შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოლი (5 თავი)


2-08-2020, 16:23
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 212

ნათია იქამდე ტიროდა სანამ ნიცა არ შევიდა ოთახში და თმაზე ხელი არ გადაუსვა თავგზააბნეულ გოგონას, რომელიც უმალ წამოჯდა საწოლზე და ცრემლები შემშრალება დაიწყო
-ნუ ტირიხარ რა დედიკო-ნიცამ მაშინვე მოიწყინა
-კარგი ჩემო პატარა აღარ ვიტირებ-ნათია მთელი ძალით ებრძოდა მოწოლილ ცრემლებს, მაგრამ ვერ ახერხებდა თავის შეკავებას და კვლავ სცვიოდა დაწითლებული თვალებიდან
-ნიცა მოდი მაგიდის გარყობაში დამეხმარეთ შენ და მარი -ანამ კარი შეაღო და ოთახში შევიდა
-არ მინდა-ნიცას ხმა გაებზარა
-მიდი დედიკო და გპირდები მეც მალე
ჩამოვალ -ნათიამ შუბლზე აკოცა გვერძე მჯდომ შვილს
-დედიკო მარტო დავტოვოთ, უფრო დაწყნარდება და მალე დამშვიდდება-ანა მიუახლოვდა ნიცას და თმაზე მოეფერა
-მპირდები რომ აღარ იტირებ?-შეანათა დედას დიდი ცისფერი თვალები
-გპირდები-გაეცინა ნათიას
-მაშინ ჩავალ ქვევით-ნიცა ადგა და გავარდა ოთახიდან გახარებული
-ნათია ნიცას მე მივხედავ შენ დამშვიდდი, ძალა მოიკრიბე და მერე ჩამოდი
-ანი მადლობა რომ ასე მიდგახარ
გვერდით -ნათიას კვლავ ცრემლები მოეძალა
-შენც მედექი გვერდში როცა ძალიან გამიჭირდა, ახლა დროა მე დაგიდგე გვერდში-გაუღიმა ანიმ მულს და მარტო დატოვა. ნათია ისევ საწოლზე დაწვა და მოწოლილ ცრემლებს გასაქანი მისცა.
სუფრას რომ შემოუსხდნენ თემომ ნიცას შეხედა რაღაც უცნაური სევდიანი თვალებით
-მამაშენი ნახე?-კითხა მოულოდნელად
-არა, ბათუმშია-მხრები აიჩეჩა ნიცამ
-არც დაურეკია?-თემოს გულისწყვეტა აშკარად გამოიკვეთა
-არა, ჩვენ დავურეკეთ და გათიშული ქონდა-ნიცას ხასიათი გაუფუჭდა
-ეტყობა არ იჭერდა- თქვა გაბრიელმა ბრაზით, გაამართლეს მისი ქცევა ოჯახში
-ხო ალბათ-ნათიას რაღაც ძალიან ეტკინა სულში
-მამა ამ კვირას ჩამოდის, ლალიმ მითხრა-ნიცამ დედას გახედა -შეიძლება მოვიდეს ჩემს სანახავად
-მოვიდეს თუ უნდა-მხრები აიჩეჩა ნათიამ
-ხო თუ გაახსენდით შეიძლება მოვიდეს
კიდეც- თემოს სახე აელეწა
-გაყოფა იმ არანორმალურებზე ლაპარაკი-გაბრაზდა თამარი -ვჭამოთ და საქმეს მივხედოთ-წარბის აწევით მიმართა შვილს, ყველა გაჩუმდა და საჭმელის ჭამას შეუდგნენ სულ დამძიმებულები.
ლაშა დიდხანს დაბორიალობდა წინ და უკან მანქანით, ბოლოს მოწყინდა და სახლისაკენ აიღო გეზი, სახლამდე კარგა მანძილი ქონდა დარჩენილი რომ ანას და გიორგის კიდა თვალი, სიჩქარეს უფრო უმატა და წამში წამოეწია მათ, მანქანა მიუჩერა ანას და გადაიხარა კარი გაუღო
-დაჯექით-ახედა ცოლს, რომელიც მოღუშული შესცქეროდა ქმარს -რას მიყურებ დაჯექი-გაბრაზდა ლაშა და უფრო გადაიხარა მათკენ, ანამ კარი ფართოდ გააღო და ჯერ გიორგი დასვა სავარძელში შემდეგ თვითონ დაიხარა რომ დამჯდარიყო, სწორედ ამ დროს კიდა თვალი თმის სამაგრს ლაშამ სავარძელზე, მაშინვე ხელი დაავლო და სწორედ მაშინ აიყვანა ანამ ბავშვი ხელში და ჩაჯდა სავარძელში გიორგი კი კალთაში ჩაისვა, ლაშამ თმის სამაგრი მუჭაში მოიქცია და მაგრად მოუჭირა თითები
-სად იყავით?-შეხედა ანას ალეწილ სახეზე, რომელმაც მისი ეს მოძრაობები ვერ შეამჩნია
-მაღაზიაში-დაუღრინა გოგონამ და შეხედა ამღვრეული თვალებით ქმარს
-რატო?-ლაშას ხმაში იმდენი უცნაური ჟღერადობა იყო რომ ანა ვერ მიხვდა ქმარი საყვედურობდა, უკვირდა თუ ბრაზობდა
-უფლება არ მაქვს მაღაზიაში წავიდე?-აყვირდა
ანა -თუ ვალდებული ვარ ყველას სათითაოდ ნებართვა გთხოვოთ სახლიდან გასვლაზე ?
-მე ეგ არ მიგულისხმია-ლაშა ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და არ აყოლოდა ანას ამ გამოხტომას
-აბა რა იგულისხმე-ბრაზობდა კვლავ ანა
-ფულის დატოვება დამავიწყდა გიშინ და მაინტერესებდა გქონდა თუარა საკმარისი
-არ მქონდა გასაგებია?-ანა კვლავ უხეშობდა
-ტონს დაუწიე-უკვე მწყობრიდან გამოდიოდა ლაშა
-თუ არ დავუწევ რა მოხდება?-ანა ჯიუტად ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას
-ბავშვი მომეცი-ლაშამ გიორგი აართვა, მანქანა დაქოქა დ საჭე დააჭერინა -მამიკო ეხლა შენ უნდა გვატარო-თავზე აკოცა გიორგის ლაშამ და ნელნელა მანქანა დაძრა, არუნდოდა ანას აყოლოდა იცოდა თავს ვერ მოთოკავდა და იჩხუბებდნენ კვლავ, გიორგი სერიოზული სახით ატრიალებდა საჭეს და ლაშას ეცინებოდა მაზე -მამიკო გინდა ნაყინი გიყიდო? მოდი დავტრიალედეთ და მაღაზიაში წავიდეთ, მეც სიგარეტი გამითავდა და ბერემ დედიკოც იყიდის რაც უნდა -თქვა ღიმილიანი სახით და მანქანა მოატრიალა, ანა კვლავ უკმაყოფილო სახით იჯდა მანქანაში, არცკი დაინტერესებულა იმით თუ რატომ ქონდა ლაშას სახე მონგრეული, რა შეემთხვა ან ახლა როგორ იყო, უბრალოდ უბედური იყო და თავისი თავის იქით ვერაფერს ხედავდა.
ლაშამ შორიდანვე შეამჩნი არეულად მომავალი შავი ლექსუსი, რომელოიც სწრაფად უახლოვდებოდა მათ, ლაშამ მაღაზიისკენ გადაიყვანა მანქანა და გააჩერა, ლექსუსმაც მაღაზიისკენ გადმოუხვია სიჩქარის შეუცვლელად და მათ მანქანასის წინ მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა, ისე რომ ორი მანქანის ცხვირებს შორის მანძილი მილიმეტრები იყო, ლაშა ძალიან გააღიზიანია ამ ყველაფერმა, მითუმეტეს რომ ბავშვი ეჯდა, გაბრაზებული თვალებით მიაჩერდა ლექსუსის მძღოლს და მაშინვე სისხლმა აასხა თავში, რადგან ლექსუსის მძღოლი ცოტნე აღმოჩნდა, რომელიც მათ უყურებდა გამაღიზიანებელი ირონიული ღიმილით და გვერძე მჯდომს რაღაცას ელაპარაკებოდა, ანას სახე წაეშალა საერთოდ, ხუთ წელზე მეტი იყო გასული რაც ცოტნე არ ენახა, ადამიანი ვინც ბავშვობიდან უყვარდა, ვინც მისი ცხოვრება გააფერადა, ვინც შეძლო და გააბედნიერა, მთელი ბავშვობა გაულამაზა, ვინც თავდავიწყებით და სიგიჟემდე უყვარდა ამ დრომდე, იმის მიუხედავად რომ ხუთი წლის წინ მიატოვა და რუსეთში გაიქცა, ანას მაინც უყვარდა, რადგან ცოტნეს პრობლემები შეექმნა და იძულებული გახდა წასულიყო, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს, ანას ესმოდა მისი და არ წყენია გაუფრთხილებლად რომ წავიდა ქვეყნიდანაც და მისი ცხოვრებიდანაც, არც ის სწყინდა იშვიათად რომ ეკონტაქტებოდა სიფრთხილის მიზნით, არც იმაზე ქონდა გართულება სოც ქსელში სხვადასხვა გოგონებთან ერთად რომ იჩითებოდა, ყველაფერი ესმოდა და ყველაფერს გაგებით ეკიდებოდა რადგან ცოტნე სიგიჟემდე უყვარდა. ყველა მის გამოხტომას, ახირებას მიზეზს და ახსნას უძებნიდა იქამდე სანამ საერთოდ არ შეწყვიტა მასთან დაკონტაქტება, მერე კი მხოლოდ ერთ გოგოსთან ერთად ჩნდებოდა სოც ქსელში, სწორედ ამ დროს გამოჩნდა ლაშა მის ცხოვრებაში, მშობლებმა გააცნეს და დაჟინებით მოითხოვდნენ მისგან რომ ამ ბიჭს გაყოლოდა, მთელი ორი წელი საკუთარ თავს, გულს, გრძნობებს და მშობლებს ებრძოდა, ამასთან ცოტნემ იმედები გაუცრუა და ალბათ უფრო ცოტნეს ჯიბრით გადაწყვიტა ლაშასთან ურთიერთობის აწყობა, ისე გამოვიდა რომ საბოლოოდ სიყვარულს ბრაზმა და იმედგაცრუებამ სძლია და გაყვა ცოლად იმ ბიჭს რომელთანაც არავითარი გრძნობა და ემოციები არ აკავშირებდა, უბრალოდ ამით ცოტნეს დასჯა უნდოდა და ისე გამოვიდა რომ თავი დაისაჯა, რადგან ქმარი ოდნავადაც ვერ შეიყვარა და სინანულის გრძნობა სტანჯავდა, ვერ პატიობდა თავს რომ ასე ღრმად შეტოპა ასე დაუფიქრებლად, გახდა იმის ცოლი ვინც საერთოდ არაფერს ნიშნავდა მისთვის. გათხოვდა მხოლოდ იმიტომ რომ ცოტნესგან მიტოვებულმა გამოსავალი ვერ იპოვა სხვა, თან ოჯახმა დააძალა და დაუშვა ამ სისუსტით გამოუსწორებელი შეცდომა... ხოდა ახლა ზის ქმარ-შვილთან ერთად მანქანაში და უყურებს სხვა მანქანაში მჯდომ ცოტნეს, ადამიანს რომელიც მისთვის ბედნიერებასთან, ტკივილთან, სიყვარულთან, სიძულვილთან და საერთოდ ყველა გრძნობასთან და ემოციასთან ასოცირდებოდა. ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს გული გაუჩერდა, თითქოს სისხლი გაეყინა ძარღვებში და სუნთქვა გაუჭირდა, ლაშამ ცოლს გახედა რომელიც ერთადგილას მიყინული იჯდა და ცოტნესთვის მიებჯინა შავი თვალები. ცოტნეც კარგახანს უყურებდა მათ და როცა ბიჭები გადალაგდნენ მანქანიდან მხოლოდ მერე გადავიდა, მაღაზიაში შელაგდნენ ყველანი ერთად, იმის მიუხედავად რომ აღარ ჩანდა ცოტნე, მაინც მისი ნახვის გავლენის ქვეშ იყო ორივე და ვერაფერი მოეხერხებინათ ცოლ-ქმარს. მალე ალკოჰოლური სასმელებით ხელში გამოლაგდნენ მაღაზიიდან ოთხივე, მანქანაში ჩასხდნენ ისე რომ ყველას მზერა მათკენ იყო მომართული განსაკუთრებით ცოტნესი, რომელიც საჭეს მიუჯდა თუარა მანქანა დაქოქა და უკუსვლით გაიყვანა მანქანა, შემდეგ ადგილზევე შემოატრიალა და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა. გიორგიც ისე იყო გასუსული თითქოს გრძნობდა მშობლების დაძაბულობას, ლაშამ გიორგი ანას ჩაისვა კალთაში დ მანქანიდან გადავიდა, სიგარეტი იყიდა და ბავშვისთვის ტკბილეული, მოწია ზედიზედ რამდენიმე ღერი და მხოლოდ მერე დაჯდა მანქანაში, სახლამდე ისე მივიდნენ ხმა არცერთს არ ამოუღია, ლაშამ გარეთ გააჩერა მანქანა და ანას შეხედა
-გადადი-მიმართა უხეშად ჯერ ისევ თავგზააბნეულ ცოლს
-ცოტნესთან იჩხუბე არა?-შახედა ანამ თვალებამღვრეულ ქმარს
-დიდი დრო დაგჭირდა ამის მისახვედრათ?-თვალს არ აშორებდა ლაშა ცოლს
-როგორცკი ცოტნე დავინახე მივხვდი
-ესეიგი დიდხანს აკვირდებოდი-წარბები შეყარა ლაშამ
-ხო ვაკვირდებოდი-ანა ხმას ვეღარ აკონტროლებდა
-გადადი-დაუღრინა ლაშამ, ანა გადავიდა ბავშვით და კარი მიუჯახუნა მთელი ძალით, ლაშამ გაზს ჩააჭირა და ტრასაზე გავარდა, კარგახანს იბოდიალა და მერე გადააყენ მანქანა, გადავიდა და მდინარეზე დაეშვა, იქ სადაც სიმშვიდეს პოულობდა მარტო დარჩენილი. ჯიბეებში ხელი ჩაიწყო და თმის სამაგრი რომ მოხვდა ხელზე ამოიღო და დააცქერდა, რატომღაც ცხირთან მიიტანა, ნათიას თმის სურნელი იგრძნო, ან ეგონა რომ იგრძნო, ისევ დააცქერდა და გაეღიმა, გაახსენდა რამდენიმე საათის წინ მომხდარი.
ნიცა ყოველდღე ელოდა მამის გამოჩენას მაგრამ არათუ არ გამოჩნდ, ტელეფონზეც არ დაურეკა მოსაკითხათ, რამდენჯერმე თავად დაურეკა მაგრამ გათიშული ქონდა. ძალიან განიცდიდა ყველაფრისდა მიუხედავად ამ ამბავს და ჩუმად ტიროდა ხოლმე, ნათია რათქმაუნდა ყველაფერს გრძნობდა მაგრამ ძალა არ ყოფნიდა დალაპარაკებოდა შვილს, არიცოდა რა ეთქვა მისთვის, როგორ დაემშვიდებინა, რა ახსნა ეპოვა მამის ამგვარი ქცევისთვის.
სანდრო პარასკევს საღამოს დაბრუნდა სახლში, ლალი რათქმაუნდა გაბრაზებული დაუხვდა
-სად ბრძანდებოდი? ტელეფონს რატომ არ პასუხობდი?
-აუ ეხლა ტვი ი არ მიტ.ნათ..რა-ხელი აიქნია და სავარძელში დაჯდა
-შენ რა სულ გაგიჟდი? შენი დებილი ცოლი წავიდა მიგატოვა, შენ კი ბათუმში მოხიე შენს კახპასთან ერთად დასასვენებლად
-სულ არ ეგ შენი ნათია?-მიაყვირა მიმავალ დედას სანდრომ
-მანქანის გასაღები სადაა?-სანდროს ნივთებში ქექვა დაიწყო ლალიმ
-არაა!-დაუყვირა დედას
-რას ქვია არაა?-გეგამ თვალები დაუჭყიტა გვერდით მჯდომ შვილს
-გავყიდე-შეხედა მამას უცნაური თვალებით
-რას ბოდავ?-ლალი გავარდა მისაღებში -შენ რა გაგიჟდი? ჩემი ნაყიდი როგორ გაბედე და გაყიდე? იმ კახპას მიახარჯე?-ლალი ყვირულზე გადავიდა
-წავაგე-მიახალა დედას
-ვათ?-აღმოხდა გეგას და ფეხზე წამოვარდა -შენ რა სულ გამო.ლევდი?-უღრიალა შვილს
-აუ ნუ შემეც.თ რა-ადგა სანდროც -ბევრი წავაგე კაზინოში და რა მექნა? ხოარ მოვაკვლევინებდი თავს გავყიდე და ჩავუთვალე ოციათასი
-ღმერთო ეხლა შევიშლები-იკივლა ლალიმ
-აუ ვიცოდი რო ეგრე იზავდით და მაგიტო არ მინდოდა ჩამოსვლა რა-სანდრომ ზურგი აქცია მათ და წასვლა დააპირა
-შენი კახპას არ დააფლანგე ჩემი ფულები?
- არა მიმატოვა, ვიღაცეები დამიხვდნენ ქუჩაში ფული მოიტანეო და მომიტყდა ეგ კახპა, შეეშინდა
-ერთი კარგი რამე მომხდარა-ლალიმ წარბი აწკიპა
-ოცდახუთიათასი დაგვიჯდა მაგ კახპის
მოშორება-გეგამ ცოლს შეხედა
-რა მაგრად გაკლიათ ჩემი-სანდეომ შეხედა მათ და გარეთ გავარდა
-შენი ცოლი სოფლის ბუტკის გამყიდველი
გახდა-მიაყვირა ლალიმ მიმავალ ბიჭს რომელიც კიბეზე ეშვებოდა
-რა?-შეიცხადა სანდრომ და უკან ამოირბინა კიბე
-სანამ შენ იმ კახპასთან ერთობოდი და მანქანაც დაკარგე შენმა ცოლმა სამსახური იშოვა-დამცინავად უთხრა ლალიმ და გზა დაუთმო შვილს რომ სახლში შესულიყო
-მეკაიფები ხო?
-ხვალ მუშაობს და ნიდი ნახე რას აკეთებს შენი შვილის დედა -ლალიმ გააქზა შვილი ნათიას წინააღმდეგ გესლიანი ენით.
ლაშა სამსახურიდან სახლში გვიან დაბრუნდა როგორც ყოველთვის რომ მშობლებთან და ცოლთან შეხვედრა აერიდებინა. მანქანა გააჩერა და ბარდაჩოკი გააღო ნათიას თმის სამაგრი აიღო და დიდხანს დაყურებდა, ხელში ატრიალებდა, მერე სახლის კარის ხმა გაიგო, დაფეთებულმა ისევ ბარდაჩოკში ჩააგდო და დახურა, მანქანიდან გადავიდა და დაკეტა სწრაფად
-უნდა გელაპარაკო-თამაზმა გზა გადაუჭრა კიბისკენ წასულ ბიჭს
-მამა ახლა არა-ლაშამ მამას შეხედა
-მთელი კვირაა თავს გვარიდებ, გგონია ასე მოაგვარებ პრობლემებს?
-მამა მართლა ძაან დავიღალე, სხვადროს ვილაპარაკოთ
-მისმინე ლაშა-გაბრაზდა თამაზი -უკვე ერთი კვირა გავიდა რაც ცოტნესთან იჩხუბე, მიზეზს არ გეკითხები იმიტომ რომ ვიცი ეს თემა მაგრად გიტყდება, მაგრამ დროა რომ თავს მოერიო და გაგვარკვიო რა ხდება შენს თავს და საერთოდ რა ხდება შენს გარშემო
-ახლა არა -ლაშამ გვერდი აუარა მამას
-ცოტნესთან იმიტომ იჩხუბე რომ ანას წართმევით დაგემუქრა?-ლაშა მამას სიტყვებმა ადგილზე გაყინა
-არ მინდა ლაპარაკითქო-არ მიუხედია ისე უთხრა მამას
-და გეშინია ანა არ გაასულელოს, იმიტომ რომ ის თუ მოისურვებს ანა წინააღმდეგობას ვერ გაუწევს თავის გრძნობებს -ლაშა კიბეზე ჩავიდა რამდენიმე საფეხურით
-ხო ასეა-მამას ჩააცქერდა თვალებში გაღიზიანებული
-შენ არ გინდა რომ ანამ შეცდომა დაუშვას, თუმცა იცი რომ თქვენი ქორწინება ისედაც განწირულია
-ჯანდაბა მამა-ლაშა ძალიან დაძაბა თამაზის ლაპარაკმა
-თუ უნდა, უნდა გაუშვა გესმის?-თამაზი შვს ჩააცქერდა ამღვრეულ თავლებში
-არა, არასოდეს, იმ ნაბიჭვარს უფლებას არ მივცემ ანა გაასულელოს
-რაც მეტ წინააღმდეგობას გაწევ მეტად უბიძგებ ერთმანეთისაკენ
-მთავაზობ ასე ავდგე და ცოლ-შვილი იმ ნაბიჭ.არს დავუთმო?-ლამის იყვირა გაცოფებულმა ლაშამ
-არა გთავაზობ აზრზე მოხვიდე და ანას ღირსეული ქმეობა გაუწიო, მას არ უნდა ეთმობოდე იმდენად კარგი უნდა იყო მისთვის, გესმის? შენგან წასვლა არ უნდა უნდოდეს რადგან შენ მეტ სიყვარულს და მზრუნველობას უნდა იჩენდე, იმდენად აბედნიერებდე რომ შენგან წასვლაზე ფიქრი გულს ტკენდეს და არა ასე, უხეშად, უგულოთ ექცეოდე, აიგნორებდე როგორც ის გაიგნორებს და ზურგი აქციო
-მაგრამ მას არ ვუყვარვარ და დავიღალე მისი ისტერიკებით და სიგიჟეებით
-მაში გაუშვი-უყვირა თამაზმა
-ამის დედაც-გაბრაზდა ლაშა -ტვინს უარესად
მირევ ხვდები?
-მისმინე-თამაზმა ხმას აუწია -ანა შენი ცოლია და ეს როდემდე გაგრძელდება შენზეა დამოკიდებული მთლიანად გესმის? და არა ანაზე ან ცოტნეზე
-ყველაფერი ჩემი ბრალია ესეიგი?
-მისმინე შვილო, კარგად დაფიქრდი იმაზე თუ რა გინდა, იმიტომ რომ თუ ოჯახის გადარჩენა გინდა შენ უნდა შეიცვალო, თუ მერეც პრობლემები გექნებათ მაშინ თავს დამნაშავედაც აღარ იგრძნობ გესმის? მაშინ ანას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება და პასუხის გება ყველაფერზე, მანამდე კი შენ უნდა გადადგა ნაბიჯი მისკენ, თუ ეს არ გინდა მაშინ დაამთავრეთ ერთმანეთის წვალება!-უთხრა თამაზმა და სახლში შევიდა.
ნათია დილიდან რატომღაც უგუნებოთ იყო, რაღაც აფორიაქებული და დაძაბული იყო მთელი დღე სამსახურში, საღამოს ლაშას შესვლამ მაღაზიაში რატომღაც ხასიათი გამოუკეთა
-როგორ ხარ ?-კითხა ღიმილით ლაშამ
-კარგად შენ?-ნათია ცდილობდა არ შესხედა მისთვის სახეში
-სიგარეტი მინდა-ლაშამ საფულე ამოიღო
ჯიბიდან -აა ხო ჩემს მანქანაში რაღაც დაგრჩა-უთხრა თაროსკენ მიბრუნებულ გოგონას და მოტრიალდა რომ გარეთ გასულიყო, კარებში კი შეეფეთა გაავებულ სანდროს, რომელიც მაღაზიაში შევარდა, ლაშაც შეტრიალდა და ნათიას შეხედა რომელიც ძალიან დაიბნა და შეშინდა სანდეოს დანახვაზე, ლაშა მაშინვე მიხვდა რომ ის ნათიას ყოფილი ქმარი იყო
-ესეიგი სიმართლეა-ყვირის სანდრო ბოლო
ხმაზე -ამ დონემდეც დახვედი?
-წადი აქედან-ნათიას ხმა აუკანკალდა
-სოფლის ბუტკის გამყიდველიც გახდი? სოფლელებს ემსახურები?
-შენ ვინ გეკითხება-ნათია სანდროს და ლაშას შორის სადღაც სივრცეში იყურებოდა
-ეს გაუშვი-უკან დაიხია სანდრომ და ლაშას დაუთმო დახლი
-ნათია ყველაფერი რიგზეა?-ლაშამ ვერ შეიკავა თავი და კითხა კარგახნის სიჩუმის მერე
-კი კი-ნათიამ სიგარეტი მიაწოდა და ფული აიღო, ლაშა მიხვდა რომ რიგზე არაფერი იყო, მაგრამ მისი ჩარევა იფიქრა რომ ზედმეტი იყო ამ მომენტში ამიტომ გავიდა
-ეს ნაბიჭ.არი ვინაა?-ხელები დაარტყა სანდრომ მაგიდაზე, ნათია შეხტა მოულოდნელობისაგან და უკან დაიხია ამათ ემსახურები მთელი დღე?
-შენ რა სულ გაგიჟდი?- გაბრაზდა ნათია -ან საერთოდ შენ ვინ გეკითხება
-ხვალ აქ აღარ დაგინახო-ისევ ხელი დაარტყა მაგიდას სანდრომ
-შენ ვერ გადაწყვიტავ მე რა უნდა ვაკეთო -უყვირა მწყობრიდან გამოსულმა გოგონამ
-თუ დაგავიწყდა შეგახსენებ რომ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ და იმას გააკეთებ რაც მე მინდა
-ხოდა ხვალვე შევიტან განცხადებას განქორწინებაზე -იყვირა ნათიამ
-აბა გაბედე-დაუღრინა სანდრომ და თავზე აათვალე შეისწორა -იცოდე მაგრად გაგამწარებ-ხელები დაადო მაგიდას და ნათიასკენ გადაიხარა -ხო იცობარ გამიჭირდება
-რა გულისამრევი ხარ-ნათიამ უფრო უკან დაიხია
-რასაც გეუბნები გააკეთე თორემ ისე ვიზავ რომ გაგაგდონ აქედან
-შენს ჭკუაზე ვერ მატარებ, შენი აღარ მეშინია არანორმალურო, გაგშორდები
-ხოდა ნიცას წაგართმევ-დაუსისინა სანდრომ
-ვერ წამართმევ-ნათიას ლამის გული გაუსკდა მისი სიტყვების გაგონებაზე მაგრამ მაინც დაუპირისპირდა ქმარს
-ვნახავთ თუ ვერ წაგართმევ-თავი გვერძე გადახარა სანდრომ
-რა გინდა?-უცბათ უკან დაიხია ნათიამ
-მინდა რომ აქედან წახვიდე და სახლში იჯდე, დანარჩენს მერე მოვიფიქრებ რა მინდა
-ასე რატომ იქცევი? დედიკომ მოგწამლა? შენ ხომ სულ გეკიდეთ
-ხოდა რომ წახვედით მიმატოვეთ მივხვდი რომ არ თ
-წადი აქედან არანორმალურო
-მათია იცოდე ჭკვიანდ იყავი, თორემ მაგრად გაგიჭედავ, ხო იცი რომ წაგებული იქნები ყველა ვარიანტში ჩემთან.
სანამ სანდრო მაღაზიაში იყო, ლაშა მაღაზიასთან შორიახლოს იდგა და თვალს ადევნებდა მოვლენების განვითარებას , ჩარევა არ უნდოდა რადგან იცოდა ამით ნათიას უარესად გაურთულებდა საქმეს, ამიტომ უცდიდა სანდროს წასვლას, გაღიზიანებული კი სიგარეტს გიგარეტზე ეწეოდა, როცა გაავებული სანდრო მაღაზიიდან გამოვარდა ლაშა დაიძაბა, თუმცა ის მაშინვე საჭეს მიუჯდა, მანქანა მოატრიალა და გიჟივით ჩაუქროლა, ლაშა მაშინვე მაღაზიაში შევიდა
-შენი ქმარი იყო არა?-თან კითხა თან თავადვე უპასუხა
-კი ის იყო-ნათია მოწოლილ ცრემლებს მთელინძალით ებრძოდა
-ხომარ შეგეშინდა მარტო რომ დაგტოვე
მასთან?-ლაშა აშკარად დაბნეული იყო და გაღიზიანებული
-არა სწორად მოიქეცი-ერთი წამით შეხედა ლაშას ნათიამ
-შეიძლება გკითხო რა უნდოდა?-ლაშა ააკარად თვგააბნეული იყო, ნერვიულობდა
-უნდა რომ სამსახურს თავი დავანებო-უთხრა ნათიამ
-სისულელეა-გაეცინა ლაშას -უბრალოდ უნდა თავის ჭკუაზე გატაროს
-ვიცი-ნათიამ ისევ შეხედა ლაშას და მათი თვალები ერთმანეთს კვლავ შეეფეთნენ
-ნათია ცუდად გამოიყურები-გოგონამ მაშინვე აარიდა თვალი ლაშას მწვანე ამღვრეულ სფეროებს თვალი
-გადამივლის-ნათიას კვლავ ცრემლები მოეძალა
-ნათია რა ხმაური იყო?-დავითი შევიდა მაღაზიაში
-მაპატიეთ ჩემი ყოფილი ქმარი იყო და შევკამათდით-დაიბნა მის დანახვაზე ნათია
-ცუდად გამოიყურები, მიდი წადი სახლში მე მივხედავ აქაურობას-დავითმა ნათია გაათავისუფლა და ჩაიბარა მაღაზია, ნათია გარეთ გავიდა და ლაშაც უკან მიყვა
-წაგიყვან-შესთავაზა ლაშამ
-არ ღირს-ახედა ნათიამ სახეალეწილ ბიჭს
-ასე ვერ გაგიშვებ-ლაშა თვალებში ჩააცქერდა, ნათიამ უმალ ააარიდა მზერა
-დამიჯერე არ ღირს-ნათია მიტრიალდა და წასვლა დააპირა
-ნათია-დაუძახა ლაშამ, გოგონა მაშინვე მიტრიალდა, ლაშას სათქმელი არაფერი ქონდა, უბრალოდ ინსტიქტურად დაუძახა, ალბათ მისი გაშვება არ უნდოდა -მეე-ლაშა გაჩუმდა და მიუახლოვდა, ზედმეტად მიუახლოვდა, ნათიას თითქოს სუნთქვა გაუჩერდა, ისე ძლიერად იმოქმედა მასზე ამ სიახლოვემ, ნათიამ ახედა ლაშას , ბიჭიც აიბნა და სუნთქვა აუჩქარდა, კარგახანს იდგნენ ასე
-შე ნაბიჭ.არო-იყვირა გაბრიელმა და გიჟივით დაეტაკა ლაშას რომელმაც მოულოდნელობისგან თავი ვერ მოთოკა და გადავარდა, ზედაც გაბრიელი დაეცა, თუმცა მალევე შეძლო ზემოდან მოქცეოდა გაავებულ ბიჭს
-გაბრიელ გაგიჟდი? გაჩერდი, შეწყვიტე-ყვიროდა ნათია რადგან გაბრიელი მაინც არ ჩერდებოდა და ცდილობდა ზემოდან მოქცეული ლაშა მოეშორებინა -სეშეწყვიტე-უყვირა ბოლო ხმაზე ძმას რომელიც საყელოში ჩაბღაუჭებოდა ლაშას და მის მოშორებას ლამობდა, მაშინვე ხელი უშვა ლაშამ და ადგა, გაბრიელიც წამოვარდა
-ჩემს დას ახლოს აღარ გაეკარო ნაბიჭ.არო-უყვირა გაცოფებულმა გაბრიელმა
-სისულელეს ნუ ლაპარაკობ ბიჭო-გაავდა ლაშაც რომელიც მთეი ძალით ცდილობდა რომ თავი შეეკავებინა და არ დაერტყა გაბრიელისთვის
-ხო გაიგე რაც გითხარი, ნათიას სიახლოვეს არ დაგინახო-უყვირა ისევ
-რას ბოდავ-აყვირდა ნათია -რა დავაშავე? ასე რატომ იქცევი?
-ხვალიდან ამ მაღაზიაში არ დაგინახო-დაუღრინა და გაბრიელმა შემდეგ მაჯაში წაავლო ხელი და წაიყვანა სახლისკენ.
-გამიშვი მტკივა-ნათია მის ხელს დაებღაუჭა
-თუ აქ იმისთვის მოხვედი რომ ვიღაცეებს ეფლირტაო ჯობია ქმარს შეურიგდე ვიდრე ვინმეს საყვარელი გახდე-ამ სიტყვებმა ისე იმოქმედა ნათიაზე რომ სახეში როგორ გაარტყა ძმას ვერ გაიაზრა, მიბრუნდა და სახლისაკენ წავიდა ატირებული. იმ ღამესვე ჩაალაგა თავის და ნიცას ნივთები პატარა პარკში და გამღმთენია ნიცასთან ერთად სახლიდან წავიდა ისე რომ არავისთვის არაფერი უთქვამს.
ლაშა სახლში შუაღამეზე მივიდა, ბარდაჩოკიდან ნათიას თმის სამაგრი ამოიღო და მუჭაში მოიქცია, მანქანიდან გადავიდა წვალებით და ვარაუდით ავიდა კიბეზე მთვრალი, ანას და ბავშვის ოთხს ჩაუარა და სხვა ოთახში შევიდა, საწოლზე დაწვა და თმის სამაგრს დააცქერდა, შემდეგ ისებ მუჭში მოიქცია და დაეძინა უგონოდ მთვრალს.



№1 სტუმარი ნაინა

ძალუან მომწონს, მალი ალ დადე თავებ, ნუ დამტანჯე

 


№2  offline მოდერი ნეაკო

ნაინა
ძალუან მომწონს, მალი ალ დადე თავებ, ნუ დამტანჯე

ძაან მინდა მეც რომ ყოველდღე ავტვირთო მაგრამ არ მიხერხდება სამწუხაროდ

 


№3  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია მალე დადე ნათია მეცოდება რა უნდა ქნას?

 


№4 სტუმარი სტუმარი ხატი

ძალიან მომწონს იმედია დიდხანს არ მომიწევს ლოდინი

 


№5  offline მოდერი ნეაკო

《Sunshine》
ძალიან მაგარია მალე დადე ნათია მეცოდება რა უნდა ქნას?

მიხარია ძალიან, რომ მოგწონთ, ნათია გამოსავალს იპოვის აუცილებლად ,მაგრამ პრობლემები კვლავ ექნება

სტუმარი ხატი
ძალიან მომწონს იმედია დიდხანს არ მომიწევს ლოდინი

მადლობა, ორ დღეში დავდებ მაქსიმუმ

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

რას ნიშნავს,,,,ბავშვი აართვა,,,გრამატიკულად რომ დაწერო ,,ბავშვი გამოართვა,,

??? აჭარულ ჟარგონს ნუ იყენებ, მშვენიერი მოთხრობაა და უფასურდება.

ცოტა შეარბილე ნათიას მდგომარეობა, ძალიან სასტიკი ხარ. მეცოდება ძალიან.

 


№7  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნანა
რას ნიშნავს,,,,ბავშვი აართვა,,,გრამატიკულად რომ დაწერო ,,ბავშვი გამოართვა,,

??? აჭარულ ჟარგონს ნუ იყენებ, მშვენიერი მოთხრობაა და უფასურდება.

ცოტა შეარბილე ნათიას მდგომარეობა, ძალიან სასტიკი ხარ. მეცოდება ძალიან.

გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს აუცილებლად, არ მიფიქრია იმაზე რომ მკითხველს ცუდად ხვდება თვალში ასეთი სიტყვები.
რაც შეეხება ნათიას ჯერჯერობით მისი მდგომარეობა კვლავ რთული იქნება, მაგრამ ის ბოლომდე იბრძოლებს თავისუფლებისა და შვილისთვის

მადლობა რომ მიზიარებთ თქვენს აზრს, მოუთმენლად ველი ხოლმე თქვენს კომენტარებს და რჩევებს

 


№8 სტუმარი ანუ

აუუუ როდის დალაგდებაა..?

 


№9  offline მოდერი ნეაკო

ანუ
აუუუ როდის დალაგდებაა..?

ჯერ კიდევ ბევრი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება ნათია, თავის მხრივ ლაშაც

 


№10 სტუმარი სტუმარი თათა

მოუთმენლად ველი შემდეგ თავს, დღეს დადებ?

 


№11  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თათა
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს, დღეს დადებ?

5-ში დავდებ ახალ თავს

მადლობა ყველას რომ ასე აქტიურობთ და სტიმულს მაძლევთ რომ ვწერო

 


№12 სტუმარი სტუმარი თათია

5-ში დავდებ ახალ თავსო და აბა სად არის? :(

 


№13  offline მოდერი ნეაკო

აიტვირთა ეხლა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent