შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლიანი უიღბლო (სრულად)


3-08-2020, 01:03
ავტორი kesa-keso
ნანახია 7 285

თავდაპირველად ჩემს შესახებ მოგიყვებით რამეს. მე ვარ ეკატერინე, კატერინა ან უბრალოდ კატო და ვარ 25 წლის. იმ ინციდენტის შემდეგ, რომელმაც ტყუპი ძმა დამაკარგვინა , 9 წელი გავიდა. დიახ, მართალია ძალიან ბევრს ვჩხუბიბდით, მაგრამ ავარიამ ის ხელებიდან ისე გამომტაცა დღემდე ვერ გავიაზრე. ამ დღის შემდეგ მე ყველაფერზე უარი ვთქვი, რაც კი გამომდიოდა . ჩემს ახლად აწყობილ კარიერას დავემშვიდობე და საოცარ უიღბლობას კარი ფართოდ გავუღე. ყოველთვის საშინლად მოუხერხებელი ვიყავი. სადაც მივდიოდი ან ყველაფერს ვაფუჭებდი, ან უფრო ვაფუჭებდი. ჩემი ძმა კი თითქოს მავსებდა, მასთან ერთად არაფერი მომდიოდა. ის ზედმეტად სრულყოფილი იყო, თუმცა ყოველთვის ამბობდა, რომ მე ბევრად უფრო ნიჭიერი ვიყავი. ახლა კი ვდგავარ თქვენს წინაშე და არ ვიცი როგორ მოგიყვეთ ისტორია, რომელმაც ჩემი ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა. ერთ დღესაც ჩემმა მოუხერხებლობამ იმად მაქცია რაც დღეს ვარ, ანუ...
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მე და ჩემი დაქალი სახლში მოწყენილები ვბრუნდებოდით, რადგან სასურველი ბილეთები ვეღარ ვიყიდეთ ნიჭიერზე დასასწრებად. (ცნობისთვის მაშინ ცხრამეტი წლის ვიყავი უკვე)
ტელეფონზე ზარია.
- ხო დედა...- მივხვდი რომ სანამ სახლში ავიდოდი რაღაცას აუცილებლად დამავალებდა, ნუ მარტო რომ ვყოფილიყავი არც დარეკავდა, რადგან იცის რომ ყველგან ყველაფერს ვაფუჭებ.
- კარგი, ამოვიყოლებთ - თ უფრო გამოვკვეთე რომ არ ენერვიულა.
როგორც კი გავუთიშე, დაქალის კითხვისნიშნიან მზერას წავაწყდი.
- მაღაზიაში მაგზავნის, უფრო სწორად კი, გვაგზავნის. - ორივეს გაგვეცინა .
რადგან ჩემს სახლთან ერთადერთი მაღაზიაა, რომელიც ოთხიმილიონჯერ დავაზარალე, გადავწყვიტეთ, რომ სადმე სხვაგან გვეყიდა სასურველი სურსათი. 10 წუთიანი სიარულის შემდეგ როგორღაც მივაგენით და შევედით. როდესაც მართას დავუწყე იმის ახსნა, თუ რომელი ფქვილის შეფუთვა უნდა წაგვეღო დედასთვის, ზუსტად მაშინ გაიღო კარი და შეიარაღებული ნიღბიანი მამაკაცი შემოვიდა. ნუ ამას თუ შემოსვლას დავუძახებთ არვიცი მაგრამ ალბათ კარი ახალი საყიდელი გაუხდება ამ მაღაზიის მფლობელს.
- ყველანი ძირს , სასწრაფოდ. - რადგან მაღაზიის თითქმის შემოსასვლელში ვიმყოფებოდით, იარაღი პირდაპირ ჩვენსკენ გამოსწია. როდესაც ეს დავინახე, მთლიანი ფქვილის ყუთი ხელიდან გამივარდა და რადგანაც ზაფხული და პაპანაქება სიცხე იყო, პირდაპირ ვინტილიატორის წინ გასკდა და იარაღიანს შეეყარა თვალებში. არა რაა, ხომ ვამბობდი, იმდენად მოუხერხებელი და დაუფიქრებელი ვარ, იმ ადამიანს მივვარდი და კითხვები დავაყარე.
- კარგად ხართ? წყალი ხომ არ მოგიტანოთ? - და სასწრაფოდ მისკენ დავიძარი. უეცრად ამ ფქვილის დაგდებულ შეფუთვას ფეხი წამოვკარი და იმხელაზე დავახტი შეიარაღებულ პირს რომ იარაღი ხელებიდან გაუვარდა და თავადაც გაითიშა .
მოკლედ, წარმოდგენა არ მაქ აქ რა ჯანდაბა მოხდა, მაგრამ ...
მე დღის გმირი გავხდი ...
თუმცა სულ არ ვამაყობ ამით, ეს ხომ მოუხერხებლობით მომივიდა.
- მადლობა შვილო, შენ გადაგვარჩინე. - მოხუცი კაცი მოვიდა ჩემთან, რომელიც სავარაუდოდ ამ ყველაფრის მფლობელია. მაღაზიაში 12 ადამიანი მაინც იმყოფებოდა , ხოდა ერთ წამში ატყდა ტაშის და ოვაციების ხმა. ყველა მადლობას მიხდიდა, მე და ჩემი დაქალი (რომელმაც ყველაფერი ზუსტად იცის რა და როგორ მოხდა) გაკვირვებულები ვუსმენდით ხალხის დალოცვებს და წარმოდგენაც კი არ მქონდა რა უნდა მეთქვა. მოკლედ, შემდეგ საინტერესო არაფერი მომხდარა. ჩვეულებრივ როგორც ხდება ხოლმე, პოლიცია მოვიდა, ათასი კითხვა დასვა, ის შეიარაღებული პირი დააკავეს და ასე, ქებით გამოგვიშვეს. კარგი ხო, ცოტა გადავაჭარბე.
უი კინაღამ დამავიწყდა, ამ მაღაზიის მფლობელმა 2 ბილეთი მაჩუქა ნიჭიერზე დასასწრებად. და დიახ, ისევ მე და ჩემი დაქალი მივდივართ სახლისაკენ , თუმცა ამჯერად გახარებულები.
- ვაიმე, დედასთვის დამავიწყდა დარეკვა. - როდესაც სახლთან მივედით გავიაზრეთ, რომ არც პროდუქტები წამოგვიღია და არც მშობლებისთვის დაგვირეკავს და 2 საათიანი დაგვიანების მიზეზი არ გვითქვამს. ჯანდაბა...
- არაუშავს კატო ახლა ავუხსნით წყნარად და გარკვევით და იმედია სულ არ გაბრაზდება.
- როგორ თუ პოლიციამ დაგკითხათ? - არა რას ამბობთ, სულ არ გაბრაზებულა - ეკატერინე, სულ გააფრინე ხო? არსად გასაშვები შენ არ ხარ. კარგი შენზე რომ აღარაფერი ვთქვა, მართა , შვილო, შენ რაღა დაგემართა? ვერ წამოხვედით? - რათქმაუნდა, დედამ როგორც ყოველთვის ქოთქოთი დაიწყო.
- კარგი რაა ქალო, აცადე ბოვშვებს ამოსუნთქვა. ვერ ხედაავ, ჩვენი შვილი გმირი გახდა, გმირიი. მამიკოო, ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ. აბაა, წავედი დავურეკო სასტავს. - ხოო, მამაჩემი ნამდვილი ქართველი მამაკაცების ასევე ნამდვილი წარმომადგენელია. ოღონდ მიზეზი მიეცი და...
- შეენ სულ ჭამა სმაზე როგორ ფიქრობ ოღონდ გამაგებინე? ან რომელი სუფრა გაგიშალო , იმ სურსათით ,რომელიც არ გვაქვს კატოს გმირობების წყალობით. - კარგით, ვფიქრობ ამ სიტყვებით თქვენთვის ყველაფერი გასაგებიუნდა იყოს.
ასე თუ ისე, როგორც იქნა გამოვძვერი ამ საქმიდან და დავივიწყეთ ეს საღამო. დიახ , ასეთი ვარ. რაც არ უნდა კარგი გავაკეთო, ამით თავს არ ვიფასებ , არც კი ვიმჩნევ. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი უფრო მეტი მაქ გაკეთებული, რათქმაუნდა განგებ არა, მაგრამ მაინც.
- კონცერტზე ვინ მიგყავს - უეცრად კითხვას მისვამს მართა.
- რათქმაუნდა ომის ვეტერანი. - იმდენად სერიოზულად და მტკიცედ ვუთხარი, წამით დაიჯერა .
- საზიზღარო - შემომიბღვირა და მერე ერთად გაგვეცინა.
- რათქმაუნდა შენ, სულელო. შენს მეტი ვინ მყავს მე, ან ვინ მომხედავს როცა წაქცევას განიზრახავენ ჩემი ფეხები.
- ნუ რადგან ასე ძალიან გჭირდები წამოვალ - თავს იფასებს და იქით ოთახში ფხუკუნით გადის დასაძინებლად.
დამღლელი დღ
დღის შემდეგ, მალევე დამეძინა.
იმ ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგ დადგა დღე რომელსაც ასე ძალიან ველოდით. ნიჭიერის შესარჩევი ტურია. ზოგადად მიყვარს ნიჭიერი ხალხი, დიდი აუდიტორია და რაღათქმაუნდა ფილარმონიის პოპკორნი.
სადღაც დარბაზის შუაში ადგილები დავიკავეთ და დაველოდეთ, როდის დაიწყებოდა შოუ.
- ვუუ, დაიწყოოოო - შევაზანზარე ჩემს გვერძე მჯდომი დაქალი და აპლოდისმენტებით შევეგებეთ ჟიურის წევრებს. მოკლედ, 2 საათიანი კონკურსის შემდეგ გამოცხადდა შესვენება ნახევარსაათიანი. ძლივსს. რადგანაც საინტერესო არავინ გამოსულა ამ ორ საათში, ცოტა არ იყოს, მაგრად დავიღალეთ, ამიტომ მორიგი პოპკორნის საყიდლად გავედი. კარგი, გასვლაც არსებობს და გასვლაც. ჯერ ხო სულ ჩამიბნელეს დარბაზი, მერე ხო ტელეფონი დამიჯდა. მოკლედ, მე ხომ ბედი არ მაქვს რა, სადღაც ინერციით წავედი და ძლივს გავაღწიე დარბაზიდან. რიგში ვიდექი ზუსტად 25 წუთი, როდესაც ჩემი რიგი დადგა, ჩემზე გახარებული ალბათ არავინ ყოფილა. ვიყიდე ჩემთვის განკუთვნილი პოპკორნი და ადგილის დასაკავებლად გავემართე, როდესაც მაღალი და შეშინებული ბიჭი მომეჯახა და პოპკორნი დამაგდებინა.
- მაპატიეთ მეე.. მე უნდა წავიდე... აქედან უნდა წავიდე... - გაიძახოდა გიჟივით .
- მერე ჩემი პოპკორნი? - იმდენად ვგავდი იმ მომენტში პატარა ბავშვს რომ არა ჩემი სიმაღლე და ჩაცმულობა ალბათ პატარა ბავშვსაც მოგაგონებდით.
- მე ... იცით რა , აი ეს გამომართვით და იქ მიბრძანდით. - ვერ მივხვდი რა მოხდა, რაღაც ფურცელი ზურგზე მომაკრა და ისე გაუჩინარდა რომ ვერაფერიც ვერ გავიგე.
- ეჰ, არადა როგორ მინდოდა ეს პოპკორნი მაინც მეჭამა. წინა ხომ ვერ მოვასწარი... - ვბურტყუნებდი ჩემთვის როდესაც რამდენიმე ადამიანი გამოვარდა ერთ ერთი კარიდან და მომცვივდა.
- აი თურმე სად ხარ, დროზე, გამომყევი.
- იცით მგონი ვიღაცაში...- უნდა ამეხსნა რომ ვეშლებოდი, მაგრამ იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი ვერ მივხვდი სად ვიყავი. გარშემო სრულიად ბნელოდა . მე კი ფეხზე ვიდექი და დაბნეული აქეთ იქით ვაცეცებდი ხელებს, იქნებ გასასვლელი მეპოვნა. ხალხის ოვაციები მესმოდა, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი სად ვიყავი. ზუსტად ამ მომენტში ისეთი რაღაც მოხდა , რაც ბოლო დონის უიღბლოსაც კიარ დაემართებოდა.
- გამარჯობა, თქვენი სახელი. - წარმოთქვა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა.
კარგით, ასეთ გაურკვრვლობაში რომ არ გამყოფოთ, თუმცა შესაძლოა უკვე მიხვდით კიდეც, მე არც მეტი , არც ნაკლები, ფილარმონიის სცენაზე აღმოვჩნდი შესვენებიდან პირველივე მონაწილე. დავიბენი. წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მექნა.
- კაკაკა... კატო. - ჯანდაბა, ეს საშინელება იყო. ეს კატის კნავილს უფრო ჰგავდა ვიდრე ჩემს ხმას.
- კარგი კაკაკაკატო, რას შეგვისრულებ. - მეორე ჟიურის წევრმა ვითომ დამცინა თავისი ჭკუით და დარბაზიც აიყოლია. მე თქვენ განახებთ სეირს. - გავიფიქრე და ამის შესრულებაც განვიზრახე
- მოდით ეს სიურპრიზად დავტოვოთ. - იმდენად მისტიური ხმით წარმოვთქვი, რომ დარბაზი გავაჩუმე. სცენიდან კულისებში გადავინაცვლე და იქ მყოფებს ვთხოვე ფონოგრამის ჩართვა.
დარბაზი ჩაქვრა. მე ისევ ვბრუნდები კუთვნილ ადგილზე და მკრთალი სინათლის სხივი ჩნდება ჩემს თავზე. სწორედ მაშინ, როდესაც ფონოგრამამ ჟღერადობა დაიწყო გავიაზრე, თუ რამდენიხანია ეს არ გამიკეთებია. მოვიმარჯვე მიკროფონი და adele-someone like you - ს ავაყოლე ხმა. გავიაზრე, თუ როგორ მომნატრებია ეს შეგრძნება, რომელსაც სიმღერის დროს განვიცდიდი. წამი წამს მიჰყვებოდა, წუთი წუთს. დარწმუნებული ვარ ეს შეგრძნება არასოდეს დამავიწყდება. მე ამხელა აუდიტორიის წინ პირველად ვიდექი და ვმღეროდი.
როდესაც დავასრულე, იმხელა ოვაციები დავიმსახურე რომ გამიკვირდა კიდეც. არ ვიცი საიდან მეყო ძალა , რომ სიხარულისგან იქვე არ წავიქეცი, მაგრამ აშკარად გადავრჩი. ვისმენდი ჟიურის შეფასებებს, თუ რა საოცარი იყო ეს შესრულება და რომ საერთოდ არ მოელოდნენ ამას. უეცრად ყველა ჩუმდება, ერთ-ერთი ჟიურის წევრი დგება და ოქროს ღილაკს აჭერს ხელს. არ ვიცი...
არ ვიცი როგორ აღვწერო ის ოვაციები...
როგორ გადმოვცე.
მადლობა გადავუხადე და წამოვედი...
კულისებში მართა დამხვდა, შოკიდან არ ვიყავი გამოსული როდესაც კითხვები დამაყარა.
არ ვიცოდი რა მეპასუხა, ან იქნებ არც იყო საჭირო რამის თქმა. გამოვიქეცი.
იქაურობას გავეცალე როგორც შემეძლო ისე სწრაფად.
სუფთა ჰაერზე გამოსვლისთანავე ამომიტივტივდა გონებაში მოგონებები, ამიტომ ზუსტად ვიცოდი სადაც ვაპირებდი წასვლას. ტაქსს ხელი დავუქნიე და მისამართი მივუთითე. სულ მალე დანიშნულების ადგილზე ვიყავი და ნაცნობ სახეს ვეძებდი...
და აი ისიც...
- ძმაო... - ამოვღერღე ერთი სიტყვა და ტირილი წამსკდა... - ძმაო ნეტავ აქ , ჩემს გვერდით იყო. რომ იცოდე როგორ მომენატრე. იციი... იცი დღეს ჩემი უიღბლობით რა დამემართა? სცენაზე აღმოვჩნდი... წარმოგიდგენია? პირდაპირ იმ სცენაზე აღმოვჩნდი ერთ დროს რომ ერთად გვინდოდა მოხვედრა... გახსოვს ? მეუბნებოდი, მე გიტარაზე დავუკრავ, შენ კი შენი წკრიალა ხმით დაატყვევებ დარბაზსო. - სწორედ ამ დროს წამოვიდა წვიმა... რათქმაუნდა, მე ხომ უიღბლო ვარ... - ძმაო... მე მართლა წარმოდგენა არ მაქვს იქ როგორ აღმოვჩნდი... მე ხომ მონაწილე არ ვიყავი... - და უეცრად ის ახალგაზრდა ბიჭი გამახსენდა რომელმაც ჩემი საყვარელი პოპკორნი დამაყრევინა. მოიცა მან რა... მე ის მომაკრა რაც მგონია? და ზურგზე ხელების ფათური დავიწყე.
- რეგისტრაციის ნომერი, რათქმაუნდა. ძმაო წარმოგიდგენია? იქ აღმოვჩნდი სადაც ჩემი ადგილი არ იყო... უშენოდ...- მოვრჩი ხმამაღალ მონოლოგს და ხმამაღლა დავიწყე ქვითინი. ცოტა ხნის შემდეგ კი იქაურობა დავტოვე და პირდაპირ სახლისკენ ავიღე გეზი.
- სად ხარ რო გირეკავთ კატერინა? - დედას მრისხანე თვალები ნამდვილად ბოლოს მომიღებს. - ან სველი რატომ ხარ? შენ რა , იტირე? - რათქმაუნდა ეს გაუთავებელი კითხვები.
უთქმელად შევედი ოთახში, თუმცა კითხვების დასმა არ შეწყვეტილა. კარს მიღმა ხმაური უკვე ყელში მიჭერდა და მანადგურებდა. ცხელი აბაზანა მივიღე და დავმშვიდდი.
ერთი კვირის შემდეგ როგორც იქნა ვანებე ამ დეპრესიული ,,თინეიჯერი"ს როლის შესრულებას თავი და ისევ გავუღე კარი გარე სამყაროს. დიახ, ამ შვიდი დღის განმავლობაში არც სახლიდან გავდიოდი და არც ვინმეს ვესაუბრებოდი. პირველი ორი დღე რათქმაუნდა კითხვები და დატუქსვები არ ჩერდებოდა, მაგრამ შემდეგ უკვე ყველას თავი მოვაბეზრე ჩემი უთქმელობით და მალევე შემეშვნენ. რაც შეეხება მართას. ის არაფერს იტყვის, რადგან ის ყველაზე მეტად ხვდებოდა რა მჭირდა ამ შვიდი დღის განმავლობაში... თუმცა რას ხვდებოდა , როცა თავადაც არ მესმის რა დამემართა.
როგორც უკვე აღვნიშნე, ისევ ისეთი უიღბლო და მხიარული დავუბრუნდი სამყაროს. ალბათ როგორ ვენატრებოდი არა?
პირველი რაც გავაკეთე ეს იყო მართასთან წასვლა. სახლში არ დამხვდა... უცნაურია. როგორც წესი, ის ყოველთვის სახლშია როცა ჩემთან ერთად არ არის რაღათქმაუნდა.
ეგ კიარა, ჩემი ოჯახის წევრებიც კიარ იყვნენ სახლში. კი მაგრამ რა ხდება? არაფერი მესმის...
სახლში დაბრუნებულმა მემ ტელეფონი სატენს მოვარგე. აწკრიალდა. ისევ, ისევ და ისევ. ზოგადად ჩემი ტელეფონი სულ ასე წკრიალებს როდესაც მართა ესემესებს მიგზავნის ხოლმე, თუმცა ამდენი ხანი არასდროს გაგრძელებულა . კარგა ხნიანი პაუზის შემდეგ კიდევ ერთი ესემესი მომივიდა. მართაა. მწერს, რომ ქალაქგარეთ წავიდა რამოდენიმე დღით და მალე დაბრუნდება. კარგი ეს გავიგე. ახლა კი მშობლების ზარია.
- გისმენ დედა - ვუპასუხე ხალისიანად.
- ბაზარში წავედით და მალე მოვალთ. - მეუბნება ის. რათქმაუნდა , მე ხომ ვიცი მათი მალე რომ 6 საათი გაგრძელდება.
- კარგიი. - და ვთიშავ. რამხელა დიალოგია ხო? სულ ესე ვართ. ასეთი სიტყვაძუნწობაც არ შეიძლება, მართალი ხარ.
ერთი საათის შემდეგ კარზე კაკუნია.
- ნუთუ ასე მალე დაბრუნდნენ? - გავიფიქრე ჩემთვის და კარი გავაღე.
- რატომ დატოვეთ დარბაზი ეკატერინე? ვისი ნომერი გქონდათ აკრული ზურგზე? როდის დაბრუნდებით ... - ჯანდაბა , რახდება? კარს ვაღებ და უამრავი ჟურნალისტია გარეთ კორესპონდენტებთან ერთად.
ტელეფონი ავიღე და მშობლებს დავურეკე.
- დედა, სასწრაფოდ მჭირდება რომ სახლში მოხვიდე. გარეთ უამრავი ჟურნალისტია შეკრებილი და წარმოდგენა არ მაქვს რაუნდათ.
- ნუთუ მართლა არ ხარ ამ ქვეყანაზე? - დედამ სრული სერიოზულობით მითხრა.- სახლში ზუსტად ერთ საათში ვიქნებით და როცა ზარს გამოგიშვებ ტელეფონზე ეგრევე გააღე კარი.
გავიდა ხუთი წუთი... ვფიქრობ რომ სულ მალე ხალხი გაქრება ჩემი ეზოდან.
გავიდა ათი...
ოცი...
ნახევარი საათი...
ჯურნალისტები კი ჯიუტად თითქოს ჩემს ეზოში ბინა დაიდეს და არსად წასვლასაც არ აპირებენ.,, კი მაგრამ რო დაღამდეს რორამე კარავსაც გაშლიან?" ვფიქრობდი ჩემთვის.
და აი ისიც... გავიდა ნანატრი ერთი საათი და კარზე ზარია.
,,წესით ხომ ტელეფონზე უნდა დაერეკათ?" ამიტომაც გადავწყვიტე რომ არაფრის დიდებით კარი არ გამეღო. ზარი კი არადა არ ჩერდება.
ამ დროს ტელეფონი რეკავს, რაც იმას ნიშნავს რომ ნამდვილად უნდა გავაღო კარი.
ერთი ...
ორი...
დააა
სამი...
ღრმად ჩავისუნთქე და კარი გავაღე.
- გოგო გიჟი ხაარ? რატოარ მიღებდი კარს? - გიჟივით შემოვარდა მართა და ხელების აქეთ იქით ქნევა დაიწყო, უკან კი დედა და მამა მოყვნენ.
- ამიხსნის ვინმე რა ხდება? - უკვე მოთმინება დაკარგულმა აღარ ვიცი რომელ კედელს ვახალო თავი. - მართა, შენ ხო სოფელში იყავი და ასე მალე აქ როგორ გაჩნდი?
- იქნებ ჯერ ამას უყურო. - ამბობს და ლეპტოპს ჩემსკენ აბრუნებს. - შენმა ნამღერმა მილიონობით მოწონება დაიმსახურა თვით იუთუბზე, ყველას იმდენად მოეწონათ რომ ფეისბუქში გვერდიც კი შექმნეს უცნობი გოგოს სახელით, თუმცა როგორც კი შენი სახელი დაადგინეს , რაშიც მთელი რიგი მაღალი თანამდებობის მქონე პირები შეაწუხეს, მალევე გადაარქვეს სახელი და კატერინა დაარქვეს . მოკლედ, ახლა შენ ძალიან ცნობილი პიროვნება ხარ და გილოცაააავ - მოდის და მეხვევა.
- მოიცადე ერთი წუთით . ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ვიდეო ვინ დადო? არმესმის ჩემი ვიდეო ასეთ კარგ ხარისხში როგორ გავრცელდა.
- მოკლედ , როგორც კი სიმღერა დაამთავრე, იქ მყოფმა ხალხმა აიტეხა გინდა თუ არა რაც გადაიღეთ გამოაქვეყნეთო, ხოდა ამდენ ხალხთან ნიჭიერის პროდიუსერები ვერაფერს გახდნენ და თხოვნა შეუსრულეს. - თან გამეკრიჭა . რა სისულელეა? ეს ყველაფერი სრული აფსურდია.
- მე ხომ მანდ შემთხვევით მოვხვდი...-ყველა მიმიხვდა . მიხვდნენ რა განწყობაზეც შევიქმენი და რას გავაკეთებდი. თუმცა...
- დედი მისმინე , სამი წელი გავიდა... ეს არც ჩემთვის იყო ადვილი. შენ კარგად იცი, თუ რამდენად ბევრს ნიშნავდა შენიი ძმა ჩვენთვის. - ამოისუნთქა და თვალზე მცირედი ცრემლი მოადგა შვილის გახსენებაზე. - მაგრამ უკვე დროა რომ ცხოვრება გავაგრძელოთ. გთხოვ, იმის გამო ნუ დაინგრევ კარიერას რომ შენი ძმა ახლა აქ არ არის . სინამდვილეში ის სულ აქ არის და აქ იქნება, გულში. ჩვენ მას არ დავივიწყებთ, მაგრამ მისგარეშე შევძლებთ ცხოვრებას, როგორი მტკინვეულიც არ უნდა იყოს ეს. - იმედიანი თვალებით დაამთავრა მონოლოგი. გაინტერესებთ რა მჭირდა იმ მომენტში ? მე ვტიროდი. ვტიროდი არა იმიტომ, რომ ძმა მომენატრა, არამედ იმიტომ, რომ დედამ ის გააკეთა, რაც მე ვერ შევძელი. წესით ხომ ყველაფერი პირიქით უნდა იყოს? მე უნდა ვამხნევებდე დედას და გვერდში უნდა ვყავდე. და ამდროს მე რა გავაკეთე? მას არ მივეცი საშუალება რომ ეგლოვა, სამაგიეროდ კი მე ვიტანჯებოდი. მგონი დედა მართალია. საკმარისია ამდენი გლოვა.
- დედა, შენ სრულებით მართალი ხარ. - მივუგე მას - ჩვენ ის მუდამ გულში გვეყოლება , და ამიერიდან გპირდები, რომ არ მივცემ გლოვას და მწუხარებას იმის უფლებას, რომ ჩემზე იბატონოს. - დავასრულე და მშობლებს ჩავეხუტე.
- და მაინც, შეიძლება მთელი ეს მდგომარეობა ვერ აღვწერე ემოციურად, ვერ გადმოვეცი ზუსტად ისე, მაგრამ მთავარია მიგახვედრეთ, რომ ცხოვრება გრძლედება, და არ უნდა მივცეთ მწუხარებას უფლება , რომ ჩვენზე იბატონოს. - ვთქვი და მქუხარე აპლოდისმენტებიც დავიმსახურე .
- კატერინა, თუ შეიძლება გვითხარით, რა მოხდა მას შემდეგ, რაც გაიგეთ რომ ასეთი პოპულარული გახდით ინტერნეტ სივრცეში? - მისვამს კითხვას შოუს წამყვანი.
- ეს იყო ის დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. თავდაპირველად ჩემი ძმის საფლავი მოვინახულე. მოვუყევი ეს ამბები და დავპირდი, რომ იმ თვეში მეტად აღარ შევაწუხებდი და შემდეგ მოსვლაზე უფრო და უფრო მეტს მოვუყვებოდი. შემდეგ კი იყო ზარი . ნიჭიერიდან მირეკავდნენ, მითხრეს რომ ზუატად 1 თვეში ნახევარფინალი გაიმართებოდა, მათ კი ჯერ ჩემი მონაცემები შებსებულიც კი არ ჰქონდათ. რათქმაუნდა, მე ხომ იმ სცენაზე დაუპატიჟებელი სტუმარი ვიყავი. - დარბაზი იცინის. - ეს არ იყო ერთადერთი ზარი, რომელიც ერთი დღის მანძილზე მივიღე . იყო მოწვევები უცხოეთიდან, სურდათ რომ მათ კონსერვატორიაში ჩამებარებინა , სადაც შევძლებდი სრულიად უფასოდ მესწავლა.
- და თქვენ ასეც მოიქეცით, რადგან უკვე ექვსი წელი გავიდა , რაც ნიჭიერის გამარჯვებული გახდით, შემდეგ კი უცხოეთში გაემგზავრეთ სასწავლებლად. - ისმის ისევ აპლოდისმენტების ხმა. - ახლა კი თუ შეიძლება თქვენი მეუღლის შესახებ გვიამბეთ. სად და როგორ გაიცანით იგი?
- მან მე 6 წლის წინ ბატიბუტი
დამაყრევინა. - ვთქვი ისევ ისეთი სახით, როგორიც იმ დღეს მქონდა.
- მოიცადეთ, ანუ იმის თქმა გინდათ, რომ თქვენი მეუღლე იგივე პიროვნებაა ვისი წყალობითაც თქვენ ვარსკვლავი გახდით? აი ეს მესმის. თუ შეიძლება ისევ დავუკრათ საქართველოს ნომერ პირველ წყვილს ტაში. - დარბაზი ფეხზეა. - კი მაგრამ როგორ მოხდა ეს ყველაფერი? სად იპოვეთ ის?
- ისევ შემთხვევით , ისევ დაჯახებით და ისევ ჩემი ბატიბუტის დაყრით. - დარბაზი ისევ იცინის. - ერთხელ, როდესაც ჩემს სოლო კონცერტამდე სულ რაღაც 5 წუთი იყო დარჩენილი, მართას შვილმა ბატიბუტის ყიდვა აიტეხა. ჩემი, რათქმაუნდა როგორც ნათლიის ვალია, წავედი და ყოველგვარი რიგის გარეშე ორ წამში ბატიბუტის დიდი შეკვრა ხელში მეჭირა.
სწორედ ამ დროს ვიღაცამ ჩემი სახელი წარმოთქვა და სანამ უკან გამოვიხედებოდი ბოლომდე ჩემი ნაყიდი ბატიბუტი ისევ ძირს ეგდო.
- მაპატიეთ მე... მე
- აქედან უნდა წავიდე. - დავუსრულე ნაცნობი ფრაზა და სანამ მივხვდებოდი რა წამოვროშე და ვინ იდგა ჩემს წინაშე, მანამდე ამ ადამიანის გაკვირვებული სახე დავინახე.
- მოიცა, თქვეენ? - ახლა უკვე მე მქონდა გაკვირვებული სახე . თუმცა ის უკვე ადგილიდან დაძრულა სწრაფად და იქაურობის დატოვება ჰქონდა განზრახული. თუმცა ნურას უკაცრავად.
- ადგილზე გაჩერდით. მოიცადეთ. - ვეუბნებოდი, თუმცა ის ჯიუტად არ ჩერდებოდა და ერთ ერთი კარის უკან უჩინარდება. მე რის კატო ვიყავი ყველაფერი უიღბლობა რომ არ დამმართნოდა. პირდაპირ იმ კარისკენ გავწიე. გავაღე კიდეც, თუმცა სწორედ იმ წამს, როდესაც ფეხი გადავადგი ზღურბლზე ჩემს ქვეშ არსებული პატარა ფეხსაწმენდი ამისრიალდა და რომ არა ადამიანის მკლავები მე კაი ხნით სცენას ვეღარ დავუბრუნდებოდი მოტეხილობის გამო. ჰაერში საოცარი სურნელი ტრიალებდა როდესაც მის მკლავებს ვყავდი გამოჭერილი. თვალები დახუჭული მქონდა, რადგან ჯერ კიდევ მეგონა რომ მალევე ამ ასრიალების გამო კიბეებზე ჩავგორდებოდი. როდესაც გავიაზრე რომ საფრთხე აღარ მემუქრებოდა, თვალები გავახილე და ვის ვხედავ. ჩემი გმირი ისაა, ვინც უკვე მეორედ დამაგდებინა ბატიბუტის შეკვრა.
- ხომარ დაშავდი სიმინდო? - მეუბნება და ისეთ სახეს იღებს ჩაყლაპვა მოგინდება, თუმცა რადროს ჩაყლაპვაა, სიმინდოვო? ეს მე მითხრა?
- თუ შეიძლება ხელები მომაშორეთ. - მივმართე კატეგორიულად.
- რატომ? ვფიქრობ კარგად გრძნობ თავს, სხვა შემთხვევაში მიხვდებოდი, რომ ხელები იმდენად გაქვს ჩემს კისერზე მოჭერილი რომ ვშიშობ მალე კისერს მომტეხავ. - ,,ვაიმე, რა საყვარელი ღიმილი აქვს " გავიფიქრე და მალევე ისევ მივხვდი რაც მითხრა. უზრდელი, უხეში ხეპრე.
- როგორ ბედავთ? - კისრიდან ხელები გამოვწიე და გულმკერდზე დავუშინე. - სასწრაფოდ გამიშვით ხელები.
- თორემ რა? აქ ხომ არავინ არარის.
და სწორედ იმ დროს ისეთი რამ მოხდა, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი. მან მე პირველი კოცნა წამართვა. მართალია ეს ძალიან სასიამოვნო იყო, და მოულოდნელიც, მაგრამ იმ დროს ამაზე არ ვფიქრობდი. გამოვიწიე , სილა გავარტყი და კარებისკენ გავბრუნდი გასასვლელად, თუმცა იმავე ფეხის საწმენდ ტილოზე მეორედ ამისრიალდა ფეხი და ისევ იგივე მკლავებში აღმოვჩნდი.
- ვხედავ დღეს იღბალი ჩემს მხარეზეა. - ამბობს ის. ,,ისე ხო რასამბობ , ჩემს მხარესაა სულ." გავიფიარე და გამეცინებოდა რომ არა ასეთი უხერხული სიტუაცია.
- გამიშვით თორემ ვიყვირებ.
- კიბატონო, მაგრამ ჯერ ერთი თხოვნა შემისრულე . - და ტელეფონი ჯიბიდან ამომაცალა.
- რას აკეთებ?
- უკვე აღარაფერს. - ტელეფონი გამომიწოდა და გაუჩინარდა.
ეს იყო ჩვენი მეორე შეხვედრა, მე კი საკუთარ კონცერტზე დავიგვიანე, რადგან შემდეგ ნამდვილად ბატიბუტის რიგში ჩავდექი.
ღამით კი ტელეფონის ზარი მაღვიძებს.
უცხო ნომრებს უკვე მიჩვეული ვიყავი, ამიტომაც ვუპასუხე.
- გისმენთ.
- სიმინდო, რა ხმა გაქვს , ხომ არ გეძინა? - ნაცნონი ხმის მოსმენა და ჩემი თმების ყალყზე დადგომა ერთი იყო.
- ჩემი ნომერი საიდან...- სანამ დავამთავრებდი წინადადებას მივხვდი , თუ რაში სჭირდებოდა მას ჩემი ტელეფონი.
- შენი დაუმთავრებელი ფრაზით უკვე მიხვედრილხარ როგორც ჩანს.- ჩაიცინა და გააგრძელა. - აბა რას იტყვი სიმინდო, შაბათს 8 საათზე მე, შენ და ტიტანიკი ერთად რომ ჩავიძიროთ ჯინოში.
- და ესეც ასე, როგორ უცნაურადაც გავიცანით ერთმანეთი, ისეთ უცნაურ პაემანზეც წავყევი. 8 საათზე მთელი ჯინო ფერედაისი დაკეტილი დამხვდა, არავინ იყო გარშემო ჩვენს გარდა. ის დღე არასოდეს დაავიწყდება ჩემს თვალებს, ყურებს , გონებას და ტუჩებს.
- კი მაგრამ, ეს ყველაფერი როდის მოხდა, სანამ უცხოეთში წახვიდოდით თუ ჩამოსვლის შემდეგ? - წამყვანი ირინა ისევ სვამს კითხვას.
- სანამ წავიდოდი.
- თქვენ იქ 4 წელი იყავით, ის რა , მთელი ეს დრო გელოდებოდათ?
- რათქმაუნდა არა . მე დაშორებას ვაპირებდი მასთან იმის გამო, რომ სულ მალე გამგზავრებას ვგეგმავდი, მან კი ჩვენს ბოლო , მერვე პაემანზე ხელი მთხოვა, და მეც გიჟივით დავთანხმდი . ქორწილი არ გადაგვიხდია, ხელი მოვაწერეთ და ჯვარი დავიწერეთ, შემდეგ კი ვიწრო წრეში აღვნიშნეთ.
- გამოდის 4 წელია გათხოვილი ხართ და ამას ახლა ვიგებთ? ძვირფასო მაყურებლებო, ჩემი შოუ დღეს თქვენს მოლოდინებს გადააჭარბებს.
- დიახ, და დღეს თქვენს წინაშე მარტო არ ვარ, ჩემი პატარებიც თან მყავს. - ვამბობ და მუცლისკენ მიმაქვს ხელი.
- არ არსებობს, შენ რა, ორსულად ხაარ? და თან ტყუპებზე?
- დიახ. სულ რაღაც 3 თვის.
შემდეგ იყო მილოცვები, მთელი ამბები. დაახლოებით ათ წუთში კი ჩაწერა დავამთავრეთ და ახლა უკვე ფოტოებს ვიღებდი ფანებთან ერთად.
როდესაც ყველაფერი მორჩა, გარეთ გამოვედი და ვხედავ მანქანას მიყრდნობილ გუგას.
- შენ რა მთელი ეს დრო აქ მელოდებოდი? - მივმართე მას გაოცებულმა.
- არა , შიგნითან ვიყავი და უკვე მეოთხედ ვისმენდი ჩვენი გაცნობის ისტორიას
სიმინდო. - მომმართა მან და შუბლზე მაკოცა. შემდეგ კი დაიხარა და მუცელში არსებულ ციცქნა არსებებს მოეფერა. - რამე ხომ არ გინდათ ჩემო ბატიბუტებო?
- ისე ბატიბუტი ცუდი აზრი არ უნდა იყოს. - ვამბობ და ვიცინი.
მანქანაში ჩავსხედით და ფილარმონიის წინ არსებული ბატიბუტი ვიყიდეთ .
- გუგა, ისე რა გინდა რომ დავარქვათ ჩვენს პატარებს?
- გოგოს შენ აურჩიე, ბიჭს კი უკვე ავურჩიე.
- კარგი , და არ მეტყვი?
- დაჩი. - ამბობს ხმადაბლა და საფეთქელთან მკოცნის. - შენი ძმის საპატივცემულოდ. - ამატებს .
- საუკეთესო ხარ. - ვეუბნები და მთელი გულით და სულითვეხუტები. - შენ ხარ ჩემი საუკეთესო უიღბლობა.
- ჰმმ , მაშინ იღბლიანი უიღბლო ყოფილხარ ჩემო სიმინდო. - მომმართავს ის და ჩახუტებულები ვაგრძელებთ გზას ,,უსასრულობამდე და იმის იქით..."



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგი ,ხალისიანი,სევდიანი ისტორია იყო.

 


№2 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან კარგი იყო. სევდა ნარევი ღიმილით რომ წაიკითხავ. ნამდვილად ცხოვრებისეული.

 


№3  offline წევრი kesa-keso

სტუმარი nancho
ძალიან კარგი ,ხალისიანი,სევდიანი ისტორია იყო.

მიხარია თუ მოგეწონათ❤

სტუმარი ხატია
ძალიან კარგი იყო. სევდა ნარევი ღიმილით რომ წაიკითხავ. ნამდვილად ცხოვრებისეული.

დიდი მადლობა❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიაან სასიამოვნო იყო ^-^

 


№5  offline წევრი kesa-keso

სტუმარი ანი
ძალიაან სასიამოვნო იყო ^-^

Yvelanairad vecade ❤ dzalian didi madloba

 


№6 სტუმარი მარო

ძალიან მომეწონა.

 


№7  offline წევრი kesa-keso

მარო
ძალიან მომეწონა.

Mixaria❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent