ელზას კვალს.
-მართალია რიტამ გიპოვა,რიტამ დეტექტივი დაიქირავა და მან გაარკვია სიმართლე,სიმართლე რომელიც არა საპატიებელია.ელზა ტყუილის მსხვერპლი გახდა,ის მოატყუეს და მისი ამნეზიით ისარგებლეს.
-არაფერი არ მახსოვდა ჩემი წარსულიდან და არც არანაირი კონა არ მქონდა გონებაში რამე გამეხსენებინა, რადგან ჩემს ირგვლივ ყველაფერი უცხო იყო,მან კი ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენა და მეც ეს წლები ტყუილში მაცხოვრა,მაგრამ ბოლო პერიოდი ხშირად მაღვიძებდა შენი თვალები,ცრემლნარევი ხმით ნათქვამი ,,დამიბრუნდი შვილო'' და ალექსანდრესთან ვატარებდი ღამეებს.
-შვილო ეჭვი არ გაგიჩნდა,რომ შენს თავს რაღაც ვერ იყო ისე როგორც უნდა იყოს?
-სწორედ ამ სიზმრების შემდეგ გამიჩნდა ეჭვი და მის მიერ მოცემულ წამლებს აღარ ვსვამდი,ნელა-ნელა გონება გაიხსნა ყველაფერი არ მითქვია,მაგრამ ალექსანდრეს რომ ძილში ვნახულობდი ეს პირდაპირ ვუთხარი,წუხელ ვიღაც მამაკაცი ვნახე სიზმარში,შეეშინდა და გამომკითხა როგორი იყო ის მამაკაციო,რა უნდა შენთან,რა გითხრა.არაფერი არ მითხრა,მაგრამ ჩვენ სექსი გვქონდა და ეს იყო ძალიან რეალური,სულ სხვანაირი გრძნობა რაც შენთან არ მიგრძვნიამეთქი.
-გაბრაზდა?
-კითხულობ თუ გაბრაზდა? გაბრაზდა,ყველაფერი დალეწა და ჩემზე ხელიც კი ასწია,შემდეგ კი მითხრა,მხოლოდ მე მაქვს უფლება შეგეხო და სხვას არავის.
-და გაგიჩნდა ეჭვიც.
-სწორედ აქედან გამიჩნდა ეჭვი და არც გასულა დიდი დრო,რომ რიტა გამოჩნდა.
-ალექსანდრე შვილო, როგორ ფიქრობ დაუსჯელი დარჩება ეს მამაკაცი?
-რა თქმა უნდა არა,ჯერ იფიქროს რომ არ შევეხები,მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად მივაკითხავ. ალი გამოფხიზლდდა და გიჟივით შემოირბინა სახლი,ბაღშიდაც გავიდა ეგონა სოფია იქ დახვდებოდა და გაუღიმებდა,მაგრამ სოფია იქ არ დახვდა.ალექსანდრემ რიტას დაურეკა და თავისი სიხარული გაუზიარა,რიტამ კი უთხრა.
-მიხარია რომ შენი ბედნიერება სრულყოფილია ალექსანდრე.
-ეს შენით არის,მე შენით ვარ ბედნიერი და მადლობა ეს ბედნიერება რომ დამიბრუნე რიტა. რიტამ ტელეფონი გათიშა,ფული დაითვალა ჩანთაში ჩაიდო და ლევანთან წავიდა.
-რიტა მოდი უკვე გავდიოდი.
-არ დაგაყოვნებ დიდი ხნით,ლევან და გუგა თქვენ დიდი შრომა გასწიეთ ელზას პოვნაში და ოჯახს ბედნიერება დაუბრუნეთ,ეს ის თანხაა რაზედაც შევთანხმდით,შრომის საფასურს გადახდა უნდა მეგობრებო.
-მე ჩემი საქმე გავაკეთე ისე როგორც გუგამ და ეს თანხა უკან წაიღე, რიტა ჩვენ უკვე გადაგვიხადეს იმაზე მეტი რაც უნდა გადაეხადათ.
-ვინ გადაიხადა თანხა ან როგორ ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ.
-ალექსანდრე მოვიდა,ყველაფერი ვუთხარით თანხაც გადაიხადა და მადლობაც გვითხრა.ახლა კი მხოლოდ ის შემიძლია ვახშამზე დაგპატიჟო, რიტა მოდი ერთად ვივახშმოთ.
-რატომაც არა,წავიდეთ და სამივემ გემრიელად ვივახშმოთ.გუგამ თინას დაურეკა და სამეულს ისიც შეუერთდა,მეგობრებმა ძველი დრო გაიხსენეს და იმხიარულეს.ელზა დაბრუნდა და ბედნიერებამ ოჯახში სინათლე შემოიტანა,რთული იყო ელზას და მართას ერთად ყოფნა,მართა ვერ აღიქვამდა მას რომ ის მისი დედაა,ელზა კი ამას ვერ ეგუებოდა,მაგრამ იმედი ჰქონდა დრო და დრო მართა მიიღებდა.
-თავი უნდა შეიკავო,ცხოვრებას ცვლილებები მოაქვს მაგრამ რაღაცეები უცვლელი რჩება.
-მაგალითად?
-მაგალითად ის რომ ალექსანდრეს ისევ ისე უყვარხარ შვილო როგორც ადრე,მართაც შეგეგუება და ოჯახი ისევ გაერთიანდება.ელზა ბედნიერია ოჯახში დაბრუნებით,მაგრამ ალიმ ვერ აიტანა სიმარტოვე და მთელ სახლში ბებზინი მოასხა,უნდოდა თავადაც სახლში დარჩენილიყო,მაგრამ ახმედმა ნება არ მისცა ცეცხლმოკიდებულ სახლში დარჩენილიყო სახეში ძლიერად გაარტყა და გათიშული გამოიყვანა სახლიდან,რამდენიმე წუთში მთელი სახლი ცეცხლის ალში გაეხვია,ყველაფერი დაიწვა და ნაცრად იქცა.გვიან ღამით სახლის ტელეფონი ახმაურდა და ალექსანდრემ აიღო.
-ბოდიშს გიხდით ასეთ დროს რომ გაწუხებთ,არც ის ვიცი ახლა რა დროა თქვენთან,მაგრამ სოფიამ,მაპატიეთ ელზამ დამიტოვა ეს ნომერი მე მისი ფსიქოლოგი ვარ,შეიძლება ელზას რამდენიმე სიტყვა ვუთხრა? ალექსანდრემ ელზას შეხედა და უთხრა.
-შენთან არიან,ელზას ფსიქოლოგი ვარო.ელზამ ტელეფონი გამოართვა და თითქოს ცუდის მოლოდინში იყო,შეშინებული ხმით უპასუხა.
-გისმენთ.
-ელზა წავიკითხე წერილი რომელიც დამიტოვე,ვიცი რომ ალი უცნაურად იქცეოდა და რაღაც დიდ საიდუმლოს მალავდა,მაინც დაუჯერებლად მეჩვენება ეს ყველაფერი.
-მაგრამ ყველაფერი სიმართლეა და ეს მე გადამხდა თავს,შენთვის ეს დაუჯერებელი ისტორია ჩემი პირადულია ფერიდე.
-ელზა ვიცი ეს კითხვა ყოვლად უადგილოა რასაც ახლა შეგეკითხები,მაგრამ დღეს ალის ხომ არ დალაპარაკებიხარ.
-არა,რა მოხდა.შიშმა აიტანა ელზა.
-როგორც წერილში მთხოვე წავიკითხე თუ არა წერილი ალისთან წავედი,სახლი ცეცხლის ალშია გახვეული.
-ის,ის ნახე?
-არა,იქ არ იყო და სახლში ისეთი ძლიერი ცეცხლი იყო ვერავინ გაბედა შიგნით შესვლა.ელზა ბოდიში რომ აგანერვიულე,მაგრამ ფრთხილად იყავი.
-მადლობა ფერიდე ფრთხილად ვიქნები,თუ რამე გაიგო შემატყობინე.
-რა მოხდა,რა ცეცხლზეა საუბარი.შეეკითხა ალექსანდრე და ელზას არეულ სახეს დააკვირდა.
-ალის სახლი დაიწვა,მაგრამ თავად ალი არ ჩანს მითხრა რომ ფრთხილად ვიყო.
-თავად არ დამწვარა? არც შემეცოდება თუ ცოცხლად დაიწვა,საინტერესოა შენ რატომ დაგირეკა,გაგაფრთხილა?
-გამაფრთხილა,ალექსანდრე ის არ არის სრულ ჭკუაზე,ის ავადაა და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
-ვიცი კარგად მახსოვს რომ ავადაა სამი წელი გმალავდა,ცხოვრება წაგართვა და გპირდები რომ ის დაისჯება,ყველაფრისთვის გადაიხდის რაც დაგიშავა.ალექსანდრემ ვეღარ გაჩერდა სახლში და გადაწყვიტა გაევლო,მიხვდა რომ სამი წლის დაშორებამ გრძნობები ერთმანეთის მიმართ გააცივა,ვერაფერს ვერ ხვდება რას გრძნობს,მხოლოდ ის იცის კარგად რომ ერთადერთი გამოსავალი მათი ცალ-ცალკე ცხოვრებაა.ალექსანდრეს წასვლიდან რამდენიმე წუთში კარზე ზარი იყო და კართან წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული დახვდა და გაეცინა,თაიგული აიღო და სახლში შევიდა,ასე გრძელდებოდა რამოდენიმე ღამე და ერთ საღამოს თაიგული არ დახვდა,კართან თავად ალი იყო.ელზამ გაბრაზებულმა შეხედა ალის და უთხრა.
-შეეეეენ? როგორ გაბედე აქ მოსვლა.ალიმ ჩაიცინა,ხელი კრა ელზას და სახლში შეაგდო თავადაც შევიდა ორივე ხელები წელზე ძლიერად შემოხვია და ვნებამორეული ხმით უთხრა.
-მომენატრე,ძალიან მომენატრა შენი სურნელი. ელზა დაიბნა და ალის მკლავებში გაინაბა,შემდეგ კი დაბნეულამა შეხედა ალის და უთხრა.
-აქ რას აკეთებ ალი. ალის გაეღიმა და ვნებამორეული ხმით უთხრა.
-მელოდი,თქვი რომ მელოდი სოფია.
-არ ვარ სოფია,არ ვარ სოფია.მთელი ხმით იყვირა ელზამ და შეეცადა თავი დაეხსნა მისი მკლავებიდან,მაგრამ ალი უფრო და უფრო უჭერდა ხელს და ხმაშიდაც სიბრაზე ემატებოდა.
-შენ ყოველთვის ჩემი სოფია იქნები,გესმის? როგორც იქნა თავი დაიხსნა ელზამ კარი გააღო და ხელით ანიშნა.
-წადი,წადი და აქ აღარ დაბრუნდე.
-მე წავალ აქედან,მაგრამ მარტო არა შენთან ერთად.
-მე ყველაფერი გამახსენდა.
-მოგატყუეს,თავი თავიანთი შექმნილი ფანტაზიებით გამოგიტენეს და შენც დაიჯერე.
-ყველაფერი,ყველაფერი გამახსენდა.ვინ ვარ მე,ვინ არის ჩემი ქმარი,შენ სამი წელი ტყუილში მაცხოვრე და ახლა აქ მოდი და იგივეს მიმეორებ? წადი,გთხოვ წადი.შენ ავად ხარ და დახმარება გჭირდება.
-არა,მხოლოდ შენ მჭირდები.შენს გარეშე ეს სამყარო ჩემთვის ჯოჯოხეთია,წამოდი ერთად წავიდეთ, აქედან გავიქცეთ სოფია.ალიმ ისევ წვდა ელზას ხელი მოხვია და შეეცადა მისთვის ეკოცნა, მაგრამ ელზამ იკივლა და მერი შეაშინა ელზას ხმამ.
-ელზა შვილო რა მოხდა.მერი შეშინებული და ფეშიშველა იდგა და ალის უცქერდა,იცნო,იცნო ალი ის ხომ იქ იყო და მას ესაუბრა.
-შენ? შენ ისევ აქ მოდი ისე თითქოს არც არაფერი არ მომხდარა,სამი წელი ტყუილში აცხოვრე ჩემი შვილი და აქ მოდი უსირცვილოდ ვითომ შეგაწუხა ელზას გაუჩინარებამ. წადი,წაეთრიე ჩემი სახლიდან თორემ პოლიციას დავურეკავ.ალიმ ისეთი თვალებით შეხედა დედა-შვილს რომ ორივეს შეეშინდა,წავიდა იმ წუთში ალი მაგრამ ის არ წასულა შორს,ფეხის ხმა გაიგონა და შეხედა ალექსანდრეს ის სახლს ამოეფარა,რამდენიმე წუთში ალექსანდრე ელზასთან ერთად გამოვიდა სახლიდან,მაგრამ ელზა შებრუნდა და მერის უთხრა.
-კარებები დაკეტე დედა და არავის,არავის არ გაუღო.
-კარგი შვილო,არ გავაღებ კარს.ალექსანდრე და ელზა თითქმის შუაღამე იყო გადასული რომ დაბრუნდნენ ორივე ნასვამ მდგომარეობაში,ჩუმად შეიპარნენ სახლში უხმაუროდ,მაგრამ რაღაც ხმა შემოესმათ და ელზამ ეჭვის თვალით მოავლო სახლს თვალი სიბნელეში,ფეხაკრებით მივიდა მერის საძინებლის კართან და ბებიას და შვილიშვილს ტკბილად ეძინათ,ასევე ფრთხილად დაკეტა კარი,მაგრამ უეცრად პირზე ხელი ააფარეს და ყურში ალის ჩურჩული მოესმა.
-გამაგდე სახლიდან,მაგრამ მე ისევ მოვედი აქ ვარ და წასვლა არ მთხოვო რადგან უშენოდ არ წავალ.
-ხელი გამიშვი,ხელი გამიშვი მანიაკო და წადი.ალექსანდრეს ელზას ხმა შემოესმა,ადგა და შეხედა ალის მკლავებში მომწყვდეულ ელზას დაიბნა და თვალებში ცრემლი მოაწვა,ელზას შეხედა და თქვა.
-წარსულმა რომელმაც ტკივილი მომაყენა,წარსულს არ ბრალდება.ეგონა მისი ოცნებები მხოლოდ მისი მისაწვდომი იყო,ეგონა მისი სიყვარულიც ხელუხლებელი იყო და სხვისთვის მიუწვდომელი, მაგრამ დგას და საკუთარი თვალით უცქერს როგორ ეხებიან მის საკუთრებას.სისხლი მოაწვა ძარღვებში და მასში აფეთქებულმა სიბრაზემ ვერ გააკონტროლა მისი საშინელი ხმა რომელმაც მერი შეაშინა.
-ხელი გაუშვი,გაუშვი შენი ბინძური ხელები ჩემს საკუთრებას ლაქას დააჩენ მას და ის ლაქა ცხოვრების ჭუჭყად თანდაყოლილი ლაქად დააჩნდება.ალექსანდრეს ხმამ ორივე გააშეშა და მისი ხელი მთელი სიძლიერით მოქნეული ალის მოხვდა,ალის თვალებში დაუბნელდა ორივე ხელები სახეზე აიფარა და გაიქცა.
-ალექსანდრე ვერ დაიჭერ,პოლიციას დავურეკოთ მაგრამ ჯერ უნდა დაწყნარდე.
-დავწყნარდე? როგორ დავწყნარდე, ელზა შენ რა გინდა დავწყნარდე და პოლიციას არ შევატყობინო,ან დრო გავიდეს რომ ვერ იპოვონონ?
-მას მხოლოდ დალაპარაკება უნდოდა,ჯერ კიდევ ცდილობს დამარწმუნოს რომ მე სოფია ვარ მისი ცოლი,მაგრამ ვუთხარი და ავუხსენი რომ ის ავად არის და მას ექიმის დახმარება ჭირდება.
-არ ვიცი შენ რას იზამ,მაგრამ მე ხვალ პოლიციას დაველაპარაკები.ელზა ეს ის ადამიანია ვისაც ეს სამი წელი შენთან ერთად ეძინა და დაგაჯერა მისივე შეთხზული ზღაპარი,რომ შენ მისი ცოლი ხარ და შენ მეუბნები,რომ ის ავად არის და უნდა დაეხმარო? მე კი მინდა ის მოვკლა და მოვკლავ კიდევაც.ალექსანდრე სახლიდან გიჟივით გავარდა,ელზა თავადაც ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა,მერიმ ფეხაკრებით მიუახლოვდა ელზას და წყნარად უთხრა.
-შენ სამი წელი დაიკარგე,ვერ ხედავდი მაგრამ მე ვხედავდი და განვიცდიდი მის ტკივილს თუ როგორ ტკიოდა უშენობა და როგორ იტანჯებოდა.დაბრუნდი სამი წლის შემდეგ და გვეგონა ისევ ისეთივე ბედნიერება დაგვიბრუნდა,მაგრამ შენ შეცვლილი დაბრუნდი შვილო.მე შენი დედა ვარ,მე გაგაჩინე და მე გაგზარდე ამიტომ არ მითხრა რომ რამე გაუგებარს და არასწორს ვამბობ.ელზა მინდა სიმართლე მითხრა,იმ კაცის მიმართ გრძნობ რამეს, შენ ის შეგიყვარდა?
-არა დედა არა,მაგრამ ის ავად არის და ფსიქოლოგის დახმარება ჭირდება.
-საკმარისია ელზა შენ მას სამი წელი ტყვეობაში ყავდი,სამი წელი ტყუილში გაცხოვრა,შენზე ხელიც კი აღმართა და შენ გინდა მას დაეხმარო? თუ არ შეიტან განცხადებას რომ ის პოლიციამ დაიჭიროს,მე წავალ და მე გავაკეთებ განცხადებას მის შესახებ.მერიმ გაბრაზებულმა დატოვა ელზას საძინებელი,გავიდა თუ არა ტელეფონის ხმა შემოესმა და შემდეგ ელზას ხმაც გაიგონა.
-სად ხარ,მინდა დაგელაპარაკო.
-მეც მინდა გნახო,შენს სახლთან ვარ და გელოდები.უთხრა და გაუთიშა.
-ღმერთო რა თავხედია.თქვა ელზამ და თავად დაურეკა.
-გისმენ საყვარელო.ალის სითავხედეს ბოლო არ უჩანდა.
-მოშორდი ჩემს სახლს და პარკში დამელოდე.
-მე........................ალიმ სიტყვის თქმა ვერ დაასრულა,რომ ამჯერად ელზამ გაუთიშა,სასწრაფოდ ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.სახლიდან რამოდენიმე მეტრი ფეხით გაიარა და ალისაც შეხვდა.
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი,არ აღიარებ მაგრამ ისიც ვიცი რომ მოგენატრე.
-რა გინდა ალი ბოლოს და ბოლოს შეეგუე რეალობას და წადი აქედან.ალის ჩაეღიმა და ელზას უთხრა.
-წუხელ სიზმარში გნახე,დილით რომ ავდექი შენი სუნამო მთელ სახლში მოვაფრქვიე,რომ შენი სურნელი შევიგრძნო.სოფია გიყვარვარ,თქვი რომ გიყვარვარ და არ აღიერებ რადგან გეშინია.
-არ მიყვარხარ,ალი არ მინდა ციხეში წახვიდე შენი დაუფიქრებელი ნაბიჯებით,ჩემს ადგილზე სხვა არც დაფიქრდებოდა და პოლიციას ჩაგაბარებდა,მაგრამ.................
-მაგრამ გიყვარვარ და ამიტომ ვერ მიმეტებ ციხისთვის,ასე არ არის? თქვი ხომ ასე არის.
-არ არის ასე,შენ რაც გამიკეთე ეს არ არის საპატიებელი,წამლებით მაბრუებდი და ასე გამაჩერე შენს  გვერდით სამი წელი.შენ ვერც კი მიხვდი,რომ ბოლო სამი თვეა მე წამლები არც კი მიმიღია და მეხსიერებაც თავისთავად დამიბრუნდა.
-რა თქვი? როგორ თუ არ მიგიღია,მე ხომ ჩემი ხელით მომქონდა წამლები შენთან.
-მოგქონდა,მაგრამ მე მათ არ ვიღებდი და ყველაფერი გამახსენდა.წადი ალი და დამტოვე,გთხოვ წადი.
-არ შემიძლია,სოფია უშენოდ ვერ ვიცოცხლებ.
-იცოცხლებ,შეძლებ და ამას ჩემს გამო გააკეთებ.გაიგე და შეიგნე რომ არა შენ,ჩემი ქმარი ალექსანდრეა და მე ის მიყვარს,შეუშვი შენს თავში რომ მხოლოდ ის სამი წელი ვიყავი სოფია,მაგრამ არ ვარ სოფია მე ელზა ვარ,ელზა.
-ტყუილს ამბობ,მე გიყვარვარ,მხოლოდ მე უნდა შეგიყვარდე რადგან მხოლოდ მე ვარ შენი ქმარი და არავითარი ალექსანდრე არ არსებობს.
-წადი,წადი არ მინდა შენ რომ იყო ჩემს ცხოვრებაში,რა ვერ გაიგე,რას ვამბობ გაუგებარს.ელზა გაიქცა,ალიც ადგა და ყვირილით დაედევნმა უკან.
-ტყუილს ამბობ სოფია,ეს ტყუილია მითხარი რომ მომატყულე,მხოლოდ მე ვხვდები და მხოლოდ მე ვიცი რომ ტყუილს ამბობ.ელზამ სახლში შევიდა და სულმოუთქმელად დაცალა ერთი ჭიქა ღვინო,მეორეც მიაყოლა მესამე ჭიქა შეავსო და წინ დაიდგა.თითქმის თენდებოდა ის ჯერ კიდევ იგივე ადგილზე იჯდა,კარის გაღების და დახურვის ხმამ შეაშინა,ალექსანდრე დაბრუნდა გაოცებულმა შეხედა ელზას და უთხრა.
-მინდოდა ამ კითხვაზე გვერდი ამევლო,მაგრამ მაინც უნდა გკითხო რადგან შენი უცნაური ქცევით მაიძულებ შეგეკითხო.
-მკითხე,რა გაინტერესებს.
-გკითხავ,მაგრამ სიმართლე უნდა მითხრა,რამეს გრძნობ იმ შეშლილი კაცის მიმართ?
-ეს რა კითხვაა ალექსანდრე.
-სხვაგვარად არ შემიძლია ავხსნა შენი ქცევები ელზა.
-ის მარტოსულია გვერდით არავინ არ ჰყავს და წარსულის ტკივილით იტანჯება,სულ ეს არის.მე გარკვევით ვუთხარი მას რომ მხოლოდ შენ მიყვარხარ,შენ ხარ ჩემი ქმარი და სხვა არავინ.
-ეს ასეც არის,მაგრამ მინდა იცოდე მე არაფერს არ გაძალებ
-რას არ მაძალებ,რას გულისხმობ ალექსანდრე.
-ელზა.......................
-ალექსანდრე.............ორივეს უჭირდა ნერვების გაკონტროლება,ერთმანეთს თვალებში უცქერდნენ და მათში ვნებამ ამოხეთქა,რამდენიმე წუთში ორივე შიშველი სხეულებით ეხვეოდნენ ერთმანეთს.ვერ გაიგეს როგორ გათენდა,მთელი ღამის უძილარებს დილით ჩაეძინათ და 12 სთ იყო თომამ რომ დაურეკა ალექსანდრეს და ბარში დაპატიჟა ელზასთან ერთად,ელზას გადახედა და უთხრა.
-ადექი,მოემზადე და წავიდეთ,თომა ბარში გვიხმობს.ელზა საუცხოოდ გამოიყურებოდა და ბარში მისულს დიდი სიურპრიზი დახვდა,წლების უნახავი მეგობარი მონიკა იდგა და უღიმოდა,მეგობრები ერთმანეთს გადაეხვია და კარგი დროც გაატარეს ერთად,ალექსანდრემ რიტა დაინახა,მაგრამ ვერ შეძლო მასთან მისვლა მხოლოდ გაუღიმა შორიდან და ხელის აწევით მიესალმა,მაგრამ წასვლისას დაინახა გარეთ და მიუახლოვდა.
-კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრა რიტა.
-მიხარია რომ ბედნიერი ხარ ალექსანდრე.უთხრა რიტამ და შებრუნდა,მაგრამ გაშეშდა რადგან ორივემ დაინახა ელზას უკან ალი იდგა,ალექსანდრე გაიქცა და რამოდენიმე წუთი გაშმაგებული ურტყამდა ალის მაგრამ ალიმ დანა ამოიღო ალექსანდრე დაჭრა და თავად გაიქცა,ალექსანდრე კი სისხლიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.ექიმმა გასინჯა და მკლავზე რამოდენიმე ნაკერი დაადო,სახლში მისულებს მერი შეშინებული უცქერდა ალექსანდრეს ხელს და შემდეგ ელზას უთხრა.
-ისევ მოგიახლოვდა,ისევ მოვიდა და რატომ? შენ ხომ თქვი რომ გააფრთხილე აღარ მოვიდეს,მაგრამ მოვიდა.ახლავეს გააკეთეთ რამე,შეიტანეთ განცხადება პოლიციაში ამ საშიშ ადამიანზე,თქვენ თუ ახლავეს არ გააკეთებთ ხვალ დილით მე გავაკეთებ.დილით ალექსანდრე ელზასთან ერთად მივიდა პოლიციაში და კომისარს ყველაფერი მოუყვა,კომისარმა მოუსმინა ელზას და უთხრა.
-ვერ დაგეხმარებით.
-რატომ? თქვენ თუ ვერ დამეხმარებით,ვის ვთხოვო დახმარება,რომ დავუშავო რამე მაშინ ხომ ამოქმედდებით და დამიჭერთ სასჯელსაც მომისჯით.გაუკვირდა ალექსანდრეს პოლიციელის ცივი საუბარი და სიბრაზე ვეღარ გააკონტროლა.
-ბატონო ჩვენ მას არ ვიცნობთ,საქართველოს მოქალაქე არ არის,არ ვიცით სად ცხოვრობს და როგორ შევძლოთ თქვენი დახმარება.
-ესაა თქვენი გასასამართლებელი პასუხი? წუხელ დამხვდა და დანით დამჭრა,მეტი სამხილი საიდან მოგიტანოთ რომ დაიჭიროთ.
-თქვენ ვერ გაიგეთ რა ვთქვი,არ ვიცით სად არის და არ ვიცით სად ვეძებოთ თუ არ დაგვეხმარეთ.
-გასაგებია თქვენი თქმით ამბობთ ,,კისერიც გიტეხიაო'' და მიშვებთ,ჩემი ოჯახი კი შიშში ცხოვრობს იმ მანიაკის გამო,ესე იგი მე თავად უნდა დავიცვა ჩემი ოჯახი რადგან ვხედავ აქ ტყუილად მოვედი და ტყუილად გვაქვს პოლიციის იმედი.
-გთხოვთ დამშვიდდეთ ბატონო ალექსანდრე და მოვიფიქროთ როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს,მისი ფოტო გვინდა რომ ამოცნობა შევძლოთ.
-ფოტო არ მაქვს.
-მაშინ უნდა დაველოდოთ მის ზარს,ქალბატონო ელზა ის თქვენ ისევ დაგიკავშირდებათ,ჩვენ მოვუსმენთ თქვენს ტელეფონს და თქვენ თუ შეხვედრა გთხოვათ უნდა დათანხმდეთ შეხვედრაზე,ჩვენ თქვენს სიახლოვეს ვიქნებით და მარტო არ დაგტოვებთ.ორი დღე სიწყნარე იყო,მესამე დღეს ისევ დარეკა ელზას ტელეფონზე და ელზამ უპასუხა მშვიდად და აუღელვებლად.
-გისმენთ,გისმენთ ვინ არის?
-მე ვარ სოფია.
-არ გამითიშო ალი გარეთ გავალ რომ დაგელაპარაკო.ელზამ ხელით ანიშნა ალექსანდრეს ალი არისო და მშვიდად გააგრძელა საუბარი.
-სოფია გესმის ჩემი?
-მესმის ალი ვერანდაზე გამოვედი.
-სოფია მინდა გნახო,გთხოვ უარი არ მითხრა
-მოვალ შეგხვდები,დღეს ალექსანდრე არ არის სახლში და შემიძლია პარკში შევხვდეთ ერთმანეთს,შეგიძლია იქ მოხვიდე?
-რომელ საათზე შეძლებ გამოსვლას.
-8 საათზე.
-კარგი 8 საათზე პარკში გელოდები.
-არ უნდა დათანხმებულიყავი,მე უნდა შევხვედროდი მას და არა შენ ელზა.უსაყვედურა ელზას ალექსანდრემ.
-ჩვენ მოვილაპარაკეთ შენ ხელი გტკივა,მისი ჩემამდე მოსვლაა საჭირო სხვა დანარჩენს პოლიცია მიხედავს.8 საათზე ელზა ალის შეხვდა,შიშით მოავლო გარემოს თვალი და სიბნელეში რამდენიმე პოლიციელს მოკრა თვალი და მშვიდად ამოისუნთქა.
-არ მჯეროდა შენი რომ მოხვიდოდი,რომ ისევ შემხვდებოდი და შენ მოდი ეს ნიშნავს რომ ჯერ კიდევ გიყვარვარ.
-ალი უნდა წახვიდე ჩვენი ცხოვრებიდან,უნდა შეძლო ყველაფერი დაივიწყო და წახვიდე.
-წავალ,ყველაფერს მივატოვებ თუ შენც ჩემთან ერთად წამოხვალ.
-არ შემიძლია,მე შვილი მყავს ალი.ალი გაბრაზდა ელზას ხელი ჩაავლო და უყვირა.
-შეგიძლია,შეძლებ ჩემთან ერთად წამოსვლას და ჩვენ ჩვენი შვილები გვეყოლება.შენ ქმარს არ უყვარხარ,ნუთუ ვერ ხვდები რომ მას რიტა უყვარს.
-რას ბოდავ,ალექსანდრემ ყველაფერი გააკეთა ვეპოვნე და მიპოვა კიდეც,ნუ ცდილობ ისევ შენი ფანტაზიებით გონება ამირიო.
-ახლავეს ჩემთან ერთად წამოხვალ სოფია.უეცრად ერთმა პოლიციელმა ალის იარაღი მიადო და უთხრა.
-ხელი გაუშვი ქალბატონს.ალიმ დამცინავად შეხედა პოლიციელს და ვითომ გაიკვირვა მისი იქ მოულოდნელი მისვლა.
-პოლიციელო?
-დიახ გისმენთ.
-აქ როგორ გაჩნდით,არ გელოდით.
-რას იზამ დედამიწა პატარაა და საქართველო კიდევ უფრო პატარა ქვეყანაა ყველა ქვეყნებს შორის სადაც მოულოდნელობებს დასასრული არ უჩანს და თავად გაოცებულები ვრჩებით,მაგრამ უნდა შევეგუოთ ყველაფერს.ალის უკვე სიბრაზე ერეოდა და პოლიციელს გაბრაზებულმა უთხრა.
-ხელი გამიშვი პოლიციელო.
-თქვენ გაუშვით ხელი ქალბატონს და ჩვენ წამოგვყევი,ეს თქვენთვის უკეთესია.
-ქალბატონო ელზა ხელი მომეცით სამშვიდობოს გაგიყვანთ.მეორე პოლიციელმა ხელი გაუწოდა ელზას და გაიყვანა,მაგრამ ალიმ მასთან მყოფ პოლიციელს ჩაარტყა ელზას ხელი ჩაავლო და მასთან ერთად გაიქცა.
-რას აკეთებ გამიშვი ხელი,ხელი გამიშვი.ბოლო ხმაზე ყვიროდა ელზა და მისი ხმა ექოდ აიტაცა სიბნელემ,პოლიციელები დაიბნენ და ალიმაც მათი მდგომარეობით ისარგებლა გზა-კვარი აურია პოლიციას, ელზას ვნებიანი კოცნა დაუტოვა და უთხრა.
-მიყვარხარ ეს ყოველთვის გახსოვდეს,შენს წასაყვანად მე ისევ დავბრუნდები.ელზა სირბილისაგან ვეღარ სუნთქავდა და ჩაიკეცა.
-დაგიშავათ რამე? ხელი შეაშველა პოლიციელმა ელზას და წამოდგომაში დაეხმარა.
-არა,არა კარგად ვარ ის გაიქცა და მე აქ დამტოვა.ისევ რამდენიმე დღე დადუმდა ყველაფერი,ერთი კვირის სიმშვიდე ერთმა თვემ შეცვალა და რომ იფიქრეს უკვე აღარ დაბრუნდებაო,სწორედ მაშინ დაბრუნდა ალი.იმ ღამით მხოლოდ ალექსანდრე იყო სახლში,მას ჯერ კიდევ ტკიოდა ხელი და ადვილად მოერია.ალექსანდრე ტელევიზორში ახალ ამბებს უსმენდა კარზე ზარი რომ იყო და კარი გააღო,არ ელოდა კართან რიტას და სახლში შეიპატიჟა.
-რა მოხდა რიტა აქ რას აკეთებ.
-ალექსანდრე შენთან სალაპარაკოდ მოვედი.
-გისმენ,რა უნდა მითხრა.
-საყვარელი საკუთარ ბუდეში,ეს ძალიან საინტერესოა. ნელა-ნელა უახლოვდებოდა იარაღით ხელში ალი ალექსანდრეს და რიტას შეეშინდა.
-არ შეგეშინდეს,რიტა ჩემთან იდექი არ მომშორდე.ალიმ ალექსანდრეს ჩაარტყა და გაბრაზებულმა უთხრა.
-ტელეფონი სად გაქვს,ამოიღე ხმა არ გესმის? ტელეფონი სად გაქვსმეთქი.ალექსანდრემ ტელეფონი ამოიღო და...............
-დაურეკე სოფიას.
-მე არ ვიცნობ სოფიას.
-დაურეკე.იყვირა ალიმ და იარაღი ფეხებთან დაუცალა,ალექსანდრემ დაურეკა ელზას და მისი ხმაც გაიგონა.
-ალექსანდრე? ალექსანდრე გესმის ჩემი?
-ალექსანდრეს დრო არ აქვს გესაუბროს საყვარელო,მე დავბრუნდი შენს წასაყვანად.
-სად არის ალექსანდრე.
-მე ვარ შენი ქმარი,შენ ვის კითხულობ მე მომიკითხე და მკითხე თუ როგორ ვარ.როგორ გაბედე და პოლიციას ჩამაბარე იმ ღამით,ამას არ გაპატიებ სოფია.
-როგორ შედი სახლში ალი.
-ესაა შენი პრობლემა სახლში როგორ შემოვედი? შენი ნახვა მინდოდა და შემოვედი. სოფია არ გაბედო და პოლიციაში არ დარეკო,იცოდე ორივეს მოვკლავ.
-ორივეს? ვის ორივეს ალი ვის გულისხმობ.
-აქ არის,ისიც აქ არის მასთან ერთად.ხომ გითხარი რომ ის უყვარსთქო და არ დაიჯერე,თავად მოდი და ნახე როგორ შეტრფიან ერთმნანეთს.
-არ მჯერა შენი.
-მოდი და ნახე სოფია,სოფია არ გამითიშო.ელზამ გათიშა ტელეფონი და ალიმ შეხედა ალექსანდრეს.
-ახლა აეხდება სიმართლეს ფარდა
-რიტა გაუშვი,ჩვენ სამივემ ვილაპარაკოთ.
-არა,აქ იქნება და სოფიას ეტყვით რომ თქვენ ერთმანეთი გიყვართ,რომ გინდათ ერთად იცხოვროთ.
-ვეტყვი მაგრამ რიტა გაუშვი არ არის აქ საჭირო იყოს.
-სოფიამ უნდა გაიგოს რომ ატყუებთ.სადისტურად გაიცინა ალიმ და იარაღი დაუმიზნა ალექსანდრეს.
-იარაღი დაუშვი ალი ეს თამაში არ არის.
-მერედა ვინ თამაშობს.
-დაუშვი იარაღი.
-შენ არ იცი ჩვენ როგორ ვიყავით ორივე ერთად,ვსეირნობდით ზღვაზე,საოცნებო საღამოები გვქონდა ბუხართან ცეცხლის შუქზე,ჩვენ ერთმანეთს ვუცვლიდით ჩვენს ოცნებებს.არ შემიძლია და ვერ ვივიწყებ მის ღიმილს,მისი ბედნიერებისაგან მოციმციმე თვალებს,ტუჩები თავად რომ მიხმობდნენ და მთხოვდნენ კოცნას,მისი შიშველი მკერდი ჩემს ხელის გულებში,მისი სურნელი.მთელ სხეულს ვუკოცნიდი და ის უფრო გიჟდებოდა,სიამოვნებისაგან კანკალებდა.
-გაჩუმდი.....................
-რატომ? მე ჩემს ცოლთან რასაც მინდა იმას გავაკეთებ და სოფიაც იგივეს აკეთებდა.
-ალი......
-მოდი საყვარელო,უკვე აქ ხარ?
-ალი დაუშვი იარაღი მე აქ ვარ,მოვედი.დაუშვი იარაღი,მე გჭირდებოდი და მე აქ ვარ გაუშვი ორივე.
-არა,შენ სიმართლე არ იცი და უნდა გაიგო.
-ვიცი სიმართლე,შენ მართალი ხარ ალექსანდრემ თავადაც არ იცის რიტა როდის შეუყვარდა ალბად მაშინ,როცა ბავშვის ძიძად მუშაობდა ამ სახლში ან უფრო ადრე.
-შენი არ მჯერა.
-სიმართლეს გეუბნები,მე არ მეშინია შენი,რადგან შენ მკვლელი არ ხარ.მაპატიებ?
-მხოლოდ მაშინ,ჩემთან ერთად თუ წამოხვალ.მთხოვე გაპატიო,მოდი ჩემთან და არავის შევეხები.ხომ წამოხვალ ჩემთან ერთად,სოფია ხომ წამოხვალ?
-დაუშვი იარაღი და წამოვალ.ალიმ ხელი ჩაკიდა ელზას და კარებთან იყვნენ მისულები რომ ალექსანდრემ იყვირა.
-ელზა სად მიდიხარ.ალი გაბრაზებული შემობრუნდა და ალექსანდრეს ესროლა,მაგრამ ბრმად ნასროლი ტყვია რიტას მოხვდა.
-ალექსანდრე.........................აღმოხდა რიტას და უგონოდ ჩაიკეცა,ელზა შემობრუნდა და გაოცებული უცქერდა უგონოდ მყოფ რიტას და მის გარშემო სისხლს.
-რიტა,რიტა გესმის ჩემი რიტაააა.რას მიყურებ,ელზა სასწრაფოს დაურეკე.
-ეს რა გააკეთე,ალი.
-მე არ დავუშვებ შენ რამე დაგემართოს,რიტააააა.ალიმ ხელი ჩაკიდა ელზას და ძალით გაათრია სახლიდან
-რას აკეთებ,შენ დამპირდი რომ არავის დაუშავებდი.
-მოკეტე და თქვი, სად არის შენი მანქანა.
-რად გინდა მანქანა ალი.
-ჩვენ აქედან წავალთ.
-არა,შენ ახლავეს ჩაბარდები რადგან შენ დანაშაული ჩაიდინე.
-არა,ეს არ მოხდება,უკეთესია აქვე მოვიკლა თავი.
-უკეთესია შენი ხელით მოიკლა თავი,შენ ავად ხარ ეს არ გესმის.
-შენ გაჩუმდები და ახლავეს ჩემთან ერთად წამოხვალ,არ შემეწინააღმდეგო თორემ შენც მოგკლავ სოფია.ალის პოლიცია ფეხ და ფეხ მოსდევდა,ალიმ გზის ასარევად გზიდან გადაუხვია და სოფია შეშინებული გასცქეროდა წინ გზას.
-აქ სად გადაუხვიე,ალი ამ გზაზე ორივე მოვკვდებით ეს სახიფათო გზაა.
-უკეთესია,ჩვენ ორივე ერთად მოვკვდებით.გზა თხრილებით იყო სავსე,უეცრად მკვეთრი მოსახვევში ალიმ ვეღარ დაიჭირა წონასწორობა და მთელი სისწრაფით მიმავალი უზარმაზარ ხეს შეასკდა,პოლიცია გაჩერდა,იარაღი მოიმარჯვა მაგრამ ალი სადღაც წასულიყო სოფია კი ერთიანად სისხლში იყო ამოსვრილი,მაგრამ სუსტი ხმით თქვა.
-ის გაიქცა,გაიქცა და უნდა დაიჭიროთ....................
-სასწრაფოს დაურეკეთ,ის ავადმყოფი ისევ დაგვისხლტდა ხელიდან.ერთ-ერთმა პოლიციელმა გაქცეული ალი შენიშნა და უკან დაედევნა.ალექსანდრეს ნომერზე ნიკას ნომერი დაფიქსირდა და ნიკამ შეშინებული ხმით უთხრა.
-ალექსანდრე რა ხდება,შენს სახლთან უამრავი პოლიცია დგას.
-დაიჭირეს ის ავადმყოფი?
-არაფერი არ ვიცი,შენ სად ხარ.
-მე საავადმყოფოში ვარ.
-მოვდივარ ახლავეს,მომწერე მისამართი სად ხარ.ელზა დასახიჩრებული,დალურჯებული და ხელმოტეხილი იწვა.ნელა-ნელა გაახილა თვალი და შეეცადა წამოდგომას,მაგრამ იქვე მყოფმა ექთანმა არ მისცა უფლება და ექიმს დაუძახა.
-ქალბატონო ელზა გადარჩენას გილოცავთ,მართლა სასწაულად გადარჩით თქვენც და თქვენს სხეულში მყოფი პატარაც.
-ვინ? ვინ გადარჩა ჩემთან ერთად?
-თქვენი პატარა,თქვენ ორსულად ხართ.ელზა გაოგნებული იწვა და ექიმს უცქერდა,ალექსანდრე კი ნერვიულად დადიოდა,ის ნიკამ გააჩერა და უთხრა.
-ელზა,ელზა გაიტაცა იმ მანიაკმა და ხეს შეასკდა,აქ მოიყვანეს უგონო მდგომარეობაში.
-რას ამბობ ნიკა.
-ის არაკაცი გაქრა და გაიქცა.
-სად არის ან როგორ არის,შემიძლია ვნახო?
-აქეთ,აქეთ წამოდი.ალექსანდრე მირბოდა ელზას სახელს გაყვიროდა,ელზა კი გაჭირვებით ადგა ფეხზე და ალექსანდრეს შეხვდა.
-აქ ვარ,ალექსანდრე აქ ვარ.
-როგორ ხარ,სად წადი როგორ აღმოჩნდი მის გვერდით.
-სახლში წავიდეთ და გეტყვი ყველაფერს.
-ქალბატონო ელზა თქვენი სახლში წასვლა თქვენს მდგომარეობაში არ შეიძლება.ელზამ ექიმს ანიშნა არაფერი არ ეთქვა პატარას შესახებ და ისევ ალექსანდრეს მიუბრუნდა.
-ახლავეს,ახლავეს წამიყვანე ალექსანდრე აქედან.
-მე წაგიყვან,შენ რიტას მიხედე უთხრა ნიკამ და ელზა სახლში წაიყვანა,ალექსანდრე კი საოპერაციოს წინ იდგა და რიტას ელოდა,ალი კი ფეხში დაჭრილი უგონოდ ეგდო უკაცრიელ ადგილზე,ძაღლის ხმამ გონებაზე მოიყვანა და ადგომას შეეცადა,მას პოლიცია დაეძებდა.ალიმ აურია კვალი პოლიციას,იარა უაზროდ და ბოლოს ისევ ალექსანდრეს სახლს მიადგა,პოლიცია ვერასდროს იფიქრებდა ალი ისევ იქ თუ დაბრუნდებოდა და გადაწყვიტა იქ სარდაფში დამალულიყო.სახლში მხოლოდ ელზა იყო,ნიკა ვერანდაზე გავიდა და ტელეფონზე საუბრობდა,უეცრად ელზას წყლით სავსე ჭიქა გაუვარდა ხელიდან რადგან სამზარეულოში ალი დაადგა თავზე განაწამები სახით და სისხლში ამოსვრილი.
-სოფია,სოფია უნდა მიშველო.ელზა მიბრუნდა და თვალებგაფართოვებული უცქერდა ალის გარედან კი პოლიციის სირენის ხმა უახლოვდებოდათ.
-ალი უნდა ჩაბარდე,ეს შენი შანსია იცოცხლო.
-არა,არ ჩავბარდები და შენ მომხედავ აქ შენს სახლში.აღარ იცოდა ელზას რა გაეკეთებინა,რა მოემოქმედებინა რომ ალიდან თავი დაეხსნა.
-ამ კიბეს ჩაყევი და წყნარად იყავი.
-ალი ხის კიბეს ჩაყვა სარდაფში,სახლში პოლიციელები შემოვიდნენ და ელზას გაესაუბრა კომისარმა,ალექსანდრეც დაბრუნდა და კომისარს გაბრაზებულმა შეხედა.
-იმის მაგივრად რომ დამნაშავეს ეძებდეთ,აქ ხართ და ჩემს ცოლს ანერვიულრებთ.ხომ გაიგეთ და მიხვდით,რომ ეს ადამიანი არა მარტო ჩემი ოჯახისთვის ყველასთვის საშიშია.
-თქვენ სახლში უკანონოდ ინახავდით იარაღს,რომელიც სხვის სახელზეა გაფორმებული.ამ იარაღით ადამიანი დაშავდა,თქვენ ხვდებით რომ დანაშაული ჩაიდინეთ?
-მე ჩავიდინე დანაშაული? მე დავჭერი რიტა? მე შევიჭერი სხვის სახლში? კომისარო აზრს ატანთ რას ამბობთ და რას აკეთებთ? იარაღი ჩემი არ არის,იმ ავადმყოფმა მოიტანა და აქ დააგდო წასვლისას. ნახეთ რომ იარაღზე ჩემი ანაბეჭდებია? მხოლოდ იარაღი ნახეთ და დაამტკიცეთ რომ ჩემია,რატომ არ კითხულობთ მე როგორ ვარ. ორი თვეა გეუბნებით,რომ ის ადამიანი ავადმყოფია,შეურაცხადია,მას ჩემი ცოლის წაყვანა უნდა,თქვენ რას
გააკეთებდით ჩემს ადგილზე,მე რომ იარაღი მქონოდა არც დავფიქრდებოდი ისე ვესროდი და აქვე ჩემს სახლში მოვკლავდი,მაგრამ ის მოვიდა იარაღით თითქოს მე წავართვი მისი საკუთრება და იარაღი რიტას ესროლა,ამაზედაც მე უნდა ვაგო პასუხი? ვინ დაიჭერს დამნაშავეს როცა თქვენ აქ ზიხართ და უაზრო კითხვებს იძლევით.კომისარი ფეხზე წამოდგა და ალექსანდრეს გაბრაზებულმა უთხრა.
-დღეს საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს,ხვალ შემოგივლით,რადგან ახლა ძალიან ანერვიულებული ხართ.
-ანერვიულებული ვარ იმიტომ რომ სიმართლეს ვამბობ და თქვენ ეს სიმართლე არ მოგწონთ,ბრაზდებით კომისარო.პოლიცია წავიდა და ალექსანდრე ელზას მიუბრუნდა გაბრაზებული.
-ის ავადმყოფი ჩვენს სახლში შემოვიდა და ადამიანი დაჭრა,გესმის? შენ კი მას ხელი ჩაკიდე და ამ სახლიდან ხელი-ხელ ჩაკიდებული გადი მასთან ერთად,გამაგებინებ და ამიხსნი რას ფიქრობ? ელზას შეეშინდა ალექსანდრე ასეთი სიბრაზით სავსე არასოდეს ენახა და სიმართლე უთხრა.
-სახლიდან ძალის გამოყენებით გამიყვანა,ვთხოვდი რომ პოლიციას ჩაბარებოდა,შემდეგ პანიკაში ჩავარდა და დამემუქრა,თუ არ გავყვებოდი თავს მოიკლავდა აქ ჩვენივე სახლში და რა მექნა ალექსანდრე.
-რა გექნა? მეკითხები ელზა რა გექნა? უნდა გაგეშვა და თავი მოეკლა,მაგრამ შენ მანქანის გასაღები მიეცი და მასთან ერთად წადი,ჩემზე არც კი იფიქრე ისე ჩამატოვე ხელში მომაკვდავი რიტა და თუ ხვდები შენ ხარ ყველაზე დიდი დამნაშავე,რადგან შენ მას დაეხმარე და რატომ? იმიტომ რომ შენ ის გიყვარს.
-რას ამბობ ალექსანდრე.
-რას ვამბობ გაუგებარს,ელზა შენ ის მანიაკი შეგიყვარდა.
-შენ? შენ არ გიყვარს რიტა?
-რიტამ ცუდი რა გაგიკეთა,შენს შვილს უვლიდა დედასვით და გულში იხუტებდა,იქნებ იმაში ადანაშაულებ კიდეც რომ მან ყველაზე პირველმა გიპოვა.
-რას ამბობ ალექსანდრე.
-შენ მართალი ხარ,მე გრძნობები მქონდა რიტას მიმართ,მაგრამ არ მივეცი გასაქანი ჩემს გრძნობებს და რატომ? იმიტომ რომ ვიცოდი შენ ერთ დღეს დამიბრუნდებოდი,დაბრუნდი კიდეც,მაგრამ შენ არ ხარ ჩემი ელზა. ელზა ვისაც მე ვიცნობდი,ვინც მე შემიყვარდა და მის გარეშე ცხოვრებაც ვერ წარმომედგინა ის ელზა აღარ არსებობს.შენ შეიცვალე ელზა ან სულაც სოფიას როლში ყოფნა მოგეწონა და ძველი სახე ამიტომ ვეღარ დაიბრუნე.
-შევიცვალე ამას მეც ვგრძნობ,რადგან სამი წელი ვიცოდი ის ჩემი ქმარი იყო.
-ასე შეგიყვარდა სამ წელიწადში ის ავადმყოფი? რას უშვები იმ წლებს ელზა სამი წელი შეყვარებულები ვიყავით,შემდეგ დავქორწინდით და 8 წელი ერთად ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრეთ და 8 წლის ნანატრი მართა შეგვეძინა,ეს იყო შენი რეალური და ბედნიერი ცხოვრება და არა ის სამი წელი რომელიც ტყუილში გაატარე,მაგრამ შენ იმ სამ წელს მისტირი,ალბად მე ვერ მოგეცი იმდენი რაც მან მოგცა ამ სამ წელიწადში.ახლა მითხარი რა გინდა,რას მთხოვ,იქნებ მზად ხარ ერთმანეთს დავშორდეთ? დავშორდეთ,მაგრამ არც იფიქრო მართა წაიყვანო,მას არ გაგატან რადგან ის შენ გააჩინე,მაგრამ არ გაგიზრდია შენ არ იცი მისი სიყვარული,არ იცი რას ნიშნავს გყავდეს შვილი და იყო დედა.
-არა,არა,არა არ მინდა დავშორდეთ,მინდა ჩვენი დაკარგული ბედნიერება ვიპოვოთ.
-ელზა როგორ,როგორ ვიპოვოთ დაკარგული დრო თუ ეს ადამიანი არ დაივიწყე.ხვდები ან გრძნობ რომ ჩვენ ერთად ვერასოდეს ვერ ვიქნებით ბედნიერები სანამ ის ჩვენს სიახლოვეს და შუაში იქნება? ალექსანდრემ სახლის კარი გამოიკეტა და ისევ საავადმყოფოში წავიდა,ელზამ კი საჭირო ნივთები აიღო და კიბეს ჩაუყვა სარდაფში,შუქი აანთო და ალი იპოვა,ჯერ ხელები გაუსუფთავა სისხლისგან და უთხრა.
-წადი ჩემი სახლიდან,ნუ გამაკეთებინებ იმას რომ მე ჩაგაბარო პოლიციას.
-მხოლოდ შენთან ერთად ცხოვრება მინდოდა ბედნიერად,მაგრამ ვერ შევძელი.არ მინდოდა ვინმესთვის ზიანი მიმეყენებინა,მაგრამ მივაყენე უდანაშაულო გოგო დავჭერი, ამიტომ მივდივარ.სოფია მე წავალ შენგანაც და შენი სახლიდანაც და წავალ შორს.ელზამ შეხედა ალის და ალიმ მიხვდა მის გაოცებულ მზერას.
-ვიცი არ გჯერა და ამიტომ მიყურებ ასე გაოცებული,მაგრამ მე წავალ,წავალ შენს გამო რომ შენ მშვიდად იცხოვრო.
-სად წახვალ ასეთ მდგომარეობაში ალი.
-ნუ ნერვიულობ,მე შენი ცრემლები მეყოფა მთელი ჩემი ცხოვრება რომ ვიცხოვრო.წავიდა,ალიმ გაიარა ეზო და გზაზე გავიდა,ელზა ვერანდაზე იდგა და თვალცრემლიანი გაჰყურებდა გზას,იმ გზას სადაც ალი ნელა-ნელა გაქრა ელზას თვალთახედვიდან.მერი გაბრაზებული უცქერდა შვილს და თვალებს
ვერ უჯერებდა,ელზამ რომ ორივე ხელი მუცელზე დაიდო,მიუახლოვდა და უთხრა.
-შენ,შენ ორსულად ხარ?
-შემეშვი დედა.
-ელზა.......
-დედა..........მოულოდნელად ალექსანდრე დაბრუნდა და მერის მხარზე ხელი დაადო.
-ნუ უბრაზდები მერიემ ელზა აცნობიერებს მის დანაშაულს,მაგრამ არც ჩვენ ვართ უშეცდომოები.
-მე მხოლოდ თქვენი ბედნიერება მინდა შვილო და დავიბრუნოთ ძველი სიმშვიდე,ამ კაცის გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა ჩვენს ოჯახში.
-ვიცი,ვიცი მერიემ.მხრებზე ხელი მოხვია ანერვიულებულ ქალს და თავზე აკოცა,მერიმ კი გაბრაზებულმა შეხედა ელზას ალექსანდრე თავის ოთახში შევიდა,მერიმ კი ელზას შეხედა და გაბრაზებულმა უთხრა.
-ალექსანდრეს არის ეს ბავშვი? ის ხომ ოცნებობდა ამ სახლში ბევრი პატარა გაზრდილიყო,მითხარი ვინ არის ბავშვის მამა.
-არ ვიცი,ხვალ წავალ ექიმთან და გავიგებ.
-და თუ იმ შერყეულის არის,რას ფიქრობ.
-არც კი დავფიქრდები ისე მოვიშორებ.
-მოიშორებ? არა,ამას არ იზამ რადგან დედა შვილს ვერ მოიშორებს,ვერ შეელევი მას ასე ადვილად.კარზე ზარი იყო და ალექსანდრემ გააღო კარი,იქ კომისარი იდგა და უთხრა.
-ბატონო ალექსანდრე გთხოვთ რამოდენიმე წუთი დამითმოთ.
-გისმენთ,დაიჭირეთ?
-არა,ვერ დავიჭირეთ.ვიცი არ დაიჯერებთ,მაგრამ თქვენი მეუღლე მას ეხმარება,შესაძლებელია ახლაც ერთად იყვნენ ან იცოდეს მისი ადგილ სად იმალება.
-რას ამბობ კომისარო,ჩემი მეუღლე ორი დღეა სახლიდან არ გასულა.
-ძალიანაც კარგი,მაშინ სანერვიულოც არაფერია და შეხვედრამდე.კომისარი წავიდა და ალექსანდრე გაოცებული იდგა.ელზა დილით ადგა და სახლიდან გავიდა,ქალაქს გასცდა და ერთი ღარიბული სახლი დაინახა,უნდოდა დაესვენა და მშვიდად ეფიქრა,სახლში შევიდა მაგრამ მისდა გასაოცრად იქ ალი დახვდა რომელიც უგონოდ იწვა და სიცხისგან იწვოდა,თან ძილში სოფიას უხმობდა.ანერვიულდა,უკან გაბრუნდა,ახლომდებარე აფთიაქში შევიდა და წამლები იყიდა,ორ დღეში ალი მოასულიერა,ალექსანდრეს ტელეფონზე არ პასუხობდა და ერთ საღამოს კარზე ბრახუნმა შეაშინა ორივე.ელზამ კარი გააღო და განრისხებული ალექსანდრე სახლის სიღრმეში შეიჭრა.
-სად გყავს დამალული,სად დამალე არც კი გაბედო ტყუილის თქმა ვიცი რომ მას შენ მალავ პოლიციიდან.
-რას ამბობ ალექსანდრე.
-სარდაფშიდაც შენ დამალე სწორედ იმ ღამით,როცა მთელი პოლიცია და სპეც რაზმი მას დაეძებდა,შენ კი იქ უსაფრთხოდ გყავდა.კარგად მოიფიქრე,ყოჩაღ ელზა ვერავინ ვერ იფიქრებდა ამხელა ამბის შემდეგ იქ თუ დაბრუნდებოდა და შენ მას დახმარების ხელს გაუწევდი.
-არ მინდოდა დავხმარებოდი,რა მიზეზი მქონდა მე დამემალა ის პოლიციისგან.
-გქონდა მიზეზი და ეს მიზეზი შენც კარგად იცი რა არის.ამ ადამიანმა ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია,მე დანით დამჭრა,რიტას ესროლა და შენ გქონდა მიზეზი მას დახმარებოდი.გახსოვს პოლიციაში რომ წავედით? წამომყევი,მაგრამ ნახევარი გულით შენ არ გინდოდა წამოსვლა,რადგან არ გინდოდა ის დაეჭირათ.შენ ორსულად ხარ და მე არაფერს მეუბნები,როგორ შეძელი და არ მითხარი.
-არ უნდა,არ უნდა....................
-რა,არ უნდა მცოდნოდა?
-მიყვარხარ,ალექსანდრე მიყვარხარ.
-შენი ერთი სიტყვის არ მჯერა.ალექსანდრე წავიდა და გაბრაზებული და თვალებ ჩაწითლებული ალი ელზას წინ დაუდგა,ელზამ შეხედა და გაბრაზებულმა უთხრა.
-დაივიწყე რაც გაიგონე.
-რა უნდა დავივიწყო,დავივიწყო რომ შვილი მეყოლება? დავივიწყო ჩემი შვილი,ჩემი პატარა ვინც ამ წუთში შენს მუცელში ზის და ნელა-ნელა უნდა გაიზარდოს? რა დავივიწყო სოფია ან რის დავიწყებას მთხოვ.
-დაივიწყე ეს ბავშვი არ არსებობს,რადგან ის არ დაიბადება ან როგორ იფიქრე რომ შენს გამო...........................
-ჩემს გამო ოჯახს როგორ დატოვებ,ამის თქმა გინდა სოფია? მაგრამ მე გეუბნები რომ დატოვებ ოჯახს,ყველას და ყველაფერს მიატოვებ და მე გამომყვები,ეს კი სულ მალე მოხდება.შეხედე ჩემს გამო რამდენი რამ გააკეთე ამ დღეებში? შენ ჩემი ჭრილობები ცრემლით და სიყვარულით მოარჩინე,ალექსანდრემ ძალიან კარგად მიხვდა ყველაფერს,შენ ეს ყველაფერი სიყვარულის გამო გააკეთე,რადგან ის რაც გააკეთე მხოლოდ შეყვარებულ ქალს შეეძლო გაეკეთებინა.
-დამპირდი რომ ჩემი ცხოვრებიდან წახვიდოდი,მეზიზღები შენს სიტყვას რატომ არ ასრულებ.
-არ ვიცოდი,არ ვიცოდი ეს ორსულობა.
-არ მომძებნო,არ მომიახლოვდე ჩემი ხელით მოგკლავ თუ გზაზე გადამეღობები.ელზა წავიდა, გადაწყვიტა ორსულობა შეეჩერებინა,იმ დღესვე მივიდა ექიმთან და აბორტის გაკეთება მოითხოვა,რაზედაც უარი მიიღო.
-ელზა დარწმუნებული ხარ რასაც აკეთებ?
-როგორც არასდროს მაიკო და გთხოვ ნუ მეტყვი უარს,ეს ბავშვი უნდა მოვიშორო.
-დღეს ეს არ მოხდება,ამ საღამოს არ ივახშმო და დილით წყალიც არ დალიო,მოდი და გავაკეთოთ,შუადღემდე აქ გაგაჩერებ და რომ დავრწმუნდები ყველაფერი კარგადაა გაგიშვებ სახლში.ელზა საავადმყოფოდან გამოვიდა და მას მანქანაში ალი დახვდა.
-აქ როგორ შემოდი,როგორ გააღე მანქანის კარი.
-გაიკეთე? შვილი მომიკალი?
-წადი ალი წადიიიიიი,წადიი თორემ რაღაც ისეთს ჩავიდენ,ეს რაღაც ძალიან ცუდი იქნება.
-ვერ შეძლებ,მე ცუდს ვერ დამმართებ,რადგან შენც ისევე ძლიერ გიყვარვარ როგორც მე მიყვარხარ.
-წადი აქედან,წადიიიი.
-წავალ,მაგრამ ერთად წავალთ.ახლა დამშვიდდი და მშვიდად მიმიყვანე ისევ იმ სახლში.ელზამ გაბრაზებულმა დაძრა მანქანა და რამდენიმე წუთში ისევ იმ სახლში იყო,ალის შეუმჩნევლად დანა აიღო,მაგრამ ალიმ შეხედა და გაოცებულმა უთხრა.
-შენ რა გინდა დანით მომკლა?
-შენ მე ცხოვრება დამინგრიე,სიცოცხე ჯოჯოხეთად მიქციე და ამიტომ არც დავფიქრდები ისე მოგკლავ.ალიმ მიუახლოვდა და მკლავზე ხელი მოუჭირა,მაგრამ ელზამ მარცხენა ხელი მოუქნია და გულთან ახლოს საკმაოდ ღრმა ჭრილობა დაუტოვა,არ ელოდა ალი და ჯერ ჭრილობას შეხედა და შემდეგ ელზას.
-შენ ეს გააკეთე,თქვი და გააკეთე.
-წადი,თავი დამანებე რატომ არ გინდა გაიგო,წადიიიიი.ელზას შეეშინდა ალის პერანგზე რომ სისხლი დაინახა და შეშინებულმა მიატოვა დაჭრილი ალი და წავიდა.რამოდენიმე საათის შემდეგ გაბრაზებულმა ალიმ სახლში მიაკითხა ელზას და ძალის გამოყენებით გამოიყვანა სახლიდან.
-რას აკეთებ,გვიპოვნიან და უამრავი წელი ციხეში მოგიწევს გაატარო.
-აქ არ გავჩერდებით,ჩვენ იტალიაში წავალთ და იქ ახალ სახლს ვიყიდი,ორივე ცხოვრებას სულ ახალი ფურცლიდან დავიწყებთ და ჩვენს პატარას ერთად გავზრდით.ელზა შიშმა და კანკალმა აიტანა,ალიმ შეხედა და უთხრა.
-ნუ ნერვიულობ,უნდა გიხაროდეს რომ მე და შენ შვილი გვეყოლება სოფია.
-შენ მე ისევ სოფია დამიძახე.
-მოგესმა.
-არა,არ მომესმა.
-მოგესმათქო რომ გეუბნები უნდა გაიგონო.ალიმ მთელი ხმით იყვირა და ელზას შეეშინდა.
-ტუალეტში მინდა გააჩერე.
-არ შეიძლება უნდა მოითმინო.
-ტუალეტში მინდა როგორ მოვითმინო.არც ელზამ დააკლო ყვირილი ალის და ალიმაც ბენზინ გასამართთან გააჩერა,ელზა წავიდა მაგრამ ალიც თან გაყვა უკან.ელზამ მოახერხა და ტუალეტში მყოფ ქალს ტელეფონი თხოვა,ალექსანდრემ შეამჩნია და არც დაფიქრდა ელზას ისე ძლიერად გაარტყა ხელი,ელზაც გაბრაზდა და მთელი ხმით იყვირა.
-გამიშვიიიი,არ მინდა შენთან ერთად წამოვიდე,გამიშვიიიი.იქ მყოფ ქალს შეეცოდა ელზა და პოლიციას დაურეკა,ელზამ მიუხვდა ქალის თვალებით ნათქვამს და წასასვლელად ფეხს ითრევდა,ალი კი აგრძელებდა.
-ვერსად ვერ წახვალ,შენი ადგილი მხოლოდ ჩემს გვერდით არის,მხოლოდ ჩემს გვერდით.არ გაბედო და მეორედ ეს არ გააკეთო,იცოდე შენც მოგკლავ და დედაშენსაც.ისევ ძალით მიათრევდა ელზას და გაოცებული ხალხის მზერას თვალს არიდებდა,ელზა კი გაჰკიოდა.
-დედაჩემთან რა გინდა,რა უქენი დედაჩემს ცხოველო.გააჩერე,უკან უნდა დავბრუნდე გააჩერე.ალიმ ელზას შეხედა და გულიანად გაიცინა.
-იმედია ვიღაც მიუსწრებს და პირს გაუხსნის,სხვაგვარად დედას ვერ დაიტირებ. ბოდიში საყვარელო,მაგრამ მე ჩემს პატარაზე ვიზრუნე და დედაშენისთვის დრო აღარ დამიტოვე.
-დედა,დედიკო მაპატიე.ატირდა ელზა მაგრამ მისი ტირილი ალის გულთან არ
მიუტანია.ალექსანდრემ რამდენჯერმე დარეკა ელზას ნომერზე მაგრამ უშედეგოდ,შემდეგ მერის დაურეკა და იქაც უშედეგოდ,სამუშაოს გული ვერ დაუდო მართა გამოიყვანა ბაღიდან და სახლში წავიდნენ მამა-შვილი,სახლი ცარიელი დახვდათ არც დედა იყო სახლში და არც ბებია.სამარისებული სიჩუმე იყო სახლში რაც ალექსანდრეს არ მოეწონა ეს სიჩუმე,სულ მალე რაღაც ღმუილი შემოესმა და ხმას მიყვა,ხმამ ის სააბაზანოში მიიყვანა,კარი გააღო და მერი ხელ-ფეხ შეკრული და პირ აკრული დახვდა.სასწრაფოდ შეუხსნა ხელ-ფეხი და პირიც აუხსნა.
-უშველე ალექსანდრე,ელზას უშველე სახლიდან ძალით გაიყვანა მე კი ასე დამტოვა,იმ ავადმყოფმა ჩემი შვილი გაიტაცა.
-აქ როგორ შემოვიდა,კარი შენ გაუღე?
-არა,არა მაგ შერეკილს როგორ შემოვუშვებდი სახლში,არ ვიცი როგორ მაგრამ შემოვიდა და ელზა ძალით წაიყვანა.
-დამშვიდდი,გამომართვი ეს დალიე დაგამშვიდებს.ალექსანდრემ მაგიდაზე წერილი ნახა და ხელის კანკალით აიღო ხელში თეთრი ქაღალდი და წაიკითხა.
-,,ალექსანდრე შენც და მეც დრო გვჭირდება,მე ბევრი ვიფიქრე ეს დღეები და გადაწყვეტილება მივიღე,რომ ალისთან დავბრუნდე და მთელი ჩემი ცხოვრება მის გვერდით გავატარო.ვიცი რომ ძალიან არ ინერვიულებ,რადგან რიტა შენს გვერდით არის.მშვიდობით,დედაჩემს მე თავად შევეხმიანები და ავუხსნი''.
,,ელზა''.
-არა,ეს არ არის ელზას დაწერილი ის ადგა თავზე და კარნახობდა რა დაეწერა,ალექსანდრე გთხოვ დაიხსენი ჩემი შვილი ამ მანიაკისგან,ელზა არსად არ წავიდოდა ჩემს გაუფრთხილებლად მე მჯერა მისი,მე ვიცნობ ჩემს შვილს.
-არ ვიცი,მართლა არ ვიცი როგორ დავუჯერო ქლს რომელმაც უამრავჯერ დაეხმარა იმ ადამიანს ვინც ოჯახი წაართვა და უზარმაზარი ტკივილი მიაყენა.ალიმ ბევრი იწვალა,მაგრამ უამრავი ნაცნობების დახმარებით იტალიაში გადავიდა,ელზას თავისივე ხელზე მიბმულს დაატარებდა,რადგან ეშინოდა.როგორც იქნა რამდენიმე დღიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ სახლშიდაც მივიდა.
-მოვედით,აი ჩვენი სახლიც ძალიან მოგეწონება.ელზას უკვე ზიზღის გრძნობა ჰქონდა ალის მიმართ და რომ ხედავდა გულიც კი ერეოდა.
-გამხიარულდი გაიღიმე რა გჭირს,აქ ჩვენ ძალიან,ძალიან ბედნიერები ვიქნებით.
-საერთოდ არ გაღელვებს რომ შესაძლებელია დედაჩემი უკვე მკვდარია?
-ცოტა ხნის წინ გავიგე რომ მშვენივრად არის.
-როგორ,როგორ გაიგე რომ კარგად არის ვის დაურეკე,ვინ გითხრა.
-აქ მოდი და თავად ნახავ.ელზა ალის მიუახლოვდა და ალიმ ტელეფონში ვიდეო გახსნა,ელზამ დაინახა კარებთან გასვლამდე კართან იდგა ალექსანდრე და მერი,ისინი საუბრობდნენ.
-შენ რა კამერა დააყენე ჩემს სახლში? დედაჩემს რას ერჩოდი ავადმყოფო.
-არაფელს,სრულიად არაფერს მე ჩემი შვილის სიცოცხლე გადავარჩინე,მაგრამ შენ ვერ გაიგებ,ეს არაფერია იმასთან რაც მე დედაშენს გავუკეთე,შენ გინდოდა ჩემი შვილი მოგეკლა ამიტომ აქ ამ ოთახში იქნები და მე როცა მომინდება გარეთ მაშინ გახვალ.
-რას აკეთებ,გინდა ჩამკეტო და აქ ძალით მაცხოვრო? რა დროც არ უნდა გავიდეს მაინც წავალ,აქ არ გავჩერდები,შენს გვერდით არ გავჩერდები,არა.
-მეც ცუდად ვარ ძალის გამოყენება რომ დამჭირდა და აქ ისე მოგიყვანე,ვხედავ ჩემი საქციელით შენს თვალებში სიყვარული გაქრა.
-რადგან ამას მიხვდი რომ არ მიყვარხარ,გამიშვი.
-არა,არ გაგიშვებ და აქ იქნები მანამ,სანამ ჩემი შვილი არ დაიბადება,შემდეგ კი სადაც გინდა იქ წადი,რადგან უსიყვარულოდ ჩემს გვერდით შენი ადგილი არ არის.ორი კვირა გავიდა და ელზას კვალს ვერავინ ვერსად ვერ მიაგნო,ის არსად არ იყო დაფიქსირებული რადგან ის კანონიერად არ გასულა ქვეყნიდან,მაგრამ ის იტალიაში იყო უზარმაზარი სახლის ერთ პატარა ოთახში გამოკეტილი.ერთ დღესაც ალიმ ოთახის კარი ღიად დატოვა,ელზა გამოვიდა ოთახიდან და ფეხ და ფეხ შემოიარა ეზო და მიხვდა ამ უზარმაზარ სახლში სულ მარტო იყო.ეზოდან გასასვლელთან მივიდა და დაკეტილი დახვდა,ეგონა ციხის გისოსებიან კართან იდგა და გარეთ სამყაროს იქედან უყურებდა.უკან გამობრუნდა და დააპირა ოთახში ასულიყო,რომ ეზოს გალავანს შეხედა,სახლს ქვის გალავანი ერტყა.ბევრი არც უფიქრია გალავანთან ახლოს ხე იყო,იმ ხეზე ავიდა და გალავანზეც გადავიდა,ელზა სიბნელეში ჩაიკარგა.ირბინა,ირბინა და სირბილში ახლო მდებარე სოფელში შევიდა სულს ძლივს ითქვამდა,ერთ-ერთი შენობიდან შუქი გამოდიოდა და იქ მივიდა,ტელეფონი ითხოვა,მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია მას ხომ ფული არ ჰქონდა.შიოდა,ძალიან შიოდა მაგრამ
გარეთ გამოვიდა და სიბნელეში დაჯდა,ზღვას შეხედა ფეხზე წამოდგა და ზღვისკენ წავიდა.ბნელოდა,ნელა-ნელა წყალში იწყო შესვლა,წელამდე რომ შევიდა წყალში მოულოდნელად ძლიერმა ტალღამ დაარტყა და ნაპირზე გამოისროლა,თითქოს გააფრთხილა ,,ნუ მეთამაშები,არ გინდა ჩემთან თამაში რადგან ცუდად დაასრულებო''. თვალი გაახილა მიწაზე მწოლიარემ და იგრძო რომ ქვიშაზე არ იწვა და წელზეც ძალიან უჭერდა რაღაც,ხელით მიწაზე დაეყრდნო და ადგომას შეეცადა,მაგრამ მის ქვემოთ ალი იყო და მისი ძლიერი ხელები სუროსავით შემოეხვია ელზასთვის.როგორც იქნა ადგა და ალის შეხედა.
-როგორ მომაგენი.
-არც დამიტოვებიხარ,შენს ყველა ნაბიჯს ვითვლიდი რადგან მე უკან მოგყვებოდი.
-შენს გამო მე ყველა და ყველაფერი დავკარგე,წარმოდგენაც არ გაქვს როგორ ძალიან მეზიზღები.
-წამოდი აქ ზღვის ჰაერი ურტყამს და გაცივდები.სახლში წაიყვანა და ცხელი ჩაი დაალევინა,შემდეგ კი საწოლში ჩააწვინა.დაღლილს მალე ჩაეძინა და დილამდე ეძინა,დილით ალიმ საუზმე შეუტანა ელზას მაგრამ ხელი აუკრა ფოდნოსს და საუზმეც იატაკზე დაიღვარა.ალიმ სიბრაზისგან კბილები ერთმანეთს
დააჭირა და ასე ჩაიხშო მოწოლილი სიბრაზე,შემდეგ ტელეფონი ამოიღო და უთხრა.
-დარეკე,გაიგე როგორ არის დედა.ელზამ ტელეფონი აიღო და ალექსანდრეს დაურეკა,მაგრამ ალექსანდრეს ტელეფონი რიტამ აიღო და უცხო ნომრის დანახვაზე გულმა ძლიერად დაარტყა,ალექსანდრეს გახედა და ნომრის წაშლა უნდოდა მაგრამ ვერ მოასწრო.
-ჩემი ტელეფონი იყო? შეეკითხა რიტას და ტელეფონი ხელში აიღო.
-შენ უპასუხე,ვინ იყო გითხრა? რიტა ხმას არ იღებდა და ალექსანდრემ კითხვა გაუმეორა.
-რიტა რატომ შეეხე ჩემს ტელეფონს და თუ შეეხე ვინ იყო,ვინ დარეკა.
-არ ვიცი ვინ იყო,უცხო ნომერი იყო და გავთიშე.
-ის იყო,ელზა იყო და შენ გათიშე,რატომ რიტა რატომ.
-ის იმ მამაკაცთან ერთად წავიდა, გაიგე ეს ბოლოს და ბოლოს.
-მომისმინე,ჩვენ წლები ვიცხოვრეთ ერთად და არასოდეს ელზას ჩემი ტელეფონი არ აუღია და არ გაუხსნია,შენ კი აიღე და გათიშე,რატომ რა გაინტერესებდა.
-არ ჩავთვალე საჭიროდ ამ ზარზე გეპასუხა,არ მეგონა თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო ის ზარი იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა.
-მნიშვნელოვანი იყო და იცი რატომ? იმ ავადმყოფმა მერის დაარტყა და შემდეგ ხელ-ფეხი შეუკრა,ასევე პირიც აუკრა და მიატოვა,დარწმუნებული არ ვარ ელზა მას თავისი ნებით გაჰყოლოდა.
-რას ამბობ,ვინ დაგაჯერა ეს თეატრი ალექსანდრე და შენ ისევ გგონია რომ შენს ცოლს ისევ უყვარხარ? მაშინ სად არის ახლა და რატომ არ არის შენს გვერდით? ის ახლა ძალიან შორს არის აქედან,სადღაც და სადაც არის მშვენივრად ნებივრობს საყვარელ მამაკაცთან ერთად.გაიგე ისინი შვილს ელოდებიან,ის იმ ავადმყოფს შვილს გაუჩენს და ერთად იცხოვრებენ.
-ნუ ცდილობ რიტა დამარწმუნო ელზას სიცუდეში,ნუ ცდილობ ტვინი გადამიბრუნო და მის ძებნაზე შენს გამო ხელი ავიღო.
-ასე თუ გიყვარს ისევ შენი ცოლი,მე შემეშვი.
-არც არაფერი დამიძალებია შენთვის და არც რამეს შეგპირებივარ,რაც მოხდა შენი სურვილით მოხდა.ალექსანდრე კართან მივიდა და რიტამ ტირილით უთხრა.
-არ წახვიდე, ალექსანდრე არ დამტოვო.
-შენ არ ცდილობ მე ბედნიერი ვიყო, რიტა შენ ცდილობ ბედნიერება წამართვა,მაგრამ კარგად იცი არ მიყვარხარ და ვერც შევძლებ შეგიყვარო,რადგან ეს არ შემიძლია.ალექსანდრე წავიდა,ალი კი მთელი ენერგიას ახარჯებდა ბავშვის ოთახის მოწყობას,ელზამ მუცელში ტკივილი იგრძნო და კარზე დააბრახუნა ალიმ ყურადღება არ მიაქცია,როცა დაიღალა კარიც გააღო.
-უნდა ვილაპარაკოთ.უთხრა ელზამ.
-ისევ წასვლაზე?
-არა,წასვლაზე არა.
-აბა რაზე უნდა ვილაპარაკოთ,თქვი რა გაქვს სათქმელი.ელზას უნდოდა ეთქვა ტკივილის შესახებ,მაგრამ ალიმ არ დააცადა და მხრებში წაავლო ხელი და მაგრად შეანჯღრია.
-ამოიგდე თავიდან წასვლა,რადგან ვერსად ვერ წახვალ.
-ხელი გამიშვი,თუ მართლა გიყვარვარ ხელი გამიშვი მტკივა,ძალიან მტკივა.ტიროდა ელზა,ალი კი ისევ ყვიროდა.
-ამოიგდე თავიდან წასვლა,ამოიგდე თავიდან წასვლა,გესმის? ამოიგდე თავიდან წასვლა.
-მტკივა,მტკივა,ძალიან მტკივა.ელზა ძირს დაეცა და ალი ისევ უყვიროდა,ვერ შეძლო თავის დახსნა,ვერ შეძლო მიდგან გაქცევა და ცალი ხელით აგურის ნატეხი აიღო ალის სახეში ჩაარტყა,ალიმ სიმწრისგან დაიღმუილა და ელზას მთელი ძალით მოქნეული ხელი სახეში გაარტყა,ეტკინა მაგრამ როგორც იქნა შეძლო ელზამ ადგომა,მაგრამ ალიმ ისევ დაარტყა და უკვე ძალიან დასუსტებულმა ელზამ თავი ვერ შეიკავა და ვერანდიდან გადავარდა.ალიმ ჯერ მაღლიდან გადმოხედა ელზას და შემდეგ სირბილით გაიქცა,ნახა ელზა სისხლის გუბეში იწვა.შეეშინდა,ძალიან შეეშინდა და ვერ  შეეხო,სასწრაფოს დაურეკა და საავადმყოფოში გადაიყვანა.ალექსანდრემ გაიგო რომ ელზა იტალიაში იყო და არც დაფიქრებულა იტალიაში ისე გაემგზავრა,ის იმ საავადმყოფოში მივიდა სადაც ელზა იწვა და ექიმიც ინახულა.
-შეიძლება ექიმო?
-შემობრძანდით.
-ალექსანდრე აბაშიძე საქართველოდან,თქვენ დამირეკეთ ორი დღის წინ.
-დიახ,დიახ თქვენ უკვე აქ ხართ.
-შეგიძლიათ მითხრათ რამე იმ ქალის შესახებ.
-მან მითხრა რომ თქვენი მეუღლეა და მთხოვა თქვენთვის დამერეკა,სიმართლე გითხრათ არ ვაპირებდი დარეკვას,მაგრამ უცნაურად მომეჩვენა მისი მდგომარეობა.
-რას გულისხმობთ უცნაურობაში.
-მას მამაკაცი ახლდა და არ დატოვა პაციენტი მთელი ის დრო აქ იყო რაც პაცენტს დაჭირდა ყოფილიყო,არც დღე და არც ღამე,ის ზრუნავდა მხოლოდ ბავშვზე და არა ბავშვის დედაზე.ქალის დალურჯებულმა სხეულმა მიმახვედრა რომ ის მასთან იძულებით იყო,შიშით უცქერდა მამაკაცს და ერთ ღამით როცა მე თავად ვმორიგეობდი შევამჩნიე,რომ მისივე ხელზე ჰქონდა სოფიას ხელი მიბმული.
-პოლიციას შეატყობინეთ?
-შევატყობინე და ისინი თქვენ გელოდებიან და თან მათ სახლსაც უთვალთვალებენ. ალექსანდრე და ნიკა გაოცებულები უცქერდნენ ერთმანეთს,ალექსანდრემ ექიმს მადლობა გადაუხადა და საავადმყოფო მშვიდად დატოვა ნიკასთან ერთად,მაგრამ ექიმმა მას პოლიციელის ნომერი მისცა და თან უთხრა სად უნდა ენახა პოლიციელი.მოშივდათ და ერთ რესტორანში შევიდნენ,მათ საუბარს ქერა ქალბატონმა მოკრა ყური მათთან მივიდა.
-შეიძლება გკითხოთ?
-გისმენთ ქალბატონო.
-თქვენ იცნობთ ალის და სოფიას? ალექსანდრემ და ნიკამ ერთმანეთს შეხედეს და შემდეგ ისევ უცნობ ქალბატონს მიუბრუნდნენ.
-თქვენ? თქვენ იცნობთ მათ?
-სოფია გარდაიცვალა 5 წლის წინ,მაგრამ ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა.
-რატომ? რატომ არ გჯერათ რომ არ იყო უბედური შემთხვევა?
-იმიტომ რომ ეს ალის მოწყობილია,სოფია ორსულად იყო,მაგრამ მას ცუდად ექცეოდა ალი და ბავშვი დაკარგა.განა უნდოდა დაეკარგა? ის ალიმ სცემა,დაეცა და დაკარგა პატარა, ალიმ კი შენ განგებ მომიკალი შვილიო და ისიც მოიშორა თავიდან,ზღვაში დაახრჩო.
-ღმერთო ახლა გავგიჟდები.თქვა ალექსანდრემ და ნიკას შეხედა,ნიკას რომელსაც სახე შეცვლილი ჰქონდა ის ალექსანდრეს უცქერდა,შემდეგ ორივემ ისევ იმ ქალბატონს შეხედეს.
-ნუ მიყურებთ ასე გაოცებულები,ალი ფსიქიკურად ვერ არის კარგად ის ფსიქიატრიულშიდაც იწვა გარკვეული დრო და თუ ახლა თქვენი ახლობელი მასთან არის უშველეთ,უშველეთ და დაიხსენით მისგან.
-მადლობა,მაგრამ არ ვიცით სად ვიპოვოთ.
-ის ქალაქიდან შორს მამის სახლში იქნება,იქ იმალება ყოველთვის როცა ცუდს სჩადის.ალექსანდრემ მისამართი ჩაიწერა და წავიდა,დიდი სიჩქარით მიდიოდა რომ გზაში ლამის შავ ჯიპს შეასკდა,ორივემ გააჩერეს და ალექსანდრე მანქანიდან გადავიდა,მძღოლმა დაინახა ალექსანდრე და შეშინებულმა ჩაილაპარაკა.
-აქ როგორ მომაგენი მე შენი.................... სახლში  მივიდა და ელზა ძალის გამოყენებით გამოიყვანა სახლიდან,მან  საჩქაროდ დატოვა სახლი.ალექსანდრემ ერთი შეიგინა და გზა გააგრძელა,ბევრი აღარ უვლია და სახლი მიაგნო მაგრამ ელზა იქ არ დახვდათ,ალიმ ელზა იმ სახლიდან წაიყვანა.
-სად მიდიხარ ასეთი დიდი სისწრაფით,ვინ მოგდევს მოჩვენება დაინახე? ალი ხმას არ იღებდა,რამდენიმე საათი იარეს და ქალაქში შევიდნენ,ერთ დიდ და უზარმაზარ სახლთან გააჩერა,ელზას ხელები შეუკრა და წავიდა.კარზე ზარი მისცა და დაელოდა,ცოტა ხანში კარი გაიღო და მის წინ მდგარ მამაკაცს მიესალმა.
-გამარჯობა ვახო.
-ალი? ამდენი წლის შემდეგ ისევ დაბრუნდი?
-გაუფრთხილებლად მოვედი,მაპატიე მაგრამ უნდა მენახე,ვახო მჭირდები.
-ჯერ ყავა.
-ყავა? არა,არა ყავა არ მინდა მხოლოდ ის მითხარი, დამეხმარები? ალბად ჩემზე ნაწყენი ხარ აღარ შეგეხმიანე,სოფიას გარდაცვალების შემდეგ დავიწყება მინდოდა ყველასი და ყველაფრის,მაგრამ სამი წლის წინ ყველაფერი შეიცვალა,ამიტომ უნდა დამეხმარო.
-რა მოხდა,ასე რამ აგაფორიაქა.
-საქართველოში მეძებენ,ისე როგორც თურქეთში.
-ელზა? დაუშავე რამე ელზას?
-ყველაფერი მივატოვე და გამოვიქეცი,მეკითხები ელზა? არა,არაფერი დამიშავებია მან ცხოვრების გაგრძელრების საშუალება მომცა,სოფია მოკვდა და ელზა გამოჩნდა.ბედნიერი მინდოდა ვყოფილიყავი მასთან,ისე როგორც სოფიასთან.მინდა სახლი რომ დავიმალო,ისე მიყურებ მივხვდი შენც არ გჯერა ჩემი,არ გჯერა მეგობრის ვისაც წლებია იცნობ.
-ალი ახლა ვფიქრობ და ჩემს თავს იცი რას ვეკითხები? გიცნობდი კი საერთოდ? შენ ძალიან შეიცვალე ალი.
-მართალი ხარ,მე შევიცვალე და შენც დაივიწყე რომ მნახე.ალი კარებისკენ წავიდა,მაგრამ ვახომ შეაჩერა და უთხრა.
-გასაღები აიღე და ჩემს ვილაზე წადი,იქ იყავი ვერავინ ვერ მოგაგნებს.
-შენ?
-მე მოგვიანებით მოვალ.
-მადლობა მეგობარო.ალიმ ვილის გასაღები წაიღო და წავიდა,ვახომ კი ტელეფონზე გადარეკა და ანერვიულებული სიტყვებს ვეღარ პოულობდა,ალი კი მივიდა ვილაზე და დაღლილმა ელზამ წყალი გადაივლო,ალიმ ის ისევ ჩაკეტა ოთახში.გარეთ ამინდი შეიცვალა,ცაზე შავი ღრუბელი ჩამოწვა და საშინელი გრუხუნიც მოიტანა,ალექსანდრემ და ნიკამ სასტუმროს რესტორანში ივახშმეს და უკვე წასვლას აპირებდნენ,რომ მათ მაგიდასთან ვიღაცამ სკამი გამოწია და მათ გვერდით რიტამ დაიკავა ადგილი.
-რიტა? აქ რას აკეთებ,იტალიაში რა გინდა.
-ეს საქმე მე წამოვიწყე და მინდა ბოლომდე შენს გვერდით ვიყო,ალექსანდრეს ლაპარაკის თავი არ ჰქონდა და ნიკამ აუხსნა ყველაფერი რიტას და რიტამ გაბრწყინებული თვალებით შეხედა ალექსანდრეს.
-ლევანი,ჩვენ მხოლოდ ლევანი დაგვეხმარება.ალექსანდრე თითქოს გამოფხიზლდდა და რიტას შეხედა.
-ვინ არის ლევანი.
-დეტექტივი,ვინც საინტერესო ინფორმაცია მოიძია სოფიაზე და ის იცნობს ალის მეგობარს.
-მერე? როგორ უნდა დავუკავშირდეთ მას.
-მე მაქვს მისი ნომერი,ან მესენჯერში დავურეკავ.რიტამ ტელეფონი გახსნა და მესენჯერში დაურეკა ლევანს.
-რიტა? სად ხარ რომ დაიკარგე.
-ლევან როგორ ხარ მეგობარო.
-კარგად ვარ,თავად?
-კარგად ვიქნები თუ ჩემს დახმარებას შეძლებ ლევან.
-გისმენ,რა მოხდა.
-ხომ გახსოვს ელზას პოვნაში რომ დამეხმარე.
-კი,კი ძალიან საინტერესო თემა იყო ჩემს პრაქტიკაში,მითხარი ახლა რა უნდა გავაკეთო,ვინ გინდა ვიპოვო რიტა.
-ლევან გაიგებდი ელზა ისევ დაიკარგა,იმ ავადმყოფმა ალიმ გაიტაცა და მათ კვალს ვერ მივაგენით,გვჭირდება მისი მეგობრის ნომერი იტალიაში რომ ყავს ქართველი მეგობარი.
-ვიპოვი ახლავეს მის ნომერს ჯერ კიდევ ოფისში ვარ,დამელოდები?
-კი,კი დაგელოდები.ლევანს რამდენიმე წამი დაჭირდა საჭირო საბუთი მოეძებნა და რიტას ისევ შეეხმიანა.
-აქ ხარ? ვიპოვე რიტა.
-მითხარი ლევან ჩავიწერ.
-ვახო ლეონიძე.
-შენ არც კი იცი როგორ დამეხმარე ლევან,მადლობა და ალექსანდრეც მადლობას გითვლის.
-მადლობა ძმაო ჩემზე იყოს.უთხრა ალექსანდრემ ლევანს.
-მიხარია რომ დაგეხმარეთ,თუ რამე დაგჭირდეთ მე ხაზზე ვარ.რიტამ ტელეფონი გათიშა და სამივემ ერთმანეთს გადახედეს,იმ საავადმყოფოში წავიდნენ სადაც ვახო მუშაობდა,ენა არცერთმა არ იცოდა,მაგრამ რიტა ძალიან კარგად საუბრობდა ინგლისურად,მოიკითხა ექიმი ვახო მაგრამ წასული დახვდათ,ალექსანდრემ მისამართი გაიგო და უკეთესიც იყო სახლში ენახათ,ადვილად მიაგნეს სახლი
და ვახო გაოცებული უცქერდა მისთვის უცნობ სამ ადამიანს.
-გამარჯობათ.
-გამარჯობათ,პირველი რაც მინდა გითხრათ ბოდიში მინდა მოგიხადოთ რომ ასე გაუფრთხილებლად მოვედით,მაგრამ საქმე ძალიან რთული და სერიოზულია,ჩვენ თქვენს მეგობარ ალის ვეძებთ და ვიცით რომ იცით სადაც არის.
-მეეეე? საიდან,როგორ.მე წლებია ალი არ მინახავს და არც ვიცი სად არის.
-ვახო მომისმინე ქართველები ვართ და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ,ჩვენ ყველაფერი ვიცით და ისიც ვიცით რომ ზღვაზე მომხდარი შემთხვევა არ ყოფილა შემთხვევითობა.
-რას გულისხმობთ.გაოცებული უცქერდა ვახო ალექსანდრეს.
-ალიმ სოფია დაგეგმილად მოკლა,ეს სოფიას მეგობარმა გვითხრა.
-არა,ის მეგობარი სცდება.არა,არა ალი ამას არ გააკეთებდა,ისინი ბედნიერები იყვნენ.ის მეგობარი დარწმუნებული ვარ რომ სცდება,თქვენ მან შეცდომაში შეგიყვანათ.
-არა,არ სცდება არც ის ქალბატონი და არც ჩვენ რომ შენ იცი ალი სადაც არის.
-საკმარისია,მართლა არ ვიცი რა გიპასუხოთ.
-ქართველი ხარ,შეიძლება დიდი დროა გასული რაც იტალიაში ცხოვრობ და ვერ საუბრობ ქართულად,მაგრამ შენ ქართული სისხლი გაქვს და არ შეგიძლია დამალო როცა სიმართლე იცი.
-მართალია მე აქ დავიბადე,ენაც ვიცი ქართული მაგრამ კარგად არა,მაგრამ რასაც თქვენ მეუბნებით და მთხოვთ ეს დაუჯერებელია.
-ვახო ალიმ ჩემი მეუღლე გაიტაცა,მაგრამ შენი მჯერა და მინდა ბოდიში მოგიხადო შეწუხებისთვის.ვახომ გაოცებულმა შეხედა ალექსანდრეს და უთხრა.
-გაიტაცა? ძალა გამოიყენა? არა,არა ეს შეუძლებელია ეს რომ მცოდნოდა მას დავეხმარებოდი? ალექსანდრემ სახლი დატოვა,მაგრამ შორს არ წასულა,შებინდდა თუ არა ვახომ სახლი დატოვა და წავიდა,ალექსანდრემ კი დიდი სიფრთხილით შემოუარა სახლს და ვახოს სიჩქარეში დარჩენილ ღია კარში სამივე შევიდა.რიტაც უკან მიყვებოდა,რომ ალექსანდრეს ჩურჩულით უთხრა.
-რა ჩაიფიქრე ალექსანდრე.
-სახლში უნდა შევიდეთ,ალი და ელზა აქ არ არიან მაგრამ რამე კვალს აუცილებლად მივაგნებთ.
-ალექსანდრე ეს დანაშაულია,ჩვენ ევროპაში ვართ და არა საქართველოში.ვახო თავის ვილაზე წავიდა,გარეთ საშინელი წვიმა იყო,ალიმ მანქანის ხმა გაიგონა და კართან მისვლამდე ვახო უკვე სახლში იყო და ალის გაბრაზებული უცქერდა,შემდეგ კი უთხრა.
-რატომ მითხარი ტყუილი.
-რა ტყუილი გითხარი ვახო.
-ელზა,ელზა აქ გყავს.ელზა კარს უკან იდგა და მათ უსმენდა.
-ვინ გითხრა რომ ელზა აქ მყავს,აგერ სახლი და თავად ნახე აქ მარტო ვარ ვახო.
-ალექსანდრე აქ არის და მითხრა,ელზას დაეძებს ის მისი ქმარია და ცოლი უნდა დაუბრუნო ალი. პოლიციაც დაგეძებს და ამჯერად ძალიან ღრმად შეტოპე,ძალიან ღრმად ალი.
-ალექსანდრე რას ვეძებთ ამ სახლში.თქვა ნიკამ და სიბნელეში თვალი მოავლო სახლს.რიტამ დაინახა რომ ვიღაც მოდიოდა და შეშინებულმა თქვა.
-ვიღაც მოდის,წავიდეთ აქედან.
-უნდა ვიპოვოთ რაღაც,რაღაც რაც გზას გაგვიხსნის.კარი გაიღო და სახლში მაღლი ქერა და გრძელთმიანი ქალი შევიდა,მაგრამ სამივემ გაასწრო ვერანდის კარიდან
-ვახო აქ ხარ? სიბნელეში რატომ ზიხარ საყვარელო,რა მოხდა ასე ანერვიულებულმა რატომ დამირეკე.შუქი აანთო და სახლში არავინ იყო.
-გამარკვიე,ამიხსენი,დამეხმარე რომ გავიგო რა ხდება ალი.
-ელზა ორსულად იყო,ვთხოვე ჩემთან ერთად წამოსულიყო,მაგრამ არ წამოვიდა,მან მისი ოჯახი აირჩია,მე კი წამოვედი რადგან იქ ადამიანი დავჭერი და პოლიცია მეძებს.
-შენთან თუ არ არის ელზა,აბა სად არის ალი.
-არ ვიცი,არ ვიცი.
-არ იცოდი რომ ელზა სახლიდან წავიდა?
-არა,ალბად მას ჰგონია რომ ელზა ჩემთან არის და ამიტომ მოვიდა აქ.მიშველე ვახო აქედან წავიდე,აუცილებლად უნდა წავიდე.ვახო უცნაურად უცქერდა ალის და ნელა ნელა რწმუნდებოდა,რომ ალი არ იყო სრულ ჭკუაზე.გადაწყვიტა ოთახები ენახა და კიბეებზე ავიდა.
-სად მიდიხარ,ხომ გითხარი ელზა აქ არ არის.
-უნდა დავრწმუნდე ალი. ვახომ მოიარა ოთახები,მაგრამ ელზა ვერ იპოვა,ღრმად ამოისუნთქა და სიტყვის უთქმელად გავიდა სახლიდან საშინელ წვიმაში,ალიმ კი გაოცებულმა შეხედა წყნარად მიმავალ ვახოს და თავად შეამოწმა ოთახები,ელზა ვერსად ვერ იპოვა და აყვირდა.
-ელზააააააააა.ელზამ შეძლო და სახლიდან გამოვიდა,წვიმაში გაიქცა და ვახოს ტირილით შესთხოვა.
-დამეხმარეთ,გთხოვთ დამეხმარეთ წამიყვანეთ აქედან.ვახო გაშეშდა და ელზას უცქერდა,უეცრად მოეშვა და ძირს უგრძნობლად დაეცა.
-ეს გინდოდა? რამდენჯერ გითხარი რომ მე მხოლოდ შენით ვსუნთქავ და მხოლოდ მე ვარსებობ შენთვის.ელზა ისევ ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში და ვახოს სახლიდან წავიდა.

-შეგეშინდათ,არ უნდა წამოვსულიყავით იმ სახლიდან რაღაცას მაინც ვიპოვიდით.
-საშიში იყო იქ გაჩერება.
-შენ რატომ ხარ პანიკაში ვერ გავიგე,რატომ ხარ ყოველთვის ელზას წინააღმდეგ უარყოფითად განწყობილი რიტა.
-იმიტომ რომ შენზე ვბრაზდები.
-რატომ გაბრაზებს ჩემი ქცება ზედმეტ დროს რომ ვუთმობ ჩემი ცოლის ძებნას?
-შენ დარწმუნებული ხარ რომ ელზა გაიტაცა ალიმ მაგრამ შენ ავადმყოფურად ხარ დარწმუნებული ამაში და არ ფიქრობ რომ ელზამ თავისი ხელით დაგიწერა წერილი და დაგიტოვა წასვლის წინ.
-რიტა..................
-ვერ აიტანე ის რომ ელზამ თავად მიგატოვა.
-შენი არ მესმის რიტა რატომ განიცდი შენ ასე მტკივნეულად ამ ყველაფერს,შენ თავად ჩამოდი აქ და როგორც მახსოვს დახმარება მე შენთვის არ მითხოვია,ამიტომ...................
-ამიტომ შემიძლია ავდგე და წავიდე.
-სწორად გაიგე.ნიკასაც არ მოეწონა რიტას არც ქცევა არც საუბარი და არც ჩარეულა მათ შორის,მაგრამ ბოლოს რიტას მკაცრად უთხრა.
-აქ ჩამოვედით რომ რაღაც კვალს მივაგნოთ,რომ ელზა ვიპოვოთ და დავიხსნათ,მაგრამ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ შენ წინააღმდეგი ხარ რიტა ელზა ვიპოვოთ.
-არ ვარ წინააღმდეგი ნიკა.
-მაგრამ შენი საუბარი და ქცევა ამას გვეუბნება,რომ აღმოჩნდეს რასაც ამბობ ტყუილი იყოს და შენ ცდები,რომ ელზა ახლა საშინელ დღეშია,რომ შესაძლებელია ელზაც მოკლას ისე როგორც სოფია? რას იტყვი მერე რიტა.
-არაფერი ისეთი საგანგაშო არ ხდება,მან არჩევანი გააკეთა და ვინც მეტად უყვარდა მასთან ერთად გაიქცა,რატომ არ გჯერათ და რატომ არ გინდათ ამ აზრს შეეგუოთ ან ერთი და ან მეორე.
-რიტა მე ბავშვობიდან ვიცნობ ელზას და დარწმუნებული ვარ ის მისი ნებით აქ არ წამოვიდოდა.ელზას უყვარს ალექსანდრე და შენ არ გინდა ეს გაიგო,არც ის გინდა გაიგო რომ შეიძლება ელზას ახლა ამ წუთებში ძალიან უჭირს.თქვა მშვიდად ნიკამ მაგრამ უეცრად მათი ხმა ალექსანდრეს ხმამ გადაფარა.
-ნიკა მართალს ამბობს,შენ არ გინდა გაიგო რომ შეიძლება ამ წუთებში ელზას სიცოვხლეს საფრთხე ემუქრება.რიტას შეეშინდა ალექსანდრესი,რადან ეგონა ალექსანდრე მთელ მის სიბრაზეს მასზე გადმოანთხევდა და უკან დაიხია.

-მცივა,მტკივა.ელზა კანკალებდა შიშისაგან,სიცივისაგან და ტკივილისაგან.ალი იდგა და ელზას ტანჯვას მშვიდად უყურებდა, ვახო თითქმის ერთი საათი ეგდო ძირს ტალახში გულწასული უგონოდ,წვიმას გადაეღო და დიდი გაჭირვებით ადგა,გასაღები ტალახში ეგდო და გაჭირვებით დაძრა მანქანა.ალექასანდრე უმისამართოდ დადიოდა ღამეში,რიტამ ჩაალაგა თავისი ნივთები და არც კი შეხედა ნიკას კარი გააღო და უკვე კარში გადიოდა ნიკას ხმამ შეაჩერა.
-ზედმეტის უფლებას აძლევ შენს თავს და იცი რაში დამარწმუნე?
-გისმენ.
-აქ იმიტომ ჩამოდი,რომ დარწმუნებული იყავი ელზას სიბილწეში,მის ბინძურ ქალობაში და ცდილობდი ალექსანდრესათვის ის შეგეძულებინა,მაგრამ დაიმახსოვრე მათ უყვართ ერთმანეთი და შენ ბევრი რომ ეცადო მათ ვერ დააშორებ.წადი რიტა ჩვენ ხვალ თუ არა,ზეგ მაინც ვიპოვით ელზას და ერთად დავბრუნდებით უკან.
-სულ მალე თავად დარწმუნდები,რომ სცდებით მე კი მართალი აღმოვჩნდები.წარმატებებს გისურვებთ ორივეს,თუმცა ვიცი რომ სულ მალე გაგიცრუვდებათ იმედები.ნიკას გაეცინა და რიტას კარისკენ მიუთითა,შეახსენა რომ უკვე დრო იყო მისი წასვლის.ვახო სახლში დაბრუნდა,კარი გააღო და სახლში ქერა ქალი დახვდა,რომელიც გაოცებული უცქერდა ვახოს შემდეგ გონს მოვიდა და მოეხმარა სველი ტანისამოსის გახდაში,ცხელი ჩაი მოუტანა და ჩათბა თუ არა ჩაეძინა.რიტამ ტაქსი აიყვანა და აეროპორტში წავიდა,მაგრამ გზაში გადაიფიქრა და ვახოს სახლის მისამართი უთხრა ტაქსისტს,სახლში შუქები დაინახა,უნდოდა ვახოს კიდევ ერთხელ დალაპარაკებოდა,მაგრამ ის გაოცებული იდგა და გარედან უცქერდა თუ რა ხდებოდა შიგნით,თვალებს ვერ უჯერებდა,ვახოს წინ ელზა იდგა და მშვიდად,აუღელვებლად საუბრობდნენ.
-ელზა? შეუძლებელია ეს ელზა იყოს,მაგრამ ეს ხომ ელზაა ასე მშვიდად როგორ საუბრობენ ან ვახომ რატომ თქვა ტყუილი.ფიქრობდა რიტა მაგრამ ელზა იმ წუთებში მშიერი,ჭუჭყიანი,დაუბანელი ერთ ოთახში ეგდო სადაც საწოლიც კი არ ჰქონდა,ალიმ იატაკზე დაუგდო ლეიბი და ეს იყო მისი საწოლი.დილით კარი გაუღო და უბრძანა გასულიყო ოთახიდან,მაგრამ მასთან ერთად ნაბიჯიც კი არ უნდა გადაედგა მასზე წინ.შიშით და კანკალით შევიდა სამზარეულოში სადაც ალის ბრინჯის ფაფა მოეხარშა,თეფშით წინ დაუდო მოხარშული ფაფა და უბრძანა ბოლომდე შეეჭამა.
-თავი ასწიე და საჭმელი ჭამე.ელზამ შეხედა ალის და უთხრა.
-სოფია შენ არ გიყვარს არც გყვარებია,პირიქით მას ვერ იტან რადგან მას საყვარელი ჰყავდა.
-ხმას ნუ იღებ და ჭამე.უყვირა ალიმ და თავისი ხელით ძალით შეაჭამა რამდენიმე კოვზი ფაფა,მაგრამ ელზა არ ჩუმდებოდა და ალის ნერვებზე უკრავდა.
-მას შენგან გაქცევა უნდოდა,შენგან თავის დაღწევა.
-ნუ ლაპარაკობ გაჩუმდი და ჭამე.
-ის არ დამხვჩალა,ის შენ...........................
-სოფიას მე ვუყვარდი და ნუ ლაპარაკობ იმას რაც არ იცი.ალი გარეთ გავიდა,ელზამ სახე მოიწმინდა ჭუჭყიანი მუჭებით და ალისგან მალულად ალექსანდრეს ნომერი აკრიბა,დაელოდა მაგრამ შეხედა ალი სადაც იყო სახლში შემობრუნდებოდა,ალექსანდრემ უპასუხა,მაგრამ ალიმ გაიგონა ხმა და ტელეფონი საერთოდ გათიშა,გაბრაზებულმა ელზას თმებში წაავლო ხელი და ფორთხვით მიიყვანა ოთახამდე.
-რამდენჯერ გითხარი ჩემს ზურგს უკან ნუ მომოქმედებ  ისეთ რამეს რაც მე გამაბრაზებსმეთქი,შენ მაინც არ იშლი და შენსას აკეთებ.ოთახში შეიყვანა და ფეხი
ჩაარტყა,ელზამ ტკივილისაგან თვალები დახუჭა და მთელი ხმით იყვირა.
-მიშველეთ მტკივაააა,ძალიან მტკივა.
-გაჩუმდი,გაჩუდი,ხმა ჩაიწყვიტე.უყვირა და კიდევ ჩაარტყა,შემდეგ კარი ჩაკეტა და თავადაც იქვე ჩაჯდა,გაახსენდა ის დღე როცა სოფია დაიხრჩო ზღვაში და მისი ხმა ჩაესმოდა შორიდან.
-ალი,მიშველე ალი გთხოვ მიშველე ალიიიი.ყვიროდა სოფია,მაგრამ ალი ყურადღებას არ აქცევდა სოფიას ხმას.გაშეშებული და გაოგნებული იდგა რამდენიმე წუთი,შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო და სასტუმროში დაბრუნდა,დილით კი ადრე ფრთხილად დააკაკუნა რიტამ ალექსანდრეს ნომერზე,ნიკამ შეხედა ალექსანდრეს უძრავად იჯდა მთელი ღამის უძილო და კარი თვად გააღო,მის წინ რიტა თავდახრილი იდგა.
-არ წავსულვარ,რაღაც მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრათ.
-შემოდი რიტა და თქვი რისი თქმაც გინდა,თქვი სათქმელი ბოლომდე და ისე წადი.
-წუხელ როცა წასვლა გადავწყვიტე,გზიდან მოვბრუნდი და ვახოსთან წავედი.
-რა ქენი,სად წახვედი?
-ვიფიქრე,დავუჯდები და წყნარად დაველაპარაკები,მშვიდად და გასაგებად ავუხსნი რაც მოხდათქო.
-და რა გაიგე.
-სახლიდან ხმაური გამოდიოდა,აშკარად იქ ქალი იყო და იმ ბალკონზე გავედი საიდანაც ჩვენ გამოვედით,ფრთხილად მივედი და ვახო დავინახე...................
-და კიდევ ვინ იყო იქ რიტა.
-ალექსანდრე ნუ გაბრაზდები,გთხოვ ნუ იფიქრებ ცუდად,მაგრამ იქ ელზა დავინახე.
-ელზა? ელზა ვახოს სახლში? რა საერთო აქვს ვახოს ელზასთან ან საიდან იცნობს მას.
-ისინი მშვიდად საუბრობდნენ და ორივე შეშინებულები იყვნენ.
-წუხელ,წუხელ სად იყავი რიტა რატომ არაფერი თქვი.
-მოვედი აქ და ვერ გნახეთ გასულები იყავით,მერე ნომერი ავიღე ცალკე და ჩამეძინა.
-ნიკა წავედით,უნდა მივიდეთ ვახოს სახლში.არც კი შეხედა ნიკას ისე თქვცა ალექსანდრემ და ორივემ ჩქარი ნაბიჯებით დატოვა ნომერი,ვახოს სახლთან მისულებმა დაინახეს ვახო გამოვიდა სახლიდან და მანქანით წავიდა,ალექსანდრემ ჩქარი ნაბიჯით აირბინა კიბეები და კარზე ზარი მისცა,კარი გაიღო და გაოცებული იდგა ალექსანდრეც და ნიკაც მათ წინ მდგარი ქალი ძალიან ჰგავდა ელზას და ალექსანდრემ სიხარულისგან წამოიძახა.
-ელზა? ელზააა? არა,შენ არ ხარ ჩემი ელზა.
-დიახ,მე არ ვარ ელზა მე სოფია ვარ.
-სოფია? სოფია,ალის სოფია? თქვენ ხომ ზღვაში დაიხრჩვით.
-არა,როგორც ხედავთ მე ცოცხალი ვარ,სახლში შემობრძანდით.
-წუხელ აქ რიტა იყო და დაინახა ვახოსთან ერთად ელზა იყო.
-არა,ელზა აქ არ არის და არც ყოფილა,წუხელ მე ვიყავი,მე და ვახო ვსაუბრობდით მან ყველაფერი მომიყვა.
-გამოდის ელზა აქ არ არის და არც იცით სად არის.
-არა,არც აქ არის და არც ის ვიცით სად არის,მაგრამ გავიგეთ რომ ალის ყავს.
-გასაგებია,სად შეიძლება წასულიყო,სად იქნება.
-ელზა ორსულად არის ალისგან რატომ ეძებთ მას.
-მან უეცრად დატოვა სახლი,მის დედას მხოლოდ ერთადერთი შვილი ჰყავს და კარგად იცნობს მის შვილს,ასევე მეც.ჩვენ დარწმუნებულები ვართ ელზა აქ ალიმ ძალის გამოყენებით მოიყვანა,მაგრამ კვალს ვერ მივაგენით.იცი რამე ელზას შესახებ? გთხოვ მითხარი სოფია სად შეიძლება იყოს ელზა.
-ელზა ალის ყავს თქვენ სწორ კვალზე ხართ,ის ძალით ჩამოიყვანა აქამდე ალიმ.
-ვიცოდი,ვიცოდი დარწმუნებული ვიყავი.ვახოს სახლთან ტაქსი გაჩერდა და რიტამ სირბილით აიარა კიბეები,მას უკან თვით ვახო მიყვა და გაბრაზებულმა უთხრა რიტას.
-ისევ აქ ხარ? რა გინდათ ჩემგან,რის მიღწევას ცდილობ.
-მე,მე,მე იქ........................ვახომ ვერ გაიგო რას ამბობდა რიტა და გაკვირვებულმა შეეკითხა.
-იქ ვინ არის,ვინმე შევიდა სახლში? ვახომ გიჟივით აიარა კიბეები და სახლში შევიდა და იყვირა.
-სოფია კარგად ხარ?
-დამშვიდდი კარგად ვარ.
-რა უთხარი.
-სიმართლე,რომ ალის ყავს მისი ცოლი და ზღვაზე რაც მოხდა არ ყოფილა უბედური შემთხვევა.
-აბა რა მოხდა,გთხოვთ ყველაფერი ამიხსენით.რიტამ შეხედა თუ არა სოფიას,ელზას და სოფიას შორის მსგავსებამ გული შეუღონა და რომ არა ალექსანდრეს ძლიერი მკლავები ძირს დაეცემოდა.რიტა ხელში აიყვანა და იქვე დივანზე დასვა,ვახომ კი ჭიქით წყალი მიაწოდა და ნიკა ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს თუ რა ხდებოდა მის გარშემო.რიტა გონს მოვიდა თუ არა ალექსანდრეს შეხედა და სოფიას უთხრა.
-რა მოხდა თქვენს შორის,რა მოხდა იმ დღეს ზღვაზე.ვახომ სოფიას შეხედა და უთხრა.
-საყვარელო თუ წინააღმდეგი არ ხარ,მე ვიტყვი სიმართლეს.
-არა,მადლობა მე ვიტყვი.მე და ვახოს სტუდენტობიდან გვიყვარს ერთმანეთი,შემდეგ ჩვენს შორის ალი ჩადგა და ძალადობით ცდილობდა მეც მის გვერდით ვყოფილიყავი.ერთ დღეს მოულოდნელად მოვიდა და მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება ალისთვის ეთქვა რომ ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი,შევხედეთ თუ არა ერთმანეთს მონატრებამ და ვნებამ იფეთქა ჩვენში და ერთმანეთის ტკბობით გავერთეთ,იმ დღეს სექსი გვქონდა ვნება რომ ჩაცხრა თვალი გავახილე და ალი დავინახე,ის მშვიდად იდგა და გვიყურებდა,მაგრამ წავიდა ისე სიტყვაც არ უთქვია.ალიმ ვახოს ვერ შეხედა და მე ის გავუშვი,რადგან  არ მინდოდა ვახო დაენახა და ვთხოვე წასულიყო.ვიცოდი ალი სადაც იქნებოდა და მეც იქ წავედი,ვიცოდი ასეთი ანერვიულებული ზღვაში გავიდოდა და მეც იქ მივედი,ხელი მკრა არ უნდოდა გავყოლოდი,მაგრამ შევძელი და მაინც გავყევი.
-მომისმინე ალი მინდოდა შენთვის ყველაფერი მეთქვა და არ მინდოდა ასე გაგეგო,მაგრამ მიყვარს,ძალიან მიყვარს.
-გაჩუმდი,გაჩუმდიიიი.
-ძალით მაჩერებდი შენს გვერდით,შენ იცოდი რომ სხვა მიყვარდა და ისე იქცეოდი თითქოს არაფერი.
-მეზიზღები,სოფია მეზიზღებიიი.უეცრად გადავქანდი და ზღვაში ჩავარდი,შემეშინდა ძალიან და ალის ვთხოვდი დახმარებას.
-მიშველე ალიიიი,ალიიიიიიიი მიშველე ალიიიიიი.ჩემი ხმა ზღვამ შთანთქა,ალი არც განძრეულა ჩემს მოსაძებნად იდგა და მიყურებდა როგორ ვიძირებოდი და მივდიოდი ზღვის სიღრმეში.
-მან ეს განგებ გააკეთა,არ მოგეშველა და შორიდან უყურებდა როგორ იტანჯებოდა საყვარელი ქალი?
-სწორად გაიგეთ,ალი სასტიკი და დაუნდობელი ადამიანია.

-მტკივა,ვკვდები ტკივილისგან ალიიიიი.განწირული ყვიროდა ელზა მაგრამ ალი ერთ წერტილს უცქერდა სივრცეში და რაღაცას თუ ვიღაცას უცინოდა.

-ეგონა დაიხრჩვი,მაგრამ გადარჩი და ეს ალიმ როგორ ვერ გაიგო.
-ვახომ გადამარჩინა და იმდენად დიდი იყო სიბრაზე,მინდოდა მთელი ცხოვრება
დატანჯულიყო,მთელი ცხოვრება ამ ტკივილით ეცხოვრა.რადგან ალისგან თავი დავიხსენი გადაწყვეტილებაც მივიღე,რომ ყველას სცოდნოდა ზღვაში დავიხრჩვი.მე გავიმარჯვე ალის ძლიერი ტკივილი მივაყენე.
-ტკივილი რომელიც ვერ დაივიწყა,ვერ შეძლო დავიწყება და სხვაც დატანჯა.
-ერთი თვის შემდეგ პოლიციამ და საელჩომ სოფია მკვდრად გამოაცხადა და ასე გაიგო ყველამ სოფიას დახრჩობის ამბავი.თქვა ვახომ და ალექსანდრეს შეხედა
-უნდა ვიპოვო,ელზა უნდა ვიპოვო ის გასაჭირშია,მას უჭირს და განსაცდელშია.იცით ისეთი ადგილი სადაც შეეძლო წასულიყო და დამალულიყო?  წუხელ ტელეფონმა დარეკა,მაგრამ არავინ დამელაპარაკა,ხმა არავინ გამცა,შემდეგ გადავრეკე და გათიშული იყო მაგრამ ნომერი აქაურია.სოფიამ ნომერს დახედა და ალექსანდრეს უთხრა.
-ეს ნომერი ალის სახლიდან არის,უფრო სწორად მამამისის სახლიდან ის იქ არის მამამისის სახლში.აღარ უცდიათ ყველამ იმ სახლისკენ წავიდა სადაც ალი იყო და სახლის გზა სოფიამ იცოდა.ელზა უგონოდ ეგდო ძირს და ძალიან სუსტად სუნთქავდა,წამოაყენა და ოთახიდან გაიყვანა,ელზას გარშემო ნელა-ნელა სისხლის გუბე დადგა ალის შეეშინდა და გარეთ გაიქცა,მაგრამ შეშინებულმა შეხედა მის წინ მდგარ სიბრაზით ავსებულ ალექსანდრეს.
-არ შემეხო,არ მომეკარო ელზა საავადმყოფოში უნდა გადავიყვანო.
-რა გაუკეთე შე ვირთხა,კაცი თუ ხარ ამ სოროში რატომ იმალები.უთხრა ალექსანდრემ და ალის მისი ძლიერად მოქნეული ხელი მოხვდა,ალიმ იქვე დაგდებული დანა აიღო და ალექსანდრესთვის უნდა დაერტყა,მაგრამ რიტას დაარტყა და რიტა ნიკას მკლავებში უგონოდ დაეცა.
-მოვკალი,მე ის მოვკალი და ეს შენი ბრალია. თქვა ალიმ და უნდოდა ალექსანდრეც მოეკლა,მაგრამ თითქმის დავიწყებულმა და ნაცნობმა ხმამ ის შეაჩერა.
-ალი.ალიმ მიბრუნდა და თვალებგაფართოებულმა შეხედა სოფიას და თქვა.
-შენ,შენ დაიხრჩვი.
-ეს შენ გგონია დავიხვრჩვი,მაგრამ შენი სოფია აქ არის.
-არა,არა შენ მოჩვენება ხარ,შენ აღარ არსებობ.
-არ მოელოდი რომ გადავრჩებოდი,შენ მე გამიმეტე სასიკვდილოდ ალი მაგრამ მე გადავრჩი.
-ტყუილია,შენ ტყუი შენ მკვდარი ხარ.
-ვიფიქრე რომ გამოვჩნდებოდი,მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და სიხარული მომგვარა იმ აზრმა რომ შენ ვერ გაიგებდი ვერასოდეს ჩემს ამბებს.დიახ,არ მინდოდა გცოდნოდა რომ ცოცხალი ვიყავი,მიხარია ახლა ასეთ განადგურებულს რომ გხედავ.იტანჯები იმ ტანჯვით რომ გამიმეტე,მაგრამ ელზა მეცოდება ასე რომ დაიტანჯა შენს გვერდით.
-ელზა,შენ საიდან.........................
-მე ყველაფერი ვიცი ელზას შესახებ,გაუშვი და ნუ მოკლავ მას,ნუ დატანჯავ ისე
როგორც მე დამტანჯე.ვახომ სასწრაფოს დაურეკა და რიტა გადაიყვანეს,ალექსანდრემ სისხლიანი და გონება დაკარგული ელზა ხელში აიყვანა საავადმყოფოში წაიყვანა,ვახოც თან გაყვა მას.ელზა მიიყვანეს და სასწრაფოდ საოპერაციოში შეიყვანეს,მაგრამ ელზამ ხელი ჩაავლო ალექსანდრეს და უთხრა.
-ძალა იხმარა ჩემზე,ჩემი სურვილი არ ყოფილა აქ წამოსვლა და მასთან დაბრუნება.
-ვიცი,ვიცი ყველაფერი და არ ინერვიულო.თითქმის ერთი საათი დააგვიანდა ექიმს და როგორც იქნა გამოვიდა.
-როგორ არის ექიმო.შეეკითხა ალექსანდრემ და პასუხის მოლოდინში ეგონა გული გაუჩერდა.
-კარგად არის,ძალიან დასუსტებულია ორგანიზმი მაგრამ დაისვენებს,ძალებს აღიდგენს და კარგად იქნება.
-ბავშვი?
-ვწუხვარ,პატარამ ვერ გაუძლო ამ დიდ სტრესს,ვერ შევძელით მისი გადარჩენა.
-შეიძლება ვნახო?
-უკეთესია თუ არ შეაწუხებთ,დაისვენოს.
-მაშინ წავალ და რიტას ვნახავ,რიტას სანახავად მისულს ნიკა იქ დახვდა,ორივე ხელებში ჰქონდა თავი ჩარგული და მხრების ცახცახზე შეატყო რომ ტიროდა,ალექსანდრემ ხელით შეეხო მხარზე და ნიკამ ტირილით უთხრა.
-რიტა,რიტა დაიღუპა ალექსანდრე.გაშეშდა,ენა ჩაუვარდა და თავადაც აევსო თვალები ცრემლებით,შემდეგ კი ისევ ელზასთან დაბრუნდა.
-შეიძლება შემოვიდე?
-შემოდი.
-როგორ ხარ.
-კარგად ვარ,მეგონა ვეღარასოდეს გნახავდი.ალი? დაიჭირეს?
-დაიჭირეს,ფსიხიატრიულ კლინიკაში დააწვინეს.
-რიტა? შევხედე რომ დაიჭრა და ისევ ალის ხელიდან.
-რიტა აღარ არის,ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
-ვწუხვარ.
-სხვას არაფერს მეტყვი?
-რა უნდა გითხრა გარდა იმისა,რომ ჩემი ნებით არ წამოვსულვარ.
-გგონია არაფერი გაქვს სათქმელი?
-არა,არ მგონია ბავშვზე გინდა შემეკითხო.
-ვწუხვარ,ის ყველაზე უდანაშაულო არსება იყო ამ ისტორიაში რაც თავს გადაგვხვდა.
-ეს ბავშვი მე ყოველთვის გამახსენებდა მის მამას და ის ჩვენს შორის არ უნდა ჩამდგარიყო.რა თქმა უნდა ვწუხვარ,მაგრამ ცოდვა ის იქნებოდა რომ აბორტი გამეკეთებინა,ის თავისით მომცილდა და მისგან გამათავისუფლა.
-მიყვარხარ ელზა და მინდა მთელი სიცოცხლე მხოლოდ შენთვის ვიყო და მხოლოდ შენთვის ვიცხოვრო,ვიცოცხლო.მხოლოდ ჩვენ სამნი,მე შენ და ჩვენი მართა........................
-ალექსანდრე ბევრი გადავიტანეთ და ამიერიდან მხოლოდ შენთვის მინდა ვისუნთქო,მხოლოდ შენთვის.მხოლოდ ჩვენ სამნი მე,შენ და ჩვენი მართა,მაგრამ მაინც მხოლოდ შენთვის.
-მხოლოდ შენთვის ვსუნთქავდი და მიხაროდა სიცოცხლე,მაგრამ მაპატიე ელზა ჩვენ ერთად ვეღარ ვიქნებით.
-ვიცი,ვერც ვერაფერს გეტყვი,მაგრამ მე მუდამ მეყვარები და ვიცოცხლებ შენზე ფიქრში მხოლოდ შენთვის.



№1 სტუმარი ელეე

ვერ გადავწყვიტე ბრაზილიური სერიალი იყო თუ თურქული, ალბათ უფრო მეორე. დასასრულიც შეუსაბამო.

 


№2 სტუმარი ანუ

ანუ. რაო.. ბოლოს რა ეწერა? ერთად მინდა ვიყოთო და მეორე წინადადებაში ერთად ვერ ვიქნებითო...
"რა ჯანდაბა მოხდა" სახით ვზივარ ახლა და ვფიქრობ ეს ბოლო დიალოგი რა იყო.

 


№3  offline მოდერი zia-maria

ელეე
ვერ გადავწყვიტე ბრაზილიური სერიალი იყო თუ თურქული, ალბათ უფრო მეორე. დასასრულიც შეუსაბამო.

wink არც ბრაზილიურია და არც თურქული ჩემო კარგო,ელზას საქციელიდან გამომდინარე მათი ერთად ყოფნა საჭიროდ არ ჩავთვალე და ვფოიქრობ სწორი დასასრულით დავასრულე. kissing_heart

ანუ
ანუ. რაო.. ბოლოს რა ეწერა? ერთად მინდა ვიყოთო და მეორე წინადადებაში ერთად ვერ ვიქნებითო...
"რა ჯანდაბა მოხდა" სახით ვზივარ ახლა და ვფიქრობ ეს ბოლო დიალოგი რა იყო.

heart_eyes kissing_heart სწორად წაიკითხეთ ელზა არ უნდა დარჩენილიყო ალექსანდრეს გვერდით. relaxed

 


№4 სტუმარი Xx

Eset dasasruls ar velodi namdvilad es ra iyo

 


№5  offline მოდერი zia-maria

Xx
Eset dasasruls ar velodi namdvilad es ra iyo

ზოგჯერ ძალიან არ გვინდა რაღაც,მაგრამ უფლის წინ ვერავინ ვერაფერს ვაკეთებთ,ასეც ხდება რომ რაღაც არ სრულდება ისე როგორც ჩვენ გვინდა. kissing_heart

 


№6 სტუმარი სტუმარი Anisia

Sruli sidebile da ajafsandali

 


№7 სტუმარი სტუმარი ლელა

ალბათ ეს ისტორია საერთოდ არ უნდა დაწერილიყო იმდენი არარეალური ფაქტებია. მე მაპატიეთ მაგრამ რეალობას საერთოდ აცდენილია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent