შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ღამის წყვდიადში (6)


4-08-2020, 19:22
ავტორი ელზა777
ნანახია 1 004

გოგონა ღამის წყვდიადში (6)

ელზა ბრაზმა მოიცვა .მაკო კი დასცინოდა
-რა იყო გოგო რა ისტერიკებში ვარდები ?!
-გამითიშა ,ისე რომ პასუხის თქმაც კი არ დამაცადა.რა უტაქტობაა
-ხოდა თუ არ გინდა არ შეხვდე.
-არა არ მინდა მასთან შეხვედრა.
-ძაანაც გინდა უბრალოდ რომ არ გკითხა მაგიტომ აიჭერი.
-აუუუ არ მაქვს მაგის ნერვები.
-ისე სიმპატიურია ?
-ძალიან , რაღაცნაირია უბრალოდ ძალიან ბევრს ლაპარაკობს საკუთარ თავზე და შესაძლებლობებზე. იმაზე მეტს ვიდრე არის .
-შენს ადგილას არ ვენდობოდი .
-არც ვაპირებ .

იმ დღეს ნიკამ მართლაც ჩააკითხა ელზას.სანამ არ უპასუხა ტელეფონს ელზამ იქამდე არ შეწყვიტა რეკვა .

-სად ხარ ? რომ გირეკავ რატომ არ მპასუხობ რა ბავშვივით იქცევი .
-მეგობრებთან ერთად ვარ და შენთვის არ მცალია .
-სად ?
-რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ?
-მინდა გნახო!მითხარი მისამართი ?
-ჯერ უნდა მკითხო მინდა თუ არა შენთან შეხვედრა ?
-რომ არ გინდოდეს ჩემს ზარს არ უპასუხებდი და დამბლოკავდი.იქამდე არ წავალ სანამ არ მნახავ ...
-არ გნახავ.
-მნახავ
ელზამ ტელეფონი გაუთიშა.

-ვინ იყო . (მაკო)
-ნიკა , ნახვა უნდა .
-ნახე და დაელაპარაკე.რომ აზრი არ აქვს .
-რომ ვნახო იმედი მიეცება .
-გააჩნია როგორ დაელაპარაკები .
-კიდევ რეკავს .
-უთხარი რომ ხვალ დილით ნახავ .
-ხო კაი .

-რას მითიშავ?(ნიკა )
-არ მცალია !
-როდის მოიცლი ?
-დღეს არა !
-აბა როდის ?
-ხვალ დილით .
-კაი დღეს აქ დავრჩები მაშინ და ხვალ გნახავ .
-როგორც გინდა .
ელზა ძალიან ბედნიერი იყო მეგობრების გარემოცვაში და არ უნდოდა ვინმეს ან რამეს მისი ხასიათი გაეფუჭებინა .სახლში მისულს გათიშულს ჩაეძინა დილით კი ტელეფონის ზარმა გააღვიძა .
-გაიღვიძე !!!
-აუ შენ არ ხარ ხო ნორმალური მეძინება .
-მე მთელი ღამე არ მძინებია ,ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა და გნახავდი .
-რაიყო ჩემზე გადაგეკეტა თუ რა არის ?
-რომ გნახავ ყველაფერს აგიხსნი ...ახლა კი ჩაიცვი
-კაი ხო დამაცადე .
ელზამ გამზადება დაიწყო , უბრალოდ ჩაიცვა ყოველგვარი გაპრანჭვის გარეშე თითქოს მაღაზიაში მიდიოდა და არა პაემანზე .
ნიკაც ძალიან ჩვეულებრივად იყო გამოწყობილი ეტყობოდა რომ მთელი ღამე არ სძინებია მართლა .
-ძალიან მიხარია რომ აქ ხარ და შემხვდი .
-რატომ ?
-ყველაფერს მოგიყვები .სადმე დავსხდეთ ? გეტყობა გუშინ ბევრი დალიე. შეგვიძლია კოქტეილი დავლიოთ და მოგიყვანს ცოტა აზრზე .
-სულერთია .
-ნუ მესწერვები.
არჩევანი ერთერთ რესტორანზე შეარჩიეს რომლიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა .ელზა ვერ ხვდებოდა რატომ იყო მანდ ,მაგრამ ფაქტი იყო რომ რაღაც ძალა აკავებდა .
-რას მიირთმევთ ?
-მოჰიტო გთხოვთ ! (ელზა )
-ორი მოჰიტო გთხოვთ (ნიკა )
ნიკა ძალიან თბილად ექცეოდა მომსახურე პერსონალს გამოელაპარაკა თითქმის ყველას და კითხა თუ როგორ გრძნობდნენ თავს . იქვე ახლოს ელზამ კატა შენიშნა .
-კატა !(ელზა )
-ნუ გეშინია არ გიკბენს ისინი ძალიან თბილები არიან და ბევრად მეტს გრძნობენ ვიდრე ადამიანები .

ნიკა წამოდგა და კატას მოფერება დაიწყო ...ელზა არ მოელოდა მსგავს რეაქციას ნიკასგან მსგავსი შემთხვევა არასოდეს ქონია ელზას სხვა ბიჭების მსგავსად არ იქცეოდა ნიკა.
-არ მეშინია კატების პირიქით მე მიყვარს ისინი .უბრალოდ გამიკვირდა შენგან .
-შენ ჩემს შესახებ კიდევ ბევრი რამ არ იცი.მაგრამ გაიგებ ძალიან მალე .
-ნუ მაინტრიგებ .
-ვიცი რასაც ფიქრობ ჩემზე , მაგრამ ძალიან ცდები მე შენს წინაშე ნამდვილი ნიკა ვარ რომელსაც არავინ არ იცნობს და შენს გარდა ვერც ვერავინ ვერ გაიცნობს .
-რატომ მე ?
-შეიძლება ბანალურად ჟღერს რასაც ახლა გეტყვი, მაგრამ შენ ის ქალი ხარ ვისაც მე ვეძებდი მთელი ჩემი ცხოვრება .რომ შემოგხედე ამას ეგრევე მივხვდი . მაგრამ სამწუხაროდ დავაგვიანე .
-რატომ უნდა დაგიჯერო.
-მე არ დამიჯერო დრო დაგაჯერებს ყველაფერს მე შენ არ მიგატოვებ იქამდე სანამ ცოცხალი ვარ .
-რაიყო სიკვდილს ხო არ აპირებ ?
-შენ სულ ასე მიზანში არტყამ ?
-შენ რა ღადაობის ხასიათზე ხარ ?
-არ ვხუმრობ .მე შენ არასოდეს მოგატყუებ
ნიკას ტირილი აუტყდა ამ სიტყვების თქმის წარმოთქმისას ,ნიკას შემხედვარე ელზასაც ტირილი აუტყდა ტიროდნენ იქამდე სანამ ერთმანეთის ტკივილი არ გაიზიარეს ისინი ერთ მთლიანობად იქცნენ რომელსაც ვერასოდეს ვერავინ გაყოფდა .
-ყველაფერი მომიყევი ?!
-ძალიან ცუდი ბიჭი ვიყავი ...ცუდ რაღაცეებს ვეკარებოდი რამაც ჩემი ჯანმრთელობა ძალიან დააზიანა .ექიმა მითხრა რომ ამ ჯანმრთელობით დიდხანს ვერ ვიცოცხებ .
-ძალიან მწუხვარ .
-კიდევ რაღაც უნდა გითხრა!
-რა ?
-არ მიმდოდა ისე მომკვდარიყავი რომ რომ ჩემი ნაწილი არ დამეტოვებინა .ამიტომ ერთი გოგო გავიცანი რომელიც შვილს გამიჩენს .უკვე 3თვის ორსულია .
-ცოლი თუ გყავს ჩემთან რა გინდა ?
-შენ ჯერ ეს არ იცი მაგრამ დროსთან ერთად მიხვდები რომ შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ .
-ვერ მივხვდები...იმიტომ რომ მე მალე აქ აღარ ვიქნები .
-სადაც არ უნდა იყო მე შენ ყოველთვის მოგძებნი. იმიტომ რომ ჩემი ნაწილი ხარ .
ელზა გაოცებული უყურებდა რატომ უნდა დაეჯერებინა რასაც ის ეუბნეოდა ? მაგრამ სჯეროდა რასაც ის ეუბნეოდა, შეპყრობილი გახდა მისით ...მაგრამ იმ ფაქტმა უფრო გააოცა რომ მის მიმართ გრძნობები გაუჩნდა .კი მაგრამ რას მოიტანდა ეს ურთიერთობა არცერთმა არ იცოდა უბრალოდ ის იცოდნენ რომ ერთმანეთს ჭირდებოდნენ .ნიკას გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და იმ საღამოს თბილისში უნდა დაბრუნებულიყო . ელზამ სადგურამდე მიაცილა
-არ დაგავიწყდეს, რომ ჩემი გოგო ხარ .
-არ დამავიწყებინო .
-არ ჩამეზუტები ?!
იმდენად ძლიერ ჩაეხუტა რომ ელზას სუნთქვა შეეკვრა მაგრამ სიამოვნებდა მისი ჩახუტება .
-კაი საკმარისია შენი წასვლის დროა .
-ჩემი ხარ . შეხვედრამდე
ელზას არ უნდოდა ნიკას გაშვება მაგრამ ამას უნდა შეგუებოდა .

სახლში დაბრუნებულმა ელზამ ყველაფერი მოუყვა მაკოს მაგრამ რთული გასაგები აღმოჩნდა მაკოსთვის .მაგრამ ელზასაც არ ქონდა გააზრებული რას გრძნობდა .მაგრამ ფაქტი იყო რომ იცოდა ნიკას არასოდეს არ მიატოვებდა სადაც არ უნდა ყოფილიყო და რამდენი ცოლიც არ უნდა ყოლოდა ის მისთვის ყველაფერი გახდა . როგორ?! ამის ახსნა და გადმოცემა შეუძლებელია




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent