შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაჩუქარი გული (თავი II)


8-08-2020, 00:56
ავტორი Mélancolie
ნანახია 2 469

როგორც კი შევედი დამხვდა მისი მესიჯი:”ხვალ კარგი დღე იქნება”
ვეღარ გავუბედე უარის თქმა,იმ ღამეს გვიანობამდე ვწერდით ერთმანეთს,ვფიქრობდი, რომ ის ჩემი ადამიანი იყო,არავის ჰგავდა ,რაღაც თავისებური იყო ,თავისებურად ჩემნაერი.მიხაროდა ასეთი ადამიანის პოვნა,ჩემს ზედმეტად სევდა-დარდიან სიცოცხლეს უკეთესს ხდისა,ჯერ პირველი დღე იყო და მაშინაც კი იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე სიყვარულით სავსე თვალებით დავდიოდი და ეს ყველაფერი თავბრუს მიხვევდა.
მეორე დღეს სახლთან მომაკითხა ,ჩემი მანქანით წავედით,მისი პირველი სიტყვები იყო :გოგო თაფლისფერი თვალებით ულამაზესი აღმოჩნდაო.შებინდებისას მხოლოდ შენს თვალებს ვხედავდიო ასე მითხრა.მე გულში სიყვარული მექცეოდა ივსებოდა და ივსებოდა და ვერ ვაცნობიერებდი იმას ,რომ ამ ყველაფერს შესაძლოა ცუდი შედეგიც მოჰყოლოდა ,როგორც სხვა შემთხვევებში.სხვა შემთხვევები ვახსენე ,რადგან ბევრ ადამიანთან მქონდა კონტაქტი,რამდენიმესთან სერიოზულიც,მაგრამ ვხვდებოდი ,რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი ილუზია იყო,იქიდან არცერთი იყოარც ჩემი ადამიანი და არც ჩემი სიყვარულის ღირსი.მივდიოდი და ვგრძნობდი თუ როგორ მიყურებდა თავის მოყავისფრო მოთაფლისფრო თვალებით.მანქანას ბავშვობიდანვე ვმართავდი ,თუმცა მაშინ ისეთი დაძაბული ვიყავი ,ორჯერ დავარღვიე წესრიგი.
-რატომ ნერვიულობ?
-არა ,უბრალოდ...
-ვუახლოვდებოდი იმ კლუბს ,სადაც ყველა აგრესია უნდა ამომეფრქვია,ცეკვით რა თქმა
უნდა ,დამეტოვებინა და უკან აღარ წამეღო ის უარყოფითი ემოციები.როგორც კი შევედით,უახლოესი მეგობრები დავინახე,მათთვის არც კი მქონდა მოყოლილი ჩემი და გეგას ამბავი.მიუხედავად იმისა,რომ იმ პერიოდში მეგობრებთან გახსნილი ვიყავი ,არ ვიცოდი როგორ მომეყოლა ეს უცნაური და ამავდროულდ,ენდორფინებით სავსე მოგონება თუ შემთხვევა.საკუთარ თავს ვაძლევდი დროს ,გამერკვია რას წარმოადგენდა ჩემთვის ის ადამიანი,რომელიც სულ ორი დღის გაცნობილი მყავდა ,მაგრამ ვხვდებოდი ,რომ ჩემი ცხოვრების ამოტრიალებისკენ იღწვოდა.
-ემი,როგორ ხარ?მომვარდა ლენკა გაოცებული,თვალებით გეგაზე მანიშნებს ვინ არისო.გეგამ არ დააყოვნა და უმალვე უთხრა ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ,უბრალოდ ახლა დავბრუნდი უცხოეთიდანო.გავშტერდი ,რა ენამახვილი ბიჭია ,რა უცებ მოხლაფორთა ტყუილითქო.როგორც მოგვიანებით მომიყვა,მართლა ასე ყოფილა.ბავშვობაშიც ხშირად მხედავდა ეზოში ბავშვებთან თამაშში გართულს,მაგრამ არასდროს უცდია მოსვლა.ამან გამაკვირვა და ვფიქრობდი:
ღმერთო ნუთუ ახლა მაინცდამაინც ახლა ,ჩემი ცხოვრების უცნაურ მომენტში ,როდესაც საკუთარ თავს ვკარგავ, მაშინ მაპოვნინე ჩემი სულის მეგობარითქო?!
-ახლა ამას თქვენ ,რომ გიყვებით თითქოს ლოდს ვებრძვი ,რომ გადავაგდო და ნელ-ნელა ადგილს ვუცვლი.ეს ლოდი ჩემს გულს მძიმედ აწევს...
დიახ,თქვენი თავი გეხმარებათ ამაში,მე არაფერ შუაში ვარ.მე უბრალოდ ჩვეულებრივი ადამინი ვარ,რომელსაც მთელი გულით აინტერესებს თქვენი სიყვარულის ისტორიის გაგრძლებეა.მენდეთ,როგორც მეგობარს .განაგრძეთ ,თუ შეიძლება.
***
თითქოს თავიდან ყველაფერი იდეალურად არის ,როგორც ფილმებში.ბევრი დავლიეთ ,ვიმხიარულეთ,ვიცეკვეთ .ეს შეგრძნებები დაკარგული მქონდა,ხშირად ვცეკვავდი ,ვსვამდი ,მაგრამ ვერასდროს ვგრძნობდი იმას ,რასაც ახლა.თითქოს იმ გრძნობებისგან ახალი ადამიანი შეიქმნა ,არა ვტყუი...ძველი ადამიანი დაბრუნდა,რომელიც ჩეჩმაში იყო ჩამალული და გამოჩენას არ ლამობდა.მეგონა დავბრუნდი,მაგრამ როგორც კი ერთმანეთს დავშორდით და მე სადარბაზოში შევედი,ვიგრძენი სიცარიელე.ვერ ვხვდებოდი ეს რა მდგომარეობა იყო ან თუნდაც რა ემოცია ,ვხვდებოდი რომ რაც უფრო ვშორდებოდი მით უფრო მაკლდა მისი სურნელი და სიახლოვე.არ ვიცი რა ემოციამ დამამარცხა ,მაგრამ ორი წუთი არ იყო გასული .დავურეკე .
-გეგა რას შვები ?ახვედი?
-ემი,რა იყო ასე მალე მოგენატრე?
-იცი ,მინდოდა მეთქვა ,რომ -რომ რა?
ვეღარაფერი ვუპასუხე და გავშეშდი ,ნაირას ყვირილის ხმა გავუგე ემილი ამოდი რაღას ელოდები დაგინახეო ,რომ ჩამომძახა .მეც უნებურად გავთიშე ტელეფონი და ავედი.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

დამაინტერესა ისტორიამ,თხრობაც კარგი გაქვთ,ველოდები გაგრძელებას,თუ თავებსაც გაზრდი უკეთესი იქნება.

 


№2  offline წევრი Mélancolie

სტუმარი nancho
დამაინტერესა ისტორიამ,თხრობაც კარგი გაქვთ,ველოდები გაგრძელებას,თუ თავებსაც გაზრდი უკეთესი იქნება.

დიდი მადლობა,აუცილებლად .❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent